თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ კანონმდებლობა, ბრაკონიერები, გდი _ დენით თევზაობა კატასტროფაა

პოსტის ავტორი: datoghadua Jun 1 2012, 15:39

სალამი ყველას, დენით თევზაობის წინააღმდეგ ვგემავთ სხვადასხვა სახის ღონისძიებებს, fisher.ge-ზე დავპოსტეთ გთხოვთ მიუთითოთ დენით თევზაობის ფაქტები ადგილის დაკონკრეტებით, წინასწარ გიხდით მადლობას.

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Jun 1 2012, 15:47

ცოტა კონკრეტულად თუ შეიძლება

პოსტის ავტორი: Bonehill Jun 1 2012, 17:18

datoghadua
გარგი წამოწყებაა

მაგრამ: ეხლა მე რომ მივუთითო დენით თევზაობის ფაქტები, მერე რა.....ვინ დაიჭერს ბრაკებს
არ ვიცი ამიხსენით ხალხო , ჩამორჩენილი ვარ სიახლეებს.
newsmile045.gif

პოსტის ავტორი: ჩელე Jun 2 2012, 00:05

datoghadua

ყველა რაიონში და სოფელში, მტკვარზე რუსთავთან, ყველა იმ მდინარეზე სადაც დაბალი წყალია..... შენ გგონია არ იციან სად რა ხდება ვისაც ეგ ეხბა? მაგრამ ყურს არ იბერტყავენ.....

პოსტის ავტორი: kupra Jun 2 2012, 11:32

ცუდია ცუდი მერე ყურს რო არ იბარტყუნებენ.

პოსტის ავტორი: ჩელე Jun 2 2012, 15:05

ცუდია მაგას ვამბობთ. შარშან ერთ-ერთი რაიონის საკმაოდ მაღალი ჩინის მატარებელის ვიდეო მოვიპოვეთ, სადაც კალმახზე დენით თევზაობდა ( თუ შეიძლება მაგას თევზაობა ვუწოდოთ) გარემოს დაცვას ცალკე მივმართეთ, ცალკე აქ დავდეთ, მაგრამ რად გინდა, შედეგი=0 აქეთ მუქარის ზარები დაიწყო.

ყველა რაიონში და სოფელში ყველამ ძალიან კარგად იცის ვის რა უდევს სახლში, ვინ რაზე და რითი დადის სანადიროდ და სათევზაო და ვინ რისი გამკეთებელი, მაგრამ ყველას ერთ ადგილზე ჰკიდია. როცა დაჭირდებათ მაშინ უტირებენ დედას.

პოსტის ავტორი: ლევანი Jun 2 2012, 15:29

ჩელე
რა საჭიროა ასე წინასწარ პესიმიზმი??.. აგერ კაცი წერს.."ღონისძიებებს ვგეგმავთ და თუ შეიძლება ფაქტები მოგვაწოდეთო" ჩემი აზრით..კარგი რამის წამოწყებას აპირებენ.. ხოდა დავუდგეთ გვერდში რითაც შევძლებთ. იქნება გამოსდით საქმე. ყოველშემთხვევაში..რაღაც გეგმა აქვთ. გავეცნოთ..გავაანალიზოთ და თუ უკეთესი იდეა გაგვიჩნდა ჩვენიც შევთავაზოთ. თუ არადა აქამდეც ნეხვში იყო ეგ საკითხი ბოლო 60 წელია და კიდე დარჩება..სანამ ვინმე რამე ქმედითს არ მიმართავს.

პოსტის ავტორი: sabo73 Jun 2 2012, 22:37

ციტატა(ლევანი @ Jun 2 2012, 16:29) *
აქამდეც ნეხვში იყო ეგ საკითხი ბოლო 60 წელია და კიდე დარჩება..სანამ ვინმე რამე ქმედითს არ მიმართავს.



vetanxmebi.gif



პოსტის ავტორი: Maglaf Jun 3 2012, 08:01

little fisher ის სოფელი ატენი (ტუსრები) მდინარე ტანა გაწყვეტილია კალმახი და ორაგული (რათქმაუნდა დენით ან ქლორით) ეს საშინელებაა

პოსტის ავტორი: ნოსო Jun 3 2012, 10:49

ლევანი
კაი ლევან რა უნდა მოხდეს სასამართლო დადგენილება მოდის აპარატის დაბრუნებაზე კოლხეთის ეროვნულ პარკში, მეტი განუკითხაობა რა უნდა იყოს, ზუსტად რომ პოლიციის უფროსებია ჩართული ამ "საქმეში"

პოსტის ავტორი: ლევანი Jun 4 2012, 01:09

ციტატა(giorgixomeriki @ 3rd June 2012 - 12:49) *
ზუსტად რომ პოლიციის უფროსებია ჩართული ამ "საქმეში"

ხოდა მაგას გვწერს კაცი. "მოგვაწოდეთ ფაქტებიო" და არა თქვენი ხედვა ვარაუდებიო. თუ ვინმემ არ შეუფითილა მაგათ... ყოველთვის ჩარეული იქნებიან.(ეხლაც და 70 წლის მერეც) შორიდან გინება ვერ ჭრის... ახლოდან უნდა ტრაკში წიხლი მაგათ.

პოსტის ავტორი: bibasogo Jun 6 2012, 18:43

აჰა ძმაო ფაქტები თუ რამეში დაგვეხმარება


http://postimage.org/
http://postimage.org/

გადაღებულია მტკვარზე,სოფელ ილმაზლოსთან, 3 ივნისს. სამწუხაროდ ახლოს არ გაგვიარეს,არც მანქანა ჩანდა,თორე მაგ აპარატს ერთ ადგილას გაუკეთებდით.

http://postimage.org/
http://postimage.org/

პოსტის ავტორი: ლევანი Jun 7 2012, 18:53

კარგია..რომ გადაგიღია..თუმცა სამწუხაროდ ფაქტად ვერ გამოდგება ეს სურათები. უფრო სწორად..საერთოდ სურათები არ განიხილება მტკიცებულებად. ვიდეო უნდა იყოს. თან გარკვევით ჩანდეს რას აკეთებენ. მაგ სურათზე არც კი ჩანს რას აკეთებენ.. დენს ურტყავენ თუ ქეთო და კოტე სეირნობს ნავით რთული გასარჩევია. D.gif

პოსტის ავტორი: bibasogo Jun 11 2012, 22:25

აბა რა გინდა ვერ გავიგე ნათევზავებს არავინ გადაგაღებინებს,შუაში გადიან რო დაგინახავენ,გუშინაც ვიყავი მტკვარზე,გაჩიანისკენ,იქაც იგივე მდგომარეობაა, 4 პარტია დავთვალე სანამ იქ ვიყავი,ადგილობრივ მეთევზეებსაც ველაპარაკე,ყუველდღე ასე დადიანო,მეტი რაღა უნდა ვის არ ჯერა რო დენით გაჟლიტეს თევზი? მტკვარს მოქონდა დახოცილი თევზი,რაც ვერ დაიჭირეს საჩოკით.

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)