თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ ა რ ქ ი ვ ი _ ზაფხულის ტურნირი ფიდერით თევზჭერაში ''წალკა 2013''

პოსტის ავტორი: lavriskheveli Jul 15 2013, 08:08

ძვირფასო მეგობრებო, მინდა სასიხარულო ამვბავი შეგატყობინოთ და გამოვაცხადო საყოველთაო მზადება წლევანდელი, რიგით მესამე ტურნირისთვის ფიდერით თევზჭერაში!



ტურნირის ორგანიზატორი: "საქართველოს ფიდერით სპორტული თევზჭერის ეროვნული ფედერაცია"

მხარდაჭერა: საქართველოს მეთევზეთა კლუბი Fisher.ge

ტურნირის სახელწოდება: "2013 წლის ზაფხულის გუნდურ–პირადი პირველობა ფიდერით თევზჭერაში"

ტურნირის ჩატარების თარიღი: 28 ივლისი

ტურნირის ჩატარების ადგილმდებარეობა: წალკის წყალსაცავი

ტურნირის სტატუსი: ღია სამოყვარულო შეჯიბრება ფიდერით თევზჭერაში

ტურნირის მიზანი: ფიდერით სპორტული თევზჭერის პოპულარიზაცია საქართველოში და ძლიერი სპორტსმენების გამოვლენა პროფესიონალური გუნდების ჩამოყალიბების მიზნით

შეჯიბრება სამოყვარულო ხასიათისაა, მაგრამ ჩატარდება სპორტულთან მაქსიმალურად მიახლოვებული წესებით. მონაწილეობა შეუძლია მიიღოს ნებისმიერმა ფიდერით დაინტერესებულმა პირმა.

ტურნირი ჩატარდება შემდეგი წესების დაცვით:

1. თევზაობა დაშვებულია მხოლოდ ფიდერის ანკესით, რომელიც აღჭურვილია კენკვის სიგნალიზატორით - ქვივერტიპით.
2. შეჯიბრზე თევზჭერის ადგილი დაიყოფა 3 ზონად. ყოველ ზონაში მოხვდება ყველა გუნდის თითო წევრი. ინდივიდუალური მონაწილეები კენჭისყრის შედეგად განაწილდებიან ზონებში დარჩენილ თავისუფალ ადგილებში. 3 საპრიზო ადგილი განაწილდება გუნდებს შორის. დაწესდება ასევე ერთი პრიზი საუკეთესო პირადი შედეგისთვის და ერთი პრიზი "BigFish".
3. თითო სექტორისთვის ზონაში გამოყოფილი იქნება სანაპირო ზოლის 10 მეტრი.
4. სექტორში დაიშვება მხოლოდ ერთი მეთევზე. უცხო პირების შესვლა სექტორში შეჯიბრის პერიოდში კატეგორიულად აკრძალულია (მსაჯების გარდა).
5. თევზაობა ნებადართულია მხოლოდ ერთი ანკესით. მეთევზეს აქვს უფლება ჰქონდეს ერთი სათადარიგო ანკესი აწყობილ მდგომარეობაში, რომელიც უნდა იყოს მოთავსებული სექტორის ფარგლებში.
6. დამატებითი აღჭურვილობის და საკვების შეტანა სექტორში ტურნირის მსვლელობის დროს კატეგორიულად აკრძალულია.
7. თევზჭერა ნებადართულია მხოლოდ ერთი ნემსკავით.
8. თევზჭერის დროს დასაშვებია ნებისმიერი ფიდერის ერთნემსკავიანი მონტაჟი, მათ შორის მეთოდ–ფიდერი და მისი ნაირსახეობები (ზამბარა, ფლეტი, ბანჯო და ა.შ.).
9. დასაკვებად დასაშვებია ნებისმიერი დამატებითი საკვები შეუზღუდავი რაოდენობით. დაკვება უნდა წარმოებდეს მხოლოდ საკვებურით, ხელით და შურდულით დაკვება აკრძალულია.
10. დასაშვებია ნებისმიერი სატყუარა, რომლის წამოცმაც შეიძლება ნემსკავზე. თმიანი მონტაჟი აკრძალულია.
11. დაჭერილი თევზის მოსათავსებლად ნებადართულია მხოლოდ რბილი მასალისგან დამზადებული შესანახი ბადეები. ლითონის ბადეები კატეგორიულად აკრძალულია.
12. აწონვის შემდეგ დაჭერილი თევზი უნდა დაუბრუნდეს მშობლიურ წყალსაცავს.
13. კატეგორიულად აკრძალულია ტურნირში მონაწილეობა არაფხიზელ მდგომარეობაში ან ალკოჰოლური სასმელების მოხმარება ტურნირის მსვლელობის დროს.

ზემოაღნიშნული წესების უხეში დარღვევის შემთხვევაში მსაჯთა კოლეგიას უფლება აქვს მოახდინოს მონაწილეს დისკვალიფიკაცია ტურნირიდან და ბათილად სცნოს მისი მონაწილეობის შედეგი

ეს განცხადება დაანონსდება ყველა სათევზაო ფორუმზე და ამ ფორუმების წევრები სიაში ჩაეწერებიან საკუთარ ფორუმებზე, მაგრამ მონაწილეთა მთლიანი სია გამოქვეყნდება საქართველოს მეთევზეთა კლუბის ფორუმზე, ამ გვერდზე.


შეჯიბრში მონაწილეობის მსურველმა სპორტსმენებმა უნდა შემოიტანონ სარეგისტრაციო მოსაკრებელი ______30_______ ლარი TBC ბანკში შემდეგ ანგარიშზე:

საქართველოს ფიდერით სპორტული თევზჭერის ეროვნული ფედერაცია

საბანკო კოდი: TBCBGE22
ანგარიში: GE32TB7601436080100003
[/b][/size]

თანხის შეტანის ბოლო ვადა 25 ივლისი.

მეგობრებო, გთხოვთ კარგად გაეცნოთ შეჯიბრების ჩატარების წესებს, სადაც ყველაფერი ზედმიწევნით არის გადმოცემული. მინდა ყურადღება მიაქციოთ იმ ფაქტს, რომ შეჯიბრებაზე პრიორიტეტულია გუნდური ასპარეზობა, რომელიც გაცილებით უფრო საინტერესოა და შედეგიანია სპორტსმენებისთვის, ვიდერე პირადი. ფედერაციის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში სტაბილური ფიდერის გუნდების ჩამოყალიბებას, რაც კარგი ეროვნული ნაკრების ჩამოყალიბების წინაპირობაა. შეჯიბრების სტრუქტურაც გუნდურ ასპარეზობაზე იქნება აგებული. ჩვენ უკვე გვყავს რამდენიმე კარგი ფიდერის გუნდი და მათ უკვე სერიოზული კონკურენცია აქვთ ერთამნეთში, რაც მხოლოდ მისასალმებელია. ასე რომ, ყველას ვურჩევ ჩამოაყალიბოს საკუთარი გუნდი. ყველას გისურვებთ წარმატებას, აბა დავიწყოთ მონაწილეების რეგისტრაცია!



მონაწილეთა საერთო სია:

1. თენგო ბინიაშვილი (dentist);
2. გიგა გაბრიაძე (GigaG);
3. მალხაზ მახარაშვილი (maxo06);
4. ზურაბ ჩაქალოვი (zukako5);
5. გიორგი გარაყანიძე (goxnari);
6.

გუნდები:

1. გუნდი "Smart Feeder" - გიგა გაბრიაძე (GigaG), მალხაზ მახარაშვილი (maxo06), ზურაბ ჩაქალოვი (zukako5);
2.


აბა დაიქოქა ლომებოოო.... წავიდა ოჩოდან გუნდები : )



1. lavriskheveli

პოსტის ავტორი: ჩელე Jul 15 2013, 08:27

28 აგვისტოს აქ არ ვარ, თორე დიდი სიამოვნებით მივიღებდი მონაწილეობას. მონაწილეებს ვუსურვებ წარმატებებს...

პოსტის ავტორი: ilariona Jul 15 2013, 08:37

ჩელე
სად აქ?

პოსტის ავტორი: gagrinski Jul 15 2013, 08:59

რუსთავი 2-დან რომ გამოვიდეს გუნდი შეიძლება?

პოსტის ავტორი: ჩელე Jul 15 2013, 09:23

ilariona

სად და თბილისში და შესაბამისად ვერც წალკაში ვიქნები....

პოსტის ავტორი: lavriskheveli Jul 15 2013, 09:28

არ გვყავს ფიდერისტები??? გავაკეთოთ რა გუნდი....


1. lavriskheveli

პოსტის ავტორი: ilariona Jul 15 2013, 09:29

gagrinski
ტურნირის სტატუსი: ღია სამოყვარულო.

ზნაჩეტ შეიძლება.

ჩელე
ხოოო, მაშინ თბილისში უნდა იყო.

პოსტის ავტორი: lavriskheveli Jul 15 2013, 09:36

თარიღი შეცდომითააა... 28 აგვისტოს ნაცვლად არის 28 ივლისი !!!!!!!

პოსტის ავტორი: lavriskheveli Jul 15 2013, 13:26

სად ხართ ?? რატო არ აქტიურობთ ?? მე როგორც ვიცი გვყაავს ფორუმზე ფიდერის მოუვარულები....

პოსტის ავტორი: ilariona Jul 15 2013, 13:29

lavriskheveli
კი ვართ აქ, მაგრამ აი 28-ში სად ვიქნები ეგ არ ვიცი.
ამ დღეებში ჩამოვყალიბდები.

პოსტის ავტორი: lavriskheveli Jul 15 2013, 13:33

ციტატა(ilariona @ Jul 15 2013, 14:29) *
lavriskheveli
კი ვართ აქ, მაგრამ აი 28-ში სად ვიქნები ეგ არ ვიცი.
ამ დღეებში ჩამოვყალიბდები.


ხოარ ჯობია გაიარო რეგისტრაცია მაინც, ალბათ წინა ტურნირივით ბევრი ხალხი იქნება და შეზღუდული არ იყოს რაოდენიბა, ან აქ ჩვენ ფორუმზე მივგროვდეთ და მთლიან შემადგენლობას მივიწერები იქ.

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Jul 15 2013, 15:14

აბა სად არიან ჩუდა, დათკა და გოჩა-თითა?
lavriskheveli

გაგანია ნადირობის სეზონია მაგ დროს, თორემ ჩავეწერებოდი. ნადირობა იწყებააააა newsmile05.gif

ააა ივლისი? რომელია ბოლო ბოლო?

პოსტის ავტორი: gagrinski Jul 15 2013, 15:14

რამდენკაციანი გუნდი უნდა გამოვიდეს?

პოსტის ავტორი: lavriskheveli Jul 15 2013, 15:30

ივლისია... და 3 კაციანი უნდ. იყოს გუნდი.... ჰააა გავკეთდეთ რა სამი კაცი

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Jul 15 2013, 15:35

lavriskheveli
მაიცა, შემოვიდეს ხალხი. წინაზე 3 გუნდი ვიყავით

მე, ილარონა, ნოსო, იგორი, პაატა71, გოჩა თითა, თაზო და მეტი აღარ მახსოვს.

მე სამწუხაროდ რაჭაში ვიქნები

პოსტის ავტორი: lavriskheveli Jul 15 2013, 15:37

მახსოვს მაშინ ოჩოს სასტავი კუმისზე : ) გოჩამ რო ხრამული დაიჭირა : )

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Jul 15 2013, 15:39

lavriskheveli
კი 3.99 კილო newsmile05.gif

ყველაზე დიდი თევზი newsmile05.gif გადაგვარჩინა სირცხვილს მთელი ოჩო newsmile05.gif

პოსტის ავტორი: lavriskheveli Jul 15 2013, 15:43

ციტატა(ჭალიმგელა @ Jul 15 2013, 16:39) *
lavriskheveli
კი 3.99 კილო newsmile05.gif

ყველაზე დიდი თევზი newsmile05.gif გადაგვარჩინა სირცხვილს მთელი ოჩო newsmile05.gif


არაუშავს წელს ვასახელებთ, რაღაც პატარა საიდუმლოებები ვიცი წალკაზე : ) თუ გაგვიმარტლა სამეული ოჩოს დარჩება : )

პოსტის ავტორი: lavriskheveli Jul 16 2013, 10:41

ilariona

ხოარ გადაგიწყვეტია 28-ს ამბავი?? იქნებ 3 კაცი შევიკრათ რო გუნდი გავაკეთოთ....

პოსტის ავტორი: Tengo Biniashvili Jul 16 2013, 17:35

გამარჯობათ მეგობრებო! აქ უკვე გაგიხურებიათ თემა newsmile05.gif მოკლედ ყველა მსურველს გელოდებით ტურნირზე. აბა ოჩოელებო თქვენ იცით!

პოსტის ავტორი: ilariona Jul 16 2013, 18:32

ციტატა(lavriskheveli @ 16th July 2013 - 11:41) *
ხოარ გადაგიწყვეტია 28-ს ამბავი??

სამწუხაროდ ჯერ არა, ამ დღეებში მეცოდინება.


პოსტის ავტორი: DATKA Jul 16 2013, 18:50

სამწუხაროდ მე წინასწარ ვიცი რომ 28-ში კახეთში უნდა ვიყო, ასე რომ მე პას.

პოსტის ავტორი: lavriskheveli Jul 17 2013, 08:31

2 კაცი კიდე და ოჩოდან გუნდი გავიდა : )

პოსტის ავტორი: lavriskheveli Jul 18 2013, 11:24

სად ხართ ფიდერისტებოოოო ...... : ((((

პოსტის ავტორი: ilariona Jul 18 2013, 11:27

lavriskheveli
ეჰ, მე ტურციაში ვიქნები მაგ პერიოდში

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Jul 18 2013, 12:07

lavriskheveli
მე და დაჩი რაჭაში ვინებით, თორემ დიდი სიამოვნებით

პოსტის ავტორი: lavriskheveli Jul 18 2013, 12:51

გოჩაც არ ჩანს..... ალბათ მარტო მე გამოვალ..

პოსტის ავტორი: ჩელე Jul 18 2013, 14:12

lavriskheveli

ვნახოთ, შეიძლება მე წამოვიდე..... მაგრამ ბევრი არაფერი ვიცი..... ,,ნავიჩოკი,, ვარ ფიდერის ამბავში.... newsmile05.gif

პოსტის ავტორი: Don-G Jul 18 2013, 14:37

28-ში ბარსაში მივფრინავ, ერთი დღით ადრე ყოფილიყო bliadzl.gif

პოსტის ავტორი: ჩელე Jul 18 2013, 15:42

Don-G

ციტატა(gocha kakulia @ 18th July 2013 - 15:37) *
ბარსაში მივფრინავ,


აბა წალკას არ გავარტყი? წადი ძმაო სადაც მიდიხარ, წადი უკანმოუხედავად... შენს დასაჭერს ჩვენ დავიჭერთ არ ინერვიულო.... D.gif D.gif D.gif

პოსტის ავტორი: megreli Jul 18 2013, 16:34

ციტატა(lavriskheveli @ 17th July 2013 - 09:31) *
2 კაცი კიდე და ოჩოდან გუნდი გავიდა :


მათხოვეთ მოწყობილობები და შეგეშველებით ჯანდაბას ჩემი დიეტა D.gif

თეორია ვიცი D.gif პრაქტიკა 0 %

პოსტის ავტორი: Don-G Jul 19 2013, 16:27

tema-wamoweulia.gif იკრიბება ოჩოს გუნდი თუ არა?

პოსტის ავტორი: არჩილ Jul 19 2013, 17:11

მე გიბალეშჩიკებთ D.gif

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Jul 19 2013, 18:57

ჩუდას დაუკავშირდით ვინმე რა

პოსტის ავტორი: CHUDA Jul 19 2013, 21:40

მეც მოვედი newsmile05.gif))


ჩამწერეთ ტურნირში მოვდივარ newsmile05.gif)

პოსტის ავტორი: CHUDA Jul 19 2013, 22:04

ოჩოს სახელით ნებისმიერ გუნდში ვიქნები

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Jul 19 2013, 23:13

CHUDA
small3d018.gif

პოსტის ავტორი: Davitus Jul 20 2013, 00:04

1 კაცი და გავდივართ?

პოსტის ავტორი: Don-G Jul 20 2013, 00:44

ციტატა(CHUDA @ Jul 19 2013, 23:04) *
ოჩოს სახელით ნებისმიერ გუნდში ვიქნები


აბა თქვენი იმედი გვაქვს ჩუდა ბატონო.

პოსტის ავტორი: ალთაზარ Jul 20 2013, 00:51

http://ochopintre.ge/forum/index.php?showuser=1096 შეეხმიანეთ ეგეც ფიდერისტია მგონი ... newsmile05.gif

პოსტის ავტორი: CHUDA Jul 20 2013, 10:37

ვინ დაგვარეგისტრირებს ტურნირზე??? გვარებს და გუნდებს ვინ გადააგზავნის?

პოსტის ავტორი: ilariona Jul 20 2013, 10:39

ჩემი პაეზდკა გადაიდო, ხო და 28-ში ოჩოს ვასახელებ დიდი კარჩხანების ჭერაში newsmile05.gif

მოვდივარ

პოსტის ავტორი: არჩილ Jul 20 2013, 10:53

წარმატებებს გისურვებთ partyFishing.gif

პოსტის ავტორი: Fishman Jul 20 2013, 12:30

მაგააარ! შეიკრა მემგონი გუნდი არა?

პოსტის ავტორი: სკვითია Jul 20 2013, 12:38

ისღა დაგვრჩენია წარმატებები გისურვოთ!

პოსტის ავტორი: ზახარა Jul 20 2013, 12:53

წარმატებებს გისურვებთ ravari-misca.gif newsmile027.gif

პოსტის ავტორი: CHUDA Jul 21 2013, 23:12

აბა ვინ ვართ გუნდი?

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Jul 22 2013, 09:15

lavriskheveli
ilariona
CHUDA

ჩელე 50/50

ესენი ხართ ჯერ





დეტალები აღარ გადმომაქვს, ამას გადახედეთ
http://fisher.ge/index.php?showtopic=1382&st=120&start=120

პოსტის ავტორი: თაზო Jul 22 2013, 13:11

მეც გამოვალ, თუკი 2 კაცი გამოჩნდება მსურველი! partyFishing.gif

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Jul 22 2013, 13:13

თაზო
პირადულში ჩაეწერე.

პოსტის ავტორი: თაზო Jul 22 2013, 13:44

ციტატა(Chalimgela @ 22nd July 2013 - 14:13) *
თაზო
პირადულში ჩაეწერე.
ეგ როგორ კნიაზჯან, მარტოს შემიძლია გამოვიდე ოჩოს სახელით?

პოსტის ავტორი: ზახარა Jul 22 2013, 13:49

თაზო
კი შეგიძლია თუ მეორე გუნდი არ შეიკრა სამკაციანი newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ჩელე Jul 22 2013, 13:58

თაზო

მგონი მე მოვახერხებ წამოსვლას, ასე რომ 1 კაცი გვაკლია და.... newsmile05.gif

პოსტის ავტორი: თაზო Jul 22 2013, 16:36

ციტატა(chele @ 22nd July 2013 - 14:58) *
მგონი მე მოვახერხებ წამოსვლას, ასე რომ 1 კაცი გვაკლია და....
აბა, ვის უნდა ოჩო ასახელოს, სუდა პაჟალუიწე... xexe.gif ერთი კაციც და გავდივართ!!!

პოსტის ავტორი: CHUDA Jul 23 2013, 21:42

ხალხნო მანქანა გყავთ ვინმეს რომ წავიდეთ?

პოსტის ავტორი: ჩელე Jul 24 2013, 10:41

დაგვემატეთ ერთი კაცი კაცოოოო თორე დავრჩით ეგრე მე და თაზო.....

პოსტის ავტორი: CHUDA Jul 24 2013, 13:34

ვინმემ ფიშერზე იცის რომ ვმონაწილეობთ, ჩვენი სახელები არის გადაგზავნილი??

პოსტის ავტორი: ilariona Jul 24 2013, 13:58

CHUDA
მანქანა მყავს, ნო პრობლემ newsmile05.gif

აი ფიშერზე ვართ თუ არა არ ვიცი.

გადახდის ბოლო ვადა როდის არის?

პოსტის ავტორი: ჩელე Jul 24 2013, 15:46

ხვალ არის გადახდის ბოლო ვადა... ფიშერზე რამდენადაც ვიცი ჭალომ დაწერა ჩვენი სია....

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Jul 24 2013, 16:30

ჰა მეორე გუნდი რომელია ჩამოწერეთ და მივცემ თენგოს სიას

პოსტის ავტორი: ჩელე Jul 24 2013, 17:57

ჭალიმგელა

მე და თაზო ვართ და მესამე გვაკლია აშკარად...

პოსტის ავტორი: general Jul 24 2013, 18:32

ჩამწერეთ მესამე.
თაზო
ჩელე
general

პოსტის ავტორი: CHUDA Jul 24 2013, 21:46

მე გადავიხადე!!!

პოსტის ავტორი: ნუკრიMax Jul 25 2013, 08:11

ფიდერასტობის არაფერი გამეგება და ისე რომ წამოვიდე შეიძლება?
მენატრება სადმე გასვლა.....

პოსტის ავტორი: ჩელე Jul 25 2013, 08:26

general
თაზო

ვეჟნო, გუნდს რა დავარქვათ??

ხო ფულის გადახდის ბოლო ვადა დღეს არის და არ დაგავიწყდეთ...

პოსტის ავტორი: ნუკრიMax Jul 25 2013, 08:34

ჩელე
ოჩოლენტანო

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Jul 25 2013, 09:56

ლავრისხეველის სახელი და გვარი მომწერეთ, სია უნდა გადავუგზავნო ტენგოს და ჯგუფის სახელები

პოსტის ავტორი: ilariona Jul 25 2013, 09:59

ჩუდა,
ლავრისხეველი
ილარიონა

ამ გუნდს დავარქვათ ,,ჩუდესა" D.gif D.gif D.gif

ჭალიმგელა


ლავრისხეველის სახელი და გვარი ნაღდად არ ვიცი.

გადახდის ბოლო ვადა დღესაა, მე ახლა გადავრციხავ.




პოსტის ავტორი: თაზო Jul 25 2013, 10:05

ილარიონჩიკ, ჩემიც გადარიცხე და ოფისში ქეშად გაახლებ. newsmile093.gif გუნდის სახელს კიდენა მოვიფიქრებთ რამეს. thinking.gif

პოსტის ავტორი: ჩელე Jul 25 2013, 12:22

თაზო

ვეჟოოო, მოიფიქრე რამე რა დავარქვათ ჩვენს გუნდს.

ისე ეხლა გადავხედე ფიშერზე და შეიძლება გადადება მოგვიწიოსო და ამ ფულებს რომ გადავრიცხავთ და ვერ გამოვიდეთ და დიდი შანსია რომ ვერ გამოვიდეთ იმიტომ რომ 3-ში ჩვენი ერთობლივი თევზავია დაგეგმილი მერე რა იქნება ნეტა? newsmile05.gif


პოსტის ავტორი: ilariona Jul 25 2013, 15:19

ჭალიმგელა
ჭალო, ჩემი, გიორგასი და თაზოს თანხა ახლა გადავრიცხე.

დაწერე რა ფიშერზე, შენ დარეგისტრირებული ხარ მანდ.

ჩელემაც გადარიცხა და ჩუდამაც.

ლავრისხეველი დარჩა გასარკვევი. რაღად დაგვეკარგა ეგ კაცი.


პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Jul 25 2013, 16:32

გადავეცი სია.
გუნდებს ქვია ოჩოპინტრე 1 და ოჩოპინტრე 2

ოჩოპინტრე 1

1. ილია ბერძენიშვილი
2. თამაზ ჩომახაშვილი
3. გიორგი ნინოშვილი



ოჩოპინტრე 2

1. სანდრო ჯანგირაშვილი
2. ლევან ბაქრაძე
3. ლავრისხეველი (ხუტაშვილი)

პოსტის ავტორი: ჩელე Jul 25 2013, 16:34

ჭალიმგელა

თაზო
გენერალი
ჩელე

გუნდს ჰქვია- ძოგე...... ეხლა იკითხავთ ძოგე რაღატოო და იმიტომ რომ არავინ არაფერი მოიფიქრა და მე კიდევ ეგ მომივიდა თავში აზრად.... თან ოჩოპინტრეს ძმაკაცია ძოგე....


პოსტის ავტორი: თაზო Jul 25 2013, 16:38

ციტატა(chele @ 25th July 2013 - 17:34) *
ჭალიმგელა

თაზო
გენერალი
ჩელე

გუნდს ჰქვია- ძოგე...... ეხლა იკითხავთ ძოგე რაღატოო და იმიტომ რომ არავინ არაფერი მოიფიქრა და მე კიდევ ეგ მომივიდა თავში აზრად.... თან ოჩოპინტრეს ძმაკაცია ძოგე....
მე მომწონს ძოგე! თან ჩვენი ოჩოს ძმაკაცი ყოფილა და... newsmile027.gif small3d018.gif ესეიგი "ძოგე" მშვენიალურია!

პოსტის ავტორი: general Jul 25 2013, 18:40

ციტატა(chele @ 25th July 2013 - 17:34) *
გუნდს ჰქვია- ძოგე.

ნიკოოოოოოოოოო ძოგე რა არისსს D.gif
არა გადასარევია თან ყველა იკითხავს რომ გამოაცხადებენ ძოგე რა არისო და რომ მოვიგებთ მერე ვაძახებინოთ ძოგე .. ძოგეეეე
ციტატა(chele @ 25th July 2013 - 17:34) *
თან ოჩოპინტრეს ძმაკაცია ძოგე....

ოჩოს შეყვარებულს რა ქვია ნეტა ? ... ნაზიბროლაააა ? D.gif

პოსტის ავტორი: Don-G Jul 25 2013, 20:14

ყოველიშემთხვევისთვის გადახედეთ ვიდეოს, ფიდერის მონტაჟებზეა.
შეჯიბრის წესები არ გადამიკითხავს და არვიცი რომელიმე მონტაჟი იკრძალება თუ არა, მაგრამ ამ ვიდეოში ხსენებული მონტაჟებიდან რომელიმე იქნება დაშვებული, ასერომ ვინც არ ხართ ექსპერტები ფიდერის, გადახედეთ..


პოსტის ავტორი: თაზო Jul 25 2013, 20:15

ბიჭებო იქნებ გავარკვიოთ გადაიდება თუ არა ტურნირი, მაგრად მინდა თებზაობა! გატეხავს თუ გადადეს! vava.gif

პოსტის ავტორი: CHUDA Jul 25 2013, 21:23

ბიჭებო, მე როგორც წავიკითხე, ყველანაირი მონტაჟია დაშვებული, სიმეტრიული, არასიმეტრიული, გარდნერიც და დაჟე მეთოდ ფიდერიც

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Jul 25 2013, 21:24

CHUDA
ხო შეზღუდვა არ არის

პოსტის ავტორი: CHUDA Jul 25 2013, 21:27

ციტატა(ilariona @ Jul 25 2013, 10:59) *
ჩუდა,
ლავრისხეველი
ილარიონა

ამ გუნდს დავარქვათ ,,ჩუდესა" D.gif D.gif D.gif

ჭალიმგელა


ლავრისხეველის სახელი და გვარი ნაღდად არ ვიცი.

გადახდის ბოლო ვადა დღესაა, მე ახლა გადავრციხავ.

newsmile05.gif))) მომეწონა სახელი D.gif

ეხლა ვნახე ფიშერზე ყველანი ვართ ერთიან სიაში და გუნდებშიც. აბა ჰე

ბიჭებო განხილვაშია უამინდობის გამო ტურნირის ნადარბაზევში ჩატარება, ვნახოთ რა გადაწყვეტილებას მიიღებენ

თუ ხართ ვინმე მანდ ნამყოფი???

პოსტის ავტორი: Don-G Jul 25 2013, 21:48

ციტატა(CHUDA @ Jul 25 2013, 22:23) *
ბიჭებო, მე როგორც წავიკითხე, ყველანაირი მონტაჟია დაშვებული, სიმეტრიული, არასიმეტრიული, გარდნერიც და დაჟე მეთოდ ფიდერიც


მშვენიერ, კარგია.

პოსტის ავტორი: ilariona Jul 25 2013, 21:59

ციტატა(CHUDA @ 25th July 2013 - 22:27) *
ბიჭებო განხილვაშია უამინდობის გამო ტურნირის ნადარბაზევში ჩატარება, ვნახოთ რა გადაწყვეტილებას მიიღებენთუ ხართ ვინმე მანდ ნამყოფი???

მე არ ვარ ნამყოფი მანდ.

იდეაში შეკრების ადგილს ხომ არ გადადებენ და იქედან ერთად ვივლით.

ლევან, შენი ნომერი რატომღაც არ მიწერია და იქნებ პმ-ით გამომიგზავნო, რომ დავიგეგმოთ როგორ და რანაირად წავალთ.

როგორც ვიცი, შენ ჩემს მანქანაში ჯდები ხო?

პოსტის ავტორი: general Jul 25 2013, 22:17

ციტატა(CHUDA @ 25th July 2013 - 22:27) *
ბიჭებო განხილვაშია უამინდობის გამო ტურნირის ნადარბაზევში ჩატარება, ვნახოთ რა გადაწყვეტილებას მიიღებენ

სად არის ეგ ტბა ?

პოსტის ავტორი: ზახარა Jul 25 2013, 22:25

general
გორისკენ newsmile05.gif კარგია მინდვრებია მანდ და ბარემ გადახედავ newsmile045.gif

პოსტის ავტორი: general Jul 25 2013, 22:27

ციტატა(zaxara @ 25th July 2013 - 23:25) *
კარგია მინდვრებია მანდ და ბარემ გადახედავ

არის მარშალო newsmile041.gif

პოსტის ავტორი: ჩელე Jul 26 2013, 09:41

general

ციტატა(giorgi491 @ 25th July 2013 - 19:40) *
ნიკოოოოოოოოოო ძოგე რა არისსს


აი ეპოსში ხარ იმენა დუპლეტი რააა.... D.gif D.gif D.gif D.gif გადაიკითხე ბუმბერაზი კლასიკოსები....

https://soundcloud.com/chezitto/zhoge-radio-105

ჭალიმგელა

სია შეცდომით არის გადაცემული გუნდების პონტში. პირველი გუნდი ილო, ჩუდა და ლავრისხეველია. მეორე გუნდი კი თაზო, გენერალი და მე ვართ. მე ფიდერში კი იცი რა გამოცდილება მაქვს და ლავრისხეველის არ ვიცი. ჯობია 2 გამოცდილი მაინც იყოს გუნდში რომ რამეს მივაღწიოთ ანუ მოვიგოთ.... newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ზახარა Jul 26 2013, 09:42

ძოგე ბლექის სპანიელს ქვია მოფერებით D.gif D.gif D.gif
ძოგეს "ძობლა" ჯობია newsmile015.gif newsmile015.gif

პოსტის ავტორი: ჩელე Jul 26 2013, 09:44

ზახარა

ძოგეეე.... და არანაირი ძობლა....

პოსტის ავტორი: ჩელე Jul 26 2013, 10:01

Don-G

ეს რა ვიძიუ დააგდე ვეჟო, ვიძიუ გარინდულია და ხმა ისმის..... newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ჩელე Jul 26 2013, 17:06

კაცო რაღაც კითხვები მაქვს,. იქ დარეგისტრირების მოთხოვნა გავგზავნე, ჩამი-ჩუმი არ ისმის. აქეთ არ იხედებიან და ნეტა ვის უნდა ვკითხო ეგ ამბავი რაც მე მაინტერესებს?

პოსტის ავტორი: ilariona Jul 26 2013, 17:21

იქ რაღაც ნადარბაზევზე მიდის საუბარი ინტენსიურად.

ეს ორგანიზატორებიც სდუმნან, არაფერს იძახიან newsmile05.gif

ხო და უნდა დაველოდოთ მოვლენების განვითარებას.

ჩელე
ჭალოს ან ტამპიკოს, ეგენი არიან ყველგან დარეგისტრირებულები D.gif D.gif D.gif

პოსტის ავტორი: ჩელე Jul 26 2013, 18:28

ilariona

ციტატა(ilariona @ 26th July 2013 - 18:21) *
ჭალოს ან ტამპიკოს, ეგენი არიან ყველგან დარეგისტრირებულები


იიიშ....

პოსტის ავტორი: CHUDA Jul 26 2013, 20:47

მეგობრებო, დიდი ჯაბაასის შემდეგ ფედერაციის გამგეობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ფიდერის ზაფხულის ტურნირი ჩატარდეს ნადარბაზევის ტბაზე. ჩვენ ვერ გავრისკავთ მეთევზეების უსაფრთხოებით და ვერ ჩავატარებთ ტურნირს ჭექაქუხილის პირობებში. ძალიან ძნელია 55 ადამიანის გამუდმებული გამოყვანა და შეყვანა სექტორებში ყოველი მეხის გავარდნის შემდეგ. მე კარგად ვიცი რას ნიშნავს წალკაში წვიმა ჭექაქუხილით - უძლიერესი ქარი და თქეში წვიმა. თევზაობა ამ დროს შეუძლებელია. თან თევზის არ მოდია ამ დროს.

არც ნადარბაზევის ტბაზეა კარგი ამინდი, ძლიერ წვიმას მიუთითებს პროგნოზი, მაგარამ ქარი საერთოს არ არის და რაც მთავარია, არ არის მითითებული ჭექაქუხილი. თან გამოცდილმა ხალხმა უკვე დაგვიდასტურა, რომ თევზი მაგ ტბაზე წვიმაშიც კარგად მოდის. ასე რომ, ტურნირი ჩაივლის ექსტრემალურ პირობებში, რაც ნაკლებად კომფორტულ, მაგრამ უფრო დაძაბულ აზარტულ თევზაობას გვპირდება. მოიმარაგეთ საწვიმრები, ჩექმები და შეუდგეთ ბრძოლას. ადმინისტრაციას დღეს კიდევ ველაპარაკე, გვაქვს დასტური.

ხვალ შუადღიდან ტურნირის საორგანიზაციო ჯგუფი გავალთ ტბაზე, შევარჩევთ სათანადო ნაპირს, მოვაწყობთ ზონებს და სექტორებს. გვექნება დიდი თხოვნა მეთევზეებთან - მასიურად ნუ მოადგებით ხვალ ტბას სათევზაოდ, ჩვენთვის საკმაოდ რთული ამოცანები გვაქვს ხვალ გადასაწყვეტი და ტბაზე ხვალ სულ ორი ყარაულია, ეგ ხალხი ჩვენ გვჭირდება მთელი დღით და ნუ შევქმნით ისეთ სიტუაციას, რომ ისინი მუდმივად მეთევზეების შეხვედრა-გაცილებით იყვნენ დაკავებულნი. ტბა ძალიან დიდი ზომისაა (60 ჰექტარი) და ფიზიკურად ეს ხასლხი ვერ შეძლებს ყველას დევნას. დიდი მადლობა გაგებისთვის. საღამოს ტბიდან რომ დავბრუნდებით, პირადად მე დავდებ დეტალურ რეპორტს თავისი სურათებით და ყველა დეტალის აღწერილობით.

ეს გადმოვიტანე ტურნირის ორგანიზატირებუდან, ნადაზბაზევში მივდივართ !!

პოსტის ავტორი: ჩელე Jul 26 2013, 23:08

ჩემთვის პირადად არა აქვს მნიშვნელობა სად ჩატარდება. მთავარია რომ ჩატარდება, მაგრამ კითხვები მაქვს და არც მარეგისტრირებენ ფიშერზე. ეს რა უბედურებაა მანდ დარეგისტრირება? ადრეც ეტყობა მაგიტომ არ დავრეგისტრირდი, რომ დამეზარა მაგდენი ლოდინი.....

პოსტის ავტორი: general Jul 26 2013, 23:12

ნადარბაზევი გადაწყდა ესეიგი ხომ. ტაზო რითი წავიდეთ შენით თუ ჩემით ? partyFishing.gif

პოსტის ავტორი: ჩელე Jul 26 2013, 23:13

general

ჯეპით....

პოსტის ავტორი: general Jul 26 2013, 23:15

ჩელე
ცხენი არ წავა ჩელიუს D.gif

პოსტის ავტორი: ჩელე Jul 26 2013, 23:19

general

ნწუ....

პოსტის ავტორი: CHUDA Jul 27 2013, 09:28

ციტატა(ჩელე @ Jul 27 2013, 00:08) *
ჩემთვის პირადად არა აქვს მნიშვნელობა სად ჩატარდება. მთავარია რომ ჩატარდება, მაგრამ კითხვები მაქვს და არც მარეგისტრირებენ ფიშერზე. ეს რა უბედურებაა მანდ დარეგისტრირება? ადრეც ეტყობა მაგიტომ არ დავრეგისტრირდი, რომ დამეზარა მაგდენი ლოდინი.....

გნაცხადი რიმ შევავსე მანდ, სამი კვირის მერე დამარეგისტრირეს

პოსტის ავტორი: კუთხა Jul 27 2013, 10:44

CHUDA
ნადარბაზევის ტერიტორია საკმაოდ დიდია, შეგიძლია რუკა დადო ზუსტად რა ადგილას ტარდება?

პოსტის ავტორი: ჩელე Jul 27 2013, 13:17

CHUDA

ციტატა(CHUDA @ 27th July 2013 - 10:28) *
გნაცხადი რიმ შევავსე მანდ, სამი კვირის მერე დამარეგისტრირეს


ერთი კვირის მერე საერთოდ არ მჭირდება მანდ დარეგისტრირება..... რა პონტია ვერ გავიგე. ნატოა ბლიაძ?...... თუ მაინცდამაინც ყუფარაძეს უნდა დავარეკინო?

კუთხა

ჩვენც არ ვიცით რა ადგილია და ვერანაირად ვერ გეტყვით...

პოსტის ავტორი: თაზო Jul 27 2013, 13:23

იქნებ ვინმემ ლინკი მსტყორცნოთ ფიშერიდან, ამ ტურნირის თემის. blashe.gif

პოსტის ავტორი: თაზო Jul 27 2013, 13:29

ციტატა(giorgi491 @ 27th July 2013 - 00:12) *
ნადარბაზევი გადაწყდა ესეიგი ხომ. ტაზო რითი წავიდეთ შენით თუ ჩემით ?
რავი გიო, ბოლნისშია ჩემი ტოყოტა, მეც აქავარ და თუ ჩემით გადავწყვეტთ წამოსვლას აუდს დავუტოვებ თენგოს და გამოვსქურავ ჯიპუკით!

პოსტის ავტორი: ჩელე Jul 27 2013, 14:07

თაზო

მანქანა პრობლემა არ არის, ჩემით წავიდეთ, გავაკეთესავით newsmile05.gif

http://fisher.ge/index.php?showtopic=1382&st=0&start=0

მაგრამ ახალს ვერაფერს გაიგებ....

პოსტის ავტორი: თაზო Jul 27 2013, 14:22

გაიხარე ჩელიოს, თუ მთლად არაგაქვს მანქანის იმედი წამოვგორდები ჩემით, ნო პრობლემ!

პოსტის ავტორი: კუთხა Jul 27 2013, 14:26

ჩელე
გასაგებია. თუ ძალიან წვიმა არ იქნა და თუ გავჩითე ცოტა მაღალი მანქანა ვიდრე ჩემია შემოგიერთდებით მაყურებლის და გულშემატკივრის რანგში newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ჩელე Jul 27 2013, 16:29

თაზო

არა მთლად ვერ გავაკეთე, ზეთის ჩამატება დასჭირდა და ჩავამატე. პრობლემა არ აქვს.

კუთხა

ტურნირი 16:00-ზე მთავრდება და მაგ დროს მგონი რომ შემოგიშვებენ....

პოსტის ავტორი: თაზო Jul 27 2013, 19:18

http://fisher.ge/index.php?showtopic=1382&st=240 ახლა დადეს, დილით 4:30 ვიკრიბებით ივერიასთან! ჩელე, მომიპიემე შენი ნომერი.

პოსტის ავტორი: ჭაღარა Jul 27 2013, 21:20

გორში წვიმს საკაიფოდ და მგონი რომ ნადარბაზევზეც არ იქნება კაი ამინდიი :(

პოსტის ავტორი: lavriskheveli Jul 27 2013, 21:21

გამარჯობათ ბიჭებო, როგორ ხართ, ამ წამს დავბრუნდი სოფლიდან და ერთი არასასიამოვნო ამბავი დამხვდა ... სანამ წავიდოდი ჩვენი ფორუმიდან მარტო მე ვიყავი მსურველი ტურნირზე მონაწილეობის ხოდა სოფლიდანაც რამოდენიმეჯერ გადავამოწმე და კიდევ არ იყო მსურველი, ხოდა რამოდენიმე დღის წინ დამირეკა ერთ ერთმა მონაწილემ რომელსაც გუინდის შექმნა უნდოდა და ერთი კაცი აკლდებოდა, ხოდა მთხოვა დამემატეო, რადგან აქ არ იყო მსურველი დავემატე იმათ, დღეს კიდე რო ჩამოვედი ვნახე რო იმის გუნდშიც ვარ და აქ ჩვენ სასტავშიც... რა ჯანდაბა ვქნა არ ვიცი .. ესეთ უხერხულ სიტუაციაში პირველად ვარ :(((

პოსტის ავტორი: ჩელე Jul 27 2013, 21:52

მდააა...

არც კი ვიცი რა გითხრა newsmile05.gif

მე ვის უნდა გავუარო არ მეტყვით?.... ჩუდა სად არის?

პოსტის ავტორი: ilariona Jul 27 2013, 21:54

lavriskheveli
რა უნდა ქნა და თუ კარგად ითევზავებ ჩვენი გუნდის ზაჩოტში გამოუშვებ და თუ ცუდათ იმათ გუნდში D.gif

მეტი კარგი გამოსავალი რა გასწავლო აბა? D.gif

პოსტის ავტორი: ჩელე Jul 27 2013, 22:01

მოგესალმებით მეგობრებო. ცოტა ხნის წინ დავბრუნდით ნადარბაზევის ტბიდან. რამდენიმე საათი გავატარეთ ტბის დათვალიერებაში, გამოვკითხეთ ადგილობრივი პერსონალი და მეთევზეები ნაპირების თავისებურებების შესახებ და მოვნიშნეთ სამი სატურნირო ზონა. ორი ერთმანეთის გვერდით, ხოლო მესამე ტბის მოპირდაპირე მხარეს, საკმაოდ მოშორებით. ასეთი განაწილება განაპირობა იმ ფაქტმა, რომ ტბის ნაპირების უმეტესობა წვიმის დროს უკიდურესად ტალახდება, ახასიატებთ წყლის ნაკლები სიღრმე და როგორც გვითხრეს ადგილობრივმა მეთევზეებმა - ბევრი "ზაცეპებია". თუმცა ტევზის ნაკლებობა ამ ადგილებში არ შეინიშნება - მუხლებამდე წყალში მდომი ორი ყმაწვილი ტივტივით საკამოდ წარმატებულად თევზაობდა. გასაკვირი იყო ისიც, რომ მათ წითელი ჭიით დაჭერილი ყავდათ რამდენიმე თეთრი ამური.

რაც შეეხება სატურნირო ნაპირებს, იქაც ბევრი ხალხი იდგა, ყველა თევზაობდა ფსკერულით - ჩვეულებრივით, კოპტონით, ვნახეთ ასევე ცოტა ცივილური ჯგუფი, რომლებიც თევზაობდნენ მეთოდით. ყველა ყავდა თევზი დაჭერილი, უკმეყოფილი არ იყო არავინ. აშკარაა, რომ ტბა სავსეა თევზით.

ეხლა უშუალოდ თევზზე. განსაკუთრებით დიდი ეგზემპლარები არავის ყავდა დაჭერილი, ნადავლის უმეტესობას შეადგენს კარჩხანა და პატარა ზომის კობრი. ზოგჯერ გამოერევა საშუალო ზომის საზანი. ტივტივათი დაჭერილი ყავდათ თეთრი ამურები წითელ ჭიაზე. თევზი მოდის როგორც ჭითელ ჭიაზე, ისე სიმინდზე. სხვა სატყუარა არ შეგვიმჩნევია.

მოკლედ შთაბეჭდილება დადებითია, თევზსს არავინ აჭმევს, პრაქტიკულად თევზით მდიდარი ველური ტბაა.




ეს ფიშერიდან დავაკოპირე....

პოსტის ავტორი: lavriskheveli Jul 27 2013, 22:09

მგონი გვარდება სიტუაცია, თენგოს ველაპრაკე, თან გამოჩნდა ერთი კაცი რომელიც უგუნდოდააა ...

პოსტის ავტორი: საბო Jul 27 2013, 22:15

ხვალ დილას მეც მივდივარ ნადარბაზევის ტბაზე, ოღონდ არა შეჯიბრში მონაწილეობის მიზნით. დამპატიჟეს. მოკლედ იქ ვიქნები და გიგულშემატკივრებთ თავზაობასთან ერთად.

პოსტის ავტორი: lavriskheveli Jul 27 2013, 22:24

ციტატა(ilariona @ Jul 27 2013, 22:54) *
lavriskheveli
რა უნდა ქნა და თუ კარგად ითევზავებ ჩვენი გუნდის ზაჩოტში გამოუშვებ და თუ ცუდათ იმათ გუნდში D.gif

მეტი კარგი გამოსავალი რა გასწავლო აბა? D.gif


როგორ ხარ ?? : ) მოკლედ კინაღამ გავიშარე newsmile05.gif .. მაგრამ ერთი კაცი გამოჩნდა და შეავსებს იმ გუნდს ...

პოსტის ავტორი: ჩელე Jul 28 2013, 00:45

აბა წარმატებებს ვისურვებდი, მეტი რაღა დამრჩენია? newsmile05.gif წავედი წავუსლიფავ ცოტას მაინც....

პოსტის ავტორი: თაზო Jul 28 2013, 03:00

თვალი ვერ მოვხუჭე ამის დედაც! wtfg.gif დღეს ბლომად ყავა&რედბული დამჭირდება, ბლიად! xPMWh.gif სულ ეს მიდგას თვალწინ partyFishing.gif

პოსტის ავტორი: კუთხა Jul 28 2013, 07:12

წარმატებები ბიჭებო d778bc34f693c93907196ff195628213.gif

პოსტის ავტორი: ალექსანდრე Jul 28 2013, 09:31

ყველას წარმატებეს გისურვებთ, პირველი ადგილი მოგველოცოს newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ჭაღარა Jul 28 2013, 20:43

შედეგებს ველით, შედეგებს newsmile05.gif

პოსტის ავტორი: საბო Jul 28 2013, 20:51

სადაა ეს ხალი რომ არ ჩანს, წაგიღოთ წვიმამ თუ??????????????????
მე ძლივს გამოვასწარი, კინაღამ უკან ჩამრეცხა ტბაში.

შედეგის დამწერიც არ დარჩა ნეტავ?
და იყო საერთოდ შედეგი?

პირადად მე 9დან 1 საათამდე 6 კგ, საშუალოდ 300-500გრიანი კარჩხანა და 5ც 700-800 გრ-იანი საზანი(ეს უკანასკნელნი დავუბრუნე საბუდარს).
ესშედეგი არა საშეჯიბრო იყო, ვინაიდან არ ვღებულობდი მონაწილეობას.

პოსტის ავტორი: darcho Jul 28 2013, 20:58

1 "Soft Sweeps" თენგო ბინიაშვილი (dentist), გია ჩიტაიშვილი (kalojero74), გიგა ბაინდურაშვილი (giga-bai);
2 ,,ფიდერის სპეცები" მირიან ბეჟიტაძე (Mirian), იმედა ჩოხელი (Obexe), ნიკა ჩლაიძე (Nika) (+)
3 FF (FishFinders) არტურ ვართარეზოვი (artnightman), ლაშა დარჩიაშვილი (DARCHO), დიმიტრი ჯარიაშვილი (fff);
ეს გუნდური და პირადი ჩათვლაში დიმიტრი ჯარიაშვილმა გაიმარჯვა 10,რაღაც კგ

პოსტის ავტორი: general Jul 28 2013, 22:20

ჩამოვაღწიეთ როგორც იქნა:

დებედიდან 3:30 წუთზე წამუსული მე და ილარიონა (ღამე საათი საათ ნახევარი გვეძინა ნუ მე ცოტა მეტი D.gif ) შავიკრიბეთ ჯერ მთაწმინდზე სადაც შევხვდით თაზოს და ჩელეს და გადავინაცვლეთ ივერია ბლუსთან, ლავრისხეველი და ჩუდა იქ გველოდებოდნენ. საიდანაც ნელ ნელა დავიძარით ვინც ტბის ადგილმდებარეობა იცოდა. გზაზე რათქმაუნდა სმარტში შევიარეთ და ცხელი ყოვეც მივეჩით ჯანში (ნეტა ნადარბაზევში გვქონოდა ). 30-40 წუთში ვიყავით ადგილზე, აი აქ დაიწყოოო. newsmile040.gif რა თქმა უნდა შედგა კენჭისყრა სადაც სამი სექტორი იყო თითო სექტორში ორ-ორი კაცი ვიყავით ოჩოდან მე და ილარიონას მესამე სექტორი და 46-50 ნომრები შეგვხვდა ადგილზე რომ მივედით ილოს შექტორში ისეთი ამბავი იყო ტიტუ ტიტუ, ადგილი სადაც უნდა დამდაგარიყო საცალფეხო ბილიკივით იყო და მის უკან ისეთი "ლუჟაიკა" იდგა მეორე თევზსაშენს გააკეთებდა კაცი, ისა ხო, ჩემი სექტორი საერთოდ არ არსებობდა. xPMWh.gif D.gif(ტალახი და რა ტალახი, მედა ილოს ჩექმები დაგვრჩა არ წამაგვიღია newsmile039.gif )მარა რაცხა მოვახერხეთ და დაიწყო თევზაობა. ანკესები კარგად აწყობილიც არ გვქონდა როცა წუმაც დაიცყო და ნიავიც წამოვიდა, თევზიც მოძრაობდა და პირველმა ამურმაც არ დაახანა, თითქოს თევზი მოდიოდა მუღამიც მაგარი მარა რად გინდა რო დაუშვა და ქარაშოტი ამოვარდა იგეთი რომა ძვალში და რბილში ატანდა. პირველისკენ შევძვერით მანქანაში, ერთი ორჯერ ვცადეთ გადმოსვლა მარა მივხვდით რომ არ ღირდა. გაგვეღვიძა: უკვე დაჭერილის აწონვა მიდიოდა. ოჩოპინტრე1: გენერალ 3.460, თაზო6.00, ჩელე (ნიკოოოო დაიჭირე რამე .. D.gif ) ოჩოპინტრე 2: ჩუდა 3.680, ილარიონა 1.350, ლავრისხეველი 1.500 კგ. შედგა დაჯილდოვება ოცოპინტრე პრიზის გარეშეა. მაგრამ მოიცა, ნიკოოო დაიჭირე რამე ?...ნომინაცია წამახალისებელი პრიზი, ბატონი ჩელე გახდა საწვიმარის მფლობელი small3d018.gif (დაჭერილი თევზის წონა არ სახელდება newsmile090.gif ) მონაცილეებმა მივიღეთ სიგელები, ზოგმა ორი newsmile045.gif როგორც იქნა დავიძარით და მცხეთის სალობიეს დავადგით თვალი შესვლის თანავე ხალხი უცნაურად გვიყურებდა (აბა რა იქნებოდა ყურებამდე ტალახში ვიყავით ამოსვრილები) მარა ეგ აფერი, ისე გვშიოდა მაგას ვინ დაეძებდა.ტურნირზე რჩევა მოგვცეს აქედან რომ წახვალთ ტერაფლუ დალიეთ ყველამო, მარა ჩვენ ჩვენი ექიმი გვყავდა და სხვა შაშუალება გვირჩია D.gif რომელიც დავიჯერეთ რა თქმა უნდა და განვახორციელეთ კიდეც.

თქვენი მონა მორჩილი: generali

პოსტის ავტორი: general Jul 28 2013, 22:33

[b

საბო
ჯიმა შენ როის მოხვედი მე რათ ვერა გნახე რათა D.gif

პოსტის ავტორი: ალთაზარ Jul 28 2013, 22:45

general
მეეერეეე? შენ ხარ ჩემი ბააატონი .......მეეერეეე?

კარგია რომ დასწერე მარიაა სურათები მაინც თუ გედეიღეთ?

პოსტის ავტორი: ilariona Jul 29 2013, 08:07

ალთაზარ
ცოტა ხანი მოითმინეთ და დავსდებ რეპორტის სახით ადგილს და რაღაც რაღაცეებს.



სახლში 21:30 მოვედი გუშინ და 22:00 ნაბანავებს მეძინა უკვე newsmile05.gif ისეთი დაბრედილი ვიყავი, რომ 11 საათი ისე მეძინა არაფერი არ გამიგია.

თუნდაც 10 კაცს ურეკია ღამე D.gif

პოსტის ავტორი: general Jul 29 2013, 08:55

ალთაზარ
ჩვენ მესურათე არ გვყავდა, ისენი იღებდნენ და იმედია გადმოგვიგზავნიან.

პოსტის ავტორი: kajuberi Jul 29 2013, 08:59

general
მდააა. საღოლ კარგი რეპორტია სურათებიც დაემატება ეხლა ამას და კამფეტ D.gif

თქვენ მაგაზე გული არ გაიტხოთ.მთავარია იყავით ,ითევზავეთ და იმკურნალეთ D.gif

პოსტის ავტორი: კუთხა Jul 29 2013, 09:03

დაჭერილ თევზს რა ბედი ეწია? newsmile05.gif

პოსტის ავტორი: kajuberi Jul 29 2013, 09:06

გაუშვეს

პოსტის ავტორი: კუთხა Jul 29 2013, 09:07

ეს სურათები ფიშერ.გე-დან

https://www.facebook.com/media/set/?set=a.159551637568340.1073741839.124460931077411&type=1

პოსტის ავტორი: lavriskheveli Jul 29 2013, 10:54

უფფ რა იყო ეს, ძლივს გავცოცხლდი დღეს ყველაფერი მტკივა... გუშინ ისე შემცივდა ეხლაც მცივა.... რაც შეეხება შედეგებს ერთი საპრიზო ადგილი შეგვხვდა და ყველაზე მეტი სიგელი : )

პოსტის ავტორი: არჩილ Jul 29 2013, 10:57

ეგაც კარგია, ჩვენი დროც მოვა გული არ გაიტეხოთ

პოსტის ავტორი: lavriskheveli Jul 29 2013, 10:59

საქართველოს ჩემპიონატს ვიგებთ. : ) ... კარგად მოვემზადოთ.

პოსტის ავტორი: ilariona Jul 29 2013, 11:04

დავიწყოთ აბა.

გიორგამ კი დაწერა, რომ დებედაზე ვიყავით სათევზაოთ და იქედან დავიძარით პირდაპირ შეკრების ადგილისაკენ, გზაში რაღაცეებსაც ვგეგმავდით კიდეც, ძალზედ დიდი ენთუზიაზმით მივუდექით საქმეს.

ნუ ერთი სიტყვით ჩავედით ნადარბაზევის ტბაზე, გადავხედეთ საერთო სიტუაციას და მართლაც კარგი სათევზაო ადგილი ჩანდა,

როგორც ორგანიზატორებმა აგვიხსნენ სულ იყო სამი ზონა, თითო ზონაში უნდა განაწილებულიყო გუნდიდან ერთი კაცი, ვინაიდან ოჩოპინტრედან ორი გუნდი იყო გამოსული თითო ზონაში ორი კაცი გვყვავდა.

მეორე ზონა იყო შეკრების ადგილი, სადაც მშვენიერი ნაპირი იყო, ზოგ ადგილებში მოხრეშულიც კი,

გვერძე იყო პირველი ზონა, რომელიც ბალახიანი ნაპირით გამოირჩეოდა და მესამე ზონა კი იყო მეორე ზონის მოპირდაპირე მხარეს, ნაპირი არ ჩანდა, ვინაიდან საკმაოდ შორს იყო.

ორგანიზატორებმა თქვეს, რომ მესამე ზონაში უნდა წასულიყვნენ ის ხალხი, ვისაც ორ ხიდიანი მანქანები ჰყავს, ვინაიდან მისასვლელი საკმაოდ ტალახიანი გზა იყო.

გადავწყვიტეთ, რომ მე და გენერალი გადავსულიყავით ჩემი ლენდით მეორე მხარეს, ანუ მესამე ზონაში. გუნდი ოჩოპინტრე-1 დან მე და ოჩოპინტრე-2 დან გენერალი.

პირველ ზონაში იდგნენ ოჩოპინტრე-1დან ჩუდა და ოჩოპინტრე-2დან თაზო.

მეორე ზონაში იდგნენ ოჩოპინტრე-1დან ლავრისხეველი და ოჩოპინტრე-2დან ჩელე.

დაიწყო კენჭისყრა, გაირა ყველამ რეგისტრაცია და დაიწყო მესამე ზონის კენჭისყრა, მივედით მე და გენერალი კენჭისყრაზე და ჩვენი ნომრები არ ეყარა პარკში, ჩვენ წინ ჩაყარეს ორი ნომერი და ამოიღეთო D.gif

ცოტა გამიკვირდა, რაღა კენჭისყრაა თუ ორ ნომერს ყრიან პარკში და ამოიღეთო გვავალებენ D.gif იდეაში მოეცათ ეგ ორი ნომერი და მე და გენერალი გავიყოფდით რამენაირად D.gif

ნუ მე შემხვდა 46 და გიოს 50.

წავედით, მართლაც პატარა და გემრიელი ოფროუდი მოვაწყვეთ გზაზე და მივედით ადგილამდე.



უბედურებია ისაა, რომ გენერლისთვის ქოლგა გვქონდა წამოღებული და ჩემთვლის ფანჩატური გასაშლელი საკაიფო რანცხა, რომელიც ზომაში 3-4.5 მეტრი იყო.

ნუ ვიდეო ვინც ნახეთ მიხვდით, რომ მე ჩემს ფანჩატურს ვერ გავშლიდი ვერანაირად D.gif ამასობაში აღმოვაჩინე, რომ ვალინკებიც არ მქონდა წაღებული თან. არ გენერალს newsmile05.gif
გავიხედეთ და გენერლის ზონა საერთოდ არ არსებობდა (აქ სმაილიკსაც აღარ დავურთავ). 49-ე ზონა იყო ბოლო. დალშე თავში ქვა გიხლიათ იყო, მაგრამ გენერალი მაინც დაჯდა 50-ე ზონაში, როგორ და რანაირად მან თქვას.

რა გაეწყობოდა, აღარ გავშალე არაფერი, ვიფიქრე 8 საათი კაცი კარცერში ძლებს და მეც რამენაირად გავძლებ მეთქი.

ავიღე პატარა სკამი, ანკესი, (როდ პოდიც შემეცოდა მანდ გასაშლელად) რაღაც მაიმუნობა ჩასარჭობი და დავიწყე თევზაობა.

მინდა აღვნიშნო, რომ ვიდეოში არა სწორად ვთქვი ეს ჩემი ზონაა მეთქი, მაგ ზონაში ორი კაცი ვყოფილვართ, ვიყოფდით ნახევარკუნძულს D.gif

იმასაც აღვნიშნავ, რომ ჩემს გვერძე მყოფი გახდა N1 ჩემპიონი, საერთო ჯამში 10კგ გრამებით დაიჭირა, არც მას ჰქონდა ქოლგა, როგოც მე, მაგრამ მას ბათინკები ეცვა ჩემგან განსხვავებით და კეტებით არ იყო წამოსული D.gif

თავიდან სიმინდზე ვცადე თევზაობა, მაგრამ არ ეკარებოდა, თან ცოტა დიდი ნემსკავიც მეყენა, ფიდერზე წვეტი კი ჰევი. 70 გრამიან საკვებურზე დამატებული სადღაც 30 გრამი საკვები მქონდა, 100 გრამს მაინც ვისვრიდი, თავიდან რთული იყო სროლა, ვინაიდან სულ სველი ვიყავი, ხელს ვერ ვიმშრალებდი და ძუა ხელიდან მისხლტებოდა, რამოდენიმე სროლა საშინელი მქონდა, 20 მეტრში ვარდებოდა.

დავითრიე მანქანიდან ნაჭერი, ჩავიკუჭე ჯიბეში და სროლის წინ ვამშრალებდი ანკესს, ძუასა და მარჯვენა ხელს newsmile05.gif

შედეგი გამოსწორდა და სროლის მანძილი სადღაც 50 მეტრის ფარგლებში იყო.

მაინც რაღაც ნიტო იყო, ჩემს გვერდით ,,მოცურავე'' მეთევზე უკვე მესამე თევზს მოათრევდა ნაპირისკენ, გენერალს ამურჩიკი ყავდა კარგი ზომის დაჭერილი და მე ისევ ისე ვიჯექი.

ავდექი და გადავაწყვე ანკესი, დავაყენე 50 გრამიანი საკვებური, მედიუმ ცხვირი და 8 ნომერი ნემსკავი. სატყუარა შევცვალე სიმინდიდან წითელ ნაკელის ჭიაზე.

ვტყორცნე წლისკენ და 2 წუთსი პირველი საზანჩიკიც ამოვიყვანე, სადღაც 300 გრამი იქნებოდა, ერთ საათში 3 საზანი, 1 ამური და 2 კარჩხანა მყავდა დაჭერილი (შედეგი სულ ეს იყო)

დილის წვიმიდან გამოყოლებული სისველე ნელ-ნელა მტეხავდა ტანში, თან ქარი უბერავდა, ფეხები სულ სველი და ტალახიანი, შარვალი სულ სველი, მაიკა სველი და რაც მთავარია ყველაფერი რაც მეცვა იყო გაზაფხულისთვის მორგებული თბილი ამინდისთვის.

დაცხო კიდევ ერთხელ წვიმამ, ნუ იდეაში რაღას დამასველებდა, ისედაც სულ სველი ვიყავი. მაინც ვთევზაობდი, ამ წვიმას მოყვა ძლიაერი ქარი, რომელიც სიცივეს ძვალსა და რბილში ატარებდა, მაგრამ მაინც ვთევზაობდი.

12 საათი იყო წითელი ჭია გამითავდა და წავედი ჩუდას მიმართულებით, რომ გამომერთმია წითელი ჭია, მივედი და თან ბიჭების შედეგი გავიგე, თაზოს 4 კარგი ზომის ამური ყავდა დაჭერილი, ჩუდას ერთი 2-3 კგ ყავდა დაჭერილი, შედეგები იყო, ჭია დავითრიე და ნელ-ნელა გათბა მანქანაში ფეჩისგან ძვლები, მომეწონა D.gif D.gif D.gif

მივედი უკან, ჩავუწიე ფანჯარას და სიცივე, რომ შემოვარდა ძალიან არ მომეწონა D.gif

ვერაფრით ვერღარ გადმოვდგი ფეხი მანქანიდან.

ქარი მატულობდა, ცამ უფრო მოაღო პირი და სულ გადაირია ამინდი.

ასე ვიჯექი მანქანაში 4 საათამდე.

ხო მართლა, 1 საათზე გენერალმაც ვერ გაუძლო სიცივეს, ვინაიდან არც მას ჰქონდა ვალინკები და ზედა მოსასხამი, მაიკა და ერთი ჟაკეტი ეცვა, როცა ხალხი ფაქტიურად ზამთრის ზედებზე ზევიდან საწვიმურებით იყვნენ ჩამოსულები.

ხოდა ასე ვერ გავუძელით მე და გენერლამა გამყინვარებას და ქე წავაგეთ ტურნირი.

გენერლას 1 საათამდე 3.4კგ ყავდა დაჭერილი, თაზომ 6 კგ დაიჭირა, ჩუდამ 3.6კგ ლავრისხეველმა 1.8კგ, მე 1.2კგ და ჩელემ 0.560კგ.

ჯამში ჩემი მხრიდან ყველაფერს ჩემს ზონას დავაბრალებ მაინც, მე რომ ფანჩატურის გაშლის საშუალება მქონოდა, აშკარად არ დავსველდებოდი და ნორმალურადაც ვითევზავებდი, მაგრამ 8 საათიდან სულ 2 საათიც ვერ ვითევზავე, დანარჩენი გამშრალებასა და ტალახების მოცილებას მოვანდომე.

აბა მგონი სრულად მოვყევი ყველაფერი რაც მოხდა და ვინც წაიკითხავთ ამ მოთხრობას კი მიხვდებით რაც მოხდა D.gif

პს.

პრიზი მაინც გვერგო, რა პრიზი და როგორი, პრიზის მფლობემა მოზღაპროს D.gif D.gif


პოსტის ავტორი: kajuberi Jul 29 2013, 11:09

ციტატა(ilariona @ 29th July 2013 - 12:04) *
დილის წვიმიდან გამოყოლებული სისველე ნელ-ნელა მტეხავდა ტანში, თან ქარი უბერავდა, ფეხები სულ სველი და ტალახიანი, შარვალი სულ სველი, მაიკა სველი და რაც მთავარია ყველაფერი რაც მეცვა იყო გაზაფხულისთვის მორგებული თბილი ამინდისთვის.

მოგიკვდეს ჩემი თავი D.gif

პოსტის ავტორი: თაზო Jul 29 2013, 13:34

მე ჩემსას დავამატებ: კარგი ტურნირი იყო ახალი ადგილის სანახავად, მუხლის და ანკესების გასაშლელად, მეგობრების სანახავად. თევზაობაც კარგი გამოვიდა, ყველამ დაიჭირა თევზი, სხვადასხვა წონა, მაგრამ დაიჭირა! განსხვავებით კუმისისაგან კარგი სიტუაცია იყო,რადგან თუ მოინდომებდი დაიჭერდი კიდეც! 8 საათიდან დაახლოებით 11 საათამდე რამოდენიმე კარჩხანა და საზანჩიკი მქონდა დაჭერილი! რადგანაც ამურს იჭერდნენ ჩემი მეზობლები პო სექციი, გადავწყვიტე მესინჯა "ა ლია ლოპოტა", ანუ პურის ქერქი, რამაც მაგრად გაამართლა. newsmile027.gif 15-20 წუთი ლოდინი სჭირდებოდა, მაგრამ უეჭველი ამური "ჯდებოდა" ნემსკავზე! საკმაოდ კარგებიც! ამინდზე ისაუბრეს ბიჭებმა, საშინელება იყო... 3ჯერ ქოლგა კინაღამ წამართვა ქარმა, დავსველდი და გავიყინე სასტიკად, ამას დაურთეთ პლასტელინივით, თითქმის მუხლამდე ტალახი და... bliadzl.gif საერთო ჯამში მე კმაყოფილი დავრჩი ტურნირით და ჩემი რეზულტატით! ასეთ ექსტრემალურ პირობებში, უცნობ ტბაზე 6 კილო თევზი არ უნდა იყოდს ცუდი, მითუმეტეს ბოლო საათნახევარში, მაგარი წვიმის შემდეგ 2 ცალი ამური ამოვიყვანე მშობლიური სტიქიიდან და "კლოვი" მოკვდა! სათევზაო დროის 8 საათიდან ფაქტიურად 5 საათი გამოვიდა თებზაობა! სალობიემ გაასწორა მაგრად, გავითბეთ ბებერი და გაყინული ძვლები! ( ჩელე და ილო დაგვეჩაგრნენ xPMWh.gif ) და დაღლილები დავბრუნდით თბილისშა შინა! vot-tak.gif P.S ჩელიოს, ჩემი სერთიფიკატი და სათვალე დამიბრუნე რააა... d778bc34f693c93907196ff195628213.gif f289947570463c1e91fa6db1b3f5472c.gif

პოსტის ავტორი: Davitus Jul 29 2013, 13:39

ilariona

მდაააა...

შენ და გენერალი გამძლეობაში...


რაც მოყევი ძმაო, ოსკარი გეკუთვნის, პირველი ადგილი კიარა D.gif

პოსტის ავტორი: ჩელე Jul 29 2013, 13:58

მოკლედ მეორედ ვწერ ამას რასაც ვწერ.... ბლიაძ.... ამიტომ არის 9 საქმეს არ უნდა აკეთებდეს კაცი.

გამგზავრება ჩამოსვლაზე უკვე დაწერეს.

როგორც იცით ამინდმა არ გაამართლა, მაგრამ მიუხედავად ამისა ვინც იცის ფიდერით თევზაობა იმან დაიჭირა. ვინც არა კი მოიგო საწვიმარი newsmile05.gifnewsmile05.gifnewsmile05.gif

რატომ ვერ დავიჭირე 570 გრამის მეტი. მიზეზები მარტივია.

1. ფიდერით თევზობა ჩემთვის ახალია. არ ვიცი ბევრი არაფერი.
2. მეყენა სქელი ძუა ( მეგონა მქონდა წვრილი ძუა და აღმოჩნდა რომ 0,38 იყო. შაბათს გვიან ვნახე და მაღაზიები დაკეტილი იყო. ავდექი და ჩავახვია ეს ძუა) რომ ავაწყვე ანკესი დავაყენე 50 გრამიანი საკვებური. მესამე სროლისას ამებურდა. გამოვხსენი და ვისროლე თავიდან მაგრამ ამჯერად უკვე ჩამიწყდა. დავაყენე მეორე 50 გრამიანი საკვებური. ისიც ამებურდა და ჩამიწყდა. დავაყენე 60 გრამიანი. ისიც ჩამიწყდა და კინაღამ ანკესიც ვიმსხვერპლე. ავდექი და დავაყენე 30 გრამიანი. ამ საკვებურით დავიჭირე ეგ თევზი ისე რომ არ ამბურდვია და არც ჩამწყვეტია. ამ ყველაფერს ერთვოდა ძლიერი ქარი. ისეთი რომ ვეღარ ვგრძნობდი როდის ურტყამდა თევზი და გამოუცდელისთვის რთულია ორმაგად. ასევე მერე უკვე წვიმა, რომელმაც ყველას დაგვანებებინა თავი თევზაობას.
3. მეასმე მიზეზი კი არის წინა ორი მიზეზი ერთად.

სამაგიეროდ დამაჯილდოვეს საწვიმარით newsmile05.gifnewsmile05.gifnewsmile05.gif

რაც შეეხება ტბას: კარგი ტბაა აშკარად. თევზი არის. ახლოა რაც მთავარია და ბოლო-ბოლო რამდენი უნდა წამოიღო ეგ თევზი რომ ძვირი დაგიჯდეს. მთავარი ის არის, რომ ისიამოვნებ დიდად. საერთოდ რომ არ წამოიღო თევზი, მგონი ის სიამოვნება რაც თან ახლავს თევზაობას და თან ისეთ თევზაობას სადაც იჭერ თევზს, ნამდვილად გადაწონის თევზის წამოღების სურვილს. კარგ ამინდში კარგი იქნება.

რაც შეეხება თვითონ ტურნირს:

პირველ რიგში ვულოცავ ყველა გამარჯვებულს.

მეორე რიგში დიდი მადლობა ორგანიზატორებს იმისთვის, რომ მოგვცა საშუალება ეს ტბა გაგვეცნო. მართალია რაღაც ლაფსუსები იყო, მაგრამ შეუმცდარი არავინ არის. ყოველთვის ხდება გაუთვალისწინებელი რაღაც, რაც ვიღაცას არ მოეწონება, მაგრამ იმედი მაქვს შემდეგ ტურნირზე გამოსწორდება ყველაფერი. თუ არ გააკეთე რაღაც, ვერ ისწავლი კარგად როგორ უნდა გააკეთო. თუმცა იყო იმის შანსიც, რომ გამოსწორებულიყო ადგილზე ეგ ამბავი. უბრალოდ ჩვენმა ბიჭებმა აღარ თქვეს, მაგრამ მე რომ ვყოფილიყავი აუცილებლად ვიტყოდი. იქ გადაუჭრელი პრობლემა არაფერი იყო. დანარჩენი ყველაფერი კარგად იყო. ვინც იცის ამ მეთოდით თევზაობა კი დაიჭირა ყველამ. მოკლედ, კიდევ ერთხელ მადლობა ორგანიზატორებს.

ყველაფრის მიუხედავად მე კმაყოფილი ვარ. ამ ტურნირმა ბევრის გაგების საშუალება მომცა ამ მეთოდით თევზაობაზე. გამოცდილებაც მივიღე. შემდეგ ჯერზე იმედი მაქვს ამ გამოცდილებით გავაორმაგებ შედეგს და დავიჭრე 1,400 გრამს : newsmile05.gifnewsmile05.gifnewsmile05.gifnewsmile05.gif დიდი მადლობა ჩვენს ბიჭებს თავდადებული ბრძოლისთვის. საღოლა მითქვამს, საღოლა....

თუ რამე გამახსენდება დავსწერ კიდევ....

ilariona

ციტატა(ilariona @ 29th July 2013 - 12:04) *
და ჩელემ 0.560კგ.


10 გრამს რა პონტში მაკლებ ბრატ?....

თაზო
ციტატა(თაზო @ 29th July 2013 - 14:34) *
ჩელიოს, ჩემი სერთიფიკატი და სათვალე დამიბრუნე რააა...


არა და გკითხე: ხომ არაფერი გრჩება- მეთქი D.gif D.gif D.gif D.gif

პოსტის ავტორი: თაზო Jul 29 2013, 14:19

საერთოდ რომ მივაგენი რამეს არ გიკვირს? D.gif

პოსტის ავტორი: lavriskheveli Jul 29 2013, 19:32

ბევრი სესხები მაქვს და სამსახურის დაკარგვა არ მინდოდა თორე ისეთი დაღლილი ვიყავი დღეს დილით ლოგინიდან ძლივს ავდექი : )

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)