თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ კლუბის შესახებ _ ოჩოპინტრეს რადიო პრომოუშენი

პოსტის ავტორი: ვიტო Jul 3 2009, 02:20

ჩელე მუშაობს ქართულ რადიოში, ხოდა გვთავაზობს ყოველკვირეულ გადაცემას............................
თემას ყველა ხვდებით, არავითარი ოჩოს ქოხივით მშრალი და უაზრო გადაცემა, თემათური და მოკლედ
ყველაფერი იქნება მაქსიმალური სურვილების გათვალისწინებით, მთელი შემეცნებითობის ამბავში.
რავარია? newsmile05.gif




გააგრძძელეთ newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ჩელე Jul 3 2009, 02:37

ხოოოო, მოკლედ, კლუბის ჩამოყალიბებამდე სულ მაწუხებდა ეს იდეა და სულ ვფიქრობდი, რომ გამეკეთებინა გადაცემა გადარჩენის ხელოვნების შესახებ ( ვიტოს აქვს პატარა წიგნი და ეს იდეა ამიტომ დამებადა ) მაგრამ კლუბის შექმნა რომ განიძრახა ჩვენმა ვიტომ , მეც უფრო დავფიქრდი და ამ იდეაზე უკვე კარგა ხანია ვფიქრობ, მაგრამ ფორმატზე ჯერ ვერ ჩამოვყალიბდი. ანუ რა გვაქვს რეალურად და მე რა შემიძლია გავაკეთო:
.... ალბათ ყველამ თუ არა, ბევრმა იცით რომ არსებობს რადიოსივრცეში ასეთი: რადიო-2, ქართული რადიო, სადაც უკვე 9 წელია ვმუშაობ, ხოდა ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ დავითრევ საეთერო დროს და გავაკეთებ გადაცემას, სადაც საუბარი იქნება ბუნებაზე, თევზაობაზე, ნადირობაზე, ძაღლებზე, თოფებზე, გადარჩენის ხელოვნებაზე და ა.შ, მაგრამ ამას მარტო მე ვერ გავაკეთებ, მინდა თქვენი დახმარება, როგორი ფორმატით შეიძლება ასეთი გადაცემის გაკეთება ამაზე უნდა შევთანხმდეთ. ჩემი აზრით კვირაში 1 გადაცემა საკმარისი იქნება, მერე ეს გადაცემა ჩაიწერება და გამეორდება, ანუ გამოდის რომ კვირაში 2 გადაცემა გაკეთდება, ქრონომეტრაჟი იქნება ალბათ 55 წუთი, რაც შეეხება რუბრიკებს: ეს მოსაფიქრებელია, დანარჩენი შეფუთვა და ქუდები და გაფორმება ჩემზე იყოს, ამაზე თქვენ არ შეგაწუხებთ, გვეყოლება სტუმრები პირდაპირ ეთერში, გდი ჩვენთან იქნება და საინტერესო თემებზე შეიძლება გაკეთდეს გადაცემა, ანუ ყველაფერს დაეთმობა დრო და წესით სმენადი და რეიტინგული გადაცემა უნდა გამოვიდეს, თქვენ როგორ ფიქრობთ, როგორ შეიძლება ამ ყველაფრის თავმოყრა და ერთ კონტექსტში მოქცევა? აბაა, გამოუშვით იდეები. სავარაუდოდ სექტემრიდან გავალთ ეთერში, თან წეღან ვლაპარაკობდით მე და ვიტო და ბანერებსაც გავცვლით და საერთოდ გადაცემას დავარქმევ ოჩოპინტრეს, აი ეგრეე........ newsmile05.gif

პოსტის ავტორი: Bonehill Jul 3 2009, 09:16

შესანიშნავი აზრია, გადასარევია პირდაპირ, სამწუხაროდ ტელევიზიის საშუალებით ასეთი გადაცემა ვერ მოხერხდა
ეს ბოლო პროექტი ძალიან კარგია მაგრამ , უნდა ითქვას რომ საკმაოდ ზერელეა და მშრალია, ეს გადაცემა მიეკუტვნება გასართობ პროგრამებს ("ენთერთეიმენთ") და არა შემეცნებითის("ქოგნიტივი"), ეს უკანასკნელი კი აუცილლებელია ტელევიზიის თუ რადიოს ეთერში. გარდა ამისა გ.დ.ი.-ს დახმარებითა შევეხებით სხვადასხვა საჭირბოროტო პრობლემებს, ეს კი ნამდვილად არ იქნება ზედმეტი
მე მხარს ვუჭერ ამ წამოწყებას და ყოლგვარი საშუალებით მხარში დავუდგები !
ყოჩაღ ბიჭებო

პოსტის ავტორი: Maverick Jul 3 2009, 09:39

მშევნიერი იდეაა, რაც ამ ქვეყანას აკლია ეს ადამიანების ინფორმირებულობაა, უნდა მოხდეს კარგად გაანალიზება თუ რა იდეაა და რა გვინდა გამოვიდეს, სხვებს რომ არ დავემსგავსოთ

პოსტის ავტორი: ჩიქო Jul 3 2009, 10:13

ჩელე
ჩემო ჩელეnewsmile05.gif ჯერ ვთქვათ სავარაუდოთ რამდენ დღეში ერთხელ გავა გადაცემა ეთერში( თუ ყოველდღიურად?) მერე შევკრიბოთ ჩვენი კლუბის მეიარაღენი( ბონეჰილი,ჰანტერი, და ა.შ) ასევე სხვა პროფესიის ხალხი და უნდა შევადგინოთ პროგრამა რომელიც სხვადასხვა თემებისგან იქნება შემდგარი, თითოეული რომ დაიხვეწება ჩვენი მხრიდან მაშინ სტუმარიც დახვეწილად ილაპარაკებს და უფრო კარგად გაერკვევა მსმენელი რაზეა საუბარი. იდეა მართლა მაგარია, კარგი აზრიაnewsmile05.gif newsmile045.gif ჰოდა წავიწიოთ წინ და გადავდგათ კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი, ბანერების გაცვლას რაც შეეხება ეგ ორმხრივად აწყობდეს იქნება რადიოსაც და ჩვენც(რათქმა უნდა) ჩვენთვის ეს უდიდესი რეკლამა იქნება, რადიოსთვის კი მსმენელის სიუხვე( რაც ჩემზე კარგად იცით თუ რას ნიშნავს რადიოსთვის მსმენელი), ჰოდა აგრეთვე გვექნება პირდაპირ ეთერში სატელეფონო ჩართვები ნადირობით ,თევზაობით,..... დაკავებულ ადამიანებთან.

ესაა ჩემი კომენტარი(ზედმეტი ხოარ ვილაპარაკე??????? newsmile045.gif newsmile035.gif

პოსტის ავტორი: ზაზა Jul 3 2009, 10:32

იდეა გადასარევია,დანარჩენს მერე მოგახსენებთ

პოსტის ავტორი: ახოტნიკ Jul 3 2009, 11:37

მე მაგრამ მომეწონა ეს იდეა და აუცილებლად უნდა განვახორციელოთ კარგი რამე გამოვა მე თუ რამე შემიძლია აგერ ვარ ფორუმზე

პოსტის ავტორი: ჰერცოგი997 Jul 3 2009, 11:54

კარგი იდეააა ჩელე გადასარევი შემეცნობით ხასიათი უნდა მიეცეს ჩემის აზრით ნადირობის კულტურაზე თევზაობის კულტურაზე შეიძლება ლაპარაკი, ბუნების დაცვაზე ძაღლებებზა, მათ მოვლაზე სანადირო იარაღზე და კიდევ ბევრ რამეზეე

პოსტის ავტორი: ჩელე Jul 3 2009, 12:27

ხოდაააა მეც ეგ ვთქვი, რომ როგორ შეიძლება შევფუთოთ გადაცემა, მე სავარაუდო თემები ზედა პოსტში ჩამოვთვალე და იქნებ რამე დამავიწყდა ან იქნებ რამე არ ვიცი და თქვენ იცით, ამიტომ ჩამოყარეთ იდეები და სექტემბრამდე კაი დიდი დროა, ჩამოვყალიბდეთ და ვხიოთ ეთერში.

ჩიქო

ციტატა(chele @ 3rd July 2009 - 04:37 AM) *
ჩემი აზრით კვირაში 1 გადაცემა საკმარისი იქნება, მერე ეს გადაცემა ჩაიწერება და გამეორდება, ანუ გამოდის რომ კვირაში 2 გადაცემა გავა ეთერში, ქრონომეტრაჟი იქნება ალბათ 55 წუთი,


მოკლედ ველოდები იდეებს და საინტერესო ინფორმაციებს, მართლა წაგვაგდება პიარისთვის, რადიოს კი მსმენელი დაემატება......... ხელი ხელის ბანს, ორივე კი პირსაოო........... newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ნოსო Jul 3 2009, 14:04

ჩელე
ძალიან კარგი იდეა და კარგი პროექთი გამოვა ჩემი აზრითnewsmile05.gifაი ვიფიქრებ და მოგახსენებთ ჩემს აზრსnewsmile05.gif

პოსტის ავტორი: ROVER Jul 3 2009, 14:31

ჩელე კი არა ჩემპიონი ხარ! small3d018.gif ჩემპიონი!

პოსტის ავტორი: hunter777 Jul 3 2009, 15:12

უმაგრესი ახალი ამბავია! გამიხარდა! აქ ბრაკების ტემებიც გაშუქდება და ყველა იმ პრობლემას შევეხებით რაც გვაწუხებს მაგ ამბავს თუ მივხედეთ კარგი საქმე გაკეთდება!!!

პოსტის ავტორი: ჩელე Jul 3 2009, 15:24

hunter777
......... ბრაკებსაც შევეხებით და დაწუნებულებსაც newsmile05.gif ჩვენს ხელთ იქნება ეს გადაცემა და რასაც გვინდა იმას გავაკეთებთ, მთავარია კარგად ავაწყოთ და არ გადავტვირთოთ, ინფორმაცია უამრავია, ხალხიც ბლომად ხართ, სტუმრების პრობლემა არ იქნება და ეგ არის რაა, მეტი კი არაფერია გადაცემა, მაგრამ ზედაოპირული არ მინდა რომ იყოს და ამაში ყველას დახმარება მინდა.

პოსტის ავტორი: ვიტო Jul 3 2009, 15:30

ჩელე
შენ დიწყე ჩალიჩი, ფორმატიც გააკეთე შენებური და დაგვიდე პროექტი, თორე ჩვენ ფორმატების და რადიო დეტალების აზრზე არ ვართ, მერე ჩვებ გავფილტრავთ და ხორცს შევსხავთ, მგონი ნადირობის სეზონამდეც შეიძლება გაკეთდეს რამე გადაცემები თევზაობაზე, ისე რავი ესეთი აზრი მაქვს, 2 კვირაში ერთხელ ხომ არ ჯობია რომ გაკეთდეს ახალი გადაცემები პირველ ეტაპზე?

პოსტის ავტორი: ჩელე Jul 3 2009, 15:36

ვიტო
სექტემბრამდე ვერაფერსაც ვერ გავაკეთებ, რატოომ? იმიტომ რომ შვებულებაში გავდივარ......... newsmile035.gif 2 კვირაში ერთხელ არ გამოვა, ან კვირაში მინიმუმ 1, ან კიდევ აზრი არა აქვს 2 კვირასი ერთის გაკეთებას

პოსტის ავტორი: ვიტო Jul 3 2009, 15:40

ჩელე
კაი, მოკლედ შენ იცი

პოსტის ავტორი: დათო ბუ Jul 3 2009, 21:37

ჩელე ჯიგარი ხარ.

პოსტის ავტორი: მონადირე Jul 16 2009, 19:41

სექტემბრიდან იყოს !

პოსტის ავტორი: შალვა Jul 16 2009, 19:52


ჩელე
მაგარი კარგი აზრი მოგსვლია თავში ძმობილო! მალადეც! გთავაზობ ყოველ გადაცემაში, კვირის საუკეთესო მონადირულ- მებადურული რეცეპტი გაუშვა(რეცეპტი ოჩოპინტრესგან)

პოსტის ავტორი: ლევანი Jul 17 2009, 01:14

მარტო შემეცნებითი ტეხავს ჩემის აზრით..ცოტა გასართობიც უნდა გაურიოთ..ნადირობის მოყვარულ ადამიანებს რა დააინტერესდებათ ის უნდა გავიგოთ პირველრიგში...ამიტომ აჯობებს პატარა კვლევა ჩაგვეტარებინა აქვე...კონკრეტულად ვის რა აინტერესებს ამ თემატიკაში..ეს რო ყველამ დავაფიქსიროთ,რაღაც გარკვეული წარმოდგენა გვექნება, თუ რა უნდა გავიდეს ეთერში, რომ ხალხმა სიამოვნებით უსმინოს(ეგ არის მთავარი) პირადად მე სიამოვნებით მოვისმენდი პატარპატარა სანადირო თავგადასავლებს...(აი გიორგი რომ წერს ისეთებს) თქვენ რას ისურვებდით????....

პოსტის ავტორი: გიორგი Jul 17 2009, 01:44

ციტატა(shalva @ 16th July 2009 - 08:52 PM) *
კვირის საუკეთესო მონადირულ- მებადურული რეცეპტი გაუშვა(რეცეპტი ოჩოპინტრესგან)


კაი აზრია....

მე მგონი გადაცემების თემები სხვადასხვა უნდა იყოს სეზონზე და სეზონის გარეთ. სეზონზე ხალხს უფრო აინტერესებს სად შეიძლება წახვიდე და შესაბამისად რაზე ინადირო/ითევზაო.
ზოგადად კი მგონია, რომ გადაცემა უნდა იყოს შერეული: შემეცნებითიც, გასართობიც და საინფორმაციოც, ცოტ ცოტა ყველაფერი...

ფორმატებში არფერი გამეგება, მაგრამ თემებს მეც ჩამოვწერდი:

1. შალვას დავესესხები და კულინარია კაი აზრია ძალიან;
2. იარაღის შესახებ: ისტორია როგორც იარაღის ასევე, სხვადასხვა მოდელების; ტექნიკური საკითხები: მოვლა, შეკეთება და ასე შემდეგ. ვაზნების განსხვავება და შერჩევა... კლასიფიკაცია ნადირობის სახეობების მიხედვით და ასე შემდეგ
3. სათევზაო აღჭურვილობა, ეს ისედაც ძალიან ფართო თემაა...
4. გარემოს დაცვის და ზოგადად საკანონმდებლო სფეროდან ინფორმაცია...
5. მასტერკლასი (რა და როგორ შეიძლება გააკეთო საკუთარი ხელებით newsmile05.gif )
6. ნუ კითხვებზე პასუხი ექსპერტის ან გამოცდილი სტუმრის მიერ (ოღონდაც პირდაპირ ეთერში კითხვები მე პირადად არ მომწონს. ისევ მეილზე მიღებული და გაფილტრული კითხვები ჯობია, თორე ზოგი ისეთი ჩაერთვება ხოლმე ეთერში კაცს გაგაგიჟებს)
7. რამე სასაცილო ისტორიები ნადირობის თემიდან, ან ანეგდოტები
8. სანადირო ძაღლებზე, ჯიშების გარჩევითა და გაწვრთნის მეთოდებზე
9. სანადირო და სათევზაო მოწყობილობების მიმოხილვა
10. სეზონებზე: ინფორმაცია სანადირო და სათევზაო ადგილების და მოპოვებადი თევზის თუ ცხოველის შესახებ
11. მოკლე ინფოები საქართველოში არსებული თევზების და ცხოველების შესახებ
12. წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებზე მოკლე მოკლე ინფოები (ნუ თითო გადაცემაში თითო ან როგორღაც)
13. ეს თარსია
14. და რა თქმა უნდა კლუბ ოჩოპინდრეზე

newsmile05.gif რავი თუ რამეში გამოგადგება ქე დავწერე თუ არა და არა newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ვიტო Jul 17 2009, 01:50

თითონ ჩელემ შემოიხედოს აბა, მე მამწონს იდეა, ზაფხულში საბერძნეთში მიდის
და საშინაო დავალება გავატანოთ newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ლევანი Jul 17 2009, 02:12

პატარ-პატარა სანადირო თავგადასავლები...რადიო 105-ში რო ყრზო იყო იმის ხმით უნდა გააკეთო.."ყრზოს ისტორიები"..ოღონ აქ ოჩოპინტრელების ისტორიები უნდა იყოს...ისე მაგარი კაიფი იქნება... newsmile090.gif newsmile090.gif

პოსტის ავტორი: Bonehill Jul 17 2009, 08:53

გასართობი ისტორიები თავისთავად იქნება, მთავარია შემეცნებითი ხასიათის იყოს გადაცემა.

პოსტის ავტორი: ჩელე Jul 17 2009, 11:16

ლევანი
........მოდი თავიდანვე შევთანხმდეთ, რომ ყრზო და მისთანები არ გვინდა, ეს უკვე იყო და განმეორება ამ შემთხვევაში არ არის ცოდნის დედა..... მართალია მეც ძალიან ვერთობოდი ყრზოთი და 105-ით, მაგრამ მაინც...........

გიორგი
............ მგონი მე არ მიფიქრია ამდენი.......... newsmile05.gif
1. შალვას დავესესხები და კულინარია კაი აზრია ძალიან;
5. მასტერკლასი (რა და როგორ შეიძლება გააკეთო საკუთარი ხელებით )
11. მოკლე ინფოები საქართველოში არსებული თევზების და ცხოველების შესახებ
12. წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებზე მოკლე მოკლე ინფოები (ნუ თითო გადაცემაში თითო ან როგორღაც)

ამათზე არ მიფიქრია ნამდვილად................... :


მოკლედ: ჩემოვყალიბდეთ ერთად, მაგ ისტორიებს მე ვერ მოვიგონებ, თქვენ უნდა მომიყვეთ, მე ჩავწერ და დავამონტაჟებ, მერე ეთერით მოისმენთ თქვენს ნაამბობს. დანარჩენი უკვე ასე თუ ისე მოხაზული მაქვს თავში.......... newsmile05.gif


პოსტის ავტორი: ლევანი Jul 17 2009, 11:30

ჩელე
კაცო, მაინცდამაინც ყრზოს კი არ ვგულისხმობ...რამე მაგ დონეზე გაკეთებულს...ადამიანები ეგეთ ისტორიებს უნდა ელოდებოდნენ(ესეიგი მაგარი გადმოცემის უნარი უნდა ქონდეს იმას, ვისი ხმითაც ჩაწერ)ხანდახან ეგეთი ისტორიების მოსმენისას ადამიანებს ძილი ერევათ..აი ეგ არ უნდა დაგვემართოს...ისტორიები კი აგერ გიორგის ქონია რამდენი...და ეხლა ყველა დანარჩენები თუ გავიხსენებთ რა დაგვმართნია ჩნენ ან ჩვენს ახლობლებს....100 წელი გვეყოფა(კვირაში ერთხელ თუ გავა)..სხვა რა შემეცნება საჭიროა...მაგის ორგანიზებაც არ არის რთული...ჩვენთანაც მოიძებნებიან ვისაც სიტყვა ეთქმის და ექსპერტებთანაც გვაქვს შეხება...მოკლედ მოგვარებადია.

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Jul 17 2009, 12:03

რა აუცილებელია ყრზო იყოს სასაცილო ისტორიების მეტი რა გვაქ?(ნამიოკ)ზოგზოგიერთი კოლორიტის ამბები გამოვიყენოთ და ეგ არის.
საღოლ ჩელე მე მაგრა მომეწონა შენო იდეა

პოსტის ავტორი: ვიტო Jul 17 2009, 12:14

რა გადაეკიდეთ ამ ყრზოს კაცო, ისე ტქვა კაცმა იდეის დონეზე, იგულსხმა რომ პატარა ჩანაკერები იყოსო
თორე გამეორება არც უგულისხმია ვააააააააა, არ აცალოთ ეხლა იდეის თქმა newsmile05.gif

პოსტის ავტორი: მირზა-777800 Aug 6 2009, 10:03

ჩემი აზრით ყველაზე კაი იდეა და აზრი გიორგიმგამოთქვა და მე ვეთანხმები სრულებით,აქ ამდენი კაციც არის იმდენი აზრია და ყველამ თუ თავისებურად მიაწვა არაფერი არ გამოვა,ერთერთის აზრი უნდა გავითვალისწინოთ და მგონია რომ გიორგის აზრი უფრო მეგარი უნდა იყოს

პოსტის ავტორი: joni Aug 15 2009, 22:37

კარგი აზრია,ჭკვიანი კაცი ჩანს გიორგი!!! newsmile027.gif მანდ რაღაცეების ჩამატება/ჩასწორებაც შეიძლება. +ალბათ რეკლამაც დასჭირდება გადაცემას,რო უფრო ბევრმა გაიგოს. სერიოზული მონადირეების,გარემოს დაცვიდან შეიძლება მოწვევა გადაცემაში,მსმენელის კითხვებზე პასუხი და რავიცი,შეიძლება ფორმატის დახვეწა.ბევრი რამის მოფიქრება შეიზლება. საქმე ის არის რამხელა ეთერი გამოეყოფა გადაცემას

მირზა-777800

ციტატა(მირზა-777800 @ 6th August 2009 - 11:03 AM) *
ჩემი აზრით ყველაზე კაი იდეა და აზრი გიორგიმგამოთქვა და მე ვეთანხმები სრულებით,აქ ამდენი კაციც არის იმდენი აზრია და ყველამ თუ თავისებურად მიაწვა არაფერი არ გამოვა,ერთერთის აზრი უნდა გავითვალისწინოთ და მგონია რომ გიორგის აზრი უფრო მეგარი უნდა იყოს



ერთერთის აზრს რაც შეეხება:ყველამ თავისი მოსაზრება დააფიქსიროს და მერე ერთმა კაცმა შეკრიბოს და ჩამოაყალიბოს ერთ გადაცემად.
გამოვა აი newsmile027.gif

პოსტის ავტორი: ჩელე Aug 15 2009, 23:13

joni
ყველაფერი ისე იქნება როგორც ჩვენ გვინდა, გადაცემა იქნება მინიმუმ 50 წუთი, მაქსიმუმ 55, ასე რომ ამ დროპში ბევრი რამის გაკეთება შეიძლება, რა თქმა უნდა სტუმრიან-კულინარიანად, მე ეს გადაცემა თავში მქონდა კაი ხანია უკვე, უბრალოდ კიდევ მაინტერესებდა რისი გაკეთება შეიძლებოდა, ეს უკვე გავიგე და გადაცემაც მომზადდება, სექტემბერში ვერ გავალ ეთერში, რადგან ახალი ხელმძღვანელობა მყავს და ახალი ბადე სანამ შედგება ამას დრო უნდა.............. მოკლედ ყველაფერი ისე იქნება როგორც გაგვიხარდება...........

პოსტის ავტორი: ვიტო Aug 15 2009, 23:41

ჩელე
მანამდე მასალა დააგროვე რა, ტუ ჩვენ არ წამოგვყევი ვინმე მოგვამაგრე და გამოგვყვეს, რეპორტაჯი გააკეთოს,
ან ქუდად გამოდგება, ან ჩაწერეთ და საპილოტო ჩანაწერი გააკეთენ ან რავი აბა newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ჩელე Aug 16 2009, 00:01

ვიტო
მაცალეთ, ჩამოვიდე ბერძნეთიდან ( თუ წავედი) და მერე ვიზამ ყველაფერს..........

პოსტის ავტორი: valera Dec 19 2009, 22:37

მაგარია

პოსტის ავტორი: ჩელე Jan 25 2010, 19:41

სამწუხაროდ, ამ იდეამ ჩაყვინთა ძალიან ღრმად, რადგან ჩემს რადიოს ხურავენ, თუ რამე შეიცვლება რა თქმა უნდა ამ იდეას აუცილებლად განვახორციელებ......

პოსტის ავტორი: ჯეკო Jan 25 2010, 19:47

ჩელე რატო ხურავენ ტოო და შენ უმუშევარი რჩები ჩელეე?

პოსტის ავტორი: ჩელე Jan 25 2010, 20:06

ჯეკო
რა გითხრა აბა ჯეკოს ვენაცვალე? ხურავენ........... არა მე კიდევ მაქვს სამსახურები, მაგრამ რადიო აღარ მექნება.......... შეიძლება მერე გამოჩნდეს რაღაც, მაგრამ ჯერ ასეა.............

პოსტის ავტორი: ჯეკო Jan 25 2010, 20:13

ჩელე სამწუხაროა ჩელეჯან

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)