თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ ა რ ქ ი ვ ი _ სამაშველო სამუშაოებში ჩართვა

პოსტის ავტორი: ჩელე Jun 15 2015, 15:07

მოგესალმებით მეგობრებო. ყველამ ვიცით თბილისში, ვერეს ხეობაში მომხდარი ტრაგედიის შესახებ. პირველ რიგში ვუთანაგრძნობ გარდაცვლილების ახლობლებს და იმედს გამოვთქვამ, რომ ის ადამიანები ვინც დაკარგულად ითვლება, სახლში მშვიდობით დაბრუნდებიან. ღმერთმა ქნას ცოცხლები იყვნენ.

რა თქმა უნდა ყველა ჩვენგანს სურს სამაშველო სამუშაოებში ჩართვა, მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა და შექმნილი ვითარებისა, ამ ეტაპზე მოხალისეები აღარ ჭირდებათ. ისევ მოხალისეთა უსაფრთხოების გამო. თუმცა ჩვენ, მონადირეთა და მეთევზეთა კლუბი ''ოჩოპინტრე'' მზად ვართ დავუდგეთ მხარში ჩვენს მოქალაქეებს და საჭიროების შემთხვევაში, მზად ვართ მივიღოთ მონაწიელობა სამაშველო თუ გაწმენდით სამუშაოებში.

პატივისცემით

http://newposts.ge/?l=G&id=78410-%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98,%20%E1%83%A1%E1%83%95%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%AB%E1%83%94,%20%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%A3%E1%83%A8%E1%83%90%E1%83%9D%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98,%20%E1%83%99%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%AB%E1%83%94

პოსტის ავტორი: Gcckoka Jun 15 2015, 15:33

მეც თქვენთან ვარ newsmile05.gif

პოსტის ავტორი: assassin29 Jun 15 2015, 15:49

+1 მეც

პოსტის ავტორი: kajuberi Jun 15 2015, 15:55

+1

პოსტის ავტორი: kardinal84 Jun 15 2015, 17:37

+ 1

პოსტის ავტორი: ლეონ-ბლექი Jun 15 2015, 19:34

მეც მზად ვარ.

პოსტის ავტორი: HUNTER FREDY Jun 15 2015, 21:23

ორი დღეა იქა ვარ!

პოსტის ავტორი: საბო Jun 15 2015, 22:23

+ 1

პოსტის ავტორი: ლეონ-ბლექი Jun 16 2015, 00:43

სულ ეს ვართ კაცო?... შემოგვიერთიდ ყველა..ვინხც მოახერხებთ. ეს ის შემთხვევაა.. მართლა ქუდზე კაცის გამოსვლა რომ არის საჭირო. ის ხალხი საკმაოდ გადაიღალა..ახალი ძალებია საჭირო.

პოსტის ავტორი: megreli Jun 16 2015, 00:47

მზიურის გარდა ვეცდები ყველგან წამოვიდე,თუმცა ძალიან გამიჭირდება... თანაც სამსახური ისეთ დროს მემთხვევა რომ ვერც მოგეხმარებით წესიერად ,დასვენების დღეებში თქვენთან ვარ...

პოსტის ავტორი: ჩელე Jun 16 2015, 10:14

მეც ვიყავი, მაგრამ უარით გამომისტუმრეს. მანამდე თაზო, ჭალო, ნუკრა იყვნენ და ისინიც ანალოგიურად გამოუშვეს. თუ ვინმეს ინფორმაცია აქვს სად ჭირდებათ ხალხი იქნებ დაწეროთ....

პოსტის ავტორი: Gcckoka Jun 16 2015, 10:34

მე მითხრეს რო მზიურში შეგიშვებენო და რავიცი

პოსტის ავტორი: gacho Jun 16 2015, 11:30

+1

პოსტის ავტორი: jaba_gugesha Jun 16 2015, 11:36

სვანიძის ქუჩაზე ჭირდებათ ხალხი. ივლიტა ჯიბუტის სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს და ხალხს ითხოვენ. მე 4 ზე ვამთავრებ სამსახურს და პირდაპირ მივალ.

პოსტის ავტორი: kondoli Jun 16 2015, 11:56

სამწუხაროდ სამსახურიდან 7-8 საათზე ადრე ვერ გამოვდივარ...

პოსტის ავტორი: general Jun 16 2015, 12:38

პირველ რიგში ვუსამძიმრებ გარდაცვლილების ოჯახებს. ნამდვილად დიდი ტრაგედია დაგვატყდა თავზე.
7 საათზე გამოვდივარ მეც სამსახურიდან სამწუხაროდ.

პოსტის ავტორი: assassin29 Jun 16 2015, 16:31

დილიდან მზიურში ვარ, მანდ არ მოხერხდება ორგანიზებულად მისვლა და მუშაობა ადგილი არარი ფიზიკურად ყველგან ვიღაცაა

პოსტის ავტორი: Davitus Jun 16 2015, 22:37

მე მივლინებაში ვარ თორემ გავუწევდი ორგანიზებას. ცალცალკე არ მიგიშვებენ, კლუბის სახელით მაინც უნდა მიხვიდეთ ყველა, ოფროუდერები შეუშვეს ზონაში

პოსტის ავტორი: ჩელე Jun 17 2015, 21:35

ხვალ დღის ნებისმიერ დროს კოსტავას 63 ნომერში ვინც შეძლება მოვიდეს. უამრავი ტალახია ამოსატანი სარდაფებიდან. მე პირველი საათიდან მოვახერხებ მისვლას სავარაუდოდ. სვოჩის მაღაზიის გამოყოლებაზე კორპუსებში....

პოსტის ავტორი: ჩელე Jun 18 2015, 09:26

მოკლედ ასეთი სიტუაციაა. ამ დროისთვის მომაწოდეს ინფორმაცია, რომ დღეს ყველანაირი სამუშაოები მოხალისეებისთვის შეწყვეტილი ეპიდემიის გავრცელების საშიშროების გამო. ასე რომ თუ ვინმე აპირებდით მოსვლას თავი შეიკავეთ. თითქმის ყველა ობიექტზე შესულია მხოლოდ სახელმწიფო სტრუქტურა. მოხალისეებს არ შეუშვებენ არსად. თუ რამე შეიცვალა, შეგატყობინებთ.

პოსტის ავტორი: ჩელე Jun 18 2015, 10:17

მოკლედ: კოსტავას 63 ნომერში შეგიძლიათ მიხვიდეთ დღის ნებისმიერ დროს. სამუშაოები განახლებულია და დახმარება ჭირდებათ....

პოსტის ავტორი: ჩელე Jun 18 2015, 11:19

ამ დროისთვის მოხალისეები სჭიროა კოსტავას 63 ნომერში, არტთაიმის გამოყოლებაზე 11 სართულიანებთან და ჩიქოვანის 34 ნომერში.... ნებისმიერ ადგილზე, ნებისმიერ დროს შეგიძლიათ მიხვიდეთ. თან იქონიეთ რეზინის ჩექმები. აუცილებლად ჩაიცვით შარვლები და არავითარ შემთხვევაში შორტი, ბოტასი, კედი, ტოპსაიდერი და ა.შ.

პოსტის ავტორი: მარდი Jun 19 2015, 10:57

მოხალისეები აღარ დაიშვებიან გუშინ ესეთი ბრძანება მივიღეთ ეპიდემიის საშიშროების გამო..

პოსტის ავტორი: assassin29 Jun 19 2015, 13:04

ბიჭებო კურიერში თქვეს მონადირეები და სპეცები ერთად ეძებენ ვეფხვსო და აქედან ხომარარის ვინმე?

პოსტის ავტორი: მარდი Jun 19 2015, 13:27

http://radio1.ge/ge/videos/view/147937.html

პოსტის ავტორი: gagrinski Jun 19 2015, 15:58

http://rustavi2.com/ka/news/19278

პოსტის ავტორი: კალვერა Jun 20 2015, 02:14

მე თუ მკითხავს კაცი მარაზმია იმენაა! კი ბატონო ყველას გაუმარჯოს ვინც ეხმარება ,მარა ეს დედა ... ჯარი სადააა???
ამ ჩემისებმა რესურსის გამოყენებაც არ იციან!!!! ზაიბალი უჯე !

პოსტის ავტორი: ლეონ-ბლექი Jun 20 2015, 03:20

ციტატა(irakli kvachadze @ 20th June 2015 - 04:14) *
ჯარი სადააა???

რას გულისხმობ?.. დასუფთავებას თუ ვეფხვის დაჭერას?.. გაწმენდაზე კი მუშაობს ჯარი და რაც შეეხება ვეფვს..რა ჯარი ტო.. ცხოველია დასაჭერი. ეგენი მიადუღებენ ყველაფერს თუ რამე დაინახეს და წავლენ. ცხოველის პოვნა-დაჭერა..ცოტა სხვა თემაა. აბა მონადირე რისთვის მოიგონა ღმერთმა?.. newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ძამა Jun 20 2015, 14:39

ლეონ-ბლექი

ვინააა მაგ დამშეული ვეფხვის დამჭერი უნდა მოკლან აბა რა უნდა ქნას ვეფხვი მოკლესო ერტი ამბავი იყო და იმ ვეფხვმა რომ კაცი მოკლა არავის არ ახსოვს.
და ზოპარკის დირექციას ცოტა მიაყენებინონ ჯობია და ზუსტი რაოდენობა თქვან ამ ცხოველებს რომ მალავენ და არ იძახიან რომელი და რა ცხოველია გაქცეული

თუ არა და ვნახავთ მერე მწყერზე და ქათამზე ნადირობისას რომ გაგვეჩIთება ლომი და იტყვით მერე ჯაკანი სად არ მქონდა თორემ ხომ არ გამომაჭამდა კუტაკვერცხასო

პოსტის ავტორი: Gcckoka Jun 20 2015, 14:56

მე როგორც მითხრეს ლევი ცხოველები ყავდათო ზოგი , და მაგპონჩი არ იციან ზუსტი ციფრიო და რავიცი

პოსტის ავტორი: ძამა Jun 20 2015, 15:55

რას ქვია არ იციან როგორ არ იციან ვეტერინარსაც ეცოდინება ეგენი ტუ სჰოკსჰია არიან და ნებისმიერ ბავსჰვსაც რომ კითხო

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)