თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ ა რ ქ ი ვ ი _ უცებ უცებ დამაკვალიანეთ....

პოსტის ავტორი: Gio_J Sep 24 2012, 23:27

პირველ რიგში მოგესალმებით ყველას newsmile05.gif დიდი ხანია თვალს გადევნებთ და უბრალოდ არ ვპოსტავდი ........

კარგი ხალხი ხართ გაიხარეთ .......

ხალხოო მოკლედ ძალიან დიდი მოყვარული ვარ თევზაობის newsmile05.gif და არასდროს მინადირია newsmile05.gif
სულ მინდოდა დამეწყო + სეზონური ვარიანტია newsmile05.gif ზაფხულში თევზაობა დალშე ნადირობა .....
ძმაკაცმაც ამიყოლია და გადავწყვიტე ბოლოსდაბოლოს ......
მოკლედ ეხლა მინდა თოფის ყიდვა არჩევანი შევაჩერე 2 თოფზე .....
ან იჟ27 ან ტოზ34 გამოცდილების რჩევა მჭირდება ........ რომელი ვიყიდო რომელი უფრო კარგი ვარიანტია? რაც უყურე მემგონი ერთიდაიგივე მონაცემები აქვთ ....

პოსტის ავტორი: Davitus Sep 24 2012, 23:47

Gio_J

მოკლედ ჯერ ეს ერთი, კეთილი იყოს შენი პოსტი ამ ფოუმზე

მეორეც, როგორც შენ თქვი

ციტატა
დიდი ხანია თვალს გადევნებთ და უბრალოდ არ ვპოსტავდი .......
თუ ასეა მსგავს თემას იპოვიდი, იქ არის გარჩევები და ისევ თავიდან დაწყება ცოტა არ იყოს და მოსაბეზრებელი იქნება ყველასთვის

მესამეც
ციტატა
უცებ უცებ დამაკვალიანეთ...., დამწყები ვარ


უცებ უცებ გაკვალიანებთ, თუმაინცდამაინც მაგ ორიდან გინდა არჩევა იჯ27, თუარადა რამე თურქული მაგალითად ჰუგლუ 104

რატომ, რითი ჯობს და ა.შ. უამარვ თემებშია და შეგიძლია გადაიკითხო

წარმატებები

პოსტის ავტორი: ilariona Sep 25 2012, 02:42

Gio_J
თოფი უნდა მოირგო, ხარისხი კი თვალით შეამჩნიო.

ძნელია ასე გირჩიოს ვინმემ თუ რა თოფი იყიდო, ყველას თავისი აზრი გაუჩნდება, ზოგს ტოზი აქვს მორგებული და ზოგს კი იჟი. ჩემი აზრით, მხარზე უნდა მიიბჯინო ორივე და მერე მიიღო გადაწყვეტილება.

ისე დავითუსასი არ იყოს და ამ ორ მოდელს რატომ შეჩერებიხართ? უამრავი სხვა მოდელიც არსებობს და არა მარტო რუსული წარმოების.

აბა წარმატებები არჩევანში.

პოსტის ავტორი: კალვერა Sep 25 2012, 06:45

უცებ მაგ ორიდან იჟ27 newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ზახარა Sep 25 2012, 07:43

ტოზის პატრონი ვარ ბავშობიდან newsmile05.gif რომელსაც მოირგებ ის შეიძინე მაგრამ მაინც იჯ -27 გირჩევ newsmile05.gif

შეეცადე ძველი 88 - წლამდე გამოშვების აარჩიო კარგ მდგომარეობაში .

პოსტის ავტორი: Gio_J Sep 25 2012, 15:25

მოკლედ მინდა ნადირობის დაწყება რამე ნორმალური თოფით ასე 1000 ლარამდე ლულების ვერტიკალური განლაგებით newsmile05.gif
ჰუგლუზე საერთოდ წარმოდგენაც არ მქონდა თუმცა ძალიან მომეწონა ....... ეს უბრალოდ ჩემით გავედი ამ 2 თოფზე newsmile05.gif თუ უკეთესს მირჩევთ რამეს დიდი სიამოვნებით მოვისმენ.....


მადლობა ყველას .......

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Sep 25 2012, 15:28

Gio_J
ს თემა გადაიკითხე
http://ochopintre.ge/forum/index.php?showtopic=7397
ბოლომდე

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)