თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ ა რ ქ ი ვ ი _ გაზაფხულის ტურნირი ფიდერით თევზჭერაში "კუმისი 2013"

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Mar 17 2013, 10:56

Fisher.ge მ მოგვიწვია ფიდერით თევზჭერის ტურნირზე.

წესები მკაცრი იქნება, და სანამ სიაში ჩაეწერებით კარგად გადახედეთ


***
ტურნირის ორგანიზატორი: "საქართველოს ფიდერით სპორტული თევზჭერის ეროვნული ფედერაცია"

მხარდაჭერა: საქართველოს მეთევზეთა კლუბი Fisher.ge

ტურნირის სახელწოდება: "2013 წლის პირველობა ფიდერით თევზჭერაში"

ტურნირის ჩატარების თარიღი: 13 აპრილი

ტურნირის ჩატარების ადგილმდებარეობა: კუმისის ტბა

ტურნირის სტატუსი: ღია სამოყვარულო შეჯიბრება ფიდერით თევზჭერაში

ტურნირის მიზანი: ფიდერით სპორტული თევზჭერის პოპულარიზაცია საქართველოში და ძლიერი სპორტსმენების გამოვლენა პროფესიონალური გუნდების ჩამოყალიბების მიზნით

შეჯიბრება სამოყვარულო ხასიათისაა, მაგრამ ჩატარდება სპორტულთან მაქსიმალურად მიახლოვებული წესებით. მონაწილეობა შეუძლია მიიღოს ნებისმიერმა ფიდერით დაინტერესებულმა პირმა.

ტურნირი ჩატარდება შემდეგი წესების დაცვით:

1. თევზაობა დაშვებულია მხოლოდ ფიდერის ანკესით, რომელიც აღჭურვილია კენკვის სიგნალიზატორით - ქვივერტიპით.
2. შეჯიბრზე თევზჭერის ზონა დაიყოფა სექტორებად მონაწილეთა რაოდენობის შესაბამისად.
3. თითო სექტორისთვის გამოყოფილი იქნება სანაპირო ზოლის 10 მეტრი.
4. შეჯიბრი წარმოადგენს პირად პირველობას და ამიტომ სექტორში დაიშვება მხოლოდ ერთი მეთევზე. უცხო პირების შესვლა სექტორში შეჯიბრის პერიოდში კატეგორიულად აკრძალულია (მსაჯების გარდა).
5. თევზაობა ნებადართულია მხოლოდ ერთი ანკესით. მეთევზეს აქვს უფლება ჰქონდეს ერთი სათადარიგო ანკესი აწყობილ მდგომარეობაში, რომელიც უნდა იყოს მოთავსებული სექტორის ფარგლებში.
6. დამატებითი აღჭურვილობის და საკვების შეტანა სექტორში ტურნირის მსვლელობის დროს კატეგორიულად აკრძალულია.
7. თევზჭერა ნებადართულია მხოლოდ ერთი ნემსკავით.
8. თევზჭერის დროს დასაშვებია მხოლოდ საერთაშორისო ნორმებით აღიარებული სპორტული ფიდერის მონტაჟი (ამ მონტაჟის სურათს იხილავთ ამ თემაში).
9. დასაკვებად დასაშვებია ნებისმიერი დამატებითი საკვები შეუზღუდავი რაოდენობით. დაკვება უნდა წარმოებდეს მხოლოდ საკვებურით, ხელით და შურდულით დაკვება აკრძალულია.
10. დასაშვებია ნებისმიერი სატყუარა, რომლის წამოცმაც შეიძლება ნემსკავზე. თმიანი მონტაჟი აკრძალულია.
11. დაჭერილი თევზის მოსათავსებლად ნებადართულია მხოლოდ რბილი მასალისგან დამზადებული შესანახი ბადეები. ლითონის ბადეები კატეგორიულად აკრძალულია.
12. აწონვის შემდეგ დაჭერილი თევზი უნდა დაუბრუნდეს მშობლიურ წყალსაცავს.
13. კატეგორიულად აკრძალულია ტურნირში მონაწილეობა არაფხიზელ მდგომარეობაში ან ალკოჰოლური სასმელების მოხმარება ტურნირის მსვლელობის დროს.


ზემოაღნიშნული წესების უხეში დარღვევის შემთხვევაში მსაჯთა კოლეგიას უფლება აქვს მოახდინოს მონაწილეს დისკვალიფიკაცია ტურნირიდან და ბათილად სცნოს მისი მონაწილეობის შედეგი

ეს განცხადება დაანონსდება ყველა სათევზაო ფორუმზე და ამ ფორუმების წევრები სიაში ჩაეწერებიან საკუთარ ფორუმებზე, მაგრამ მონაწილეთა მთლიანი სია გამოქვეყნდება საქართველოს მეთევზეთა კლუბის ფორუმზე.

ინფორმაციას ტურნირში მონაწილეობის საწევრო გადასახადზე და სხვა საორგანინიზაციო საკითხებზე შეგატყობინებთ რამდენიმე დღეში ამ გვერდზე.

მონაწილეობის მიღება ოჩოპინტრეს გუნდში შეუძლია ყველა ფორუმის წევრს, რომელიც ასაკით აღემატება 18 წელს, ეთანხმება წესებს და იცის ამ მეთოდით თევზაობა

მონაწილეთა სია დააკოპირეთ

1. ილარიონა
2. ჭალიმგელა
3.ნუკრი MAX

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Mar 18 2013, 23:28

აბა გამოდით ფიდერის მოყვარულებო რამდენი ხართ D.gif

პოსტის ავტორი: megreli Mar 18 2013, 23:52

წარმატებები partyFishing.gif

პოსტის ავტორი: Davitus Mar 19 2013, 03:04

megreli

შენ მემგონი ფლუდერების ცალკე ჯგუფს გაგიხსნით და იქ გადაგიყვანთ

პოსტის ავტორი: ნოსო Mar 19 2013, 08:35

ნუ მე ხშირად მითევზავია დაახლოებითი მოწყობილობით ,ამიტომ თვალსაჩინოებისათვის დადეთ რეალური სურათი ამ (პიდერის)ფ.ფ. ნახაზი გასაგებია თუმცა ფოტოზე ნანახი მაინც სულ სხვააა. ნიკუშ დადე ფოტო :*

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Mar 19 2013, 08:40




პოსტის ავტორი: ilariona Mar 19 2013, 08:41

ნოსო
კარგი რა ნოსოჯან newsmile05.gif 40 წუთიანი ვიდეო დავდე მარტო ფიდერზე თევზაობაზე newsmile05.gif მეტი რაღა დავდო? newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ---გიორგი--- Mar 19 2013, 09:20

ფიდერით ბევრჯერ მითევზავია, მაგრამ "კენკვის სიგნალიზატორი - ქვივერტიპი" რა არის არ ვიცი newsmile019.gif

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Mar 19 2013, 09:42

---გიორგი---
სპეციალური ფიდერის ანკესია, რომლის წვერსაც ქვია სიგნალიზატორი.

საღამოს ორგანიზატორი (Tengo Biniashvili) შემოვა და დაწერს დეტალებს

პოსტის ავტორი: fish Mar 19 2013, 11:24

ციტატა(---გიორგი--- @ Mar 19 2013, 10:20) *
ფიდერით ბევრჯერ მითევზავია, მაგრამ "კენკვის სიგნალიზატორი - ქვივერტიპი" რა არის არ ვიცი newsmile019.gif


გამარჯობა

აი ეს ლინკი ნახე : http://www.youtube.com/watch?v=Yz0GMOvTpDA&feature=share&list=PLIQqQvqxYZkbGZ_IJOU5vSGULg-ydHTSj

აქ თითქმის ყველაფერია, იმედი მაქვს გამოგადგება

პოსტის ავტორი: ---გიორგი--- Mar 19 2013, 14:18

ციტატა(fish @ Mar 19 2013, 12:24) *
გამარჯობა

აი ეს ლინკი ნახე : http://www.youtube.com/watch?v=Yz0GMOvTpDA&feature=share&list=PLIQqQvqxYZkbGZ_IJOU5vSGULg-ydHTSj

აქ თითქმის ყველაფერია, იმედი მაქვს გამოგადგება

გამარჯობა.
ვნახე. ჩემთვის ახალი რამოდენიმე საინტერესო დეტალიც გავიგე.
მადლობთ.

პოსტის ავტორი: ---გიორგი--- Mar 19 2013, 14:22

ციტატა(ჭალიმგელა @ Mar 19 2013, 10:42) *
---გიორგი---
სპეციალური ფიდერის ანკესია, რომლის წვერსაც ქვია სიგნალიზატორი.

საღამოს ორგანიზატორი (Tengo Biniashvili) შემოვა და დაწერს დეტალებს

მადლობთ გიორგი.
ფიდერის 2 ანკესი კი მაქვს, გამოსაცვლელი წვერების დანიშნულებაც ვიცი, მაგრამ სიგნალიზატორები რომ ერქვა, ეგ არ ვიცოდი.

პოსტის ავტორი: megreli Mar 19 2013, 15:07


პოსტის ავტორი: gocha-tita Mar 19 2013, 16:47

ჭალო ფიდერის ჯოხი რომ არ იყოს და სხვა ჯოხი ავაწყო ფიდერზე არ წავა?

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Mar 19 2013, 17:24

gocha-tita

ციტატა
1. თევზაობა დაშვებულია მხოლოდ ფიდერის ანკესით, რომელიც აღჭურვილია კენკვის სიგნალიზატორით - ქვივერტიპით.


სხვა არაოოო

დღეს ვშვლიპე ბევრი ფუკები ფიდერის ანკესში newsmile05.gif 320 გელათ ვნახე ისეი რო ტირილი დავიწყე. ბიძოს აქვს 60 ლარიდან ზემოთ

პოსტის ავტორი: გიგი Mar 19 2013, 17:41

კარპის ჯოხზე რო ავაწყო ფიდერი არ წავა???

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Mar 19 2013, 17:44

გიგი
წინა პოსტი წაიკითხე

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Mar 19 2013, 17:44

გიგი
არა!



პოსტის ავტორი: გიგი Mar 19 2013, 18:11

ესე იგი ჩემმა ტურნირში მონაწილეობამ როგორც იტყვიან მოზგანა... D.gif

პოსტის ავტორი: Little Fisher Mar 19 2013, 18:26

ციტატა(გიგი @ Mar 19 2013, 19:11) *
როგორც იტყვიან მოზგანა... D.gif


ასევე ასევე D.gif +1

პოსტის ავტორი: gocha-tita Mar 19 2013, 22:18

ჭალიმგელა
მაგარი წაგიგია ძმაო თუ ბიძოს 60 გ ზემოთ აქვს თევზს სულ შვიდიანზე კიდია რა ფასიანი ჯოხით დაიჭერენ მთავარია თევზაობა იცოდე და მუღამი აიღო იმ ტბის სადაც თევზაობ თორემ ნასტილნი ბიჭები მინახია 300ევრიანი ჯოხებით ჩემს გვერძე და ჩემს 25 ლარიან ჯოხებს პირში უტაკებიათ ვინც მიცნობს დამეთანხმება ასერომ მთავარია პრაქტიკა და არა ჯოხები და ასე შემდეგ ძვირიანზე მაქვს ბაზარი.

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Mar 19 2013, 22:24

gocha-tita
რა წამიგია ვერ მივხვდი

პოსტის ავტორი: gocha-tita Mar 19 2013, 22:26

ხო მართლა თუ ვინმეს გაქვთ ზედმეტი ფიდერის ჯოხი იქნებ მათხოვოთ მე სულ კარპის ჯოხებიმაქვს მაინც ერთი ჯოხით არის დაშვებული თევზაობა და იქნებ მეორე გაიმეტოთ რო ჩვენმა კლუბმა მოიგოს ?

არ მე მეგონა იყიდე 320 ლარში ჯოხი და მერე ნახე ბიძოსთან იაფად

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Mar 19 2013, 22:28

60 ლარად ვიყიდე დღეს, მაგრამ ეგეც არ მქონდა ამ წუთში თქო, მაგაზე იაფიანი ფიდერი აღარ არსებობს

პოსტის ავტორი: gocha-tita Mar 19 2013, 22:30

 ხო ძმაო მeკიდე მეგონა ამხელა ფული მიეცი მა ჯოხში 

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Mar 19 2013, 22:30

320 იანი ვნახე მაგელანში და მართლა სხვა დონე იყო

პოსტის ავტორი: gocha-tita Mar 19 2013, 22:34

ხო მაგრამ ჩვენი თევზები იაფიან ჯოხებს არიან დაჩვეული newsmile027.gif newsmile027.gif newsmile027.gif

ისე ლილოში კიდე იაფად იყიდის კაცი

პოსტის ავტორი: ამური Mar 19 2013, 22:37

მანამდე თუ ვიშოვე აუცილებლად მივიღებ მონაწილეობას.

პოსტის ავტორი: Geoჟორჟიკა Mar 19 2013, 22:44

ციტატა(ჭალიმგელა @ Mar 19 2013, 23:30) *
320 იანი ვნახე მაგელანში და მართლა სხვა დონე იყო


კარგი შიმანო აქვთ მანდ ერთი newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Mar 19 2013, 22:47

Geoჟორჟიკა
შენ რას შვები? მოდიხარ თუ არა? ნუკრა კითხულობდა ზაპასი ხომ არ აქვს რომ მათხოვოსო

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Mar 20 2013, 00:12

gocha-tita
სათანადო აღჭურვილობა სულ სხვა თემაა და საქართველოში ძნელად ესმით ხალხს!
მორჩით აქ ამ თემაზე საუბარს!

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Mar 20 2013, 17:42

1. ილარიონა
2. ჭალიმგელა
3.ნუკრი MAX
4.
5.

აბა სულ ესა ხართ!?მეტი ფიდერისტი არ მოიპოვება ამ ფორუმზე??

პოსტის ავტორი: ნუკრიMax Mar 20 2013, 17:56

მე როგორ, თუ ვინმემ არ მათხოვა ანკესი, თოფით ხომ არ ვითევზავებ?

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Mar 20 2013, 18:22

ნუკრიMax
ბიჭო კარპის ჯოხები მაქვს და მოდი დავაწეროთ ზედ ფიდერიათქო და იქნებ შეგვიშვან ა D.gif

პოსტის ავტორი: გიგი Mar 20 2013, 18:27

ციტატა( T A M P L I E R @ Mar 20 2013, 19:22) *
ნუკრიMax
ბიჭო კარპის ჯოხები მაქვს და მოდი დავაწეროთ ზედ ფიდერიათქო და იქნებ შეგვიშვან ა D.gif

ეგ იდეა იყო უკვე... D.gif

პოსტის ავტორი: ნუკრიMax Mar 20 2013, 18:30

T A M P L I E R
ხო, თან გადაგეფარები და ვერ დაგინახავენ.... D.gif

პოსტის ავტორი: ნოსო Mar 20 2013, 23:44

1. ილარიონა
2.ჭალიმგელა
3.ნუკრი
4.ნოსო(აქ უეჭველი მოვდივარ)


ოღონდ ერთი დეტალი.ფიდერის ჯოხს ავიღებ ნისიად მაგის დედაც მაგრამ კოჭაც რამე სპეც ხომ არუნდა ამას?კარგი კოჭა მაქ 40$მაქ მიცემული newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ნოსო Mar 21 2013, 00:04

და იქნება და კორმის იგრედიენტები დადოთ აქ newsmile05.gif

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Mar 21 2013, 00:07

xPMWh.gif xPMWh.gif xPMWh.gif

პოსტის ავტორი: ნოსო Mar 21 2013, 00:23

T A M P L I E R
კაცო რატომ აჩმახებ(დეკემბერში სომხები იყვნენ ფოთში და ყველა 40 ქონდა სიცხე.ზღვა არენახათ)არასოდეს მითევზავია ამ სტანდარტებით თორემ ჩემებური ფიდერით რამდენიც გინდაnewsmile05.gifმაგრამ აქაური ამბავი მაინც სულ სხვააა ვა.


პ.ს. ჩამოხვალთ შუკაზეnewsmile029.gif

პოსტის ავტორი: darcho Mar 21 2013, 00:33

მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია 50 და უკვე 48 კაცია რეგისტრირებული, როგორც ვნახე ოჩოდან 3 კაცია მხოლოდ სიაში ილარიონა ჭალიმგელა ნუკრი
ნოსო თუ არ იჩქარებ შეივსება მალე სია.
კუჭაზე არ არის შეზღუდვა.

პოსტის ავტორი: ნოსო Mar 21 2013, 00:47

darcho
უეჭვლი ჩამოვალ.


1. ილარიონა
2.ჭალიმგელა
3.ნუკრი
4.ნოსო

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Mar 21 2013, 09:04

მიგაწერე ნოსო იქ

პოსტის ავტორი: ამური Mar 21 2013, 09:17

ნოსო

ნებისმიერი "СИЛОВАЯ БЕЗИНЕРЦИОННАЯ КАТУШКА"




პოსტის ავტორი: paata71 Mar 21 2013, 11:49

თუ დარჩა ადგილი ჩავეწერები.

პოსტის ავტორი: paata71 Mar 22 2013, 05:22

ჭალიმგელა
გიო დარჩა ადგილი თუ შეივსო უკვე?

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Mar 22 2013, 07:38

paata71
სად ხარ ადამიანო აქამდე? დამატებით სიაში ვეტყვი, მაგრამ ეგ სათუოა

პოსტის ავტორი: paata71 Mar 22 2013, 08:04

თუ არ გამოვა არა უშავს,გულშემატკრივად მაინც წამოვალ

პოსტის ავტორი: ნოსო Mar 24 2013, 22:12

1. ილარიონა
2.ჭალიმგელა
3.ნუკრი


და ბიჭებო გუნდური ტურნირის ინტერესი არა გაქვთ? ფიშერზე გუნდებს ქმნიან და ოჩოდანაც თუ შეიქმნებოდა გუნდი კარგი იქნებოდა.

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Mar 24 2013, 22:14

ნებისმიერი სამეულის დასახელება შეგვიძლია. თუ ჯამში ხუთეულში მოვხვდებით შემდეგი ტურნირი დებედაზეა

პოსტის ავტორი: gocha-tita Mar 25 2013, 19:12

 ისე კლუბის სახელით რომ არ გამოვიდეს კაცი და ცალკე გუნდი შექმნას და სახელი შეურჩიოს არ გამოვა თუ რა? აბა კლუბის სახელით უკვე არის ხალხი და სხვამ ბუმბული არჩიოს? მემგონი მონაწილეობა თავისუფალია და ვისაც უნდა ის მიიღებს მონაწილეობას რათქმაუნდა გუნდი უნდა შეიკრას და სახელიც შეურჩიოს მე ასე ამიხსნეს გარეშე პირებმა. ვკითხულობ შეიძლება თუ არა. არ მოაყოლოთ აქ თავგამოდებული კომენტარები უბრალოდ კი თუ არა. 

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Mar 25 2013, 20:16

gocha-tita
ეს არის კლუბთაშორისი ტურნირი. ჩვენგან ყველა გავდივართ ოჩოპინტრეს სახელით. სიაშიც წერია ვინ რომელი კლუბის სახელით გამოდის. რაც შეეხება დებდას შემდეგ ტურნირს, იქ იქნება ჯგუფური. ოჩოდან პირველმა დარეგისტრირებულმა სამმა კაცმა ჩვენს სამ კაციან ჯგუფს დავარქვით ოჩოპინტრე უბრალოდ და არა კლუბი ოჩოპინტრე. შეიძლებოდა ოჩოპინტრეს სახელით გავსულიყავით მაგრამ სამ კაციან ჯგუფს რქმეოდა "სულიკო"

20 კაცი რომ გავსულიყავით ოჩოდან ყველა ოჩოს ხომ ვერ დავირქმევდით, ამიტომ პირველმა სამეულმა დავარქვით ოჩო და შემდეგი ოჩოს სახელით გასული ყველა წევრი დაარქმევს რაც გაუხარდება. მაგალითად ნოსო მარტო დარჩა და შეიძლება ვინმე ორ კაცს სეუამხანაგდეს და იმ სამეულში მოხვდნენ ერთი კაცი ოჩოდან, ერთი ფიშერგედან და ერთი ფიშინგ კლუბიდან. ანუ სამ კაციანი ჯგუფების სახელი ტავისუფალია, მაგრამ ყველა გადის კლუბი ოჩოპინტრეს სახელით

პოსტის ავტორი: ნოსო Mar 25 2013, 20:35

T A M P L I E R
ნიკა შენ მირჩიე კაცურად, მართლა შევუამხანაგდე ვინმეს თუ ჩვენების სათადარიგოში ჩავეწერო?უბრალოდ რა პრობლემაა იცი მე 12 რიცხვამდე ვერ ჩამოვალ თბილისში და მთლად უცხო ხალხს იმდგესვე ხომ არ გავიცნობ არა?როგორ ჯობია მირჩიე ერთი.

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Mar 25 2013, 20:39

ნოსო
იქ სია უკვე დაიხურა. მე თეორიული ვარიანტები გავიხილე, თორემ მიღება უკვე დამთავრდა. ჯობია ისევ სათადარიგოს ვარიანტში იყო, ვინმეს რომ არ ეცალოს მაგ დღეს ბოლო ბოლო შემცვლელი იქნები, თუ არა და დამხმარე შეუძლიათ ერთი რომ ყავდეთ

პოსტის ავტორი: ნოსო Mar 25 2013, 20:49

T A M P L I E R
ვერ გაგიგე,მე 50 კაცში მოვხდი კაცო,უბრალოდ გუნდურში ჩვენგან 3 კაცი რომ შეიკრა მე აღარ დამიწერია იქ სხვებთან შეკვრაზე,ხონდა როგორ ჯობია თქო?

პოსტის ავტორი: gocha-tita Mar 25 2013, 21:25

T A M P L I E R ეგრე რა ძლივს არ გავნათლდი ჯიგარიხარ ოჩოპინდრე ბიძია partyFishing.gif

პოსტის ავტორი: paata71 Mar 28 2013, 08:36

გაუქმდა დამატებითი სია,ყველა ვინც გაიარა რევისტრაცია მოხვდა ძირითად სიაში.ასე რომ მეც ვმონაწილეობ.ნოსოსთან მაქვს შეკითხვა ერთად ხომ არ შევქმნათ გუნდი?თუ კი მაშინ მესამე კაცზე ვიფიქროთ

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Mar 28 2013, 08:52

paata71
კი კი უნდოდა, იქნებ თითამაც მიიღოს მონაწილეობა და კაკ რას იქნებით

პოსტის ავტორი: paata71 Mar 28 2013, 09:20

თითა არაა სიაში და ალბათ ვერ მიიღეებს მონაწილეობას

პოსტის ავტორი: serair Mar 28 2013, 21:27

+1

პოსტის ავტორი: gocha-tita Mar 29 2013, 09:22

მერე სიასი ჩაწერა როდის მოხდა ვერ გავიგე ამდენიხანია გავკივი მონაწილეობა სეიძლება თუ არა მეთქი და ვერ ჩამწერეთ სათადარიგოებში მაინც ან დამხმარეებში რაღაცაში მაინც გამოგადგებოდით ალბათ და ტრაბახში არ ჩამითვალოთ მაგრამ გამოცდილებით და სტაჟით 99% ნტით ბევრზე ცოტათ თუ ბევრათ რაღაც მესმის. ochom-dagchipos.gif partyFishing.gif

პოსტის ავტორი: i.gor Mar 29 2013, 15:37

გამარჯობათ მეგობრებო. ისე მეც სიამოვნებით მივიღებდი მონაწილეობას ამ ღონისძიებაში. ამიტომ თუ რამე დამატებითი გუნდი შეიქმნა ან რამე სხვა ფორმა გამოიძებნა მეც ჩამრთეთ ,თუ სურვილი გექნებათ.

პოსტის ავტორი: ნოსო Mar 30 2013, 21:59

არა და მე მარტო ვარ და კარგი იქნებოდა ოჩოპინტრეს კლუბიდან ერთი გუნდი კიდევ რომ ყოფილიყო.

ისე ჭალოს ვთხოვოთ რომ იქნება და გაგვიხერხოს და ეს ორი კაცი ჩაამატებინო სიაში,შესაბამისად ჩვენ სამნი გუნდ შევქნიდით.i.gor
gocha-tita
ჰა რას იტყვით?

პოსტის ავტორი: paata71 Mar 30 2013, 22:09

ნოსო არ ხარ მარტო,მეც ვმონაწილეობ.თუ ეგ საქმე არ გამოვა დროზე დავიმატოთ ერთი კაცი.ისე ფიშერჯიზე წავიკითხე ვიღაც ვეღარ მოდის შეჯიბრზე.გავარკვიოთ

პოსტის ავტორი: ნოსო Mar 30 2013, 22:25

paata71
ხოდა შემდგომმა 3 კაცმა შევკრათ გუნდი. და ჭალოს დიპლომატია გვინდა ახლა რომ ეს ხალხიც ჩაერთოს ამ ღონისძიებაში.

პოსტის ავტორი: gocha-tita Mar 30 2013, 22:40

ნოსო მე მზათავარ მე შენ და პაატა71 .

პოსტის ავტორი: paata71 Mar 30 2013, 22:46

დროზეა გასარკვევი ეს საქმე

პოსტის ავტორი: diablo Mar 30 2013, 23:01

გოჩა ფიდერის ჯოხი იშოვე?

პოსტის ავტორი: gocha-tita Mar 30 2013, 23:04

არა მაგრამ ვიშოვი მანამდეdiablo

პოსტის ავტორი: diablo Mar 31 2013, 15:44

თუ ვერ იშოვე დამირეკე!

პოსტის ავტორი: gocha-tita Mar 31 2013, 19:39

diablo
ნომერი მომწერე ტელე გამოვცვალე და ნომრები შიგნით იყო და ფააფუ. პეემში მომწერე

ბოდიშით ოფისთვის

პოსტის ავტორი: ნოსო Mar 31 2013, 20:50

gocha-tita
კიბატონო, ოღონდ ჭალომ მიწეროს და იქნებ და დაგამატონ სიებში.

პოსტის ავტორი: gocha-tita Mar 31 2013, 21:09

ნოსო
დავენაცვლე უკვე იქავარ ჭალომ სთხოვა და დამატებულივათ 2 კაცი 65 კაცი უნდა ყოფილიყო შტატით და ბეწვზე მივასწარით 64 ნომერი მერგო . ჭალოს დიდი მადლობა ყურადღებისთვის და ალბათ კლუბს ვასახელებთ თორემ მომიწევდა სხვა კლუბის სახელით გამოსვლა  

პოსტის ავტორი: Tengo Biniashvili Mar 31 2013, 21:11

გამარჯობათ მეგობრებო, კეთილი იყოს ჩემი ფეხი თქვენს ფორუმზე. მე თენგო ბინიაშვილი ვარ (დენტისტი), კუმისის ტურნირის საორგანიზაციო ჯგუფის ხელმძღვანელი. ვატყობ რომ გულმოდგინედ ემზადებით ტურნირისთვის, რაც ძალიან სასიხარულოა და ყველანაირ წარმატებას გისურვებთ. მე უკვე დაგამატეთ მონაწილეთა სიაში, ასე რომ შეგიძლიათ კიდევ ერთი გუნდი ჩამოაყალიბოთ. ვიცი რომ ზოგიერთი თქვენთაგანი, მიუხედავად დიდი სათევზაო სტაჟისა, ეხლა იწყებს ფიდერით თევზაობას. გირჩევთ რომ კარგად გაეცნოთ ტურნირის წესებს (ჩამოთვლილია თემის პირველ გვერდზე ფიშერ-ჯიზე) და თუ რამე შეკითხვა გექნებათ, დაპოსტეთ აქვე, თქვენს ფორუმზე და მე სიამოვნებით გიპასუხებთ.

და კიდევ ერთი, ჭალიმგელას ვთხოვ ერთი დამკვირვებელი გამოყოს თქვენი კლუბიდან, რომელიც მონაწილეობას მიიღებს ტურნირის მონიტორინგში ჩვენთან ერთად.

გისურვებთ წარმატებებს!

პოსტის ავტორი: gocha-tita Mar 31 2013, 22:21

ნოსო
აგერ ბატონმა თენგომ ერთი გუნდი კიდევ შეიძლებაო და აბა შევკრათ გუნდი მე შენ და ი.გორა აბა რას იტყვით.

პოსტის ავტორი: ნოსო Mar 31 2013, 23:11

gocha-tita
კაი დავწერ ახლავე საიტზე სახელი რა დავარქვათ? "ოჩოელები"?

მემგონი კარგი სახელია.

პოსტის ავტორი: gocha-tita Mar 31 2013, 23:47

რავიცი უფრო სხვა ჯობია მაგ სახელით უკვე გამოდიან ჭალო და მისი გუნდი

პოსტის ავტორი: ilariona Apr 1 2013, 02:42

gocha-tita
თემური და მისი რაზმი, კარგი სახელია.

სამწუხაროდ ჭალო და მისი რაზმი უკვე დაკავებულია.

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Apr 1 2013, 10:22

მჭიპავები დაარქვით newsmile05.gif

პოსტის ავტორი: i.gor Apr 1 2013, 13:58

gocha-tita , ნოსო
თუ მე გჭირდებით გუნდში მე მზად ვარ.

პოსტის ავტორი: o.cho Apr 1 2013, 16:28

წარმატებებს გისურვებთ ბიჭებო newsmile05.gif

პოსტის ავტორი: gocha-tita Apr 1 2013, 16:46

ჭალიმგელა
მჭიპავებს დაჭიპულები აჯობებს რას იტყვი ინგლისურათ როგორ იჟღერებს არ ვიცი საერთაშორიცოზე რომ გავიდეთ არ შევრცხვეთ. ochom-dagchipos.gif D.gif i.gor

პოსტის ავტორი: ნოსო Apr 1 2013, 20:14

gocha-tita
i.gor
გუნდ დავარქვათ ოჩოს საძმო მაშინ.ჩვენი გუნდის სახელი უნდა მიუთითებდეს რომ ოჩოს სასტავია რა. ამისდა მაგვარი რაც გინდათ.

პოსტის ავტორი: Davitus Apr 1 2013, 20:16

ხოდა დაარქვით: გუნდი "ოჩოპინტრემ დაგჭიპოს" იქნებ გაჭრას და მოიგოთ newsmile05.gif


პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Apr 1 2013, 22:42

ნოსო
მართალი ხარ, რღაც ისეთი სახელი რაც ოჩოსთან ასოცირდება


პოსტის ავტორი: Fishman Apr 1 2013, 22:56

მჭიპავებზე რას იტყვით? D.gif

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Apr 2 2013, 00:18

რომელიმეს გითევზავიათ ერთხელ მაინც ფიდერით!?
კარმუშკიან ფსკერულზე არ ვამბობ!ფიდერზე ვამბობ.

პოსტის ავტორი: ilariona Apr 2 2013, 00:19

T A M P L I E R
მე კი.

დაკმაყოფილდი?

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Apr 2 2013, 00:23

ilariona
შენ ვიცი და ნუ ხარ იაღოველი!
მართლა მაინტერესებს

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Apr 2 2013, 03:33

T A M P L I E R
იგორის

პოსტის ავტორი: ნოსო Apr 2 2013, 07:49

T A M P L I E R
მეთოდ ფიდერით მითევზავია მარგამ აფრაფერი დამიჭერიაnewsmile05.gif თუმცა მე ისეთ ტბაში ვთევზაობდი რომ იქ პროფებსაც კი გაუჭირდება.

პოსტის ავტორი: kantorski Apr 2 2013, 14:51

მართალი ხარ ჭალიმგელა, მთავარია თევზაობის მუღამი

პოსტის ავტორი: ---გიორგი--- Apr 2 2013, 16:02

მე მითევზავია არაერთხელ და დამიჭერია ძირითადათ ხრამული და ასევე კარჩხანაც.

პოსტის ავტორი: ilariona Apr 2 2013, 16:18

ციტატა(---გიორგი--- @ 2nd April 2013 - 17:02) *
ხრამული და ასევე კარჩხანაც.

ალბათ წალკაში. ფიდერზე ხშირად მოდის ეს ორი სახეობა წალკის წყალსაცავზე.

პოსტის ავტორი: თაზო Apr 2 2013, 17:11


და ''ოჩოკოჩი'' არა? ფაქტიურად ოჩოპინტრეა, ოღონდ მეგრულად!

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Apr 2 2013, 17:52

თაზო
მეც მომწონს newsmile05.gif

პოსტის ავტორი: Davitus Apr 2 2013, 19:00

ციტატა(თაზო @ 2nd April 2013 - 18:11) *
და ''ოჩოკოჩი'' არა?


newsmile027.gif small3d018.gif

პოსტის ავტორი: ---გიორგი--- Apr 2 2013, 20:38

ციტატა(ilariona @ Apr 2 2013, 17:18) *
ალბათ წალკაში. ფიდერზე ხშირად მოდის ეს ორი სახეობა წალკის წყალსაცავზე.

წალკის წყალსაცავზე, ქციაზე, მტკვარზეც.

პოსტის ავტორი: gocha-tita Apr 3 2013, 09:20

T A M P L I E R
მოვახერხებთ ნუ ნერვიულობ ანკესით ხელში არავინ დაბადებულა მაშ. D.gif

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Apr 3 2013, 09:31

gocha-tita
წარმატებებს გისურვებ!მოვალ სურათებს გადაგიღებ

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Apr 3 2013, 12:30

აბა მონაწილეებმა გაითვალისწინონ!

შეჯიბრში მონაწილეობის მსურველმა სპორტსმენებმა უნდა შემოიტანონ სარეგისტრაციო მოსაკრებელი ______25_______ ლარი TBC ბანკში შემდეგ ანგარიშზე:

საქართველოს ფიდერით სპორტული თევზჭერის ეროვნული ფედერაცია

საბანკო კოდი: TBCBGE22
ანგარიში: GE32TB7601436080100003



თანხის შეტანის ბოლო ვადა 9 აპრილი

პოსტის ავტორი: ilariona Apr 3 2013, 12:39



აჰა ჩემი გადარიცხვა უკვე გატარდა.

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Apr 3 2013, 12:51

გოჩა, ნოსო, იგორ, აარჩიეთ გუნდის სახელი ან ვაგზავნი ოჩოკოჩს newsmile05.gif

პაატა 71

პაატა შენ ფიშერ.გე გიწერია კლუბის სახელად newsmile045.gif

პოსტის ავტორი: ნუკრიMax Apr 3 2013, 12:51

ციტატა(ilariona @ 3rd April 2013 - 13:39) *
აჰა ჩემი გადარიცხვა უკვე გატარდა.

ბარემ ჩემიც მიაყოლე...... newsmile011.gif

პოსტის ავტორი: ilariona Apr 3 2013, 12:52

ციტატა(Nukry @ 3rd April 2013 - 13:51) *
ბარემ ჩემიც მიაყოლე......

newsmile087.gif

პოსტის ავტორი: ნუკრიMax Apr 3 2013, 12:53

newsmile056 (1).gif

პოსტის ავტორი: ilariona Apr 3 2013, 12:54

ციტატა(Nukry @ 3rd April 2013 - 13:53) *
ბოლოს გავსწორდებით....

newsmile087.gif newsmile087.gif

პოსტის ავტორი: CHUDA Apr 3 2013, 16:06



1. ილარიონა
2. ჭალიმგელა
3.ნუკრი MAX
4.chuda ლევან ბაქრაძე

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Apr 3 2013, 17:07

CHUDA
მოგწერე კიდევაც, გავარკვევ თუ შეიძლება დამატება

პოსტის ავტორი: ნოსო Apr 3 2013, 20:54

ჭალიმგელა

გუნდი ოჩოკოჩები newsmile05.gifკარგია newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ნოსო Apr 3 2013, 21:00

ამ სახელს ვარმევთ.გელოდებით აბა თქვენი აზრი მითხარით,გოჩა იგორnewsmile05.gifმაგრამ ეს კარგი სახელია ნამდვილად

პოსტის ავტორი: gocha-tita Apr 3 2013, 21:27

კარგია ნოსო დავარქვათ

; ოჩოკოჩები; გოჩა-თითა, ნოსო, იგორა. აბა წავიდა თევზების მანდრაჟი. D.gif D.gif D.gif D.gif

პოსტის ავტორი: CHUDA Apr 5 2013, 13:47

არ მომტოვოთ ტურნირზე newsmile05.gif)) ერთი კვირაა ფიდერსსიზმარსჰი ვნახულობ newsmile05.gif)

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Apr 5 2013, 14:41

CHUDA
სახელი და გვარი მომწერე PM ში

პოსტის ავტორი: gocha-tita Apr 5 2013, 19:09

ჭალიმგელა თანხა სად უნდა გადავიხადოთ და რამდენი ?


ძმაკაცები მაფინანსებენ და კოდი რომ უთხრა ბანკის

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Apr 5 2013, 19:50

gocha-tita
აბა მონაწილეებმა გაითვალისწინონ!

შეჯიბრში მონაწილეობის მსურველმა სპორტსმენებმა უნდა შემოიტანონ სარეგისტრაციო მოსაკრებელი ______25_______ ლარი TBC ბანკში შემდეგ ანგარიშზე:

საქართველოს ფიდერით სპორტული თევზჭერის ეროვნული ფედერაცია

საბანკო კოდი: TBCBGE22
ანგარიში: GE32TB7601436080100003


თანხის შეტანის ბოლო ვადა 9 აპრილი

პოსტის ავტორი: Tengo Biniashvili Apr 5 2013, 22:06

გამარჯობათ მეგობრებო! იმის გამო, რომ 9 აპრილი გამოცხადებულია დასვენების დღედ და სავარაუდოდ ბანკები არ იმუშავებენ, ტურნირში მონაწილეობისთვის გადასახადი თანხის ჩარიცხვის ბოლო დღედ ვაცხადებთ 10 აპრილს.

პოსტის ავტორი: paata71 Apr 7 2013, 19:38

ერთი შეკითხვა მაქვს,fisher.ge-ზე ვნახე ოჩოკოჩების გუნდში ვწერივრ მე კი არ ვარ ინფორმირებული.იქნებ ვინმემ ამიხსნას რა ხდება.

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Apr 7 2013, 22:16

paata71
თითა, იგორი და ნოსოა მად. შენ იყავი უკვე გუნდში ჩასმული როგორც ვნახე

პოსტის ავტორი: paata71 Apr 7 2013, 22:29

მეც მაგას ვიძახი შეცდომაა ესე იგი.იქნებ ჩასწორდეს მერე პრობლემა რომ არ იყოს.

პოსტის ავტორი: ნოსო Apr 8 2013, 08:17

paata71
მე ნამდვილად დავწერე გოჩა, იგორა და მე მაგ გუნდში.

პოსტის ავტორი: paata71 Apr 8 2013, 08:30

ნოსო იქნებ ფიშერჯიზე შეხვიდე პირველ გვერდზე და ჩაასწორებინო,მე ვწერივარ თქვენს გუნდში და ამ დროს სხვა გუნდის სახელით გამოვდივარ რეალურად.

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Apr 8 2013, 11:06

CHUDA
სამწუხაროდ არ დამიდასტურეს თქვენი მონაწილეობა. სიები დაიხურა

იმედია ჩვენს მიერ ორგანიზებულ გასვლაში მიიღებ მონაწილეობას

paata71
ორივე გუნდში წერიხარ newsmile05.gif

ბოლოში ნოსოს მაგივრად. რაც შეეხება პირველ გუნდს სადაც ხარ იქ ჩვეულებრივ შერეული ჯგუფი გამოდის, ოჩო და ფიშერი ერთად. რა პრობლემაა?

პოსტის ავტორი: i.gor Apr 8 2013, 15:19

დღეს ჩავრიცხე ჩემი შეჯიბრის საწევრო. ქვითრის წარდგენა თუ არის საჭირო , მითხარით.

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Apr 8 2013, 15:44

მეც. ჩემი და ნუკრასი

http://postimage.org/


ილოს ჩარიცხული აქვს. გოჩამ და ნოსომ რა ქნეს?

ქვიტარი შეინახე მაინც

პოსტის ავტორი: CHUDA Apr 8 2013, 17:24

მაგრა მეწყინა :((( მაგ ტურნირისათვის ერთი 200 ლარი დავხარჯე უკვე. რეგისტრაციის დრო არავის მიუთითებია თან მარტო გადახდის დრო იყო. მარა რაღა გაეწყობა

პოსტის ავტორი: Tengo Biniashvili Apr 8 2013, 19:48

CHUDA, მომწერეთ თქვენი სახელი და გვარი და შეგიყვანთ მონაწილეთა სიაში, რადგან ერთი ადამიანი გამოაკლდა ფიშერ.ჯი-დან. თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ 10 აპრილს. თუ თქვენ არ ხართ დარეგისტრირებული ფიშერ.ჯი-ზე, სთხოვეთ ეს გააკეთოს გიორგიმ (ჭალიმგელამ). ასე რომ გულს ნუ გაიტეხთ, ტურნირზე მოდიხართ newsmile05.gif

პოსტის ავტორი: CHUDA Apr 8 2013, 20:44

ციტატა(Tengo Biniashvili @ Apr 8 2013, 20:48) *
CHUDA, მომწერეთ თქვენი სახელი და გვარი და შეგიყვანთ მონაწილეთა სიაში, რადგან ერთი ადამიანი გამოაკლდა ფიშერ.ჯი-დან. თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ 10 აპრილს. თუ თქვენ არ ხართ დარეგისტრირებული ფიშერ.ჯი-ზე, სთხოვეთ ეს გააკეთოს გიორგიმ (ჭალიმგელამ). ასე რომ გულს ნუ გაიტეხთ, ტურნირზე მოდიხართ newsmile05.gif



ლევან ბაქრაძე

პოსტის ავტორი: CHUDA Apr 8 2013, 20:51

გაიხარე newsmile05.gif)) გავერთოთ ერთად !!!

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Apr 8 2013, 23:06

CHUDA
გვეშველა newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Apr 8 2013, 23:13

გადავეცი შენი მონაცემი

პოსტის ავტორი: i.gor Apr 9 2013, 16:29

მეგობრებო, ჩვენი კუმისზე მგზავრობის ამბავი ხომ არ გადაგვეწყვიტა? ვინ რითი ვაპირებთ წასვლას?

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Apr 9 2013, 16:34

i.gor
მეც ვიფიქრე ეგ. იდეაში მარშუტკაც გათვალისწინებულია, მაგრამ ალბათ მანქანებით ჯობია წასვლა

CHUDA
შემოგვეხმიანე შენც, რას აპირებ?

პოსტის ავტორი: i.gor Apr 9 2013, 16:43

ჩემი აზრით მანქანებით უნდა წავიდეთ ოღონდ ჩამოვყალიბდეთ სასტავებში და შეხვედრის ადგილში.

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Apr 9 2013, 16:48

i.gor
ესაა ოფიციალური განრიგი
შეჯიბრის განრიგი

მონაწილეთა შეკრება: 5:30 თბილისი, რესპუბლიკის მოედანი.
გამგზავრება: 6:00
მონაწილეთა რეგისტრაცია და კენჭისყრა: 7:00 – 7:30
სექტორებში შესვლა: 7:30 – 8:00
მოსამზადებელი პერიოდი: 8:00 – 9:00
ტურნირის სტარტი: 9:00
ტურნირის ფინიში: 15:00


5 ზე ერთმანეთს რომ გავუაროთ ეგ იქნება. 5:30 ზე რესპუბლიკის მოედანზე ვიქნებით

პოსტის ავტორი: ilariona Apr 9 2013, 17:50

მე მანქანით მოვდივარ.

ადგილი ბევრი არ მექნება, ვინაიდან სათევზაოთ ძალზედ ბევრი რამ დამაქვს თან.

მაქსიმუმ ორ კაცს ჩავისვავ.


პოსტის ავტორი: ნუკრიMax Apr 9 2013, 18:16

ციტატა(ilariona @ 9th April 2013 - 18:50) *
მაქსიმუმ ორ კაცს ჩავისვავ.

ანკესი შენ უნდა მათხოვო, თევზაობა შენ უნდა მასწავლო,
ტურნირი შენ უნდა მომაგებინო და ბარემ გამიოლე კუმისამდე D.gif

პოსტის ავტორი: ilariona Apr 9 2013, 18:18

დარჩა 1 ადგილი D.gif

პოსტის ავტორი: ნუკრიMax Apr 9 2013, 18:27


ციტატა(ilariona @ 9th April 2013 - 19:18) *
დარჩა 1 ადგილი

გაივსება და გავალთ, თუ როგორაა მაგი ამბავი? newsmile05.gif))


ციტატა(ilariona @ 9th April 2013 - 19:18) *
დარჩა 1 ადგილი

გაივსება და გავალთ, თუ როგორაა მაგი ამბავი? newsmile05.gif))

პოსტის ავტორი: ჩელე Apr 9 2013, 18:37

ჩემი აზრით ტეხამს მანქანებით წასვლა. რა ვიცი აბა, იფიქრეთ....

პოსტის ავტორი: ნუკრიMax Apr 9 2013, 18:45

ჩელე
კიარ ტეხამს, უკეთესია.....
ათასი ხარახურა გიყრია მანკანაში და ....
უცებ ცამეტიანი ნდაკიდნოი რომ დაგჭირდეს, სად მიდიხარ?
თან ილარიონას იმდენი რამე მოაკვს ხოლმე, კაი ოროთახიან ხრუშოვკას გააწყობ ვანა ტვალეტის გარდა....

პოსტის ავტორი: ნოსო Apr 9 2013, 19:29

ჭალიმგელა
ჩემი ადგილი თუ გექნებათ კარგია newsmile05.gif ხოდა მაინტერესებს მაყურებელი შეიძლება წამოვიდეს?

პოსტის ავტორი: Davitus Apr 9 2013, 21:03

ნოსო

ციტატა(giorgixomeriki @ 9th April 2013 - 20:29) *
ხოდა მაინტერესებს მაყურებელი შეიძლება წამოვიდეს?


შენს ადგილსაც კი სათუოდ რომ ჩალიჩობ, მაყურებლის ადგილზე წარმომიდგენია რამდენი გაქვს ნაფიქრი D.gif

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Apr 9 2013, 22:44

მე, გენო და იგორა ვიქნებით ჩემს მანქანაში, ალბათ ნოსო გამოგვყვებაა.
ილო იქნებ დროშა დაამაგრო როგორმე

პოსტის ავტორი: ilariona Apr 10 2013, 00:41

ციტატა(Chalimgela @ 9th April 2013 - 23:44) *
ილო იქნებ დროშა დაამაგრო როგორმე

ტუარეგით თუ წამოვალ ვერ დავამაგრებ (მგონი) და ლენდზე უეჭველი მაგრდება.

პროსტა ლენდი გაჩერებულია დროებით.


პოსტის ავტორი: ნოსო Apr 10 2013, 07:42

ჭალიმგელა
მოგყვები newsmile05.gif მაყურებელი არმინდა newsmile05.gif

პოსტის ავტორი: CHUDA Apr 10 2013, 09:22

ციტატა(ჭალიმგელა @ Apr 9 2013, 17:48) *
i.gor
ესაა ოფიციალური განრიგი
შეჯიბრის განრიგი

მონაწილეთა შეკრება: 5:30 თბილისი, რესპუბლიკის მოედანი.
გამგზავრება: 6:00
მონაწილეთა რეგისტრაცია და კენჭისყრა: 7:00 – 7:30
სექტორებში შესვლა: 7:30 – 8:00
მოსამზადებელი პერიოდი: 8:00 – 9:00
ტურნირის სტარტი: 9:00
ტურნირის ფინიში: 15:00


5 ზე ერთმანეთს რომ გავუაროთ ეგ იქნება. 5:30 ზე რესპუბლიკის მოედანზე ვიქნებით

სავარაუდოდ მე მანქანით ვიქნები და 5:30 მოვალ მოედანზე

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Apr 10 2013, 09:35

CHUDA
newsmile027.gif

იქნებ სურათიც დადო რა ფორუმელების სურათებში

პოსტის ავტორი: CHUDA Apr 10 2013, 13:58

ვერ მივაკვლიე სედ არის სურათები :(


შაბათს, ყველა წამყვანი ამინდის პროგნოზის საიტზე კაი წვიმაა გამოცხადებული newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ალთაზარ Apr 10 2013, 13:59

CHUDA
http://ochopintre.ge/forum/index.php?showtopic=199&pid=242061&st=180&#entry242061

პოსტის ავტორი: CHUDA Apr 10 2013, 14:20

დავდე newsmile05.gif))

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Apr 12 2013, 00:32

ციტატა(ჭალიმგელა @ Apr 9 2013, 23:44) *
მე, გენო და იგორა ვიქნებით ჩემს მანქანაში, ალბათ ნოსო გამოგვყვებაა.
ილო იქნებ დროშა დაამაგრო როგორმე


გენო ლოპოტაზე მოდის შემეშალა newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Apr 12 2013, 17:18

რა ხდება აბა?
ვინ გვემატება ვინ არა. მსაჯათ არავინ მოდის ან საბალეშჩიკოდ?

თითა რას შვება, რითი მოდის?

პოსტის ავტორი: ilariona Apr 12 2013, 17:50

ჭალიმგელა
გენერალი წამოვა სამსაჯაოთ. კლუბის წევრია და ჩვენ ჩაგვიჯდება.

გიორგი ნინოშვილი

პოსტის ავტორი: ამური Apr 12 2013, 18:02

აბა თქვნ იცით. წარმატებებს გისურვებთ!

პოსტის ავტორი: temoo90 Apr 12 2013, 18:12

წარმატებებს გისურვებთ მეგობრებო ხვალ, აბა თქვენ იცით!!! newsmile05.gif

პოსტის ავტორი: Davitus Apr 12 2013, 22:59

მე 8:30 სთვის ამოვალ პირდაპირ სამსახურიდან, მარტო როგორ მიგატოვებთ აპა newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ნოსო Apr 12 2013, 23:27

Davitus
:*

პოსტის ავტორი: Fishman Apr 12 2013, 23:54

წარმატებები და დიდი იღბალი!!!

პოსტის ავტორი: ჩელე Apr 13 2013, 00:20

აბა თქვენ იცით ლომფხვებო, ასახელეთ ოჩოიპინტრე. თუ მოვახერხე ამოგაკითხავთ, თუ არა და ხაზზე ვიქნები......

გკოცნით, გეხვევით, თქვენი: ნიკო კეცხოველი.....

პოსტის ავტორი: ალთაზარ Apr 13 2013, 02:25

აბა წარმატებები ბიჭებო !!

პოსტის ავტორი: ჩელე Apr 13 2013, 10:50

ცხელ-ცხელი ამბები კუმისიდან:

ცხელა, თებზი არ არის, ტბას ძვრა არ აქვს.

ჭალიმგელა- 2 კარასი
ილარიონა- 2 კარასი
თაზო- 2 კარასი
ნოსო- ზის

პოსტის ავტორი: ამური Apr 13 2013, 10:50

ვითომ კიდე დაკორმეს? newsmile056 (1).gif

პოსტის ავტორი: ჩელე Apr 13 2013, 10:52

ზოგადად კუმისისთვის ისედაც ადრეა, პლიუს ამას ეტყობა დაკორმეს კიდეც. შარშან ჩვენც მასე გაგვიკეთეს ერთობლივი თევზაობა რომ გვქონდა.....

პოსტის ავტორი: ამური Apr 13 2013, 10:55

როგორ ადრეც არ უნდა იყოს. 9-ზე დაიწყეს და 3-საათში, 3-თევზი ძაან ცოტაა. 100%-დაკორმეს.

თუ შეძლებ დაუკავშირდი და უთხარი სროლის დისტანცია გაზარდონ.

პოსტის ავტორი: ფეოლა Apr 13 2013, 11:19

პირიქით! ახლოდან ესროლონ ოღონდ ვალგერას! newsmile045.gif

პოსტის ავტორი: მამუკა Apr 13 2013, 11:46

წარმატებებს გისურვებთ მეგობრებო!

პოსტის ავტორი: ამური Apr 13 2013, 13:12

ჩელე

დრო ცოტა დარჩათ და ახალი ხო არაფერი იცი.

პოსტის ავტორი: ჩელე Apr 13 2013, 13:25

გოჩა თითას ხრამული დაუჭერია. დანარჩენი იგივე სიტუაციაა....

პოსტის ავტორი: dastambo Apr 13 2013, 13:56

ეხლა გამოაცხადეს ფინიში მალე გავიგებთ გამარჯვებულს..newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ჩელე Apr 13 2013, 14:09

ვნახოთ აბა რა იქნება....

პოსტის ავტორი: ამური Apr 13 2013, 14:15

ცუდი ის არის, დიდი თევზაობა რო არ გამოვიდა მაგრამ.... მთავარი მაინც შედეგია.

პოსტის ავტორი: ჩელე Apr 13 2013, 14:17

ამური

სამწუხაროდ კუმისზე დიდი თევზაობა არასდროს არ გამოდის....

პოსტის ავტორი: ამური Apr 13 2013, 14:52

жестоко но гуманно

პოსტის ავტორი: ჩელე Apr 13 2013, 14:57

ცოტა ხანში განაჩენი გვეცოდინება newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ამური Apr 13 2013, 15:21

ждемс с нетерпением small3d018.gif

პოსტის ავტორი: nik@a Apr 13 2013, 15:45

ციტატა
100% დაკორმეს


ასეთ ხალხს ვაბშე იგნორი უნდა გაუკეთო რა. გამაგიჟებს ეს ხალხი რაფერი ბიზნესი აქვთ, "კლიენტურას" უნდა გაუფრთხილდნენ თუ უნდა აწამონ ვერ გავიგე.

ახალი არაფერია?

პოსტის ავტორი: ჩელე Apr 13 2013, 16:21

ახალი ის არის, რომ გოჩამ აიღო ,,ტრაფეინი,, ანუ ის ხრამული აღმოჩნდა ყველაზე დიდი თევზი იმ თევზებს შორის რაც იქ დაიჭირეს. დანარჩენს თვითონ დაწერენ....

პოსტის ავტორი: ilariona Apr 13 2013, 16:52

50 გრამიანი კარასების ჭერას ვამჯობინე ძილი და დავიძინე! ხო დავიძინე შუა შეჯიბრის დროს.

ჯანდარაზე უფრო დიდი კარასები მოდის D.gif


პოსტის ავტორი: ამური Apr 13 2013, 16:52

ციტატა(ჩელე @ Apr 13 2013, 17:21) *
გოჩამ აიღო ,,ტრაფეინი,,


small3d018.gif კარგია!

პოსტის ავტორი: ჩელე Apr 13 2013, 17:25

მაგრად ტეხამს რააა....

რეპორტს გვაღირსებს ნეტა ვინმეე??....

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Apr 13 2013, 19:46

მდააა!მაგარი ტრაკული სიტუაცია იყო!
ამდენი ადამიანი
ამდენი ანკესით
ამდენნაირი პრიკორმკით
ამდენნაირი მეთოდით
რომ 1 კილო კარჩხანზე მეტს ვერ დაიჭერს მაგარი (სულ ცოტა )ცუდი პონტია

მოკლედ გრამებზე იყო საუბარი
ხალხმა 6 სათში 3 და 4 წვრილი კარჩხანი დაიჭირეს!ყველაზე იღბლიანმა და მოხერხებულებმა კილომდეც მიაღწიეს!
დასკვნები თავად გამოიტანეთ!
დიდი სიამოვნებით მოვუწოდებდი ყველას რომ კუმისის ტბაზე არ წავიდნენ არასდროს!
ზუსტი მონაცემები დაიდება და დავწერთ აქაც
ისე კი გოჩათითა-მ აიღო პრიზი ყველაზე დიდი თევზის დაჭერისათვის(300 გრამი)

მოკლედ რესპექტები ორგებს!კარგად იყო ყველაფერი ორგანიზებული!რესპექტები მონაწილეებს და დამსწრეებს მათი წესრიგისათვის და კულტურისათვის!
ყველაფერი ხუთიანზე იყო გარდა ერთისა!კუმისზე თევზი არ არიიიიის!!!
კარგი დამწვარი და დაღლილი ვარ და მეტი არაფერი მახსენდება!

პოსტის ავტორი: Davitus Apr 13 2013, 21:11

მოკლედ, საღოლ მონაწილეებს რა, ამდენი გაძლება თუ ქონდა ხალხს არ მეგონა, იმენნა ლიფსიტებიც არ მოდიოდა D.gif

შეჯიბრი კარგი ორგანიზებული იყო, ვერაფერს იტყვი.

პოსტის ავტორი: ნუკრიMax Apr 13 2013, 21:13

Davitus
კიმარა ორგანიზატორები რა ჭკუაზე იყვნენ,
წინა დრეებში ხომ დადიოდნენ და მოდიოდა თევზიო?


ვითომ მართლა დაკორმა/?

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Apr 13 2013, 21:13


პოსტის ავტორი: ნუკრიMax Apr 13 2013, 21:15

მაგარი სასაცილო ფოტოა, ვერ გაარკვევ რისი ტურნირია..... D.gif


სირცხვილით თებზებიც ვერ გამოაჩინეს

პოსტის ავტორი: ამური Apr 13 2013, 21:17

ციტატა(ნუკრიMax @ Apr 13 2013, 22:13) *
Davitus
კიმარა ორგანიზატორები რა ჭკუაზე იყვნენ,
წინა დრეებში ხომ დადიოდნენ და მოდიოდა თევზიო?


ვითომ მართლა დაკორმა/?


წინდა დღეს ჩვეულებრივ დონკაზე მოვიდა 500-გრამიანი საზანი და მეორე დღეს კარმუშკებით-0..............

დაკორმილი იყო აბა რა იყო.

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Apr 13 2013, 21:21

წინა დღეს 2.5 საზანი დაიჭირა თენგომ

პოსტის ავტორი: Davitus Apr 13 2013, 21:21

ისე, ის კაცი გაჰკივის, სულ არ მჭირდება ეგ მოთევზავეები, ჩემი ბიზნესი მაქვს და ვიქნები ჩმეთვის წყნარად რომ მაცლიდნენო და, აცლიან? არ აცლიან D.gif ხოდა, "დაკორმავდა" აბა რა იქნებოდა, თევზაობის ბიზნესი კი არა აქვს იმ კაცს, ყიდის თებზებს, ყიდიიის, სულ არ ჭირდება "რიბაკები", მაგრამ ძალით ხომ არ გაყრის, ხოდა ცივილური მეთოდებით ებრძვის : ))

D.gif

პოსტის ავტორი: ამური Apr 13 2013, 21:24

ციტატა( T A M P L I E R @ Apr 13 2013, 22:21) *
წინა დღეს 2.5 საზანი დაიჭირა თენგომ


ხო. სურათიდან უფრო პატარა მახსოვდა. newsmile05.gif


პოსტის ავტორი: T A M P L I E R Apr 13 2013, 21:26

ციტატა(MARLIN @ 13th April 2013 - 22:24) *
ხო. სურათიდან უფრო პატარა მახსოვდა.

რავი მეც ეგ წონა მახსოვს თორე შეიძლება სხვა წონა თქვა D.gif

პოსტის ავტორი: ამური Apr 13 2013, 21:30

newsmile027.gif D.gif

პოსტის ავტორი: ნუკრიMax Apr 13 2013, 21:39

Davitus
ხოდა არასწორი მიდგომაა ეგ ხალხისადმი.
უნდა იყოს რაღაც ვალდებულებები ტბის მეპატრონეებზე,
რომელიც ცოტა ხალხის სასარგებლოდაც იქნება!

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Apr 14 2013, 00:18

კუმისის თევზაობაზე ხმას აღარ ამოვიღებ, მე მგონი დაკორმა კი არა, ჩააჯვა ვალგერამ წყალში.

რაც შეეხება თვითონ ტურნირს, იყო უმაღლეს დონეზე ორგანიზებული ტურნირი. ყველა ნიუანსი იყო გათვლილი.

დიდი მადლობა თენგოს და მთელ საორგანიზაციო კოლექტივს

პოსტის ავტორი: ჩელე Apr 14 2013, 00:46

არასოდეს მევასებოდა კუმისი. არასოდეს მანდ მე ნორმალური თევზი არ მინახავს. არსოდეს არ იყო მიდგომა როგორც კლიენტი, რა თქმა უნდა ადმინისტრაციის მხრიდან. არასოდეს არ იყო სიტუაცია, როდესაც იქიდან კმაყოფილი წამოვსულვარ. შარშან, როგორც წელს, დარწმუნებული ვარ თევზს საკვები ჩაუყარეს. ( თუ კარგად გახსოვთ ჩვენი ერთობლივი თევზაობა კუმისზე მოვაწყვეთ და იმ ღამეს გავიგეთ, რომ თურმე დაკორმილი იყო მთელი ტბა) წავსულვარ მხოლოდ იმიტომ, რომ ჩემები მიდიოდნენ და მინდოდა უბრალოდ მათთან ერთად ვყოფილიყავი.... დავეცი მეხი ვალგერას და მის მიდგომას მეთევზეებისადმი. სირცხვილია ბატონო კუმისთუხუცესო ვალგერა-ვ, ცოტა სხვა რაღაცაზეც იფიქრე. ტვინს მთლად ნუ გამოირეცხავ და მოგვეცი პატიოსან მეთევზეებს მცირედი სიამოვნებისა.... ბოლო-ბოლო ეს ტბა საქართველოს ეკუთვნის და არავის გადმოუცია შენთვის მემკვიდრეობით... უბრალოდ დრო იხელთე და შენი სახელი დაერქვა ამ ტბას.... დრო მოვა და შენც მოგხედავენ აუცილებლად.... სირცხვილია უბრალოდ, თან ძალიან დიდი სირცხილი.....

პ.ს. არავის ეგონოს, რომ ეს არის კლუბის პოზიცია. უბრალოდ მე ასე ვფიქრობ და ჩემი აზრით ყველა ნორმალური მეთევზე ადამიანი ასე იფიქრებს. უკვე მერამდენედ აკეთებენ ასეთ პ რ ო ჭულ საქმეს. თუ ვინმეს მიგიწვდებათ ბატონ ვალგერთან ხმა, გადაეცით ჩემი მოკრძალებული უკმაყოფილება.....

პოსტის ავტორი: ilariona Apr 14 2013, 03:43

ჩელე
შენ არ ინერვიულო და ვალეგრას მიეხედება. newsmile05.gif

ხო, ორგანიზატორებს მართლაც დიდი მადლობა გაწეული შრომისთვის, ყველაფერი იყო იდეალურად გაკეთებლი.

პ.ს

ფოტოზე წინა პლანის ოკუპაცია კი გაგვიკეთებია ოჩოელებს D.gif

პოსტის ავტორი: Tengo Biniashvili Apr 14 2013, 06:18

გამარჯობათ მეგობრებო! უპირველეს ყოვლისა მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ ტურნირში მონაწილეობისათვის და ღირსეული პაექრობისათვის. გადავიკითხე თქვენი პოსტები და ვამჩნევ გულისწყვეტას შეჯიბრებაზე თევზის სიმცირის გამო. დამერწმუნეთ ფიდერის ტურნირებზე ეს ჩვეულებრივი სიტუაციაა, რადგან ამ დროს მასიურად იკვებება მთელი სანაპირო ზოლი და თევზის გაშლა ხდება მთელს აკვატორიაზე. ამას ემატება ისისც, რომ თევზისთვის ბევრი უცხო არომატი ჩნდება წყალში და უბრალოდ ის ფრთხვება, განსაკუთრებით დიდი ეგზემპლარები. თევზიც უნდა მიეჩვიოს ასეთ შოკისმომგვრელ სიტუაციებს. არადა წინა დღეს ნამდვილად დავიჭირე საზანი 2 კგ 170 გრ წონის და დაღამებამდე კიდევ ერთი კილომდე. რაც შეეხება "საბოტაჟს" newsmile05.gif ტბის მეპატრონეს მხრიდან, მემგონი ამჯერად ვალგერას სინდისი სუფთაა, რადგან ტურნირამდე რამდენიმე დღით ადრე საორგანიზაციო ჯგუფი ყოველ დღე დადიოდა კუმისზე, არაერთხელ მე პირადად შევხვდი ვალგერას და ამ თემაზეც მქონდა მასთან საუბარი, რაზეც "მწარედ დაიგინა, არ ჩავიდენ მზგავს უმსგავსოებასო" newsmile05.gif. მაგრამ მე მაინც ტურნირის წინა ღამეს ნაპირზე დავტოვე ჩემი მეგობრები, რომ ეგ ამბავი შეემოწმებინათ. ღამე ისეთი შტორმი და წვიმა იყო, ვალგერა კი არა, კაპიტან ბარბოსაც რომ ყოფილიყო, ვერავინ შეძლებდა ტბაზე გასვლას კატერით. მოკლედ ის მინდა ვთქვა, რომ უბრალოდ ასეთი დღე იყო, თან როგორც ზემოთ ვთქვი, ტურნირისთვის დამახიათებელი დაძაბული კენკვა. ვისაც სწორად ჰქონდა შერჩეული დასაკვები და დისტანცია, და ცოტა იღბალიც, იმან მოიგო შეჯიბრიც. უბრალოდ კუმისი იმ მიზეზით შევარჩიეთ, რომ თბილისთან ახლოსაა, ამ დროს გაზაფხულზე სხვაგან საერთოდ კენკვა არ არის და ნაპირიც შესაბამისი აქვს. წელს კიდევ გვექნება არაერთი შეჯიბრება ფიდერში უკვე სხვა წყალსატევებზე და თქვენი კლუბელების მონაწილეობის დიდი იმედი მაქვს, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა.

დავდებ ოჩოელების რამდენიმე სურათს newsmile05.gif
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Apr 14 2013, 07:50

ციტატა(Tengo Biniashvili @ 14th April 2013 - 07:18) *
რაზეც "მწარედ დაიგინა, არ ჩავიდენ მზგავს უმსგავსოებასო"

newsmile090.gif

პოსტის ავტორი: ilariona Apr 14 2013, 09:16

Tengo Biniashvili
ასეთი ტიპის შეჯიბრებაში მონაწილეობა მართლაც რომ კარგია, ერთი მიზეზით, რომ ბევრ ნამდვილ მოთევზავესა და კარგ ადამიანს გაიცნობ კაცი.

რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ თევზი დაფრთხა, მეეჭვება მთლად მასეც ყოფილიყო. საკვები და თანაც სხვადასხვა ტიპის არ აფრთხობს თევზს.

მანდ ცოტა სხვა სიტუაციაა, ზუსტად ის სმესი უნდა აიღო კაცმა რასაც ვალგერა უყრი უკვე მრავალი წელია, ხოდა მერე კი დაიჭერ უპრობლემოდ.

მასე ლოპოტაზე ჩაუყარე რაც გინდა, არაფერს აღარ ეკარება, მაგრამ არის ერთი რამ (ჩემპიონატის ჩატარების დღეს ვიტყვი newsmile05.gif ) რასაც საერთოდ თევზებს არ უყრიან მაგრამ ტბაში უხვად იყრება ყოველ დღე, რაზეც თევზი მოდის სტაბილურად.

ხოდა აქ მთავარია სწორი საკვები შეირჩეს საკვებურში ჩასადებად და შედეგიც გარანტირებული იქნებოდა.

მერე ყურადღება უნდა მიექცეს ამ ფაქტსაც:

ციტატა(Tengo Biniashvili @ 14th April 2013 - 07:18) *
ღამე ისეთი შტორმი და წვიმა იყო, ვალგერა კი არა, კაპიტან ბარბოსაც რომ ყოფილიყო, ვერავინ შეძლებდა ტბაზე გასვლას კატერით


ნებისმიერი ასეთი კატაკლიზმა და თევზი აღარ იკვებება, ჩერდება და ელოდება როდის დაწყნარდება ამინდი.

ასე რომ ბევრი გარემოება იყო რის გამოც თევზი არ ეკარებოდა საკვებს.

მთავარი კი ის არის, რომ შეჯიბრი იყო კარგად ორგანიზებული, მონაწილეები კი ნამდვილი მოთევზავეები. ხოდა დანარჩენი ეტო მელოჩ.

კიდევ ერთხელ მადლობა ასეთი კარგი ორგანიზებული შეჯიბრის მოწყობისათვის.

შემდეგშიც აუცილებლად შემოგიერთდებით და შევეცდებით პირველი ადგილიც ჩვენი გავხადოთ D.gif


პოსტის ავტორი: თაზო Apr 14 2013, 10:59

ციტატა(Tengo Biniashvili @ 14th April 2013 - 07:18) *
გამარჯობათ მეგობრებო! უპირველეს ყოვლისა მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ ტურნირში მონაწილეობისათვის და ღირსეული პაექრობისათვის. გადავიკითხე თქვენი პოსტები და ვამჩნევ გულისწყვეტას შეჯიბრებაზე თევზის სიმცირის გამო. დამერწმუნეთ ფიდერის ტურნირებზე ეს ჩვეულებრივი სიტუაციაა, რადგან ამ დროს მასიურად იკვებება მთელი სანაპირო ზოლი და თევზის გაშლა ხდება მთელს აკვატორიაზე. ამას ემატება ისისც, რომ თევზისთვის ბევრი უცხო არომატი ჩნდება წყალში და უბრალოდ ის ფრთხვება, განსაკუთრებით დიდი ეგზემპლარები. თევზიც უნდა მიეჩვიოს ასეთ შოკისმომგვრელ სიტუაციებს. არადა წინა დღეს ნამდვილად დავიჭირე საზანი 2 კგ 170 გრ წონის და დაღამებამდე კიდევ ერთი კილომდე. რაც შეეხება "საბოტაჟს" ტბის მეპატრონეს მხრიდან, მემგონი ამჯერად ვალგერას სინდისი სუფთაა, რადგან ტურნირამდე რამდენიმე დღით ადრე საორგანიზაციო ჯგუფი ყოველ დღე დადიოდა კუმისზე, არაერთხელ მე პირადად შევხვდი ვალგერას და ამ თემაზეც მქონდა მასთან საუბარი, რაზეც "მწარედ დაიგინა, არ ჩავიდენ მზგავს უმსგავსოებასო" . მაგრამ მე მაინც ტურნირის წინა ღამეს ნაპირზე დავტოვე ჩემი მეგობრები, რომ ეგ ამბავი შეემოწმებინათ. ღამე ისეთი შტორმი და წვიმა იყო, ვალგერა კი არა, კაპიტან ბარბოსაც რომ ყოფილიყო, ვერავინ შეძლებდა ტბაზე გასვლას კატერით. მოკლედ ის მინდა ვთქვა, რომ უბრალოდ ასეთი დღე იყო, თან როგორც ზემოთ ვთქვი, ტურნირისთვის დამახიათებელი დაძაბული კენკვა. ვისაც სწორად ჰქონდა შერჩეული დასაკვები და დისტანცია, და ცოტა იღბალიც, იმან მოიგო შეჯიბრიც. უბრალოდ კუმისი იმ მიზეზით შევარჩიეთ, რომ თბილისთან ახლოსაა, ამ დროს გაზაფხულზე სხვაგან საერთოდ კენკვა არ არის და ნაპირიც შესაბამისი აქვს. წელს კიდევ გვექნება არაერთი შეჯიბრება ფიდერში უკვე სხვა წყალსატევებზე და თქვენი კლუბელების მონაწილეობის დიდი იმედი მაქვს, კიდევ ერთხელ დიდი მადლობ

მეც გამოვთქვამ ჩემს მოკრძალებულ აზრს. ტურნირი კარგად იყო ორგანიზებული და ჩატარებული, თითქმის ყველა ნიუანსი გათვლილი იყო! small3d018.gif ალბათ სტრატეგია უნდა შეგვეცვალა და ერთი დიდი საზანის ლოდინს მთელი დღის განმავლობაში, 10-12 მეტრში კარასები უნდა გვეჭირა რაოდენობის და თავისთავად წონის მოსაგროვებლად. ნუ, მომავალში გავითვალისწინებთ ალბათ ამას! partyFishing.gif თენგოსთან მქომდა ერთი შეკითხვა: რამდენად შესაძლებელი იყო ლისის ტბაზე ჩატარება ამ ტურნირის, ან ხომ არ იყო მცდელობა ამ ტბის მესვეურებთან მოლაპარაკების მაინც. უბრალოდ, ჯერ ერთი თბილისშია, იგივე კარასი მაგრად მოდის და დატევაც არა მგონია გაგვჭირვებოდა! თან რამდენი მაყურებელი გვეყოლებოდა, რამდენს დავაინტერესებდით ფიდერით. თან 140 გრამი დავიჭირე 6.30 საათის განმავლობაში და ამ დროს აზარტიც ქრება, დამეთანხმებით ალბათ!

პოსტის ავტორი: ilariona Apr 14 2013, 11:06

ციტატა(თაზო @ 14th April 2013 - 11:59) *
10-12 მეტრში კარასები უნდა გვეჭირა რაოდენობის და თავისთავად წონის მოსაგროვებლად. ნუ, მომავალში გავითვალისწინებთ ალბათ ამას!


სანამ მუხლში ძალა მიდგას იქამდე კარასებზე არ ვითევზავებ სულ რომ ოქროს თასი იყოს პრიზი D.gif D.gif D.gif

ვეკ ვოლი ნე ვიდაწ

პოსტის ავტორი: ამური Apr 14 2013, 11:34

ციტატა(ilariona @ Apr 14 2013, 12:06) *
სანამ მუხლში ძალა მიდგას იქამდე კარასებზე არ ვითევზავებ სულ რომ ოქროს თასი იყოს პრიზი


BIG dastur.gif

პოსტის ავტორი: general Apr 14 2013, 18:47

ციტატა(ilariona @ 14th April 2013 - 12:06) *
სანამ მუხლში ძალა მიდგას იქამდე კარასებზე არ ვითევზავებ სულ რომ ოქროს თასი იყოს პრიზი

ვეკ ვოლი ნე ვიდაწ

გეთანხმები.
მე ვფიქრობ კარასი საერთოდ არ უნდა ითვლებოდეს, არც წონაში არც რაოდენობაში, მითუმეტეს როცა ეს ფაქტიურად სხვა ტურნირის შესარჩევია.
და რა გამოვიდა მოიგეს იმათ ვინც 500 გრ. კარასი დაიჭირა "მოხერხებულობით"

პოსტის ავტორი: ამური Apr 14 2013, 18:56

როცა ამხელა წყალში სადაც უამრავი თევზია და 45-მონაწილის მაქსიმალური შედეგი ეს არის.

ციტატა( T A M P L I E R @ Apr 13 2013, 20:46) *
გოჩათითა-მ აიღო პრიზი ყველაზე დიდი თევზის დაჭერისათვის(300 გრამი)


თევზაობის თვალსაზრისით კმაყოფილი არაფრით არ შეიძლება იყო და შედეგს ვერაფრით ვერ ახსნი.

პოსტის ავტორი: Tengo Biniashvili Apr 14 2013, 19:43

ციტატა(თაზო @ Apr 14 2013, 11:59) *
მეც გამოვთქვამ ჩემს მოკრძალებულ აზრს. ტურნირი კარგად იყო ორგანიზებული და ჩატარებული, თითქმის ყველა ნიუანსი გათვლილი იყო! small3d018.gif ალბათ სტრატეგია უნდა შეგვეცვალა და ერთი დიდი საზანის ლოდინს მთელი დღის განმავლობაში, 10-12 მეტრში კარასები უნდა გვეჭირა რაოდენობის და თავისთავად წონის მოსაგროვებლად. ნუ, მომავალში გავითვალისწინებთ ალბათ ამას! partyFishing.gif თენგოსთან მქომდა ერთი შეკითხვა: რამდენად შესაძლებელი იყო ლისის ტბაზე ჩატარება ამ ტურნირის, ან ხომ არ იყო მცდელობა ამ ტბის მესვეურებთან მოლაპარაკების მაინც. უბრალოდ, ჯერ ერთი თბილისშია, იგივე კარასი მაგრად მოდის და დატევაც არა მგონია გაგვჭირვებოდა! თან რამდენი მაყურებელი გვეყოლებოდა, რამდენს დავაინტერესებდით ფიდერით. თან 140 გრამი დავიჭირე 6.30 საათის განმავლობაში და ამ დროს აზარტიც ქრება, დამეთანხმებით ალბათ!


ლისის ტბაზე 600 მეტრიანი მეტ-ნაკლებად თანაბარი ნაპირი არ არის. გარდა ამისა, ხეების მიმდებარე ნაპირი გატესტილი გვაქვს და იქ საკმაოდ დიდ მონაკვეთებზე საერთოდ არ არის თევზი, რადგან ალაგ-ალაგ ამოდის გოგირდის წყაროები. ასე რომ ლისის ტბა ამ მაშტაბის ტურნირისთვის არ ვარგა. თუ ნაწილ მეთევზეებს ბეტონებზე დავსვავდით, უკვე არასამართლიანი გადანაწილება გამოვიდოდა, რადგან ბეტონებიდან იჭირება მანდ ძირითადად თევზი. კუმისი უალტერნატივო იყო წელიწადის ამ დროისთვის. კიდევ იყო კანდიდატურად ნადარბაზევის ტბა, გორთან, მაგრამ იქ თევზაობა აკრძალული აქვს ახალ მეპატრონეს - 2009 წლის შემდეგ იქ არ ათევზავებს. გვინდა რაიმე მისადგომი მოვუძებნოთ იქაურობას, რომ წალკის ჩემპიონატამდე ერთი ზაფხულის ტურნირი მანდ ჩავატაროთ. იდეალური ნაპირი აქვს ფიდერის ტურნირისთვის და სავსეა თევზით.

მინდა კიდევ ერთხელ გავიმეორო, რომ ტურნირებზე თევზაობა ძალიან განსხვავდება ჩვეულებრივი სამოყვარულო თევზაობისაგან, როცა ჩვენ თვითონ ვარჩევთ ადგილებს, დროს და სიტუაციას და არ გვყავს ნაპირზე ათობით კონკურენტი. ტურნირებზე გრამები წყვეტს ყველაფერს. სამაგიეროთ ტურნირებში მონაწილეობით მეთევზე იძენს განსხვავებულ გამოცდილებას. ძალიან ბევრი კარგი მეთევზე უარს ამბობს ტურნირებში მონაწილეობაზე, რადგან არ მოსწონს ასეთი დაძაბულ პრესინგში თევზაობა და ურჩევნია წყნარად იჯდეს ბუნების წიაღში და თავისთვის იკაიფოს. მაგრამ არიან ისეთებიც, ვინც სწორედ ტურნირებზე ღებულობს ადრენალინის დოზას, რადგან მას ნადავლის სიმრავლე კი არა, შეჯიბრში გამარჯვება სწყურია. მოკლედ ყველა თავისუფალია საკუთარ არჩევანში - ერთი რამ კი ფაქტად რჩება - სპორტულ თევზაობას სულ უფრო მეტი მიმდევარი უჩნდება მთელს მსოფლიოში და ჩვენს ქვეყანაშიც უნდა არსებობდეს ეს მიმართულება. დანარჩენი არჩევანი უკვე მეთევზეზეა, ყოველი თევზაობა დაუთმის ვარჯიშს და სპორტული ჩვევების გამომუშავებას შეჯიბრებებში გასამარჯვებლად, თუ უბრალოდ გაერთოს მეგობრებთან ერთად - ორივე კარგი არჩევანია, ორივე ჯანსაღი გადაწყვეტილებაა.

პოსტის ავტორი: ამური Apr 14 2013, 20:37

Tengo Biniashvili

ის რაც გაკეთდა ძალიან მაგარი იყო და სისტემატიური ხასიათი თუ მიეცემა მაგას არაფერი აჯობებს!

მე სხვა რამეს ვამბობ.... თევზაობის რაღაც პატარა გამოცდილება მეც მაქვს და ის შედეგი რაც იქ დაფიქსირდა, პირდაპირი პასუხი იყო იმის რომ თევზი შეგნებულად იყო გაყვანილი.

ამხელა არჩევანიდან ანუ 45-მეთევზედან, ერთმა როგორ ვერ მოარგო ზუსტად ის საკვები, რითიც თევზს მოიზიდავდა და ბევრად უკეთეს შედეგს აჩვენებდა.

პოსტის ავტორი: gocha-tita Apr 17 2013, 18:11


პოსტის ავტორი: gocha-tita Apr 17 2013, 18:18

აი ასე უნდა ჩატარდეს ტურნირები მალადეცები ორგანიზატორებს small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif

პოსტის ავტორი: kajuberi Apr 17 2013, 20:27

გილოცავ გოჩა newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ზახარა Apr 17 2013, 21:48

ვულოცავ ყველა პრიზიორს newsmile05.gif

პოსტის ავტორი: gocha-tita Apr 17 2013, 22:21

kajuberi
ზახარა
გაიხარეთ ძმებო. d778bc34f693c93907196ff195628213.gif d778bc34f693c93907196ff195628213.gif

პოსტის ავტორი: Fishman Apr 18 2013, 00:43

gocha-tita

გილოცავ გოჩა! და ყველა პრიზიორს ვულოცავ! უფრო დიდი წარმატებები მომელოცოს შემდეგში. newsmile05.gif ოღონდ არა ლოპოტაზე D.gif D.gif D.gif

პოსტის ავტორი: ჩელე Apr 18 2013, 08:59

ამ თემაში კი დავწერე რაღაცეები, მაგრამ ნეტა მოგილოცეთ გამარჯვება? არა მგონია.... მოკლედ გოჩამ გვასახელა და ეს ძალიან კარგია. გილოცავ, კიდევ ბევრი წარმატება მომელოცოს. ასევე ვულოცავ ყველა პრიზიორს და ორგანიზატორებს ასეთი ლამაზი შეჯიბრის ასე კარგად ჩატარებისთვის. თქვენი ბრალი სულაც არ იყო, რომ თევზი არ მოდიოდა, მანდ სულ ასეა და ალბათ ასე იქნება. ამას უნდა შევეგუოთ.... კიდევ ერთხელ გილოცავთ ყველას....

პოსტის ავტორი: llevis501 Apr 18 2013, 18:19

ვერაფერი ვერ გავიგე

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Apr 18 2013, 18:24

llevis501
ეტყობა არ მოინდომე newsmile05.gif

პოსტის ავტორი: gocha-tita Apr 19 2013, 18:20

Fishman
ჩელე გაიხარეთ ძმებო დიდი მადლობა d778bc34f693c93907196ff195628213.gif d778bc34f693c93907196ff195628213.gif d778bc34f693c93907196ff195628213.gif

პოსტის ავტორი: ჰერცოგი Apr 19 2013, 18:21

gocha-tita
გილოცავთ წარმატებას

პოსტის ავტორი: FISHERMAN Apr 19 2013, 21:06

გილოცავთ გამარჯვებულებო. მთელი ცხოვრება გამარჯვებულებს გევლოთ. იხარეთ და იმრავლეთ. d778bc34f693c93907196ff195628213.gif
ერთი ესეთი უცნაური კითხვა მაქვს. რეპორტს მისცემს ვინმე?

პოსტის ავტორი: gocha-tita Apr 22 2013, 21:48

ჰერცოგი დიდი მადლობა გაიხარე

პოსტის ავტორი: gocha-tita Apr 23 2013, 09:17

http://www.myvideo.ge/?act=dvr&chan=gpb&seekTime=23-04-2013%2000:02

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Apr 23 2013, 09:21

gocha-tita
ეს რა ლინკია??

პოსტის ავტორი: gocha-tita Apr 23 2013, 09:24

ახლიდან ნახე ლინკის დრო შემეშალა

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Apr 23 2013, 09:29

D.gif

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)