ძვირფასო მეგობრებო, მინდა სასიხარულო ამვბავი შეგატყობინოთ და გამოვაცხადო საყოველთაო მზადება წლევანდელი, რიგით მესამე ტურნირისთვის ფიდერით თევზჭერაში!
ტურნირის ორგანიზატორი: "საქართველოს ფიდერით სპორტული თევზჭერის ეროვნული ფედერაცია"
მხარდაჭერა: საქართველოს მეთევზეთა კლუბი Fisher.ge
ტურნირის სახელწოდება: "2013 წლის ზაფხულის გუნდურ–პირადი პირველობა ფიდერით თევზჭერაში"
ტურნირის ჩატარების თარიღი: 28 ივლისი
ტურნირის ჩატარების ადგილმდებარეობა: წალკის წყალსაცავი
ტურნირის სტატუსი: ღია სამოყვარულო შეჯიბრება ფიდერით თევზჭერაში
ტურნირის მიზანი: ფიდერით სპორტული თევზჭერის პოპულარიზაცია საქართველოში და ძლიერი სპორტსმენების გამოვლენა პროფესიონალური გუნდების ჩამოყალიბების მიზნით
შეჯიბრება სამოყვარულო ხასიათისაა, მაგრამ ჩატარდება სპორტულთან მაქსიმალურად მიახლოვებული წესებით. მონაწილეობა შეუძლია მიიღოს ნებისმიერმა ფიდერით დაინტერესებულმა პირმა.
ტურნირი ჩატარდება შემდეგი წესების დაცვით:
1. თევზაობა დაშვებულია მხოლოდ ფიდერის ანკესით, რომელიც აღჭურვილია კენკვის სიგნალიზატორით - ქვივერტიპით.
2. შეჯიბრზე თევზჭერის ადგილი დაიყოფა 3 ზონად. ყოველ ზონაში მოხვდება ყველა გუნდის თითო წევრი. ინდივიდუალური მონაწილეები კენჭისყრის შედეგად განაწილდებიან ზონებში დარჩენილ თავისუფალ ადგილებში. 3 საპრიზო ადგილი განაწილდება გუნდებს შორის. დაწესდება ასევე ერთი პრიზი საუკეთესო პირადი შედეგისთვის და ერთი პრიზი "BigFish".
3. თითო სექტორისთვის ზონაში გამოყოფილი იქნება სანაპირო ზოლის 10 მეტრი.
4. სექტორში დაიშვება მხოლოდ ერთი მეთევზე. უცხო პირების შესვლა სექტორში შეჯიბრის პერიოდში კატეგორიულად აკრძალულია (მსაჯების გარდა).
5. თევზაობა ნებადართულია მხოლოდ ერთი ანკესით. მეთევზეს აქვს უფლება ჰქონდეს ერთი სათადარიგო ანკესი აწყობილ მდგომარეობაში, რომელიც უნდა იყოს მოთავსებული სექტორის ფარგლებში.
6. დამატებითი აღჭურვილობის და საკვების შეტანა სექტორში ტურნირის მსვლელობის დროს კატეგორიულად აკრძალულია.
7. თევზჭერა ნებადართულია მხოლოდ ერთი ნემსკავით.
8. თევზჭერის დროს დასაშვებია ნებისმიერი ფიდერის ერთნემსკავიანი მონტაჟი, მათ შორის მეთოდ–ფიდერი და მისი ნაირსახეობები (ზამბარა, ფლეტი, ბანჯო და ა.შ.).
9. დასაკვებად დასაშვებია ნებისმიერი დამატებითი საკვები შეუზღუდავი რაოდენობით. დაკვება უნდა წარმოებდეს მხოლოდ საკვებურით, ხელით და შურდულით დაკვება აკრძალულია.
10. დასაშვებია ნებისმიერი სატყუარა, რომლის წამოცმაც შეიძლება ნემსკავზე. თმიანი მონტაჟი აკრძალულია.
11. დაჭერილი თევზის მოსათავსებლად ნებადართულია მხოლოდ რბილი მასალისგან დამზადებული შესანახი ბადეები. ლითონის ბადეები კატეგორიულად აკრძალულია.
12. აწონვის შემდეგ დაჭერილი თევზი უნდა დაუბრუნდეს მშობლიურ წყალსაცავს.
13. კატეგორიულად აკრძალულია ტურნირში მონაწილეობა არაფხიზელ მდგომარეობაში ან ალკოჰოლური სასმელების მოხმარება ტურნირის მსვლელობის დროს.
ზემოაღნიშნული წესების უხეში დარღვევის შემთხვევაში მსაჯთა კოლეგიას უფლება აქვს მოახდინოს მონაწილეს დისკვალიფიკაცია ტურნირიდან და ბათილად სცნოს მისი მონაწილეობის შედეგი
ეს განცხადება დაანონსდება ყველა სათევზაო ფორუმზე და ამ ფორუმების წევრები სიაში ჩაეწერებიან საკუთარ ფორუმებზე, მაგრამ მონაწილეთა მთლიანი სია გამოქვეყნდება საქართველოს მეთევზეთა კლუბის ფორუმზე, ამ გვერდზე.
შეჯიბრში მონაწილეობის მსურველმა სპორტსმენებმა უნდა შემოიტანონ სარეგისტრაციო მოსაკრებელი ______30_______ ლარი TBC ბანკში შემდეგ ანგარიშზე:
საქართველოს ფიდერით სპორტული თევზჭერის ეროვნული ფედერაცია
საბანკო კოდი: TBCBGE22
ანგარიში: GE32TB7601436080100003
[/b][/size]
თანხის შეტანის ბოლო ვადა 25 ივლისი.
მეგობრებო, გთხოვთ კარგად გაეცნოთ შეჯიბრების ჩატარების წესებს, სადაც ყველაფერი ზედმიწევნით არის გადმოცემული. მინდა ყურადღება მიაქციოთ იმ ფაქტს, რომ შეჯიბრებაზე პრიორიტეტულია გუნდური ასპარეზობა, რომელიც გაცილებით უფრო საინტერესოა და შედეგიანია სპორტსმენებისთვის, ვიდერე პირადი. ფედერაციის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში სტაბილური ფიდერის გუნდების ჩამოყალიბებას, რაც კარგი ეროვნული ნაკრების ჩამოყალიბების წინაპირობაა. შეჯიბრების სტრუქტურაც გუნდურ ასპარეზობაზე იქნება აგებული. ჩვენ უკვე გვყავს რამდენიმე კარგი ფიდერის გუნდი და მათ უკვე სერიოზული კონკურენცია აქვთ ერთამნეთში, რაც მხოლოდ მისასალმებელია. ასე რომ, ყველას ვურჩევ ჩამოაყალიბოს საკუთარი გუნდი. ყველას გისურვებთ წარმატებას, აბა დავიწყოთ მონაწილეების რეგისტრაცია!
მონაწილეთა საერთო სია:
1. თენგო ბინიაშვილი (dentist);
2. გიგა გაბრიაძე (GigaG);
3. მალხაზ მახარაშვილი (maxo06);
4. ზურაბ ჩაქალოვი (zukako5);
5. გიორგი გარაყანიძე (goxnari);
6.
გუნდები:
1. გუნდი "Smart Feeder" - გიგა გაბრიაძე (GigaG), მალხაზ მახარაშვილი (maxo06), ზურაბ ჩაქალოვი (zukako5);
2.
აბა დაიქოქა ლომებოოო.... წავიდა ოჩოდან გუნდები : )
1. lavriskheveli
28 აგვისტოს აქ არ ვარ, თორე დიდი სიამოვნებით მივიღებდი მონაწილეობას. მონაწილეებს ვუსურვებ წარმატებებს...
ჩელე
სად აქ?
რუსთავი 2-დან რომ გამოვიდეს გუნდი შეიძლება?
ilariona
სად და თბილისში და შესაბამისად ვერც წალკაში ვიქნები....
არ გვყავს ფიდერისტები??? გავაკეთოთ რა გუნდი....
1. lavriskheveli
gagrinski
ტურნირის სტატუსი: ღია სამოყვარულო.
ზნაჩეტ შეიძლება.
ჩელე
ხოოო, მაშინ თბილისში უნდა იყო.
თარიღი შეცდომითააა... 28 აგვისტოს ნაცვლად არის 28 ივლისი !!!!!!!
სად ხართ ?? რატო არ აქტიურობთ ?? მე როგორც ვიცი გვყაავს ფორუმზე ფიდერის მოუვარულები....
lavriskheveli
კი ვართ აქ, მაგრამ აი 28-ში სად ვიქნები ეგ არ ვიცი.
ამ დღეებში ჩამოვყალიბდები.
აბა სად არიან ჩუდა, დათკა და გოჩა-თითა?
lavriskheveli
გაგანია ნადირობის სეზონია მაგ დროს, თორემ ჩავეწერებოდი. ნადირობა იწყებააააა
ააა ივლისი? რომელია ბოლო ბოლო?
რამდენკაციანი გუნდი უნდა გამოვიდეს?
ივლისია... და 3 კაციანი უნდ. იყოს გუნდი.... ჰააა გავკეთდეთ რა სამი კაცი
lavriskheveli
მაიცა, შემოვიდეს ხალხი. წინაზე 3 გუნდი ვიყავით
მე, ილარონა, ნოსო, იგორი, პაატა71, გოჩა თითა, თაზო და მეტი აღარ მახსოვს.
მე სამწუხაროდ რაჭაში ვიქნები
მახსოვს მაშინ ოჩოს სასტავი კუმისზე : ) გოჩამ რო ხრამული დაიჭირა : )
lavriskheveli
კი 3.99 კილო
ყველაზე დიდი თევზი გადაგვარჩინა სირცხვილს მთელი ოჩო
ilariona
ხოარ გადაგიწყვეტია 28-ს ამბავი?? იქნებ 3 კაცი შევიკრათ რო გუნდი გავაკეთოთ....
გამარჯობათ მეგობრებო! აქ უკვე გაგიხურებიათ თემა მოკლედ ყველა მსურველს გელოდებით ტურნირზე. აბა ოჩოელებო თქვენ იცით!
სამწუხაროდ მე წინასწარ ვიცი რომ 28-ში კახეთში უნდა ვიყო, ასე რომ მე პას.
2 კაცი კიდე და ოჩოდან გუნდი გავიდა : )
სად ხართ ფიდერისტებოოოო ...... : ((((
lavriskheveli
ეჰ, მე ტურციაში ვიქნები მაგ პერიოდში
lavriskheveli
მე და დაჩი რაჭაში ვინებით, თორემ დიდი სიამოვნებით
გოჩაც არ ჩანს..... ალბათ მარტო მე გამოვალ..
lavriskheveli
ვნახოთ, შეიძლება მე წამოვიდე..... მაგრამ ბევრი არაფერი ვიცი..... ,,ნავიჩოკი,, ვარ ფიდერის ამბავში....
28-ში ბარსაში მივფრინავ, ერთი დღით ადრე ყოფილიყო
Don-G
იკრიბება ოჩოს გუნდი თუ არა?
მე გიბალეშჩიკებთ
ჩუდას დაუკავშირდით ვინმე რა
მეც მოვედი ))
ჩამწერეთ ტურნირში მოვდივარ )
ოჩოს სახელით ნებისმიერ გუნდში ვიქნები
CHUDA
1 კაცი და გავდივართ?
http://ochopintre.ge/forum/index.php?showuser=1096 შეეხმიანეთ ეგეც ფიდერისტია მგონი ...
ვინ დაგვარეგისტრირებს ტურნირზე??? გვარებს და გუნდებს ვინ გადააგზავნის?
ჩემი პაეზდკა გადაიდო, ხო და 28-ში ოჩოს ვასახელებ დიდი კარჩხანების ჭერაში
მოვდივარ
წარმატებებს გისურვებთ
მაგააარ! შეიკრა მემგონი გუნდი არა?
ისღა დაგვრჩენია წარმატებები გისურვოთ!
წარმატებებს გისურვებთ
აბა ვინ ვართ გუნდი?
lavriskheveli
ilariona
CHUDA
ჩელე 50/50
ესენი ხართ ჯერ
დეტალები აღარ გადმომაქვს, ამას გადახედეთ
http://fisher.ge/index.php?showtopic=1382&st=120&start=120
მეც გამოვალ, თუკი 2 კაცი გამოჩნდება მსურველი!
თაზო
პირადულში ჩაეწერე.
თაზო
კი შეგიძლია თუ მეორე გუნდი არ შეიკრა სამკაციანი
თაზო
მგონი მე მოვახერხებ წამოსვლას, ასე რომ 1 კაცი გვაკლია და....
ხალხნო მანქანა გყავთ ვინმეს რომ წავიდეთ?
დაგვემატეთ ერთი კაცი კაცოოოო თორე დავრჩით ეგრე მე და თაზო.....
ვინმემ ფიშერზე იცის რომ ვმონაწილეობთ, ჩვენი სახელები არის გადაგზავნილი??
CHUDA
მანქანა მყავს, ნო პრობლემ
აი ფიშერზე ვართ თუ არა არ ვიცი.
გადახდის ბოლო ვადა როდის არის?
ხვალ არის გადახდის ბოლო ვადა... ფიშერზე რამდენადაც ვიცი ჭალომ დაწერა ჩვენი სია....
ჰა მეორე გუნდი რომელია ჩამოწერეთ და მივცემ თენგოს სიას
ჭალიმგელა
მე და თაზო ვართ და მესამე გვაკლია აშკარად...
ჩამწერეთ მესამე.
თაზო
ჩელე
general
მე გადავიხადე!!!
ფიდერასტობის არაფერი გამეგება და ისე რომ წამოვიდე შეიძლება?
მენატრება სადმე გასვლა.....
general
თაზო
ვეჟნო, გუნდს რა დავარქვათ??
ხო ფულის გადახდის ბოლო ვადა დღეს არის და არ დაგავიწყდეთ...
ჩელე
ოჩოლენტანო
ლავრისხეველის სახელი და გვარი მომწერეთ, სია უნდა გადავუგზავნო ტენგოს და ჯგუფის სახელები
ჩუდა,
ლავრისხეველი
ილარიონა
ამ გუნდს დავარქვათ ,,ჩუდესა"
ჭალიმგელა
ლავრისხეველის სახელი და გვარი ნაღდად არ ვიცი.
გადახდის ბოლო ვადა დღესაა, მე ახლა გადავრციხავ.
ილარიონჩიკ, ჩემიც გადარიცხე და ოფისში ქეშად გაახლებ. გუნდის სახელს კიდენა მოვიფიქრებთ რამეს.
თაზო
ვეჟოოო, მოიფიქრე რამე რა დავარქვათ ჩვენს გუნდს.
ისე ეხლა გადავხედე ფიშერზე და შეიძლება გადადება მოგვიწიოსო და ამ ფულებს რომ გადავრიცხავთ და ვერ გამოვიდეთ და დიდი შანსია რომ ვერ გამოვიდეთ იმიტომ რომ 3-ში ჩვენი ერთობლივი თევზავია დაგეგმილი მერე რა იქნება ნეტა?
ჭალიმგელა
ჭალო, ჩემი, გიორგასი და თაზოს თანხა ახლა გადავრიცხე.
დაწერე რა ფიშერზე, შენ დარეგისტრირებული ხარ მანდ.
ჩელემაც გადარიცხა და ჩუდამაც.
ლავრისხეველი დარჩა გასარკვევი. რაღად დაგვეკარგა ეგ კაცი.
გადავეცი სია.
გუნდებს ქვია ოჩოპინტრე 1 და ოჩოპინტრე 2
ოჩოპინტრე 1
1. ილია ბერძენიშვილი
2. თამაზ ჩომახაშვილი
3. გიორგი ნინოშვილი
ოჩოპინტრე 2
1. სანდრო ჯანგირაშვილი
2. ლევან ბაქრაძე
3. ლავრისხეველი (ხუტაშვილი)
ჭალიმგელა
თაზო
გენერალი
ჩელე
გუნდს ჰქვია- ძოგე...... ეხლა იკითხავთ ძოგე რაღატოო და იმიტომ რომ არავინ არაფერი მოიფიქრა და მე კიდევ ეგ მომივიდა თავში აზრად.... თან ოჩოპინტრეს ძმაკაცია ძოგე....
ყოველიშემთხვევისთვის გადახედეთ ვიდეოს, ფიდერის მონტაჟებზეა.
შეჯიბრის წესები არ გადამიკითხავს და არვიცი რომელიმე მონტაჟი იკრძალება თუ არა, მაგრამ ამ ვიდეოში ხსენებული მონტაჟებიდან რომელიმე იქნება დაშვებული, ასერომ ვინც არ ხართ ექსპერტები ფიდერის, გადახედეთ..
ბიჭებო იქნებ გავარკვიოთ გადაიდება თუ არა ტურნირი, მაგრად მინდა თებზაობა! გატეხავს თუ გადადეს!
ბიჭებო, მე როგორც წავიკითხე, ყველანაირი მონტაჟია დაშვებული, სიმეტრიული, არასიმეტრიული, გარდნერიც და დაჟე მეთოდ ფიდერიც
CHUDA
ხო შეზღუდვა არ არის
general
გორისკენ კარგია მინდვრებია მანდ და ბარემ გადახედავ
general
ძოგე ბლექის სპანიელს ქვია მოფერებით
ძოგეს "ძობლა" ჯობია
ზახარა
ძოგეეე.... და არანაირი ძობლა....
Don-G
ეს რა ვიძიუ დააგდე ვეჟო, ვიძიუ გარინდულია და ხმა ისმის.....
კაცო რაღაც კითხვები მაქვს,. იქ დარეგისტრირების მოთხოვნა გავგზავნე, ჩამი-ჩუმი არ ისმის. აქეთ არ იხედებიან და ნეტა ვის უნდა ვკითხო ეგ ამბავი რაც მე მაინტერესებს?
იქ რაღაც ნადარბაზევზე მიდის საუბარი ინტენსიურად.
ეს ორგანიზატორებიც სდუმნან, არაფერს იძახიან
ხო და უნდა დაველოდოთ მოვლენების განვითარებას.
ჩელე
ჭალოს ან ტამპიკოს, ეგენი არიან ყველგან დარეგისტრირებულები
ilariona
მეგობრებო, დიდი ჯაბაასის შემდეგ ფედერაციის გამგეობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ფიდერის ზაფხულის ტურნირი ჩატარდეს ნადარბაზევის ტბაზე. ჩვენ ვერ გავრისკავთ მეთევზეების უსაფრთხოებით და ვერ ჩავატარებთ ტურნირს ჭექაქუხილის პირობებში. ძალიან ძნელია 55 ადამიანის გამუდმებული გამოყვანა და შეყვანა სექტორებში ყოველი მეხის გავარდნის შემდეგ. მე კარგად ვიცი რას ნიშნავს წალკაში წვიმა ჭექაქუხილით - უძლიერესი ქარი და თქეში წვიმა. თევზაობა ამ დროს შეუძლებელია. თან თევზის არ მოდია ამ დროს.
არც ნადარბაზევის ტბაზეა კარგი ამინდი, ძლიერ წვიმას მიუთითებს პროგნოზი, მაგარამ ქარი საერთოს არ არის და რაც მთავარია, არ არის მითითებული ჭექაქუხილი. თან გამოცდილმა ხალხმა უკვე დაგვიდასტურა, რომ თევზი მაგ ტბაზე წვიმაშიც კარგად მოდის. ასე რომ, ტურნირი ჩაივლის ექსტრემალურ პირობებში, რაც ნაკლებად კომფორტულ, მაგრამ უფრო დაძაბულ აზარტულ თევზაობას გვპირდება. მოიმარაგეთ საწვიმრები, ჩექმები და შეუდგეთ ბრძოლას. ადმინისტრაციას დღეს კიდევ ველაპარაკე, გვაქვს დასტური.
ხვალ შუადღიდან ტურნირის საორგანიზაციო ჯგუფი გავალთ ტბაზე, შევარჩევთ სათანადო ნაპირს, მოვაწყობთ ზონებს და სექტორებს. გვექნება დიდი თხოვნა მეთევზეებთან - მასიურად ნუ მოადგებით ხვალ ტბას სათევზაოდ, ჩვენთვის საკმაოდ რთული ამოცანები გვაქვს ხვალ გადასაწყვეტი და ტბაზე ხვალ სულ ორი ყარაულია, ეგ ხალხი ჩვენ გვჭირდება მთელი დღით და ნუ შევქმნით ისეთ სიტუაციას, რომ ისინი მუდმივად მეთევზეების შეხვედრა-გაცილებით იყვნენ დაკავებულნი. ტბა ძალიან დიდი ზომისაა (60 ჰექტარი) და ფიზიკურად ეს ხასლხი ვერ შეძლებს ყველას დევნას. დიდი მადლობა გაგებისთვის. საღამოს ტბიდან რომ დავბრუნდებით, პირადად მე დავდებ დეტალურ რეპორტს თავისი სურათებით და ყველა დეტალის აღწერილობით.
ეს გადმოვიტანე ტურნირის ორგანიზატირებუდან, ნადაზბაზევში მივდივართ !!
ჩემთვის პირადად არა აქვს მნიშვნელობა სად ჩატარდება. მთავარია რომ ჩატარდება, მაგრამ კითხვები მაქვს და არც მარეგისტრირებენ ფიშერზე. ეს რა უბედურებაა მანდ დარეგისტრირება? ადრეც ეტყობა მაგიტომ არ დავრეგისტრირდი, რომ დამეზარა მაგდენი ლოდინი.....
ნადარბაზევი გადაწყდა ესეიგი ხომ. ტაზო რითი წავიდეთ შენით თუ ჩემით ?
general
ჯეპით....
ჩელე
ცხენი არ წავა ჩელიუს
general
ნწუ....
CHUDA
ნადარბაზევის ტერიტორია საკმაოდ დიდია, შეგიძლია რუკა დადო ზუსტად რა ადგილას ტარდება?
CHUDA
იქნებ ვინმემ ლინკი მსტყორცნოთ ფიშერიდან, ამ ტურნირის თემის.
თაზო
მანქანა პრობლემა არ არის, ჩემით წავიდეთ, გავაკეთესავით
http://fisher.ge/index.php?showtopic=1382&st=0&start=0
მაგრამ ახალს ვერაფერს გაიგებ....
გაიხარე ჩელიოს, თუ მთლად არაგაქვს მანქანის იმედი წამოვგორდები ჩემით, ნო პრობლემ!
ჩელე
გასაგებია. თუ ძალიან წვიმა არ იქნა და თუ გავჩითე ცოტა მაღალი მანქანა ვიდრე ჩემია შემოგიერთდებით მაყურებლის და გულშემატკივრის რანგში
თაზო
არა მთლად ვერ გავაკეთე, ზეთის ჩამატება დასჭირდა და ჩავამატე. პრობლემა არ აქვს.
კუთხა
ტურნირი 16:00-ზე მთავრდება და მაგ დროს მგონი რომ შემოგიშვებენ....
http://fisher.ge/index.php?showtopic=1382&st=240 ახლა დადეს, დილით 4:30 ვიკრიბებით ივერიასთან! ჩელე, მომიპიემე შენი ნომერი.
გორში წვიმს საკაიფოდ და მგონი რომ ნადარბაზევზეც არ იქნება კაი ამინდიი :(
გამარჯობათ ბიჭებო, როგორ ხართ, ამ წამს დავბრუნდი სოფლიდან და ერთი არასასიამოვნო ამბავი დამხვდა ... სანამ წავიდოდი ჩვენი ფორუმიდან მარტო მე ვიყავი მსურველი ტურნირზე მონაწილეობის ხოდა სოფლიდანაც რამოდენიმეჯერ გადავამოწმე და კიდევ არ იყო მსურველი, ხოდა რამოდენიმე დღის წინ დამირეკა ერთ ერთმა მონაწილემ რომელსაც გუინდის შექმნა უნდოდა და ერთი კაცი აკლდებოდა, ხოდა მთხოვა დამემატეო, რადგან აქ არ იყო მსურველი დავემატე იმათ, დღეს კიდე რო ჩამოვედი ვნახე რო იმის გუნდშიც ვარ და აქ ჩვენ სასტავშიც... რა ჯანდაბა ვქნა არ ვიცი .. ესეთ უხერხულ სიტუაციაში პირველად ვარ :(((
მდააა...
არც კი ვიცი რა გითხრა
მე ვის უნდა გავუარო არ მეტყვით?.... ჩუდა სად არის?
lavriskheveli
რა უნდა ქნა და თუ კარგად ითევზავებ ჩვენი გუნდის ზაჩოტში გამოუშვებ და თუ ცუდათ იმათ გუნდში
მეტი კარგი გამოსავალი რა გასწავლო აბა?
მოგესალმებით მეგობრებო. ცოტა ხნის წინ დავბრუნდით ნადარბაზევის ტბიდან. რამდენიმე საათი გავატარეთ ტბის დათვალიერებაში, გამოვკითხეთ ადგილობრივი პერსონალი და მეთევზეები ნაპირების თავისებურებების შესახებ და მოვნიშნეთ სამი სატურნირო ზონა. ორი ერთმანეთის გვერდით, ხოლო მესამე ტბის მოპირდაპირე მხარეს, საკმაოდ მოშორებით. ასეთი განაწილება განაპირობა იმ ფაქტმა, რომ ტბის ნაპირების უმეტესობა წვიმის დროს უკიდურესად ტალახდება, ახასიატებთ წყლის ნაკლები სიღრმე და როგორც გვითხრეს ადგილობრივმა მეთევზეებმა - ბევრი "ზაცეპებია". თუმცა ტევზის ნაკლებობა ამ ადგილებში არ შეინიშნება - მუხლებამდე წყალში მდომი ორი ყმაწვილი ტივტივით საკამოდ წარმატებულად თევზაობდა. გასაკვირი იყო ისიც, რომ მათ წითელი ჭიით დაჭერილი ყავდათ რამდენიმე თეთრი ამური.
რაც შეეხება სატურნირო ნაპირებს, იქაც ბევრი ხალხი იდგა, ყველა თევზაობდა ფსკერულით - ჩვეულებრივით, კოპტონით, ვნახეთ ასევე ცოტა ცივილური ჯგუფი, რომლებიც თევზაობდნენ მეთოდით. ყველა ყავდა თევზი დაჭერილი, უკმეყოფილი არ იყო არავინ. აშკარაა, რომ ტბა სავსეა თევზით.
ეხლა უშუალოდ თევზზე. განსაკუთრებით დიდი ეგზემპლარები არავის ყავდა დაჭერილი, ნადავლის უმეტესობას შეადგენს კარჩხანა და პატარა ზომის კობრი. ზოგჯერ გამოერევა საშუალო ზომის საზანი. ტივტივათი დაჭერილი ყავდათ თეთრი ამურები წითელ ჭიაზე. თევზი მოდის როგორც ჭითელ ჭიაზე, ისე სიმინდზე. სხვა სატყუარა არ შეგვიმჩნევია.
მოკლედ შთაბეჭდილება დადებითია, თევზსს არავინ აჭმევს, პრაქტიკულად თევზით მდიდარი ველური ტბაა.
ეს ფიშერიდან დავაკოპირე....
მგონი გვარდება სიტუაცია, თენგოს ველაპრაკე, თან გამოჩნდა ერთი კაცი რომელიც უგუნდოდააა ...
ხვალ დილას მეც მივდივარ ნადარბაზევის ტბაზე, ოღონდ არა შეჯიბრში მონაწილეობის მიზნით. დამპატიჟეს. მოკლედ იქ ვიქნები და გიგულშემატკივრებთ თავზაობასთან ერთად.
აბა წარმატებებს ვისურვებდი, მეტი რაღა დამრჩენია? წავედი წავუსლიფავ ცოტას მაინც....
თვალი ვერ მოვხუჭე ამის დედაც! დღეს ბლომად ყავა&რედბული დამჭირდება, ბლიად! სულ ეს მიდგას თვალწინ
წარმატებები ბიჭებო
ყველას წარმატებეს გისურვებთ, პირველი ადგილი მოგველოცოს
შედეგებს ველით, შედეგებს
სადაა ეს ხალი რომ არ ჩანს, წაგიღოთ წვიმამ თუ??????????????????
მე ძლივს გამოვასწარი, კინაღამ უკან ჩამრეცხა ტბაში.
შედეგის დამწერიც არ დარჩა ნეტავ?
და იყო საერთოდ შედეგი?
პირადად მე 9დან 1 საათამდე 6 კგ, საშუალოდ 300-500გრიანი კარჩხანა და 5ც 700-800 გრ-იანი საზანი(ეს უკანასკნელნი დავუბრუნე საბუდარს).
ესშედეგი არა საშეჯიბრო იყო, ვინაიდან არ ვღებულობდი მონაწილეობას.
1 "Soft Sweeps" თენგო ბინიაშვილი (dentist), გია ჩიტაიშვილი (kalojero74), გიგა ბაინდურაშვილი (giga-bai);
2 ,,ფიდერის სპეცები" მირიან ბეჟიტაძე (Mirian), იმედა ჩოხელი (Obexe), ნიკა ჩლაიძე (Nika) (+)
3 FF (FishFinders) არტურ ვართარეზოვი (artnightman), ლაშა დარჩიაშვილი (DARCHO), დიმიტრი ჯარიაშვილი (fff);
ეს გუნდური და პირადი ჩათვლაში დიმიტრი ჯარიაშვილმა გაიმარჯვა 10,რაღაც კგ
ჩამოვაღწიეთ როგორც იქნა:
დებედიდან 3:30 წუთზე წამუსული მე და ილარიონა (ღამე საათი საათ ნახევარი გვეძინა ნუ მე ცოტა მეტი ) შავიკრიბეთ ჯერ მთაწმინდზე სადაც შევხვდით თაზოს და ჩელეს და გადავინაცვლეთ ივერია ბლუსთან, ლავრისხეველი და ჩუდა იქ გველოდებოდნენ. საიდანაც ნელ ნელა დავიძარით ვინც ტბის ადგილმდებარეობა იცოდა. გზაზე რათქმაუნდა სმარტში შევიარეთ და ცხელი ყოვეც მივეჩით ჯანში (ნეტა ნადარბაზევში გვქონოდა ). 30-40 წუთში ვიყავით ადგილზე, აი აქ დაიწყოოო. რა თქმა უნდა შედგა კენჭისყრა სადაც სამი სექტორი იყო თითო სექტორში ორ-ორი კაცი ვიყავით ოჩოდან მე და ილარიონას მესამე სექტორი და 46-50 ნომრები შეგვხვდა ადგილზე რომ მივედით ილოს შექტორში ისეთი ამბავი იყო ტიტუ ტიტუ, ადგილი სადაც უნდა დამდაგარიყო საცალფეხო ბილიკივით იყო და მის უკან ისეთი "ლუჟაიკა" იდგა მეორე თევზსაშენს გააკეთებდა კაცი, ისა ხო, ჩემი სექტორი საერთოდ არ არსებობდა. (ტალახი და რა ტალახი, მედა ილოს ჩექმები დაგვრჩა არ წამაგვიღია )მარა რაცხა მოვახერხეთ და დაიწყო თევზაობა. ანკესები კარგად აწყობილიც არ გვქონდა როცა წუმაც დაიცყო და ნიავიც წამოვიდა, თევზიც მოძრაობდა და პირველმა ამურმაც არ დაახანა, თითქოს თევზი მოდიოდა მუღამიც მაგარი მარა რად გინდა რო დაუშვა და ქარაშოტი ამოვარდა იგეთი რომა ძვალში და რბილში ატანდა. პირველისკენ შევძვერით მანქანაში, ერთი ორჯერ ვცადეთ გადმოსვლა მარა მივხვდით რომ არ ღირდა. გაგვეღვიძა: უკვე დაჭერილის აწონვა მიდიოდა. ოჩოპინტრე1: გენერალ 3.460, თაზო6.00, ჩელე (ნიკოოოო დაიჭირე რამე .. ) ოჩოპინტრე 2: ჩუდა 3.680, ილარიონა 1.350, ლავრისხეველი 1.500 კგ. შედგა დაჯილდოვება ოცოპინტრე პრიზის გარეშეა. მაგრამ მოიცა, ნიკოოო დაიჭირე რამე ?...ნომინაცია წამახალისებელი პრიზი, ბატონი ჩელე გახდა საწვიმარის მფლობელი (დაჭერილი თევზის წონა არ სახელდება ) მონაცილეებმა მივიღეთ სიგელები, ზოგმა ორი როგორც იქნა დავიძარით და მცხეთის სალობიეს დავადგით თვალი შესვლის თანავე ხალხი უცნაურად გვიყურებდა (აბა რა იქნებოდა ყურებამდე ტალახში ვიყავით ამოსვრილები) მარა ეგ აფერი, ისე გვშიოდა მაგას ვინ დაეძებდა.ტურნირზე რჩევა მოგვცეს აქედან რომ წახვალთ ტერაფლუ დალიეთ ყველამო, მარა ჩვენ ჩვენი ექიმი გვყავდა და სხვა შაშუალება გვირჩია რომელიც დავიჯერეთ რა თქმა უნდა და განვახორციელეთ კიდეც.
თქვენი მონა მორჩილი: generali
[b
საბო
ჯიმა შენ როის მოხვედი მე რათ ვერა გნახე რათა
general
მეეერეეე? შენ ხარ ჩემი ბააატონი .......მეეერეეე?
კარგია რომ დასწერე მარიაა სურათები მაინც თუ გედეიღეთ?
ალთაზარ
ცოტა ხანი მოითმინეთ და დავსდებ რეპორტის სახით ადგილს და რაღაც რაღაცეებს.
სახლში 21:30 მოვედი გუშინ და 22:00 ნაბანავებს მეძინა უკვე ისეთი დაბრედილი ვიყავი, რომ 11 საათი ისე მეძინა არაფერი არ გამიგია.
თუნდაც 10 კაცს ურეკია ღამე
ალთაზარ
ჩვენ მესურათე არ გვყავდა, ისენი იღებდნენ და იმედია გადმოგვიგზავნიან.
general
მდააა. საღოლ კარგი რეპორტია სურათებიც დაემატება ეხლა ამას და კამფეტ
თქვენ მაგაზე გული არ გაიტხოთ.მთავარია იყავით ,ითევზავეთ და იმკურნალეთ
დაჭერილ თევზს რა ბედი ეწია?
გაუშვეს
ეს სურათები ფიშერ.გე-დან
https://www.facebook.com/media/set/?set=a.159551637568340.1073741839.124460931077411&type=1
უფფ რა იყო ეს, ძლივს გავცოცხლდი დღეს ყველაფერი მტკივა... გუშინ ისე შემცივდა ეხლაც მცივა.... რაც შეეხება შედეგებს ერთი საპრიზო ადგილი შეგვხვდა და ყველაზე მეტი სიგელი : )
ეგაც კარგია, ჩვენი დროც მოვა გული არ გაიტეხოთ
საქართველოს ჩემპიონატს ვიგებთ. : ) ... კარგად მოვემზადოთ.
დავიწყოთ აბა.
გიორგამ კი დაწერა, რომ დებედაზე ვიყავით სათევზაოთ და იქედან დავიძარით პირდაპირ შეკრების ადგილისაკენ, გზაში რაღაცეებსაც ვგეგმავდით კიდეც, ძალზედ დიდი ენთუზიაზმით მივუდექით საქმეს.
ნუ ერთი სიტყვით ჩავედით ნადარბაზევის ტბაზე, გადავხედეთ საერთო სიტუაციას და მართლაც კარგი სათევზაო ადგილი ჩანდა,
როგორც ორგანიზატორებმა აგვიხსნენ სულ იყო სამი ზონა, თითო ზონაში უნდა განაწილებულიყო გუნდიდან ერთი კაცი, ვინაიდან ოჩოპინტრედან ორი გუნდი იყო გამოსული თითო ზონაში ორი კაცი გვყვავდა.
მეორე ზონა იყო შეკრების ადგილი, სადაც მშვენიერი ნაპირი იყო, ზოგ ადგილებში მოხრეშულიც კი,
გვერძე იყო პირველი ზონა, რომელიც ბალახიანი ნაპირით გამოირჩეოდა და მესამე ზონა კი იყო მეორე ზონის მოპირდაპირე მხარეს, ნაპირი არ ჩანდა, ვინაიდან საკმაოდ შორს იყო.
ორგანიზატორებმა თქვეს, რომ მესამე ზონაში უნდა წასულიყვნენ ის ხალხი, ვისაც ორ ხიდიანი მანქანები ჰყავს, ვინაიდან მისასვლელი საკმაოდ ტალახიანი გზა იყო.
გადავწყვიტეთ, რომ მე და გენერალი გადავსულიყავით ჩემი ლენდით მეორე მხარეს, ანუ მესამე ზონაში. გუნდი ოჩოპინტრე-1 დან მე და ოჩოპინტრე-2 დან გენერალი.
პირველ ზონაში იდგნენ ოჩოპინტრე-1დან ჩუდა და ოჩოპინტრე-2დან თაზო.
მეორე ზონაში იდგნენ ოჩოპინტრე-1დან ლავრისხეველი და ოჩოპინტრე-2დან ჩელე.
დაიწყო კენჭისყრა, გაირა ყველამ რეგისტრაცია და დაიწყო მესამე ზონის კენჭისყრა, მივედით მე და გენერალი კენჭისყრაზე და ჩვენი ნომრები არ ეყარა პარკში, ჩვენ წინ ჩაყარეს ორი ნომერი და ამოიღეთო
ცოტა გამიკვირდა, რაღა კენჭისყრაა თუ ორ ნომერს ყრიან პარკში და ამოიღეთო გვავალებენ იდეაში მოეცათ ეგ ორი ნომერი და მე და გენერალი გავიყოფდით რამენაირად
ნუ მე შემხვდა 46 და გიოს 50.
წავედით, მართლაც პატარა და გემრიელი ოფროუდი მოვაწყვეთ გზაზე და მივედით ადგილამდე.
უბედურებია ისაა, რომ გენერლისთვის ქოლგა გვქონდა წამოღებული და ჩემთვლის ფანჩატური გასაშლელი საკაიფო რანცხა, რომელიც ზომაში 3-4.5 მეტრი იყო.
ნუ ვიდეო ვინც ნახეთ მიხვდით, რომ მე ჩემს ფანჩატურს ვერ გავშლიდი ვერანაირად ამასობაში აღმოვაჩინე, რომ ვალინკებიც არ მქონდა წაღებული თან. არ გენერალს
გავიხედეთ და გენერლის ზონა საერთოდ არ არსებობდა (აქ სმაილიკსაც აღარ დავურთავ). 49-ე ზონა იყო ბოლო. დალშე თავში ქვა გიხლიათ იყო, მაგრამ გენერალი მაინც დაჯდა 50-ე ზონაში, როგორ და რანაირად მან თქვას.
რა გაეწყობოდა, აღარ გავშალე არაფერი, ვიფიქრე 8 საათი კაცი კარცერში ძლებს და მეც რამენაირად გავძლებ მეთქი.
ავიღე პატარა სკამი, ანკესი, (როდ პოდიც შემეცოდა მანდ გასაშლელად) რაღაც მაიმუნობა ჩასარჭობი და დავიწყე თევზაობა.
მინდა აღვნიშნო, რომ ვიდეოში არა სწორად ვთქვი ეს ჩემი ზონაა მეთქი, მაგ ზონაში ორი კაცი ვყოფილვართ, ვიყოფდით ნახევარკუნძულს
იმასაც აღვნიშნავ, რომ ჩემს გვერძე მყოფი გახდა N1 ჩემპიონი, საერთო ჯამში 10კგ გრამებით დაიჭირა, არც მას ჰქონდა ქოლგა, როგოც მე, მაგრამ მას ბათინკები ეცვა ჩემგან განსხვავებით და კეტებით არ იყო წამოსული
თავიდან სიმინდზე ვცადე თევზაობა, მაგრამ არ ეკარებოდა, თან ცოტა დიდი ნემსკავიც მეყენა, ფიდერზე წვეტი კი ჰევი. 70 გრამიან საკვებურზე დამატებული სადღაც 30 გრამი საკვები მქონდა, 100 გრამს მაინც ვისვრიდი, თავიდან რთული იყო სროლა, ვინაიდან სულ სველი ვიყავი, ხელს ვერ ვიმშრალებდი და ძუა ხელიდან მისხლტებოდა, რამოდენიმე სროლა საშინელი მქონდა, 20 მეტრში ვარდებოდა.
დავითრიე მანქანიდან ნაჭერი, ჩავიკუჭე ჯიბეში და სროლის წინ ვამშრალებდი ანკესს, ძუასა და მარჯვენა ხელს
შედეგი გამოსწორდა და სროლის მანძილი სადღაც 50 მეტრის ფარგლებში იყო.
მაინც რაღაც ნიტო იყო, ჩემს გვერდით ,,მოცურავე'' მეთევზე უკვე მესამე თევზს მოათრევდა ნაპირისკენ, გენერალს ამურჩიკი ყავდა კარგი ზომის დაჭერილი და მე ისევ ისე ვიჯექი.
ავდექი და გადავაწყვე ანკესი, დავაყენე 50 გრამიანი საკვებური, მედიუმ ცხვირი და 8 ნომერი ნემსკავი. სატყუარა შევცვალე სიმინდიდან წითელ ნაკელის ჭიაზე.
ვტყორცნე წლისკენ და 2 წუთსი პირველი საზანჩიკიც ამოვიყვანე, სადღაც 300 გრამი იქნებოდა, ერთ საათში 3 საზანი, 1 ამური და 2 კარჩხანა მყავდა დაჭერილი (შედეგი სულ ეს იყო)
დილის წვიმიდან გამოყოლებული სისველე ნელ-ნელა მტეხავდა ტანში, თან ქარი უბერავდა, ფეხები სულ სველი და ტალახიანი, შარვალი სულ სველი, მაიკა სველი და რაც მთავარია ყველაფერი რაც მეცვა იყო გაზაფხულისთვის მორგებული თბილი ამინდისთვის.
დაცხო კიდევ ერთხელ წვიმამ, ნუ იდეაში რაღას დამასველებდა, ისედაც სულ სველი ვიყავი. მაინც ვთევზაობდი, ამ წვიმას მოყვა ძლიაერი ქარი, რომელიც სიცივეს ძვალსა და რბილში ატარებდა, მაგრამ მაინც ვთევზაობდი.
12 საათი იყო წითელი ჭია გამითავდა და წავედი ჩუდას მიმართულებით, რომ გამომერთმია წითელი ჭია, მივედი და თან ბიჭების შედეგი გავიგე, თაზოს 4 კარგი ზომის ამური ყავდა დაჭერილი, ჩუდას ერთი 2-3 კგ ყავდა დაჭერილი, შედეგები იყო, ჭია დავითრიე და ნელ-ნელა გათბა მანქანაში ფეჩისგან ძვლები, მომეწონა
მივედი უკან, ჩავუწიე ფანჯარას და სიცივე, რომ შემოვარდა ძალიან არ მომეწონა
ვერაფრით ვერღარ გადმოვდგი ფეხი მანქანიდან.
ქარი მატულობდა, ცამ უფრო მოაღო პირი და სულ გადაირია ამინდი.
ასე ვიჯექი მანქანაში 4 საათამდე.
ხო მართლა, 1 საათზე გენერალმაც ვერ გაუძლო სიცივეს, ვინაიდან არც მას ჰქონდა ვალინკები და ზედა მოსასხამი, მაიკა და ერთი ჟაკეტი ეცვა, როცა ხალხი ფაქტიურად ზამთრის ზედებზე ზევიდან საწვიმურებით იყვნენ ჩამოსულები.
ხოდა ასე ვერ გავუძელით მე და გენერლამა გამყინვარებას და ქე წავაგეთ ტურნირი.
გენერლას 1 საათამდე 3.4კგ ყავდა დაჭერილი, თაზომ 6 კგ დაიჭირა, ჩუდამ 3.6კგ ლავრისხეველმა 1.8კგ, მე 1.2კგ და ჩელემ 0.560კგ.
ჯამში ჩემი მხრიდან ყველაფერს ჩემს ზონას დავაბრალებ მაინც, მე რომ ფანჩატურის გაშლის საშუალება მქონოდა, აშკარად არ დავსველდებოდი და ნორმალურადაც ვითევზავებდი, მაგრამ 8 საათიდან სულ 2 საათიც ვერ ვითევზავე, დანარჩენი გამშრალებასა და ტალახების მოცილებას მოვანდომე.
აბა მგონი სრულად მოვყევი ყველაფერი რაც მოხდა და ვინც წაიკითხავთ ამ მოთხრობას კი მიხვდებით რაც მოხდა
პს.
პრიზი მაინც გვერგო, რა პრიზი და როგორი, პრიზის მფლობემა მოზღაპროს
მე ჩემსას დავამატებ: კარგი ტურნირი იყო ახალი ადგილის სანახავად, მუხლის და ანკესების გასაშლელად, მეგობრების სანახავად. თევზაობაც კარგი გამოვიდა, ყველამ დაიჭირა თევზი, სხვადასხვა წონა, მაგრამ დაიჭირა! განსხვავებით კუმისისაგან კარგი სიტუაცია იყო,რადგან თუ მოინდომებდი დაიჭერდი კიდეც! 8 საათიდან დაახლოებით 11 საათამდე რამოდენიმე კარჩხანა და საზანჩიკი მქონდა დაჭერილი! რადგანაც ამურს იჭერდნენ ჩემი მეზობლები პო სექციი, გადავწყვიტე მესინჯა "ა ლია ლოპოტა", ანუ პურის ქერქი, რამაც მაგრად გაამართლა. 15-20 წუთი ლოდინი სჭირდებოდა, მაგრამ უეჭველი ამური "ჯდებოდა" ნემსკავზე! საკმაოდ კარგებიც! ამინდზე ისაუბრეს ბიჭებმა, საშინელება იყო... 3ჯერ ქოლგა კინაღამ წამართვა ქარმა, დავსველდი და გავიყინე სასტიკად, ამას დაურთეთ პლასტელინივით, თითქმის მუხლამდე ტალახი და... საერთო ჯამში მე კმაყოფილი დავრჩი ტურნირით და ჩემი რეზულტატით! ასეთ ექსტრემალურ პირობებში, უცნობ ტბაზე 6 კილო თევზი არ უნდა იყოდს ცუდი, მითუმეტეს ბოლო საათნახევარში, მაგარი წვიმის შემდეგ 2 ცალი ამური ამოვიყვანე მშობლიური სტიქიიდან და "კლოვი" მოკვდა! სათევზაო დროის 8 საათიდან ფაქტიურად 5 საათი გამოვიდა თებზაობა! სალობიემ გაასწორა მაგრად, გავითბეთ ბებერი და გაყინული ძვლები! ( ჩელე და ილო დაგვეჩაგრნენ ) და დაღლილები დავბრუნდით თბილისშა შინა! P.S ჩელიოს, ჩემი სერთიფიკატი და სათვალე დამიბრუნე რააა...
ilariona
მდაააა...
შენ და გენერალი გამძლეობაში...
რაც მოყევი ძმაო, ოსკარი გეკუთვნის, პირველი ადგილი კიარა
მოკლედ მეორედ ვწერ ამას რასაც ვწერ.... ბლიაძ.... ამიტომ არის 9 საქმეს არ უნდა აკეთებდეს კაცი.
გამგზავრება ჩამოსვლაზე უკვე დაწერეს.
როგორც იცით ამინდმა არ გაამართლა, მაგრამ მიუხედავად ამისა ვინც იცის ფიდერით თევზაობა იმან დაიჭირა. ვინც არა კი მოიგო საწვიმარი
რატომ ვერ დავიჭირე 570 გრამის მეტი. მიზეზები მარტივია.
1. ფიდერით თევზობა ჩემთვის ახალია. არ ვიცი ბევრი არაფერი.
2. მეყენა სქელი ძუა ( მეგონა მქონდა წვრილი ძუა და აღმოჩნდა რომ 0,38 იყო. შაბათს გვიან ვნახე და მაღაზიები დაკეტილი იყო. ავდექი და ჩავახვია ეს ძუა) რომ ავაწყვე ანკესი დავაყენე 50 გრამიანი საკვებური. მესამე სროლისას ამებურდა. გამოვხსენი და ვისროლე თავიდან მაგრამ ამჯერად უკვე ჩამიწყდა. დავაყენე მეორე 50 გრამიანი საკვებური. ისიც ამებურდა და ჩამიწყდა. დავაყენე 60 გრამიანი. ისიც ჩამიწყდა და კინაღამ ანკესიც ვიმსხვერპლე. ავდექი და დავაყენე 30 გრამიანი. ამ საკვებურით დავიჭირე ეგ თევზი ისე რომ არ ამბურდვია და არც ჩამწყვეტია. ამ ყველაფერს ერთვოდა ძლიერი ქარი. ისეთი რომ ვეღარ ვგრძნობდი როდის ურტყამდა თევზი და გამოუცდელისთვის რთულია ორმაგად. ასევე მერე უკვე წვიმა, რომელმაც ყველას დაგვანებებინა თავი თევზაობას.
3. მეასმე მიზეზი კი არის წინა ორი მიზეზი ერთად.
სამაგიეროდ დამაჯილდოვეს საწვიმარით
რაც შეეხება ტბას: კარგი ტბაა აშკარად. თევზი არის. ახლოა რაც მთავარია და ბოლო-ბოლო რამდენი უნდა წამოიღო ეგ თევზი რომ ძვირი დაგიჯდეს. მთავარი ის არის, რომ ისიამოვნებ დიდად. საერთოდ რომ არ წამოიღო თევზი, მგონი ის სიამოვნება რაც თან ახლავს თევზაობას და თან ისეთ თევზაობას სადაც იჭერ თევზს, ნამდვილად გადაწონის თევზის წამოღების სურვილს. კარგ ამინდში კარგი იქნება.
რაც შეეხება თვითონ ტურნირს:
პირველ რიგში ვულოცავ ყველა გამარჯვებულს.
მეორე რიგში დიდი მადლობა ორგანიზატორებს იმისთვის, რომ მოგვცა საშუალება ეს ტბა გაგვეცნო. მართალია რაღაც ლაფსუსები იყო, მაგრამ შეუმცდარი არავინ არის. ყოველთვის ხდება გაუთვალისწინებელი რაღაც, რაც ვიღაცას არ მოეწონება, მაგრამ იმედი მაქვს შემდეგ ტურნირზე გამოსწორდება ყველაფერი. თუ არ გააკეთე რაღაც, ვერ ისწავლი კარგად როგორ უნდა გააკეთო. თუმცა იყო იმის შანსიც, რომ გამოსწორებულიყო ადგილზე ეგ ამბავი. უბრალოდ ჩვენმა ბიჭებმა აღარ თქვეს, მაგრამ მე რომ ვყოფილიყავი აუცილებლად ვიტყოდი. იქ გადაუჭრელი პრობლემა არაფერი იყო. დანარჩენი ყველაფერი კარგად იყო. ვინც იცის ამ მეთოდით თევზაობა კი დაიჭირა ყველამ. მოკლედ, კიდევ ერთხელ მადლობა ორგანიზატორებს.
ყველაფრის მიუხედავად მე კმაყოფილი ვარ. ამ ტურნირმა ბევრის გაგების საშუალება მომცა ამ მეთოდით თევზაობაზე. გამოცდილებაც მივიღე. შემდეგ ჯერზე იმედი მაქვს ამ გამოცდილებით გავაორმაგებ შედეგს და დავიჭრე 1,400 გრამს : დიდი მადლობა ჩვენს ბიჭებს თავდადებული ბრძოლისთვის. საღოლა მითქვამს, საღოლა....
თუ რამე გამახსენდება დავსწერ კიდევ....
ilariona
საერთოდ რომ მივაგენი რამეს არ გიკვირს?
ბევრი სესხები მაქვს და სამსახურის დაკარგვა არ მინდოდა თორე ისეთი დაღლილი ვიყავი დღეს დილით ლოგინიდან ძლივს ავდექი : )
უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)