თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ გამოკითხვები _ Cabelas in Georgia

პოსტის ავტორი: Gcckoka Nov 7 2014, 22:33

გამარჯობა , თუ შეგიძლიათ რომ დააფიქსიროთ თქვენი აზრი :
რააზრის ხართ კაბელასის მაღაზია რომ გაიხსნას თბილისში?
რა სიხშირით ესტუმრებით თუ იქნება ასეთი?
ფასების ვარიაცია, ანუ რამდენი უნდა იყოს განსხვავება საიტის და მაღაზიის ფასებს შორის?
რათქმაუნდა საუბარია კაბელასის ოფიციალურ მაღაზიაზე

მადლობა წინასწარ!

პოსტის ავტორი: Davitus Nov 8 2014, 02:01

Gcckoka

ტრანსპორტირების 50% რომ დაამატო ფასებს, ყველა იყიდის, ძვირი რომ დაადო, მოვა ხალხი, ჩაიცმევს, ზომას მოირგებს და მერე გამოიწერს D.gif

პოსტის ავტორი: feroni Nov 8 2014, 09:25

პირადად მე ვიქნები ამ მაღაზიის მომხმარებელი, ოღონდ ისეთი ფასთასხვაობით, რომ ორი კვირა ლოდინინად არ მიღირდეს, აი როგორც დავითუსმა დაწერა, სხვა შემთხვევაში გამოვიწერ.
აი მაგალითად ჩამოტანა თუ მიჯდება 100 ლარი, რო არ ველოდო 130 გადავიხდი ადგილზე, მაგრამ ყველა შეიძლება არ წავიდეს ამაზე.

პოსტის ავტორი: assassin29 Nov 8 2014, 09:35

და ასორტიმენტი რაიქნება მხოლოდ ცაბელასის საფირმო ტანსაცმელი და აქსესუარები?

პოსტის ავტორი: Gcckoka Nov 8 2014, 09:50

assassin29
კი მხოლოდ კაბელასის

პოსტის ავტორი: kajuberi Nov 8 2014, 10:10

საქართველოში როგორც ხდება ალაბთ იცით.თავიდან რომ იხსნებაა ასე თუ ისე იაფიაა სანამ ხალხს მოიზიდავენ.რომ მოიზიდავენ მერე უწევენ ფასებს.რაც მაქვს სანადირო ეკიპირება ყველა არის კაბელასის ფირმის.გამოწერილი მაქვს ისეთ ფასებში რომ ხან მეცინებაა.ასე რომ მივესალემბი მაგ იდეას და აზრს მაგრამ ფასებია მთავარი თემა.ჩამოტანაც დიდი არაფერი ჯდებაა.ჩამოტანას დამატებული ცოტა მოგება და ეგაა.მაგრამ საიტზე რომ ვნახავ და სიტყვაზე ქუდი დევს 15$ -ში და აქ რომ ვნახავ იგივეს 50 ლარში.რა თქმა უნდა გამოვიწერ.ეგაა გასათავალისწინებელი. რომ იყოს 90იანი წლები კიდე ხოო მარა 21 საუკუნეა და რასაც გინდა და როგორც გინდა ისე გამოიწერ .

წარმატებებიი

პოსტის ავტორი: ახალციხელი Nov 8 2014, 10:53

საიტზე ღირებულება + ტრანსპორტირების ფასი +ნივთის ღირებულების 5 % (ანუ თუ ნივთი ღირს 100 ლარი დაემატოს 5 ლარი) ამ შემთხვევაში შეიძლება იმუშაოს. ისე კი დიდი ხელისშემშლელი გარემოება იქნება ის რომ უმეტესობას მიუწვდება ამერიკიდან გამოწერაზე ხელი თანაც ხანდახან ისეთი მშვენიერი ფასდაკლებებია ხოლმე საიტზე რომ რავი აბა, მეორეს მხრივ კი დიდი პლიუსი ის იქნება, რომ მომხმარებელი ადგილზე მოიზომავს ტანსაცმელს და თანაც 2 კვირა ლოდინი არ დაჭირდება.
მოკლედ წარმატებები, მე მაგრად გამიხარდება ეგრეთი მაღაზიის გამოჩენა თბილისში.

პოსტის ავტორი: assassin29 Nov 8 2014, 14:45

კიდე ერთი ფაქტორია რო განბაჟება მოუწევს საქონელს და მნიშვნელოვნათ გაზრდის ღირებულებას

პოსტის ავტორი: Gcckoka Nov 8 2014, 22:39

kajuberi
ეგეთი ფასები შეიძლება დაადოს ვინმე ჩვეულებრივი მაღაზიის გამყიდველმა მაგრამ როდესაც ოფიციალური დილერი ხარ ისინი გაძლევენ თავიანთი მაღაზიის ფასით ანუ კარგად ვიცი ძალიან რაზეც ლაპარაკობ მეც მიყვარს ხარისხიანი ამერიკული პროდუქცია და მეზიზღება ლოდინი და როდესაც 15$ ღირს და თბილისში წერენ 50იო მეც ძალიან ნერვები მეშლება))


ახალციხელი
მადლობა

პოსტის ავტორი: peggi Nov 11 2014, 00:46

დიდი ხანია ვფიქრობ მაგაზე, მაგრამ საბაჟო გადასახადი აძვირებს ძალიან საქონელს. ჩვენ როცა 300 ლარზე ნაკლებ ფასიანს ვუკვეთავთ საბაჟოს არ ვიხდით. ამიტომ ცოტა სარისკოა. კარგი გათვლა უნდა. თანაც გამოწერით კაბელასის გარდა სხვა უკეთესი ბრენდების საქონელიც შეიძლება გამოიწერო.

პოსტის ავტორი: jola Nov 11 2014, 08:41

წესით ოფიციალურ დილერს იგივე ფასები უნდა ქონდეს რაც საიტზეა, ამ შემთხვევაში ვფიქრობ კარგად იმუშავებს.

პოსტის ავტორი: assassin29 Nov 11 2014, 08:47

jola

ციტატა(jola @ 11th November 2014 - 09:41) *
წესით ოფიციალურ დილერს იგივე ფასები უნდა ქონდეს რაც საიტზეა, ამ შემთხვევაში ვფიქრობ კარგად იმუშავებს.

წესით კი chali.png ეჰ ეგრე რო იყოს რა ფასებში იქნებოდა ბერეტები აფსუს, ვინღა იყიდდა თურქულს

პოსტის ავტორი: შალვა Nov 11 2014, 08:50

jola
გეთანხმები!

პოსტის ავტორი: jola Nov 11 2014, 09:15

assassin29
ოფიციალურ წარმომადგენელს, სათაო ოფისი თვითონ უსაზღვრავს გასაყიდი ფასის მინიმუმ და მაქსიმუმ ზღვარს (ახალი კოლექციის შემთხვევაში) . სეილი უკვე დილერზეა დამოკიდებული, ამის გამო შეიძლება იყოს სხვაობა ფასებში. როგორც წესი ევროპელი და ამერიკელი დილერები უფრო დიდ სეილებს აკეთებენ, ქართველებს უჭირთ ფასის დაკლება, ძირითადად პატარა ბაზრის გამო. ზუსტად ამ მიზეზით ამბობენ უარს დიდი კომპანიები პატარა ბაზარზე .

პოსტის ავტორი: assassin29 Nov 11 2014, 10:11

jola
ჩამოტანა და განბაჟება ძვვირი ჯდება მესმის მაგრამ. მაინც რომ ამტკიცებენ ზოგზოგიერთები რომ დილერის ფასში ვყიდითო
ეგ უკვე თვალებში ნაცრის შეყრაა. ის დრო აღარაა, ყველას გვაქვს ინტერნეტი და ვხედავთ რა ფასებიაქვს იარაღს

პოსტის ავტორი: Gcckoka Nov 14 2014, 00:12

tema-wamoweulia.gif
ვისაც არ გეზარებათ დააფიქსირეთ რა აზრი ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრი

პოსტის ავტორი: ჯეკო Nov 14 2014, 06:48

მეც მივესალმები

პოსტის ავტორი: Rey - Nov 14 2014, 10:51

+ 100

პოსტის ავტორი: assassin29 Nov 14 2014, 11:50

არცერთი მონადირე კაცი არ იტყვის რომ არ უნდა გაიხსნას ცუდი იდეააო

პოსტის ავტორი: Gcckoka Nov 14 2014, 14:21

assassin29
ეგ ვიცი რომ ცუდიაო ვერვაინ იტყვის მაგრამ ყველას ჯიბე ხომ ვერ გაწვდება ეგაა მთავარი

პოსტის ავტორი: general Nov 14 2014, 14:32

Gcckoka

გადასარევი ამბავია ჩემი აზრით. როცა სხვა მაღაზიებს რეალური კონკურენტი ეყოლება ფასებიც დასტაბილურდება ცოტა.

პოსტის ავტორი: MORA Nov 14 2014, 16:02

+1

პოსტის ავტორი: assassin29 Nov 14 2014, 16:03

Gcckoka
ეხლა ყველას ჯიბე ვერასოდეს ვერ გაწვდება

პოსტის ავტორი: beqa10 Nov 17 2014, 15:53

ციტატა(Gcckoka @ Nov 7 2014, 23:33) *
გამარჯობა , თუ შეგიძლიათ რომ დააფიქსიროთ თქვენი აზრი :
რააზრის ხართ კაბელასის მაღაზია რომ გაიხსნას თბილისში?
რა სიხშირით ესტუმრებით თუ იქნება ასეთი?
ფასების ვარიაცია, ანუ რამდენი უნდა იყოს განსხვავება საიტის და მაღაზიის ფასებს შორის?
რათქმაუნდა საუბარია კაბელასის ოფიციალურ მაღაზიაზე

მადლობა წინასწარ!

კარგი აზრია მივესალმები. შეიძლება Cabela's კლუბის გაკეთებაც.სერიოზულად უნდა მაგ საქმეს მიხედვა, წარმატებაც იქნება ალბათ... რაღაც შემოთავაზება მაქ და PM ში დავკავშირდეთ ) xoshian.gif

პოსტის ავტორი: hunter88 Nov 17 2014, 20:09

xoshian.gif მივესალმები 2 ხელით და 10 თითითnewsmile05.gif

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)