თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ კანონმდებლობა, ბრაკონიერები, გდი _ ოჩოპინტრე რუსთავი 2 ზე, ბრაკონიერების წინააღმდეგ

პოსტის ავტორი: საბო Feb 2 2013, 21:09

ოჩოპინტრე რუსთავი 2 ზე ბრაკონიერების და სამინისტროს წინააღმდეგ


http://www.youtube.com/watch?v=KmW7Nsa8EIo&feature=youtu.be





პირველი ნაბიჯი გადაიდგა საჯაროდ.

მადლობა დავითს , ბატონ შადიმანს და გიორგი მეტრეველს.

ისეც გასაგებია, რომ დროის სიმცირის გამო, მეტის თქმის საშუალება არ იყო. იქნებ აზრზე მოვიდეს სამინისტრო და საერთო ძალებიტა და კონსულტაციებით, ბოლო-ბოლო მივაღწიოთ სასურველ შედეგს.

პოსტის ავტორი: gelka72 Feb 2 2013, 21:11

gagrinski



ვნახე დღეს თქვენი მომზადებული გადაცემა და ძალიან მომეწონა. ვნახოდ აბა რა შედეგს მოგვიტანს

პოსტის ავტორი: შალვა Feb 2 2013, 21:12

ციტატა(sabo73 @ 2nd February 2013 - 22:09) *
მადლობა დავითს , ბატონ შადიმანს და გიორგი მეტრველს.

ლიოდ ტრონულსია გასპადა პრესიაჟნიე ზასედატელი!!! newsmile027.gif

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Feb 2 2013, 21:20

დამირეკეს მინისტრის მეგობრებმა newsmile05.gif

თურმე მინისტრის ძმა მონადირეა, რომელთანაც ხშირად მინადირია და საკმაოდ კარგი პიროვნებაა, თან ცნობილი ქირურგი.

შემდეგი ნაბიჯი მინისტრთან შეხვედრაა

პოსტის ავტორი: megreli Feb 2 2013, 21:21

ისე კი რა იბურტყუნა მინისტრის მოადგილემ აზრი ვერ გამოვიტანე D.gif რას მიედ მოედო ვინ იცის newsmile090.gif newsmile090.gif newsmile090.gif

ჭალიმგელა შეაწუხათ? D.gif D.gif D.gif

ზურგს გაგიმაგრებთ newsmile05.gif აბა შენ იცი newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ალთაზარ Feb 2 2013, 21:23

ციტატა
მადლობა დავითს , ბატონ შადიმანს და გიორგი მეტრეველს.


აჰუ აჰუ აჰუ !!!! (300 სპარტანელიs ხმით) D.gif

პოსტის ავტორი: შალვა Feb 2 2013, 21:23

ციტატა(dato1992 @ 2nd February 2013 - 22:20) *
რას მიედ მოედო ვინ იცის

newsmile042.gif ,,სპეციალისტები გასულები არიან მე არ ვიციო" დაგლიჯა newsmile040.gif D.gif

პოსტის ავტორი: gagrinski Feb 2 2013, 21:23

არ ვიცი მოგეწონათ თუ არა მეკი მოვკვდი ნერვიულობით და ჩემი წამყვანის მასხრობით newsmile015.gif newsmile015.gif newsmile015.gif newsmile015.gif newsmile015.gif newsmile015.gif newsmile015.gif newsmile015.gif newsmile015.gif newsmile015.gif newsmile015.gif newsmile015.gif newsmile015.gif

პოსტის ავტორი: საბო Feb 2 2013, 21:24

ციტატა(ჭალიმგელა @ Feb 2 2013, 22:20) *
შემდეგი ნაბიჯი მინისტრთან შეხვედრაა


ეს ცხელ გულზე თუ მართლა?

იავიცი..........იავიცი............

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Feb 2 2013, 21:25

gagrinski
მაგარი ხარ დავით, ნაღდად მაგარი სიუჟეტი გამოვიდა.

ჰა სეზონი გახსნილია და ნადირობა არ შეიძლება ხო მაგარი იყო newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ალთაზარ Feb 2 2013, 21:26

ციტატა
,სპეციალისტები გასულები არიან მე არ ვიციო"


ხო ამაზე მეც ვიკაიფე მაგრად D.gif

ციტატა
მოვკვდი ნერვიულობით


ხოო შეგატყე თავიდანვე D.gif

მანოკი რო ჩართე , მეთქი ეხლა კითხვას დაგისვავს ვისი ხმა არიო D.gif:P

საღოლთ საბოლოო ჯამში ნაბიჯი გადაიდგა ... აწი კიდევ თუ არაფერს არ იზავენ მოგვიწევს შეტევა ერთიანი ძალეBით

პოსტის ავტორი: საბო Feb 2 2013, 21:27

მე იმაზე ვიხალისე, ვინც კომპეტენტურია და სეიძლება პასუხი გაგცეთ ისენი გასულები არიანო.

და ყავთ კი ასეთი საერთოდ?

პოსტის ავტორი: gagrinski Feb 2 2013, 21:29

ჰა სეზონი გახსნილია და ნადირობა არ შეიძლება ხო მაგარი იყო

ე წლის ფრაზა იყო ჭალიმგელ, გითხარი დღეს დარეკავენთქო?! ვიცი რა newsmile090.gif

კარგია თუ მოგეწონათ. მიგულეთ თქვენს სამსახურში

პოსტის ავტორი: ნოსო Feb 2 2013, 21:29

small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif

ვუერთდები სულისკვეთებას, მივაწვეთ ბოლომდე!!!

პოსტის ავტორი: Little Fisher Feb 2 2013, 21:31

კარგი რეპორტაჟი იყო ვუერთდები მილოცვას... ხალხმა დასანახი დაინახა ეხლა სამინისტროს დაველოდოთ D.gif

პოსტის ავტორი: შალვა Feb 2 2013, 21:36

gagrinski
ჩაგეთვალა, დიდი პლიუსით +++

პოსტის ავტორი: gagrinski Feb 2 2013, 21:41

მადლობთ, ერთი პრობლემა იყო ის რომ ბევრი ნიუსი გვქონდა და ცოტა დამიჩაგრეს რეპორტაჟი. შემდგეში ვნახოთ, როგორც კი ვნახავ ამათ უმექმედობას ისევ გავაკეთებ რეპორტაჟს. ვნახოთ იმედი მაქვს დაფიქრდებიან ესენიც და ბრაკონიერებიც.

პოსტის ავტორი: DATKA Feb 2 2013, 21:44

ციტატა(sabo73 @ 2nd February 2013 - 22:09) *
მადლობა დავითს , ბატონ შადიმანს და გიორგი მეტრეველს.

იმედია გაიგბენ, და მივა ეს გზავნილი აქ სადაც საჭიროა.
დასაწყისისთვის საკმარისია, <პწკენა პწკენითო> ეგებ გამოვიდეს რამე.


პოსტის ავტორი: საბო Feb 2 2013, 21:46

[quote name='gagrinski' date='Feb 2 2013, 22:41' post='228283']
ვნახოთ იმედი მაქვს დაფიქრდებიან ბრაკონიერებიც.
[/quote

უიუი არ გეტკინა მანამდე არაფერი, შენ კარგად იყავი.

ეგენი ძალით თუ არ დააფიქრეს, თავისით არ იზამენ მაგ სიკეთეს.

პოსტის ავტორი: levan81 Feb 2 2013, 21:48

ციტატა(DATKA @ 2nd February 2013 - 22:44) *
მადლობა დავითს , ბატონ შადიმანს და გიორგი მეტრეველს


მთავარია არ გავჩერდეთ და ბოლომდე მივიყვანოთ ეს საქმე.

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Feb 2 2013, 21:49

ის დათვის სურათი ვისიც იყო რა ჩაჯმული იქნება ჰააა newsmile05.gif

პოსტის ავტორი: შალვა Feb 2 2013, 21:56

ციტატა(Chalimgela @ 2nd February 2013 - 22:49) *
ის დათვის სურათი ვისიც იყო რა ჩაჯმული იქნება ჰააა

newsmile015.gif newsmile015.gif

პოსტის ავტორი: gagrinski Feb 2 2013, 22:00

სახეები დავბლარე შეგნებულად, რეალურად მქონდა უფლება გამოყენების რადგან სოციალურ ქსელზე იყო დადებული, მაგრამ თავი შევიკავე, დასაჭერად ყველა მეცოდება, იქნებ ახლა მაინც დაპიქრდეს-იმ რუსულმა გონჩმა რა დააშავა ისე მაგის დრუნჩის დაფარვა დამავიწყდა newsmile015.gif newsmile015.gif newsmile015.gif newsmile015.gif newsmile015.gif newsmile015.gif D.gif D.gif D.gif

პოსტის ავტორი: ზახარა Feb 2 2013, 22:02

small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif

პოსტის ავტორი: gelka72 Feb 2 2013, 22:10

gagrinski

ასეთი გადაცემები სეზონის წინა დღეებშიც რომ გააკეთო რამოდენიმეჯერ ურიგო არ იქნება. იქნებ რამე გვეშველოს



მგლებს ვამრავლებთო არა?????????????????? მაგარი იყო

პოსტის ავტორი: megreli Feb 2 2013, 22:11

gagrinski
მიტინგი და აქციები იქნება შემდგომშიც თუ არაპერი გამოსწორდა D.gif
დამეთანხმება ვინმე? D.gif

პოსტის ავტორი: შალვა Feb 2 2013, 22:11

gagrinski

ციტატა(dato gagrinski @ 2nd February 2013 - 23:00) *
მაგრამ თავი შევიკავე, დასაჭერად ყველა მეცოდება

ეტყობა რედაქტორებმა ეგ არ იცოდნენ თორე პოტენციურად დასაჭერ ხალხის არ ჩვენებას არ მოერიდებოდნენ newsmile045.gif newsmile05.gif

პოსტის ავტორი: საბო Feb 2 2013, 22:14

ციტატა(megreli @ Feb 2 2013, 23:11) *
gagrinski
მიტინგი და აქციები იქნება შემდგომშიც თუ არაპერი გამოსწორდა D.gif
დამეთანხმება ვინმე? D.gif



კი, მე! newsmile045.gif

პოსტის ავტორი: gagrinski Feb 2 2013, 22:14

არა ეგრე არ არის, ეთიკის ნორმები და მთელი გრძელი სიაა რაც უნდა დაიცვა, როცა მონაჟი რჩება მერე რედაქტორი უყურებს მზა რეპორტაჟს და ისე გადის ეთერში. სეზონის დასაწყისშიც გავაკეთებ, მანამდე მაცოცხლეთ, ძაღლიც დასაგეში მყავს და თუ მივაღწიე აგვისტოს ბოლომდე ჩემი თავი შემოგევლოთ newsmile027.gif newsmile027.gif newsmile027.gif newsmile027.gif

პოსტის ავტორი: საბო Feb 2 2013, 22:16

ციტატა(gagrinski @ Feb 2 2013, 23:14) *
სეზონის დასაწყისშიც გავაკეთებ, მანამდე მაცოცხლეთ


აჰ, მაგას ვერ ვიზამთ, ვატყობ შემოგისრუტავთ მანამდე კლუბში და დაღუპული ხარ მერე, ჩვენსავით. newsmile045.gif

პოსტის ავტორი: megreli Feb 2 2013, 22:19

gagrinski
ოჩოპინტრე f289947570463c1e91fa6db1b3f5472c.gif f289947570463c1e91fa6db1b3f5472c.gif f289947570463c1e91fa6db1b3f5472c.gif გვაერთიანებს D.gif


ეს თემა უფერულდება და ცალკე ხო არ გახსნიდა ადმინისტრაცია? სათაურით : პირველი რეაქცია D.gif

პოსტის ავტორი: levan81 Feb 2 2013, 22:19

ციტატა(sabo73 @ 2nd February 2013 - 23:14) *
მიტინგი და აქციები იქნება შემდგომშიც თუ არაპერი გამოსწორდა

vetanxmebi.gif

პოსტის ავტორი: შალვა Feb 2 2013, 22:21

საბო

ციტატა(sabo73 @ 2nd February 2013 - 23:16) *
აჰ, მაგას ვერ ვიზამთ, ვატყობ შემოგისრუტავთ მანამდე კლუბში და დაღუპული ხარ მერე, ჩვენსავით.

გალოთებას გულისხმობ? d778bc34f693c93907196ff195628213.gif

პოსტის ავტორი: JaNeZa Feb 2 2013, 22:26

მაგარი რეპორტაჟი იყო, სეზონი რომ დასრულდება მერეც გააკეთეთ კიდევ ერთხელ შეახსენებთ. ცოტა მეტ დროს თუ გამოყოფენ ძაან კარგი იქნება.....

newsmile027.gif newsmile027.gif newsmile027.gif newsmile027.gif newsmile027.gif newsmile027.gif newsmile027.gif

პოსტის ავტორი: gagrinski Feb 2 2013, 22:26

არამგონია ჟურნალისტს კიდევ გალოთება ჭირდებოდეს newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif d778bc34f693c93907196ff195628213.gif d778bc34f693c93907196ff195628213.gif d778bc34f693c93907196ff195628213.gif

ახალი თემის გახსნა მე მგონი ხვალ რომ ჭალიმგელას მასალას მივაწვდი და დადებს მერე ჯობია, ნუ ჩემი მოკრძალებული აზრი ასეთია newsmile045.gif

პოსტის ავტორი: megreli Feb 2 2013, 22:30

როგორც გენებოთ newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Feb 2 2013, 22:40

ციტატა(gagrinski @ Feb 2 2013, 23:26) *
ახალი თემის გახსნა მე მგონი ხვალ რომ ჭალიმგელას მასალას მივაწვდი და დადებს მერე ჯობია, ნუ ჩემი მოკრძალებული აზრი ასეთია newsmile045.gif

კი მასე ვიზამთ

პოსტის ავტორი: levani100 Feb 2 2013, 22:44

ბრავო მეგობრებო დასაწყისისთვის კარგია, რაც მეტად შევაწუხებთ კარგი იქნება. მერე იქნებ გარკვეული ჯგუფიც ვესტუმროდ და დანარჩენიც
ადგილზე მოვახსენოთ. ისე მაგრათ ჩაისველებდნენ ის ვაი "მედათვეები".

პოსტის ავტორი: ZUA-222 Feb 2 2013, 22:46

vot-tak.gif partyFishing.gif

პოსტის ავტორი: მაქსიმუსა Feb 2 2013, 22:47

უყურე გადაცემას, დასაწყისისთვის მშვენიერია

დიდი მადლობა ყველას!
newsmile027.gif small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif

პოსტის ავტორი: ilariona Feb 2 2013, 22:50

gagrinski
ჭალიმგელა

მშვენიერი იყო, ახლა ვუყურე (ეს გადახვევა რა კარგი რამეა) ხოდა ძაან გამიხარდა ასეთი აგრესიულები, რომ იყავით ბრაკონიერების წინააღმდეგ.

ძალზედ მნიშვნელოვანია ასეთი გადაცემები ხშირად გადიოდეს, ბევრს დააფიქრებს და იქნებ შედეგიც მივიღოთ.

მე პირადად ღრმა რწმენა მაქვს, რომ უკეთესობისკენ შეიცვლება სიტუაცია და რამე გვეშველება.

დიდი მადლობა ყველას, ვინც ამ გადაცემაში მონაწილეობა მიიღო.

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Feb 2 2013, 23:20

ხო ეხლა დავაფიქსირე, ის არ მოხვდა სიუჟეტში: ერთი ჭკვიანი კაცი როგორ არ მოხვდა ამდენი წლების და მთავრობების მანძილზე გარემოს დაცვის სამინისტროშითქო newsmile05.gif

პოსტის ავტორი: Fishman Feb 3 2013, 00:14

ეხლა ვუყურე ზუსტად. მალადეც დავით. მაგარი იყო. იმედია დაიძვრება ეს საქმე და ეშველება რამე...

პოსტის ავტორი: ლეონ-ბლექი Feb 3 2013, 01:24

ხალხნო..მაგ ვიძიუს ლინკი იქნებ დააგდოთ რაა..ვინც ვერ ვიყურეთ იმათთვის.

პოსტის ავტორი: Fishman Feb 3 2013, 01:45

ლეონ-ბლექი

http://www.myvideo.ge/?act=dvr&chan=rustavi2hq&seekTime=02-02-2013%2021:57

http://www.myvideo.ge/?act=dvr&chan=rustavi2&seekTime=02-02-2013%2021:58

რომელიც ჩაირთვება... პირველი "მაღალი ხარისხის" არის...

პოსტის ავტორი: ლეონ-ბლექი Feb 3 2013, 02:02

Fishman
მადლობა.. ეხლა ვნახე სხვა საიტზე. ძალიან მომეწონა სიუჟეტი. კარგად ასახავდა პრობლემებს. იმედია მიაქცევენ ყურადღებას ვისაც ეხება მაგ პრობლემების მოგვარება.

პოსტის ავტორი: kupra Feb 3 2013, 10:10

ხოშიანი სიუჟეტი იყო მომეწონა.

პოსტის ავტორი: gagrinski Feb 3 2013, 10:21

მეგობრებო ახლა გადავხედე სხვა ფორუმებს არცერთში არ ვარ გაწევრიანებული, გუშინდელი რეპორტაჟის ანალიზი მინდოდა და რას ვხედავ, ბაზიერზე, ვილანძღები თურმე იმიტომ რომოჩოელებთან ვარ შეკრული და მათ ჩასაძირად გამოვიყენე ხოხობზე ნადირობის ვიდეო, რომელიც თურმე მომიპარავს მათი საიტიდან, არადა იუტუბიდან ავიღე, მერე წერენ რომ ეგ ვიდეო სანადირო მეურნეობაშია გადაღებულიო და ვიდეოს ეგერი იღებდაო! ჯერ მე ეგერი არ მინახია რომელიც ნადირობას ირღებდა ეს ერთი, მეორე საერთოდ არ მიხსენებია რომ უშუალოდ ეს ადამიანები ბრაკონიერობენ, უბრალოდ მაგალითად მოვიყვანე ვიდეო ხოხობზე ნადირობის საქართველოში იმიტომ რომ სხვა არ მქონდა. ისე აეწვათ რომ ეტყობა მართლა ბრაკონიერობენ და ბოლოს ერთი ასეთი კომენტარიც შემხვდა-თვითონ უფრო მეტს ბრაკონიერობენო, აბა მანახონ სად??? მაგრად მეწყინა რომ ასეთი შეუგნებელი ხალხი წერს ყველაზე არ მაქვს საუბარი.

ერთი თხოვნა მაქვს, თუ ვინმეს მათთან გაქვთ კავშირი იქნებ დამირეკონ და მე თვითონ ავუხსნი რა და როგორ იყო თუ სიუჟეტის მოსმენა არ შეუძლიათ და ტექსტების გარჩევა

პოსტის ავტორი: თაზო Feb 3 2013, 12:16

ციტატა(gagrinski @ Feb 2 2013, 23:14) *
არა ეგრე არ არის, ეთიკის ნორმები და მთელი გრძელი სიაა რაც უნდა დაიცვა, როცა მონაჟი რჩება მერე რედაქტორი უყურებს მზა რეპორტაჟს და ისე გადის ეთერში. სეზონის დასაწყისშიც გავაკეთებ, მანამდე მაცოცხლეთ, ძაღლიც დასაგეში მყავს და თუ მივაღწიე აგვისტოს ბოლომდე ჩემი თავი შემოგევლოთ newsmile027.gif newsmile027.gif newsmile027.gif newsmile027.gif

გაიხარე დავით, იქნებ ნელნელა დაიძრას ყინული და რაიმე პოზიტიური ცვლილება მოხდეს ვიღაცეების გაყინულ გონებაში, ნადირობა და თევზაობა მარტო მეხორცეობა რომ გონიათ! იმ ვიდეოში 6 თუ 7 მუტრუკი 5 ცალ კალმახს დასდევენ მდინარეში, არადა 5 კილოც არ იყოფათ და ალბათ სანამ არ მოაგროვებდნენ მაგდენს, არც შეეშვებოდნენ! მეც მქონდა სადღაც სურათები ბრაკონიერობის ფაქტებით და თუ მოვძებნე დავდებ აუცილებლად! P.S ისე, ფარცახა ეგრე ომახიანად რომ საუბრობდა ფაქტებზე, ერთხელ ვერ გამოვიტყუეთ სანადიროდ, იქნებ შენ მაინც დაითანხმო და სანამ დახურულა სეზონი, ერთი გასვლა მოვაწყოთ ბუნებაში, ოჩოელებიც ბევრი შემოგვიერთდებოდა დარწმუნებული ვარ! ar-gavidet-sadme.gif

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Feb 3 2013, 13:38

ვიდეო დავდე პირველ პოსტში !

პოსტის ავტორი: simona Feb 3 2013, 13:47

gagrinski იქ დაუცერე კომენტარი და აქაც მინდა დავცერო, რადგან ორივე ფორუმზევარ დარეგისტრირებული, დზალიან გტხოვთ პატარა ბავშვების ნაბოდიალებს და გაზვიადებულს ყურს ნუ დაუგდებ და გულთან ახლოს ნუ მიიტან. მე ყველა ჭინგადადგმულ ნაბიჯს მივესალმები და მხარს დაუჭერ რაც საქართველოში მოხდება ნადირობისმხრივ,დანარჩენი კიდე გისურვებთ თქვენი დაწყებული საქმე ბოლომდე მიგეყვანოთ. კიდევ ერთხელ გთხოვთ ასაკს მიაქციეთ ყურადღება ვინ რას დაწერს. მადლობა

პოსტის ავტორი: gagrinski Feb 3 2013, 14:21

მადლობა, მეგობარო, იქ ადმინისტრაციას მივწერე და იქნებ აუხსნა მეგობარო თუ ტექტს კარგად დააკვირდებიან ბრალს კი არ ვდებ ბრაკონიერობაში კადრად გამოვიყენე უბრალოდ და არსად არ მიხსენებია რომ ეს ადამიანები ბრაკონიერები არიან.

პოსტის ავტორი: gagrinski Feb 3 2013, 14:35

თან ვინც მლანძღავს თვითონ წერს ერთ ხოხობს რომ მოვკლავ ან კაკაბს რატო მითვლიან ბრაკონიერობასო, გაგიჟდება კაცი. მერე მომადგება და მე მლანძღავს. მაგას რა უნდაოდა მართლა დამესახელებინა ეგ ადამიანები ბრაკონიერობად და თან სახეები მეჩვენებინა რომ დრეს უკვე გამომძიებელთან მჯდარიყო? უბრალოდ საწყენია, იმიტომ რომ ასე მგონია რომ ბრაკონიერობა ყველას ტკივილია

პოსტის ავტორი: megreli Feb 3 2013, 14:46

ჭალიმგელა
მგელსაშენში რამდენი მგელი გვყავს? D.gif ეგეც არ იცის სამინისტრომ? D.gif

პოსტის ავტორი: Bonehill Feb 3 2013, 14:52

gagrinski

მადლობა პირველ რიგში შენ !

small3d018.gif small3d018.gif
მშვენიერი რეპორტაჟი გამოვიდა. ძირითად ამოცანებს (ძირითად პრობლემებს შეეხეთ, თანაც კომპეტენტური პირები )
მადლობა ამ რეპორტაჟის ავტორს. მადლობა ბატონ შადიმანს. მადლობა ჭალიმგელას !

კარგები ხართ !

პოსტის ავტორი: gagrinski Feb 3 2013, 14:57

მადლობა მეგობარო newsmile041.gif

პოსტის ავტორი: megreli Feb 3 2013, 16:00


პოსტის ავტორი: კუთხა Feb 3 2013, 16:09

ჭალიმგელა
gagrinski
კაია ბიჭებო, თქვენ გაიხარეთ, ასეთი სიუჟეტები ცოტა მეტი და იქნება ცოტა წინ წამოიწიოს ბუნების დაცვის საკითხმა

პოსტის ავტორი: კალვერა Feb 3 2013, 16:17

მშვენიერი გამოვიდა! ოგონდ მართლა მოლომდე გვაქ ეგ საქმე მისაყვანიუ და არ უნდა დავიზაროთ!!!

პოსტის ავტორი: PREDATOR Feb 3 2013, 16:26

gagrinski ბრავოო..!!!!

პოსტის ავტორი: gogita.m Feb 3 2013, 17:16

ციტატა(კალვერა @ Feb 3 2013, 17:17) *
მშვენიერი გამოვიდა! ოგონდ მართლა მოლომდე გვაქ ეგ საქმე მისაყვანიუ და არ უნდა დავიზაროთ!!!

+100000

პოსტის ავტორი: dato 85 Feb 3 2013, 20:06

დიდ მადლობა ბატონ შადიმანს, ჭალიმგელას და ყველას ვინც მონაწილეობა მიიღო.

იმედია მიეხედება ბრაკონირეობას.

პოსტის ავტორი: LeoTaso Feb 3 2013, 21:13

მისასალმებელია ეს ყველაფერი და კარგია რო მედიით გაშუქდა.

იმედია გამოვა რამე.

მე ჩემის მხრივ შევეცდები ვიდეო კადრები მოვიპოვე (მტკვარზე, "ელექტრიკების" ), მაგრამ მაგაზე მეტი ფაქტი (კალმახზე "თევზაობა" ) რა გინდა რაც ამ სიუჟეტში იყო ?!

მოკლეთ ყველამ ჩვენი წილი აგური უნდა დავდოთ და კედელიც აშენდება .

პოსტის ავტორი: levani100 Feb 3 2013, 21:16

gagrinski ყურადღებას ნუ მიაქცევ "ბაზიერს." ისეკი უხვად მოიპოვება მაგათთან ბრაკონიერული მასალა, რომ ადმინს
ბევრი სამუშაო აქვს მაგ მხრივ. ამ ხალხმა ვერ გაიგო რომ ჩვენი სურვილია, ნადირობა მოექცეს კანონის ისეთ ჩარჩოებში,
რომელიც ხელმისაწვდომი იქნება მონადირისათვის. ამასთან ერთად ყველა უნდა "გავიზარდოთ" და შევიგნოთ რომ ასე
დიდხანს ვეღარ გაგრძელდება და მალე სანადიროც აღარაფერი დაგვრჩება. ჩვენ ვეცადოთ რამე გამოვიყვანოთ ამ საკითხიდან და
სხვა თუ არ შემოგვიერთდება ხელს მაინც ნუ შეგვიშლის. ეხლა ვეცდები "მაჩაბლის" კლუბის სახელითაც შევეხოთ ამ საკითხს.

პოსტის ავტორი: gagrinski Feb 3 2013, 21:39

მადლობა მეგობარო ყურადღებისთვის, ეგ არაფერი ჩემთვის მთავარია საეღტო საქმეს ეშველოს, მინდა ის დრო დადგეს როცა სირცხვილი იქნება ბრაკონიერობა. მე თუ მკითხავ ერთი უცნაური წესი უნდა დაინერგოს ბრაკონიერობაზე, ფულადი ჯარიმა კი არ უნდა გამოუწერო, მისი ფოტოები უნდა გაავრცელო ყველგან, განსაკუთრებით საზოგადოებრივ ადგილებში წარწერიტ-ის ბრაკონიერია. მე მგონი ქართველებზე თავმოყვარეობის საკითხი უფრო მოქმედებს ვიდრე ფული. ამის შემდეგ მეზობლის ბავშვიც რომ მიაპურთხებს და ეტყვის არაკაცი ხარო, აღარ გააკეთებს.

მე საერთოდ იდეა მაქვს რომ განათლების სამინისტროსთან ერთობლივი პროექტის, რომ ბავშვებს ავუხსნათ რა არის ბრაკონიერობა, რა შეიძლება და რა არა. ბავშვი უფრო მიხვდება, აბა რომ გაიზრდება მაგას რამდენიც გინდა ელაპარაკე. vot-tak.gif

პოსტის ავტორი: levani100 Feb 3 2013, 21:54

ციტატა(gagrinski @ Feb 3 2013, 15:35) *
თან ვინც მლანძღავს თვითონ წერს ერთ ხოხობს რომ მოვკლავ ან კაკაბს რატო მითვლიან ბრაკონიერობასო, გაგიჟდება კაცი. მერე მომადგება და მე მლანძღავს. მაგას რა უნდაოდა მართლა დამესახელებინა ეგ ადამიანები ბრაკონიერობად და თან სახეები მეჩვენებინა რომ დრეს უკვე გამომძიებელთან მჯდარიყო? უბრალოდ საწყენია, იმიტომ რომ ასე მგონია რომ ბრაკონიერობა ყველას ტკივილია

ზოგიერთი ვერ ხვდება რომ ჩვენი სურვილია არ ვიყოთ იძულებით ბრაკონიერები, უკანონოდ არ ვინადიროთ მაგ. ტყის ქათამზე იანვარში,
შემოიღონ ცალკე ლიცენზია კაკაბზე, განსაზღვრული რაოდენობის მოპოვების უფლებით, მაგ. ნადირობაზე 3ც.ერთ მონადირეზე, გაგრძელდეს
ვადები იხვზე. და დაუშვან მდევრებით ნადირობა ტურაზე, მელაზე, მგელზე. ეს რაც გამახსენდა და მოგაწოდე ცოტა ხნის წინ. ამის წინააღმდეგი შეიძლება მონადირე იყოს? (დღეს ყველა მონადირედ ითვლება ვისაც თოფი აქვს და მანოკი.) დათვს რომ მოკლავს ბელებთან
ერთად,მე მას მონადირედ ვერ ვაღიარებ და რა ვქნა.


პოსტის ავტორი: xonski Feb 3 2013, 22:48

სალამი დიდი პატივისცემით ვარ ყველა ნამდვილი მონადირის მიმართ გამსჭვაალული.რეპორტაჯს რაც შეეხება და ბრაკონიერობას მართალია უნდა დაისაჯოს ყველა ვინც უკანონო ნადირობას ან თევზაობას ეწევა მეც მაგის მომხრე ვარ.რაც შეეხება ბაზიერს.გე ს მაგ საიტის წევრიც ვარ და იქაც მიდის მაგაზე კამათი და მჯელობა თუ როგორ უნდა მოისპოს ეგ ცუდი საქმე და ლევან მეგობარო თუმოიპოვება ბაზიერზე ბრაკონიერული მასალა და თუ ვინმე სურათს დადებს ეგრევე იბლოკება და სურათი ან ვიდეო და ადამიანს ვაგებიებთ რო ეგრე არშეილებათქო.ცუხელ ვიღაცამ დატოვა პოსტი ფარზე ვინადირე და 3 ქათამი მოვკალიო newsmile05.gif) სასაცილოა იმიტო რო აგერ რაამბავში ვართ და ის რეებს როშავს თან პატარა ბიჭიც არარი რა.ხო კიდე მე ყველას გვერდით ვარ ვინც ამ ცუდ საქმეს ხელს შეუშლის

პოსტის ავტორი: megreli Feb 3 2013, 23:09

xonski
გამარრჯობა,ბაზიერზე მეც წავიკითხე ნაწერები და ძაან არ მომეწონა ერთი რამ,პოსტი იყო ასეთი შინაარსის(სიტყვა სიტყვით არ მახსოვს) : რატო არ კეთდებოდა აქმდე რეპორტაჟებიო და რას ელოდებოდნენო? ალბათ იმიტომ იყვნენ ჩუმადო რო "ხაჩიძე აცრიდაო") ისიც ითქვა რო აპიარებენო ალბათ ეს კლუბი იგულისხმა ავტორმა...
აქედან გამომდინარე მინდა ვთქვა : თუ თვითონ შეეძლოთ ამ საკითხის დასმა რატომ არ დაიწყეს ლაპარაკი? ახლა გამოჩნდა საშუალება და სიტუაცია იმისა რო წამოიწყოს საერთოდ ეს საქმე...ერთმანეთის შემყურე არაფერი გაკეთთდება და ვინც დაიწყო იმას მაინც აცალონ და რითიც შეეძლება დაეხმარონ იმის ნაცვლად რომ ზემოთ ხსენებული პოსტები წერონ...

პოსტის ავტორი: xonski Feb 3 2013, 23:24

შენც ასევე მეგობარო გაიმარჯვე,შენ კარგად ისი მეგობარო რამტენი თავისაა იმდენი ჭკუაა და ზოგს ცოტააქ ეგ ჩკუა ზოგს ბევრი.დამერწმუნე რო ბრაკონიერების ინააღმდეგია ყველა ის ადამიანი და უპირველეს ყოვლისა მონადირე ვისაც ცოტა დიდი ჭკუააქ.მეც მაგ რიგებში შევდივარ.ხელი ვინუნდა შეუშალოს ესეთ საქმეში ვინმემ პირიქით ყველა ესეთ კლუბია თუ საიტი ერთხმატ უნდა ვიბრზოლოთ და შედეგსაც უეჭველი მივაღწევთ არა ერთმანეთში ქიშპობით არამეთ გვერში დგომით.

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Feb 4 2013, 00:25

ყველას გსაგებად და გასაგონად. აქ იმსჯელეთ მხოლოდ სიუჟეტზე. მეგობარ ფორუმებზე თუ რამე არ მოგეწონათ პირადათ მიწერეთ. ჩვენ ბევრი საერთო მეგობარი გვყავს და ფორუმებიდან კინკლაობა ლამაზი არ არის.
და მეორე ვიღაცამ რაღაც დაწერა არ ნიშნავს რომ მთელი ფორუმის აზრს გამოხატავს. აქაც შეიძლება ნებისმიერმა წევრმა რაღაც დაწეროს რომელიც ოჩოპინტრეს აზრს არ ემთხვევა და მაგისთვის მთელი კლუბი არ უნდა გაილანძღოს. საქმე სიყვარულით ვაკეთოთ და ყველაფერს ეშველება

პოსტის ავტორი: კალვერა Feb 4 2013, 00:26

ყველამ ჩვენ-ჩვენი გასაკეთებელი რომ გავაკეთოთ გვეშველება!!!

,,პური მეპურემ უნდა აცხოს,, ასე რომ იმედია რამე ეშველება ამ საქმეს და ჩვენც გვეშველება!!!

პოსტის ავტორი: ზახარა Feb 4 2013, 09:03

ციტატა(Chalimgela @ 4th February 2013 - 01:25) *
ჩვენ ბევრი საერთო მეგობარი გვყავს და ფორუმებიდან კინკლაობა ლამაზი არ არის.

dastur.gif
გულის ვისაც შეტკივა მანოკების და ელექტრიკების წინააღმდეგ აქტიურად გაერთიანდეს აჯობებს !!

პოსტის ავტორი: ზახარა Feb 4 2013, 09:16

რაც შეეხება კანონში ცვლილებებს , ეს განგძლივი პროცესია და ესე მარტივად ვერ შიეცვლება newsmile045.gif მთავარია დაიწყოს დისკუსიები და არგუმენტირებული შეხვედრები კომპეტენტური ხალხის მეშვეობით !!
თუ დიდი ფინანსები ჭირდება აღ-წარმოებას მთელი ქვეყნის მაშტაბით , დაიწყონ კონკრეტული რეგიონებით სადაც ხშირია მტაცებლების მიერ ზარალის მიყენების ფაქტები სასოფლო -მეურნეობებზე !! სავარაუდო დათვლის მერე , დააწესონ ამოსაღები კვოტები შესაბამის პერიოდში(მაგ.ზამთარში ) და დაუშვან მდევრებით ნადირობა მტაცებლებზე (ულიცენზიოთ.უფასოდ) .
ფასიანი ლიცენზიები გასსცენ მოთხოვნად ობიექტებზე რათქმა უნდა პოპულაციის შესწავლის შემდეგ !

პოსტის ავტორი: Bonehill Feb 4 2013, 09:18

კი შესტკივათ გული მაგრამ მემგონი ზოგიერთი არ ჩქარობს გაერთინაებას და გალაშქრებას მანოკის წინააღმდეგ..........

neam.gif neam.gif

პოსტის ავტორი: gagrinski Feb 4 2013, 11:24

ბიჭებო სახეობა კონსერვაციის ცენტრი ნაკრესი დამიკავშირდა და პირველ რიგში მადლობა გადაგიხადათ რომ ბუნებას უფრთხილდებით, ასევე მისთვის მოულოდნელი იყო ჭალიმგელას მიერ გადაღებული ფოტოები სადაც პალიასტომზე ხონთქრის ქათამია დაფიქსირებული. აი რა მომწერა და მე მგონი საინტერესო იქნება მათთან თანამშრომლობა და ერთობლივი ძალებით უფრო მეტს მივაღწევთ.

,,თუმცა ჩემი აზრით კოლხურ ხოხობზე მოთხოვნა თუ სანადიროდ თუ კონსერვაცისთვის იმდენად დიდია და კიდევ უფრო გაიზრდება, რომ ერთი კი არა ბევრი სახოხბე არ ეყოფა. ამ მომენტში გვინდა საკანონმდებლო ინიციატივისკენ ვუბიძგოთ მთავრობას, რომ საქართველოში მკაცრად გაკონტროლდეს უცხო სახეობების და ქვესახეობების შემოყავანა ნებისმიერი მიზნით, მათ შორის სანადიროდ. სხვაგვარად მაგ. კოლხურ ხოხობს უბრალოდ გაქრობა ემუქრება ან უკეთეს შემთხვევაში სერიოზული გენეტიკური დაბინძურება.

ზოგადად, ჩვენ ძალიან დაიტერესებულები ვართ მონადირეებთან თანამშრომლობაში იმ კუთხით, რომ ერთამანეთს გავუზიაროთ აზრები - როგორც წესი, პატიოსან მონადირეებთან ძალიან ბევრი თანხვედრა გვაქვს ხოლმე, მიუხედავად იმისა, რომ ამოსავალი საწყისი წერტილები შეიძლება რადიკალურად განსხვავებული გვქონდეს - ყველა შემთხვევაში ხომ ორივენი დაინტერსებულები ვართ, რომ ველური ბუნება შენარჩუნდეს. მე თვითონაც მონადირეთა ოჯახიდან ვარ და ეს საკითხი უცხო ცხადია არ არის. თუ სურვილი გექნებათ თქვენ და თქვენ მეგობრებს, შეგვიძლია შევხდეთ და ვისაუბროთ, ხოხობზეც და სხვა საკითხებზეც...,,

პოსტის ავტორი: ჰერცოგი Feb 4 2013, 12:00

ჩემის აზრით ეს პრობლემა იდგება იქამდე სადამდედაც არ მოხდება სრული კონტროლი ამ სფერიში ნადირობა, თევზაობა, ხე ტყიის კონტროლი და კიდე ბევრი რამ არის ამ მხრივ გასაკონტროლებელი. ყველა რეგიონში რამდენიმე ეკიპაჟი გამოცდილი ხალხის უნდა შეიქმნას და სრულ კონტროლზე აიყვანონ ფლორა ფაუნიის მოვლა, ამის შემდეგ უნდა მოხდეს აღწერა და გაიცეს ლიცენზიები თითოეული ეგზლემპარზე დადგენილი რაოდენობით და ის თანხები უნდა მოხმარდეს ისევ მათ გამრავლებას და თუ საჭირო გახდა და მე ვფიქრობ, რომ გახდება უნდა მოხდეს ხელოვნური საკვებურების დამატებაც ცოტა რომ ამოისუნთქოს ნადირმა და ფრინველმაც.
ამ სფეროში მონადირებმაც რომ მივიღოთ მონაწილეობა ძალიან კარგი იქნება იმიტომ რომ ცოტახანში აღარაფერი არ დარჩება საქართველოში

პოსტის ავტორი: gagrinski Feb 4 2013, 12:02

გეთანხმები, ჩვენც უნდა დავეხმაროთ აუცილებლად, შეხვედრა თუ შედგა აუცილებლად უნდა დავსვათ საკითხი.

პოსტის ავტორი: iosebovich Feb 4 2013, 12:27

სიუჟეტი ვნახე, მომეწონა , თქვენთან ვარ და დროა გამოფხიზლდნენ ზოგიერთები რაც შეიძლება მალე. ეხლა მაგ ყველაფრის შედეგძე:
გუშინ ვიყავით კუმისზე, ჩვენ ჭკუაში იხვზე და იხვი არაა ფარევანგი. ზის შუაგულ ტბაში და არ ინძრევა საერთოდ. მოკლედ გამოვედით ტბიდან და მანქანასთან მივედით რო პურმარილი ამოგვეღო და მაინც მადლობა გვეთქვა უფლისთვის რო კიდევ ერთხელ გავედით ბუნებაში და თუ ვერაფერი მოვკალით ეგ არაფერი, მთავარი მონაწილეობაა newsmile05.gif ვხედავ შემოსასვლელიდან, იცით თქვენ ყველამ, კუმისის გადმოსახვევი , დიდი სიჩქარით მოდის თეთრი ჯიპი, ახლო რო მოვიდა მე ვუთხარი ბიჭებს ნაღდად შემოწმებაა თქო და ეგრე ყველაფერი აგისრულდეთ. ბუნებრივი რესურსების სააგენტოდან ვ ართო წარმოგვიდგნენ, და მთავარი: - გუშინდელი სიუჟეტის მერე დილის 6-საათზე წამოგვყარეს სუყველაო და გავიშალეთ სადამდისაც გავწვდებითო. ჩვენ აქეთ მოგვიწიაო. ლიცენზია და თოფის საბუთები წესრიგში გვქონდა 2 და 2-ს სახლში დარჩენოდა ლიცენზია ხოდა 24 საათი როა გაზეთი იმხელა ქაღალდზე დაუწერეს ჯარიმები, თუმცა ისისც აღნიშნეს, რომ თუ ორივეს მართლა ქონდათ ლიცენზიები( ორივეს აქვს მართლა დარჩათ) მაშინ ეს ჯარიმები გაუქმდებაო. თანხა არ ჩაუწერიათ, განყოფილებაში გადაწყვეტენო, ისე 20-40 ლარამდეაო. დასხდნენ მერე იმ თეთრი ფერის ჯიპში და გაქუსლეს. აი ასეთი ამბავი იყო. ეხლაო მალე ისევ იქნებაო GDI-იო და რავიცი ეგ მიმართულება გამოსწორდებაო. და ჯიხვებს რო კლავენ ვერტმფრენით იმათაც დაიჭერთ მეთქი და აბა რაო newsmile05.gifnewsmile05.gifnewsmile05.gif ეხლა სხვა მთავრობაოოnewsmile05.gifnewsmile05.gifnewsmile05.gif ია შას ტაკ ხახატალსიაnewsmile05.gif))))))

პოსტის ავტორი: კუდიგორელი Feb 4 2013, 12:28

gagrinski
მე მივესალმები ნაკრესის ინიციატივას, ამ ეტაპზე რაც უფრო მეტი თანამოაზრე დავდგებით ერთად და მაქსიმალურად გამოვიყენებთ ჩვენს არსებულ რესურსებს უფრო იოლად მივაღწევთ მიზანს რომ მოხდეს კანონმდებლობაში საქართველოს ბუნების გადასარჩენი აუცილებელი ცვლილებები, აღდგეს მაკონტროლებელი ორგანო რომელიც ხარისხიანად და ეფექტურად იმუშავებს აღნიშნულ პრობლემებზე და აღკვეთს ბრაკონიერობის ფაქტებს.

პოსტის ავტორი: gagrinski Feb 4 2013, 12:32

ესე თუ რამე გამახარებდა არ მეგონა, ე.ი. შედეგი გამოუღია, სამახსოვრო პოტოები ხომ არ გადაგიღიათ? მშვენიერია, ბედნიერი ვარ small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif მადლობა ოჩოპინტრელებს კიდევ ერთხელ დახმარებისთვის

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Feb 4 2013, 12:33

რა გვინდოდა, რა ძალა გვადგა http://smayliki.ru/smilie-934020711.html http://smayliki.ru/smilie-934020711.html http://smayliki.ru/smilie-934020711.html

პოსტის ავტორი: gagrinski Feb 4 2013, 12:34

newsmile027.gif newsmile090.gif newsmile090.gif newsmile090.gif

პოსტის ავტორი: zaza13 Feb 4 2013, 12:47

ძალიან მაგარი რეპორტაჟია, რისთვისაც დიდი მადლობა ყველას.
small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif

პოსტის ავტორი: iosebovich Feb 4 2013, 12:52

[quote name='dato gagrinski' date='4th February 2013 - 13:32' post=228498]
სამახსოვრო პოტოები ხომ არ გადაგიღიათ? newsmile05.gif))))))))

სამახსოვრო ვეღარ მოვასწარითnewsmile05.gif ისე მეც ეგ ვუთხარი, იმედია ერთჯერადი არ იქნება მეთქი თქვენი სიარული. არ დამიჯერებთ და ისე გამიხარდა ეგენი რო ვნახე გამოსულები რო რავიცი. საბუთები წესრიგში მქონდა და ისედაც მივესალმები რაა, ყველანაირად.

პოსტის ავტორი: xonski Feb 4 2013, 13:10

მართლა მოსაწონია და დასაფასებელი ესეთი გამოხმაურება რომოაყოლეს იქნებ ცოთა გამოაFხიზლოს ეს ხალხიც ვინც არამონადირულ საქციელს ჩადიან .მე ფირადად იმის მომხრეც ვიქნები {გამოჭირდება მაგრამ დავთმობ მაგასაც} რო 1- 2 წლით აიგძალოსს ნადირობა ნადირ პრინველის მომრავლების მიზნით,და აქთიურად განხორციელდეს და ჩატარდეს ისეთი ღონისძიებანი რაც სამომავლოდ დახვეწავს ჩვენს {მონადირეს ვგულისხმობ} კურLურას ფროლა და ფაუნის მიმართ.

პოსტის ავტორი: kajuberi Feb 4 2013, 13:13

gagrinski
დიდი მადლობა პირველ რიგში თქვენ და მერე თქვენს რესპოდენტებს.კარგი საქმე გააკეთეთ და იმედია გამოიღებს ისეთ შედეგს როგორც ჩვენ ყველას გვინდა.

თუ ყველგან ესე იქნება როგორ ჩვენმა ფორუმელმა იოსებივიჩმა აღნიშნა და შეესწრო მთლად უკეთესეი იქნება.საწყისი ეტაპისთვის კარგია და იმედია მიეხედება ჩვენს ბუნებას,მდინარეებს და ტბებს.უკვე ის დრო მოვიდა ხალხს გდი დანახვა უხარია.გამოფხიზლება უნდოდათ და გამოფხიზლდნენ.გაფორმებული იარაღი და 10 ლარია ლიცენზია ყველას უნდა ქონდეს მარა ეს პრობლემა ცოტა რაიონებში უფრო დგას ჩემის აზრით. იმედი მაქვს შემოგვიერთდება ის ხალხი ვისაც ოდნავ მაინც უყვარს საქართველო და საქართველოს ბუნება. ნადირობა არ ნიშნავს მეხორცეობას მარა როდის გაიგებს ხალხი ამას ეგაა საკითხავი.

დიდი მადლობა კიდევ ერთხელ

პოსტის ავტორი: ჰერცოგი Feb 4 2013, 13:23

kajuberi
რეგიონების გაკონტროლებიც შეიძლება რეგიონებშიც არის კარგი გამოცდილი და ბუნებაზე შეყვარებული ხალხი რომელთაც ზეპირად იციან თავიანთი რეგიონი და მათთან კავშირის შედეგად ეგ პრობლემა მოგვარდება გაკონტრდება, ხევები და ხეობები და ნელნელა ჩადგება ყველაფერი ფორმაში

პოსტის ავტორი: hunter777 Feb 4 2013, 14:11

მართლა კარგი რეპორტაჟია იმედია გამოფხიზლდებიან და ეშველება ამ სქმეს მარტიდან ახალი სამსახური იქმნება ბევრად სრულყოფილი და ძლიერი ვიდრე წინამორბედი გდი იყო


პოსტის ავტორი: megreli Feb 4 2013, 14:40

partyFishing.gif vot-tak.gif newsmile027.gif newsmile027.gif newsmile027.gif newsmile027.gif newsmile027.gif newsmile027.gif small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif Shooting.gif Shooting.gif Shooting.gif

პოსტის ავტორი: ნუკრიMax Feb 4 2013, 15:37

ციტატა(Chalimgela @ 4th February 2013 - 13:33) *
რა გვინდოდა, რა ძალა გვადგა

აბააა, შენ ეგა თქვი...... D.gif

პოსტის ავტორი: hunter777 Feb 4 2013, 15:39

იმედია მალე აგვმოხვდება ყველას ერთად ამ პრობლემის მოგვარების შემდეგ



,,ბიაზი გასკდააა,, D.gif

პოსტის ავტორი: ლეონ-ბლექი Feb 4 2013, 16:25

ციტატა(dato gagrinski @ 4th February 2013 - 13:24) *
ზოგადად, ჩვენ ძალიან დაიტერესებულები ვართ მონადირეებთან თანამშრომლობაში იმ კუთხით, რომ ერთამანეთს გავუზიაროთ აზრები - როგორც წესი, პატიოსან მონადირეებთან ძალიან ბევრი თანხვედრა გვაქვს ხოლმე, მიუხედავად იმისა, რომ ამოსავალი საწყისი წერტილები შეიძლება რადიკალურად განსხვავებული გვქონდეს - ყველა შემთხვევაში ხომ ორივენი დაინტერსებულები ვართ, რომ ველური ბუნება შენარჩუნდეს.

ძალიან მისასალმებელი ფაქტია. რათქმაუნდა მე მხარს ვიჭერ მაგ ყველაფერს ორივე ხელით. იქნებ მართლა რამე კარგი გეგმები დავსახოთ ერთობლივად.

პოსტის ავტორი: game 91 Feb 4 2013, 16:25

ტყე კიდევ უფრო უარეს მდგომარეობაშია ვიდრე ვიდრე ცხოველები, მფრინველები და თევზები, რა უქნეს ჩემი სოფლის ტყეს რო განახათ.....!!!!

პოსტის ავტორი: megreli Feb 4 2013, 16:27

...

პოსტის ავტორი: game 91 Feb 4 2013, 16:31

ჭიათურის რამოდენიმე მაღალმთიან სოფელში, თუ კი ვინმე ახალგაზრდაა (50-55 წლამდე) შემორჩენილი თავს და ოჯახს ნაქერალას მთიდან სამასალე ნაძვის ჩამოტანით ირჩენენ. 6 მეტრიან კუბომეტრიან ნაძვებს დაუდებენ ხარებს და კვირაში 1-4 რეისს აკეთებენ. ერთი ჩემი სოფლელი ამბობდა წელს ამ ზაფხულზე 4 ათასი ლარი გავაკეთეო ივლისის ბოლო იყო მაშინ, სეზონი კი ივნისიდან აგვისტოს ბოლომდე გრძელდება

პოსტის ავტორი: ლეონ-ბლექი Feb 4 2013, 16:42

ციტატა(dato1992 @ 4th February 2013 - 18:27) *
ჩემი აზრით ასეთ რამეზე უარს არცერთი მონადირე არ იტყვის... ჩემი იდეა მოგაწოდეთ და აწი თქვენ იცით განავრცეთ და ჩამოაყალიბეთ უფრო

ეგ იდეა 2009 წელსაც ქონდა ჩვენთან ზოგიერთს. მინისტრის მოადგილესაც კი გაუზიარეს.(შეხვედრაზე) ძალიან მარტივად აგვისხნეს..რომ დავივიწყოთ ეგეთი მიდგომა.(რასაც ვეთანხმები მე პირადად) არ შეიძლება ძალოვანი მაკონტროლებლის ფუნქცია მიენიჭოე ჩვეულებრივ მოქალაქეს. ეგ რომ მართლა დაუშვან(სიტყვაზე ვამბობ) უდიდეს ქაოსს გამოიწვევს ქვეყანაში. თან ეგ ყველაფერი საბჭოთა "დრუჟინას" გავს. იმედია ეგ დრო არასდროს დაბრუნდება საქართველოში. ბრაკონიერობის ფაქტზე კი სპეციალურ ნომერზე უნდა დაირეკოს. წესით იმათ უნდსა მიხედონ ვისაც ეგ ევალება. თუ არ ასრულებენ მოვალეობას..მაშინ მაგათ უნდა მიეხედოთ ვინც მოვალეობას არ ასრულებს. თუ მოვალეობას ვერ ასრულებენ...მაშინ იმათ უნდა მიეხედოთ..ვის გამოც ვერ ასრულებენ მოვალეობას და ა...შ..

პოსტის ავტორი: ლეონ-ბლექი Feb 4 2013, 16:47

ციტატა(gamezardashvili @ 4th February 2013 - 18:31) *
ნაქერალას მთიდან სამასალე ნაძვის ჩამოტანით ირჩენენ. 6 მეტრიან კუბომეტრიან ნაძვებს დაუდებენ ხარებს და კვირაში 1-4 რეისს აკეთებენ.

მაგათ შეიძლება ლიცენზია ქონდეთ მოპოვებაზე. სწორად მონიშნული ხის მოჭრა.. უკეთესია ტყისთვის.(სწორად გამოხშირვა აჯანსაღებს ტყეს) თუ თავისთვის ანადგურებენ კიდე...მისახედი ყოფილა ეგ საქმე.

პოსტის ავტორი: megreli Feb 4 2013, 16:56

ლეონ-ბლექი
გეთანხმები რომ ეგრე შეიძლება მოხდეს და მოხდება ალბათ 90%

პოსტის ავტორი: hunter777 Feb 4 2013, 20:50

აქ საკითხი ესე დგას მაგ სფეროში საკმაოდ დიდხანს მაქვს ნამუშევარი და კარგად ვიცი მიდგომა მაგ პრობლემების მიმართ

პირველი ის რომ ტყის ფონდი კატასტროფულ მდგომარეობაშია ჩათვალეთ რომ ყტეები აღარაა საქართველოში შესაბამისად ყურადღება უფრო მაგ მხარესაა მიპყრობილი

მეორეც ის რომ ინერტული მაალების მოპოვება და მასთან დაკავშირებული საკითხები ბევრად უფრო პრობლემატურად და პრივილეგირებულ პრობლემად ითვლებოდა გარემოს დაცვის სამინისტროში და შესაბამისად ბევრად მეტი ყურადღება ეთმობოდა ვიდრე ნადირობას და ნადირობის შესახებ კანონებს და მის კონტროლს.

ეხლანდელი კანონი ნადირობის შესახებ არის მშრალი კანონი რომელიც დევს მშრალად და რომელსაც გვაიძულებენ რომ შევასრულოთ სინამდვილეში კი ეს კანონი არავითარ კვლევით ბაზაზე დაყრდნობით არ შექმნილა და საერთოდაც კაცმა არიცის საიდან მიიღეს ვინ საიდან დააკოპირა და დააკანონა

ნადირობის შესახებ კანონი კვოტები და სეზონურობის დადგენას თვითეულ ქვეყანაში კარგად შესწავლისა და გაანალიზების შემდეგ ადგენენ აქ ეს არ მომხდარა ეს იყო თავი და თავი პრობლემა და კიდევ ის რომ ნადირობის კულტურა არ გვქონია არასდროს საქართველოში ისევე როგორც ევროპის ქვეყნებში ქონდათ რაოდენ საწყენიც არ უნდა იყოს ეს ამბავი ეს ესეა

მიხარია რო ბოლოს და ბოლოს ყინული კი არადა აისბერგი დაიძრა ნუ მე მინდა მჯეროდეს რომ ბოლოს დაბოლოს გონიერად მიეხედება ამ პრობლემებს და ნადირობის შესახებ კანონი გადაიხედება და სერიოზულად მიეხედება ამ სფეროს . დადგინდება სეზონური ნადირობის ვადები ჩვენი ქვეყნის პირობებში და დადგინდება მტაცებლების ამოღების სახელმწიფო პროგრამა . პარალელურად რათქმაუნდა ტყის ფონდს და ბრაკონიერ მეთევზეებსაც უნდა მიეხედოს აუცილებლად საამისოდ კი სათანდო ძლიერი და პროფესიონალებით დაკომპლექტებული შესაბამისი სამსახური უნდა შეიქმნას.

პოსტის ავტორი: ჰერცოგი Feb 4 2013, 20:58

ხოდა ეგეც არის პროფესიონალებით უნდა დაკომპლექტეს hunter777 და არა ჩემი მეზობელი ანდროსნაირი დებილებით გახსოვს ალბათ შენი პრაქტიკანტი იყო, რომელმაც ისიც კი არ იცის ტურა და მელა რომელია

პოსტის ავტორი: ალთაზარ Feb 4 2013, 22:11

.შეძლონ თავდაცვა წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევეში იარაღით იქნება თუ "ხელკეტით"

ესე მევალესაც მიადგება და ფულის არ მიცემის შემთხვევაში დაჭრის ან მოკლავს , და გამოძიებას ჩააბარებს ჩვენებას თითქოს ის ბრაკონიერი იყო და თავს ესხმოდა , იარაღს არავინ არ მისცემს არც გდი ს თანამშრომელს და არც რეინჯერს ... (რამდენადაც ვიცი )

ისე გდი -ს მოვალეობა როგორც მახსოვს იყო დამნაშავის პოვნა და შემდგომ საპატრულო პოლიციის თვის გადაცემა , ინფორმაციაც ასევე newsmile05.gif თუ ვცდები მომიტევეთ newsmile05.gif

პოსტის ავტორი: gagrinski Feb 4 2013, 22:27

მოსახლეობაას არ სჭირდება არავითარი გდის ფუნქციებით აღჭურვა. ყველამ რომ თავის სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე თითო ბრაკონიერობის ფაქტი დააფიქსიროს და შეატყობინოს შესაბამის სამსახურს გამოსწორდება სიტუაცია, ეს იქნება დახმარებაც და იმაზე მეტიც. მაგრამ აქ არის ერთი მაგრამ!!!-ქართველებს ეგ გვიტყდება და გვინდა ჩვენი გასაკეთებელი სხვამ გააკეთოს, ამის მაგალითები ყოველდღე გვაქვს. ჩვენ სანამ მოქალაქეობრივი აზროვნება არ ჩამოგვიყალიბდება და ყველა ერთად არ მოვინდომებთ პრობლემის გადჭრას ვერანაირი სამსახური ვერ უშველის ბრაკონიერობას.
ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ და შედეგსაც მივიღებთ. რისი გაკეთებაც ყველაზე მარტივად შეგვიძლია ეს არის გამწვანებით დაწყება, გარემოს დაცვის სამინისტრო სიხარულით მოგვცემს ნერგებს იმისთვის რომ ავიღოთ და სადაც ყველაზე მეტად გაჩეხილია თბილისთან ახლოს ტერიტორია იქ დავრგოთ, შეიძლება სანერგე მეურნეობებსაც მოველაპარაკოთ და ხეხილის ნერგებიც დავრგოთ.

თუ წელიწადში ერთხელ მაინც ასეთ სასარგებლო საქმეს გავაკეთებთ მე მგონი უკეთესობისკენ წავა საქმე.
მომავალში შეიძლება იგივე ნაკრესთან ერთად ფრინველების გაშვება ბუნებაში და ამის გაშუქება,იმისთვის რომ სხვებს მაგალითი მივცეთ(თუმცა რათქმაუნდა პირველ ეტაპზე ადგილი არ უნდა დავასახელოთ)

არავის ვახვევ ჩემს აზრს თავზე მაგრამ მგონია რომ რაღაცით უნდა დავიწყოთ. ბრაკონიერებს რაც შეეხება და სამინისტროს კიდევ, რამდენჯერაც დააშავებენ იმდენ რეპორტაჟს გავაკეთებ და შემდეგში არავის სახეს აღარ დავფარავ რომ ერმა ნახოს რა ნაგვებიც არიან.

პოსტის ავტორი: hunter777 Feb 4 2013, 22:43

ციტატა(ალთაზარ @ Feb 4 2013, 23:11) *
.შეძლონ თავდაცვა წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევეში იარაღით იქნება თუ "ხელკეტით"

ესე მევალესაც მიადგება და ფულის არ მიცემის შემთხვევაში დაჭრის ან მოკლავს , და გამოძიებას ჩააბარებს ჩვენებას თითქოს ის ბრაკონიერი იყო და თავს ესხმოდა , იარაღს არავინ არ მისცემს არც გდი ს თანამშრომელს და არც რეინჯერს ... (რამდენადაც ვიცი )

ისე გდი -ს მოვალეობა როგორც მახსოვს იყო დამნაშავის პოვნა და შემდგომ საპატრულო პოლიციის თვის გადაცემა , ინფორმაციაც ასევე newsmile05.gif თუ ვცდები მომიტევეთ newsmile05.gif



ღმერთმა მოგიტევოს D.gif


გდი ს ფუნქცია იყო მონიტორინგი კონტროლი და გარემოზე მიყენებული კანონსაწინააღრმდეგო ქმედებების აღმოჩენა დაშესაბამისი ზომების მიღება შესაბამის ზომებში იგულისხმება ადმინისტრაციულ სამართლადარღვევათა კანონის შესაბამისად კანონდამრღვევის დაკავება და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენა.


არავითარი პოლიცია, მილიცია, პატრული. პატრულის თანამშრომლები აქეთ გამოგვცემდნენ ხოლმე ჩვენ კანონდამრღვევებს.

პოსტის ავტორი: hunter777 Feb 4 2013, 22:48

ციტატა(gagrinski @ Feb 4 2013, 23:27) *
მოსახლეობაას არ სჭირდება არავითარი გდის ფუნქციებით აღჭურვა. ყველამ რომ თავის სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე თითო ბრაკონიერობის ფაქტი დააფიქსიროს და შეატყობინოს შესაბამის სამსახურს გამოსწორდება სიტუაცია, ეს იქნება დახმარებაც და იმაზე მეტიც. მაგრამ აქ არის ერთი მაგრამ!!!-ქართველებს ეგ გვიტყდება და გვინდა ჩვენი გასაკეთებელი სხვამ გააკეთოს, ამის მაგალითები ყოველდღე გვაქვს. ჩვენ სანამ მოქალაქეობრივი აზროვნება არ ჩამოგვიყალიბდება და ყველა ერთად არ მოვინდომებთ პრობლემის გადჭრას ვერანაირი სამსახური ვერ უშველის ბრაკონიერობას.
ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ და შედეგსაც მივიღებთ. რისი გაკეთებაც ყველაზე მარტივად შეგვიძლია ეს არის გამწვანებით დაწყება, გარემოს დაცვის სამინისტრო სიხარულით მოგვცემს ნერგებს იმისთვის რომ ავიღოთ და სადაც ყველაზე მეტად გაჩეხილია თბილისთან ახლოს ტერიტორია იქ დავრგოთ, შეიძლება სანერგე მეურნეობებსაც მოველაპარაკოთ და ხეხილის ნერგებიც დავრგოთ.

თუ წელიწადში ერთხელ მაინც ასეთ სასარგებლო საქმეს გავაკეთებთ მე მგონი უკეთესობისკენ წავა საქმე.
მომავალში შეიძლება იგივე ნაკრესთან ერთად ფრინველების გაშვება ბუნებაში და ამის გაშუქება,იმისთვის რომ სხვებს მაგალითი მივცეთ(თუმცა რათქმაუნდა პირველ ეტაპზე ადგილი არ უნდა დავასახელოთ)

არავის ვახვევ ჩემს აზრს თავზე მაგრამ მგონია რომ რაღაცით უნდა დავიწყოთ. ბრაკონიერებს რაც შეეხება და სამინისტროს კიდევ, რამდენჯერაც დააშავებენ იმდენ რეპორტაჟს გავაკეთებ და შემდეგში არავის სახეს აღარ დავფარავ რომ ერმა ნახოს რა ნაგვებიც არიან.



გენაცვალე საღათ აზროვნებ მაგას ვამბობ რამდენი ხანია მაგრამ შენივე ჩამოთვლილი მიზეზებისა და გამო ეს არ ხდებოდა ეგე ნერგევბი და განაშენიანება კიდე ყველაზე კარგი რამეა რაც შეიძლება კლუბმა ფორუმმა თუ ყველა რიგითმა მოქალაქემ გააკეტოს თითო ნერგი რომ დარგოს კაცმა ან დაევალოს სკოლებს მიაწოდო ნერგი და დაარგვევინონ მოსწავლეებს მოავლევინონ იმასაც ისავლიან რომ ხე როგორ გაახარონ და დიდი საქმეც გაკეთდება მაგრამ მარტო ნერგიიც ჩაგდება არაა საქმე იმას მოვლა ჭირდება თორე გახმება ორ კვირაში ის ნერგი და დაგრცება მინდორზე დარჭობილ სარები

პოსტის ავტორი: megreli Feb 4 2013, 22:53

აუ ეს რა დავწერე D.gif

პოსტის ავტორი: gagrinski Feb 4 2013, 22:57

გეთანხმები მეგობარო, მე მგონი კარგი იქნება ეს საკითხი დავაყენოთ, მე გავუკეთებ ორგანიზებას თუ ოჩოპინტრელების ნება-სურვილიც იქნება და ამ კვირას შესაძლოა გავაკეთოთ ეგ საქმე თუ მოესწრო. სკოლის მოსწავლეებთან ერთად დავრგოთ ნერგები და ავუხსნათ პატარებს რას ნიშნავს ბუნების დაცვა და მისი სიყვარული. ტელევიზიით ამ ამბის გაშუქებას ჩემს თავზე ვიღებ. (ისე ნამეტანი ბევრს ხომ არ ვიღებ ჩემს თავზე და ხომ არ დაგღალეთ-მაინც ახალი წევრი ვარ ashh.gif D.gif D.gif D.gif)

კიდევ ერთი იდეა მაქვს ვიდეო კოლაჟი დავამზადოთ და ამას მე გავაკეთებ თუ შესაბამისი მასალა გვექნება და პროექტი გავაკეთოთ სკოლებში, ბრაკონიერობაზე. თუ მაშტაბურ ხასიათს მივცემთ ამ აქციას დამერწმუნეთ შედეგს მივირებთ კარგს თუარა საშუალოს მაინც.

პოსტის ავტორი: megreli Feb 4 2013, 23:06

ჰერცოგი
მე თქვენი მეზობლის ნაირი ხალხი არ მიგულისხმია და ბოდიში ყველასთან არ აღვნიშე ის რომ გარკვეული გადამზედების შემდეგ მიენიჭებინათ რაღაც დონის უფლებები იმ ადამიანებზე,მე ვიგულისხმე თქვენნაირი ხალხი ვისაც ნამდვილად უნდა რო წესრიგი დამყარდეს...

პოსტის ავტორი: კუდიგორელი Feb 4 2013, 23:09

gagrinski
ნერგების დარგვა ცოტა კარგად რო გამოთბება მაშინ სჯობს ჩემი აზრით, ეხლა დარგულის უმეტესობა ვერ გაიხარებს ალბათ, მარტი ჯერ კიდევ წინ არის და...
სკოლებში პროექტის გაკეთებას რაც შეეხება მომწონს ეგ იდეა, ბევრი მათგანი მომავალი მონადირე იქნება იმ ბავშვებიდან და თავიდანვე თუ ეცოდინებათ ვინაა ბრაკონიერი და ვინ მონადირე ძალიან ბერვ რამეში წაადგებათ ჩემი აზრით.

პოსტის ავტორი: hunter777 Feb 4 2013, 23:13

ციტატა(gagrinski @ Feb 4 2013, 23:57) *
გეთანხმები მეგობარო, მე მგონი კარგი იქნება ეს საკითხი დავაყენოთ, მე გავუკეთებ ორგანიზებას თუ ოჩოპინტრელების ნება-სურვილიც იქნება და ამ კვირას შესაძლოა გავაკეთოთ ეგ საქმე თუ მოესწრო. სკოლის მოსწავლეებთან ერთად დავრგოთ ნერგები და ავუხსნათ პატარებს რას ნიშნავს ბუნების დაცვა და მისი სიყვარული. ტელევიზიით ამ ამბის გაშუქებას ჩემს თავზე ვიღებ. (ისე ნამეტანი ბევრს ხომ არ ვიღებ ჩემს თავზე და ხომ არ დაგღალეთ-მაინც ახალი წევრი ვარ ashh.gif D.gif D.gif D.gif)

კიდევ ერთი იდეა მაქვს ვიდეო კოლაჟი დავამზადოთ და ამას მე გავაკეთებ თუ შესაბამისი მასალა გვექნება და პროექტი გავაკეთოთ სკოლებში, ბრაკონიერობაზე. თუ მაშტაბურ ხასიათს მივცემთ ამ აქციას დამერწმუნეთ შედეგს მივირებთ კარგს თუარა საშუალოს მაინც.



მაგაზე კარგი საქმე არამგონია რამე იყოს ამ ეტაპზე საჭირო რამეა და მე დიდი იმედი მაქვს რომ ერტგვარ ტრაციციად დაფუძნდეს რომ წელიწადში ორჯერ ყველა სკოლამ გარკვეუული რაოდენობის ნერგები დაარგვევინოს მოსწავლეებს შესაბამისი შემეცმნებითი ღია გაკვეთილითურთ თუ როგორი მნიშვნელოვანია მწვანე ნარგავების გაშენება ქალაქებში თუ მის გარეთ თვითეული მოქალქისათვის და იმ ვალდებულებების ცანერგვა ახალგაზრდა თაობებისტვის რომ მოუარონ და გაუფრთხილდნენ ბუნებას.

მგულე შენს გვერდით ძამიკო ყოველთვის მზად ვარ მასეთ კარგ საქმეში მონაწილეობა მივიღო. ბევრი გამიკეთებია და კიდე ბევრს გავაკეთებ იმიტო რომ ეხლა ყვლაზე მეტად საჭიროა ესეთი საქმის კეთება თვითეული ჩვენგანისთვის

პოსტის ავტორი: საბო Feb 4 2013, 23:16

ციტატა(hunter777 @ Feb 4 2013, 23:48) *
მარტო ნერგიიც ჩაგდება არაა საქმე იმას მოვლა ჭირდება თორე გახმება ორ კვირაში ის ნერგი და დაგრცება მინდორზე დარჭობილ სარები



vetanxmebi.gif

გვახსოვს ალაბათ, 31-ე ქარხანასთან რომ დავრგეთ ნერგები.
სადაა მერე? ზოგი ჩვენი წამოსვლისთანავე ამოაძვრეს და წაიღეს და დარჩენილები კი გახმა. რომ გავივლი მაქ და გავხედავ, გული მიკვდება ხოლმე.

პოსტის ავტორი: Fishman Feb 4 2013, 23:18

gagrinski


ციტატა
ისე ნამეტანი ბევრს ხომ არ ვიღებ ჩემს თავზე და ხომ არ დაგღალეთ


აბა ეხლა ეგეთები არ იყოს! D.gif დაგვღალე კიარა გვეშველა რაღაცა მემგონი. მე შენთან ვარ. რამეში თუ დაგჭირდი კი იცი როგორც დამიკავშირდე newsmile05.gif

პოსტის ავტორი: gagrinski Feb 4 2013, 23:22

Shooting.gif D.gif D.gif D.gif

პოსტის ავტორი: ლეონ-ბლექი Feb 5 2013, 01:12

ციტატა(dato gagrinski @ 5th February 2013 - 00:27) *
ჩვენ სანამ მოქალაქეობრივი აზროვნება არ ჩამოგვიყალიბდება და ყველა ერთად არ მოვინდომებთ პრობლემის გადჭრას ვერანაირი სამსახური ვერ უშველის ბრაკონიერობას.

სრულიად გეთანხმები და კარგი იქნება მაგის გამოსწორებაში შეგვეტანა თუნდაც სულ პატარა წვლილი. ბრაკონიერს უბრალოდ გასაქანი არ მიეცემოდა..ქართული მენტალიტეტი ოდნავ მაინც რომ დაუახლოვდეს დასავლურს. უამრავ ვიდეოში მაქვს ნანახი..ამერიკელი მოქალაქქები როგორ ეხმარებიან პოლიციელს. ან გერმანიაში..საკმარისია ვინმემ რამე გააფუჭოს და ყველა თვითმხილველი იწყებს რეკვას შესაბამის ორგანოებში. მოკლედ..მთელ ცივილიზებულ სამყაროში ეგრეა. ჩვენთან კი ეგეთი ხალხი..ჩამშვების სტატუსით სარგებლობს და არაკაცის დამღას ცხოვრებაში ვერ მოიშორებს. სინამდვილეში.... იმათ იციან..რომ თავის ქვეყანას უფრთხილდებიან და მაგისთვის უკანონობასთან ბრძოლაა საჭირო. ისენი იმასაც დიდიხნის წინ შეეჩვიენ..რომ კანონი ყველასთვის კანონია და სავალდებულოა დამორჩილება. იმათთან კანონის დარღვევა.. სხვისი უფლებების შელახვაა. ჩვენთან კი ზოგისთვის კაი ბიჭობაში გადის ეგ ყველაფერი..რასაც სხვაზე ჭკიანის სტატუსს უთანაბრებს მაგას. ზოგისთვის გვერდიდან დაკვირვების საგანია და ოხ**ა-გინებით შემოიფარგლება... თუმცა დარეკვისგან მაინც თავს შეიკავებს... აბა "არაკაცის" სტატუსით ხომ არ იცხოვრებს. ხოდა ამ ყველაფერზე ხმის ამოღაბა მემგონია წაადგებოდა ჩვენ ფლორა-ფაუნსაც და მთლიანად ქვეყანასაც. უბრალოდ მაგას..მართლა გააზრებულად უნდა ჩამოყალიბება. სხვებთან გაერთიანებაც.. მაგისი სწორად პროპაგანდა-აგიტაციაც და საერთოდ..მუხტის შექმნა და ტემპის არ დაგდება. ეგრე..შეიძლება რამე გამოვიდეს.

პოსტის ავტორი: ალთაზარ Feb 5 2013, 08:30

hunter777
ვაიმე ბოდიშით მე უცოდინარს D.gif

აწი ზარუბლიუ ნა ნასუ newsmile029.gif D.gif

პოსტის ავტორი: ზახარა Feb 5 2013, 08:39

ციტატა(dato gagrinski @ 4th February 2013 - 23:57) *
ისე ნამეტანი ბევრს ხომ არ ვიღებ ჩემს თავზე და ხომ არ დაგღალეთ-მაინც ახალი წევრი ვარ

თუ არ მივდეგ-მოვდექით , არავინ შევაწუხეთ , ჩვენ თავზე არ ავიღეთ არაფერი და ტვინი არ გავბურღეთ D.gif ეგრე საქმეს არ ეშველება newsmile05.gif newsmile027.gif

ნერგების დარგვას რაც შეეხხება გაზაფხულზე აჯობებს newsmile05.gif ჯერ ზამთარი კიდევ იტყვის თავის სიტყვას newsmile045.gif

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Feb 5 2013, 08:46

მოკლედ მაგრა ველოდები მინისტრთან შეხვედრას, სანამ ბოლი გასდის კიდევ ამ სიუჟეტს მანამ რომ მოვასწრო

პოსტის ავტორი: hunter777 Feb 5 2013, 10:18

ციტატა(ჭალიმგელა @ Feb 5 2013, 09:46) *
მოკლედ მაგრა ველოდები მინისტრთან შეხვედრას, სანამ ბოლი გასდის კიდევ ამ სიუჟეტს მანამ რომ მოვასწრო



ჭალიმგელა


ჰო მარაა ეგრე აჯობებს ,,დაჰკა სანამ რკინა ცხელიააა,, ,,კუი ჯელეზა ნე ატხადია ატ კასსი,, D.gif ხოდა შემაწიე ერთი ორი სიტყვა კიიცი ჩემი მარიფათის ამბავი შენე.

პოსტის ავტორი: ჩელე Feb 5 2013, 11:17

gagrinski

კარგი სიუჟეტი იყო, მალადეც..... მეამა...

პოსტის ავტორი: zaza7761 Feb 5 2013, 13:08

სიუჟერი მართლაც კარგი იყო თუმცა მწირი იმფორმაციის შემცველი და ესეც გასაგები მიზეზების გამო. 1000 პრობლემაა ამ სიუჯეტში ნახსენები პრობლემების მიღმა და ეს კარგად ვიცით ყველამ. ჩემის აზრით ტრიბუნაა საჭირო რომ მუდმივად ვესაუბროთ კანონმდებლებს რაც არ არსებობს აი რაა საჩალიჩო და არა ერთეული სიუჟეტები რომელიც 1 კვირაში აგარავის ახსოვს

პოსტის ავტორი: ლეკი Feb 5 2013, 13:16

მართლა კარგი რეპორტაჟი იყო.. small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif იქნება გვეშველოს რამე.. newsmile05.gif

პოსტის ავტორი: შადი შამოდი Feb 5 2013, 16:04

ციტატა(ჭალიმგელა @ Feb 5 2013, 09:46) *
მოკლედ მაგრა ველოდები მინისტრთან შეხვედრას, სანამ ბოლი გასდის კიდევ ამ სიუჟეტს მანამ რომ მოვასწრო

გიორგი, მინისტრთან შეხვედრა აუცილებელია, რა თქმა უნდა. მაგრამ ასევე საშურია (თუ უფრო მეტად არა) პარლამენტის შესაბამის კომიტეტში მისვლა და ჩვენი წინადადებების მიტანა კანონებში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით. მგონი თებერვალშივე აპირებენ ამ საქმის მოყომარებას, პროექტები შემოტანილიაო, 47 კანონში უნდა შევიდეს შესწორებაო, თუ სულ 47 შესწორებაზე ლაპარაკობდა გუშინწინ ცაგარეიშვილი. კანონები თუ ძველებურად ჰარი-ჰარალედ, სხვა ქვეყნის ბრმა წამხედურობით გადმოწერეს, მინისტრი სულ რომ ჯონ ჰანტერის შვილიშვილი იყოს, ვეღარაფერს გვიშველის. newsmile056 (1).gif
ჩვენ, მართებულად ნადირობის გულშემატკივრები, როცა ბრაკონიერების წინააღმდეგ ვეწევით აგიტაციას, პირველ რიგში იმას ვამტკიცებთ, რომ ნამდვილი მონადირის უმთავრესი მტერი სწორედ ბრაკონიერია. მაგრამ არანაკლები საბრძოლო გვაქვს სამონადირეო კულტურასთან ახლოსაც არგავლილ, ეგრეთწოდებულ "მწვანე" ჩინოვნიკებთან, რომელთა საქმის არცოდნა და ამ სფეროსადმი ცინიკური გულგრილობა, არანაკლები ზიანის მომტანია.
იქნებ ცალკე თემა გავხსნათ ნადირობის და თევზაობის კანონპროექტისთვის და ჩვენ აზრებს, წინადადებებს და მოთხოვნებს ერთად მოვუყაროთ თავი. მე პირველი რიგის ამოცანად დავაყენებდი, ტურა-მელა-მგელზე (სანადირო მეურნეობებში- კატაზეც) მდევრებით ნადირობის დაშვებას. კურდღელზე და კაკაბზე ლიცენზიების გაყიდვას, თუნდაც შეზღუდული რაოდენობით. "სამონადირეო მინიმუმის" გამოცდების ჩაბარებას - ტესტირების მეთოდით. სტენდზე რამდენიმე გაკვეთილის გავლას და ჩათვლის მიღებას. სახელმწიფო სამონადირეო ბილეთის შემოღებას, გადამფრენ ფრინველებზე სეზონის ვადების დაზუსტებას და ა.შ და ა.შ.

პოსტის ავტორი: megreli Feb 5 2013, 16:10

ციტატა(shadimani @ 5th February 2013 - 17:04) *
"სამონადირეო მინიმუმის" გამოცდების ჩაბარებას - ტესტირების მეთოდით. სტენდზე რამდენიმე გაკვეთილის გავლას და ჩათვლის მიღებას. სახელმწიფო სამონადირეო ბილეთის შემოღებას, გადამფრენ ფრინველებზე სეზონის ვადების დაზუსტებას და ა.შ და ა.შ.

გეთანხმებით ეს აუცილებელია სხვა დანარჩენთან ერთად !!!

პოსტის ავტორი: ჩელე Feb 5 2013, 16:12

შადი შამოდი

გეთანხმებით ბატონო შადიმან.

ციტატა(shadimani @ 5th February 2013 - 17:04) *
იქნებ ცალკე თემა გავხსნათ ნადირობის და თევზაობის კანონპროექტისთვის და ჩვენ აზრებს, წინადადებებს და მოთხოვნებს ერთად მოვუყაროთ თავი.


მგონი მსგავსი თემა ადრე გვქონდა, გადავხედავ და თუ ვიპოვნი ამოვწევ ზევით თუ არა და მგონი პრობლემას არ წარმოადგენს თემის გახსნა.

პოსტის ავტორი: nikoloz dvali Feb 5 2013, 17:33

ბიჭებო როდის და რომელზე გავიდა ეს მითხარით რაა მალე თან :((

პოსტის ავტორი: megreli Feb 5 2013, 17:41


" ეს ვიდეო კომიკური თემიდან გადმოვიტანე"

აი ამის შემხედვარე როგორი გაიზრდება ახალბედა მონადირე ? კულტურაზე ხო საუბარი არ ღირს...

პოსტის ავტორი: nikoloz dvali Feb 5 2013, 17:48

მეგრელი მართალი ხარ ტოოო ეს რაა არიის :XXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXX ვგიჟდებიი კაროჩე არ გვეშველება სანამ ეგეთები არ გადაშენდებიან :XXXXXXXXXXXXXხხ

პოსტის ავტორი: საბო Feb 5 2013, 17:51

ციტატა(შადი შამოდი @ Feb 5 2013, 17:04) *
სტენდზე რამდენიმე გაკვეთილის გავლას და ჩათვლის მიღებას. სახელმწიფო სამონადირეო ბილეთის შემოღებას, გადამფრენ ფრინველებზე სეზონის ვადების დაზუსტებას და ა.შ და ა.შ.


vetanxmebi.gif

ციტატა(შადი შამოდი @ Feb 5 2013, 17:04) *
სახელმწიფო სამონადირეო ბილეთის შემოღებას,


ამაზე ბატონებო, მომიტევეთ და ცოტა თავს შევიკავებდი!ეს ვარინატი გამოცდილია და ვიცით, როგორც გაამართლა, სამწუხაროდ.
უფრო საკლუბო ვარინატს ვეთანხმები. კლუბი უფრო ადვილია საკონტროლოა სახელმწიფოს მხრიდან, ხოლო თითოეული კლუბელი პასუხისმგებელი უნდა იყოს თავისი კლუბის წინაშე.

პოსტის ავტორი: ნუკრიMax Feb 5 2013, 17:54

შადი შამოდი
ვიძახდი, ადრე თუ გვიან დადგება ეს საკითხი დღის წესრიგში და ეხლა დავიწყოთ მზადებათქო....

http://ochopintre.ge/forum/index.php?showtopic=9509&st=0



პოსტის ავტორი: Fishman Feb 5 2013, 17:57

საბო

ციტატა
უფრო საკლუბო ვარინატს ვეთანხმები.


საბოჯან, ვისაც ნადირობა მოუნდება კლუბისკენ რომ იწევდეს გინდა მაი ამბავი შენ? D.gif

პოსტის ავტორი: game 91 Feb 5 2013, 20:38

ციტატა(ლეონ-ბლექი @ Feb 4 2013, 17:47) *
მაგათ შეიძლება ლიცენზია ქონდეთ მოპოვებაზე. სწორად მონიშნული ხის მოჭრა.. უკეთესია ტყისთვის.(სწორად გამოხშირვა აჯანსაღებს ტყეს) თუ თავისთვის ანადგურებენ კიდე...მისახედი ყოფილა ეგ საქმე.

რაის ლიცენზია აქვთ, ძმაკაცის მამა 3-ჯერ დააჯარიმეს უკვე, სახერხზე უშვებენ და მასალას ყიდიან ხოლმე.
ადრე 6-7 წლის უკან მეც ვხლებივარ მაგათ და ისეთ ნაძვებს ჭრიან რო განახა.......

წელს არჩევნები რო იყო აღარაფერს ეუბნებოდნენ და მაგრა იმუშავეს. მარტო ნაძვზე კიარა, სოფლის ტყეებში სადაც ადრე მარხილებით დადიოდნენ და რეისზე დიდი დიდი კუბომეტრი მოქონდათ,ახლა გზა გაიყვანეს ურალებით შესტებით და რავიცი რითი აღარ დადიოდნენ, აგვისტოდან გვიან შემოდგომამდე ჭრიდნენ და ჭრიდნენ რცხილებს.

მე პაჯეროთი ჩამოვიტანე (ოღონდ მე ბილეთი მქონდა აღებული).

პატარაობისას მახოსვს ისეთი ტყე იყო ჩემთან მზის შუქი ვერ აღწევდა ხოლმე ახლა კი საგრძნობლად გამეჩხერდა.
ჩემს სოფლელებზე არაფერს ვამბობ სჭირდებათ ზამთრისთვის შეშა და ჭრიან ბილეთით თუ უბილეთოდ, მაგრამ ი რო ამოდიან მანქანებით და ზესტაფონში და ჭიათურაში ყიდიან ხოლმე მერე ჩემ სოფელში მოჭრილ შეშას მაგარი ნერვები მეშლება, ჩემი სოფლელებიც არიან ახლობლებიც და სულ უცხოებიც მაგ საქმეში, რო რამე ვთქვა ისევ ან ძმაკაცის მამას უნდა ვუთხრა ან ბიძას და ან ბიძაშვილს, თანაც რო ვთქვა ისეთ უზრდელულ პასუხს გამცემენ ვიცი რო ვეღარ მოვითმენ.

პოსტის ავტორი: game 91 Feb 5 2013, 20:45

გაზიფიცირება რო დაიწყოს მთელი საქართველოს მასშტაბით, მნიშვნელოვნად შემცირდება შეშაზე მოთხოვნა

პოსტის ავტორი: საბო Feb 6 2013, 00:28

ციტატა(Fishman @ Feb 5 2013, 18:57) *
საბო
საბოჯან, ვისაც ნადირობა მოუნდება კლუბისკენ რომ იწევდეს გინდა მაი ამბავი შენ? D.gif


კი ბატონო, გამოიწიოს. ოღონდ კლუბს უკვე სხვა მოთხოვნები ექნება გასაწევრიანებზე.
აბა ეხლაც და მონკავშირის დროსაც, ვისაც არ ეზარებოდა, ყველას ბილეთი ედო და თუ არ ედო, არც ის აწუხებდა.

პოსტის ავტორი: ლეონ-ბლექი Feb 6 2013, 01:31

ციტატა(shadimani @ 5th February 2013 - 18:04) *
"სამონადირეო მინიმუმის" გამოცდების ჩაბარებას

ძალიან მძიმედ მახსენდება ეგ "მინიმუმი". ქონდა ადრე "მონკავშირს" ეგ მოთხოვნა და პატარა ბროშურაც ქონდა გამოცემული. სავალდებულო იყო მაგისი ჩაბარება. მეც ავდექი და ზეპირად ვისწავლე. რომ მივაკითხე..მკითხეს თუვიცოდი მინიმუმი. მე ვუთხარი ზეპირად მეთქი. დაიჭირა ერთმა ხელში ეგ წიგნი(ეჭვი მაქვს თვითონ არ იცოდა ნორმალურად) და დამიწყო გამოკითხვა.
აბსოლუტურად ყველაფერს ვუპასუხე და ბოლოს მიადგა თოფის კალიბრებს. რა კალიბრები იციო. ჩამოვუტვალე 12, 16, 20, 24, 28 და 32 კალიბრები. მკითხა 10 და 8 კალიბრი თუ იციო. არ ვიცოდი. აი მანდ დამერხა... ეგ წიგნში არ არის მეთქი.. "მერე რა.. მონადირემ ისედაც უნდა იცოდეს ეგეთი რამეებიო" ხოდა მეორე დღეს..საერთო ნაცნობი ვიპოვნე და სოლიდური "მაღარიჩის" მერე მივიღე "მონკავშირის" ბილეთი. მაგის მერე მომეცა თოფის შეძენის საშუალება. მაგითი არაფერი შეცვლილა ჩემ გამოსცილებაში გარდა ერთისა..უკვე ვიცოდი..რომ არსებობდა 8 და 10 კალიბრის თოფებიც. მოკლედ..მაგისი ბოროტად გამოყენების შანსები ძალიან დიდი იქნება.

ციტატა(khmaltevza @ 5th February 2013 - 19:57) *
საბოჯან, ვისაც ნადირობა მოუნდება კლუბისკენ რომ იწევდეს გინდა მაი ამბავი შენ?

ეგ რომ არ უნდა..სწორედ მაგას წერს. ვინმემ რომ მართლა დააწესოს ეგ ბილეთები.. მართლა მოგიწევს იმ ბილეთების დამწესებლისკენ წასვლა..მაგას გინდა კლუბი ეზახე და გინდა ფედერაცია. მთავარია იმათ გარეშე ვერ ინადირებ.

პოსტის ავტორი: nik@a Feb 6 2013, 01:52

მაგრამ ვიღაცამ ხომ უნდა გააკონტროლოს თოფი ვის მიყიდონ და ვის არა. ფსიხო მაინც გაამკაცრონ, ზოგი ისეთი დებილი იღებს, გაოცდები კაცი. მაგრამ იქამდე ჯობია გაუფორმებელ თოფებს მიხედონ, ათასობით ხალხი დადის ბიძაშვილ მამიდაშვილის იარაღით და მე დაჯარიმებული არავინ მინახავს...

პოსტის ავტორი: ლეონ-ბლექი Feb 6 2013, 02:35

ციტატა(bendeksi @ 6th February 2013 - 03:52) *
მაგრამ ვიღაცამ ხომ უნდა გააკონტროლოს თოფი ვის მიყიდონ და ვის არა.

მაგას პოლიცია აკონტროლებს. ფსიქოს კიდე არც ეგრე ადვილად იძლევა ვინმე. ჩემ თვალწინ არ მიცეს კაცს ფსიქო იმის გამო..რომ მხედველობის პრობლემები ქონდა. სულ დედის გინებით წავიდა საწყალი. ადრე უპრობლემოდ ვიღებდი და ეხლა ამათ..მოუტ.. და ა..შ.. D.gif
ციტატა(bendeksi @ 6th February 2013 - 03:52) *
მაგრამ იქამდე ჯობია გაუფორმებელ თოფებს მიხედონ,

მაგისთვის ამნისტია გამოიცა. ედიკას დროს..თოფების 80% არ ფორმდებოდა რეალურად. საკუთარ ქვითრებს წერდნენ და ჟურნალში არ არეგისტრირებდნენ. ფულს ჯიბეში იდებდნე რათქმაუნდა. წლების მანძილზე მაგას ის მოიტანა..რომ არსებული თოფების უმრავლესობა გაუფორმებელი აღმოჩნდა. მაგიტომ გამოიცა ამნისტია და ყველა იარაღი თავიდან რეგისტრირდება.
ციტატა(bendeksi @ 6th February 2013 - 03:52) *
ათასობით ხალხი დადის ბიძაშვილ მამიდაშვილის იარაღით და მე დაჯარიმებული არავინ მინახავს...

მაგ შემთხვევაში დაჯარიმებულს ვერც ნახავ. მაგაზე ციხეა და არა ჯარიმა. მე რამდენიმე შემთხვევა ვიცი..რომ დაიჭირეს საერთოდ. უკანონო იარაღის ტარებაა ეგ. მაგას საერთოდ გაუფორმებელი თოფის ტარება ჯობია..მხოლოდ ჯარიმა და ჩამორტმევაა. სხვისი თოფით სიარული(პატრონის გარეშე) სროკია..სხვათაშორის ტოფის პატრონისთვისაც..თუ მოპარვაზე არ აქვს განაცხადი შეტანილი.

პოსტის ავტორი: ლეონ-ბლექი Feb 6 2013, 03:01

ციტატა(bendeksi @ 6th February 2013 - 03:52) *
მაგრამ ვიღაცამ ხომ უნდა გააკონტროლოს თოფი ვის მიყიდონ და ვის არა.

ისე ეს..მართლა საინტერესო ფენომენია. ყველა ევროპულ..წესიერ ქვეყანაში..იარაღი იყიდება თავისუფლად. ამერიკა ხომ საერთოდ. იმსიშორეზე წავიდა..რომ სამხედრო!.. იარაღიც კი მხოლოდ პირადობის მოწმობის ჩვენებით იყიდება. იქ..ჩვეულებრივ მოქალაქეს..ყუმბარმტყორცნის ყიდვა შეუძლია.. ხოდა ეხლა რომ დააპირეს პატარა შეზღუდვა(მხოლოდ ავტომატებზე) მთელი ქვეყანა აჯანყდა.. თან იმ უბედურების ფონზე..რაც რამდენჯერმე დატრიალდა ამერიკაში. ხოდა ეგ ვერ გავიგე..ჩვენ რატომ ვითხოვთ..რომ სახელმწიფომ მაინცდამაინც კისერში წაგვიჭიროს ხელი?.. რა გვგონია..ჩვენ უკვე პროფესორები ვართ.. ჩვენ არ შეგვეხება ეგ შეზღუდვები და ახალბედებმა კისერიც იმტვრიონ?.. ეგეთი მონკავშირები საერთოდ არ ყოფილა ევროპაში..შტატებში..კანადაში და ა..შ... მაგრამ ნადირობის საკითხები იქ რომ არის მოწესრიგებული ეგრე სად არის?.. ყველაზე მეტად უვარგისი და მოუწესრიგებელი სისტემა სწორედ საბჭოური იყო. იმიტომ..რომ სულაც არ იყო საჭირო რამის მართლა სწავლა. ის ბილეთი მაინც ლევად უნდა გაყიდა და რა საჭირო იყო ტვინის ჭყ**ტვა?.. რეალურად ახალბედას ყველაზე კარგად გამოცდილი მონადირე ასწავლის გვერდში დგომით. მაგის საშუალებას კი სწორედ ჩვენნაირი კლუბები იძლევა. აი ეს უნდა განვითარდეს. ეგ განვი/ტარდა სხვაგანაც და აქაც ეგ არის საჭირო.

პოსტის ავტორი: Akop Feb 6 2013, 13:25

... этот в. ролик, еще один большой шаг, в сторону цивилизованной охоты и правильной ориентации, будущих молодых охотников, да и закоренелых брконьеров Грузии...!!! Я уверен, обшественность, как и исполнительная власть, не оставит без внимание, то творящееся беззаконие, в разрешительной, исполнительной, да и в самой, охотничей среде...!!! Такие в. ролики, являются стимулом и символом, будущего цивилизованного подхода общественности, к окружающей природной среде, и их обетателям.... Огромное спасибо ВСЕМ. кто принимал участе, в создании данной видеопрограммы...!!! С Уважением Акоп Казарян....

პოსტის ავტორი: gagrinski Feb 6 2013, 13:31

спасибо уважаемый, надеюсь начнём кампанию против бракониеров

პოსტის ავტორი: gagrinski Feb 6 2013, 14:05

გარემოს დაცვის სამინისტროს რეორგანიზაცია უახლოეს პერიოდში განხორციელდება

საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს რეორგანიზაცია უახლოეს პერიოდში განხორციელდება. გარემოს დაცვის სფეროში რეფორმების გატარების მიზნით, 43 კანონპროექტიანი საკანონმდებლო პაკეტია მომზადებული, რომლის განხილვაც, პარლამენტში უახლოეს მომავალში დაიწყება.

პარლამენტში წარდგენილი პაკეტით, გარემოს დაცვის სამინისტრო რეორგანიზებული იქნება - გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროდ, ხოლო ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო - ენერგეტიკის სამინისტროდ.

ამასთან, გარემოს დაცვის სამინისტროს ის ფუნქციები დაუბრუნდება, რომლებიც, წინა ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ენერგეტიკის სამინისტროს გადაეცა.

კერძოდ, ბუნებრივი რესურსების სააგენტო ენერგეტიკის სამინისტროს ფარგლებიდან გამოდის და გარემოს დაცვის სფეროს უბრუნდება. შესაბამისად, გარემოს დაცვის სამინისტრო კვლავ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროდ ჩამოყალიბდება.

ამას გარდა, ცვლილებები შედის "საქართველოს წითელი ნუსხისა" და "წითელი წიგნის" შესახებ" კანონშიც, რომლის მიხედვითაც, გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფ გარეულ ცხოველებზე ნადირობის აკრძალვა მოხდება, თუმცა, ზოგადად ნადირობა მთელ რიგ დაცულ ტერიტორიებზე აიკრძალება.

კერძოდ, კანონპროექტით იკრძალება ყოველგვარი ქმედება, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ გარეულ ცხოველთა დაღუპვა, რაოდენობის შემცირება, მათი საბინადრო გარემოს, გამრავლების არეალის, გადარჩენის სტაციების, სამიგრაციო და წყალთან მისასვლელი გზებისა და წყლის სასმელი ადგილების დარღვევა.

ცვლილებებით, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი გარეული ცხოველების მოპოვება დაიშვება მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში - გადარჩენის, განკურნების, პოპულაციის აღდგენისა და სამედიცინო მიზნებისთვის, რაც სამინისტროს წერილობით საფუძველზე განხორციელდება.

ამას გარდა, ცვლილებებით, სანიტარიული დაცვის ზონების პროექტს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია გარემოს დაცვისა და ჯანდაცვის სამინისტროებთან შეთანხმებით წარადგენს.
ამასთან, მომზადებული ცვლილებების ფარგლებში, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სისტემაში საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სატყეო სააგენტო იქმნება, რომელიც სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის უფლების მინიჭების საკითხს გადაწყვეტს.

ასევე ცვლილებებით, ნადირობა დაიშვება მხოლოდ სპეციალურად საამისოდ გამოყოფილ ტერიტორიებზე - სამონადირეო მეურნეობებში, აღვეთილში, დაცულ ლანდშაფტში და ტყის ფონდის ტერიტორიებზე.

გარდა ამისა, წარმოდგენილი ცვლილებებით, იმ ორგანოთა ჩამონათვალს, რომლებიც გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადასახადისგან, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირები და საქვეუწყებო დაწესებულება, ასევე ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტო ემატება.
როგორც "ინტერპრესნიუსს" გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის ხელმძღვანელმა გიორგი ცაგარეიშვილმა განუცხადა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო იქნება უფლებამოსილი ბუნებრივი რესურსების მოპოვებასთან დაკავშირებული ლიცენზიების გაცემაზე. ჩამოყალიბდება კონტროლის დანაყოფი, რომელიც ბუნებრივი რესურსების გამოყენების კანონიერებას შეამოწმებს, გააკონტროლებს გარემოს დაცვის კუთხით შექმნილ ვითარებას და შეებრძოლება ბრაკონიერობას.

"ამით გარემოს დაცვის სამინისტროში უმნიშვნელოვანესი რეფორმები იწყება.

აღნიშნულ უწყებას მიეცემა ყველა ბერკეტი იმისთვის, რომ დაკისრებული მოვალეობა სრულფასოვლად განახორციელოს", - აცხადებს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის ხელმძღვანელი, რომელიც მთავრობის მიერ მომზადებულ შესაბამის საკანონმდებლო პაკეტზე მთავარი თანამომხსენებელია.

დაახლოებით ორი წლის წინ, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს რეორგანიზაცია გახორციელდა, რომლის ფარგლებშიც უწყების მმართველობის სფეროში შემავალი მთელი რიგი სფეროები სხვადასხავა სახალმწიფო უწყებებზე გადანაწილდა.

პოსტის ავტორი: ჩელე Feb 6 2013, 14:56

gagrinski

მდაააა..... ანუ რაღაც უნდა ეშველოს ჩვენს ბუნებას. იმედი მაქვს მიეხედება ელექტრიკებს და ბადეებს.....

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Feb 6 2013, 15:02

ეხლა უკვე ეს ვეღარ გავიგე. თუ პარლამენტის ეგ კომიტეტი წყვეტს ყველაფერს, მაშინ სამინისტრო რაღას აკეთებს. ან ჩვენი გამოსვლა რაღა შუაში იყო სამინისტროსთან. მადაც ორხელისუფლებიანობაა?
აბა რისთვის ვხვდები მინისტრს. ამათ დაუწყვიათ თავისებურად ყველაფერი

პოსტის ავტორი: gagrinski Feb 6 2013, 15:02

იმედია newsmile058.gif

პოსტის ავტორი: PREDATOR Feb 6 2013, 15:37

ციტატა(ლეონ-ბლექი @ Feb 6 2013, 04:01) *
ისე ეს..მართლა საინტერესო ფენომენია. ყველა ევროპულ..წესიერ ქვეყანაში..იარაღი იყიდება თავისუფლად. ამერიკა ხომ საერთოდ. იმსიშორეზე წავიდა..რომ სამხედრო!.. იარაღიც კი მხოლოდ პირადობის მოწმობის ჩვენებით იყიდება. იქ..ჩვეულებრივ მოქალაქეს..ყუმბარმტყორცნის ყიდვა შეუძლია.. ხოდა ეხლა რომ დააპირეს პატარა შეზღუდვა(მხოლოდ ავტომატებზე) მთელი ქვეყანა აჯანყდა.. თან იმ უბედურების ფონზე..რაც რამდენჯერმე დატრიალდა ამერიკაში. ხოდა ეგ ვერ გავიგე..ჩვენ რატომ ვითხოვთ..რომ სახელმწიფომ მაინცდამაინც კისერში წაგვიჭიროს ხელი?.......



ლეონ-ბლექი, გეთანხმებიკიარადა ისე ძალიან გეთანხმები რომ აღშფოთებული ვარ.........!!!!!!!!!!

პოსტის ავტორი: Akop Feb 6 2013, 15:57

ციტატა(gagrinski @ Feb 6 2013, 14:31) *
спасибо уважаемый, надеюсь начнём кампанию против бракониеров
И я надеюсь....)))) Жилательно, по все местно и по всем регионам страны....!!! Было бы ооочень здорова.. Если действительно пересечь данный, не желательный, общественно -аморальный фактор, то востановление животной фауны, на таких плодородных, природных ресурсах, как в Грузии, был бы заметен, в кратчайшие сроки...!!! Совместно, с активными действиями, со стороны властей, охотничья обшественность, ровно как и наш форум "ОЧОПИНТРЕ", со всеми его зарегистрированными членами и читающими гостями форума, я уверен не останутся, в стороне...!!! Разумеется, браконерство, не возможно победить и искоренить..... Но дать достойный отпор хапугам, это честь каждого, кто желает добра и процветания Грузии, в целом... Простите, что не так. С ув. А. Казарян.

პოსტის ავტორი: gagrinski Feb 6 2013, 16:13

"წითელ ნუსხაში" ცხოველთა 135 სახეობა და 4 ქვესახეობაა შეტანილი. ძუძუმწოვრებიდან „წითელ ნუსხაში" 33 სახეობაა, რომელთაგან 4 - გადაშენებულია ეროვნულ დონეზე, 5 სახეობა - გადაშენების უკიდურესი საფრთხის წინაშეა (ფოცხვერი, ჯიქი, აფთარი, ირემი, ნიამორი), ხოლო 6 - გადაშენების საფრთხის წინაშე (წითური მემინდვრია, მურა დათვი, აფალინა, დასავლეთკავკასიური ჯიხვი, არჩვი). ფრინველთაგან წითელ ნუსხაში 35 სახეობაა შეტანილი. მათგან გადაშენების უკიდურესი საფრთხის წინაშე იმყოფება გავაზი და მცირე კირკიტა. გადაშენების საფრთხის წინაშეა - ქოჩორა ვარხვი, პატარა ღერღეტი, გარიელი, თეთრკუდა ფსოვი, თეთრთვალა იხვი, სვავი, თვალშავი, ბუხრინწა. რეპტილიებიდან „წითელ ნუსხაში" შეტანილია 11 სახეობა, ამფიბიებიდან - 2 სახეობა და თევზის 11 სახეობა, მათ შორის ზუთხისებრთა ყველა სახეობა.
საქართველოში გადამფრენი ფრინველების გარდა, ნადირობა ნებადართულია მხოლოდ სამონადირეო მეურნეობებში. 2009 წლისათვის საქართველოში 22 სამონადირეო მეურნეობაა შექმნილი. სამონადირეო მეურნეობების გარეთ ნადირობა ნებადართულია 15 სახეობის გადამფრენ ფრინველზე შეზღუდული დღიური ოდენობით.

მე ორი სანადირო მეურნეობა ვიცი და 22 საიდან აღმოჩნდა? მდაა საინტერესო თემაა

ბოლო დროს განხორციელებული საკანონდებლო ცვლილებებით, საქართველოში ნებადართული გახდა წითელ ნუსხაში შეტანილ სახეობებზე ნადირობა, მათ შორის იმ სახეობებზეც, რომლებიც გადაშენების კრიტიკული საფთხის წინაშე თავის დროზე სწორედ ნადირობის შედეგად აღმოჩნდნენ.

მას შემდეგ, რაც 2006 წელს საქართველოს „წითელი ნუსხა“ შეიქმნა, ჩვენმა სახელმწიფომ სამწუხაროდ ვერ მოახერხა საერთაშორისო და ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად ნაკისრი ვალდებულებების შესრულება:

არ იქნა უზრუნველყოფილი უკანონო ნადირობის კონტროლი;
არ ჩატარებულა წითელი ნუსხის სახეობების აღდგენის ქმედითი ღონისძიებები;
ვერ ჩამოყალიბდა წითელი ნუსხის სახეობების მონიტორინგის სისტემა.
მხოლოდ ამ პირობების დაკმაყოფილებით იქნებოდა შესაძლებელი გადაშენების პირას მისული კონკრეტული სახეობების მდგომარეობის გაუმჯობესება, მათი წითელი ნუსხიდან ამოღება და ნადირობის დაშვება დადგენილი კვოტების შესაბამისად.

გარემოსდაცვით კანონდებლობაში გაუმჭვირვალედ მიღებული ასეთი ცვლილებები:

რეალური გაქრობის წინაშე დააყენებს ისედაც მცირერიცხოვან სახეობებს (პირველ რიგში - ირემსა და ნიამორს);
აზრს უკარგავს ქვეყანაში წითელი ნუსხის არსებობას, რამდენადაც მასში შეტანილ სახეობებს არავითარი განსაკუთრებული დაცვითი სტატუსი აღარ ექნებათ;
ეწინააღმდეგება ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენების პრინციპებს, მხოლოდ მოკლევადიან ფინანსურ ეფექტზეა ორიენტირებული და არ შეუწყობს ხელს არც სანადირო ტურიზმის და არც ეკოტურიზმის განვითარებას საქართველოში.
ამ ეტაპზე წითელი ნუსხის მაღალი კატეგორიის საფრთხის წინაშე მყოფ და უკიდურესად მცირერიცხოვან სახეობებზე (ირემსა და ნიამორზე) ნადირობის კვოტების დადგენა სრულიად მიუღებლად მიგვაჩნია. ხოლო დანარჩენ სახეობებზე განსაზღვრული კვოტები, სათანადო ინფორმაციის არარსებობის გამო, მოკლებული იქნება ყოველგვარ მეცნიერულ დასაბუთებას. ამიტომ, ასეთ ვითარებაში სანადირო კვოტების შემუშავება საქართველოს ველური ბუნების განადგურებისკენ გადადგმული ნაბიჯი იქნება.

პოსტის ავტორი: OQRO444 Feb 6 2013, 16:37

მეგობრებო ძლიან კარგია ეს ყოველივე,რომ ეს თემა "კიდევ ერთხელ დაიძრა" newsmile090.gif , მაგრამ მთავარი რაც გასათვალისწინებელია არის ამ საქმის კვალიფიციური კადრი, როგორც ხელმძვანელობაში ასევე რიგით თანამშრომლობაში........ამ საქმეს არაფერი უშველის რეალურად თუ მინიმუმ არ გადმოვიღეთ მაინც ჯერ იმ ქვეყნების პირადი გამოცდილება, რომელნიც მაქსიმალურად სრულყოფილად აწარმოებენ ამ საკითხის ზედმიწევნით ზუსტ რეალიზებას, როგორც პრაქტიკაში, ასევე თეორიაში(საკანონმდებლო დონეზე)........

პოსტის ავტორი: ნუკრიMax Feb 6 2013, 16:51

მემგონი მინისტრთან შეხვედრამდე სერიოზული მასალებია დასამუშავებელი, მთელი არგუმენტებია დასადები მაგიდაზე და ასახსნელი......
თორემ ისეთ კანონს მიიღებენ ესენი, თოფებს ჟანგი შეგვიჭამს!!!

პოსტის ავტორი: OQRO444 Feb 6 2013, 17:02

ციტატა(ნუკრიMax @ Feb 6 2013, 17:51) *
მემგონი მინისტრთან შეხვედრამდე სერიოზული მასალებია დასამუშავებელი, მთელი არგუმენტებია დასადები მაგიდაზე და ასახსნელი......
თორემ ისეთ კანონს მიიღებენ ესენი, თოფებს ჟანგი შეგვიჭამს!!!


100%..........ჭალოს არ შეეშლება არაფერი, მაგრამ საერთო მონახაზი მაინც საჭიროა.........

პოსტის ავტორი: hunter777 Feb 6 2013, 17:03

კი ნუკრა ეგრეა ზუსტად ორი საყოველტაო პრობლემა საიდანაც ჩემი აზრით უნდა დაიწყოს

პირველი ესაა ელექტრო მანოკების შესახებ კანონის მიღება ანუ აიკრძალოს შემოტანა რეალიზაცია დამზადება გაყიდვა გამოყენება

და იგივე ელექტროშოკურ აპარატებზეც.

ეს პრობლემები უნდა მოგვარდეს თუ მოვინდომებთ მოგვარდება კიდევაც ჰოდა უნდა მოვინდომოტ ნადირობის სეზონური ვადების გადაწევა გადმოწევას ეშველება დღეს ყველაზე აქტუალური ეს ორი საკითხია რომელიც დღემდე უკონტროლოა და ძალიან დიდ ზიანს აყენებს გარემოს მისაღებია უკაცრესი ზომები.

დიდი ხანი ვიმუშავე გარემოს დაცვის სფეროში და კარგად მესმის საკითხი

პოსტის ავტორი: ნუკრიMax Feb 6 2013, 17:11

ციტატა(irakli fofxadze @ 6th February 2013 - 18:03) *
ძალიან დიდ ზიანს აყენებს გარემოს

ტურა და მგელი გამოგრჩა.......

პოსტის ავტორი: hunter777 Feb 6 2013, 17:21

მე კი არ გამომრჩა თქვენ გამოგრჩათ ის რაზედც ვიპლაპარაკე და კიდე ტურა მელაო რო ამბიობ რათქმაუნდა ნუკრას ვენაცვალე მოსასპობია აუცილებლად ეგ მავნებლები და მაგასთან ერთად ყველაზე დიდი მტერი გარემოსი ენოტისებრთა ოჯახის ყველა წარმომადგენელი ( ენოტი, და ენოტისებრი ძაღლი) რომელიც კომუნისტების დროთ ჩამოიყვანე ჩვენი ბუნების მოსასპობად( სხვა მიზეზს ვერ ვხედავ მაგის ჩამოყვანისას ისევე როგორც მგლების ) და რომელიც სერიოზულ ზიანს აყენებ ჭალის ისეთ ენდემურ ფრინველს როგორიცაა მაგალითად კოლხური ხოხობი

პოსტის ავტორი: ნუკრიMax Feb 6 2013, 17:29

მანდ ვარ მეც, თუ გინდა რომ საერთოდ რამე გამრავლდეს საქართველოში, ზუსტად მაიდან უნდა დავიწყოთ ყველაფერი......
მანოკზე და ბრაკონიერზე მეტი მავნებლობა, ტურას და ენოტისებრებს მოაქვთ!!!

პოსტის ავტორი: hunter777 Feb 6 2013, 17:33

პრობლემა გლობალურია ნუკრა ვის მოაქ მეტი ზიანი მაგაზე არ უნდა ვიმსჯელოთ ზიანის მომტანი ყოველგვარი პრობლემა უნდა მოგვარდეს და უნდა წავიდეს სერიოზული მუშაობა ამასთან დაკავშირებით.

პოსტის ავტორი: megreli Feb 6 2013, 17:42

ციტატა(dato gagrinski @ 6th February 2013 - 15:05) *
ასევე ცვლილებებით, ნადირობა დაიშვება მხოლოდ სპეციალურად საამისოდ გამოყოფილ ტერიტორიებზე - სამონადირეო მეურნეობებში, აღვეთილში, დაცულ ლანდშაფტში და ტყის ფონდის ტერიტორიებზე.

ხალხო ეს ვერ გავიგე,ამ შემთხვევაში სხვა ტერიტორიებზე აიკრძალება ნადირობა ? მე ვგულისხმობ სადაც ახლა დასაშვებია ჩვეულებრივად გადამფრენებზე (ღია მინდვრებში მწყერზე და თავისუფალ ტყეებში ტყის ქათამზე ანუ სადაც არაა აღკვეთილი)ნადირობა იქაც აიკრძალება თუ რა იქნება ?

პოსტის ავტორი: შადი შამოდი Feb 6 2013, 18:35

უფრო მარტივად მგონია, მაგ საქმის მოგვარება. მინიმუმი, თუ რაც დაერქმევა, უნდა ჩაბარდეს როგორც მართვის მოწმობის თეორია ბარდება. ტესტები შეადგინოს გარემოს დაცვამ, შეკრიბოს პროფიოსიონალთა ჯგუფი და მოამზადონ კითხვარები. მონადირემ ბევრი რამ უნდა იცოდეს: სამონადირეო ეთიკის შესახებ, ფრინველების და ცხოველების შესახებ, მათი ქცევის და ბინადრობის, წითელი ნუსხის, სამონადირეო მეურნეობების, ნაკრძალების და აღკვეთილების შესახებ, სანადირო მეძაღლეობა და რავი რა კიდე არა... სამონადირეო კულტურაც ამაღლდება ბრაკონიერობაც მეტად დაიგმობა.
რაც შეეხება, სახელმწიფო სამონადირეო ბილეთს, აუცილებელი მგონია, როგორც ნადირობის ნებართვის და თოფის ტარების ნებართვის დამადასტურებელი დოკუმენტი. იარაღის შეძენა სხვაა და მისი უსაფრთხიოდ და კანონიერად გამოყენების ცოდნა - სხვა. საწინააღმდეგო არგუმენტებს მოვისმენდი, ოღონდ დასაბუთებულ არგუმენტებს. კლუბებს, მე ამ ეტაპზე ვერ დავაკისრებდი ამხელა პასუხისმგებლობას.

პოსტის ავტორი: ნუკრიMax Feb 6 2013, 19:00

ციტატა(shadimani @ 6th February 2013 - 19:35) *
შეკრიბოს პროფიოსიონალთა ჯგუფი

უნდათ მერე ეგ?
წინა მთავრობაში ახლოს არ იკარებდნენ მცოდნეებს, თავისი უვიცობა რომ არ გამოჩენილიყო და ეხლა შეიცვლება რამე ვითომ?

პოსტის ავტორი: ჰერცოგი Feb 6 2013, 19:55

ერთი მეც რა მადარდებს პარლამენტმა არ მიიღოს ის კანონი, რომ რაც ცვლილებიებია შესატანი კანონში ვადების გადაწევიდან დაწყებული იმ მტაცებლების ამოღებიდაან დამთავრებული ეს არ მოხდეს თუ ეს მოხდა ბოდიში და მერე ვერავინ ვერაფერს გავხდებით.


მე პირადად იმის მომხრეც ვარ, რო რამდენიმე წელი ნადირობა მარტო გადამფრენებზე მოხდეს ასევე მოხდეს მტაცებლებზე ნადირობა დაიშვას ისიც იმ მიმართებით გაკონტროლდეს და კონტროლი გაეწიოს.

ერთი ოცნება მაქვს ამ სფეროში მინდა რომ მთა ბარი მთლიანად გაკონტროლდეს და შეიქმნას ისეთი მაკონტროლებელი სისტემა რომელიც მოიცავს მთელს საქართველოს და კონტროლ გაუწევს ყველაფერს. ხე ტყეს, მთას, ბარს, მდინარეებს, ველებს, ტბებს, ღელეებს, ხევებს, და იმ ადგილებს სადაც ყველამ კარგად ვიცით რომ გასაკონტროლებელია

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Feb 6 2013, 23:14

მოკლედ დღეს გადაწყდა ფორმატი. ერთი ერთზე ვხვდებით

დანარჩენი კითხვები VIP ში

პოსტის ავტორი: ჰერცოგი Feb 6 2013, 23:22

ვა ვოტ ძელა

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Feb 6 2013, 23:31

ციტატა(ჰერცოგი @ Feb 7 2013, 00:22) *
ერთი ერთზე დაააზუსტე რამდენი ადამიანი

wtfg.gif

ჰერცოგი
მეტი ღარ დალიო ashh.gif

პოსტის ავტორი: ლეონ-ბლექი Feb 7 2013, 00:31

ციტატა(Chalimgela @ 7th February 2013 - 01:31) *
მეტი ღარ დალიო

აუ..გადავბჟირდი სიცილით. D.gif

შადი შამოდი
ბატონო შადიმან. ნამდვილად მესმის თქვენ რასაც ამბობთ. რათმაუნდა იმაშიც აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ უდიდესი სურვილი გამოძრავებთ, კანონის და წესიერების ფარგლებში იყოს ეგ ყველაფერი. და საერთოდ.. ვიცი, რომ გული გტკივათ ამ ქაოტურ სიტუაციას რომ ხედავთ. აშკარად მოსაწესრიგებელია ვითარება. უბრალოდ ჩემი ხედვა იმითი განსხვავდება თქვენისგან, რომ მე, ცოტა სკეპტიკურად ვუყურებ მაგ საკითხს. ვითვალისწინებ ისევ ქართულ მენტალობას და წლებით გამჯდარ ტრადიციას. ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრი "მონადირე" აღმოჩნდება ისეთი.. ვინც თავს არ შეიწუხებს მაგაზე ტვინის ჭყ**ტვით და მოკლე გზით შეეცდება ბილეთამდე მისვლას. შეიძლება თავიდან არაფერი გამოუვიდეთ, მაგრამ, ვერც ცდუნებას უძლებენ დიდხანს ადამიანები(თან ოჯახებიც შესანახი ეყოლებათ) და მალე გადაიზრდება ეგ ყველაფერი კაი მამალ კორუფციაში. მერე ისიც გაახსენდებათ, რომ აქამდე მთლად გადაუმოწმებლად ვნადირობთ ჩვენ ყველანი და მოგვიწევს გამოცდების გადაბარება. პირადად მე..ნამდვილად არ მეშინია მაგ გამოცდების..მაგრამ ძალიან ბევრს არ მოეწონება ეგ ყველაფერი. მითუმეტეს ეგ უკვე ნანახი გვაქვს და ნამდვილად ეგრე ხდებოდა. ამიტომ ვფიქრობ, რომ სხვა მეთოდების მოძებნა აჯობებს. რაც შეეხება საკითხს, რომ ყველაფერი მოსაწესრიგებელია, მაგ საკითხში ორივე ხელით გეთანხმებით.

პოსტის ავტორი: ლეონ-ბლექი Feb 7 2013, 00:42

ციტატა(shadimani @ 6th February 2013 - 20:35) *
აუცილებელი მგონია, როგორც ნადირობის ნებართვის და თოფის ტარების ნებართვის დამადასტურებელი დოკუმენტი.

რაც შეეხება ამ საკითხს. თოფის შენახვა-ტარების დამადასტურებელი სახემწიფო დოკუმენტი ისედაც ყველას გვაქვს და ნადირობის სფერიშიც რომ ნებართვის აღება გახდეს საჭირო.. მაგას ის მოყვება ჩემი აზრით რაც ზემოთ მოგახსენეთ. ეგ კი საბოლოო ჯამში ვერავითარ შედეგს ვერ მოიტანს. ისევ უამრავი გაუნათლებელი "მონადირე" მოხვდება მინდორში ფულის წყალობით და ისევ მოგვაყრიან ზურგში საფანტს.

პოსტის ავტორი: კალვერა Feb 7 2013, 01:33

ჭალო აბა შენი იმედი მაქ!!! 1 .მანოკი 2.დენი და მერე ტურა მელა ...

იმედია რამე გვეშველება ბლიადnewsmile045.gif

და კარგი იკნება თუ ფრინველის მომრავლებას და ბუნებაში გაშვების თემასაც შეეხებით!!!

პოსტის ავტორი: kupra Feb 7 2013, 02:09

მისახედია თან ძაან მაგარი მისახედია აგერ ოქროყანელები ფუნიკულიორზე ნადირობენ და სულ ცალ ფეხზე კიდიათ ყველაფერი და რაღაზეა საუბარი.

პოსტის ავტორი: levan81 Feb 7 2013, 09:07

მანოკი და ელექტრიკები უდავოდ დიდი პრობლემაა, მაგრამ არანაკლებად მნიშვნელოვანია ხე-ტყის უკანონო ჩეხვა. ელემენტარულად საცხოვრებელი არეალი თუ არ ექნებათ, მერე გინდა ფარებით უნადირიათ, გინდა ხელყუმბარებით, აღარ იქნება აღარაფერი.

პოსტის ავტორი: modiliani Feb 7 2013, 10:55

ვინმეს გაქვთ ინფორმაცია, როდისტვის აღდგება "გდი" და როგორ უნდა გაკონტროლდეს რომ, ბრაკონიერები და უცოდინრები(ტყეში რომ არაა ნამყოფი, მარტო ხელფასი რომ უნდათ და ტალახის ზელა რომ ეზარებათ) არ მოხვდნენ მაგ სტრუქტურაში.

პოსტის ავტორი: gagrinski Feb 7 2013, 11:45

მარტის თვეში აღდგება დგი, ოღონდ სხვა სახელით. ჯერ შესაბამისი ცვლილება უნდა შევიდეს კანონში და ახალი რეგულაციები დაიწეროს.

პოსტის ავტორი: levani100 Feb 7 2013, 12:26

მე მეშინია არ მოხდეს ისე რომ ცვლილებები შევიდეს, მარტო სანადირო მეურნეობების სასარგებლოდ.
და ჩვენ არ დავრჩეთ გაღიმებულები, ვფიქრობ რომ საფრთხე არსებობს. აი გიორგის მინისტრთან შეხვედრის შემდეგ, უკვე
შეეტყობა საქმეს და მის ჩვენდა სასიკეთოდ გადაწყვეტის შანსებიც გამოიკვეთება.

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Feb 7 2013, 12:55

levani100
მეც ცუდათ გამკრა ისე მაგ იდეამ

ან ჩვენთვის შეიზღუდოს და ვინც გრიმიტობდა და არღვევდა ისევ იმათმა იგულავოს თაქვისი ქსივებით

პოსტის ავტორი: kajuberi Feb 7 2013, 13:17

თაგვმა თხარა თხარაო ეგრე არ მოგვივიდეს ჩვენ

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Feb 7 2013, 13:19

kajuberi
ამაზე უარესი რაღა უნდა იყოს

პოსტის ავტორი: kajuberi Feb 7 2013, 13:22

ციტატა(Chalimgela @ 7th February 2013 - 13:55) *
ჩვენთვის შეიზღუდოს და ვინც გრიმიტობდა და არღვევდა ისევ იმათმა იგულავოს თაქვისი ქსივებით


პოსტის ავტორი: ზახარა Feb 7 2013, 13:25

kajuberi
ეგ ფაქტორი ყოველთვის იყო და არც მაქვს იმედიი რომ ესენი რამეს გამოასწორებენ მაგ მხრივ newsmile045.gif

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Feb 7 2013, 13:28

ციტატა(zaxara @ 7th February 2013 - 14:25) *
ეგ ფაქტორი ყოველთვის იყო და არც მაქვს იმედიი რომ ესენი რამეს გამოასწორებენ მაგ მხრივ

და +ზოგადად მირჩევნაი 100 მა მაღალჩინოსანმა იბრაკონიეროს ვიდრე მთელმა ქვეყანამ

პოსტის ავტორი: kajuberi Feb 7 2013, 13:30

ჩვენ თუ შევიზღუდებით და ყველაფერი ისევ ისე იქნება აზრი?


ვნახოთ რა იქნება ძნელია ესე დასკვნების გაკეთება. მარა იმედია შემცირდება ეს ყველაფერი.



ვინც თევზაობს დენით დღისით მზისით იმას დამიჯერე "კრიშა" ყავს როგორ იქნება მაგის ამბავი არ ვიცი

პოსტის ავტორი: levani100 Feb 7 2013, 14:02

ზახარა ეგრევე უიმედობას არ უნდა მივეცეთ, უბრალოდ მეტი აქტიურობაა საჭირო სანამ "ცხელია." იქნებ
სახვა არხზეც შევეხოთ მაგ. მაესტროზე. დასანანია ზაზა ხუციშვილის გადაცემა ეხლა "დაგვხატავდა." ან იქნებ რომელიმე
თოქ-შოუში ან გადაცემაში ვერაა? მინისტრთან შეხვედრის მერე იქნებ გია ცაგარეიშვილს შევხვდეთ, პატარა ჯგუფი. მემგონიარ იქნება ცუდი.


პოსტის ავტორი: PREDATOR Feb 7 2013, 14:05

ციტატა(kajuberi @ Feb 7 2013, 14:17) *
თაგვმა თხარა თხარაო ეგრე არ მოგვივიდეს ჩვენ


+ 100

პოსტის ავტორი: megreli Feb 7 2013, 14:59

ციტატა(levani-asi @ 7th February 2013 - 15:02) *
პატარა ჯგუფი. მემგონიარ იქნება ცუდი.

თუ საშველი არ იქნა აქციები და მიტინგები ...გაშუქებაც იქნება და მეტი ყურადღება მედიისგან,ყველა კუთხიდან აგვყვება ხალხი ვისაც მართლა უნდა ცვლილებები,არამგონია მარტო დაგვტოვონ... newsmile039.gif

kajuberi
აბა რას ველოდოთ ?! უფრო უარესობისკენ მიდის საქმე... მოხდეს რაც მოსახდენია D.gif

ციტატა(kajuberi @ 7th February 2013 - 14:17) *
თაგვმა თხარა თხარაო ეგრე არ მოგვივიდეს ჩვენ


პოსტის ავტორი: kajuberi Feb 7 2013, 15:07

პირველ რიგში უნდა მოხდეს მიდნარების და ტბების კონტროლი არ მოხდეს დენით და ბადეებით თევზაობა.
მეორე უნდა დაიშვას მანვნებელ ცხოველებზე ნადირობა ცოტა რომ ამოისუნქოს ფრინველმაც და ნადირმაც.
უნდა აიკრძალოს "მანოკის" გამოყენება გარდა იხვისა.(რატომ იხვი მაგას გეტყვით თუ ვინმეს დააინტერესდება)

დანარჩენი მოგვარდება ყველაფერი ნელ ნელა.

გამკაცრდეს კონტროლი ლიცენზიებზე და იარაღზე? კი ბატონო იყოს მასე მარა ეს ლაპარაკი და დისკუსია არ მიდის მთავარ პრობლემადე.

ჩემი აზრით მოხდება კონტროლი იარაზე და ლიცენზიაზე მარა როგორც იყო ისე იქნება ყველაფერი.

პოსტის ავტორი: megreli Feb 7 2013, 17:10

ციტატა(kajuberi @ 7th February 2013 - 16:07) *
უნდა აიკრძალოს "მანოკის" გამოყენება გარდა იხვისა.(რატომ იხვი მაგას გეტყვით თუ ვინმეს დააინტერესდება)

მე მაენტერესებს და ჩემ აზრს გეტყვი,ნუთუ ვისაც ელ.მანოკი ექნება ეგ არ გამოიყენებს სხვა რამეზე?მე მართლა არ მჯერა რომ ისეთი პატიოსანი ხალხი ბევრი იქნება ვინც მარტო იხვზე გამოიყენებს მაგას... იხვზე ვისაც მანოკი უნდა ჩასაბერი მანოკით ინადიროს,ასეთი ნადირობა უფრო აზარტულია და რაღაც საფეხურზე ანვითარებს მონადირის კულტურას და შესაძლებლობებს... მე რაც მინახავს "ვიდეოები" უცხო ქვეყნებში შედეგიანად ნადირობენ ჩასაბერი მანოკით... იმასაც ვიტყვი რომ ბევრმა არ იცის როგორი ხმით უნდა მოიტყუოს იხვი და ტბაზე გასული რო ჩართავს მანოკს ათასნაირ ხმაზე აყვირებს,ზოგი აშინებს და ზოგს მოყავს... ჭკუას არავის ვასწავლი უბრალოდ რეალურს ვამბობ...
მე ვერ დაგეთანხმებით რომ მარტო იხვზე დაიშვას ელ.მანოკი... (ვერც გააკონტროლებენ მაგას)

პოსტის ავტორი: ალთაზარ Feb 7 2013, 17:16

ისე იდეა მომივიდა თავში ასეთი , სანამ ადამიანი გაიფორმებს სანადირო იარაღს , ჩაუტარდეს ტესტირება ნადირ-ფრინველთან დაკავშირებით , და მათზე ნადირობის წესებთან დაკავშირებით . ალბათ იკითხავთ რისთვის ... ახალბედა მონადირე რომელსაც ჯერ კიდევ მონადირეც არ ქვია და პირველად იღებს ხელში თოფს , და ისიც არ იცის თუ რომელი ფრინველი არის შესული წითელ წიგნში და რომლისთვის შეიძლება ცეხლის გახსნა newsmile05.gif

ამ იდეის არსი იმაში მდგომარეობს რომ მომავალ მონადირეს წარმოდგენა მაინც ექნება რომელი ფრინველი რომელია .ეცოდინება წესები მაინც ...

რაცხა უცნაურად ჩამოვაყალიბე ჩემი აზრი მემგონი მიხვდით D.gif

პოსტის ავტორი: Fishman Feb 7 2013, 18:18

megreli

კაჯუბერს მემგონი ზუსტად ჩასაბერ მანოკზე ჰქონდა საუბარი...

ალთაზარ

ციტატა(ალთაზარ @ Feb 7 2013, 18:16) *
ისე იდეა მომივიდა თავში ასეთი , სანამ ადამიანი გაიფორმებს სანადირო იარაღს , ჩაუტარდეს ტესტირება ნადირ-ფრინველთან დაკავშირებით , და მათზე ნადირობის წესებთან დაკავშირებით . ალბათ იკითხავთ რისთვის ... ახალბედა მონადირე რომელსაც ჯერ კიდევ მონადირეც არ ქვია და პირველად იღებს ხელში თოფს , და ისიც არ იცის თუ რომელი ფრინველი არის შესული წითელ წიგნში და რომლისთვის შეიძლება ცეხლის გახსნა newsmile05.gif

ამ იდეის არსი იმაში მდგომარეობს რომ მომავალ მონადირეს წარმოდგენა მაინც ექნება რომელი ფრინველი რომელია .ეცოდინება წესები მაინც ...

რაცხა უცნაურად ჩამოვაყალიბე ჩემი აზრი მემგონი მიხვდით D.gif


ლეონ-ბლექი


ელაპარაკე ეხლა ამას D.gif D.gif D.gif

პოსტის ავტორი: kupra Feb 7 2013, 20:45

ციტატა(kajuberi @ Feb 7 2013, 16:07) *
პირველ რიგში უნდა მოხდეს მიდნარების და ტბების კონტროლი არ მოხდეს დენით და ბადეებით თევზაობა.
მეორე უნდა დაიშვას მანვნებელ ცხოველებზე ნადირობა ცოტა რომ ამოისუნქოს ფრინველმაც და ნადირმაც.
უნდა აიკრძალოს "მანოკის" გამოყენება გარდა იხვისა.(რატომ იხვი მაგას გეტყვით თუ ვინმეს დააინტერესდება)

დანარჩენი მოგვარდება ყველაფერი ნელ ნელა.

გამკაცრდეს კონტროლი ლიცენზიებზე და იარაღზე? კი ბატონო იყოს მასე მარა ეს ლაპარაკი და დისკუსია არ მიდის მთავარ პრობლემადე.

ჩემი აზრით მოხდება კონტროლი იარაზე და ლიცენზიაზე მარა როგორც იყო ისე იქნება ყველაფერი.

100% vetanxmebi.gif

პოსტის ავტორი: PREDATOR Feb 7 2013, 21:23

ციტატა(kajuberi @ Feb 7 2013, 16:07) *
პირველ რიგში უნდა მოხდეს მიდნარების და ტბების კონტროლი არ მოხდეს დენით და ბადეებით თევზაობა.
მეორე უნდა დაიშვას მანვნებელ ცხოველებზე ნადირობა ცოტა რომ ამოისუნქოს ფრინველმაც და ნადირმაც.
უნდა აიკრძალოს "მანოკის" გამოყენება გარდა იხვისა.(რატომ იხვი მაგას გეტყვით თუ ვინმეს დააინტერესდება)

დანარჩენი მოგვარდება ყველაფერი ნელ ნელა.

გამკაცრდეს კონტროლი ლიცენზიებზე და იარაღზე? კი ბატონო იყოს მასე მარა ეს ლაპარაკი და დისკუსია არ მიდის მთავარ პრობლემადე.

ჩემი აზრით მოხდება კონტროლი იარაზე და ლიცენზიაზე მარა როგორც იყო ისე იქნება ყველაფერი.


არცისე დიდიხნის წინ ყოველ სამწელში საკუთარი იარაღის თავიდან გაფორმება რომ გვიწევდა ეგეც თუ აღსდგა და კიდევ კონტროლი თუ გაამკაცრეს და უბნისინსპექტორი სახლში თუ გადმომისახლდა ისედაც რომ მოდიოდა ისეც არმომწონდა და კიდევ თუ მოიფიქრეს სხვა კონტროლის მექანიზმი მე პირადად სულარმინდა მასეთი იარაღი. ნადირობასაც დავანებებ თავს და მერე რაცუნდათ ისუქნიათ.

პოსტის ავტორი: ნოსო Feb 7 2013, 22:19

მე შემიძლია დავადასტურო რომ მინისტრთა მთელი კაბინეტი არ დაზდევს პალიასტომში იხვს როგოც ცოტახნის წინ ბნელ დროში ხდებოდა. იმედია არ მოხდება ის რომ ვინც გულაობა იმისთვის გამარტივდება ყველაფერი და ჩვენთვის გართულდება რამე.

აქ მხოლოდ მედიას აქვს ძალა. სანამ არის საშუალება უნდა ვიმოქმედოთ ტელევიზიით შეიძლება რამე შევცვალოთ, თორემ რაც არ უნდა იმსჯელოს აღმოსავლეთის მოღვაწე ქართველთა დიდმა არმიამ სამონადირეო კულტურისა და ზნეობის ამაღლებაზე,(კონკრეტულად იხვზე მონადირე) კოლხეტის ტერიოტორიაზე მცხოვრები მონადირეებისათვის არაფერი შეიცვლება თუ მთელი საქართველონად არ შეიკრიბა ინფორმაცია და არ ჩამოყალიბდა ყველა რეგიონისათვის განკუთვნილი პრობლემების მოგვარების გეგმა.

მაგალითად მგლის პრობლემა სამეგრელოს ძირითადად არ აწუხებს.და აღმოსავლეთში კიდევ სულ სხვა სიტუაციაა.

პოსტის ავტორი: kajuberi Feb 8 2013, 08:58

megreli
იანვარში ვიყავით სანადიროდ დასავლეთში იხვზე წასულები.არც მანოკი არც ფარი არაფერი გქონდა.ჩემ ძმაკაცს წამოღებული ქონია დენიკინის დროინდელი პირის მანოკი 25 კაპიკი ეწერა ზედ.გავიყავით 2-2.დავიწყე ამ მანოკის ბერვა(ცხორებაში არ მქონია შეხება) და შედეგი მივიღეთ.ჩვენ ვესროდით ისინი ვერა .

როცა ტყეში ხარ შესული იქ რომ არ გამოიყენო მანოკი შანსი გაქვს -მინუს უსასრულობა. მთელი ევროპა პირის მანოკით ნადიროს და ისინი არ არიან ბრაკონიერები და ჩვენ ვართ? იხვი შემვა და წავა .კაკაბმა რა ქნას ?ხოხობმა რა ქნას? რო დაიწყებენ ჩემ დროს ამდენი იყო ჩემ დროს იმდენი იყო? ხომ იყო?ეხლა 1 ცალს თუ ნახავ.2 წელში ვერაფერს ნახავ.ესე მოხდება ყველაფერზე.კომუნისტები დებილები არ იყვნენ.აიღეთ რუსეთი რამდენი დაცული მდინარე აქვთ.ტბები და ასე შემდეგ.
ჩვენ რა გვაქვს?რომელი მდინარეა ხელშეუხებელი?ვინმე იღებს სინჯებს ?ექსპედიციებს ატარებს? ციცოს პონტია დღეს ამათ ჩვენი მახრა სულ სირზე კიდიათ.

როგორ ფიქრობთ თბილისიდან წასული კაცი (არ აქვს ქალაქას მნიშვნელობა) დასავლეში სანადიროდ გაუფორმებელი თოფით წავა და 10 ლარიან ლიცენზიას ვერ აიღებს? აქ სხვა რამეა პრობლემა .იარაღზე კონროლის მოხდენა ეს არის მე 10 ხარისხოვანი ჩემი აზრით.ჯერ რაც არის პრობლემა ეგ უნდა მოგავრდეს.ყველაფერს ერთიანად ვერ გააკეთებენ.აქ საქართველოა ცოტა ისეთი ხალხი ვართ ქართველები და ჩვენი მენტალიტეტი სხვა არის.მარა სანადიროდ განხრით ჩვენ შორს ვერ წავალთ.

პოსტის ავტორი: ჩელე Feb 8 2013, 09:09

ეხლა მე დიდად ჩახედული არ ვარ მაგ საკითხში, მაგრამ მამაჩემს სულ ჰქონდა ჩასაბერი მანოკი იხვზე სანადიროდ. იდეაში ეგ რომ აკრძალული ყოფილიყო, მონკავშირში კომუნისტების დროს არ გაიყიდებოდა, თან 25 კაპიკად.

პოსტის ავტორი: kajuberi Feb 8 2013, 09:11

ჩელე
ჩელეს შემოვევლე მთელი ევროპა და მსოფლიო მაგით ნადირობს და საქართველოს ბევრი აკლია იქამდე მისასვლელად.5 საათი ვბერე და 2 დღე ტუჩები მიბჯუოდა მარა ქონდა აზარტი და მუღამი თან დიდი newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ჩელე Feb 8 2013, 09:16

kajuberi

ჰოდა მაგას ვამბობ მეც. მაგრამ ეხლანდელ დროში ყველაფერი ადვილად გვინდა მოვიპოვოთ და მივიღოთ. ეგ არის ჩვენი დიდი პრობლემა და არ ვუყურებთ ,,დალშე,, რას ვაზიანებთ და რას არა..... ზუგადად დაიკარგა ყველაფრის კულტურა, აღარც ხათრი, აღარც მორიდება და უკვე აღარც შიში. ფაქტია ეს მიდგომები უნდა შეიცვალოს.

პოსტის ავტორი: levan81 Feb 8 2013, 09:51

ციტატა(chele @ 8th February 2013 - 10:09) *
მთელი ევროპა პირის მანოკით ნადიროს და ისინი არ არიან ბრაკონიერები და ჩვენ ვართ?

ციტატა(chele @ 8th February 2013 - 10:09) *
მაგრამ მამაჩემს სულ ჰქონდა ჩასაბერი მანოკი იხვზე სანადიროდ. იდეაში ეგ რომ აკრძალული ყოფილიყო, მონკავშირში კომუნისტების დროს არ გაიყიდებოდა, თან 25 კაპიკად.

ელქტრო მანოკებია პრობლემა, თორემ ჩასაბერი ვის რას უშლის newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ნოსო Feb 8 2013, 12:02

ჩასაბერ არავინ კრძალავს, არის ხალხი ვინც პირით აკეთებს იხვის ხმის იმიტაციას და მათაც ავუკრძალოთ ლაპარაკი ბარეღამ.არასწორი ინფორმაციაა ეგ. ელექტროზე არის აკრძალვა

პოსტის ავტორი: game 91 Feb 8 2013, 12:26

ციტატა(ალთაზარ @ Feb 7 2013, 18:16) *
ისე იდეა მომივიდა თავში ასეთი , სანამ ადამიანი გაიფორმებს სანადირო იარაღს , ჩაუტარდეს ტესტირება ნადირ-ფრინველთან დაკავშირებით , და მათზე ნადირობის წესებთან დაკავშირებით . ალბათ იკითხავთ რისთვის ... ახალბედა მონადირე რომელსაც ჯერ კიდევ მონადირეც არ ქვია და პირველად იღებს ხელში თოფს , და ისიც არ იცის თუ რომელი ფრინველი არის შესული წითელ წიგნში და რომლისთვის შეიძლება ცეხლის გახსნა newsmile05.gif

ამ იდეის არსი იმაში მდგომარეობს რომ მომავალ მონადირეს წარმოდგენა მაინც ექნება რომელი ფრინველი რომელია .ეცოდინება წესები მაინც ...

რაცხა უცნაურად ჩამოვაყალიბე ჩემი აზრი მემგონი მიხვდით D.gif

და სანადირო და არასანადირო იარაღს შორის ზღვარი როგორ უნდა გავავლოთ? ჩემი აზრით მასეთი ტესტი ნადირობის ლიცენზიის პირველი აღებისას უნდა ჩააბაროს დამწყებმა, ანუ სანამ ლიცენზიიას აიღებდეს ჩააბარებს ტესტს, ხოლო ლიცენზიის აღებისას წარადგენს შესაბამისი ტესტის წარმატებით ჩაბარების დამადასტურებელ მოწმობას, შემდგომ წლებში ლიცენზიის აღებისას, კი აღარ მოუწევს. ასევე გარკვეული დროის მაგლიტად 5-10 წლამდე ლიცენზიას თუ არ აიღებს პირი (ანუ არ ნადირობს) ისევ ხელთავიდან მოუწიოს აღნიშნული ტესტირების გავლა.
იარაღის გაფორმებას კი რაც შეეხება მის შეძენამდე ჩემი აზრით ელემენტარული რამე მაინც უნდა იცოდეს ადამიანმა. ბევრი მინახავს იარაღიდან სროლაზე გიჟდება მარა, გადატენვა არ იცის.
მაგალითად მამაჩემმა, რომელიც ახალგაზრდობაში ხშირად ნადირობდა ხოლმე და სანადიროს გარდა სხვა იარაღთანაც ქონდა შეხება, (თავად გარე ჩამახიანი ტულა ქონდა), შიდაჩახმახიანი თოფის ჩახმახის დაშვება როგორ ხდებოდა არ იცოდა.

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Feb 8 2013, 12:28

ციტატა(ნოსო @ Feb 8 2013, 13:02) *
ჩასაბერ არავინ კრძალავს, არის ხალხი ვინც პირით აკეთებს იხვის ხმის იმიტაციას და მათაც ავუკრძალოთ ლაპარაკი ბარეღამ.არასწორი ინფორმაციაა ეგ. ელექტროზე არის აკრძალვა


ჩასაბერი ნებისმიერი მანოკი დასაშვებია. აკრძალულია მხოლოდ ელექტრო მანოკი

პოსტის ავტორი: megreli Feb 8 2013, 12:39

kajuberi
მეც მომხრე ჩასაბერი მანოკის უბრალოდ შენ პოსტში არ იყო დაკონკრეტებული ჩასაბერი თუ ელექტრო...

ციტატა(kajuberi @ 8th February 2013 - 10:11) *
ჩელეს შემოვევლე მთელი ევროპა და მსოფლიო მაგით ნადირობს და საქართველოს ბევრი აკლია იქამდე მისასვლელად.5 საათი ვბერე და 2 დღე ტუჩები მიბჯუოდა მარა ქონდა აზარტი და მუღამი თან დიდი

ამ ზამთარს მე ვიყიდე (მართალია ისეთი ხარისხის არ იყო როგორც ამერიკული მაგრამ) ჩაბერვა და ხმის იმიტირება ადვილად ვისწავლე yuotube-ზე ბევრი ვიდეო დევს სასწავლო და ძალიან მარტივია newsmile05.gif

მე პირიქით გამიხარდება რაც უფრო პოპულარული გახდება ჩასაბერი მანოკით ნადირობა,სხვა ქვეყნებში ტურნირებიც იმართება newsmile027.gif

პოსტის ავტორი: levan81 Feb 14 2013, 17:45

http://postimage.org/
http://postimage.org/

ბრაკონიერი ლაგოდეხის ნაკრძალში.
ისე საინტერესოა, როგორ უნდა მოახდინონ ამის იდენტიფიკაცია?

პოსტის ავტორი: Fishman Feb 14 2013, 17:47

levan81

ვითომ კაცია მანდ? thinking.gif

პოსტის ავტორი: levan81 Feb 14 2013, 17:50

Fishman
მართალი რომ გითხრა ზუსტად ვერც მე გავარჩიე newsmile05.gif , მაგრამ ბრაკონიერის სახელით გავრცელდა ეს ფოტო.

პოსტის ავტორი: Fishman Feb 14 2013, 17:53

levan81

რავი აბა. ცოტა იმას გავს ღრუბელი რო რაღაც ფორმას მიიღებს და სასწაული გამოისახაო რო ამბობენ D.gif ეგეთი რა კომუფლირება აქვს რო ვერ გაგვირჩევია ხისგან D.gif

პოსტის ავტორი: levan81 Feb 14 2013, 17:57

http://postimage.org/
http://postimage.org/
http://postimage.org/
http://postimage.org/
http://postimage.org/
http://postimage.org/
http://postimage.org/
http://postimage.org/

აი სხვა ფოტოებიც ვნახე

პოსტის ავტორი: levan81 Feb 14 2013, 18:01

ესეც ლინკი. ჯარიმა წესით ბევრად დიდი უნდა იყოს, რომ სხვებს დააკარგვინოს იგივეს განმეორების სურვილი. ზოგისთვის 1500 ლარი ბევრს არაფერს წყვეტს და ღირს იმათთვის რისკზე წასვლა.

http://www.heretifm.com/?2%2F12540%2F%E1%83%A4%E1

პოსტის ავტორი: Fishman Feb 14 2013, 18:16

levan81


ვააა რა კარგად მოუწყვიათ ხეზე ჩასასფრებელი D.gif დაუჭერიათ კიდევაც ეგენი. ონლაინ რეჟიმში აგზავნის სურათებს და ეგრევე ტყეშივე დაუკავებიათ D.gif

პოსტის ავტორი: megreli Feb 14 2013, 19:49

facebook-ze "დაცული ტერიტორიების სააგენტო"ს გვერდზეა ატვირთული ეს მასალები,ვიდეოც დევს რამდენიმე...
კარგი მეთოდია ბრაკონიერებთან საბრძოლველად newsmile027.gif

პოსტის ავტორი: ჰერცოგი Feb 14 2013, 20:03

ნამდვილად კარგი მეთოდია მაგრამ ძვირი სიამოვნებაც არის ამავდროულად

პოსტის ავტორი: game 91 Feb 14 2013, 20:19

ნაკრძალში კიდევ რაუჭირს, სანადირო ტერიტორიებზე ამოწყვიტეს და გადააშენეს ტო ყველაფერი, თორემ ლაგოდეხში ესე ჩუმი გადაპარვა იმდენს არაფერს აშავებს რასაც მეფარეები და მემანოკეები ჩვეულებრივ სანდირო ტერიტორიებზე.

პოსტის ავტორი: gagrinski Feb 14 2013, 22:36

მე უფრო მგონია რომ ეგ ადამიანი გარკვეული გარიგების საფუძველზეა შესული ნაკრძალში, თუ მართლა ბრაკონიერია???!!! ამას ჩემი 9 წლიანი სატელევიზიო გამოცდილებიტ გეუბნები, თუ ბრაკონიერია, შესაბამისად ნაკრძალში როგორც წესი იშვიათი გამონაკლისების გარდა ყველა ფოტო და ვიდეო ხაფდანგის წერტილები ასეთმა ტიპებმა ზეპირად იციან.
ჩვენ მეორე უბედურება გვჭირს-ახლობლობა და ძმობით ამბავი უნდა დამთვარდეს როცა კანონის დაცვაზეა საუბარი. ვისაც როგორ უნდა ისე გაიგოს მაგრამ მე ეგრე მიმაჩნია.
იმ დღევანდელი რეპორტაჟით არ დამიმთავრებია ამბავი და სანამ ცოცხალი ვიქნები(გთხოვთ ამ სიტყვებს პათეთეიკაში ნუ ჩამომართმევთ) იმისთვის ვიბრძოლებ და რამდენადაც მექნება შესაძლებლობა რეპორტაჟებსაც გავაკეთებ რომ საქართველოში ბრაკონიერობა აღმოიფხ**ას, არავის არ დავინდობ და ყველას სახეს ვაჩვენებ, ამისკენ ჩემმა რეპორტაჟმაც მიბიძგა, ადამიანი რომელიც მეტყვის მერე რა რომ აკრძალულია ერთი ხოხობი მოვკალი არასანადირეო მეურნეობაში და მერე რაო, ყველას ვაჩვენებ. რამდენიც უნდა იმდენი მაგინონ. მეყოფა ისიც რაც დაკარგა ჩვენმა თაობამ.(ვგულისხმობ ოკუპირებულ რეგიონებს-თრუსოს ხეობის უმაგრეს სანადირო ადგილებს და აფხაზეთს)
მე ნებისმიერი მონადირის ადგილას ფიცს დავდებდი-ის რაც ჩვენი ბუნების სიმდიდრეა არ ვესვრი სანამ იმ რაოდენობით არ მომრავლდება რომ ნადირობა დაიშვას.
ეს ყველაფერი მხოლოდ იმიომ დავწერე რომ მჯერა და დავინახე რომ ამ კლუბში არიან ადამიანები ვისაც რაც ზემოტ დავწერე ეს მართლა უნდათ.
პატივისცემით დათო კაკულია
პ/ს/ მაპატიეთ თუ თავი შეგაწყინეთ

პოსტის ავტორი: ჰერცოგი Feb 14 2013, 22:47

gagrinski
ეგრეც უნდა გააკეთოს ყველა ამ ქვეყნის შვილმა და ვისაც ეს ესმის მე მზადავარ, რომ საერთოდ აღარ ვინადირო უკვე ვხედავ რომ აზრი აღარ აქვს სადამ ეს ყველაფერი მწყობრში არ ჩადგება მეტიც მეშინია კიდეც, რომ არ გადაშენდეს ისიც რაც კიდევ არის დარჩენილი ცოტა რაოდენობით და დავეხმარო ამ სფეროს აღორძინებას რითაც შემეძლება და როგორც გამომივა

პოსტის ავტორი: საბო Feb 14 2013, 22:49

gagrinski

ჯიგარი ხარ დავით ძმაო, ღმერთმა ხელი მოგვიმართოს ყველას, ყველა კეთილ საქმეში.

პოსტის ავტორი: gagrinski Feb 14 2013, 23:02

გაიხარეთ მეგობრებო, სიმართლე გითხრათ ამ კლუბმა და ფორმუმმა მიბიძგა ამ ყველაფრისკენ, ადრე მხოლოდ ჩემთვის ვიყავი და ცოდვა გამხელილი სჯობს არც ამსმედია სწყალობს ესეთ თემებს სამწუხაროდ, ეგ არაფერი მე მაინც მჯერა რომ ყველაფერი მოგვარებადია და ყვლე ერთად ამ პრობლემას მოვუვლით, მთავარაია მონდომება. ჩემი იდეაა რაღაც კონკრეტულით დავიწყოთ-მაგალითადა კოლხური ხოხობის გადარჩენი ფონდით, შიძლება ვბოდავდე, მაგრამ მიმაჩნია რომ სამომავლოდ ეს ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი ტურისტულ-სამონადირეო ბიზნესი იქნება საქართველოში.

პოსტის ავტორი: ზახარა Feb 14 2013, 23:07

gagrinski
გნოლზე უფრო საგანგაშო მდგომარეობა ვიდრე ხოხობზე სამწუხაროდ newsmile045.gif არადა მეძებრებისთვის მისწრებაა გნოლზე დაგეშვა

პოსტის ავტორი: gagrinski Feb 14 2013, 23:12

ზახარა

გეთანხმები, მე მგონია რომ უნდა ვიმოქმედოთ, თანაშემწეებს ამ საკითხში და სპონსორებს ვეცდები მოვიძიო

პოსტის ავტორი: ჰერცოგი Feb 14 2013, 23:12

ჩემის აზრით გნოლი, კაკაბი და ხოხობის პოპულაზაცია უნდა მოხდეს და ეტაპობრივად გაშვება და კონტროლი დღემდე ვეძებ სპონსორს, მარამ ეს თემა არცეთ ბიზნესმენს არ ესმის ყველა ელოდება პირველ წელსვე მოგებას და ამ თემასთან დაკავშირებით ბევრი საჩოთირო საკხია

პოსტის ავტორი: gagrinski Feb 14 2013, 23:13

მე ვფიქრობ რომ არასამთავრობოების დახმარებით უფრო მოგვარებადია ეგ საკითხი

პოსტის ავტორი: alika77 Feb 14 2013, 23:28

ციტატა(ჰერცოგი @ Feb 15 2013, 00:12) *
ჩემის აზრით გნოლი, კაკაბი და ხოხობის პოპულაზაცია უნდა მოხდეს და ეტაპობრივად გაშვება და კონტროლი დღემდე ვეძებ სპონსორს, მარამ ეს თემა არცეთ ბიზნესმენს არ ესმის ყველა ელოდება პირველ წელსვე მოგებას და ამ თემასთან დაკავშირებით ბევრი საჩოთირო საკხია

გაშვება რად უნდა 2 წელი მართლა რომ აიკრძალოს და კონტროლი დაწესდეს მაგათ მოკვლაზე მაგრად გამრავლდება

პოსტის ავტორი: ჰერცოგი Feb 14 2013, 23:30

alika77

თუ გინდა რომ კარგად გამრავლეს და ლიცენზიები გაიცეს წესით და კანონით უნდა გაუშვა ფრინველიც საკვებურიც დაუდგა და მინდვრები და სავარგულები არ უნდა მოუწამლო შხამ-ქიმიკატებით

პოსტის ავტორი: alika77 Feb 14 2013, 23:34

ციტატა(hercogi997 @ 15th February 2013 - 00:30) *
საკვებურიც დაუდგა და მინდვრები და სავარგულები არ უნდა მოუწამლო შხამ-ქიმიკატებით

ეგ თავისთავად

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Feb 15 2013, 06:43

ციტატა(gagrinski @ Feb 15 2013, 00:13) *
მე ვფიქრობ რომ არასამთავრობოების დახმარებით უფრო მოგვარებადია ეგ საკითხი

დღეს არ არსებობს სამაგისო არასამთავრობო, და რაც არსებობს მაგათი წყალობითაა რომ მგელზე ნადირობა არ შეიძლება. არა სამთავრობო ჩალიჩობს გრანტს და არა რეალურ საქმეს.

პოსტის ავტორი: Bonehill Feb 15 2013, 07:31

gagrinski
პატივს ვცემ შენს შრომას და მონდომებას !

პოსტის ავტორი: ნუკრიMax Feb 15 2013, 12:26

ციტატა(Chalimgela @ 15th February 2013 - 07:43) *
დღეს არ არსებობს სამაგისო არასამთავრობო, და რაც არსებობს მაგათი წყალობითაა რომ მგელზე ნადირობა არ შეიძლება. არა სამთავრობო ჩალიჩობს გრანტს და არა რეალურ საქმეს

მეც მანდ ვარ, ეხლა მაინც შეიძლება რამე გრანტის მიღება და რეალურად საკმის გაკეთება, არის სამაგისო პროგრამა და ცოტა თუ ტრაკს გავანძრევთ, შეიძლება საკმის გაჩარხვა...

პოსტის ავტორი: kupra Feb 15 2013, 12:30

ციტატა(ჭალიმგელა @ Feb 15 2013, 07:43) *
დღეს არ არსებობს სამაგისო არასამთავრობო, და რაც არსებობს მაგათი წყალობითაა რომ მგელზე ნადირობა არ შეიძლება. არა სამთავრობო ჩალიჩობს გრანტს და არა რეალურ საქმეს.

vetanxmebi.gif 100%

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)