თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ სათევზაო ადგილები _ სათევზაოდ უცხოელების წაყვანა

პოსტის ავტორი: aqilevsa Jul 21 2011, 13:17

გამარჯობა მეგობრებო.
ამ ფორუმზე კარგა ხნის წინ დავრეგისტრირდი და მას შემდეგ თითქმის დამკვირვებლის სტატუსით ვარ

ეხლა თქვენი დახმარება მესაჭიროება

შეიძლება ასეთი თემა ბევრი არსებობს, მაგრამ აქ გავაერთიანოთ ძალიან გთხოვთ ჩვენი გამოცდილებები და რჩევები

ბოდიში ადმინისტრაციას ზედმეტი თემის გახსნისთვის კიდევ ერთხელ

ეხლა საქმე newsmile05.gif

6-7 აგვისტოს გეგმავენ ლიტვიდან 4 სტუმარი ჩამოსვლას.
ჩემი კომპანიის მმართველები და დამფუძნებლები არიან.
ფული არის, მანქანებიც არის.
თევზაობა ევასებათ მაგრად, იმ დონეზე რომ რამოდენიმე ქვეყანა აქვთ შემოვლილი, მათ შორის ამაზონიც კი newsmile05.gif

ეხლა საქართველოში უნდა წავიყვანო ისეთ ადგილზე, სადაც თევზაობითაც და ბუნებითაც ისიამოვნებენ, ექსტრემითაც და მოკლედ ყველაფრით.


იქნებ მირჩიოთ ადგილები.
მე თვითონაც მოყვარული მეთევზე ვარ, მარა მარტო ჩემი გამოცდილებით არ მინდა.
1. შაორი ვიფიქრე
2. ლოპოტა
3. ფოთი, ტბის სახელს მაინც და მაინც ეხლა ვერ ვიხსენებ newsmile05.gif

ჩემზე ბევრად გამოცდილები იქნებით აქ. სად შეიძლება ამ ხალხის წაყვანა
ჩამოდიან 3-4 დღით.
partyFishing.gif

პოსტის ავტორი: ნუკრიMax Jul 21 2011, 13:50

aqilevsa
ამ კონკრეტული სიტუაციისთვის ლოპოტა ყველაზე კარგი ვარიანტია, ბუნებაც არი, თევზიც იჭირება, კომფორტი რამდენიც გინდა და გზაც იოლად სავალ-მისაგნები!

პოსტის ავტორი: aqilevsa Jul 21 2011, 13:58

ნუკრიMax
საქმე ეხლა რაჭია, ცოტა ექტრემიც გვინდაოო

პოსტის ავტორი: ნუკრიMax Jul 21 2011, 14:09

თევზაობის მერე გადაიყვანე ლაგოდეხის ეროვნულ ნაკრძალში, გადაიკიდონ რუგზაკები და ავიდნენ ჩანჩქერზე ფეხით..

პოსტის ავტორი: Maverick Jul 21 2011, 14:29

თუ გარანტირებულად, ტრაფეინი ზომის თევზების დაჭერა უნდათ, დაიჭირე გაუშვის პრინციპით, მაშინ ლოპოტა +10000000000%,
თუ ისეთი თევზაობა უნდათ, რომ დაიჭერენ თუ არა მაგას დიდი მნიშვნელობა არ აქვს, თუ დაიჭერენ ხომ ჭკუაზე არ იქნებიან, და თუ ვერ დაიჭერენ მაგაზე არ იწუწუნებენ და ტკბილად გაიხსენებენ, ველურ ბუნებაში გატარებულ საღამოს, მაშინ შაორი, სუფთა ჰაერი, ლამაზი ბუნება, დიდი თევზის დაჭერის შანსი 60%-მდე (კარგი აღჭურვილობით), მაშინ მაინც შაორი.
თუ მტაცებელზე თევზაობა უნდათ მაშინ ფოთი

შენს მიერ ჩამოთვლილ ყველა მარშუტს თავისი პერსპექტივა აქვს

ამიტომ ჯობია დაადგინო მათ რა უნდათ,

პოსტის ავტორი: gocha-tita Jul 21 2011, 16:12

მომისმინე ძმაო თუ მართლა გინდა ისიამოვნო გომარეთს არაფერი ჯობია ამჟამად თევზიც მოდის თან ძალიან გრილა კარვები, ლეჟანკები, ველურულად ცხოვრება, შეშა, კოცონი, იქვე შემწვარი მწვადი ღვინო , ალპური ზონა, დაბლა 2-3 კილომეტრში არაჩვეულებრივი ბუნება მდინარეები შჳგ კიდე ღორჯოები კოპლებით. არანაირი კოღო ქინქლა სუფთა ჟანგბადი და გარეული იხვები რასაც ვერსად ნახავ ამჟამად, შედი გომარეთის ტბებში და ნახე. თუარადა ბოლობოლო საქართველოში მობინადრე თევზების განყოფილებას გადახედე მანდ ტბებია ჩამოთვლილი და მისი ბინადარი თევზები, წაკითხვა არ დაგეზაროს მაგაზე კარგ იმფოს ვერსად ნახავ.

პოსტის ავტორი: aqilevsa Jul 21 2011, 17:09

gocha-tita
გაიხარე.
საიტი ხომ არ იცი მაგ გომარეთის?


ზოგადად "ველური" დასვენება უნდათ. არ აკლიათ 5 ვარსკვლავიანი სასტუმროები.

http://concordtravel.ge/desktopdefault.aspx?lang=ka-ge
ამ კომპანიის მომსახურების შესახებ ვინმეს რაიმე ხომ არ გსმენიათ

თევზაობის ტურებიც აქვთ როგორც საიტზე წერია.

პოსტის ავტორი: gocha-tita Jul 21 2011, 18:36

რა საიტი ამ საიტზე შEდი ტბებში შემდეგ გომარეთი და ნახე, სურათები მიდევს.

პოსტის ავტორი: გოგა Jul 21 2011, 21:07

ყვარლის ტბაზე რას იტყვით ბიჭებო???

ისე თუ თევზის დაჭერასთან ერტად ექსტრიმი უნდათ,საქართველოში ამას პრინციპში ვერ მოახერხებენ.
რომელ ტბასაც არ ყავს პატრონი ის დადუღებულია და რომელსაც პატრონი ყავს და თევზიც არის შიგ,ის ტბები საკმაოდ გაკეთებულია.ასე რომ ლოპოტაზე ექსტრიმი გამორიცხულია newsmile05.gif
ამისთვის ტური უნდა დაიგეგმოს
ისე კარგი გირჩიეს ბიჭებმა
წაიყვანე ლაგოდეხში,ველური ბუნებაც არის და მდინარის კალაპოტში ცოტა ექსტრიმისაც გამოკრავენ ხელს
შემდეგ მიხვალთ ლოპოტაზე და კარგ თევზსაც დაიჭერთ.

სხვა რავიცი,საქართველოს ტბები ისეა განადგურებული რა გირჩიო არ ვიცი.
ისე მაგათ შენ ჩვენი თევზით ვერ გააკვირვებ და მაგას ჯობია ბუნება აჩვენო

პოსტის ავტორი: ivana101 Jul 21 2011, 21:29

ისე დაგვიდგა ქართველებს საქმე რომ ლოპოტას და ხელოვნურად შექმნბილ სანახებს ვარჩევთ და ვურჩევთ ხალხს? aqilevsa, წაიყვანე ეგ შენი სტუმრები სნოს ტბაზე და მერე აქ დაწერე შთაბეჭდილებები.

პოსტის ავტორი: aragveli Jul 21 2011, 21:41

ყველაზე კარგი ვარიანტი ძმაო წაიყვანე შენი სტუმრები შატილში, მაგარ ექსკურსიასაც გაუკეთებ და თევზსაც კარგად დაიჭერთ, დამიჯერე ყველაზე კარგი ვარიანტია, თუ ბუნება, ექსტრემი და აქტიური დასვენება უნდათ.

პოსტის ავტორი: ჰერცოგი997 Jul 21 2011, 23:09

aragveli
ვეთანხმები შატილი, მუცო, არდოტი ძალიან მაგარი თან თევსაც დაიჭერ უმაგრესი ხეობები და ულამაზესი ბუნებაა

პოსტის ავტორი: aqilevsa Jul 22 2011, 08:37

ჰერცოგი997
aragveli
შატილში მდინარის თევზი არის თუ ტბებიცაა? მაგ მხარეს არც მე ვარ ნამყოფი და დიდი სიამოვნებით წავიდოდი მეც newsmile05.gif


საქმე იმაშია რომ ტბები და ბუნება კი გვაქვს, მარა ელემენტარული ქოხი ან კოტეჯი უნდა იყოს რომ ღამე გაათიო.
მაგალითად შაორი თუ გინდა.

ადგილობრივებმა უნდა მოახერხონ მაგდენი. აპრილის ბოლოდან ოქტპმბრამდე ხალხიტ და მეთეევზებით გადაჭედილია იქაურობა. ვერც ერთმა ადგილობბრივმა ვერ მოიხერხა, რომ ტბასთან ახლო-მახლო პატარა ქოხი გააკეთოს. ასევე დავიჯერო სოფელში ერთი ვილისი არავის ეყოლება, რომ გაატაქსაოს და ხალხი ზალივებში გადაიყვანოს.

იმედია ეს სახელმწიფოს მხრიდან ტურზმზე მხარდაჭერა ოდნავ მაინც გამოასწორებს სიტუაციას.


შაორზე 1 ანკესზე 3 ლარს ითხოვენ ულვე. და იმ 3 ლარისას ნეტა რას უკეთებენ ტბას. ელემენტარული წყალი რომ გინდოდეს ნიკორწმინდაში უნდა ჩახვიდე. :(

პოსტის ავტორი: aragveli Jul 22 2011, 08:54

ტბაზე თევზაობა ყელში ექნებათ იმათ ამოსული და აქ კარჩხანებით იმათ ვერ გააკვირვებ, 4 წელი ტურიზმზე ტყუილად არ მისწავლია, გეუბნები შატილი გინდა შენ newsmile027.gif არც ღამის გათევაზე გექნება პრობლემა, შატილში საოჯახო ტიპის სასტუმროებია. მდინარე სავსეა დალოცვილი თევზით. არც ანკესების წაღება გინდათ აქედან, ნემსკავები ,ძუა ,ტყვია, თხილის ჯოხზე გააწყობთ იქ და newsmile027.gif მართლაც ექსტრემი იქნება მაგათთვის. newsmile035.gif

პოსტის ავტორი: aragveli Jul 22 2011, 09:09

გზაზე თუ როშკაშიც გადაუხვევ და აბუდელაურის ტბებზე აიყვან ხო საერთოდ გააფრენენ. newsmile027.gif

პოსტის ავტორი: შოთა.03 Jul 22 2011, 09:25

aragveli

ციტატა(aleksandre @ 22nd July 2011 - 10:09) *
გზაზე თუ როშკაშიც გადაუხვევ და აბუდელაურის ტბებზე აიყვან ხო საერთოდ გააფრენენ.

ეხლა უკვე მეც ვაფრენ newsmile035.gif
aqilevsa
შატილს მიაწექი მართლა კაი ვარიანტია, ბუნება+ექსტრემი+თევზი=დაუვიწ

ყარ ზღაპარს

პოსტის ავტორი: aqilevsa Jul 22 2011, 13:55

რომელიმეს, რუკაზე მარტივად თუ შეგიძლიათ გზა მომიხაზოთ? დიდად მადლობელი დაგრჩებით. ეგ ტბები სადაცაა და გზაც როგორ ადის.

სავარაუდოდ ან შაორი ან შატილი
უფრო შატილი ალბათ, ახლოსაა თბილისთან, ან მესტიამდე გადაფრენა და მერე იქედან ლეჩხუმის გამოვლით რაჭაში ჩამოსვლა. მანქანებს წინა დღით გავაგზავნი თუ შაორი გადავწყვიტე.

პოსტის ავტორი: გიორგი Jul 22 2011, 13:57

ციტატა
მომისმინე ძმაო თუ მართლა გინდა ისიამოვნო გომარეთს არაფერი ჯობია ამჟამად თევზიც მოდის თან ძალიან გრილა კარვები, ლეჟანკები, ველურულად ცხოვრება, შეშა, კოცონი, იქვე შემწვარი მწვადი ღვინო , ალპური ზონა, დაბლა 2-3 კილომეტრში არაჩვეულებრივი ბუნება მდინარეები შჳგ კიდე ღორჯოები კოპლებით. არანაირი კოღო ქინქლა სუფთა ჟანგბადი და გარეული იხვები რასაც ვერსად ნახავ ამჟამად,



აუუ მეც მომინდა გომარეთში newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif მართლააა newsmile035.gif

პოსტის ავტორი: 919 Jul 23 2011, 00:07

aqilevsa
wikimapia და მისი ჯანი newsmile05.gif

პოსტის ავტორი: NNN-504 Jul 25 2011, 04:18

ციტატა(aqilevsa @ Jul 21 2011, 14:17) *
გამარჯობა მეგობრებო.
ამ ფორუმზე კარგა ხნის წინ დავრეგისტრირდი და მას შემდეგ თითქმის დამკვირვებლის სტატუსით ვარ

ეხლა თქვენი დახმარება მესაჭიროება

შეიძლება ასეთი თემა ბევრი არსებობს, მაგრამ აქ გავაერთიანოთ ძალიან გთხოვთ ჩვენი გამოცდილებები და რჩევები

ბოდიში ადმინისტრაციას ზედმეტი თემის გახსნისთვის კიდევ ერთხელ

ეხლა საქმე newsmile05.gif

6-7 აგვისტოს გეგმავენ ლიტვიდან 4 სტუმარი ჩამოსვლას.
ჩემი კომპანიის მმართველები და დამფუძნებლები არიან.
ფული არის, მანქანებიც არის.
თევზაობა ევასებათ მაგრად, იმ დონეზე რომ რამოდენიმე ქვეყანა აქვთ შემოვლილი, მათ შორის ამაზონიც კი newsmile05.gif

ეხლა საქართველოში უნდა წავიყვანო ისეთ ადგილზე, სადაც თევზაობითაც და ბუნებითაც ისიამოვნებენ, ექსტრემითაც და მოკლედ ყველაფრით.


იქნებ მირჩიოთ ადგილები.
მე თვითონაც მოყვარული მეთევზე ვარ, მარა მარტო ჩემი გამოცდილებით არ მინდა.
1. შაორი ვიფიქრე
2. ლოპოტა
3. ფოთი, ტბის სახელს მაინც და მაინც ეხლა ვერ ვიხსენებ newsmile05.gif

ჩემზე ბევრად გამოცდილები იქნებით აქ. სად შეიძლება ამ ხალხის წაყვანა
ჩამოდიან 3-4 დღით.
partyFishing.gif

ისეთი სტუმრები ჩამოგდის მაგენს ჩვენი ტბებით ვერ გააკვირვებ და ტეხავს ცუდი შთაბეჭდილებებით რომ გაუშვა..თუ დამიჯერებ Yაზბეგში წაიყვანე ბევრი სათევზაო ადგილია დარწმუნებული ვარ ეგეთი მთის კალმახი გასინჯული არ ექნებათ...სასტუმროც გადასარევია "სტეფანწმინდა".... ექსტრიმი კი მთელი გზააnewsmile05.gif) ადგილზე კი ერთ დღეს გერგეთზე ცხენებით(სასტუმროს ყავს. ყოველ შემთხვევაში მაგარი ცხენები Yავდა) აიყვანე, დანარჩენი 2 დღე კი შეგიძლია ადგილობრივი გამყოლი აიყვანო და მყინვარწვერზე ახვიდეთ "მეტეოზე"...100% გარანტია ცხოვრებაში არ დაავიწყდებათ ..ღამესაც იქვე გაათენებთ სასტუმროდაა გადაკეთებული.. მე სტუმრები რომ მყავდა (ბევრი ბოდიალი თუ არ გეზარება და ფინანსები გიწყობს ხელს) ჯერ ხევსურეთში ავიყვანე სათევზაოდ მერე ავედით ყაზბეგში გამთენიისას _ გერგეთი და ზემოდან დამყურე მყინვარწვერი პირველი მზის სხივზე რომ დაინახეს მთელი ხმით კიოდნენ.მოკლედ 3-4 დღიანი ტურისთვის მისწრებაა..თუ რამე დეტალები გაინტერესებს სად ითევზაო და როგორდამირეკე 577242552

პოსტის ავტორი: aqilevsa Jul 27 2011, 08:43

გაიხარეთ, ვნახოთ რომ ჩამოვლენ მერე კიდე დაველაპარაკები და უფრო კონკრეტულად გავიგებ თუ რა ენდომებათ

პოსტის ავტორი: შოთა.03 Jul 27 2011, 10:27

აუ ბარემ აქ დავწერ რა, კაი ჯიპს არ იცით ვინმე რო აქირავებდეს?
10 დღით მჭირდება.....


ტოიოტა თუ იქნა მთლად გადასარევი...

პოსტის ავტორი: NNN-504 Jul 28 2011, 11:29

ციტატა(შოთა.03 @ Jul 27 2011, 11:27) *
აუ ბარემ აქ დავწერ რა, კაი ჯიპს არ იცით ვინმე რო აქირავებდეს?
10 დღით მჭირდება.....


ტოიოტა თუ იქნა მთლად გადასარევი...

ეხლა შვებულების პონტში ვარnewsmile05.gif)თუ კაი ადგილზე მიდიხარ ჩემი მანქანით მოგემსახურები(უფასოდ რა თქმაუნდა) ...საწვავი ჩამისხი მხოლოდ... როდისთვის გჭირდება?

პოსტის ავტორი: შოთა.03 Jul 28 2011, 12:32

NNN-504

ციტატა(NNN-504 @ 28th July 2011 - 12:29) *
ეხლა შვებულების პონტში ვარ)თუ კაი ადგილზე მიდიხარ ჩემი მანქანით მოგემსახურები(უფასოდ რა თქმაუნდა) ...საწვავი ჩამისხი მხოლოდ... როდისთვის გჭირდება?

დაახლოებით 15 აგვისტოდან დამჭირდება, ნუ 1 სიტყვით გიყოლიებ მხედველობაში... თან ჩემზე არაა დამოკიდებული რა და როგორ იქნება..

პოსტის ავტორი: ლეკი Jul 28 2011, 15:58

ციტატა(შოთა.03 @ Jul 27 2011, 11:27) *
აუ ბარემ აქ დავწერ რა, კაი ჯიპს არ იცით ვინმე რო აქირავებდეს?
10 დღით მჭირდება.....

იპოდრომის წინ დგას ხოლმე შოთა ნისანის და ისუზუს ჯიპები.

პოსტის ავტორი: Davitus Jul 28 2011, 22:25

NNN-504

სად გვეკარგები ხოლმე, ნიკო, შვებულებაში თუ ხარ, დროებით აღარ დაგვეკარგები ესეიგი


P.S. ბოდიში, ოფიზა

პოსტის ავტორი: NNN-504 Jul 28 2011, 22:51

ციტატა(Davitus @ Jul 28 2011, 23:25) *
NNN-504

სად გვეკარგები ხოლმე, ნიკო, შვებულებაში თუ ხარ, დროებით აღარ დაგვეკარგები ესეიგი


P.S. ბოდიში, ოფიზა

newsmile05.gif)) თუ რამეს აპირებთ თქვენს გვერდით ვარnewsmile05.gif

ციტატა(შოთა.03 @ Jul 28 2011, 13:32) *
NNN-504

დაახლოებით 15 აგვისტოდან დამჭირდება, ნუ 1 სიტყვით გიყოლიებ მხედველობაში... თან ჩემზე არაა დამოკიდებული რა და როგორ იქნება..

უპს...6-7 აგვისტოს ბათუმში ქვიშის რაგბზე მივდივარ(პროფების ტურნირია)...მერე 20-21 ისევ Qვიშაზე რაგბის ბურთით საგორაოდ ვიქნები(მოყვარულები ვითამაშებთ)...

პოსტის ავტორი: Vako. Aug 3 2012, 15:04

ციტატა(NNN-504 @ Jul 25 2011, 05:18) *
ისეთი სტუმრები ჩამოგდის მაგენს ჩვენი ტბებით ვერ გააკვირვებ და ტეხავს ცუდი შთაბეჭდილებებით რომ გაუშვა..თუ დამიჯერებ Yაზბეგში წაიყვანე ბევრი სათევზაო ადგილია დარწმუნებული ვარ ეგეთი მთის კალმახი გასინჯული არ ექნებათ...სასტუმროც გადასარევია "სტეფანწმინდა".... ექსტრიმი კი მთელი გზააnewsmile05.gif) ადგილზე კი ერთ დღეს გერგეთზე ცხენებით(სასტუმროს ყავს. ყოველ შემთხვევაში მაგარი ცხენები Yავდა) აიყვანე, დანარჩენი 2 დღე კი შეგიძლია ადგილობრივი გამყოლი აიყვანო და მყინვარწვერზე ახვიდეთ "მეტეოზე"...100% გარანტია ცხოვრებაში არ დაავიწყდებათ ..ღამესაც იქვე გაათენებთ სასტუმროდაა გადაკეთებული.. მე სტუმრები რომ მყავდა (ბევრი ბოდიალი თუ არ გეზარება და ფინანსები გიწყობს ხელს) ჯერ ხევსურეთში ავიყვანე სათევზაოდ მერე ავედით ყაზბეგში გამთენიისას _ გერგეთი და ზემოდან დამყურე მყინვარწვერი პირველი მზის სხივზე რომ დაინახეს მთელი ხმით კიოდნენ.მოკლედ 3-4 დღიანი ტურისთვის მისწრებაა..თუ რამე დეტალები გაინტერესებს სად ითევზაო და როგორდამირეკე 577242552

ყაზბეგში სად ნახე სათევზაო ადიგლები მეც მიმასწავლე რა :(
თერგში არ მინდა

პოსტის ავტორი: PREDATOR Feb 9 2013, 19:44

ესეც მაგარი ადგილი იქნება


უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)