თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ სათევზაო ადგილები _ სად მირჩევთ სათევზაოდ წასვლას

პოსტის ავტორი: GiorgiM Nov 10 2016, 21:40

მეგობრებო მოგესალმებით


ეხლა კვირას 13 ნოემბერს გვინდა მეგობრებს სათევზაოდ წასვლა და სად გვირჩევთ? რომელ წყალსაცავზე რა ხდება ხომ არ იცით ვინმემ?

იორის წყალსაცავზე ან მუხროვანთან რომ ტბაა იქ ვფიქრობთ და თუ ვინმემ რამე იცით ან ამ ადგილებზე ან სხვაგან სად ჯობია წასვლა იქნებ გვირჩიოთ.

ფასიან ტბებზე არ გვინდა წასვლა და მტკვარზეც არ გვინდა წასვლაnewsmile05.gif


წინასწარ მადლობა

პოსტის ავტორი: ჩელე Nov 11 2016, 09:43

GiorgiM

მოგესალმები. რა გირჩიო არც კი ვიცი. პირველი რაც მინდა გითხრა ის არის, რომ აცივდა. შესაბამისად თევზი აქტიური აღარ არის. მითუმეტეს სიონის წყალსაცავზე. თუ მაინცდამაინც შორსაც არ გინდათ წასვლა, ადით ლისზე და გაერთობით. ასევე შემიძლია გირჩიოთ მარნეულში, თამარისის ტბებზე. კერძო კია, მაგრამ გაერთობით.

პოსტის ავტორი: ახალციხელი Nov 11 2016, 09:59

ლისი შემოღობეს მთლიანად. ამას წინათ ავიარე და ეგრე დამხვდა. სათევზაოთ უშვებენ თუ არა არ ვიცი

პოსტის ავტორი: GiorgiM Nov 11 2016, 10:44

იორის წყალსაცავზე (საუბარია წყალჩამკეტი რომ არის გომბორიდან ლისზე მიმავალ გზაზევე) ან მუხროვანთან რომ ტბაა მანდ საერთოდ იჭირება თევზი?


პოსტის ავტორი: ჩელე Nov 11 2016, 11:22

GiorgiM

მოდი მაშინ გამარკვიე რა მეთოდით ფინდა თევზაობა.

ციტატა(GiorgiM @ 11th November 2016 - 11:44) *
იორის წყალსაცავზე (საუბარია წყალჩამკეტი რომ არის გომბორიდან


აქ სპინინგით შეიძლება მოსინჯვა. ასევე ტივტივით. ჩემი რჩევა იქნება ზედ დამბაზე არ დადგე, თორე გდი-მ შეიძლება დაგაჯარიმოს. 50 მეტრით გასცდით და ისე ითევზავეთ.

ციტატა(GiorgiM @ 11th November 2016 - 11:44) *
(საუბარია წყალჩამკეტი რომ არის გომბორიდან ლისზე მიმავალ გზაზევე)


ეს ცოტა ვერ გავიგე. სად გომბორი და სად ლისი?

ციტატა(GiorgiM @ 11th November 2016 - 11:44) *
მუხროვანთან რომ ტბაა მანდ საერთოდ იჭირება თევზი?


აქ ალბათ სასადილოს ტბას გულისხმობ. თუ მასეა, მაშინ ესეც კერძო ტბაა. თევზი ჰყავთ ამ ტბაში.... დაგჭირდება ფსკერული თავზაობის აღჭურვილობა.

პოსტის ავტორი: GiorgiM Nov 11 2016, 13:55

ციტატა(ჩელე @ Nov 11 2016, 12:22) *
GiorgiM

მოდი მაშინ გამარკვიე რა მეთოდით ფინდა თევზაობა.



აქ სპინინგით შეიძლება მოსინჯვა. ასევე ტივტივით. ჩემი რჩევა იქნება ზედ დამბაზე არ დადგე, თორე გდი-მ შეიძლება დაგაჯარიმოს. 50 მეტრით გასცდით და ისე ითევზავეთ.



ეს ცოტა ვერ გავიგე. სად გომბორი და სად ლისი?



აქ ალბათ სასადილოს ტბას გულისხმობ. თუ მასეა, მაშინ ესეც კერძო ტბაა. თევზი ჰყავთ ამ ტბაში.... დაგჭირდება ფსკერული თავზაობის აღჭურვილობა.




ვაპირებთ ფიდერით და დონკის მოსინჯვას
რაც შეეხება ჩამკეტებს ნამდვილად ვაპირებთ რომ ჩამკეტებს ავცდეთ და ცოტა ზევით ვითევზაოთ

ლისი კი უბრალოდ მირჩიეს მაგრამ თბილისიდან მინდა გავიდე და შესაბამისად ლისს არ განვიხილავ.

პოსტის ავტორი: kulaki Feb 10 2017, 14:49

მოგესალმებით.ბატონებო,პერიოდ
ულად მესმის აღმოსავლეთ საქართველოს წყალსატევებზე გაშვებული მტაცებელი თევზების შესახებ. გთხოვთ,იქნებ დადოთ ფორუმზე ინფორმაცია აღნიშნულის შესახებ ( რა თქმა უნდა დაშვებულის ფარგლებში).პატივისცემით.

პოსტის ავტორი: ნუკრიMax Feb 10 2017, 16:28

kulaki
კუს ტბაზე, ოკუნიც არი და შუკაც
პატარა ეგზემპლიარები, მაგრამ ერთობიან
დაიჭირე-გაუშვი

პოსტის ავტორი: kulaki Feb 13 2017, 15:51

დიდი მადლობა.რასაკვირველია გამოყენებული იქნება მხოლოდ დაიჭირე-გაუშვის მეთოდი. სხვა ინფორმაციაც ხომ არ არის?

პოსტის ავტორი: MMS Mar 29 2017, 21:19

ბიჭებო მოგესალმებით,ამ შაბათს დრო გამოვნახეთ და გვინდა სადმე წასვლა და მირჩიეთ რამე საით ჯობია,სად მოდის ახლა თევზი,თუ ვინმე იყავით სადმე,გთხოვთ მირჩიოთ...

პოსტის ავტორი: ოთო. Mar 29 2017, 22:04

ჯანდარის არხზე მოდის ზამთარში კარგად. თუ არ აკრძალეს მანდ თევზაობა გაერთობით კარგად.

პოსტის ავტორი: Gcckoka Jun 26 2017, 23:47

კახისის ტბაზე მივდივარ სალაშქროდ (ბორჯომის რაიონში) და ხომ არ იცით ვინმემ თევზი თუ მოდის ამ ტბაზე და ღირს თუ არა ანკესის წაღება ?

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Jun 27 2017, 00:33

Gcckoka
ულამაზესი ადგილია. ადრე სერიოზული საზნები იჭირებოდა. მერე ნაპრალი გაჩნდაო ზოგმა თქვა, ზოგმაც მოწამლესო. მოკლედ ბოლო ხანია აღავის უთქვამს წესიერ თევზის დაჭერაზე

პოსტის ავტორი: Gcckoka Jun 27 2017, 00:52

ჭალიმგელა

ანუ ღირს მაინც წაღება ? ცოტა რო გაერთოს კაცი დრო მოკლას

პოსტის ავტორი: kulaki Jan 25 2018, 14:33

ბატონებო,გთხოვთ ნუ დაიზარებთ და დაწერეთ,სად შეიძლება თევზაობა ახლა აღმოსავლეთ საქართველოში და რა სტილით,ჯანდარის გარდა,რომ ცოტა გულს გადააყოლოს კაცმა. პატივისცემით

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)