თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ იარაღი და მასთან დაკავშირებული თემები _ მირჩიეთ იარაღი

პოსტის ავტორი: Pain Jan 19 2015, 02:41

პირველ რიგიში მოგესალმებით მონადირეებს newsmile05.gif
მინდა წინასწარ მოგიხადოთ ბოდიში იმისთვის რომ სავარაუდოდ მსგავსი თემა არის მემილიონე აქ და თქვენც ყელში გაქვთ ამოსული მსგავს კითხვებზე პასუხების გაცემით, უბრალოდ რამდენჯერაც სატითაოდ არ გამოვკითხე ყველას იმის შესახებ რის ყიდვასაც ვაპირებდი იმდენჯერ დავისაჯე D.gif
იმის გათვალისწინებით რომ რა სფეროშიც ჩავერთვები, ძირიტადად მტელი ცხოვრება მივსდევ ხოლმე მინდა ზუსტად გავარკვიო რაღაც დეტალები D.gif ( თევზაობა, ტხილამურები, ავტომობილები, სპორტის სახეობები რავი რაც დავიწყე არ მიმიტოვებია და ყველგან აბსოლუტურად მომიწია პირველად შეძენილი აღჭურვილობის გამოცვლა, იმიტომ რომ ზუსტად და დეტალურად არ ვიკითხე ყველაფერი) იმედია ნადირობაშიც ეგრე არ მომივა D.gif
მინდა დავიწყო ნადირობა და როგორც დავწერე სავარაუდოდ გავყვებითქო არ მინდა მხოლოდ ჩიტებზე სანადირო იარაღით აღმოვჩნდე D.gif
ვინაიდან სრული დილეტანტი ვარ ამ საქმეში, თუ კაი რაიმე სისულელეს ვიკითხავ, გტხოვევოთ მომიტევოთ D.gif
იარაღით უნდა შევძლო როგორც ფრინველზე ისე ნადირზე ნადირობა ( მგელზე, დათვზე, ჩლიქოსნებზე, მოკლედ სადაც წავიღებ რომ არ შემარცხვინოს D.gif )
რადგანაც სრულიად გამოუცდელი ვარ, არ მინდა ისეთი იარაღი რომელიც ცხოვრებას გამიწამებს D.gif
საორიენტაციო ფასი 1000 ლარია სადღაც, +- 200 და 300 ლარი ბევრს არაფერს მიწყვეტს, მირჩევნია 1 ხელ ვიყიდო და კარგი, გონივრულ ფასში რა თქმა უნდა D.gif
თავიდან ვაპირებ ფრინველებზე დაწყებას, გამოუცდელი დათვზე ვერ წავალ ეგრევე D.gif როგორც ვიცი აგვისტოსთვის შესაძლებელია უკვე ფრინველზე ნადირობა და მინდა აგვისტოს მომზადებული შევხვდე, იარაღი ნაყიდი მქონდეს რამოდენიმე ათეული პატრონა ნასროლი რო აზზრზე ვიყო D.gif
2 ლულიანი, ერთმანეთს ვერტიკალურად რომ ადგათ ლულები ეგეთი მინდა D.gif
მოკლედ დიდი პოსტი გამომივიდა და იმედია მომიტევებთ D.gif გთხოვთ დაწეროთ შესაფერისი იარაღები და ფასები
წინასწარ დიდი მადლობა ყველას newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Jan 19 2015, 09:27

Pain
კარგია რომ სერიოზულად აპირებ გაყოლას, მაგრამ როგორც უკვე აღნიშნე არაერთხელ ძირეულად შეგიცვლია აღჭურვილობა.

აქაც მასე მოგიწევს და არ არის პრობლემა პრინციპში. 1200 ლარად ჰუგლუს და რუსული იჟის გარდა ვერტიკალურს ვერ იყიდი. შესაბამისად თუ მუღამში შეხვალ შეცვლა მოიწევს.

შუალედური ფასი ფაბარმის ვერტიკალურებს უჭირავს 2500$ დან. შენა რასაც ამბობ შეცვლა რომ აღარ დაგჭირდეს 3000$ დან ზემოთ ღირს, მაგრამ ეგეთებსაც კი ცვლიან ხანდახან, რადგან

პრაქტიკიდან გამომდინარე სხვა სისტემის თოფზე გადადიან ხანდახან.

ესე რომ 1200 იანით დაიწყე და მერე დრო გვიჩვენებს.

ეს თემა გადაიკითხე, დანარჩენს ეს წაგეხმარება
http://ochopintre.ge/forum/index.php?showtopic=9515

პოსტის ავტორი: ახალციხელი Jan 19 2015, 09:52

Pain

ბოლომდე უნივერსალური როგორც სხვა ნებისმიერი რამ იარაღიც არ არსებობს. საქართველოში სანადირო ნებისმიერ ობიექტზე ორლულიანი თოფი გინდა ვერტიკალურად და გინდა ჰორიზონტალურად განლაგებული ლულებით ასე თუ ისე გამოდგება, თუმცა თუ სერიოზულად ჩაგითრევს ნადირობა და აქტიურად ინადირებ სხვადასხვა ობიექტზე აღმოაჩენ რომ ერთი თოფი სულაც არ არის საკმარისი, მით უმეტეს რომ როგორც ჭალიმგელამ უკვე გითხრა 1200 ლარში არც ისე დიდი არჩევანი გექნება.

პოსტის ავტორი: Pain Jan 19 2015, 19:20

ახალციხელი
ჭალიმგელა
მადლობა ბიჭებო გამოხმაურებისთვის newsmile05.gif
სტატია წავიკითხე და ძლაიან ინფორმატიული იყო :UP:
თავისთავად ცხადია რომ უნივერსალი არ არსებობს, უბრალოდ ოქროს შუალედი რომელია ეგ მაინტერესებს D.gif ფასს ხარისხსა და გამოყენებას შორის
1 ვარიანტი არის ჰუგლუ, რომელიც თურქულია თუ არ ვცდები
მეგობარ მონადირეებს ვკითხე და მითხრეს რომ აქ მაღაზიებში 800-900 ად რომ ყიდიან თურქეთიდან შენით თუ წამოიღებ გიჯდება 550-600 ლარი, შსს-ს გაცემული საშვის ჩათვლითო
თან არჩევანიც უფრო მეტი იქნება წესით
1 სისულელე უნდა ვიკითხო D.gif
ჰუგლუ თითონ იარაღია თუ იარაღის გამომცემელი კომპანიის სახელი? D.gif წესით კომპანიისა უნდა იყოს და თუ კი, კონკრეტულად რომელი მოდელი?

პოსტის ავტორი: ლეონ-ბლექი Jan 19 2015, 22:11

იმ ყველაფრის გათვალისწინებით...რაც ზემოთ ჩამოთვალე.. მე..კარგად შენახულ იჟ-12-ს გირჩევდი. დაახლოებით მაგ ფასად..შეიძლება შოვნა. გაცილებით ხარისხიანია ვიდრე ახალი რუსული და თურქული თოფები. ჩვეულებრივი ჩოკი და ნახევარჩოკია(ეგ არის ოქროს შუალედი) და რაც მთავარია.. არის ძალიან სანდო და მუშა სისტემა(იქ..დათვი იყო ნახსენები) newsmile05.gif ცოტა მძიმე კი არის. 3.3 კილო. მაგრამ ნამდვილი რკინის და გამძლე თოფია. არავითარი ჩამოსხმისგან გამოფუტუროვებული რკინის დეტალები. ნამდვილი..გაჩარხული დეტალებით არის აწყობილი. ხო..ნაჩალიჩარ.. ნახლაფორთალი არ უნდა იყო ოღონდ.

პოსტის ავტორი: ნუკრიMax Jan 19 2015, 23:07

ციტატა
ვინაიდან სრული დილეტანტი ვარ ამ საქმეში, თუ კაი რაიმე სისულელეს ვიკითხავ, გტხოვევოთ მომიტევოთ D.gif
იარაღით უნდა შევძლო როგორც ფრინველზე ისე ნადირზე ნადირობა ( მგელზე, დათვზე, ჩლიქოსნებზე, მოკლედ სადაც წავიღებ რომ არ შემარცხვინოს D.gif )

საქართველოს კანონმდებლობით, აღნიშნულ ცხოველებზე ნადირობა აკრძალულია, კერძო მეურნეობების გარდა და იმედია ბრაკონიერობა არ გახდება შენი ნადირობის დასაწყისის დასასრული...
ჯარიმებიც დიდია და თოფიც კონფისკაციას ექვემდებარება!
კეთილის მსურველი

პოსტის ავტორი: marshal Jan 20 2015, 10:57

Pain

ციტატა(Pain @ 19th January 2015 - 20:20) *
ჰუგლუ თითონ იარაღია თუ იარაღის გამომცემელი კომპანიის სახელი? წესით კომპანიისა უნდა იყოს და თუ კი, კონკრეტულად რომელი მოდელი?

ჰუგლუ არის იარაღის მწარმოებელის სახელი, ისევე როგორც ბერეტა ბრაუნინგი. 800-900 ლარის ფარგლებში ჰუგლუს აქვს 104A მოდელი.

პოსტის ავტორი: thehatsan Dec 30 2016, 18:32

თუიცით პნევმატ პისტოლეტი სად იყიდება?

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)