თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ ა რ ქ ი ვ ი _ მეძებრების საველე გამოყვანა დათვალიერება

პოსტის ავტორი: GIGO Sep 11 2012, 00:50

15 და 16 სექტემბერს ''საქართველოს პოინტერ კლუბი'' აწყობს მეძებრების საველე გამოყვანა-დათვალიერებას FCI წესებით. ღონისძიების სტატუსი-არაოფიციალური.
გამოყვანა-დათვალერებაზე მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერი ასაკის მეძებარს.
FCI ფორმის საგვარეულოს ქონა სავალდებულო არ არის.
ბრიტანული და კონტინენტალური მეძებრების გამოყვანა-დათვალერება ტარდება ცალ-ცალკე.
თითოეულ დღეს გამოყვანა-დათვალერება ჩატარდება ფორმატით: 1-სოლო, 2-წყვილები.
ექსპონენტს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს ორივე დისციპლინაში სურვილისამებრ.
წინასწარი რეგისტრაცია სავალდებულო არაა. კენჭისყრა ჩატარდება ადგილზე.
გამოყვანა-დათვალერების ზუსტი ადგილი და დრო დადგინდება 14 სექტემბერს.

იმსაჯებს ბ-ნი ს.შაგინოვი.



საკონტაქტო პირი: გიორგი კუხალეიშვილი მობ. 5 93 60 30 40

პოსტის ავტორი: კალვერა Sep 11 2012, 02:06

კაია small3d018.gif ჯინოს გამოვიყვან,მართალია ავადმყოფობამ გაახდუნა vava.gif მაგრამ იმედია გაითვალისწინებენ newsmile05.gif

პოსტის ავტორი: Bonehill Sep 11 2012, 08:35

GIGO
რა აზრის მატარებელია გიო ასეთი გამოფენა-დათვალიერება ვერ ვხდები უბრალოდ,თან საინტერესოა სადაც ნებისმიერი ასაკის მეძებრები მიიღებენ მონაწილეობას

უპირველეს ყოვლისა მივესალმები თქვენს წამოწყებას small3d018.gif

პოსტის ავტორი: ბაბუ Sep 11 2012, 08:37

კაია ჯინოს გამოვიყვან,მართალია ავადმყოფობამ გაახდუნა მაგრამ იმედია გაითვალისწინებენ

იკა,გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად,დავაზუსტოთ რომ ტარდება საველე თვისებების შემოწმება და არა ექსტერიერული გამოყვანა-დათვალიერება.

გამოფენა არ ტარდება,ტარდება საველე შეჯიბრი!!!

პოსტის ავტორი: Bonehill Sep 11 2012, 09:24

ბაბუ ახლა კი გამარკვიე, მაგრამ გიგოს უწერია გამოყვანა დათვალიერებაო ! ეგრეც მეგონა

პოსტის ავტორი: AlekoN Sep 11 2012, 10:04

გიგოს გამორჩა და იმედია ჩაასწორებს - ტარდება საველე გამოყვანა-დათვალიერება.
ამ ღონისძიებას არანაირი ოფიციალური სტატუსი არ აქვს, უბრალოდ საცდელი ვარიანტია და ფილდტრაილების წესებისა და მიმდინარეობის გაცნობას ისახავს მიზნად.
ყველაფერი იმით დაიწყო, რომ კლუბის ძაღლების მონაწილეობით უნდა ჩაგვეტარებინა ანალოგიური დათვალიერება მინდორში, ახლა კი, უბრალოდ ფორმატი გაფართოვდა.

პოსტის ავტორი: ბაბუ Sep 11 2012, 10:08

ვესაუბრე გიგოს.
შევთავაზე,თუ მოხერხდება,იქნებ ექსტერიერული დათვალიერებაც მოაწყონ.
პასუხს გაგვაგებინებს.

პოსტის ავტორი: Bonehill Sep 11 2012, 10:18

ველით და ვუსურვებ იდეის ავტორებს წარმატებებს newsmile05.gif

პოსტის ავტორი: გიზოვიჩი Sep 11 2012, 11:08

სად ჩატარდება მეძებრების საველე გამოყვანა დავალიერება??????????

პოსტის ავტორი: iason Sep 11 2012, 12:15

დრო და ადგილი დადგინდებაო 14სექტემბერსო....წერია განცხადებაში......მივესალმები ! ძალიან კარგი!

პოსტის ავტორი: GIGO Sep 11 2012, 20:51

საველე გამოყვანა-დათვალიერება ჩატარდება სართიჭალა -კრასნაგორკის მიმდებარე ტერიტორიაზე.
დაიწყება 6.30 წუთზე.
გამოფენა არ ჩატარდება. იქნება მხოლოდ საველე გამოყვანა-დათვალიერება. სადაც თითოეულ მონაწილეს ექნება შესაძლებლობა გამოავლინოს თავისი უნარ თვისებები.
ამ ღონისძიებაზე ძირითადი აქცენტი იქნება ძაღლის ბუნებრივ თვისებებზე გამახვილებული და გეშვა გაწაფულობის ელემენტებს ნაკლებად მიექცევა ყურადღება(FCI -დერბის პრინციპით).
დანარჩენი მოთხოვნები იქნება ისეთივე როგორც FCI სანადირო ძებნის შეჯიბრის დროს.
შეფასების მისაღებად ძაღლს აუცილებლად უნდა ჰქონდეს დადებითი მუშაობა.
ძაღლი იხსნება შემდეგ შემთხვევებში (დისკვალიფიკაცია) :


1) თუ მისი გამოსვლა ვერ აკმაყოფილებს (სვლის, ძებნის ან მორჩილების მხრივ) მოცემული სახეობის შეჯიბრის მოთხოვნებს, ან არ დაიწყებს მუშაობას პირველივე წუთების განმავლობაში.
2) შორს წინ წასვლისას ან კონტაქტის დაკარგვისას, გამომყვანის არდამორჩი-ლების შემთხვევაში ანდაც უსისტემოდ ძებნისას.
3) განუწყვეტლად ყეფის შემთხვევაში.
4) თუ წყვილში შეჯიბრისას, აშკარად ხელს უშლის მეტოქეს კუდში დევნით ან ცრუ ნაბულებით.
5) თუ წყვილში შეჯიბრისას, თავისით არ ჩერდება, ნაბულზე მდგომი მეტოქის დანახვისას (არ სეკუნდირებს). მხოლოდ სანადირო შეჯიბრზეა ნებადართული ფრთხილი მითითება სეკუნდირების საჭიროებისას.
6) თუ ერთხელ მაინც, ნაბულის გარეშე, გამიზნულად ამოიყვანს ნაყნოს ფრინველს.
7) ორჯერ გაუმართლებლად, შეჯიბრის დებულებით გათვალისწინებული ფრინველის დაფრთხობის ან გამოტოვებისას.
8) სამჯერ სხვადასხვაგან, მყარი და თავდაჯერებული ცრუ ნაბულის გაკეთებისას.
9) გასროლის აშკარა შიშის გამო.


როგორც ავღნიშნე დაყენება გაწაფულობაის ელემენტებს ნაწილობრივ ექცევა ყურადღება.

მუშაობის შემთხვევაში სასტარტო პისტოლრტიდან გასროლა სავალდებულოა.

პოსტის ავტორი: Bonehill Sep 11 2012, 21:07

ოჰო ! ეს საინტრესოა რამდენი ძაღლი მოგროვდება ვინც დააკმაყოფილებს მოთხოვნილებებს newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Sep 11 2012, 22:22

ძაღლი იხსნება შემდეგ შემთხვევებში (დისკვალიფიკაცია) :
1) თუ მისი გამოსვლა ვერ აკმაყოფილებს (სვლის, ძებნის ან მორჩილების მხრივ) მოცემული სახეობის შეჯიბრის მოთხოვნებს, ან არ დაიწყებს მუშაობას პირველივე წუთების განმავლობაში.
2) შორს წინ წასვლისას ან კონტაქტის დაკარგვისას, გამომყვანის არდამორჩი-ლების შემთხვევაში ანდაც უსისტემოდ ძებნისას.
3) განუწყვეტლად ყეფის შემთხვევაში.
4) თუ წყვილში შეჯიბრისას, აშკარად ხელს უშლის მეტოქეს კუდში დევნით ან ცრუ ნაბულებით.
5) თუ წყვილში შეჯიბრისას, თავისით არ ჩერდება, ნაბულზე მდგომი მეტოქის დანახვისას (არ სეკუნდირებს). მხოლოდ სანადირო შეჯიბრზეა ნებადართული ფრთხილი მითითება სეკუნდირების საჭიროებისას.
6) თუ ერთხელ მაინც, ნაბულის გარეშე, გამიზნულად ამოიყვანს ნაყნოს ფრინველს.
7) ორჯერ გაუმართლებლად, შეჯიბრის დებულებით გათვალისწინებული ფრინველის დაფრთხობის ან გამოტოვებისას.
8) სამჯერ სხვადასხვაგან, მყარი და თავდაჯერებული ცრუ ნაბულის გაკეთებისას.
9) გასროლის აშკარა შიშის გამო.

პოსტის ავტორი: Bonehill Sep 12 2012, 08:20

ჩასვით ახლა ვიცხამ გიგოს პოსტში ეს ყველაფერი

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Sep 12 2012, 09:48

Bonehill
გიგო არ გამიბრაზდეს newsmile05.gif

GIGO
გადავიტანო შეცვლილი ფონტით?

პოსტის ავტორი: GIGO Sep 12 2012, 10:38

მადლობა გადმოქართულებისთვის.

პოსტის ავტორი: ბაბუ Sep 12 2012, 15:06

GIGO
საველე გამოყვანა-დათვალიერება ჩატარდება სართიჭალა -კრასნაგორკის მიმდებარე ტერიტორიაზე.
დაიწყება 6.30 წუთზე.


მიმდებარე ტერიტორია ძალიან დიდია,მსურველებს მოგნება გაუჭირდებათ.
დაახლოებით 5 .30 წუთზე სართიჭალის შესასვლელში,ჯვართან ხომ არ შევიკრიბოთ?

პოსტის ავტორი: GIGO Sep 12 2012, 23:00

კი მართალი ხარ.
მოკლეთ მსურველები ვიკრიბებით სართიჭალაში 15 სექტემბერს გამთენიისას 5.30 წუთზე ჯვართან.

პოსტის ავტორი: GALLOP Sep 14 2012, 14:09

ევროპული რამდენი ძაღლი გამოდის სავარაუდოდ??

პოსტის ავტორი: შადი შამოდი Sep 14 2012, 14:26

ე.ი. გაკიდებაზე არ ხსნით. ნაყნოსის უნაბულოდ ამოყვანასა და დაფრთხობას შორის მცირედი განსხვავება გამოკვეთილი ახლომიწევის შემთხვევაში ალბათ არსებობს, მაგრამ მე სხვა მაინტერესებს, ძაღლი თუ დადგა და პატრონის მისვლამდე გადაადგილდა, რა ხდება? თუ დადგა, გაყვა გაქცეულ ფრინველს, ხელმეორედ ვეღარ დადგა, ვერ მოასწრო და ამოუფრინდა - უნაბულოდ ამოყვანაა თუ დაფრთხობა? ანუ პირველივე შემთხვევაზე იხსნება?

პოსტის ავტორი: GIGO Sep 14 2012, 21:32

ევროპული 7-8 ძაღლი იქნება. ადგილობრივიც რამდენიმე.

ეს ღონისძიება კლასიკური გაგებით შეჯიბრი არ იქნება. მისი ძირითადი მიზანი არსებული ევროპული თუ ადგილობრივი ძაღლების ნახვა, წამყვანებისათვის შეჯიბრზე ქცევის, ძაღლის გამოყვანისა, FCI წესებით გამოცდის და სხვა თავისებურებების ახსნა იქნება.
გვქონდა შეხვედრები სადაც თეორიულად ვიხილავდით კველაფერს, ეხლა თითქმის ყველაფრის პრაკტიკაში ნახვის შესაძლებლობა იქნება.

თუ წამყვანის მისვლამდე გადაადგილდა და ფრინველი არ ამოიყვანა არაფერი არ ხდება. ხოლო თუ ესეთი გადაადგილებისას ფრინველი ამოუფრინდა, კი, ეგეთ შეცდომაზე პირველივეზე იხსნება.(უნაბულოდ ამოყვანაა)

3-4 კონტინენტალურსაც ველოდებით.

პოსტის ავტორი: GALLOP Sep 15 2012, 21:56

დღევანდელი დილის რეპორტს არავინ გააკეთებს? ფოტო, ვიდეო მასალა იქნებ მოგვაწოდოთ იმ ხალხს რომლებიც სამწუხაროდ ვერ დავესწარით..

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)