თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ ა რ ქ ი ვ ი _ იქნებ ამიხსნად

პოსტის ავტორი: დაქსი Dec 25 2014, 04:16

უკაცრავად მაგრამ იქნებ მითხრათ სად შეიძლება ნადირობა ისე რომ არ შეგვექმნას პრობლემა ე.წ კანონ დამცველებთან და არსებობს თუ არა კონკრეტული ადგილები დასაბუთებული კოორდინატებით სადაც შეიძლება ნადირობა??????????? :(((((((((((((((

პოსტის ავტორი: დაქსი Dec 25 2014, 04:37

თბილისის ზღვაზე თევზაობა დაშვებულია?,(გააჩნია ვივ არის შემოსული სიამოვნების მისაღებად) დენდროპარკში ნადირობა არა ,მაგრამ იარაღის გატესტვა დაშვებულია??????(არაოო) ლისზე თევზაობა თურმე აკრძალულია (ანკესს ვგულისხმობ) წოდორეთის მხარეს. იგივე მიმართულებით იარაღის გატესტვაც აკრძალულია, გამარჯვებაში გეზი-ს მიმდებარე ტერიტორიაზე (1 კმ- მოშორებით) სროლა და იარაღის გატესტვა აკრძალულია , მელა არაო, მგელი არაო, ტურა არაო, აქ ნაკრძალიაო იქ დაცული ტერიტორიაო , აქ არხიო , იქეთ მელიორაციაო ( მაგრამ ბადე მოსული არის ნაცნობებისთვის) და საით უნდა ისროლო ეს იარაღი რომ ვინმე არ მოგედაოს და თუ ისვრი ვის შეიძლება გაურღვიო ცხვირპირი რომ შეგეშვას და მორალი არ გიკითხოს და ნერვები არ დაგაგლიჟოს რაღაც რუკებით რომელზეც გაჩვენებს რომ აქ შეგიძლია სროლა იქ არა და აქ შეგიძლია 2 ანკესის დაყენება და იქ 1 კრუჩოკის?????????????????

პოსტის ავტორი: ჩელე Dec 25 2014, 08:42

ნადირობაზე ვერაფერს გეტყვი. თევზაობას რაც შეეხება: თბილისის ზღვაზე დაშვებულია ანკესით თევზაობა, მთელი ზაფხული ხალხი თევზაობს და არვისგან გამიგია, რომ დაეჯარიმებინათ და ა.შ. ლისზე ანკესით თევზაობა ფასიანია. დებედა ფასიანია, ჯანდარის არხზე ერთი პერიოდი აკრძალეს თევზაობა, მაგრამ მერე მიხვდნენ, რომ ჭამეს დიდი კოვზით და დაუშვეს ისევ. ნადარბაზევი ფასიანია, სასადილოზე არ უშვებენ თუ ნაცნობი არ გყავს, სიონზე იგულავე რამდენიცგინდა, ასევე ჟინვალჰესზე, საქრთველოს თითქმის ყველა მდინარეში ითევზავე რამდენიც გინდა, ოღონდ ანკესით. შავ ზღვაზე ითევზავე რამდენიც გინდა და ა.შ.

რაც შეეხება კაუჭებს: შეზღუდვები ნამდვილად არის, რაც ჩემი აზრით არასწორია. უბრალოდ პირადად მე ვერ გავიგე რას ეფუძნება ეს შეზღუდვა, რა არის მიზეზი ამ ყველაფრის, მაგრამ საქართველოა და ამასაც შევეგუე.... newsmile05.gif

პოსტის ავტორი: დაქსი Dec 25 2014, 09:39

ჩელე

ლისზე ფასიანი კია მარა არაოო, რა ვიცი ალბად არ ვევასე, არადა კარგად გამოვიყურებოდი newsmile05.gif და ბადეებით და ეკრანებითაა სავსე ყველგან და კაუჭებმა რა დაუშავეს????

მტკვარზე ყოველი მე-3 ეკრანით თევზაობს

პოსტის ავტორი: ჩელე Dec 25 2014, 09:48

აბა რა გითხრა?....

პოსტის ავტორი: kulaki Dec 25 2014, 11:26

ციტატა(ჩელე @ Dec 25 2014, 09:42) *
ნადირობაზე ვერაფერს გეტყვი. თევზაობას რაც შეეხება: თბილისის ზღვაზე დაშვებულია ანკესით თევზაობა, მთელი ზაფხული ხალხი თევზაობს და არვისგან გამიგია, რომ დაეჯარიმებინათ და ა.შ. ლისზე ანკესით თევზაობა ფასიანია. დებედა ფასიანია, ჯანდარის არხზე ერთი პერიოდი აკრძალეს თევზაობა, მაგრამ მერე მიხვდნენ, რომ ჭამეს დიდი კოვზით და დაუშვეს ისევ. ნადარბაზევი ფასიანია, სასადილოზე არ უშვებენ თუ ნაცნობი არ გყავს, სიონზე იგულავე რამდენიცგინდა, ასევე ჟინვალჰესზე, საქრთველოს თითქმის ყველა მდინარეში ითევზავე რამდენიც გინდა, ოღონდ ანკესით. შავ ზღვაზე ითევზავე რამდენიც გინდა და ა.შ.

რაც შეეხება კაუჭებს: შეზღუდვები ნამდვილად არის, რაც ჩემი აზრით არასწორია. უბრალოდ პირადად მე ვერ გავიგე რას ეფუძნება ეს შეზღუდვა, რა არის მიზეზი ამ ყველაფრის, მაგრამ საქართველოა და ამასაც შევეგუე.... newsmile05.gif


პოსტის ავტორი: kulaki Dec 25 2014, 12:19

მოგესალმებით ბატონებო. ზემოთ გაჟღერდა,რომ ჯანდარის არხზე თევზაობა ისევ დაუშვესო - მაინტერესებს რა ოფიციალურ დოკუმენტს ემყარება ეს ჩანაწერი,გთხოვთ მიმითითოთ. წინასწარ გიხდით მადლობას.

პოსტის ავტორი: ჩელე Dec 25 2014, 13:12

სამწუხაროდ, ოფიციალურ დოკუმენტს ვერანაირად ვერ წარმოგიდგენთ, მაგრამ ისევ მეთევზეებისგან ვიცი, რომ აღარ აჯარიმებენ....

პოსტის ავტორი: დაქსი Dec 25 2014, 18:35

kulaki
არ არსებობს ოფიციალური დოკუმენტი, უბრალოდ მიხვალ ითევზავებ და არავინ არაფერს გეტყვის, მაგის ოფიციალური დოკუმენტი რომ შედგეს მაშინ კანონში უნდა შეიტანონ ცვლილება და ისე სიტყვიერად მოგვარებულია ეგ საკითხი,
ასე რომ შეგიძლია ითევზაოოოოოო
newsmile05.gif newsmile05.gif newsmile05.gif

პოსტის ავტორი: შოთა.03 Dec 25 2014, 20:17

მაგის ოფიციალური დოკუმენტი ისაა, რომ 2-3 კვირის წინ გასისხლეს გდი და იმის მერე აღარ მისულან მანდა D.gif

პოსტის ავტორი: დაქსი Dec 25 2014, 20:25

შოთა.03

ციტატა(SHOTA @ 25th December 2014 - 21:17) *
მაგის ოფიციალური დოკუმენტი ისაა, რომ 2-3 კვირის წინ გასისხლეს გდი და იმის მერე აღარ მისულან მანდა


small3d018.gif small3d018.gif ვა ეგ არ ვიცოდი, ვიღაცამ მაგრად იჯერა გული D.gif D.gif D.gif D.gif

პოსტის ავტორი: jola Dec 25 2014, 20:48

ამ გდი-ის თანამშრომლებს ხან უბაზუნებენ ხანაც ნატრულობენ, რა ეშველებათ aba-me-ravi.gif

პოსტის ავტორი: დაქსი Dec 26 2014, 00:34

jola
ხანდახან ბაზუნიც წამალივითაა ცოტა მოცოცხლდებიან newsmile05.gif

პოსტის ავტორი: kulaki Dec 26 2014, 08:58

დამაჯერებელი არგუმენტებია. ისე საინტერესოა, ასეთ ადგილებში თევზაობისთვის რამდენია ჯარიმის სიდიდე.

პოსტის ავტორი: დაქსი Dec 26 2014, 18:57

kulaki

შეგახსენებთ, რომ თევზჭერის წესების დარღვევა სამოყვარულო და სპორტული თევზჭერის იარაღისა და ხერხების გამოყენებით გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარიდან 200 ლარამდე, მოპოვებული თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის კონფისკაციით. განმეორებით ჩადენილი ქმედება კი ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან ერთი წლის განმავლობაში, გამოიწვევს დაჯარიმებას 200 დან-400 ლარამდე, სამართალდარღვევის იარაღისა და მოპოვებული თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის კონფისკაციით.

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)