თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ კლუბის შესახებ _ დიადი საქმე!!!

პოსტის ავტორი: გიგი Jun 18 2012, 17:48

მოკლედ მეგობარი მყავს ჩეხეთში... თევზაობის დიდი მოყვარულია... ჩემგან აქვს ზოგადი წარმოდგენა თუ როგორ და სად თევზაობენ აქ... აინტერესებს თუ არსებობს საქართველოს იქტიოლოგიური რუკა და თუ არ არსებობს დაინტერესების შემთხვევაში რამდენად ძნელი იქნება და შესაძლებელი მისთვის ამ რუკის გაკეთება... ადამიანი დაინტერესებულია... დავუდგეთ გვერდში და მივეხმაროთ საშვილიშვილო საქმის წამოწყებაში... ნუ იმ შემთხვევაში თუ რუკა არ არსებობს... დაინტერესებულია კიდე ჩვენს ქვეყანაში სპორტული თევზაობის სკოლის გახსნით... მე არ გამიგია ასეთი სკოლა რო არსებობდეს, მარა თვითონ იზახის ისლანდიაში არსებობს ეგეთი სკოლაო და ხალხი სწავლობს თევზაობასო... ნუ მე არ ვიცი როგორ და რა... ინტერნეტშიც ბევრი ვერაფერი ინფო ვერ ვნახე... მოკლედ რა აზრის ხართ დიადო კლუბის წევრებო და რა შეიძლება გავაკეთოთ ჩვენი მხრიდან რო ამ ადამიანს ხელი შევუწყოთ... ჯერჯერობით არ მცალიაო ასე თქვა და მომავალ სეზონამდე თუ გამარკვევ კანონებშიო და რაღაც-რუღაცეებში გავაკეთებო... მე ისიც კი არ ვიცი რაში უნდა გავარკვიო... მოკლებ აქ ხართ და იქნება მოიფიქროთ რამე... tema-wamoweulia.gif

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Jun 19 2012, 01:39

გიგი
ქართველია? თუ ქართველია შეგიძლია თქვა ვინ არის, ან PM ში მომწერე. ისე გვყავს იქითაც კლუბის წევრებიც newsmile05.gif

პოსტის ავტორი: გიგი Jun 19 2012, 11:09

ჭალიმგელა
არა არ არის ქართველი... იქაურია რამდენიმე წლის წინ გავიცანი გუდაურში... კაი ტიპია... საქართველოზე უაზროდ შეყვარებული ევროპელების პლიადიდან არის... D.gif ძალიან ზოგადად ლაპარაკობს და მეც მაგიტომ ვერ დავწერე ვერაფერი კონკრეტულად... ეს ყველაფერიც იდეის დონეზეა... მომავალ წელს საქართველოში დიდი დროის გატარებას აპირებს და უნდა რო რამე საქმე ქონდეს და მაგიტომ ლაპარაკობს ასე... ფორუმის ლინკი მივეცი მარა რამდენად დაპოსტავს არ ვიცი, ქართულად რამდენიმე სიტყვა იცის, ისიც ისეთები რო აქ არ დაიწერება... (ჩემი სკოლაა). D.gif

პოსტის ავტორი: ლევანი Jun 20 2012, 06:47

ციტატა(გიგი @ 19th June 2012 - 13:09) *
ქართულად რამდენიმე სიტყვა იცის, ისიც ისეთები რო აქ არ დაიწერება... (ჩემი სკოლაა).

newsmile090.gif newsmile090.gif კარგი იყო.

პოსტის ავტორი: misha17 Jun 20 2012, 19:40

საქართველოს იქტიოლოგიური რუკა შეგიძლიათ მოიკითხოთ პეკინის ქუჩაზე მაქ არის შპს გეოპლაზა თუ გეოდეზი ზუსტად არ მახსოვს ისინი ამზადებენ და აკეთებენ რუკებს

პოსტის ავტორი: გიგი Jun 20 2012, 23:20

misha17
დაახლოებით სად არის რო გვითხრა შეგიძლია???

პოსტის ავტორი: misha17 Jun 20 2012, 23:35

მე თბილისში არ ვცოვრობ მაგრამ ჩემებურათ აგიხსნი, პავლოვიდან რომ პეკინზე გადმოხვალ ხელ მარჯნივ 100მეტროში ჩასახვევია პირველივე სვეტაფორთან ხელ მარცხნივ, აი მაგ კუთხეშია პეკინისა და არ ვიცი იმ ქუჩას რა ქვია ცნობათა ბიუროში რომ დარეკოთ ზუსტათ გეტყვიან.

პოსტის ავტორი: ალთაზარ Jun 20 2012, 23:54

misha17
გიგი
გეოპლაზა არის სამშენებლო კომპანია ,
გეოდეზი კი აზომვითი ნახაზებით არის დაკავებული ,

(წყარო : ინტერნეტი)

http://www.geoplaza.ge/index.html
http://bigsale.ge/geodezi2007/index.html

პოსტის ავტორი: misha17 Jun 21 2012, 09:03

მაშინ გეოგრაფიკი ერქმვა ზუსტად არ მახსოვს მაგრამ რუკებს რომ აკეთებენ და აერო გადაღებებს მაგი ვიცი მე პირადათ ვარ ნამყოფი. მისამართი ზუსტად ისაა რაც დავწერე

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Jun 21 2012, 10:36

გიგი
ჩეხურის მცოდნეებიც გვყავს კლუბში, მასე კი არაა D.gif

პოსტის ავტორი: გიგი Jun 21 2012, 10:40

ჭალიმგელა
პირველივე მუსაიფის დროს ვეტყვი დარეგისტრირდეს... newsmile029.gif ჩეხური რა რუსულიც იცის მშვენივრად და ინგლისურიც...

პოსტის ავტორი: ზახარა Jun 21 2012, 10:43

გიგი
რუსულ ენოვანი განყოფილება გვაქვს და იქ დაპოსტოს ან გახსნას სასურველი თემა და აყვებიან ფორუმელებიც newsmile05.gif

http://ochopintre.ge/forum/index.php?showforum=106

პოსტის ავტორი: გიგი Jun 21 2012, 10:49

ზახარა
არის უფროსო!!!

პოსტის ავტორი: ჩელე Jun 21 2012, 10:55

გიგი

მგონი აჯობებს ჯერ თვითონ ჩამოყალიბდეს, გაიგოს რა უნდა კონკრეტულად და მერე გაგვაგებინოს ჩვენ რა უნდა, რას აპირებს და საერთოდ ვისი ბიჭია?.... newsmile05.gif)))))

პოსტის ავტორი: გიგი Jun 21 2012, 10:59

ჩელე
აი ადრეც გიყვებოდი შენ... სამსახურშიც მყავდა ერთხელ... გუდაურში გავიცანი და მერე დავათრევდი აქეთ იქით... კაი კაცია... ჩვენიანია მოკლედ... ხო ეგ ხო და კიდე ისა... შენი ნომერი მომწერე... გემრიელი წინადადება მაქვს რაღაც...

პოსტის ავტორი: ხანჯალა Aug 1 2012, 07:51

გიგი

მაგ ჩეხს შემთხვევით ვლადისლავი ხომ არ ქვია?

პოსტის ავტორი: გიგი Aug 1 2012, 10:24

ხანჯალა
არა

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)