თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ სათევზაო ადგილები _ მტაცებელ თევზებზე სათევზაო ადგილები საქართველოში

პოსტის ავტორი: Hecht Mar 30 2010, 15:24

სალამი ყველა ფორუმის წევრს, კეთილი იყოს ჩემი ფეხი ამ ფიორუმზე .
აბა ვინ რა იცით სად შეიძლება საქართველში მტაცებელ თევზზე თევზაობა...
დიდი მადლობა წინასწარ newsmile041.gif newsmile041.gif


პოსტის ავტორი: Hecht Mar 30 2010, 16:04

არა ნუ მაგალითად დავწერე სიომგა. ზოგადათ მტაცებელს ვგულისხმობდი ..
ხოდა ქარიყლაპიაზე სად ? ქორჭილაზე სად? ან კიდე ქაშაპზე სად ? იქნებ ამიხსნა სად წავიდე დიდი მადლობა წინასწარ
ოგონდ აღმოსავლეთ საქართველოში რა newsmile039.gif newsmile039.gif newsmile039.gif newsmile039.gif newsmile039.gif newsmile039.gif newsmile039.gif newsmile039.gif newsmile039.gif newsmile039.gif newsmile039.gif newsmile039.gif

ამ საზანზე და კარპზე ვერ ვკაიფობ რაგაც ერთფეროვანია ძალიან რა newsmile039.gifnewsmile039.gifnewsmile039.gifnewsmile039.gif

პოსტის ავტორი: Pendragon Mar 30 2010, 20:17


Hecht

ციტატა
ქარიყლაპიაზე სად ? ქორჭილაზე სად? ან კიდე ქაშაპზე სად ? იქნებ ამიხსნა სად წავიდე დიდი მადლობა წინასწარ
ოგონდ აღმოსავლეთ საქართველოში რა


აღმოსავლეთ საქართველოში ჩამოთვლილი თევზაბიდან მხოლოდ ქაშაპი ბინადრობს და ისიც სანთლითაა საძებარი...
ამიტომ თუ მტაცებლის მუღამი გაქვს მარტო (ისევე როგორც მე), მოგიწევს დასავლეთში სიარული.

აღჭურვილობა გაქვს სათანადო?

პოსტის ავტორი: გიორგი Mar 30 2010, 22:16



აღმოსავლეთში ჰა და ჰა ქაშაყი ნახო.... მეტი მტაცებელი მე აქეთ არ მინახია... კალმახის ადგილებს ფორუმზე არავინ დაგიწერს და თუ ვინე დაწერს - მე პირადად წავშლი მაგ პოსტებს ზემოთ მოხსენიებული მიზეზების გამო, გინდა ცისარტყელა იყოს და გინდა ზოლებიანი newsmile05.gif newsmile05.gif არ გეწყინოს, მაგრამ ფორუმზე ესეთი წესი მოქმედებს....

ასე, რომ მტაცებელზე გინდა არ გინდა - დასავლეთში უნდა წახვიდე... მაგალითად ფოთში ქაშაპზე.... გასვლებში ნახე ფოთის რეპორტები და ნახავ რაოდენ ბევრი მოდის newsmile05.gif

ასე რომ აღმოსავლეთში სპინინგის ლომკას მაინც და მაინც ვერ მოიკლავ newsmile05.gif

პოსტის ავტორი: Hecht Mar 30 2010, 22:38

და ადგილები რომ ჩამომიწეროთ ძალიან დამეხმარება თუნდაც დასავლეთით...
thinking.gif thinking.gif cooldog.gif cooldog.gif cooldog.gif

პოსტის ავტორი: გიორგი Mar 30 2010, 23:56

ფოთის ტბები.... ჩოლოქი...

პოსტის ავტორი: troutbaiter Mar 31 2010, 09:05

ციტატა(Hecht @ Mar 30 2010, 23:38) *
და ადგილები რომ ჩამომიწეროთ ძალიან დამეხმარება თუნდაც დასავლეთით...

სამტრედიას როგორც კი გაცდები, ნებისმიერ გუბეში და არხში ქარიყლაპიაა. მდინარეებში კი ქაშაპი.

პოსტის ავტორი: Hubert Mar 31 2010, 16:25

Hecht ადგილები გაინტერესებს მეგობარო აღმოსავლეთში? და რა თევზზე გინდა რო ითევზაო? წითელ წიგნში შეტანილი სახეობების გარდა რა თქმა უნდა

პოსტის ავტორი: Hecht Mar 31 2010, 17:05

აი მტაცებელი მინდა რა ნუ გავიგე კალმახი არ შეიძლება მაგრამ სხვა რამე? newsmile05.gifnewsmile05.gifnewsmile05.gif
იქნებ დამეხმარო? newsmile05.gifnewsmile05.gifnewsmile05.gif

პოსტის ავტორი: Hubert Mar 31 2010, 17:15

მაშინ ქაშაპი კველგანაა მტკვარზე თითქმის.

პოსტის ავტორი: Hecht Mar 31 2010, 17:16

და რა სახის მატყუარა მჭირდება? newsmile05.gifnewsmile05.gifnewsmile05.gif
სუფთა უნდა იყოს ხო მტკვარი? newsmile05.gif

პოსტის ავტორი: Pendragon Mar 31 2010, 17:26

Hecht

შეიძლება გავიგოთ რამდენი წლის ხარ?

რაც შეეხება სათევზაო ადგილებს, troutbaiter-მა დაგიწერა ამომწურავად: სამტრედიას როგორც კი გაცდები, ნებისმიერ ტბაში, მდინარეში, არხში და გუბეშიც კი ცხოვრობს მტაცებელი თევზი. აღმოსავლეთში სამწუხაროდ ამ მხრივ საქმე ცუდადაა, თორემ არ დაგვჭირდებოდა 800 კმ-ის გავლა თევზაობის გულისთვის....

პოსტის ავტორი: Pendragon Mar 31 2010, 17:36

ციტატა(Hecht @ Mar 31 2010, 18:32) *
20 წლის ვარ , ხო რავი გავიგე ეგ და უბრალოდ დაზუსტებული ინფორმაცია მაინტერესებდა newsmile05.gifnewsmile05.gifnewsmile05.gif
შენ პირადათ დადიხარ ხოლმე იქით? newsmile05.gifnewsmile05.gif სათევზაოთ? newsmile05.gif შედეგი როგორია? newsmile05.gif

შედეგი ხან როგორ არის და ხან როგორ...
როდესაც წასასვლელად მოემზადები, აღჭურვილობა გექნება და ა.შ. მერე დაწერე და უფრო კონკრეტულად გირჩევთ რამეს newsmile045.gif

პოსტის ავტორი: Pendragon Mar 31 2010, 17:49

ციტატა(Hecht @ Mar 31 2010, 18:41) *
და როდიდან იწყებთ თქვენ გასვლებს? newsmile05.gif
რამდენ დღიანი გაქვთ ხოლმე ? newsmile05.gifnewsmile05.gif შენ აღჭურვილობას აქ ყიდულობ თუ იწერ? newsmile05.gif
თუ აქ ყიდულობ სად? newsmile05.gif

საერთოდ სეზონი მთელი წლის მანძილზე გრძელდება. უბრალოდ არის პერიოდები, როდესაც თევზი ნაკჯლებად აქტიურია...
ახლა მშვენიერი პერიოდია, აპრილი-მაისი-ივნისი სულ შეიძლება თევზაობა.

როგორც წესი, შაბათ-კვირით მივდივართ ხოლმე.

აღჭურვილობას ყოველთვის ვიწერ. აქ არაფერი მიყიდია სერიოზული.

პოსტის ავტორი: ნოსო Mar 31 2010, 17:56

Hecht
ფოთში თუ არდაგეზარება გავლა ან ჩამოსლვა, რამენაერად დაგაჭერინებ იმ საზიზღარ ქარიყლაპიასnewsmile035.gif:D:


პ.ს. თუმცა 2 ჯევ ვიყავი ამკვირაში მაგრამ ჯერ პასიურობს ან ამინდი არ ვარგოდა და არდამიჭერია.

პოსტის ავტორი: Hecht Mar 31 2010, 17:59

ძაან მინდა წამოსვლა მანდეთ რა პალიასტომის ტბილს მუღამიც მაქვს დიდი შარშან ზღვაზე რო ვიყავი და გამოვიარეთ სული იქ დავტოვე newsmile035.gif:D:D
მანდ არის ამ პერიოდში სახლებო რო აქირავებნენ? newsmile05.gif 2 დღით რო დავრჩე?

პოსტის ავტორი: ნოსო Mar 31 2010, 18:01

Hecht
არაკორექტულია შენი საუბარი, თუ ის ვთქვი რომ ჩამოდი თქო და დაგაჭერინებ თქო ე.ი. რაღაცნაირად გიპატრონებს ვინმნეnewsmile05.gif ბოლოსდაბოლოს იაფიან სსტრუოს მოვნახავთ და ტბაც იქვეა რომ მოსინჯო ძალები.

პოსტის ავტორი: Hecht Mar 31 2010, 18:12

ხოოო newsmile05.gifnewsmile05.gif ბოდიში ძმა ხარ newsmile05.gif
ხოდა როდიდან შეიძლება ანუ ისეთი პერიოდი რო დაემთხვას რო კარგათ დავიჭიროთ newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ნოსო Mar 31 2010, 18:27

Hecht
ცოტახანი მოიცადო ჯობია,მითუმეტეს დილეტნტის პირობაზ, თუმცა ვინც ბევრს დადის ძალაინ არხმაურობს და არ ეზარება სატყუერების გადაგდეება და ცვლა, ის ყოვევის დაიჭერსnewsmile05.gif ზოგჯერ ისე მოდის თითი რომ ჩაყო იმას მოახტება და ზოგჯერ პირში ორმ ჩაუგდო არ მოკიდევ.


ასე რომ ჯობია ამინდი გამოვიდეს,17 გრადუსი უნდა იყოს და აქ უფრო მოდნე ხალხია ვინც იცის მთვარის ფაზები რომელიც მე ნაკლებად მაინტერესებს იმიტომ რომ აქ როცა ვარ და ახლოსაა ტბა, მივდივარ ყოვედღე ,დღეს არა ხვა ხომ მოუცევ ეგ ფაზაnewsmile035.gif:D: აი თბილისელებს ჭირდება ეგnewsmile035.gif:D: აბა 700 კილომეტრი უნდა გააკეთოს და ტყუილუბრალოდ რათქმაუნდა არღირს...

პოსტის ავტორი: Hecht Mar 31 2010, 18:30

ესეიგი აპრილის ბოლოდან შეიძლება ხო უკვე? newsmile05.gif
ხოდა წამოვალთ ერთ შაბათკვირას მაშინ newsmile05.gif newsmile035.gif დიდი ექსეპლიარების საქმე როგორაა რამხელა დაგიჭერია შენ? newsmile05.gif

პოსტის ავტორი: troutbaiter Mar 31 2010, 18:42

Hecht

ძია, როცა მაგარი ლომკა გაქვს, დააჯექი ფოთის მატარებელს და იქ უამრავ ვარიანტს ნახავ. აგერ ნოსოც თუ იქ იქნა მოგეხმარება.

პოსტის ავტორი: ნოსო Mar 31 2010, 18:46

Hecht
არის რა, 2 კილოიანები შეიძლბა მოარტყა. მე 4 ხიანი მაქ ჩემი თვალით ნანახი რამოდენიმე წლის უკან და იძახიან არისო უფრო დიდებიო, ისეთი მითხრეს რომ არ დავიჯერე ,აქაც არვწერ მაინც არავინ დაიჯერებს დაnewsmile05.gif ნუ 1 კილოიანი შუკის ჭერა უკვე კაიფია,იმიტომ რომ გეგონება ეჭიდავები ვიღაცასnewsmile05.gif

პოსტის ავტორი: Hecht Mar 31 2010, 18:51

ხოო ძალიან მაგარია ხოდა რავი თუ მიგვიღებ ერთხელ ჩამოვალთ და თუ არ შეგეზარება ერთად ვითევზაოთ და დაგვაკვალიანე newsmile05.gifnewsmile05.gif
აბა საზანს რო იჭერ თითქოს რაგაც ლოდს მოათრევო არ აქვს იმდენად კაიფი არა? newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ნოსო Mar 31 2010, 19:07

Hecht
ნუ მთალდ მასე არააა, იმასაც გააჩნია რომელ ტბაში იჭერ, ყველგან ერთნაერად არაა საზანი რომ უყურებ შენnewsmile05.gif ხოდა ,კაცო გითხარი მიგიღებ და მიგიღებს ხალხი მე თუ არვიქენი და აბა რაგითხრა ახლაnewsmile035.gifnewsmile05.gif ამის გარდა სტავრიდა წამოვა ახლა.

პოსტის ავტორი: Hecht Mar 31 2010, 19:13

ხო ნუ წინასწარ შევთანხდებით newsmile05.gifnewsmile05.gif მაგრამ ჰარიყლაპიას რო იჭერ იმის კაიფს ვერ შეადარებ არა? newsmile05.gif newsmile029.gif
მანდ ფოტში ნიჩბოსნობის ბაზა რო არის ეგ თუ იცი მამაჩემის ახლობლები არიან მდინარე ჩოლოკტან არის მემგონი იცნობ მანდ ვინმეს? newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ნოსო Mar 31 2010, 19:22

Hecht
რიონთან? თუ კაპარჭინასთან, კი ვიცნობ ერთს კაკო ქვიაnewsmile035.gif:D:D:) და ისე ყველას ვიცნობ უბრალოდ სახელები არვიციnewsmile05.gif

პოსტის ავტორი: akela1954 Mar 31 2010, 19:36

და რითი აპირებ თევზაობას?
ქაშაპი აღმოსავლეთის ყველა მდინარეშია (დიდ მდინარეებს ვგულისხმობ). ლოქოც დარჩა ცოტაოდენი მტკვარში, ალაზანში და თბილისის ზღვაში. ehh.gif

პოსტის ავტორი: Hecht Mar 31 2010, 19:41

ისე ჩემი ნათესავი ხშირად დადის სათევზაოთ თბილისის ზღვაზე და კალმახი ყავს დაწერილი ჩემი თვალით მყავს ნანახი ხოდა რავი newsmile05.gifnewsmile05.gifnewsmile05.gif
ვობლერი ან კიდე სპინერით შენ რას მირჩევ? newsmile05.gif

პოსტის ავტორი: akela1954 Mar 31 2010, 20:29

კალმახი თბილისის წყალსაცავში არის. ისევე როგორც ქაშაპი, "შამაია" და ლოქო.(შენთვის საინტერესოები ჩამოვთვალე)
ვერაფერსაც ვერ გირჩევ; უნდა გასინჯო და ალბათ დიდი ხანი მოგიწევს ჯოხის ქნევა. არც ადრე და არც ეხლა მაგ მეთოდით აღმოსავლეთ საქართველოში არ თევზაობდნენ.
ჩემი პირადი გამოცდილებიდან შემიძლია გავიხსენო მხოლოდ აზერბაიჯანში, ვარვარის სამონადირეო მეურნეობაში ქარიყლაპიას, ფარგის და ჭერეხის ჭერა.
თუ მოახერხე და ალაზანს დაწმენდილს შეხვდი, შეიძლება ლოქოზე ითევზაო. ცდა და მოთმინება ჭირდება მაგ საქმეს. აქ გერმანია არ არის და არც რუსეთი და კიდევ კარგი.

პოსტის ავტორი: Hecht Mar 31 2010, 21:31

ხო ნუ ეგ კი ეხლა უნდა ვიყიდო ამ დგეებში სპინერი და ავიდე თბილისის ზღვაზე და ვნახოთ აბა თუ კარგ ამბავს ჩამოვიტან (იმდია) newsmile05.gif თან როგორც ვიცი ეხლაა საკალმახე ამინდები არ უყვარს ხო სითბო? newsmile05.gif




აბა ვინმეს თუ გითევზავიათ აქ ესეთი სატყუარათი? newsmile05.gif

პოსტის ავტორი: akela1954 Mar 31 2010, 22:40

კალმახზე საუბარი მხოლოდ მოგონებებში. ისიც შორეულ მოგონებებში. ალბათ არა. ეგეთი "სმაზკა" აქ არ იშოვება. newsmile027.gif

პოსტის ავტორი: Hecht Apr 1 2010, 00:29

არადა რა მაგარი რაგაცააა ეგრევე იღებდა newsmile05.gifnewsmile05.gifnewsmile05.gifnewsmile05.gif
ფუუუ ამ ბრაკონიერებს რა ვუთხარი რა გაწყვიტეს ყველა კაი თევზი საქართველოში რა გარემოს დაცვა მაინც ზრუნავდეს თევზების მოშენებაზე და შემდეგ მდინარეებში და ტბებში გაშევაბზე რა არ შეიძლება? newsmile05.gifnewsmile05.gif

პოსტის ავტორი: charch_man Apr 10 2010, 04:14

ესეც ჩემი დაჭერილი მტაცებლები
ეს ცისარტყელა კალმახი
http://img28.imageshack.us/i/dsfdsfh.jpg/

ეს კი ქარიყლაპია
http://img63.imageshack.us/i/b53764b4b579.jpg/

პოსტის ავტორი: Hecht Apr 10 2010, 08:28

აქ საქართველოშია დაჭერილი? newsmile05.gif

პოსტის ავტორი: charch_man Apr 10 2010, 21:20

არა საქართველოში არაა, ირლანდიაშია newsmile05.gif

პოსტის ავტორი: Hecht Apr 10 2010, 22:32

ჰმმ ეჰ მეტქი აქ გყავდა დაჭერილი newsmile039.gif newsmile035.gif

პოსტის ავტორი: demi Jun 12 2010, 19:45

ეს ქარიყლაპიები დაჭერილია ანაკლია-ჭურია-ყულევზე

http://b.pix.ge/c/xlp0m.jpg









მიყვარს ამ თევზზე თევზაობა

პოსტის ავტორი: (dila)adriano Jun 12 2010, 22:30

ციტატა(demi @ Jun 12 2010, 20:45) *
ეს ქარიყლაპიები დაჭერილია ანაკლია-ჭურია-ყულევზე

http://b.pix.ge/c/xlp0m.jpg









მიყვარს ამ თევზზე თევზაობა

აბა ნოსო
მიდი ნოსო
რაცხა ნოსო
ქენი ნოსო
თვარა ნოსო
ხედავ ნოსო?

ამხელა ქარიყლაპიებიც თუ გვყავდა
არ მეგონა small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif

პოსტის ავტორი: ლეკი Jun 12 2010, 22:44

ნოსოს კონკურენტი გამოუჩნდა newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif

პოსტის ავტორი: demi Jun 12 2010, 23:28

ეს ქარიყლაპიები დაჭერილია სამეგრელოში,ჩემი ზუგდიდში მსახურობის პერიოდში ( სამშვიდობო ძალების შტაბში ) 2007-2009 წლებში. არის კიდევ უფრო დიდი ეგზემპლარებიც,პირადად მინახია.ვიცი ადგილები სადაც შეიძლება დიდი ტროფეების დაჭერა. ( ვგულისხმობ საქართველოს - სამარგალოს ) პატივისცემით დემიკო ფაშტიანი.

პოსტის ავტორი: Davitus Jun 13 2010, 00:28

demi

მეც არ მეგონა, ამხელა ქარიყლაპიები თუ არსებობდა ჩვენთან, არიქა ბრაკონიერებს არ გავაგონოთ

პოსტის ავტორი: demi Jun 13 2010, 15:40

ქარიყლაპიების აქეთ აღმოსავლეთში გადმოყვანაზე და გავრცელებაზე რა აზრის ხართ?

პოსტის ავტორი: 919 Jun 13 2010, 17:12

demi

მე პირადად პირველი მომხრე ვარ!!!
მოვითხოვ ქარიყლაპიას ქართლსა და კახეთში!!!
აბა მე რას გავიძახი დღეში 10-ჯერ?!
ამ თევზის სახეობა ბევრი კარგის მომტანია...

პოსტის ავტორი: დიტო Jun 13 2010, 18:34

demi
919
მართლაც საჭიროა,აღმოსავლეთში მათი გავრცელება

პოსტის ავტორი: ლეკი Jun 13 2010, 18:55

demi
მართლა კარგი აზრია small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif

პოსტის ავტორი: 919 Jun 13 2010, 20:29

ლეკი

ნუ თუ ახლა პირველად გაიგე მაი ამბავი?
თებერვლიდან ამაზე ვფიქრობ...

პოსტის ავტორი: ლეკი Jun 13 2010, 20:59

919
არა თევზების აღმოსავლეთში გადაყვანაზე რო იყო საუბარი ვიცოდი, მაგრამ ქარიყლაპიას თუ გულისხმობდით ეგ არ ვიცოდი..(ოღონდ არ იფიქრო ყურადღებას არ აქცევდა ჩემს პოსტებსო newsmile027.gif ) newsmile05.gif

პოსტის ავტორი: BEK_M Jun 13 2010, 21:13

919
რა სიკეთე მოაქვს ქარიყლაპიას? newsmile05.gif

პოსტის ავტორი: gocha-tita Jun 13 2010, 21:21

ქარიყლაპია ბიჭებო ჟინვალში მაგრად გამრავლდება ერთი 100 ცალი ლიფსიტა და მერე ნახეთ როგორობი დაიზრდებიან. ეგზემპლარებს იქნებ გვერდით იყენებდნენ ადამიანები და ისე უღებდნენ სურათებს. მეორეს მხრივ კი კარასს მოგვაშორებს და ამასთან სპილინგზე მოთევზავე მეთევზეებიც მომრავლდებიან.

თანაც მაგ თევზს სიცივე და უამინდობა ფეხზე კიდია ზამთარ ზაფზულს სულ მოდის ჩაუგდე ვობლერი და მერე ნახე რა ქნას, ასე რომ მთეკი წელი შეგიძლია ითევზაო და მერე როგორი მოწინააღმდეგეა ამას ნუღარ იკითხავთ ორაგულს არ ჩამოუბარდება .

პოსტის ავტორი: BEK_M Jun 13 2010, 21:32

gocha-tita
კალმახს ხო არ შეავიწროვებს

პოსტის ავტორი: (dila)adriano Jun 14 2010, 10:02

სანამ ქარიყლაპიების აღმოსავლეთ საქართველოში გადმოსახლებაზე მოგახსენებდეთ ორიოდ სიტყვას

ადმინსტარციას ვთხოვ
ამ საინტერესო თემის სათაური სინტაქსურად გამართოს newsmile019.gif newsmile041.gif

ახლა საქმე

919 ის ამ პრობლემასთან დაკავშირებული თემა როგორც იცით დახურულია
თუმცა იდეამ იმდენად მომხიბლა
გადავწყვიტე დამოუკიდებლად შემესწავლა საქმის დეტალები

პირველი რასაც მივაკვლიე გახლავთ ის
რომ
მსგავსი რამ ამ 30 წლის წინ განუხორციელებია ერთ-ერთ გომბორელ მეთევზეს
ერთ-ერთ იორისპირა წყალსატევში
ბებესირის (აფხაზეთი) ტბაზე დაჭერილი ქარიყლაპიები
წყლისცისტერნიანი სატვირთო ავტოთი აღმოსავლეთში გადმოატრანსფერეს
და ზემოთხსენებულ წყალსატევში შეასახლეს
პირველი ლტოლვილები სწორედ ქარიყლაპიები იყვნენ
თქვენ წარმოიდგინეთ
აფხაზეთიდან დევნილ ადამიანებს უჭირთ აღმოსავლეთში და
როგორ გაუჭირდებოდათ კოლხეთის დაბლობის აბორიგენ თევზებს
მაძღარ ცხოვრებას შეჩვეულები
თბილ და უდარდელ ცხოვრებას შეჩვეულები
სხვათა შორის აფხაზეთში თითზე ჩამოსათვლელი ადამიანი თუ თევზაობდა ქარიყლაპიაზე
ისიც მხოლოდ ბადით
თან გავრცელებული იყო მცდარი მოსაზრება
რომ ეს თევზი უგემური იყო და მხოლოდ რუსები ჭამდნენ
მოკლედ იქ ქარიყლაპიას საკუთარი მოძმის გარდა არავინ მტრობდა
დასავლეთის თბილმა ზამთრებმა მათ გენეტიკაშიც ჰპოვეს ასახვა
ამიტომაც აღმოსავლეთში
ვიღაცის მაღალმთიან ტბაში შესახლებულებმა
პირველივე ზამთარი სულ პანაშვიდ-ქელეხობებში გაატარეს
ერთბაშად "შეშის ფეჩი" არ დაენთოთ გასათბობად
ლენინგრადის ბლოკადა მიმიქარავს
იქ რომ ამბები ხდებოდა თურმე
თევზები ქუჩებში იყინებოდნენ
და მკვდარ მეგობარს მეგობარივე ჭამდა

მომავალ წელს თითქმის ყველა დაიხოცა
იმიტომ ვამბობ "თითქმის"
რომ
1989 წელს როდესაც ტბა დააშრეს
იპოვნეს ფსკერზე მოფართხალე ათამდე ქარიყლაპია
წონა 4 კილოგრამიდან ზევით


მოკლედ აღმოსავლეთის გაშუკებას
(ნუ ოდესმე ხომ უნდა გაშუქდეს აქაურობაც) newsmile035.gif
წინ ერთი სერიოზული პრობლემა უდგას
მეგრელ-გურულ-აჭარელი ქარიყლაპიები ვერ მრავლდებიან გაყინვად ტბებში
თუმცა კიდევ ერთხელ ცდასაც აქვს აზრი
მთელი დასავლეთი თბილისშია და
და იქაური თევზებიც მარტოსულად აღარ იგრძნობენ თავს newsmile035.gif

ხუმრობა იქით იყოს და
ეს საქმე აუცილებლადაა გასაკეთებელი
მაგალითისათვის ავიღოთ ბარეთის ტბა (იგივე ბაშკოი)
ამ საკმაოდ მოზრდილ წყალსატევში მხოლოდ კარჩხანა ბინადრობს
არანაირი სხვა იხტიოარსება მანდ არც ჭაჭანებს
ტბა მთლიანად წყალმცენარეებითაა დაფარული
რაც ქარიყლაპიასათვის სანადირო სამოთხეა
პრობლემა მხოლოდ ის არის
რომ თუ ტბა ზამთარში ფსკერამდე გაიყინა
მერე "პრაშაი ექსპერიმენტუს" newsmile041.gif

ადრეც გამოვთქვი სურვილი
და ახლაც გამოვთქვამ
თუ ამ საქმის განხორციელებას გადავწყვეტთ
მე თქვენთანა ვარ

მოვდივარ საქმით
გპირდებით საქმეს
newsmile041.gif

პოსტის ავტორი: ნოსო Jun 14 2010, 10:08

(dila)adriano
მაგრმ არის ერთი "ნო" ფაქტია რომ რუსეთში არის ეს თევზი ხომ? ანუ მიჩვევას ექვემდებარება, ამიტომ ცოტა მაღალმთიანი რეგიონიდან უნდა წამოვიყვანოთ ეს შეჩვენებული,ძემო აჭარაშიდა სამეგრელოს სოფლებში newsmile05.gif მაღალმთიანში newsmile05.gif

პოსტის ავტორი: (dila)adriano Jun 14 2010, 10:20

ციტატა(ნოსო @ Jun 14 2010, 11:08) *
(dila)adriano
მაგრმ არის ერთი "ნო" ფაქტია რომ რუსეთში არის ეს თევზი ხომ? ანუ მიჩვევას ექვემდებარება, ამიტომ ცოტა მაღალმთიანი რეგიონიდან უნდა წამოვიყვანოთ ეს შეჩვენებული,ძემო აჭარაშიდა სამეგრელოს სოფლებში newsmile05.gif მაღალმთიანში newsmile05.gif

ეგ თევზი რუსეთში კი არა
სკანდინავიის უკიდურესი ჩრდილოეთის ტბებშიც სახლობს
(ჩრდილო-პოლარული წრის მაღლა)
სადაც "ორმოცსუტკიანი" ღამეები
და მაგდენივე დაუღამებელი დღეები იცის

ქარიყლაპია მოგზაური თევზი არაა
თავის სახლზე უზომოდ შეყვარებული არსებაა
და ათასწლეულების განმავლობაში ერთიდაიგივე წყალსატევში ცხოვრობს მთელი მოდგმა

ჩრდილოეთის ქარიყლაპიები ჩრდილოეთს არიან შეჩვეულები
მეგრელები - სამარგალოს newsmile090.gif

კაი ნოსო
მაშინ ერთი რამ მითხარი
დასავლეთ საქართველოში რომელი მაღალმთიანი ტბა იცი
ქარიყლაპია რომ ბინადბობდეს? newsmile040.gif newsmile090.gif

არაა ეგეთი

პოსტის ავტორი: ნოსო Jun 14 2010, 10:24

(dila)adriano
მართლა? არვიცი და ვიკითხე, მაგრამ ფაქტია რომ სამეგრელოს სოფელბში უფრო ცივა ვიდე ყულევსა და ფოთში newsmile05.gif

პოსტის ავტორი: (dila)adriano Jun 14 2010, 11:15

ციტატა(ნოსო @ Jun 14 2010, 11:24) *
(dila)adriano
მართლა? არვიცი და ვიკითხე, მაგრამ ფაქტია რომ სამეგრელოს სოფელბში უფრო ცივა ვიდე ყულევსა და ფოთში newsmile05.gif

სხვათა შორის შენმა მოსაზრებამ
ჩამაფიქრა და
კიდევ ერთხელ გააბათილა იმ ადამიანების უსაფოძვლო შიშები
ვისაც ქარიყლაპიების აღმოსავლეთში გადმოყვანის შემდეგ
მათი ტოტალური გავრცელების ეშინია

ავიღოთ გურული ქარიყლაპია
პალიას ტომის გვარიდან newsmile090.gif
მას ნებისმიერ დროს შეუძლია შეაღწიოს რიონის წყალში
აუყვეს დინებას და
დასახლდეს ტყიბულის ან გუმათის წყალსაცავებში
გზად ენითაუწერელი გმირობები ჩაიდინოს
აქეთ ტალღას წიხლი კრას და იქით გორას ბდღვნა უყოს newsmile029.gif
მაგრამ ხომ იცი რომ
ეგ თევზი ორაგული არაა
და სახლში ბუხართან უყვარს ჯდომა და ტელევიზორში "ახოტა ი რიბალკის" ყურება

აღმოსავლეთში ცამოსახლებულებიც მსგავსად მოიქცევიან
შეასახლებ რომელიმე ტბაში და
თუ ჰავას შეგუენ
სიკვდილამდე იქ დარჩებიან

ნოსო
ქარიყლაპია მხოლოდ კოლხეთის დაბლობის დაჭაობებულ ტბებში ბინადრობს
ზღვის დონიდან 200 მეტრზე მაღლა ასვლა
არც არასოდეს მოსვლია აზრად

პოსტის ავტორი: ქევხო Jun 14 2010, 12:28

რითია კარგი და სასარგებლო ქარიყლაპია აღმოსავლეთ საქართველოს მდინარეებში, გარდა იმისა რომ ''შუკაზე" ითევზავებთ? ტბებში კიბატონო, კარასს ჯობია რათქმაუნდა, მაგრამ ალაზანზე მაგის მომრავლება - მგლების შემოყვანის და მათი ვაქცინაციის ტოლფასი ქმედება იქნება!

პოსტის ავტორი: (dila)adriano Jun 14 2010, 12:32

ციტატა(ქევხო @ Jun 14 2010, 13:28) *
რითია კარგი და სასარგებლო ქარიყლაპია აღმოსავლეთ საქართველოს მდინარეებში, გარდა იმისა რომ ''შუკაზე" ითევზავებთ? ტბებში კიბატონო, კარასს ჯობია რათქმაუნდა, მაგრამ ალაზანზე მაგის მომრავლება - მგლების შემოყვანის და მათი ვაქცინაციის ტოლფასი ქმედება იქნება!

ვახ ტოოო newsmile040.gif
აბა ამდენი ვისთვისა ვსწერე ადამიანო? newsmile040.gif
მეტი საქმე არა აქვს ქარიყლაპიას
ალაზანში ჩასახლდეს
ან არაგვს აუყვეს ჩარგლამდე newsmile040.gif

ჩასვამ რომელიმე ტბაში და
დარჩება იქ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე


პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Jun 14 2010, 12:34

ქევხო
რათქმა უნდა ქევხო. აქ მარტო კერძო ტბაზეა საუბარი, თირემ გაუაზრებელმა მოქმედებამ შეიძლება ეკოკატასტროფაც გამოიწვიოს. კერძო ტბაზე ეს პრობლემა არ იქნება, პირიქით ერთადერთი სასპინინგე ადგილი იქნება და კარგი გასართობიც

პოსტის ავტორი: (dila)adriano Jun 14 2010, 12:39

ციტატა(ჭალიმგელა @ Jun 14 2010, 13:34) *
ქევხო
რათქმა უნდა ქევხო. აქ მარტო კერძო ტბაზეა საუბარი, თირემ გაუაზრებელმა მოქმედებამ შეიძლება ეკოკატასტროფაც გამოიწვიოს. კერძო ტბაზე ეს პრობლემა არ იქნება, პირიქით ერთადერთი სასპინინგე ადგილი იქნება და კარგი გასართობიც

აი ხომ ხედავ რაჭველო
არც შენ კითხულობ ჩემს პოსტებს დაკვირვებით newsmile040.gif

არაა ეს ქარიყლაპია მარკო-პოლო
რომ გაიქნიოს ფარფლი და სამოგზაუროდ წავიდეს newsmile011.gif

პოსტის ავტორი: ნოსო Jun 14 2010, 12:47

მართალაი ეს კაცი, ვერაფერს უზამს ქარიყლაპია სხვს ჯიშს, მისი ცხოვრების სტილის გამო newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ქევხო Jun 14 2010, 12:55

ტბაზე კარგი იქნება, თუ შეეგუა. როგორც ვიცი რუსეთში მდინარეებშიც მშვენივრად გრძნობს თავს, საით და როდის მიცურავს ნეტა ვინ გააკონტროლა? თუ შეეგუა მდინარის ქვემო დინებაში დასახლდება და იცხოვრებს მაძღარი ცხოვრებით.

პოსტის ავტორი: ნოსო Jun 14 2010, 12:58

ქევხო
მერე იცხოვროს, ეგ პირიქით დაარეგულირებს ყველა თევზსს, არასოდეს გახდება ქარიყლაპია რომელიმე ჯიშის გადაშენების საბაბი,რომ იყოს სიგა შეიძლება შეშინდეს კაცი,მაგრამ შუკა არც ისეთი საშიშია, კარასსს უფრო მეტი ზიანი მოაქ. იმიტომ რომ კარასი ქვირითს ჭამს და შუკა მხოლოდ წვრილ თევზს.

პოსტის ავტორი: (dila)adriano Jun 14 2010, 12:58

ასე მაგალითად
ვერცხლისფერი კარჩხანა შორეული აღმოსავლეთიდან ხელოვნურად გადმოასახლეს ევროპაში
და სხვათა შორის ამიერკავკასიის ტბებში სულ რაღაც ორმოცი წლის წინ გამოჩნდა
გამოჩნდა მაგრამ რა გომოჩნდა ashh.gif
ჯავახეთისა და თრიალეთის ზეგანის ტბებში მთლიანად გაანადგურა იქტიოფაუნა
რაც ამ წყალსატევებში მტაცებლების არარსებობამ გამოიწვია

ახლა ამ ტბებში ქარიყლაპიის შეშვებით
ბუნება თავისებურ რევანშს აიღებს
და იქ მობლატავე კარჩხანებს მშვიდ ძილს მოუსპობს

პოსტის ავტორი: ნოსო Jun 14 2010, 13:00

(dila)adriano
მართალი კაცი ,კარგი კაცი ,ოქრო კაცი newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ქევხო Jun 14 2010, 13:03

უნდა იცადოს რა გამოვა, კარჩხანა ისე მეჯავრება მაგის გულისთვის ზვიგენსაც გავუშვებდი newsmile090.gif

პოსტის ავტორი: (dila)adriano Jun 14 2010, 13:07

ციტატა(ქევხო @ Jun 14 2010, 13:55) *
ტბაზე კარგი იქნება, თუ შეეგუა. როგორც ვიცი რუსეთში მდინარეებშიც მშვენივრად გრძნობს თავს, საით და როდის მიცურავს ნეტა ვინ გააკონტროლა? თუ შეეგუა მდინარის ქვემო დინებაში დასახლდება და იცხოვრებს მაძღარი ცხოვრებით.

შენც შეადარე რა newsmile01.gif
სად რუსეთის მდორე მდინარეები და სად ჩვენი
მეცნიერების აზრით ეს თევზი მილიონი წელია უკვე არსებობს
და აღმოსავლეთ საქართველოს მდინარეები გულზე რომ ეხატებოდეს
ამ ხნის განმავლობაში
აუცილებლად დასახლდებოდა ერთ-ერთ მათგანში

პოსტის ავტორი: gocha-tita Jun 14 2010, 15:18

აი მესმის კომენტარი საღოლ(dila)adriano
მერე კიდე სხვა ჯიშებს გადაშენება იმიტომ არ ემუქრება რომ ქარიყლაპია უმეტესათ ავანტყოფ და მოსლაბებულ თევზებს მიირთმევს, ძალიანაც არ ეჭაშნიკება ზდიოს ჯამრთელ თევზებს და მათ დევნაში დახარჯოს ენერგია, მხოლოთ ერთი გამონაკლისის გარდა როცა ტბაში ნაკლები საკვებია ან კიდე სხვა რომელიმე თევზი უწევს კონკურენციას. საკვების უქონლობის გამო კანიბალობს კიდეც. ასე რომ მაგის შიში არ არის, უბრალოთ აკლიმატიზაციას გაივლის და ეგარის . ასე რომ იფიქრო ლოქოც არანაკლები ღორმუცელაა მაგრამ სადაც ბინადრობს იქ არ სწყვეტს თევზებს, ასე ერთიანად რომ ანადგურებდნენ მშვიდობიან თევზებს მაშინ თვითონაც მშივრები დარჩებიან. ამიტომაც არჩევს რომელი მიირთვას და რომელი დატოვოს.

პოსტის ავტორი: troutbaiter Jun 14 2010, 15:20

demi

კეთილი იყოს თქვენი ფორუმში შემოსვლა! ნაწილი ფოტოებისა ადრეც მაქვს ნანახი და ბევრი კარგი გამიგია თქვენზე მერაბისგან. დიდებული ტროფეებია!

პოსტის ავტორი: ქევხო Jun 14 2010, 17:37

ციტატა((dila)adriano @ Jun 14 2010, 14:07) *
შენც შეადარე რა newsmile01.gif
სად რუსეთის მდორე მდინარეები და სად ჩვენი
მეცნიერების აზრით ეს თევზი მილიონი წელია უკვე არსებობს
და აღმოსავლეთ საქართველოს მდინარეები გულზე რომ ეხატებოდეს
ამ ხნის განმავლობაში
აუცილებლად დასახლდებოდა ერთ-ერთ მათგანში


შენ ალბათ ალაზნის ქვემო დინება არ გინახავს, თორემ მაგას არ იტყოდი

პოსტის ავტორი: demi Jun 14 2010, 17:51



ქარიყლაპიას სამეფო ყულევი და ანაკლია, სპინინგისტებისთვის ჩემი საჩუქარი


გადმოტანილია ამ თემაში

პოსტის ავტორი: demi Jun 14 2010, 19:47

ციტატა(troutbaiter @ Jun 14 2010, 16:20) *
demi

კეთილი იყოს თქვენი ფორუმში შემოსვლა! ნაწილი ფოტოებისა ადრეც მაქვს ნანახი და ბევრი კარგი გამიგია თქვენზე მერაბისგან. დიდებული ტროფეებია!


გაიხარე გენაცვალე მერაბი ძმაა ,გმადლობთ

პოსტის ავტორი: Pendragon Jun 14 2010, 22:26

demi

ციტატა
ქარიყლაპიას სამეფო ყულევი და ანაკლია


რამდენი ამივლია და ჩამივლია მაგ ადგილთან ყულევის ტერმინალთან არხში სათევზაოდ მიმავალს და ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ მანდ ტბა იყო და ამხელა ქარიყლაპიები ბინადრობდნენ... დიდი მადლობა ინფოს გაზიარებისთვის... თავად ხობისწყალში რა ხდება მაგ ადგილას? თუ გითევზავიათ და თუ დაგიჭერიათ რამე?

პოსტის ავტორი: 919 Jun 14 2010, 23:45

რაც შეეხება კარჩხანას, კობრსა და სქელშუბლას...
იმედი მაქვს ჩევნ წევრებს აქვთ ნანახი ნატგეო-ვაილდის ფილმი .
ფილმი მოგვითხრობს თუ რა ეკოლოგიური კატასტროფის წინაშეა
ამერიკის დიდი ტბები!!!
სქელშუბლამ და კობრისებრთა ოჯახმა გაანადგურა მისი-სიპის
აუზების იქტიო-ფაუნა... იქაც ეს დედაარღნიანი კარჩხანა და სქელშუბლა
შორიაღმოსავლეთიდან დაატრანსფერეს. (ფილმში აგრეთვე ნაჩვენებია
სქელშუბლაზე მშვილდისრით ნადირობა, ეს პარაზიტების მოშორების
ერთ-ერთი საშუალებაა).

მე მგონი, საქართველოს 70% წყალსატევში ეს ეკო-კატასტროფა უკვე მოხდა
და ქარიყლაპია და ფარგა ზუსტად რომ იხსნის ჩვენ აკვატორიებს ამ საშინელი
სახეობებისგან.

და იცოდეთ ყველამ, სქელშუბლის (მფილტრავი თევზის სახეობის წარმომადგენელი)
მომრავლებაზე დიდი კრიმინალი არ არსებ ობს ამ ქვეყანაზე.

პოსტის ავტორი: demi Jun 17 2010, 14:02

ციტატა(Pendragon @ Jun 14 2010, 23:26) *
demi


რამდენი ამივლია და ჩამივლია მაგ ადგილთან ყულევის ტერმინალთან არხში სათევზაოდ მიმავალს და ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ მანდ ტბა იყო და ამხელა ქარიყლაპიები ბინადრობდნენ... დიდი მადლობა ინფოს გაზიარებისთვის... თავად ხობისწყალში რა ხდება მაგ ადგილას? თუ გითევზავიათ და თუ დაგიჭერიათ რამე?


არის ადგილები მანდვე, სადაც მაგრად მოდის ფსკერულაზე გველთევზა( ხობისწყალი არის ძალიან მდიდარი თევზის სხვადასხვა სახეობით) საზანი, ქაშაპი, წითელფარფლა, დიდი ნაფოტა, წვერა და ა.შ.

პოსტის ავტორი: demi Jun 17 2010, 14:25

სრულიად გეთანხმებით პატივცემულო ქარიყლაპიას მომხრე და მოყვარულო საზოგადოებავ, ეს თევზი ნაღდი სანიტარია, ჭამით კიდევ ისეთი ღორმუცელა არაა, როგორიც ლოქოა, ეს თევზი მომთაბარე ცხოვრებას არ ეწევა, არის მდორე დინების(არხის ტიპის), ბალახიანი ტბების და დაჭაობებული ადგილების ბინადარი. აღმოსავლეთში თუ ფეხი მოიკიდა, მერე მის განაყოფიერებულ ქვირითს წყლის ფრინველები გაავრცელებენ არხებსა და ტბებში. ამაში ცუდს ვერ ვხედავ, არსად ქარიყლაპია მავნე თევზად არ ითვლება(რამდენადაც ჩემთვის ცნობილია) thinking.gif

პოსტის ავტორი: Pendragon Jun 17 2010, 14:35

ციტატა(demi @ Jun 17 2010, 15:02) *
არის ადგილები მანდვე, სადაც მაგრად მოდის ფსკერულაზე გველთევზა( ხობისწყალი არის ძალიან მდიდარი თევზის სხვადასხვა სახეობით) საზანი, ქაშაპი, წითელფარფლა, დიდი ნაფოტა, წვერა და ა.შ.


კი ძალიანმაგარი მდინარეა ხობისწყალი როგორც ქვემო, ისე ზემო დინებებში - პრინციპში ჩემთვის ერთ-ერთი უსაყვარლესი მდინარეა.

ქვედა დინება ჯერ საკმარისად არ გამომიკვლევია, მხოლოდ ერთხელ ვითევზავე ხობის ქვემოთ. სოფლებთან ვნახე დაგუბებებიც - ძველი კალაპოტის წყლები, სადაც დუღდა ცხოვრება, თუმცა მაშინ ვერაფერი დავიჭირე... წელს უმეტეს დროს მდინარეებს დავუთმობ ალბათ და იმედია რაღაც შედეგი იქნება...

პოსტის ავტორი: demi Jun 17 2010, 14:35

ძალა ერთობაშია, იმედი მაქვს თუ მოვინდომებთ, შეიძლება ორგანიზება და განხორციელება. აბა ვიმუშაოთ ამ თემაზე, ყველაფერი ავწონ-დავწონოთ და მერე- აბა ულიაააა ... newsmile05.gif newsmile01.gif newsmile041.gif newsmile027.gif

პოსტის ავტორი: demi Jun 18 2010, 15:26

ციტატა(Pendragon @ Jun 17 2010, 15:35) *
კი ძალიანმაგარი მდინარეა ხობისწყალი როგორც ქვემო, ისე ზემო დინებებში - პრინციპში ჩემთვის ერთ-ერთი უსაყვარლესი მდინარეა.

ქვედა დინება ჯერ საკმარისად არ გამომიკვლევია, მხოლოდ ერთხელ ვითევზავე ხობის ქვემოთ. სოფლებთან ვნახე დაგუბებებიც - ძველი კალაპოტის წყლები, სადაც დუღდა ცხოვრება, თუმცა მაშინ ვერაფერი დავიჭირე... წელს უმეტეს დროს მდინარეებს დავუთმობ ალბათ და იმედია რაღაც შედეგი იქნება...


კარგი იქნება, ღმერთმა ხელი მოგიმართოს, დიდი გამოცდილების მიღება შეიძლება,რომელსაც სხვებსაც გაუზიარებ. newsmile027.gif

პოსტის ავტორი: Pendragon Jun 18 2010, 15:45

ციტატა(demi @ Jun 18 2010, 16:26) *
კარგი იქნება, ღმერთმა ხელი მოგიმართოს, დიდი გამოცდილების მიღება შეიძლება,რომელსაც სხვებსაც გაუზიარებ. newsmile027.gif


გაიხარე, დიდი მადლობა.

ქაშაპზე ხობის ზემოთ ჯობია წასვლა თუ ხობის ქვემოთ? და როგორ უნდა მივიდე, სენაკი-ჩხოროწყუს გზიდან არის გადასასვლელი თუ თითონ ხობის გავლით?

პოსტის ავტორი: demi Jun 18 2010, 16:07

ციტატა(Pendragon @ Jun 18 2010, 16:45) *
გაიხარე, დიდი მადლობა.

ქაშაპზე ხობის ზემოთ ჯობია წასვლა თუ ხობის ქვემოთ? და როგორ უნდა მივიდე, სენაკი-ჩხოროწყუს გზიდან არის გადასასვლელი თუ თითონ ხობის გავლით?


ქაშაპი ხობის წყალში ყველგანაა, ქვემო წელი განიერია და საგრძნობლად ღრმაა, ამიტომ სპინინგით სექტორ-სექტორ ყველა ზონას ვერ მიწვდები, ასეთ ადგილებში უპირატესობა ფიდერს აქვს, ზედა მხარე კი მართლა ექსტრემალური სპორტისთვისაა და სპინინგისთვისაა ზედ გამოჭრილი ჩემი აზრით. მე ხობიდან მარჯვნივ ხიდამდე არ მისული (ზუგდიდი-სენაკი) ყულევის გზისკენ გირჩევდი და ასევე ხობში ხიდს რომ გადახვალ(ზუგდიდი-სენაკი) მარცხნივ აუყვები მდინარეს ასე 10-12 კმ, ადგილს ვიზუალურად მიხვდები. newsmile041.gif

პოსტის ავტორი: Pendragon Jun 18 2010, 16:47

demi

ამ მონაკვეთზე გაქვს საუბარი?

http://pix.ge/


პოსტის ავტორი: demi Jun 18 2010, 17:13

ეგეც და ეს ადგილებიც




უფრო ზემოთაც დაგვიჭერია, რთული მისასვლელი და სახიფათო ადგილებია, მაგრამ წვალებად ღიირს. აბა მანდ ურტყავს თუ ურტყავს. newsmile041.gif

პოსტის ავტორი: Infest Sep 2 2010, 13:41

აუ ვინც სპინინგით თევზაობთ:

თბილისთან ყველაზე ახლო სასპინინგე ადგილი სადაა და რომელია მითხარით რა :შ

ადგილს/გზას/თევზს და ა.შ. მნიშვნელობა არააქვს

პოსტის ავტორი: troutbaiter Sep 2 2010, 13:46

სოღანლუღის ტბები - ქაშაპი
მოდის # 2 და 3 ტრიალებზე და 4-5 სმ მდე ვობლერებზე
გამოცდილია და ფორუმზე ფაქტებიცა და რეპორტიც დევს სადღაც newsmile027.gif

პოსტის ავტორი: Infest Sep 2 2010, 13:53

ციტატა(troutbaiter @ Sep 2 2010, 14:46) *
სოღანლუღის ტბები - ქაშაპი
მოდის # 2 და 3 ტრიალებზე და 4-5 სმ მდე ვობლერებზე
გამოცდილია და ფორუმზე ფაქტებიცა და რეპორტიც დევს სადღაც newsmile027.gif


სადაა ეგ? რუკაზე ვერ მანახებ?

და მარტო ქაშაპია?

პოსტის ავტორი: troutbaiter Sep 2 2010, 14:43

სასპინინგედ მხოლოდ ქაშაპი. საუკეთესო სპორტული თევზია!

სოღანლუღში მტკვარზე ჩანგრეული ხიდი იკითხე, იქვეა. ან საპატრიარქოს ტბები - ეგაა.

პოსტის ავტორი: Infest Sep 2 2010, 14:58

ციტატა(troutbaiter @ Sep 2 2010, 15:43) *
სასპინინგედ მხოლოდ ქაშაპი. საუკეთესო სპორტული თევზია!

სოღანლუღში მტკვარზე ჩანგრეული ხიდი იკითხე, იქვეა. ან საპატრიარქოს ტბები - ეგაა.


სოღანლუღის ტბები იგივე საპატრიარქოს ტბებია?

ფონიჭალასთან როა?

თევზაობა ფასიანია?

რითი შეიძლება მივიდე? ახლოს მაინც გადის რამე მარშრუტკა/ავტობუსი/ect.

პოსტის ავტორი: გოგა Sep 2 2010, 16:07

ციტატა(infest @ 2nd September 2010 - 15:58) *
სოღანლუღის ტბები იგივე საპატრიარქოს ტბებია?

მემგონი ეგრეა

ფასიანი იყო ერთ დროს,ეხლა არ ვიცი რა ხდება

პოსტის ავტორი: Infest Sep 2 2010, 17:13

ციტატა(გოგა @ Sep 2 2010, 17:07) *
მემგონი ეგრეა

ფასიანი იყო ერთ დროს,ეხლა არ ვიცი რა ხდება


გადის მანდ ახლოს მაინც რამე?

პოსტის ავტორი: DATKA Sep 2 2010, 17:17

5 ლარი ღირს მანქანით შესვლა რამდენიც გინდა იმდენი იყავით, სტავკაა რა. თუ ფეხით შეხვალ და მოვიდნენ 2 ლარი ანკესიო,
ფეხით თუ წახვალ 118 მარშრუტკა მიდის ვაგზლიდან, ან კოლმეურნეობის მოედნიდან 117 ავტობუსი, ან ნებისმიერი რუსთავში მიმავალი ტრანსპორტი.
სასპინინგოთ მხოლოდ სულ ბოლო ტბა ვარგა ჩანგრეულ ხიდდთან, და მანდ უფასოა არავისია.
სხვა ტბებზე არცკი მიხვიდე რადგან თევზი კიარა წყალსაც ვერ იპოვი 20 სანტიმეტრზე მეტს.
ქაშაპის იმედი უნდა გქონდეს მხოლოდ.

პოსტის ავტორი: Infest Sep 2 2010, 17:34

ციტატა(DATKA @ Sep 2 2010, 18:17) *
5 ლარი ღირს მანქანით შესვლა რამდენიც გინდა იმდენი იყავით, სტავკაა რა. თუ ფეხით შეხვალ და მოვიდნენ 2 ლარი ანკესიო,
ფეხით თუ წახვალ 118 მარშრუტკა მიდის ვაგზლიდან, ან კოლმეურნეობის მოედნიდან 117 ავტობუსი, ან ნებისმიერი რუსთავში მიმავალი ტრანსპორტი.
სასპინინგოთ მხოლოდ სულ ბოლო ტბა ვარგა ჩანგრეულ ხიდდთან, და მანდ უფასოა არავისია.
სხვა ტბებზე არცკი მიხვიდე რადგან თევზი კიარა წყალსაც ვერ იპოვი 20 სანტიმეტრზე მეტს.
ქაშაპის იმედი უნდა გქონდეს მხოლოდ.


ვა გაიხარე, სასპინინგოდ რა, მტაცებელი მინდა პროსტა თორე მუშკაზე ვცდი რა

მაგ ტბაში ქაშაპის გარდა სხვა არაფერი თევზია? საპაპლაოკე ან დონკის

პოსტის ავტორი: DATKA Sep 3 2010, 08:47

Infest
კარჩხანა - ბლომად
საზანი - იშვიათად მაგრამ არის.
ჭანარი - ძნელად დასაჭერია
ქაშაპი - არის
სხვადასხვა წვრილი ნერვების მშლელი თევზი - იცოცხლეეეე
ხვალ თუ არსად უკეთეს ადგილზე არ წავედი (ამინდს ვაკვირდები) შეიძლება ჩამოვიდე, სხვათუარაფერი სუფთა ჰაერის ჩასაყლაპად.

პოსტის ავტორი: Infest Sep 3 2010, 09:23

ციტატა(DATKA @ Sep 3 2010, 09:47) *
Infest
კარჩხანა - ბლომად
საზანი - იშვიათად მაგრამ არის.
ჭანარი - ძნელად დასაჭერია
ქაშაპი - არის
სხვადასხვა წვრილი ნერვების მშლელი თევზი - იცოცხლეეეე
ხვალ თუ არსად უკეთეს ადგილზე არ წავედი (ამინდს ვაკვირდები) შეიძლება ჩამოვიდე, სხვათუარაფერი სუფთა ჰაერის ჩასაყლაპად.


ვა გაიხარე newsmile045.gif ჭანარი მტაცებელია ისე?

პოსტის ავტორი: ბესო Sep 8 2010, 19:47

ციტატა(infest @ 3rd September 2010 - 10:23) *
ჭანარი მტაცებელია ისე?


არა.

პოსტის ავტორი: Fly Fisherman Apr 26 2011, 10:49

გამარჯობათ.
მუშკების დასველება ხოარ უნდა ვინმეს ქაშაპზე ნადირობაში?

პოსტის ავტორი: ბესო Apr 27 2011, 16:42

ციტატა(Fly Fisherman @ 26th April 2011 - 11:49) *
გამარჯობათ.
მუშკების დასველება ხოარ უნდა ვინმეს ქაშაპზე ნადირობაში?


სად?

პოსტის ავტორი: kupra Apr 28 2011, 14:30

კველაზე მაგარი სატევზაო კალმახზე არის ლებარდე ზედა სამეგრელოში.

ashh.gif

პოსტის ავტორი: Davitus Apr 28 2011, 14:48

kupra

მე ვარ მანდ ნამყოფი, ლენტეხი მარტვილის "საზღვარზეა" მაგრამ უმოწყალოდ აჩანაგებენ

პოსტის ავტორი: kupra Apr 28 2011, 15:00

Davitus მაგაში გეტანხმები მარა მაინც მაგრადაა.

პოსტის ავტორი: davit.p May 5 2011, 19:43

ვაახ აბა აკრძალულიაო კალმახზე თევზაობაო, წითელ წიგნშიაო შეყვანილიო!? და მარტვილი-ლენტეხის საზღვარი არაა ნეტავ საქართველოს ტერიტორიაზე?

პოსტის ავტორი: STALKER Apr 3 2012, 18:26

ციტატა(DATKA @ Sep 2 2010, 18:17) *
5 ლარი ღირს მანქანით შესვლა რამდენიც გინდა იმდენი იყავით, სტავკაა რა. თუ ფეხით შეხვალ და მოვიდნენ 2 ლარი ანკესიო,
ფეხით თუ წახვალ 118 მარშრუტკა მიდის ვაგზლიდან, ან კოლმეურნეობის მოედნიდან 117 ავტობუსი, ან ნებისმიერი რუსთავში მიმავალი ტრანსპორტი.
სასპინინგოთ მხოლოდ სულ ბოლო ტბა ვარგა ჩანგრეულ ხიდდთან, და მანდ უფასოა არავისია.
სხვა ტბებზე არცკი მიხვიდე რადგან თევზი კიარა წყალსაც ვერ იპოვი 20 სანტიმეტრზე მეტს.
ქაშაპის იმედი უნდა გქონდეს მხოლოდ.

ამ საპატრიარქოს ტბებზე არის კიდე ქაშაპი ?

რა სატყუარაზე მოდის? ვობლერებზე და ბლესნაზე?

პოსტის ავტორი: შოთა.03 Apr 3 2012, 21:04

kupra

ციტატა(lashak @ 28th April 2011 - 15:30) *
კველაზე მაგარი სატევზაო კალმახზე არის ლებარდე ზედა სამეგრელოში.

უფფფფ, შარშან ზაფხულში ძაან მაგრად ვისიამოვნმე, 1 კვირა ლუდს კალმახს ვაყოლებდი D.gif
(სპორტული თევზაობით)

პოსტის ავტორი: КАА Oct 5 2012, 07:01

QUOTE
რა სატყუარაზე მოდის?
#1 - Jackall Chubby, ნატურალურ ფერის..
ან სხვა პატარა ვობლერები - ჩემი მეგობარი იჭერდა Bassday Cangoku Crank-ზეც

პოსტის ავტორი: kriko Mar 3 2013, 19:00

გამარჯობა ყველას არასდროს მიცდია ქარიყლაპიაზე თევზაობა ეხლა ვათვარიელებდი ამ თემას და მაგრად მომინდა მოზრდილიქარიყლაპიების დაჭერა D.gif თუ შეგიძლიათ რომ მითხრათ რა დროს მოდის და რემელი სატყუარაზეო?


ამ დროს მოდის ეგ თევზი?

პოსტის ავტორი: LeoTaso Mar 15 2013, 14:26

kriko

ციტატა(kriko @ 3rd March 2013 - 20:00) *
ამ დროს მოდის ეგ თევზი?


დიდი გამოცდილება არც მე მაქვს ამ მეთოდით ჭერაში , მაგრამ როგორც ვიცი მტაცებლები (წერი იგივე შუკა ანუ ქარიყლაპია და რავიცი რაც გინდა ის დაარქვი, მე წერით ვიცნობ ბავშვობიდან და ეგრე მოვიხსენიებ newsmile05.gif და ქორჭილა ) ზამთარში მეტ-ნაკლებათ "ცუდათ" ჭამენ.

ქვირითობენ თერბერვლის მიწურულს და მთელი ზამთრია უჭმელები ნადირობენ და მიირთმევენ ყველაფერს რაც კი მოძრაობს.

ერთი სიტვვით ეხლაა ზუსტად მაგარი "კლიოვი" -ს პერიოდი და მეც დღე-დღეზე ვაპირებ ჩვენს "ველურ დასავლეთში" გამგზავრებას სათებზაოთ D.gif

მაგრამ შენ მეგობარო არასწორად მიუდექი ამ ამ ყველაფერს და ამიტომაც ამდენი ხანი არავინ გიპასუხა.

რა სატყუარაზე მოდის ?

რა ჯოხი ვიყიდო ? სად ვიყიდო?

სად ვითევზავო? როდის? და მსგავსი უუუუამრავი კითხვების დასმის ნაცვლად ჯობია გულდასმით გადაიკითხო ის თემები და რეპორტები, რომლებიც ამ საკითხში გათვითცნობიერებულმა ხალხმა დაწერა ჩვენთვის "ნავიჩოკებისთვის".

ასე რომ მართლა თუ გაინტერესებს სპინიგი-ს მეთოდით თევზაობა არ დაიზარო და თავიდან ბოლომდე წაიკითხე განყოფილება და მერწმუნე უამრავ საინტერესო და სასარგებლო ინფორმაციას დააგროვებ.

newsmile029.gif newsmile029.gif newsmile029.gif ashh.gif

პოსტის ავტორი: zura=zura Jun 13 2016, 12:06

მოგესალმებიტ ყველას)))))))ქაშაყი 2 დგის წინ ვიტევზავე ალგეტზე 500 გრამიანები დავსვი 7 ცალი და ლოკო მოდის მაგრად ვისიამოვნე 5 ცალი ლოკო დავიცჰირე 5 კილოიანები და ერტი 10 კილოანი


http://floomby.ru/s2/Wg9bYG

ესეც ნადავლი))))))))) კინდზმასჰი მაგარი გამოვიდა newsmile027.gif newsmile042.gif

http://floomby.ru/s2/Bg9b4X

პოსტის ავტორი: kajuberi Jun 13 2016, 12:08

zura=zura
small3d018.gif small3d018.gif კარგი შედეგიაა.

პოსტის ავტორი: jaba_gugesha Jun 13 2016, 12:14

zura=zura


მაგარი შედეგია small3d018.gif

უფრო დეტალურად დაწერე რა. რა სატყუარაზე მოდიოდა? სპინიგით ითევზავე ქაშაპზე?

პოსტის ავტორი: უიარაღო Jun 13 2016, 13:37

უმაგრესად გითევზავია newsmile027.gif

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)