თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ ა რ ქ ი ვ ი _ გთხოვთ დამეხმაროთ

პოსტის ავტორი: shotaa Aug 14 2014, 17:26

მოგესალმებით მეგობრებო!

მჭირდება გამოცდილი ხალხის დახმარება, ვაპირებ ავიყვანო ლეკვები, ვიცი საპასუხისგებლო საქმეა და არ მინდა შევცდე, იქნებ მირჩიოთ, მინდა იაგტერიერის ლეკვი თქვენთან დახასიათება კარგი აქ, მაგრამ მინდა აგრეთვე მასთან შევაწყვილო ესტონური მდევარი, ალბათ ყველა მონადირის სურვილია ნადირობის ნაყოფიერება მეც მინდა ჩემი ნადირობა იყოს ნაყოფიერი, შესანახი პირობები მაქ, ძირითადად მომიწევს ნადირობა მელა ტურა მგელი, შიგა და შიგ მაჩვი და კურდღელი, მირჩიეთ ღირს თუ არა ამის გაკეთება ყოლია თუ არა ვინმეს ესეთი წყვილი? თუ არ გირს იქნებ მაპოვნინოდ უკეთესი გამოსავალი, ვარ თქვენი ფორუმის ხშირი სტუმარი მინდა თქვენი გუნდის წევრობა, იმედია არ დამზარდებით მადლობთ წინასწარ.

პოსტის ავტორი: aragveli Aug 14 2014, 17:49

მაინც და მაინც წყვილში თუ გინდა ანადირო ან ორივე ესტონური აიყვანე ან ორივე იაგი.

მარა იაგებს სოროში ერთდროულად ორივეს მაინც ვერ ჩაუშვებ. თქვენს ადგილას ერთ რუსულ მდევარს ავიყვანდი (თუნდაც ჭრელს) და ერთ იაგს და ვანადირებდი ცალ ცალკე. იაგს სოროში მაჩვზე, მდევარს ბეწვეულზე და კურდღელზე.

პოსტის ავტორი: shotaa Aug 14 2014, 17:51

aragveli
ვიცი მდევრებით ნადირობ დიდი ხანია, ალბათ გექნებოდა შემთხვევა, დევნის დროს რო ჩადის სოროში ნადირი ამ დროს როგორ იქცევი ამის გამოსარიცხად ვფიქრობ იაგის აყვანას.

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Aug 15 2014, 03:55

shotaa
შოთა მდევარი და იაგდი დიდად ვერ წყვილდება ერთმანეთში. თუ ტურამელაზე გაქვს აქცენტი მაშინ იაგდი გირჩევნია. მდევარს დევნისას უნდა ელოდო და იაგდს სოროში. ჰოდა ერტერთი აირჩიე. მე პირადათ იაგდს გირჩევ. მე იაგდი ავიყვანე და ბიჭებსაც ყავთ.

მდევარი უფრო კლასიკური თემაა. მეტი დრო და ჯაფა ჭირდება

პოსტის ავტორი: shotaa Aug 15 2014, 11:32

ჭალიმგელა
მეც თითქოს მადეთ ვიხრები, თან არ მინდა ინტრიგანულად გამომივიდეს მაგრამ ამ ფორუმით თუ ვიმსჯელებთიაგებს უფრო მეტი ტროფეი აქვთ,მე კი ავღნიშნე შედეგს ვაქცევ ყურადღებას თქო.

პოსტის ავტორი: shotaa Aug 16 2014, 23:53

tema-wamoweulia.gif

პოსტის ავტორი: gagrinski Aug 17 2014, 01:39

თუ შეწყვილება გინდა იაგი და ტაქსა... ძალიან ბევრ ევროპულ ქვეყანაში მათ შორის-ხორვატია, ბულგარეთი, სლოვაკეთი, ჩეხეთი, ტაქსა მდევრის როლს ასრულებს სარეკში, (მას არ ავალებენ სოროში მუშაობას) იაგს კი ან მსხვილ ნადირზე უშვებენ ან სოროში

პოსტის ავტორი: beberi iagi Aug 17 2014, 14:49

საქართველოში მადევარ ტაქსას ვერ იშოვი, თან იაგდი ყველაფერში ჯობნის ტაქსას... იაგდის პრობლემა არის რო ტემპში ვერ უქაჩავს მდევარს... ესტონკასთან ეგ პრობლემა არ არის, ერთად გაქაჩავენ მშვენივრად.... მე გირჩევ ორივე იაგდი აიყვანო, სოროზეც ერთად ამუშავებ და ზემოთაც... ორი ძაღლის ერთად შეშვენა თუ წყვილი ძაღლია პრობლემა Aრ არის, პირიქით უკეთესია მაკლებად ზიანდებიან და ერთმანეთს მაგრად ეარებიან... მე გირჩევ ორივე იაგდი Aიყვენო და დამიჯერე ძალიან შედეგიანად ინადირებ..

პოსტის ავტორი: manuchari89 Aug 17 2014, 17:36

რა მოვუხერხო ძაღლს რომელიც შორს მოდძრაობს ძაან თან გადარეულია თითქოს და სანაიროდ პირველად იყოს.გასულ სეზონზე ესე არ შვებოდა დგეს იმენა გამაგიჟა

პოსტის ავტორი: shotaa Aug 17 2014, 18:01

beberi iagi
ესტონკა მაგიტომ მინდა რო მე მგონი იაგი აუწყოფს ფეხს ეგეთი პატარაც არაა, თორე ისე რუსული ჭრელი როგორც მდევარი ჩემთვის იდეალურია, ბევრჯერ მქონია შემთხვევა რო სოროში ჩაუსწრია მდევრისთვის და მაგის გამოსარიცხად მინდოდა იაგი, ეხლა ვხვდები რო მე მგონი 2 იაგი ყველაფერს მოუვლის, ველოდები ჯუდის და კერკეტას ბიჭებს დეკემბერში და მეც შემოგიერთდებით მალე, დიდი მადლობა ყველას!პასუხი მიგებულია შეგიძლიათ დახუროთ თემა.

პოსტის ავტორი: shotaa Aug 17 2014, 18:15

ციტატა(manuchari89 @ Aug 17 2014, 18:36) *
რა მოვუხერხო ძაღლს რომელიც შორს მოდძრაობს ძაან თან გადარეულია თითქოს და სანაიროდ პირველად იყოს.გასულ სეზონზე ესე არ შვებოდა დგეს იმენა გამაგიჟა

პირადი გამოცდილებით ნადირობამდე კარგად არბენინე და მერე გაუშვი სანადიროდ, მაგალითად მანქანიდან ჩამოსვი და არბენინე.

პოსტის ავტორი: ძირულა Aug 17 2014, 21:38

სალამი. შინაურ ქათმებს დადევს ძაღლი ერთხელ მეზობლის წიწილა მომიყვანა სახლში და რით გადავაჩვიო რას მირჩევთ?

პოსტის ავტორი: ალთაზარ Aug 18 2014, 10:07

ძირულა
დატუქსე , როგორც კი გაიწევა მოსცხე ..... ასე თუ უყურე და არაფერი გააკეთე გაგიფუჭდება ძაღლი newsmile05.gif

პოსტის ავტორი: manuchari89 Aug 22 2014, 10:28

[quote name='shotaa' date='Aug 17 2014, 19:15' post='312284']
პირადი გამოცდილებით ნადირობამდე კარგად არბენინე და მერე გაუშვი სანადიროდ, მაგალითად მანქანიდან ჩამოსვი და არბენინე.
თუ შეეჩვევა მერე ახლოს სიარულს ჯანდაბას მტელი დგე ვარბენიებ

პოსტის ავტორი: shotaa Aug 22 2014, 19:44

manuchari89
რავიცი ძირითადად ამართლებს ცადე თუ არა და უფრო კომპედენტური რჩევებიც მოისმინე.

პოსტის ავტორი: feroni Aug 22 2014, 19:50

manuchari89
შორს გადისო, რომ ამბობ რას გულისხმობ, ფართე ალური აქვს, თუ უბრალოდ წინ გარბის უაზროდ და არ ეძებს?

პოსტის ავტორი: kardinal84 Aug 22 2014, 21:21

manuchari89
რა ჯიშია გვითხარი? თუ არ ვცდები ირლანდიური სეტერი გყავთ თქვენ და მაგისგან არც არის გასაკვირი, ეცადე მარტო ატარო და უფრო დაგიჯერებს ჩემი ასე იყო სხვა ძაღლს რომ ხედავდა უაზროდ დარბოდა შორს აი მარტო როცა იყო მშვენივრად ნადირობდა.

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)