თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ სათევზაო ადგილები _ თევზაობის მცირე რეპორტები

პოსტის ავტორი: Davitus Oct 18 2016, 20:37

ნადირობაზე კი გვაქვს და თევზაობაზე ვერ ვიპოვე. ბარემ გავხსნი და დავდებ


9 ოქტომბერს ვითევზავე, ხობისწყალზე

წვერაზე.

თევზაობენ, სატყუარის წყალს გატანების პრინციპით, როგორც კი თევზი პირს მოკიდებს, უნდა იგრძნო რომ "დაუპადსეჩკო". სხვა შემთხვევაში ვერ დაიჭერ.

სატყუარად იდეალურია (ფაქტიურად მაგაზე მოდის ამ პერიოდში) ღვანკა, იგივე ღორტაო, სამეგრელოში ფარფალსაც ეძახიან, მაგრამ არასწორია ეგ სახელი.

საკმაოდ კარგად მოდიოდა და საკმაოდ კარგი ეგზემპლიარები, მოკლედ კარგად გავერთე.

















პოსტის ავტორი: bubusicha Oct 18 2016, 22:13

ძაან მაგარია, ჩემი პირველი დაჭერილი წვერა გამახსენდა.

xoshian.gif

ეს სატყუარები სად იშოვე?

პოსტის ავტორი: მაქსიმუსა Oct 18 2016, 22:43

bubusicha
Eგ სატყუარები იმ მდინარეში, სადაც თევზაობ, თხელ წყალში, ქვებზე ქვემოდან უნდა დაძებნო, ანუ ამოატრიალებ ქვას და ზედ არის მიკრული newsmile05.gif

პოსტის ავტორი: უიარაღო Oct 18 2016, 23:26

მაგარი ნადავლია small3d018.gif

პოსტის ავტორი: giokupra Oct 19 2016, 13:32

საგოლ კაი ნადავლია მაგრამ მაგ ჭიით არ მითევზავია არასდროს newsmile05.gif

პოსტის ავტორი: Davitus Oct 19 2016, 17:38

ციტატა(bubusicha @ 18th October 2016 - 23:13) *
ეს სატყუარები სად იშოვე?


იმავე მდინარეში, ბარით ამოიღებ მიწას და მიწაშია, ძირითადად ნაპირებში, წყლით დაფარული მიწა

პოსტის ავტორი: ნუკრიMax Oct 19 2016, 17:40

Davitus
აი საღოოლ...

პოსტის ავტორი: ჩელე Oct 20 2016, 10:02

უყურე ბიჯო შენ ამას. მაგას გვიმალავდი კაცო?... newsmile05.gif გცოდნია და არ გვეუბნებოდი...

პოსტის ავტორი: megreli Oct 20 2016, 22:08

მალადეც დავით , კარგად გითევზავია ! small3d018.gif small3d018.gif
წვერაზე და ქაშაპზე ყველაზე მეტად მიყვარს(მიყვარდა)თევზაობა , მაგრამ რაც დამოუკიდებლად დავიწყე ნადირობა...
წვერა კიდე ყველაზე კარგად მწყორბის პერიოდში მოდის (ჩემი დაკვირვებით) newsmile040.gif

პოსტის ავტორი: თაზო Oct 27 2016, 12:20

საღოლ დავით, მალადცომ)) წიხი რიბაკი ხარ რია))

პოსტის ავტორი: ალექსანდრე Oct 5 2018, 22:40





<iframe width="560" height="315" src="https://www.youtube.com/embed/owNUw0SSSeI" frameborder="0" allow="autoplay; encrypted-media" allowfullscreen></iframe>



https://www.youtube.com/watch?v=owNUw0SSSeI

პოსტის ავტორი: kulaki Oct 10 2018, 11:36

იქნებ დაგვიკონკრეტო ადგილი რუქაზე და პირობები.პატივისცემით.


პოსტის ავტორი: ალექსანდრე Oct 10 2018, 22:53

kulaki ქ. გორში რომ შეხვალ იკითხეთ სოფელი ხიდისთავი,სოფელ ხიდისთავში რომ შეხვალთ იკითხეთ "ქვა მიტოს ტბები"(ხიდისთავის ტბები)-სულ ესაა )))

არანაირ პირობებზე ინფო არ მაქვს მაგ ვიდეოსაც შემთხვევით წავაწყდი იუთუბზე.ადრე არ ათევზავებდა ხალხს და შეიძლება ამ ბოლო დროს დაუშვა არ ვიცი ვერ გეტყვით...


უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)