თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ ა რ ქ ი ვ ი _ სკს-ის კონდახების დამზადება!!!

პოსტის ავტორი: Nukry Max May 12 2010, 17:31

მოკლედ დაადგა საშველი და დავიწყეთ ერთობლივი წარმოება მე და ლევანიმ.
მემგონი კარგიც გამოვიდა და კარგი წვალებაც სდომებია.

პოსტის ავტორი: ჯეკო May 12 2010, 17:33

Nukry Max სურათები არ იქნებაააა ?

პოსტის ავტორი: Nukry Max May 12 2010, 17:42



[url=http://pix.ge/][/u



ლევანის დამსახურებული 10+

http://pix.ge/

პოსტის ავტორი: ჯეკო May 12 2010, 17:42

Nukry Max small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif

პოსტის ავტორი: Nukry Max May 12 2010, 17:42

http://pix.ge/

პოსტის ავტორი: ზახარა May 12 2010, 18:23

small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif xoshian.gif xoshian.gif xoshian.gif small3d018.gif small3d018.gif

პოსტის ავტორი: Davitus May 12 2010, 18:35

ხე რითი შეღებეთ? მე დიზაინი არ მომწონს, ნუ კაცია და გუნება... ნამუშევარი, მაგარია

პოსტის ავტორი: ზახარა May 12 2010, 18:46

ციტატა(Davitus @ 12th May 2010 - 19:35) *
ხე რითი შეღებეთ

გალაკულია, ხის ფერი ბუნებრივია.

პოსტის ავტორი: მაჭარა May 12 2010, 19:00

ძალიან ლამაზი და კარგი ნამუშევარია, ლაზერი რულამს რა newsmile035.gif.. აბა ჩემ კონდახს როდის ვაკეთებთ? newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ღლიღვა_1 May 12 2010, 19:14

მარტლაც ძალიან ლამაზია ! ისე სურათზე ცოტა მძიმე მომეჩვენა და საბოლოო წონა რა დადგა იარაღი და როგორი ბალანსი აქვს ხომ ვერ მეტყვით ?

პოსტის ავტორი: Nukry Max May 12 2010, 19:56

წონა თითქმის იგივე გამოვიდა, და ჩემი ვარაუდით ბალანსიც კარგია.........
თუ დამიჯერებთ, ბევრათ მოსახერხებელია, ვიდრე სკს-ის ქარხნული კომბალი........

xoshian.gif

პოსტის ავტორი: ჰერცოგი997 May 12 2010, 20:48

საღოლ ლამაზიია ძალიან

პოსტის ავტორი: ლეკი May 12 2010, 22:53

მართლა შესანიშნავია.... მაგარი ნამუშევარია... newsmile027.gif small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif

პოსტის ავტორი: ლევანი May 12 2010, 23:44

ციტატა(Nukry @ 12th May 2010 - 18:42) *
ლევანის დამსახურებული 10+

newsmile041.gif newsmile041.gif სასტიკი მადლობა... newsmile035.gif newsmile035.gif
ისე ყველა ნიუანსი გავიარეთ უკვე...და შეგვიძლია თამამად ვთქვათ....უმაღლესი დონის კონდახი მივიღეთ. ეგეთი დონის ამოჭრას(ხის და ლითონის მორგებას) პრაქტიკულად ვერავინ აკეთებს თბილისში(ვერც თელავში) newsmile035.gif newsmile035.gif დანარჩენი ტექნიკის ამბავია. რაც შეეხება დიზაინს..ნუ დაიწუნებთ მაინცდამაინც. ეგ დამკვეთის ნებასურვილით არის და იმათ ნუ მიაყენებთ შეურაცხყუფას. ჩვენთვის კი სულ ერთია დიზაინი. პრაქტიკულად ნებისმიერ ფორმას ვამზადებთ. წონაზეც ნებისმიერზე ვაჯენთ... არც ბალანსის პტობლემაა. უბრალოს მსუბუქი კონდახი....ნაკლებად მდგრადია უკუცემაზე. ოქროს შუალედის მოძებნა კი ყოველთვის შეიძლება.

პოსტის ავტორი: Nukry Max May 13 2010, 09:51

ასე რომ ვისაც აქვს სურვილი, სისტემის მორგება ჩვენზე იყოს და დიზაინი დამკვეთზე.....
(ნებისმიერი კაპრიზი) thinking.gif

პოსტის ავტორი: robiko May 13 2010, 11:13

ბატონო ლევან, მართლაც ოქროს ხელები გქონიათ, ეს სურათები რომ ვნახე სულ დამავიწყდა ყველა პატარ-პატარა წყენები თქვენი "პოლიტიკური" პოსტების გამო (ასეა ცხოვრება - ხელოვანს მეტი ეპატიება, ვიდრე ხელოსანს)

პოსტის ავტორი: hunter777 May 13 2010, 11:32

სკს ის ბულპაპის კონდახის ნახაზები რომ გავჩითო შეიძლება დამზადება? და რა დაჯდება მაგ სიამოვნება?????

პოსტის ავტორი: T A M P L I E R May 13 2010, 11:34

hunter777
სულ არ არის ცუდი იდეა.და ადვილად გაკეთებადია

პოსტის ავტორი: hunter777 May 13 2010, 11:43

ჰოდა მაგიტომ ვიკითხე!! შენ რას ფიქრონ ნიკუშ ივარგებს??

პოსტის ავტორი: ზახარა May 13 2010, 11:45

hunter777
იკა სურათი დადე თუ გაქვს ??? მეც დამაინტერესა როგორ გამოიყურება

პოსტის ავტორი: T A M P L I E R May 13 2010, 11:46

აი newsmile027.gif xoshian.gif

პოსტის ავტორი: ბესო May 13 2010, 11:53

კარგია. მაგრამ სურათების გადაღებასაც, რომ ისწავლიდეთ არ იქნება ურიგო newsmile045.gif - დროა უკვე. პატარები ხომ აღარ ხართ? newsmile05.gif

პოსტის ავტორი: Bonehill May 13 2010, 12:15

Nukry Max
ლევანი
მივესალმები ასე არ ჯობია !?
ნამუშევარი მართა ძალიან კარგი გამოვიდა, ცოტა უკეთესი დიზაინი და.... ბაზარი თქვენია newsmile05.gif

პოსტის ავტორი: hunter777 May 13 2010, 12:29

ციტატა(ზახარა @ May 13 2010, 12:45) *
hunter777
იკა სურათი დადე თუ გაქვს ??? მეც დამაინტერესა როგორ გამოიყურება

ზახარ ხის კონდახზე არ ვიცი როგორია და არც ვიცი როგორი გამოვა ერთმა გააკეთა რუსულ ფორუმზე ვნახე და მაგარი ქლიავობაა და ისე ლინკებს დავდებ და რავი გადაათვალიერეთ აბა როგორ მოგეწონებათ ლპასტიკის ბულპაპი სკს ზე!

http://www.ak47.net/forums/topic.html?b=4&f=83&t=126771

http://www.sksboards.com/smf/index.php?topic=64424.0

http://sgworks.com/297/

პოსტის ავტორი: ლევანი May 13 2010, 12:37

ციტატა(robiko @ 13th May 2010 - 12:13) *
ბატონო ლევან, მართლაც ოქროს ხელები გქონიათ,

დიდი მადლობა. newsmile041.gif newsmile041.gif
ციტატა(robiko @ 13th May 2010 - 12:13) *
სულ დამავიწყდა ყველა პატარ-პატარა წყენები თქვენი "პოლიტიკური" პოსტების გამო

იმედია საერთოდ აღარ გვემახსოვრება არავის ცოტახანში....დროა ისტორიას ჩაბარდეს წყენა. და სიმართლე ითქვას....ჩემ ხედვებზე თავდასხმები და ზოგჯერ ცინიკური მიდგომა რომ არ ყოფილიყო...ჩემი პოლიტიკური პოსტი..საერთოდ არ იარსებებდა. ეგ არაფერი...გურჯისტანშიც...

ვისწავლით სხვისი ხედვების პატივისცემას..და ეგ ყველაფერი..საერთოდ გაქრება.

hunter777
ეგაც შეგვიძლია... თან უმაღლესი ხარისხით(უკეთესი ვიდრე მანდ ეხატა) მაგრამ სიიაფის რა მოგახსენოთ....მეტი საწვალებალია ვიდრე ჩვეულევრივი...ამიტომ მეეჭვება უფრო იაფი დაჯდეს.

ციტატა(nika @ 13th May 2010 - 12:34) *
ადვილად გაკეთებადია

newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif გინდა შენი ხელით გაგაკეთებინო???...

პოსტის ავტორი: T A M P L I E R May 13 2010, 12:46

ციტატა(ლევანი @ May 13 2010, 13:37) *
newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif გინდა შენი ხელით გაგაკეთებინო???...

ნუ მაშინებ რა ხო იცი რო შემიძლია

პოსტის ავტორი: hunter777 May 13 2010, 12:52

elementarno-vatson.gif

პოსტის ავტორი: ლევანი May 13 2010, 12:53

ციტატა(nika @ 13th May 2010 - 13:46) *
ნუ მაშინებ რა ხო იცი რო შემიძლია

ყველას შეუძლია. უბრალოდ საქმე იმაშია...რა წვალების ფასად რა შეგრჩება ხელში. აი ფასიც მანდედან გამომდინარეობს. newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif თუ შეგიძლია კიდე.. მაშინ შენ დაუმზადე ჩვენებს..ძმობაში და იაფად. newsmile090.gif

პოსტის ავტორი: hunter777 May 13 2010, 12:56

newsmile040.gif



პირველი ბმული აიღე ხოლმე!

ბესო

პოსტის ავტორი: T A M P L I E R May 13 2010, 12:58

ლევანი
ჩემთვის ვერ გამიკეთებია უდროობის გამო და სხვას როგორ გავუკეთო

პოსტის ავტორი: hunter777 May 13 2010, 12:58

newsmile056 (1).gif

პოსტის ავტორი: T A M P L I E R May 13 2010, 12:58

http://pix.ge/

პოსტის ავტორი: ლევანი May 13 2010, 12:58

hunter777
ეგ რანაირი სკს-ია..რატო აქვს სასხლეტი წინ და აბოიმა უკან???...

პოსტის ავტორი: T A M P L I E R May 13 2010, 12:59

hunter777
ბბ კოდი

პოსტის ავტორი: hunter777 May 13 2010, 12:59

ციტატა(ლევანი @ May 13 2010, 13:58) *
hunter777
ეგ რანაირი სკს-ია..რატო აქვს სასხლეტი წინ და აბოიმა უკან???...

ეგაა ბულპაპი ოსტატო!
ხო კაი მასტია!

პოსტის ავტორი: ლევანი May 13 2010, 13:01

ციტატა(irakli fofxadze @ 13th May 2010 - 13:59) *
ხო კაი მასტია!

კაი მასტი კი არის..მაგრამ ეგ მარტო კონდახი აღარ არის..მაგას სისტემი გადანავაროტკებაც ჭირდება.(ლითონიც ამბავშია)

პოსტის ავტორი: T A M P L I E R May 13 2010, 13:08

ლევანი
ხო თორე ჯუროკი წინ რაფრა მოხვდა

პოსტის ავტორი: hunter777 May 13 2010, 13:11

არა ჯიგრები არაფერი გადაკეტება არ უნდა უმარტივესია! ყველაფერი იგივე რჩება სასხლეტი კავიც თვითონ მოყვება ამ კონდახებს!
თუარადა ადვილი გასაკეთებელია ძაან!დამცემ სასხლეტი იგივე რჩება იგივე ადგილას უბრალოდ გადამყვანს დაიმზადებ წვრილი ფოლადის მავრთულისგან რაც ძალიან ადვილია რა!

პოსტის ავტორი: Bonehill May 13 2010, 13:14

hunter777
არ მეგონა თუ ადვილი იყო მაგის გადაკეთება, კარგი იდეაა

პოსტის ავტორი: ლევანი May 13 2010, 13:27

ციტატა(irakli fofxadze @ 13th May 2010 - 14:11) *
დამცემ სასხლეტი იგივე რჩება იგივე ადგილას უბრალოდ გადამყვანს დაიმზადებ წვრილი ფოლადის მავრთულისგან რაც ძალიან ადვილია რა!

მაგისი ნახაზი მოძიება მოსულა??....(თვალსაჩინოების ამბავში)

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა May 13 2010, 13:51

აუ მინდაააააააააააააააააააააა..
.. სად ვიყიდო?????????????

პოსტის ავტორი: hunter777 May 13 2010, 14:07

ჯერა ბიჯო უნდა სკს სი იყიდო და მერე კიდენა ეგ ბულპაპის კონდახი ჩამოატანინო ვინმეს თბილი ქვეყნებიდან ტიფლისში და გექნება! იყიდო რაა კვერცხი კიარაა გასტრონომში იყოს! newsmile035.gif

ეხა ზემოთ რომ სკს ის ბულპაპის ფოტო დევს ეგაა ძალიან გადატვირთული მაგას ტაქტიკური ფანარიც და წინა სახელური სოშკაც ორივე პიკატინის რელსებზე აქვს და ხელის მსუბუქი მოძრაობით შეგიძლია ძალიან მარტივად მოხსნა ნუ თუ გინდა რო მოხსნა იმ შემთხვევაში, ხოოოდა მერე უკეთესი იქნბა და მსუბუქიც ისე ბულპაპის სისტემა ამსუბუქებს იარაღს ცოტათი.

პოსტის ავტორი: jagermeister May 13 2010, 15:35

ლევან, nukri xoshian.gif
ბულპაპზე მგონი სხვა თემაში დავდე, ვფიქრობდი მაგის ჩამოტანაზე,
აი ესენი არიან მაგის მხეცები http://sgworks.com/
159 $


პოსტის ავტორი: 919 May 13 2010, 16:03

გავნო! newsmile035.gif
და შეხედეთ ამ პორნოგრაფიული აგრეგატის მედეგობას...

შუკა სად არის, შუკა?????
სკს-ზე ბულპაპი რაღაც არამედეგი შაშხანის შტაბეჭდილებას ტოვებს.
აუგ-ზე ეს გამართლებულია იმიტომ რომ სხვა ვაზნა და სხვა აირგამტარი
სისტემაა. ტიპები ფეხზე ძლივს დგანან newsmile035.gif

პოსტის ავტორი: hunter777 May 13 2010, 16:11

რა უპოვე ეხა ამას შენ არამედეგობისა ან ვინ დგას ძლივს ფეხზე?? ცოტა სამართლიანი შენიშვნები მაინც დაწერე და არგუმენტურებული ზეპირად რატო გიყვართ საუბარი ვერ ვხვდები? ეხლა 21 თე საუკუნეში ომში მაგით არა მგონია ვინმე წავიდეს და სანადიროდ და ისე სასრილად ძალიან კარგი რამეა ისე არც ბრძოლაში იქნება მოსინზე და KO ზე ნაკლები რო იცოდე!

პოსტის ავტორი: ლევანი May 13 2010, 16:41

ჩემი აზრით..ნამეტანი საბრძლო "ვიდი" აქვს..მეტი არაფერი. მე პირადად..უფრო მონადირული დიზაინი მომწონს. თან ეს პლასტმასი არ მევასება რაა.... ფუტუროს შთაბეჭდილებას მიტოვებს. ისე უფრო მსუბუქი კი იქნება. თან ძალიან ბევრი გაშვერილ-გამოშვერილები აქვს. ხელში დასაჭერადაც ვერ უნდა იყოს მაინცდამაინც მოსახერხებელი..სასხლეტი და წინა სახელური..ერთმანეთზეა მიმჯდარი. არ ვიცი...ბრძოლის ველზე როგორი იქნება..მაგრამ..მე სანადიროთ....უფრო მოსახერხებელს და მონადირული დიზაინით ავირჩევდი.

პოსტის ავტორი: 919 May 13 2010, 17:45

hunter777

რაც შეეხება ჩემ არგუმენტებს, განათლებით ვარ სამრეწველო დიზაინერი და ძირფუძიანად მაქვს
შესწავლილი ერგონომიკა და ადამიანის ანთროპომეტრია, ანუ ის მეცნიერება, რომელიც საგანს ადამიანს
არგებს და არის სამრეწველო დიზაინის განუყოფელი ნაწილი.

ეს შაშხნა იყო გათვლილი საშუალო საბჭოთა ჯარისკაცის წონაზე და ფიზ-მომზადებაზე. იარაღის არასაბრძოლო კვანძების
(ანუ ანთროპომეტრიული წყვილი- კონდახი & წინამხარი ე.წ. ცევიო) წონა გათვლილი იყო გასროლის უკუცემის დახშობაზე,
კომპაქტურ დასაწყობებაზე და მოსახერხებელ მოხმარებაზე -არცერთი გრამით მეტი და არც ერთი გრამით ნაკლები.

ამ კარაბინის ავტორს იმ მომენტზე საკმაოდ კარგი ბალანსი ჰქონდა დაჭერილი ბალისტიკური მაჩვენებლების/ ტექნოლოგიურობის და
საბჭოთა საწარმოო სიმძლავრეების კუთხით სამამულო ომის დასასრულისათვის. თუმცა ეს ვაზნა- 7.62X39 პირველად იქნა გამოყენებული
მე2 მსოფლიო ომში და საკუთარი სიახლის თაობაზე კარგად იქნა გამოყენებული. 1949 (მასიური გამოშვების) წლისათვის ვაზნის მონაცემები და პოტენციალი უკეთ იქნა შესწავლილი და მორგებული ხსენებულ კარაბინთან მიმართებაში.
მე სკს-ს სასროლად დიდ პატივს ვცემ, მაგრამ საავტორო ვერსიაში. მაქსიმუმ რაც ამ კარაბინს უხდება, მცოდნე მეკონდახის მიერ გამოთლილი
ორთოპედიული კონდახი.

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა May 13 2010, 18:06

ციტატა(919 @ May 13 2010, 18:45) *
განათლებით ვარ სამრეწველო დიზაინერი და ძირფუძიანად მაქვს
შესწავლილი ერგონომიკა და ადამიანის ანთროპომეტრია,

მაქსიმუმ რაც ამ კარაბინს უხდება, მცოდნე მეკონდახის მიერ გამოთლილი
ორთოპედიული კონდახი.


გიგა რას გვერჩი? newsmile035.gif newsmile035.gif ერთი იმის მეცნიერი გამხადა ეს ანთროპომეტრია რა დოზანაა? იკბინება? newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif

პოსტის ავტორი: 919 May 13 2010, 19:14

QUOTE (ჭალიმგელა @ May 13 2010, 19:06) *
გიგა რას გვერჩი? newsmile035.gif newsmile035.gif ერთი იმის მეცნიერი გამხადა ეს ანთროპომეტრია რა დოზანაა? იკბინება? newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif



ნუ აგერ კაცმა უსაფუძვლო კრიტიკაში ჩამითვალა ჩემი წინა პოსტი.
მეც აუხსენი თუ რა მაძლევს უფლებას ვიმსჯელო იარაღის დიზაინზე.
ჩვენი არაკომპეტენტური ჟურნალისტების გამო ფართო მასებმა არც იციან დიზაინი რა არის.
ჩვენს ქვეყანაში ამ დარგს უწოდებენ იმას თუ როგორ გამოიყურება საგანი.
ჭეშმარიტი განმარტება კი იქნება - დიზაინი არის ის თუ როგორ ასრულებს საგანი კონსტრუქტორის მიერ
დაკისრებულ სამუშაოს. საბჭოთა პერიოდში ჩვენ მხატვარ-კონსტრუქტორებს გვიწოდებდნენ...

ანთროპომეტრია კი არის მეცნიერება, რომელიც შეისწავლის ადამიანის ანატომიურ პარამეტრებს,
სქწსის, ასაკის, შრომისუნარიანობის და რასის გათვალისწინებით. ანთროპომეტრია და ერგონომიკა
საბოლოო ჯამში აყალიბებს სამომხმარებლო უსაფრთხოების სტანდარტებს.
მაგ.: სკამის საჯდომის სიმაღლე - 450მმ, მაგიდის დაფის სამუშაო ზედაპირის სიმაღლე 700მმ,
სახელური კვეთის დიამეტრი 25მმ...

გიო, არავის დაგრუზვა არ მინდოდა, გიზიარებთ იმ ცოდნას რაშიც უცხოური ვალუტა მაქვს გადახდილი.
თქვენ კი თუ გინდათ მიიღეთ ეს ცოდნა უფასოდ თუ არ გინდათ - მითხარით და მე მეტს აღარფერს დავწერ.

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა May 13 2010, 19:23

უი უი უი ვიხუმრე ადამიანო, ნატა სულ არ ამომეღო ხმა newsmile05.gif ashh.gif

პოსტის ავტორი: Nukry Max May 13 2010, 19:51

ციტატა(hunter777 @ May 13 2010, 12:32) *
სკს ის ბულპაპის კონდახის ნახაზები რომ გავჩითო შეიძლება დამზადება? და რა დაჯდება მაგ სიამოვნება?????

სისტემის ნახაზები თუ გარე დიზაინის?
გარე დიზაინზე პრობლემა არაა, ნებისმიერის დამზადება შეიძლება.......
სისტემის ამოჭრაა პრობლემა, ნახაზებს ნახვა უნდა, იქნებ თხა იყოს, მაიგოს!!!

ციტატა(T A M P L I E R @ May 13 2010, 12:34) *
hunter777
სულ არ არის ცუდი იდეა.და ადვილად გაკეთებადია

თუ ეგეთი ადვილია შეკაიკაცო, რას გვაწვალებ ამ ორ ბუმბერაზ კაცს, იმდნი კაცი მირეკავს, გამოგიგზავნი და იაფად დაუმზადე newsmile093.gif

პოსტის ავტორი: T A M P L I E R May 13 2010, 21:56

Nukry Max
ეხლა სტრაკუეტე შენც და ლევანაც მე კი არ მითქვია რანდა მაგის გაკეთებას და არაფერს არ აკეთებთთქო

პოსტის ავტორი: hunter777 May 13 2010, 22:53

919 მესმის შენი და იმ დიამეტრებს და წონას და ათას რამეს რომ ყვები გინახია როგორია ამ ბულპაპის კონდახის წონა? ან როგორ ჯდება და როგორაა მორგებული ადამიანის აღნაგობაზე და რომ ეს კონდახი ვერ შთანთქავს იმ ენერგიას რომელიც ტყვიის გასროლისას წარმოიქმნება და უკუცემას აძლიერებს? თუ გგონია რომ უცხოეთში შენი სპეციალობის ხალხი არა ყავთ და ზეპირად აკეთებენ ყველაფერს?? გიფიქრია მაგაზე რომ ეს კონდახიც ვინმე მცოდნემ და სპეციალისტმა დააპროექტა და გამოსცადა. იმიტომ გითხარი რომ უსაფუძვლო დასკვნებს აკეთებ თქო. და თუ ნანახი გაქვს და შესწავლილი გაქვს ეკ კონდახი და ნასროლებიცა გაქვს რაღას გვიმალავ ამოალაგე და გაგვანათლე. საწყენად ნუ მიიღებ ძამიკო მაგრამ მე ესე ვფიქრობ.

პოსტის ავტორი: ლევანი May 13 2010, 23:26

919
hunter777
მე მგონია..ორივე მართლები ხართ თქვენ-თქვენ ამბავში. მე პირადად ნამდვილად არ გამისვრია ეგეთი რამიდან და ვარაფერს ვიტყვი..მაგრამ..ჩემი აზრით(გარეგნობით თუ ვიმსჯელებთ) უფრო მსუბუქი უნდა იყოს, კონდახი კარგად გრძელდება სწორ ხაზზე..რაც უკუცემაზე უფრო გამძლე და მდგრადი იქნება და გარეგნობა აქვს ძალიან საშიში. დანარჩენი...რაღაც ვერ მომეწონა. სახელურები ძალიან ახლო-ახლოს აქვს და წინ. ეგ ნიშნავს..ორივე ხელი წინ უნდა გქონდეს გაშვერილი(მზადყოფნის მომენტში) რაც დამღლელი უნდა იყოს. გარდა მაგისა....თუ გვერდზე მიყუდებულ ვითარებაში სწრაფად აღება და მხარზე მოგდება გახდა საჭირო(ნადირი გამოვარდა მოულოდნელად) მე მგონია უფრო რთული იქნება..ვიდრე კლკასიკური ვარიანტია. ამას ძალიან ბევრი გაშვერილ-გამოშვერილები და ხელის შესაყოფები აქვს. ის აბოიმაც..უკან...რაღაც უცხო აღსაქმელია თვალისთვის...უკუღმართის "ვიდი" აქვს. წონასწორობას არღვევს(ვიზუალურს) ეგ იგივეა ოთახში...შავი ჭერი და თეთრი იატაკი რომ გქონდეს.

პოსტის ავტორი: hunter777 May 13 2010, 23:42

ლევან ბულპაპის სისტემა მოიგონეს იმიტომ რომ საჭიროებამ მოითხოვა (ნიკოლო მაკიაველისა არ იყოს ,, მიზანი ამართლებს საშუალებას,,) და დღეს თანამედროვე მოიერიშე საშხანები ყველა ,,ნუ თითქმის ყველა ,, ამ სისტემის კონსტუქციით მზადდება ანუ სასხლეტი წინ მჭიდი უკან და ეს შემთხვევითობა კიარაა ეს მოითხოვა საჭიროებამ, შემცირდა იარაღის მასა და გაბარიტები კომპაქტური გახდა ისე რომ ლულა არ დამოკლდა, უკან გადმონაცვლებულმა მჭიდმა დააბალანსა იარაღის ერგონომიკა მხართან ახლოსაა და ხელი არ იღლება და ასევე მოძრავი მექანიძმიც (საკეტი თავისი სახელურით და ზამბარებით) უკან დარჩა რაც სროლისას არასასურველ ბიძგებს და ჰორიზონტალურ მოძრაობას ზღუდავს გარდა ამისა სწორად აღნიშნე რომ კონდახი ლულის პარალელურადა და თითქმის ერთ სიბრტყეში მდებარეობს ეს კი სროლის სიზუსტის ერთ ერთი თანაპირობაა ასე რომ გარეგნულად ვის მოსწონს და ვის არა ეს გემოვნების ამბავია! ფუნქციურად კარგი გადაწყვეტილებაა ეს ფაქტია დანარჩენს როცა გავისვრი ეგეთი კონდახის მქონე CKC სიდან მერე დავწერ.

პოსტის ავტორი: ლევანი May 13 2010, 23:49

hunter777
კარგი..ეგეთი კონდახების დამზადებასაც დავიწყებთ. ოღონდ უფრო მონადირული შესახედაობით და კაკლის მასალის....მთელი ბრწყინვალებით. სასხლეტის წინ...(თხელი დამცავი რომ აქვს) ალბათ თითბერს გამოვიყენებთ.(კაკლის ფაქტურას..ძალიან უხდება ყვითელი)

პოსტის ავტორი: hunter777 May 13 2010, 23:51

სულაც არაა ცუდი იდეა მაგრამ რამდენად ადვილი შესასრულებელი იქნება ხეში ეგაა საკითხავი აი! თან მასალაც ნაკლები დაჭირდება! newsmile027.gif newsmile041.gif newsmile035.gif

პოსტის ავტორი: ლევანი May 14 2010, 00:06

ციტატა(nika @ 13th May 2010 - 13:58) *
ჩემთვის ვერ გამიკეთებია უდროობის გამო და სხვას როგორ გავუკეთო

ჰააა..შე ყურმუსაღო..მე კარგად მეკაიფები ხოლმე...."არ დაიჯერო"-ო და ეგეთები... newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif გეგონება მე მოცლილი ვიყო...

ციტატა(irakli fofxadze @ 14th May 2010 - 00:51) *
მაგრამ რამდენად ადვილისესასრულებელი იქნება ხეში ეგაა საკითხავი აი!

ადილის რა მოგახსენო...მაგრამ..როგორს წინა შემთხვევებში....ნუკრის ძმას(ბატონ ზურას) მოუწევს 1 კვირიანი ტვინის ჭყლეტვა... newsmile035.gif newsmile035.gif (პროგრემულად დამუშავებაზე) მერე ჩვენთან(მე და ნუკრისთან) დეტალების დაზუსტებაზე და მოკლედ...მაგარი "ვალაკიტა" მთელი კვირა...მერე ხელით მუშაობა და საბოლოო სახის მიცემა. პირველი რომ დამზადდება(ყველა ნიუანსის გასწორებით) მერე შეიძლება ჩაითვალოს..რომ საქმე დაიძრა...ინა კონდახების გაშვებას...რამდენიმე საკონდახე მასალა..დრო...ნერვები და ენერგია შეეწირა. ეგრეა..სანამ ყველაფერი დაიხვეწება და ზუსტად დაჯდება.

პოსტის ავტორი: Davitus May 14 2010, 00:20

ბულპაპზე წარმოდგენა შემეცვალა ბულპაპის ტიპის შაშხანის სროლის მერე, არადა მანამდე ვფიქრობდი რომ, ბულპაპის ტიპის სნაიპერული შაშხანა საშინლად მოუხერხებელი იქნებოდა...

პრაქტიკული გამოცდილება სულ სხვაა, ეს რომ მიიღო უნდა გარისკო და გააკეთო, ამიტომ თეორიული არგუმენტები სრულიად უაზროა, არც ჰანტერას ვეთანხმები და არც გიგას, იმიტომ რომ არცერთს არა აქვს ნასროლი სკს-ის ბულპაპი, ამიტომ მყარი არგუმენტებით საუბარი, ვფიქრობ შეუძლებელია

პოსტის ავტორი: hunter777 May 14 2010, 00:47

აა კაცი მე დავასრულე ჩემი პოსტი შემდეგი სიტყვებით როცა გავისვრი დანარჩენს მერე დავწერ და შთაბეწდილებებს გაგიზიარებთ თქო ასე რომ ( ამ სისტემის შექმნის იდეა სწორედ ეგ იყო) ეს თეორიული მხრიდან გამომდინარე დავწერე რო ეს ესეა თქო. ასე რომ დავითუს მეც ეგრე ვფიქრობ. პრაქტიკული გამოცდილება ბევრსა ნიშნავს! და უკვე მყარი არგუმენტია

პოსტის ავტორი: შუკა May 14 2010, 02:22

ციტატა(919 @ May 13 2010, 17:03) *
გავნო! newsmile035.gif
და შეხედეთ ამ პორნოგრაფიული აგრეგატის მედეგობას...

შუკა სად არის, შუკა?????
სკს-ზე ბულპაპი რაღაც არამედეგი შაშხანის შტაბეჭდილებას ტოვებს.
აუგ-ზე ეს გამართლებულია იმიტომ რომ სხვა ვაზნა და სხვა აირგამტარი
სისტემაა. ტიპები ფეხზე ძლივს დგანან newsmile035.gif


უ კ ო მ ე ნ ტ ა რ ო დ ! newsmile045.gif

პოსტის ავტორი: 919 May 14 2010, 09:07

hunter777
Davitus
ლევანი

საზღვარგარეთაც მისწავლია (წინასადიპლომო კურსი - ჰალეს დიზაინისა და ხელოვნების უმაღლესი სკოლა)
რაც უცხოელ სპეციალისტებს შეეხება - იქაც აკეთებენ უამრავ ნაგავს... ეს შემთხვევა მართლა
არ არის დიდი საიარაღო კორპორაციის ქმნილება. დადებული ვიდეომასალიდან ჩანს მსროლელის
დატაცი და სხეულის რეაგირება ყოველ გასროლაზე.
ვამბობ, რომ სიმონოვმა შექმნა იარაღი ისეთი, როგორიც უნდა ყოფილიყო!
კიდევ ერთხელ ვიმეორებ - კარაბინი გამოშვებულია 1945 წელის პირველ კვარტალში, მასიური წარმოება
დაიწყო 1947 წელს. დანიშნულებიდან გამომდინარე მისი პირვანდელი კონსტრუქცია არის დაბალანსებული
და სრულიად გამართლებული.
რაც ზემოდ მოყვანილ ბულ-პაპს შეეხება - მაგონებს საბჭოურ მტვერსასრუტ "რაკეტას", რომელსაც ჰქონდა
აეროდინამიური ფორმა, მაგრამ იატაკზე ადამიანის ძალის დახმარებით ავითარებდა სიჩქარეს 0.1 მ /წმ newsmile035.gif
გაიხსენეთ ძროხისა და უნაგირის მაგალითი.

თეორია არის ნებისმიერი ჯანსაღი პრაქტიკის წინამორბედი იდეის სახით.
ჩემი კომენტარით არცერთი ფორუმელის თავმოყვარეობა არ შემილახავს, მხოლოდ გამოვთქვი აზრი მოყვანილ
პროტოტიპზე. ჩემის მიმართ კი რაღაც კრიტიკა მესმის.

ბულპაპი იქმნება კონკრეტული დანიშნულების მქონე იარაღისათვის.
იქ სადაც ზომას და მობილურობას დიდი მნიშვნელობა აქვს. უპირველეს
ყოვლისა განისაზღვრება ვაზნა/სამიზნე მანძილის და სახეობის ურთიერთობა,
შემდეგ გარემო თუ სად და რა პირობებში გამოიყენება მომავალი იარაღი.
აქვე განისაზღვრება საბრძოლო განაყოფის სახეობა
და ტაქტიკური ურთიერთქმედება (საბრძოლო კომპლექტთან ერთად).

პოსტის ავტორი: hunter777 May 14 2010, 09:39

ძამიკო CKC სი რომელ წლებშია გამიოშვებული და რომელ წლებში ჩაისვა მასიურ წარმოებაში, რამდენი მილიონი ეგზემპლარია დამზადებული და ამ რაოდენობის დიდი უმრავლესობა სად ინახებოდა მაგი ვიცით!! და კიდე ზალიან ბევრი რამ ამ კონკრეტული იარაღის შესახებ და არა მარტო! ასე რომ გამეორება აღარაა საჭირო, სიმიონოვმა შექმნაო და ისეთი უნდა იყოს როგორიცააო რო ქადაგებ მაგაზე მოგახსენებ რომ ველოსიპედიც შექმნეს და თუ გაქვს ნანახი პირველი ველოსიპედი მიხვდები რომ თანამედროვედროვესთან ძალიან ცოტა რამე აქვსს საერთო ასე რომ ვითარდება და იხვეწება ყველაფერი , CKC-ის სიმიონოვისეულ ვარიანტში დაბალანსებულია კონსტრუქციაო რომ ყვები აბა ბაგი რამ გათქმევინა ისეთი შთაბეჭდილება მრჩება რომ ნანახიც არა გაქვს CKC- სი. ხიშტიან იარაღზე სიმძიმის ცენრტი 10-15 სმ წინა გადანაცვლებული და სროლის დროსაც ძალიან დაბალ ჩაკვრას აკეთებს ამას ეძახი ბალანსს?? და ვიდეოზე ამბობ რომ დატაცი და მსროლელის რეაგირება ჩანს ყოველ გასროლაზეო ეგ კი ძალიანაა დამოკიდებული თვითონ მსროლელზე ვერ ატყობ ძლივს მოძრაობევ ქვიან რელიეფძე და არაპროფესიონალები არიან. პატივისცემით HUNTER777

პოსტის ავტორი: Bonehill May 14 2010, 09:43

სიმართლე გითხრა ჯანმრთელი კამათიც აღარ ქვია ამას უკვე, ოროვეს კარგად გიცნობთ და ოროვეს კომპეტენციაში ეჭვი არ მეპარება, მაგრამ ერთმანეთს ვერ უხსნით ალბათ გარკვევით, რომ შეხვდებით მიაღწევთ იდილიას დარწმუნებული ვარ ამაში.
newsmile05.gif

პოსტის ავტორი: 919 May 14 2010, 10:10

hunter777

ველოსიპედზე რომ მწერ, როდის არის შექმნილი და რა გაერთმთლიანებით (ანუ ე.წ. კამპანავკით)
ვერ მოგიყვანია კარგი ანალოგია... შეიქმნა ზემსუბუქი მასალები: ალუმინი მინა და ნახშირბოჭკოს სახით (კომპოზიტები).
გამოგონილ იქნა რედუქტორი და გადაცემათა სისტება. 45-ში თანამედროვე მასალების, ავტომატური იარაღის
კონსტრუქციული კვანძების გადაწყვეტის ამხელა არჩევანი და გამოცდილება რომ ყოფილიყო + ამას მშვიდობა
და გამართული საწარმოო ბაზა... აეეეეე, საით წავიდოდა სიმონოვი - ეშმაკმაც კი არ იცის!
ანუ, ველოსიპედი ცეცხლასაროლი კარაბინია და არა სკს ჩემო ძმაო...

რაც სკს-ს შეეხება, მოდი თავს ნუ დადებ იმაზე რომ არ მინახავს და არ მისვრია (მითუმეტეს არ დაიფიცო).
რაც შეეხება სკს-ის ბალანსს, ტერმინი ბალანსი არა მხოლოდ სიმძიმის ცენტრის მიმართ გამოიყენება არამედ
გარემოების, საპროექტო დავალების, დანიშნულების, ტექნოლოგიურობის და საწარმოო სიმძლავრეების მიმართ!
და ჩემ პოსტში ზუსატად რომ ამ კუთხით ვიხმარე.
რაც ჩემ იარაღთან შეხებას შეეხება, ვერ ვიტყვი რომ ასსი ვარ, მიუხედავად იმისა რომ საკმაოდ ადრინდელი
ასაკიდან დავიწყე ურთიერთობა (ვერც შუკას, ვერც შუტერს და ვერც მრავალ სხვას ვერ შევადარებ საკუთარ თავს - თავმდაბალი ვარ newsmile035.gif ).
მაგრამ რაც შეეხება წარმოებას, პროექტირებას, ერგონომიკას, ანთროპომეტრიას და საგნის ფუნქციონალურ ანალიზს (დარგობრივ ურთიერთობას) ცოტა მეტი გამეგება.
აი გლუვლულიანთან და პნევმატურთან გაცილებით ახლოს ვარ.

პოსტის ავტორი: ლევანი May 14 2010, 10:18

ციტატა(niko @ 14th May 2010 - 10:43) *
მაგრამ ერთმანეთს ვერ უხსნით ალბათ გარკვევით,

ხოდა მე ვიკითხავ ეხლა გარკვევით.
გასაგებია..რომ მექანიზმის უკან გადმოტანით...უფრო კომპაქტური გახდა...მაგრამ ეგ სანადირო ვერსიაში...რამერს წყვეტს???... შეიძლებ ქალაქში...საბრძლო ვითარებაში..უკეთესიც იყოს..მაგრამ სანადიროდ რას ცვლის???.... ძველი ვარიანტი ხო არ აჯობებს???.... ეგ იმიტომ მაინტერესებს....მაგ კონდახის კეთებას..საერთოდ აქვს თუ არა აზრი.

პოსტის ავტორი: hunter777 May 14 2010, 10:57

ველოსიპედზე რომ მწერ, როდის არის შექმნილი და რა გაერთმთლიანებით (ანუ ე.წ. კამპანავკით)
ვერ მოგიყვანია კარგი ანალოგია
მაგაზე მაქვს საუბარი ზუსტად რომ განვითარდა ტექნოლოგიები თქო და ველოსიპედის მაგალითი იმიტომ მოვიყვანე! (ხისგან დამზადდა პირველი ველოსიპედი) არც 45-47 წლებში არ იყო პლასმასი დ ა კომპოზიტური მასალები და არც ის ტექნოლოგიები ეხლა რომაა. ერთი სიტყვით ფაქტია რომ ძალიან ბევრი ადამიანები უკვეთავენ და იძემენ სკს ის ბულპაპისეული ვარიანტის კონდახებს და დარწმუნებული იყავი საშუალება და ეს დედაფაფეტქებული კანონი იარაღის შესახებ რომ არა კიდე ის რომ ასეთი მასალის შემოტანა იკრალება საქართველოშო ძალიან ბევრი იყიდდა ბულპაპის კონდახს და კარგადაც გამოიყენებდა მათ შორის მეც, მაგრამ მე კიდევ იმედს ვიტოვებ რომ ეს კონდახი ჩამომივა როცა იქნება და მერე ერთად გავტესტოთ და დანარჩენი მერე ვილაპარაკოთ დაბალ ჭიქებთან და კაი ხალხთან ერთადერთად.

პოსტის ავტორი: 919 May 14 2010, 11:01

ლევანი

და სანადიროდ თუ არა აქვს აზრი, საბრძოლო პირობებში ბულპაპის გაცილებით
უკეთესი ანალოგები არსებობს, თანაც სრული მაღალჩქაროსნული ავტომატური
და ერთიანი რეჟიმით... ქალაქისთვის არსებობს აკას-უ, მპ-5, ფნ-ი და მრავალი სხვა newsmile045.gif


მგონი "ვიტიაზიც"

პოსტის ავტორი: ლევანი May 14 2010, 11:26

ციტატა(Gigs13 @ 14th May 2010 - 12:01) *
საბრძოლო პირობებში ბულპაპის გაცილებით
უკეთესი ანალოგები არსებობს, თანაც სრული მაღალჩქაროსნული ავტომატური
და ერთიანი რეჟიმით... ქალაქისთვის არსებობს აკას-უ, მპ-5, ფნ-ი და მრავალი სხვა

კიმარა ეგენი რათ გვინდა???..მაგაზე ჯარმა იზრუნოს.(თან ღმერთმა გვაშოროს) ისე აკს-უ თუ ბულპაპზე მაგარია..კარგად ქონია მაშინ საქმე ბულპაპს. აკს-უ...საკმაოდ ნაგავი იარაღია. რაც მე ეგ ჯარში მაქვს ნათრევი..და ნასროლი...რავიცი..... მოკლედ...საკმაოდ დიდი გადახრა აქვს..ან მოარტყავ..ან ვერა...ეგ მარტო ძალიან მოკლე დისტანციაზე თუ გამოდგება..100 მეტრში..უკვე პრობლემები აქვს. ალბათ მაგიტომ ჯობია ეგ სისტემა..რომ ლულა არ არის დამოკლებული..ისე დააპატარავეს. მოკლე ლულა..ვერ ქაჩამს.

პოსტის ავტორი: hunter777 May 14 2010, 11:48

გეთანხმები ლევან! მაგაზე მაქვს საუბარი ზუსტად! AKC-უ როგორ ჯობია ყველაზე ცუდ ბულპაპს ეს ხო აბსურდია?

პოსტის ავტორი: jagermeister May 14 2010, 12:13

ციტატა(919 @ May 13 2010, 17:03) *
გავნო! newsmile035.gif
და შეხედეთ ამ პორნოგრაფიული აგრეგატის მედეგობას...

newsmile041.gif
გიგა ჯან, ყველაზე ოქრო ხარ მანქანაში რო გძინავს და არ ხვრინავ, სიმშვიდე და იდილია რო სუფევს newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif
არ დავწერ რას ვფიქრობ შენ გამონათქვამებზე და პირადად გეტყვი newsmile045.gif
მე მაქვს სკს და სიამოვნებით ვიქონიებდი ერთ-ერთ კონდახად ბულპაპს, გამომდინარე მისი ზომიდან თუნდაც, თავისუფლად მოათავსებ ზურგჩანთაში და უპრობლემოდ იფორთხიალებ მთაში. თავის კონდახს რაც შეეხება, 5სმ რეზინით დავაგრძელე და ხოშიანად მაქვს მორგებული ამ ეტაპზე.
რაც ხისგან ბულპაპის დამზადებას შეეხება, ჩემი პირადი აზრია რომ არ ღირს.
კომპეტენციის ამბავში კიდევ სკს-თან დაკავშირებით, ჰანთერ77-ის ვიდეო რო დევს იუთუბზე, მაგის მიხედვით დავშალე პირველად სკს newsmile05.gif და მის ზემოთგამოთქმულ პოზიციას ვიზიარებ ამ შემთხვევაში !

პოსტის ავტორი: giorgiWx May 14 2010, 13:01

?

პოსტის ავტორი: 919 May 14 2010, 13:52

ლევანი
hunter777



მოკლედ, თქვენი საქმე თქვენ იცით.
ჩემო ლევან, ბულპაპი ეს იარაღის მოდელი კი არ არის არემედ იარაღის საკვანძო
ნაწილების გაერთმთლიანების (კამპანოვკის) პრინციპია!
მე ამ შემთხვევაში საუბარი მაქვს СКС-ის ბულ-პაპზე და არა საერთო მცნებაზე.

მაშინ აიღე 45 კალიბრის რევოლვერი და შესვი ზარბაზნის ლაფეტზე newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif
ზუსტად იმდენივე საღი აზრია სკს-დან ბულპაპის გაკეთება.

2 თქვენთისთანა მოწმე და ნებისმიერ ჩვილ ბავშვს ლენინის მკვლელობას შეტენიან
და უმაღლეს ზომასაც მიუსჯიან ...

ვისაც გსურთ, შუკას გარდა მე ქალაქის პირობებში (ახლო ბრძოლაში) AKС-У-თი
ან MP5-ით ვიქნები და თქვენ СКС-ის ბულპაპით... newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif
ცოტა ყურადღებით წაიკითხეთ და დაფიქრდიტ თუ რას წერთ ოპონენტს.





jagermeister

მე ყოველთვის ოქრო ვარ ჩემო გიო და ოქროდ დავრჩები.

პოსტის ავტორი: ბესო May 14 2010, 14:24

ჩემი მოკრძალებული აზრითაც - პორნოგრაფიაა! რაც სიგრძეში დააკლეს - ის სიმაღლეში დაუმატეს! ერგონომიკა/დიზაინში გიგას განათლება არ არის საჭირო, რომ იმას მიხვდეს კაცი, რომ 2 ხელი რაც უფრო დაშორებულია ერთმანეთთან - ბალანსი და საიმედობა მით მეტია!

პოსტის ავტორი: Nukry Max May 14 2010, 14:55

გული გამისკდა, აქ რა ამბები დატრიალებულა.......
ლევან
შეაჩერე წარმოება....
კომბლების თლა დავიწყოთ ehh.gif

პოსტის ავტორი: T A M P L I E R May 14 2010, 14:57

Nukry Max

ციტატა(Nukry @ 14th May 2010 - 15:55) *
გული გამისკდა, აქ რა ამბები დატრიალებულა.......
ლევან
შეაჩერე წარმოება....
კომბლების თლა დავიწყოთ ehh.gif

newsmile090.gif newsmile090.gif newsmile090.gif newsmile090.gif newsmile090.gif newsmile090.gif

პოსტის ავტორი: 919 May 14 2010, 15:03

Nukry Max

არ შეაჩერო! იმუშავეთ ნუკრი, იმუშავეთ!
თქვენ იმისთანა ხელსაწყო გაქვთ რომ ხელად მოარგებთ
ნებისმიერ მასალას. მაგალითად, როგორც ადრე ვთქვით
ბეკეტირებული ფანერა და მერქნის სენდვიჩები დაამუშავეთ.
ძალიან კარგი ორთოპედიული კონდახების გაკეთება შეიძლება
თქვენს საწარმოში.
უბრალოდ ნუკრი, ბულპაპს შეეშვით. იქ უამრავი ბერგეტი
და დამაგრძელებელი იქნება საჭირო. თანაც ჩვენ ხომ მონადირეები ვართ
და არა დაქირავებული ჯარისკაცები (როგორც ფრანგი ლეგიონერები). newsmile045.gif

ღმერთმა ხელი მოგიმართოთ!

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა May 14 2010, 15:50

ლევანი
ლევან მერ რომ არჩევანი მქონდეს, რა თქმა უნდა ახალ ვარიანტს ავიღებ. ვისაც მთაში უვლია იცის რომ მოკლე, მსუბუქი და კომპაქტური იარაღი დიდი პრივილეგიაა. რაკი ლულის სიგრძე არ იცვლება რათქმა უნდა ახალი ვარიანტი ჯობია

პოსტის ავტორი: 919 May 14 2010, 16:25

ჭალიმგელა

ახალ სკს-ის ვარიანტს ანუ ბულპაპს უკეთესი გერმანული, ავსტრიული, ბელგიური
ან ამერიკული იარაღი არ გირჩევნია?
არ გგონია, რომ კლასიკური კონსტრუქციის კონდახის გადაგდებას სანაგვეში ამ
იარაღის სხვა მონაცემიც რომ გადაყვება? newsmile045.gif

უბრალოდ შეხედეთ ბულპაპის კონსტრუქციის მქონე იარაღს და გაანალიზეთ პოპულარული
თანამედროვე ანალოგი FN90, Steyr AUG, VHS...
რა ვაზნაზეა გათვლილი და რა პირობებისათვის?!
რატომღაც ძირითადი ვაზნა 5.56x45mm NATO არის...
მიზეზი არამარტო კოალიციური საჯარისო უნიფიკაციაა (ანუ ერთიან სტანდარტზე დაყვანა)
არამედ გარემო, მიზნობრივი, კლიმატური, ტაქტიკური და მრავალი სხვა ფაქტორის
გათვალისწინება.

პატივი ეცით კონსტრუქტორს და თავდაპირველ ავტორს! newsmile05.gif

პოსტის ავტორი: hunter777 May 14 2010, 18:34

ციტატა(ჭალიმგელა @ May 14 2010, 16:50) *
ლევანი
ლევან მერ რომ არჩევანი მქონდეს, რა თქმა უნდა ახალ ვარიანტს ავიღებ. ვისაც მთაში უვლია იცის რომ მოკლე, მსუბუქი და კომპაქტური იარაღი დიდი პრივილეგიაა. რაკი ლულის სიგრძე არ იცვლება რათქმა უნდა ახალი ვარიანტი ჯობია

+100000 გიო მეც მაგას ვამბობ და არაო ისაო არადა ეს დედააფეთქებული მთაში როცა გიწევს ყოფნა და ნადირობა მაგ დროს მაგარი პრაქტიკულია მოკლე მსუბუქი იარაღი, ვინც პრაქტიკოსი მონადირეა დამეთანხმება ამაში, ერთი ეგეთი კონდახი და ზედვე კარგად გამართული კოლიმატორი და მრჩენილი საქმეა.

პოსტის ავტორი: ლევანი May 14 2010, 19:11

ციტატა(Nukry @ 14th May 2010 - 15:55) *
ლევან
შეაჩერე წარმოება....

დამაცადე კაცო..სოციოლოგიურ კვლევას ბაწარმოებ.

ციტატა(Giorgi @ 14th May 2010 - 16:50) *
მერ რომ არჩევანი მქონდეს, რა თქმა უნდა ახალ ვარიანტს ავიღებ. ვისაც მთაში უვლია იცის რომ მოკლე, მსუბუქი და კომპაქტური იარაღი დიდი პრივილეგიაა. რაკი ლულის სიგრძე არ იცვლება რათქმა უნდა ახალი ვარიანტი ჯობია

ფრიად გასთვალისწინებელი ფაქტია. აი ეგ მაინტერესებდა ყველაზე მატედ. მონადირისთვის რითი ჯობია.(თორე ომის დედაც)

ციტატა(Gigs13 @ 14th May 2010 - 17:25) *
ანუ ბულპაპს უკეთესი გერმანული, ავსტრიული, ბელგიური
ან ამერიკული იარაღი არ გირჩევნია?

როგორ არ ჯობია...და სულაც არ მეპარება ეჭვი..რომ მაგ ვარიანტზე ბავრად კარგი იარაღი მოიძებნება მსოფლიოში..მათ შორის "ჰოლანდი და ჰოლანდი"-ს. აქ მე სხვა რამეზე მაქვს საუბარი..ჩვენთან(ჩვენ პირობებში) ქართველი მონადირისთვის(საშუალოდ) რა უფრო უკეთესი იქნება სავარაუდოდ მაგ ფასებში..რაც სკს-სი ღირს. აგერ ირკვევა...მთის მონადირისთვის უკეთესი ყოფილა. უფრო დიდი სიამოვნებით იქონიებდნენ მაგ ვარიანტს...ვიდრე ჩვეულევრივს. ამიტომ..ალბათ შევიმუშავებთ ჩვენეულ ვარიანტსაც. შევეცდები...იგივე წონაზე დავსვა...რაც პლასტმასის შემთხვევაში იქნებოდა. ვნახოთ რა გამოგვივა.

პოსტის ავტორი: hunter777 May 14 2010, 19:17

თქვენ ეგ დაიწყეთ და თუ რამეში დახმარება დაგჭირდეთ მიგულეთ თქვენს სამსახურსი თუ კარგი გამოვიდა რამდენიმე აამიანი ვიცი რომელიც შეკვეთას გააკეთებს და მათ შორის მეც ოღონდ მალე უნდა ეგ საქმე თორე ვჩალიჩობთ ბულპაპის პლასტიკის კონდახების ჩამოტანას, ჯერ არ გამოდის მაგრამ იმედი გვაქ ასე რომ ...!!

პოსტის ავტორი: ლევანი May 14 2010, 19:27

ციტატა(irakli fofxadze @ 14th May 2010 - 20:17) *
თორე ვჩალიჩობთ ბულპაპის პლასტიკის კონდახების ჩამოტანას, ჯერ არ გამოდის მაგრამ იმედი გვაქ ასე რომ ...!!

პლასტმასი მაინც ჩამოვა ადრე თუ გვიან..ჩვენი ვარიანტი კი...კლასიკასთან იქნება შერწყმული...სუფთა მონადირული ვერსია...არანაირი აგრესია დიზაინში.

პოსტის ავტორი: Nukry Max May 14 2010, 21:17

+1
ნადირობა, ნადირობა და მხოლოდ ნადირობა.....
შორს აგრესია და ლენინიზმი elementarno-vatson.gif

პოსტის ავტორი: 919 May 14 2010, 21:45

ლენინის და ლენინიზმის მარქსის კუბო დავდგი!!! newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif

ლევანი

მთის ნადირობას ხრახნლულიანი 7.62მმ-იანი კარბინით რას ეძახი ამ კარღია თემაში?


პოსტის ავტორი: T A M P L I E R May 14 2010, 22:58

919

ციტატა(Gigs13 @ 14th May 2010 - 22:45) *
ლენინის და ლენინიზმის მარქსის კუბო დავდგი!!! newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif

ლევანი

მთის ნადირობას ხრახნლულიანი 7.62მმ-იანი კარბინით რას ეძახი ამ კარღია თემაში?

newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif newsmile027.gif ashh.gif

პოსტის ავტორი: ლევანი May 14 2010, 23:42

ციტატა(Gigs13 @ 14th May 2010 - 22:45) *
მთის ნადირობას ხრახნლულიანი 7.62მმ-იანი კარბინით რას ეძახი ამ კარღია თემაში?

რათქმაუნდა სამონადირეო მეურნეობეში..ფულგადახდილ და ნებართვიან ნადირობაში გამოსაყენებელ იარაღზეა საუბარი. აბა სკს-ს..ჯიხვზე ვინ იყენებს???....ღორი...შველი..მგელი..და თუ კიდე რამეა დაშვებული კერძო მეურნეობებში. მთა და აღმართი იქაც არის...ხოლო მძიმე და მოუხერხებელი ირაღის თრევა..კერძო მეურნეობაშიც ძნელია. newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif ბოლობოლო..იქნებ აზერბაიჯანში დაპატიჟეს ქართველი მონადირე სანადიროდ. ლამაზი და მოხერხებული იარაღი ხელს შეუშლის???...

პოსტის ავტორი: 919 May 15 2010, 00:20

მდააა...

პოსტის ავტორი: hunter777 May 15 2010, 00:34

არანაირი მდაააა! სანადირო მეურნეობებში სანადიროდ არასროს ყოფილხართ?? newsmile029.gif newsmile029.gif თუარადა ისე გაართობად რა ვერ გაქაჩავს დაბულპეპებული CKC სი? თუ ულამაზოა??

პოსტის ავტორი: ჩიქო May 15 2010, 10:23

სულ სამონადიროებში დავდივარ რაც ნადირობას მოვკიდეე ხელიიი, აბა ღიაში ნადირობააა როგორ შეიძლებააა???/ newsmile05.gif newsmile045.gif

პოსტის ავტორი: hunter777 May 15 2010, 10:31

რავი ამ ხალხს რა გონიათ მაინც ვერ გავიგე აბა ისე სხვაღან სადღა დარჩა ნადირ ფრინველები როო?
,, ისე სხვათაშორის თემა CKC ის კონდახზეა გახსნილი და ბეევრი ოფი დაგროვდა იქნებ გამოხვეტოს ვინმემ?

პოსტის ავტორი: ლევანი May 15 2010, 16:44

ისე ..გუშინ დავფიქრდი....ზუსტად მაგ ვარიანტში...საიგაც მშვენივრად წავა. ეგეც უნდა ვცადოთ მგონი.

ისე ერთი რამე ტახავს ბულპაპის. ცაციებისთვის(ესეიგი ჩემთვის) არ გამოვა. სახეს ამახევს დაცლილი ვაზნები ამოსროლისას. vava.gif

პოსტის ავტორი: Bonehill May 15 2010, 16:47

hunter777
ოფებს არ ვშლი ოფიციალურად newsmile05.gif

პოსტის ავტორი: hunter777 May 15 2010, 17:54

ციტატა(ლევანი @ May 15 2010, 17:44) *
ისე ..გუშინ დავფიქრდი....ზუსტად მაგ ვარიანტში...საიგაც მშვენივრად წავა. ეგეც უნდა ვცადოთ მგონი.

ისე ერთი რამე ტახავს ბულპაპის. ცაციებისთვის(ესეიგი ჩემთვის) არ გამოვა. სახეს ამახევს დაცლილი ვაზნები ამოსროლისას. vava.gif

მასრებს თავი დანებე და მგონი არც საკეტის სახელური დაგაყენებს კაი ამბავს! newsmile090.gif

ციტატა(Bonehill @ May 15 2010, 17:47) *
hunter777
ოფებს არ ვშლი ოფიციალურად newsmile05.gif

და რათა კაცო მოხდა რამე???

პოსტის ავტორი: T A M P L I E R May 15 2010, 20:42

მდააა

პოსტის ავტორი: ლევანი May 16 2010, 00:20

ციტატა(irakli fofxadze @ 15th May 2010 - 18:54) *
არც საკეტის სახელური დაგაყენებს კაი ამბავს!

newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif აბააა.... მაგრად ვარ გადარჩენილი...ეხლავე რო დავფიქრდი მაგაზე.. newsmile035.gif newsmile035.gif

პოსტის ავტორი: hunter777 May 17 2010, 16:28

http://pix.ge/ ესეც ბულპაპის კონდახისათვის სასხლეტის გადამყვანი მექანისმის მოწყობილობა როგორც ჩანს არც ისე რთულადაა საქმე!

პოსტის ავტორი: Davitus May 17 2010, 16:32

hunter777

ეგ სასხლეტის სვლაზე არ იმოქმედებს მერე?

პოსტის ავტორი: hunter777 May 17 2010, 16:35

რას გულისხმობ დავით??

პოსტის ავტორი: Davitus May 17 2010, 16:37

სასხლეტს ხომ აქვს თავისი "ხოდი". ზოგ სასხლეტს გრძელი ხოდი აქვს, ზოგს რამდენიმე ფაზიანი, ზოგს რბილი და ზოგს უფრო მყარი.... ვერ ვხსნი მგონი

პოსტის ავტორი: hunter777 May 17 2010, 16:47

ააა!! გავიგე კი გასაგებია! ამას თვითონ დაარეგულირებ ამ შემთხვევაში, ანუ ის ადგილი რომელიც უშუალო კონტაქტშია სასხლეტის კავთან რა მასალა იქნება მაგაზეა დამოკიდებული თუ სასხლეტის დარბილება გინდა მა
შინ კაუჩუკს ან რამე მაგდაგვარს დაუდებ ზედსადებად და თუ იგივე გინდა დარჩეს რაცაა შედარებით მკვრივი მაალის ზედსადებს იხმარ!
დამცემ სასხლეტი არ იცვლება იგივე რჩება უბრალოდ გადამყვანის სასხლეტის კავთაბ საკონტაქტი ზედაპირის ხასიათიდან გამომდინარე შეგიზლია შეცვალო სასხლეტის დაშვების პროცესი დრო და სირბილე.

პოსტის ავტორი: ლევანი May 17 2010, 18:14

იმ ლინკში...ორივე მხრიდან მიუყვებოდა მსვხილი მავთული...ეგრე უფრო სანდო იქნება...თან რეგულირებაც შეიძლება გაკეთდეს რეზბაზე... ეგ კონსტრუქცია უკვე გადავხარშე და ზუსტად ვიცი როგორც უნდა გაკეთდეს... თვითონ სისტემა..საერთოდ ხელუხლებელი რჩება და ნებისმიერ დროს..შეიძლება დაბრუნდეს თავის კონდახზე. პირველად მდგომარეობაში.

პოსტის ავტორი: hunter777 May 17 2010, 18:19

ციტატა(ლევანი @ May 17 2010, 19:14) *
იმ ლინკში...ორივე მხრიდან მიუყვებოდა მსვხილი მავთული...ეგრე უფრო სანდო იქნება...თან რეგულირებაც შეიძლება გაკეთდეს რეზბაზე... ეგ კონსტრუქცია უკვე გადავხარშე და ზუსტად ვიცი როგორც უნდა გაკეთდეს... თვითონ სისტემა..საერთოდ ხელუხლებელი რჩება და ნებისმიერ დროს..შეიძლება დაბრუნდეს თავის კონდახზე. პირველად მდგომარეობაში.

მართალი ხარ ეგრეა ზუსტად!
მე ეს მეორე ვარიანტი უფო მომწონს ესეც ორივე მხრიდან იკეთდება ეს ფირფიტები და უფრო საიმედოა!


http://pix.ge/ და ესეც დაბულპაპებული სუპერვეპრი კალ 308win. უძაანმაგრესი იარაღია ყველა მხრივ.

პოსტის ავტორი: ლევანი May 17 2010, 18:26

ციტატა(irakli fofxadze @ 17th May 2010 - 19:17) *
ორივე მხრიდან იკეთდება ეს ფირფიტები

თუ ეგეც ორივე მხრიდან კეთდება...კარგი იქნება რათქმაუნდა. უბრალოდ..დასამზადებლად მეჩვენება ცოტა რთული..ვიდრე ის არის. თან ის..პირდაპირ მიდიოდა..სწორხაზოვნად.. მაგას კუთხე აქვს და შეიძლება ცოტა დრეკადობამ გაუჩმახოს. ზემოთ აბრიცოს დასხლეტვის მომენტში..

ვაა...ეგეც რა ძაან მაგარია... newsmile027.gif newsmile027.gif newsmile027.gif დაახლოებით ეგეთ ვარიანტში ვფიქრობ...სკს-ს დანულპაპებას... აი ეგ მართლა მონადირულად უფრო გამოიყურება.

პოსტის ავტორი: hunter777 May 17 2010, 18:52

არა ლევან აქ დრეკადობა და მისთასნა პრობლემბი თვითონ მასალიდან გამომდინარე თუ შეიქმნება ანუ ზედმეტად დრეკადი მასალა არ უნდა შეარჩიო მაგალითად მაღალი ხარისხის ალუმინი არ გამოდგება რბილია ძალიან, უფრო დურალი ან საავიაციო ალუმინის ან თუნდაც სილუმინის ვარიანტი კარგად იმუშავებს თუარა და თხელი ნერჟავეიკის ფირფიტებიც წავა ოდნავ მძიმე იქნება თორე ისე კარგი იქნება, მავრთულს განივკვეთი ოვალი ან წრე იქნება და მაგის გატარება მექანიზმის სიახლოვეს იქნება ცუდი მომენტი ეს უფრო ბევრად აკურატულად გამოიყურება! თუმცა არც მავრთულის მორჯულებააა მანცდამაინც დიდი პრობლემა.

პოსტის ავტორი: ლევანი May 17 2010, 23:28

ციტატა(irakli fofxadze @ 17th May 2010 - 19:52) *
უფრო დურალი

კი..დურალი მართლა კარგია მაგ საქმისთვის. მჩატეა და მყიფე. დრეკადობა ძალიან დაბალი აქვს.
ისე მე რაც ჩავიფიქრე....ნებისმიერი რამე წავა. მაინც კონდახში ექნება ჭრილები და იქ გაივლის. სითხელეს მნიშვნელობა ნაკლებად ექნება. რავიცი....მართლა ვაპირებ მაგის გაკეთებას და მერე უფრო გამოჩნდება რომელი უფრო მისაღები იქნება. დამზადების სიმარტივით..პრაქტიკული მუშაობით და ა..შ...

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)