თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ ა რ ქ ი ვ ი _ სასწრაფოდ მჭირდება! ანეგდოტები მონადირეებზე

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Jan 27 2014, 12:42

მოკლედ კომედი შოუში უნდა ჩაგვწერონ მონადირეები. მესაჭიროება 4-5 კაცი და ანეგდოტები მონადირეებზე.
ძველიც რომ იყოს ოღონ კარგად მომყოლი ხალხი გვინდა. აბა არ დაიზაროთ და ამოქექეთ და ვისაც სურვილი გაქვთ ისიც დაწერეთ

აბა თქვენ იცით 3 დღე გვაქვს. ხუთშაბათს ჩაწერაა და პასუხი მანამდე უნდა ვუთხრა

ბისკვიტიაზე მე ვყვები newsmile05.gif

პოსტის ავტორი: საბო Jan 27 2014, 14:13

სამი მონადირე დგას და ლაყბობს, ერთ მეგრელია და იძახის:
მე ისეთი, სროლა ვიცი, რომ ჯერ ჩემი ნასროლი ტყვია, ტყუილად მიწაზე არ დავარდნილაო.
გადაიფრინა ამ დროს 3-მა იხვმა, ესროლა ერთი,მეორე მეგრელმა და გამაზა ორივე. ხოხ უყურებ? იხტიბარს არ იტეხს მეგრელი, რა ჯიუტი იხვია, მოკვდა, მარა მაინც მიფრინავს................

პოსტის ავტორი: ilariona Jan 27 2014, 14:52

ჭალიმგელა
მომყოლი და მასხარა ჩელეა D.gif

აი მონადირესი რა გითხრა.

მე სანადიროთ ვარ ხუთშაბათს დაპატიჟებული კახეთში, თან მაგარი ღადავისტი სასტავია და იქ მოვაყოლინებ რამე ისტორიებს.


პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Jan 27 2014, 14:55

საბო
შენ ყველა ვარიანტში სასტავში ხარ newsmile05.gif

სადაა ჩელე, ილო, ნუკრა. გურულები. ებიჭო გეინძერით newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ჩელე Jan 27 2014, 15:18

ბალღნოოო, მე ანეკდოტს რომ ვყვები ხალხი დეპრესიაში ვარდება. გინდათ რეიტინგი დავუგდოთ მაგ არხს? newsmile05.gif))) მასხარა კი ვარ, მაგრამ ანეკდოტებს ვერ ვყვები.... აუცილებლად ნადირობაზე უნდა იყოს ანეკდოტები??

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Jan 27 2014, 15:39

კი კი ნადირობაზე

პოსტის ავტორი: ნუკრიMax Jan 27 2014, 17:39

წავიდა კაცი ტყეში სანადიროდ. მიდის, მიდის და შემოხვდა დათვი;

დაუმიზნა თოფი, გამოკრა და... თოფმა გაჭედა, რა არ ცადა, მაგრამ თოფმა აღარ გაისროლა.
მოიქნია თოფი, ამოიღო დანა და იქნევს აქეთ-იქით. მიუახლოვდა დათვი და ყურში ალერსიანი ხმით:

– ძმაკაც, შენ ეხლა ეგ დანა კი არა ვაზელინი გჭირდება, ვაზელინი....

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Jan 27 2014, 17:52

ოთხშაბათს გადავაწევინოთ ჩაწერა, ხუთშაბათს გარემოში ვართ მე და ნუკრა

პოსტის ავტორი: პაატა. Jan 27 2014, 19:19

წავიდა მონადირე დათვზე სანადიროდ.ბევრი იარა და შემოხვდა დათვი,დაუმიზნა ესროლა და ააცილა.დათვმა დაიჭირა და შესთავაზა ან მოგკლავ ან მოგ..ნავო.მონადირემ სიკვდილს ის ჯობიაო და დათანხმდა.მოდის მონადირე და ტირის ეს რა დამემართაო,და ისურვა იქნებ კიდე მომეცეს შანსი რომ დათვი მოვკლაო,და რას ხედავს დათვი დგას მის წინ და ესროლა.ააცილა და დათვმა კიდე ერთხელ იხმ...რა.გაგიჟდა მონადირე ეს რა დამემართაო,იფიქრა დათვმა არ გამიბაზროსო და ინატრა ერთხელაც მომეცეს შანსი რომ ვესროლოო.ხოდა ესროლა და ააცილა კიდევ,დათვმა დაიჭირა და კითხა შენ სანადიროდ მოხვედი თუ სატ..ნაურადო.

პოსტის ავტორი: მარდი Jan 27 2014, 19:34

ნადირობისას ბუჩქებში რაღაც გაფაჩუნდა. მონადირემ ეგრევე ესროლა ორი ვაზნა,და ბუჩქებთან მყოფ მეგობარს გასძახა. ნახე აბა რა ცხოველი მოვკალი? პასპორტის მონაცემებს თუ დავუჯერებთ ჯუმბერი ქვია.

პოსტის ავტორი: ჩიკა Jan 27 2014, 20:37

წავლენ ჩუქჩა და ქართველი მონადირე დათვზე სანადიროდ, დაინახავენ თეთრ დათვს ჩუქჩა გააბრაზებს დათვს, დათვიც გამეკიდება, გარბიან ჩუქჩა და ქართველი და მისდევს დათვი, ბოლოს ქართველმა იფიქრა თოფი მე მკიდია და რას გავურბივარ, შემოუტრიალდა ესროლა და მოკლა, ეს რა ჰქენი შე კაცო რატომ მოკალიო ეუბნება ჩუქჩა რა იყო რა მოხდაო ეკითხება ქართველი, რაღა რა მოხდა ეხლა შენ ათრევ ამას სახლამდეო?

პოსტის ავტორი: ნუკრიMax Jan 27 2014, 21:45

ნადირობენ ორნი, აუფრინდება ერთს ფეხიდან მწყერი, გააქანებს მეორე და შიგ ბალაყანაში დაადებს საფანტს.
გააქანებენ ექიმთან, მიაპაჩინკებენ-მოაპაჩინკებენ და გაწერისას ქირურგი ეუბნება პაციენტს:
-ეს ჩემი ძმის ნომერია და დაურეკეო.
-რატო ექიმო, ისიც ქირურგია?
-არა ის ფლეიტაზე უკრავს, უბრალოდ თითების მიჭერას გასწავლის, სახეზე რომ არ მიიფსაო.

მოსამართლე ეკითხება მონადირეს:
-რატო ესროლე თოფი შენს დაზარალებულს?
- ტახი მეგონა ბატონო მოსამართლევ...
- და როდის მიხვდი შენ შეცდომას?
- აი ტახმაც რომ მესროლა, მაშინ...

პოსტის ავტორი: ნუკრიMax Jan 27 2014, 21:55

დათვზე სანადიროდ წასულ ნავიჩოკებს ეგერი უტარებს ინსტრუქციას:
გამოვიდა დათვი, ესროლეთ ერთი აცდა, ესროლეთ მეორე აცდა..
- ვიხევთ უკან, ერთი ნაბიჯი მარჯვნივ, მეორე ნაბიჯი უკან, ერთი ნაბიჯი მარცხნივ, მეორე ნაბიჯი უკან!
- და ეგრე რატომ უფროსო?
- ძღნერში ფეხი რომ არ ჩადგათ, გაიგეეთ...

პოსტის ავტორი: ჩიკა Jan 27 2014, 23:13

მეგრელი ყვება წავედით ნეფხვზე სანადიროდ დევინახედ დიდი ნეფხვი ვეპარებით ვეპარებით ვეპარებით და ძლივს არ გავეპარეეთ

პოსტის ავტორი: ჩიკა Jan 27 2014, 23:19

კახელი მოინადირებს შველს და შემოიგდებს მხარზე მოდის თყეში , შეხვდება მეტყევე ეუბნება შენ არ იცი , რომ შვლის მონადირება აკრძალულია და კანონით ისჯება? კახელა ვაა ეს როდის შემომაფრინდაა?

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Jan 28 2014, 08:49

ჩაწერა ხვალ იქნება. იაქტიურეთ თორემ სხვა კლუბს ჩააწერინებენ!

პოსტის ავტორი: achiko-l Jan 28 2014, 09:15

მამა დათვი ასწავლის ბელებს,თუ როგორ უნდა შეჭამონ მონადირე.
რო დაინახავთ მონადირეს,სამჯერ შემოუვლით გარშემო,მერე ეცემით და შეჭამთო
ბელმა უთხრა შემოვლა რათ უნდა ეგრევე ვეცემით და შევჭამთო,
მაშინ ჭამეთ მძღნერიანი,თქვენი დედაც მო**ანო.

პოსტის ავტორი: Davitus Jan 28 2014, 14:21

ჭალიმგელა
სკეჩი უნდა დადგათ თუ რა მაფიაა ეს ანეგდოტები?

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Jan 28 2014, 17:06

ნიკა არაბიძის გადაცემა რომ არის იქ გვინდა. ეხლა მელაპარაკნენ 7-8 კაცი რომ იყოთ უკეთესიაო და 4 ანეგდოტი კაცზეო

თუ არ მოგროვდა ხალხი ღიაში გავიტან

პოსტის ავტორი: Davitus Jan 28 2014, 18:11

ჭალიმგელა

ფიშერ.ჯი რომ ჩაწერეს ეგეთ პონტში ალბათ




მე სხვა რამე მეგონა და გამისწორდა, ეს მაინცდამაინც ვერ ლავეს, მარა სულ არაფერს კი ჯობია newsmile05.gif

პოსტის ავტორი: Davitus Jan 28 2014, 18:42

ორი მონადირე საუბრობს.
პირველი: - მე ძაღლი არ მინდა, ზაზუნა მყავს და მელაზე ისე ვნადირობ.
მეორე: ეგ როგორ ?
პირველი: მიდიხარ მელიის სოროსთან, აიღებ ნახევარ ლიტრ არაყს და ზაზუნასთან ერთად შეტენი სოროში. დაელოდები, 15 წუთის შემდეგ როდესაც მოსაწევად გამოვლენ ....

* * *

ორი მონადირე საუბრობს.
პირველი: - გუშინ 5 ბატი მოვკალი.
მეორე: - გარეული ?
პირველი: - ბატი არ ვიცი მაგრამ პატრონი გარეულივით ღრიალებდა.

* * *

მონადირე დაბრუნდა სახლში და ნანადირები კურდღელი მოიტანა. ეს რა ქაღალდი აქვს კურდღელს ფეხზე, თან რაღაც აწერია 15.50 იკითხა ცოლმა როდესაც ფეხზე მიკრული ფასის იარლიკი შენიშნა ?
არ დაიბნა მონადირე და დაიღრიალა: რა დაკითხვას მიწყობ შე დედამმოტ**ულო, მოკლვის დრო დავაფიქსირე, დრო!

* * *

სამი მონადირე ცეცლხს შემოჯდომია, გურულმა: მე ძამა დათვი მყავს ჩემი ხელით გაგუდულიო- მაგას ხო ჩვენც ქე ვიზამთო, რაჭველმა: მე ქვეშენიჭირიმე, გაქცეული ფსიტი მყავს ცოცხლად დაჭერილიო - მაგას ხო ჩვენც ვიზამთო. მეგრელი ფიქრობს ახლა რამე ისეთი მოვიფიქროო: მკვდარი ზღვა ხომ გაგიგიათო? - კიო, ერთხმად მიუგეს, ხოდა ეგ ჩემი მოკლულია ჩქიმი დიდას გიფუჩუავო

* * *

კურდღელმა შენიშნა მონადირე და ბაჭიებს ეუბნება, აბა ბავშვებო აიფარეთ ყურებზე ხელი. ეხლა ეს ააცილებს და მერე ისეთი გინება დაიწყება.

* * *

მონადირე დათვის ბუნაგს მიადგა რომლიდანაც მძინარე დათვის მძიმე სუნთქვა ისმის. გადმოიღო თოფი და ბნელ ბუნაგში 2 გასროლა ბრმად მოახდინა, სიჩუმეში იგრძნო რომ რაღაცამ მხრებზე ტორები დააწყო და თავი ყურთან მოუტანა ახლოს, იგრძნო მისი ცხელი სუნთქვაც. თავი ოდნავ მოატრიალა და დაინახა რომ ეს მისი ძაღლია მაგრამ გვიანი იყო, შარვალი უკვე სავსე ქონდა.

პოსტის ავტორი: ნუკრიMax Jan 28 2014, 22:27

Davitus
კოპი ფეისტი?

newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ძამა Jan 28 2014, 22:39

დაწერის რა გითხრა და კაი ამბებს მოგიყვები თუ დაიმახსოვრებ

პოსტის ავტორი: Davitus Jan 28 2014, 22:50

ნუკრიMax

შენ რომ დასწერე ხო რას ამბობ, შენი გამოგონილია რა D.gif

პოსტის ავტორი: ნუკრიMax Jan 29 2014, 08:20

Davitus
იმიტომაც გიცანი.... D.gif

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Jan 31 2014, 22:50

აქ გადმოვიტანე. აბა ვინ არიან კიდევ მსურველები. ჩაწერა იქნება სამშაბათს

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Feb 3 2014, 13:43

ჩაწერა არის ხვალ. იაქტიურეთ ხალხნო თორემ შევრცხვებით

8-9 კაცი მაინხც უნდა იყოთ. ვინ მოდის ის მაინც გამაგებინეთ

პოსტის ავტორი: ჩელე Feb 3 2014, 14:10

საათი დასწერე ვეჟო. მე თუ მოვახერხე კი მოვალ, მაგრამ რა უნდა მოვყვე აზრზე არ ვარ....

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Feb 3 2014, 17:46

ორი არჩევანია. 1 საათზე შუა დღისით ან საღამოს სტუდიაში უნდა მივიდეთ. აირჩიეთ. პასუხზე მელოდება, ხალხი არ ხართ?

პოსტის ავტორი: giuli Feb 3 2014, 18:58

მეგრელი ყვება გუშინ სანადიროდ ვიყავი და ნეფხვი გამომეკიდა ამოვიღე და ვესროლე,კიდო ამოვიღე და კიდო ვესროლე,კიდო და კიდოო სად გქონდა ამდენი ტყვიებიო ტყვიები კი არადა შიშ
ისგან ჩავისვარე ვაგუნდავებდი და ვესროდიო.

სად მიგყავს სიმონ ეგ შენი სეტერიო ? სად და მესაათესთან ნადირობისას უკან მრჩებაო.

რაჭველს ჰკითხეს რაჟიკო დათვინასი არ გეშინიაო? ქვე რაის მეშინია ტყეში მე არ დავდივარ და სახინკლეში ის არ შემოვაო.

პოსტის ავტორი: assassin29 Feb 3 2014, 19:10

giuli
ბატონო გიული იქნებ ტქვენც მიიღოთ მონაწილეობა ყოველთვის სახაალისო ისტორიები და ანგედოტები გაქვთ ხოლმე newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Feb 3 2014, 19:14

giuli

იქნებ მოხვიდეთ ხვალ თქვენც

პოსტის ავტორი: bashiachuki Feb 3 2014, 20:39

მიხო რო წავა აფრიკაში ნოუსერებზე სანადიროდ ეგ იცით? მოკლეტ არი აფრიკაში მსოფლიო შეჯიბრი ნადირობაში ვინ უფრო მეტ ნადირ ფრინველს მოკლავს და წავა მიხო თან ზანგი არყავს მიხოს ნანახი და არც ნადირობის გაეგება დიდათ რამე მოკლედ ჩავა მიხო გავლენ სანადიროდ და წავა ნადირობა მოვა საღამო და დაიწყებემ ნანადირევის დათვლას, ერთი ამბობს 5 ნიანგი მოვკალი მეორე ამბობს 10 ანტილოპა მოვკალი. როგორც იქნა მოვიდა ბოლოს მიხოს ოჩერედი და ეკითხებიან რა ამოკალი და რამდენიო მიხო ეუბნება 40 ნოუსერი მოვკალიო, გაგიჟდებიან ამდენი არავის მოუკლავსო მარა ეს ნოუსერი რა არიო? რავი კაცოოო რაარი ბუჩქებში რო რამე გაფაჩუნდებოდა ინგლისურად ვეძახდი ესა და ეს ცხოველიხაარ? იქედან დამიძახებდა რაღაც შავი არსება მაიმუნის მსგავსი ნოუ სერ ავდგებოდი და ვკლავდიოოო. ასე შემოაკვდა მიხოს 40 ზანგიიი. რავქნა მე ვერ ვყვები ამ ანეგტოტებს კარგათ ბოდიშით

პოსტის ავტორი: ლეონ-ბლექი Feb 3 2014, 23:57

ციტატა(giuli @ 3rd February 2014 - 20:58) *
რაჭველს ჰკითხეს რაჟიკო დათვინასი არ გეშინიაო? ქვე რაის მეშინია ტყეში მე არ დავდივარ და სახინკლეში ის არ შემოვაო.

კარგი იყო. D.gif
ბატონო გიული..ნამდვილად უნდა წახვიდეთ. იქ თუ ვინმე უნდა იყოს..თქვენ აუცილებლად.

ისე 1 რჩევასავით დავწერდი დიდის მოწიწებით ყველასთან. უჩემოდაც კარგად იცით..მაგრამ მაინც..შეიძლება ვინმემ არ იცოდეს დაა..
უხამსი და წელსქვემოთ ანეგდოტები არ მოყვეთ. არ ევასება არც ნიკოლოზს და არც ხალხს. უბოროტო და სხარტ ანეგდოტებს მიაწექით. აი ამ სტილში..ბატონმა გიულიმ რომ დაწერა რაჭველებზე.

ხო..კიდე ერთიც.. მე მაქვს ძველი ჟურნალები "ოხოტა" მანდ.. ბოლოში არის რუბრიკა იუმორის. უამრავი ანეგდოტებია მონადირეებზე. თანი ისეთი ძველია და გადაშენებული.. ახლებში გავა. 50-იანი წლების ჟურნალებია და არამგონია ვინმეს ახსოვდეს ეგენი. D.gif

პოსტის ავტორი: ზახარა Feb 4 2014, 00:08

ხევსური დაპატიჟებს კახელს სანადიროთ დათვზე .
გავლენ სანადიროთ , შემოხვდებათ დათვი და ხევსური ესვრის და დაკოდავს(დაჭრის) დათვს
გამწარებული დათვიც მოტრიალდება და კახელის მხარეს გაიქცევა
კახელი რომ დაინახავს მისკენ გამოქცეულ დათვს , გაიქცევა უკან მოუხედავათ
ხევსური ყვრილს დაუწყებს : ნუ გეშინია კახელო დაკოდილ არს დაკოდილიოო
კახელიც გამოსძახებს გამწარებული : შე კეთილძაღლო დაკოდილი რაა მოსადღნავად ხომ არ მომდევსოო xexe.gif



მონადირე ისეთ უღრან ტყეში მოისაქმებს , განავალი გამოსძახებს თუ ძმა ხარ მარტო არ დამტოვოოო D.gif

პოსტის ავტორი: ლეონ-ბლექი Feb 4 2014, 00:15

ზახარა
აბა ეხლა შენ წელსქვემო ანეგდოტების მოყოლას თავი დაანებე.. newsmile035.gif newsmile035.gif

ციტატა(zaxara @ 4th February 2014 - 02:08) *
მონადირე ისეთ უღრან ტყეში მოისაქმებს , განავალი გამოსძახებს თუ ძმა ხარ მარტო არ დამტოვოოო

ეს ანეგდოტი მოუყა უკვე ერთმა ბავშვმა პირდაპის სცენიდან. თან ეგრე ზრდილობიანათ არ მოუყოლია და ისიც დაამატა დედამ მასწავლაო. D.gif

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Feb 4 2014, 00:52

მოკლედ ხვალ 1 საათზე პლატოს ბირჟაზე ვიკრიბებით. ყველა მოდით ვისაც გაგიხარდებათ

4-5 ანეგდოტით თითო

პოსტის ავტორი: giuli Feb 4 2014, 06:27

ბიჭებო დიდი მადლობა ნდობისათვის მაგრამ ვმუშაომ და არ მიხერხდება.ამ ამბავს შეიძლება ყველა ვერ მიხვდეს.მოსკოვში მონადირე ძაღლების საკავშირო გამოფენაზე ერთ ჩვენ მონადირეს ულამაზესი შავი პოინტერი ჰყავდა ჩაყვანილი.კეკლუცი რუსი ქალბატონი გადაუდგა და ეკითხება ''იზვინიტე ვაშა საბაკა ლეგავაია? კაკოი ლეგავი ნე ვიდეშ ჩისტოკროვნი პონიტერო''
ჭალიმგელ-კურიოზები და წარსულის გახსენებიდან ამოკრიფეთ თუ რამე მოგეწონებათ საავტორო უფლების მითვისებაში არ ჩაგითვლით.შუტკა.

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Feb 4 2014, 09:39

ლეონ-ბლექი
შენც მოდი, სა საბო სად არის, აღარ ჩანს

პოსტის ავტორი: საბო Feb 4 2014, 10:40

აქ ვარ, ვეცდები ყველანაირად სამსახურიდან გამოვძვრე და მოვიდე.

ჰო კიდო, ეკიპირება ჩაცმულები მოვიდეთ და შარვალ კასტუმით?

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Feb 4 2014, 10:46

ეკიპირებით და ვისაც ძაღლი ყავს ძაღლით

პოსტის ავტორი: საბო Feb 4 2014, 10:59

ციტატა(ჭალიმგელა @ Feb 4 2014, 11:46) *
ეკიპირებით და ვისაც ძაღლი ყავს ძაღლით


ეუჰჰჰჰჰჰ.............თუ მოვახერხე მოსვლა, ეკიპირება მე არ გამომივა სამსახურის გამო.
ვიქონიებ ოჩოს მაისურს და ჩავიცმევ ადგილზე გამოსაჩენად.

პოსტის ავტორი: ლეონ-ბლექი Feb 4 2014, 11:20

ციტატა(Chalimgela @ 4th February 2014 - 11:39) *
ლეონ-ბლექი
შენც მოდი,

სად მოვიდე ეხლა გავიღვიძე. ანუ პირველის ნახევარზე. თან მე არ ვარ ტელევიზორში გამოსაჩენი კაცი. D.gif

პოსტის ავტორი: ალთაზარ Feb 4 2014, 11:24

ლეონ-ბლექი
დაურეკე ჭალოს newsmile05.gif

სახლში ჯდომას ტელევიზორში ჯდომა არ ჯობია ? xexe.gif

პოსტის ავტორი: ლეონ-ბლექი Feb 4 2014, 11:31

ციტატა(AJLTA3AP @ 4th February 2014 - 13:24) *
დაურეკე ჭალოს

რა დავურეკო კაცო.. მთლიანად კონდახიანი ვარ. გუშინ გვიანობამდე ვიმუშავე. მერე ღამე ვერ ვიბანავე(წყალი არ ცხელდებოდა) და ეხლა იმეენა "პტიჩი გლაზ" ვიდზე ვარ. D.gif ხოდა ეხლა ჩემი ტელევიზორში გამოჩება იქნება?.. D.gif

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Feb 4 2014, 14:23

ჩავწერეთ. რა გამოვიდა არ ვიცი, მაგრამ მაინც მოვაკვარახჭინეთ. მადლობა ყველას ვინც მოვიდა.

რა მიკვირსიცით ხალხნო, ამხელა ფორუმიდან ანეგდოტის მოყოლას ვერავინ მოახერხებდა? თან კლუბელებსაც გაიცნობდით

პოსტის ავტორი: ლეონ-ბლექი Feb 4 2014, 18:04

ციტატა(Chalimgela @ 4th February 2014 - 16:23) *
მაგრამ მაინც მოვაკვარახჭინეთ.

აბა.. მგონი გამოგვივიდა რაღაც. მე პირვლად მოვხვდი კამერის წინ და ენა ჩამივარდა. D.gif მერე მგონი გადავლახე ბარიერი და ეხლა მეშინია არ გამიტკბეს. D.gif არც ისე საშინელება ყოფილა.

პოსტის ავტორი: assassin29 Feb 4 2014, 18:14

ლეონ-ბლექი
მიჩვევა იცის მაგან D.gif D.gif
ველოდებით ჩანაწერს newsmile05.gif

პოსტის ავტორი: კალვერა Feb 4 2014, 20:09

6 მარტს იქნებაო ასე გვითხრეს და რავიცი-რავიცი D.gif

პოსტის ავტორი: საბო Feb 4 2014, 22:14

ციტატა(ჭალიმგელა @ Feb 4 2014, 15:23) *
ჩავწერეთ. რა გამოვიდა არ ვიცი, მაგრამ მაინც მოვაკვარახჭინეთ. მადლობა ყველას ვინც მოვიდა.


ვერ გევიგე ვერაფერი. აბა ეს რა იყო კაცო ა?
ციტატა(ჭალიმგელა @ Feb 4 2014, 01:52) *
მოკლედ ხვალ 1 საათზე პლატოს ბირჟაზე ვიკრიბებით. ყველა მოდით ვისაც გაგიხარდებათ


მე ხვალისთვის ვიწეწავდი ფაჩარს და.....

პოსტის ავტორი: ალთაზარ Feb 4 2014, 23:01

საბო

ციტატა
01:52)

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)