თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ კანონმდებლობა, ბრაკონიერები, გდი _ საქართველოს წითელი ნუსხა!

პოსტის ავტორი: ბესო Dec 1 2009, 16:28

ვისაც გაინტერესებთ აქ არის: http://red-list.ge

ვინ მუშაობს ამ გვერდზე არ ვიცი, მაგრამ დამაკმაყოფილებელ მდგომარეობასთან ახლოსაც, რომ არ არის ფაქტია...

ან ლელიანის კატას რა უნდა ამ სიაში, ან ვეფხვს რა ესაქმება საქართველოსთან, ან აფთარმა რა დაკარგა და რას ეძბეს... newsmile038.gif
მოკლედ დომხალია რა და ყველაზე ცუდი ის არის, რომ ერთხელ რომ მოათავსებ იქ რაღაცას, მერე მისი ამოღება გაეროს დონეზე უნდა გადაწყდეს ლამის...

ან დასურათებული, რატომ არ არის?

ან ატლანტურ ზუთხს რა ესაქმება შავ ზღვაში...

ან კალმახს რა უნდა წითელ წიგნში...

მოკლედ რა...

პოსტის ავტორი: გიორგი Dec 1 2009, 16:30

თევზი ცხოველი ყოფილა და რას ერჩი newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif

პოსტის ავტორი: ბესო Dec 1 2009, 16:40

თევზიც ცხოველია, ამფიბიაც, კიბოსნაირებიც და მოლუსკიც. ბოლოში რომ ვიპოვე ძუძუმწოვრები გამიკვირდა აღარ მქონდა იმედი, რომ ცხოველებში ჩაითვლებოდნენ newsmile035.gif newsmile035.gif

გაგიჟდება ადამიანი...

კეთილშობილი ირმის სურათი არ დევს და ამხელა საიტზე მარტო აფთარის სურათია...

თან რა ლამაზად მიუთითებიათ სად არის ირემი შემორჩენილი... newsmile089.gif newsmile089.gif

აფთარზე უწერიათ ძირითადი საშიშროება არის ბრაკონიერობაო... რომელი დადიხართ ხოლმე აფთარზე სანადიროდ გამოტყდით ეხლა!!! newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif

პოსტის ავტორი: akela1954 Dec 1 2009, 20:54

დურაჯი არ ყავთ შეყვანილი ნუსხაში. სულ შვიდი ბუდე ვიცოდი 80 წლებში.
ისე ამის კითხვა ნერვების გლეჯვაა. ნუსხაში მოსახვედრად ცხოველებს და ფრინველებს ლობი ჭირდებათ. ნეკრესის სახეობებს ეტყობათ რომ პატრონი ყავთ (სურათები და არეალები რუკაზე პროფესიონალურად არის მითითებული)
სვანეთი,რაჭა-ლეჩხუმი სულ უკალმახოთაა დარჩენილი (5-6 წერტილითაა საქართველოში კალმახი მონიშნული) ეგეთი მონაცემებით ნამდვილად წითელი წიგნის "შავ"გვერდზეა ჩასაწერი.
ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა,რომ "დედ ლაინმა"მოუსწროთ. ამის წამკითხავი და გამგები მაინც არავინ დარჩაო და "პროდუქტი"დადეს.
ამ მეცნიერებთან სამონადირეო საქმეზე საუბარი არ გამოგვივა.

პოსტის ავტორი: შალვა Dec 1 2009, 21:20

აუ რა უმუშავიათ! ის ნახეთ კრავიჭამია რატომ შეიყვანეს წითელ წიგნში? ფორმულირებაზე ვიხალისე: საქართველოში სამთო სათხილამურო სპორტის და ვერტმფრენების ფრენას მთათუშეთში გადაშენების პირას მიუყვანია ეს საწყალი! ალბათ ალპებში სამთო კურორტებზე ბეღურები ყავთ წითელ წიგნში შეყვანილი, კრავიჭამია კიარა გრანტიჭამიის ახალი ჯიში შექმნეს ,,ჩვენმა" მოწინავე ბუნების დამცველებმა.

პოსტის ავტორი: ლევანი Dec 1 2009, 23:50

მერე არ შეიძლება????...მაგ ყველაფერს..თავი მოვუყაროთ..და გადავუგზავნოთ......კიმარა...წითე

პოსტის ავტორი: ვიტო Dec 2 2009, 08:57

ციტატა
კომისია შედგება მუდმოვმოქმედი წევრებისგან, რომლებიც სამეცნიერო პუბლიკაციების და სხვა ექსპერტების თუ ორგანიზაციების დახმარებით, ადგენს საქართველოში გავრცელებულ მცენარეთა და ცხოველთა სახეობების საერთო ნუსხას, საიდანაც შესაბამისი კრიტერიუმებით შეირჩა სახეობები წითელი ნუსხისათვის.


ნეტა ესე რატომ?

პოსტის ავტორი: ბესო Dec 2 2009, 09:24

ციტატა(ვიტო @ Dec 2 2009, 09:57) *
ნეტა ესე რატომ?


ნუ მაგაში, თუ ის იგულისხმება, რომ ეგ წევრები არ იცვლებიან, მაშინ შტამომავლობით ერგოთ ეტყობაnewsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif

პოსტის ავტორი: ლევანი Dec 2 2009, 11:35

ციტატა(vito @ 2nd December 2009 - 09:57) *
ნეტა ესე რატომ?

ხალხნო..რატო გიყვართ ყველაფრის დამძიმება???...მუდმივმოქმედი..ნიშნავს...არა დროებით დაქირავებულს....ხოლო არსებობენ კიდევ..დროებით დაქირავებულები.. მაგალითად ის გერმნელი. და სადაც ეგ მუდმივმოქმედი ეწერა...იქვე იყო მითითებული...2009 წლის მდგომარეობითო... ეგ რასაც ნიშნავს..არ არის რთული მისახვედრი.

პოსტის ავტორი: akela1954 Dec 3 2009, 00:01

ციტატა(vito @ 2nd December 2009 - 09:57) *
შესაბამისი კრიტერიუმებით შეირჩა სახეობები წითელი ნუსხისათვის.

ნეტა რა ისეთი კრიტერიუმებია, რომ კალმახმა დააკმაყოფილა და დურაჯმა ვერ დააკმაყოფილა. არც გნოლის საქმეა უკეთესად.
ვიტო
ბესო

იქნებ ვთხოვოთ სამინისტროს და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებამ თვეში ერთხელ ან, როგორც მოუხერხდებათ (თუ უფრო ხშირად იქნება ჩვენ უარზე არ ვიქნებით), დაგროვილ კითხვებზე პასუხი გაგვცენ. კარგი იქნება თუ ამ საქმეში კომპეტენტურ ექსპერტებს ჩართავენ იმ მუდმივმოქმედი კომისიიდან მეტი დამაჯერებლობისთვის. ალბათ მარტო თხოვნის კი არა, მოთხოვნის უფლებაც გვაქვს.

ძებნაში დრო, რომ არ დაკარგონ ახალი თემაა საჭირო, "კითხვა სამინისტროს" ან რამე მაგის მაგვარი. ყველა კითხვამ ადმინების და საზოგადოების ცენზურა უნდა გაიაროს კომპეტენტურობაზე და კორექტულობაზე. მოპასუხე მხარეს ერთი რამე უნდა ვთხოვოთ; ყველასათვის გასაგები ენით და ტერმინებით გვიპასუხონ, რადგან ჩვენ არ ვართ ვიწრო დარგის სპეციალისტები და ინგლისურიც ყველამ არ ვიცით აკადემიურ დონეზე (ეხება წითელი ნუსხის კატეგორიების და ხარისხების აბრავიატურას). ნუსხა ქართველებმაც უნდა წაიკითხონ?

კლუბის წევრების და გულშემატკივრების აზრიც თუ ემთხვევა ჩემს ნათქვამ - დაწერილს, გავაკეთოთ ეს საქმე.


პოსტის ავტორი: ლევანი Dec 3 2009, 00:20

akela1954
ორივე ხელით ვუჭერ მხარს.....თუ ეგ საქმე ეგრე გამოვიდა....მართლა წინგადადგმული ნაბიჯი იქნება და რეალურად დაწყებული საქმეც...სწორედ მაგას ვიძახი ამდენიხანია....სადაც კითხაა დასასმელი..დავსვათ...ხოლო სადაც პასუხი მოსათხოვი...მოვითხოვოთ. ამისი სრული უფლება გვაქვს.

პოსტის ავტორი: ნოსო Dec 3 2009, 10:07

akela1954
მეც 2 ხელით ვუჭერ მხარს,ოღონდ როგორც ჩვენი კითხვები უნდა იყოს ობიექტური და გასაგები ,ანალოგიურად მათი მხრიდან,თორემ ზოგჯერ გეტყვიან რაღაცას, დაფიქრდები ,ბუნდოვანია და ბოლოს მაიცნ ვერარკვევ მართალი გითხრა თუ ტყუილიnewsmile05.gifnewsmile05.gifროგორც ერთერთ შეხვედრაზე გვითხრე რომ ტურა არ ჭამს ხოხბის კვერცხს,
ასეთ დროს მორალური უფლება არა გაქ შეეწინააღმდეგო, ჭაღარას უნდა ვცე პატივის,მე რომ დავიბადე იმან ჩემდენი ისწავლა მშინ დაnewsmile05.gifnewsmile05.gif newsmile090.gif



მოკლედ: დაბოლებას ვერვიტან!!!

პოსტის ავტორი: ლევანი Dec 3 2009, 12:52

ციტატა(giorgixomeriki @ 3rd December 2009 - 11:07) *
ოღონდ როგორც ჩვენი კითხვები უნდა იყოს ობიექტური და გასაგები

აი მთავარი ეგ არის, რომ ჩვენი კითხვები იყოს ობიექტური...და კომპეტენტური...იმათ პასუხს..დავამუშავებთ და თუ რამეა ხურდას დავაბრუნებთ....მოკლედ...ჯანსაღი.
.ოპონირებაა საჭირო..და არა სხვა რამე.

პოსტის ავტორი: ბესო Dec 3 2009, 23:45

akela1954

ვეცდებით მათ დაყოლიებას! newsmile05.gif

პოსტის ავტორი: AlekoN Dec 4 2009, 22:31

პატივცემულ ეროვნულ კომისიას შევეკითხები - დასავლეთკავკასიური ჯიხვის გვერდზე რატომ დევს აღმოსავლეთკავკასიურის ფოტო?!

პოსტის ავტორი: ბესო Dec 4 2009, 23:50

ციტატა(AlekoN @ Dec 4 2009, 23:31) *
პატივცემულ ეროვნულ კომისიას შევეკითხები - დასავლეთკავკასიური ჯიხვის გვერდზე რატომ დევს აღმოსავლეთკავკასიურის ფოტო?!


newsmile035.gif შენც კითხე რა ექსპერტებს newsmile035.gif newsmile035.gif

პოსტის ავტორი: გიორგი Dec 5 2009, 00:06

AlekoN

აუ შენც მაგარი კითხე newsmile035.gif newsmile035.gif იციან რო ??? newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif

პოსტის ავტორი: akela1954 Dec 5 2009, 00:43

ბესო ვეცდებით მათ დაყოლიებას!

მადლობა გარჯისათვის.
ეგეც ტესტი იქნება მომავალი კონსტრუქციული ურთიერთობის სურვილზე.

პოსტის ავტორი: ბესო Dec 5 2009, 11:38

ციტატა(akela1954 @ Dec 5 2009, 01:43) *
ბესო ვეცდებით მათ დაყოლიებას!

მადლობა გარჯისათვის.
ეგეც ტესტი იქნება მომავალი კონსტრუქციული ურთიერთობის სურვილზე.


კი ბატონო - ფორუმზე გაცნობებთ თუ რაიმე შედეგს მივაღწევთ newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ლევანი Dec 5 2009, 12:21

ციტატა(kote @ 5th December 2009 - 01:43) *
მადლობა გარჯისათვის.
ეგეც ტესტი იქნება მომავალი კონსტრუქციული ურთიერთობის სურვილზე.

ძალიან დიდ ბოდიშს ვიხდი..მაგრამ ალბათ ჩვენი მხრიდანაც კონსტრუქციული მიდგომაა საჭირო მაგ შემთხვევაში....
ციტატა(Beso @ 5th December 2009 - 00:50) *
შენც კითხე რა ექსპერტებს

ეს....
ციტატა(dubidubiduu @ 5th December 2009 - 01:06) *
აუ შენც მაგარი კითხე იციან რო ???

და ესეც...მეეჭვება კონსტრუქციულობაში გადიოდნენ....მე რომ ვიყო იმათი წარმომადგენელი...ამის წამკითხველს(და კიდე ბევრი სხვა რამისაც)..არანაირი სურვილი არ მექნებოდა ურთიერთობის......ეს ყველაფერი ჩემთვის გასაგებია..მაგრამ ჩემი წინადადებაა....ყველა კითხვა დავსვათ...კონსტრუქციული ნორმის ფარგლებში....თუნდაც ყველაზე მწვავე......მე მგონია უფრო გამოვა საქმე..

პოსტის ავტორი: გრიზლი Dec 5 2009, 17:52

აი მწერები თუ წითელ წიგნში იყვნენ ნამდვილად არ მეგონა რა newsmile01.gif newsmile01.gif newsmile01.gif newsmile01.gif newsmile01.gif

ისე დაიმახსოვრეთ შემტხვევით ალპური ხარაბუზა თუ შემოგიფრინდათ სახლსი იცოდეტ ბუზის საკლავი არ დაარტყათ თორემ ციხე არ აგცდებათ newsmile051.gif newsmile051.gif newsmile051.gif newsmile051.gif

პოსტის ავტორი: გიორგი Dec 6 2009, 19:10

ციტატა(levani @ 5th December 2009 - 13:21) *
და ესეც...მეეჭვება კონსტრუქციულობაში გადიოდნენ....მე რომ ვიყო იმათი წარმომადგენელი...ამის წამკითხველს(და კიდე ბევრი სხვა რამისაც)..არანაირი სურვილი არ მექნებოდა ურთიერთობის......ეს ყველაფერი ჩემთვის გასაგებია..მაგრამ ჩემი წინადადებაა....ყველა კითხვა დავსვათ...კონსტრუქციული ნორმის ფარგლებში....თუნდაც ყველაზე მწვავე......მე მგონია უფრო გამოვა საქმე..


კაი რა ლევან რა.... კაკოი პრივეტ - ტაკოი ოტვეტ ! კი, შეიძლება ვიღაცას ეწყინოს კიდევაც, მაგრამ მოდი რა ამ საქმეს სხვანაირად შევხედოთ !!!!!!! ჩვენ არ გვწყინს !?!?!?!? ასეთ უაზრო წესებში რომ გვიწევს ყოფნა ??? თუ ვინმეს რამე ეწყინა -მოვიდეს და თქვას აქ და თუ ობიექტურად ახსნის რატოა ეს წითელი ნუსხა ასეთი უაზრო - სახალხოდ მოვუხდი ბოდიშს !! ამ სფეროში არსებული პრობლემების 30% მაინც რომ იყოს გადაწყვეტილი - ეს თემა კი არა, ეს განყოფილებაც კი დაკარგავდა თავის აქტუალობას და საერთოდ არ იარსებებდა....

იმ ხალხს ბიუჯეტიდან უხდიან ფულს, ანუ ჩვენი გადასახადებიდან იღებენ ხელფას და ასეთ ნაშრომს რომ დაგიდებენ მაგიდაზე - მაქვს უფლება რომ ცოტა გავიხუმრო კიდევაც და ცოტა ცინიკურადაც მოვიქცე. ისინი თუ არ გრძნობენ პასუხისმგებლობას ხალხის წინაშე - მეც მეპატიები ერთი-ორი არაკონსტრუქციული გამოთქმა.....

მეც მომხრე ვარ კონსტრუქციული საუბრის - მაგრამ ცალ კარში თამაში არ მიყვარს. და ყველა საუბარს რაღაც შედეგი უნდა მოსდევდეს - მარტო ჩვენ გვქონდა 6 თუ 7 შეხვედრა სამინისტროსთან და ჯერ ჯერობით შედეგი = 0. ხოდა მოდი რა ერთი ნაბიჯი იქედანაც გადმოდგან და დაგვანახონ, რომ ასეთ საუბრებს აქვს საერთოდ აზრი !! მე მგონი მერე უფრო მეტი ხალისით და მოწადინებით ჩავერთვებით ჩვენც კონსტრუქციულ საუბრებში.

ბოდიშს ვიხდი ცოტა ცხარე პოსტისთვის, მაგრამ მგონი ტყუილიც არ დამიწერაი არაფერი.

პოსტის ავტორი: ვიტო Dec 6 2009, 23:02

გიორგი
+9873649587239458273459238746593874290

პოსტის ავტორი: ლევანი Dec 7 2009, 00:08

გიორგი
ეგ ყველაფერი გასაგებია...და სწორედ მაგიტომ დავწერე

ციტატა(levani @ 5th December 2009 - 13:21) *
..ეს ყველაფერი ჩემთვის გასაგებია..

ეს....უბრალოდ მარტო მაგაზე ნაღდად არ არის საუბარი...ეგეთები რო ამოვკრიფო(რო არ მეზარებოდეს)....ეს გვერდი არ ეყოფა. მერე კიდე რა ნაბიჯი უნდა გადმოდგან ჩვენი მიმართულებით ვერ ვხვდები....ეხლა აქ თუ ვფიქრობთ..რო ჩვენ ვეტყვით და კანონებს შეცვლიან ჩვენი მოთხოვნით.....ამას მე არასერიოზულად ვიყურებ...ჩვენნარი მონადირე კიდე 100 000-ზე მეტია....ასე რომ ეგეთი რამეები ეგრე მარტივად რო არ წყდება...მაგი ქე ვიციც მგონია ყველამ...
ციტატა(dubidubiduu @ 6th December 2009 - 20:10) *
-მოვიდეს და თქვას აქ და თუ ობიექტურად ახსნის რატოა ეს წითელი ნუსხა ასეთი უაზრო

გიორგი....ეგ შენ დაადგინე რო უაზროა????....კიმარა იქ ხო ეწერა..ამის გარდა კიდევ ერსებობს მონაცემებიო..შემუშავების პროცესშიაო და ა.შ....ან ერთხელ მაინც თუ დაუშვი..რო ეგ ყველაფერი ეხლა ეწყობა და იმიტომ არ არის სურათები...ან სულაც შეცდომით დადო ვიღაც პროგრამისტმა....და უბრალოდ გასაწორებელია რაღაც რაღაცეები...არა...ეგენი შტერები არიან და მორჩა!!!!.....აბა ზურაბ გურიელიძე სად ნახავდა ჯიხვს...ნეტა ზოოპარკში თუ მაინც არის ნამყოფი... newsmile035.gif newsmile035.gif მოკლედ....ობიექტურობაზე თუ ვსაუბრობთ....მართლა ობიექტურად გავითვალისწინოთ ყველაფერი.

პოსტის ავტორი: pepe7 Dec 7 2009, 09:21

მაგ სიას მე მგონი ბევრი აკლი. მაგალითად ფრინველებიდან გნოლიან კაკაბი. როგორც ვიცი კურდღელიც წითელ ჭიგნშია.

პოსტის ავტორი: ლევანი Dec 7 2009, 12:06

ციტატა(gio7 @ 7th December 2009 - 10:21) *
მაგ სიას მე მგონი ბევრი აკლი. მაგალითად ფრინველებიდან გნოლიან კაკაბი. როგორც ვიცი კურდღელიც წითელ ჭიგნშია.

რათქმაუნდა ეგრეა...ჯერჯერობით..ეგ ახალი მოგონილი არ არის და ძველიდან მომდინარეობს პირდაპირ..ეხლა ხდება რაღაც ცვლილებები...მუშაობს გერმანელი ექსპერტიც...როგორც აღმოჩნდა წითელ ნუსხასაც ასურათებენ და უფრო გასაგებს ხდიან(აქამდე ეგ საერთოდ არ იყო) შეიძლება რაღც-რაღაცეები ვერ არის სწორად..ვიღაც ასე უყურებს ვიღაც ისე...ხოდა მანდ დავსვათ შეკითხვები ზუსტად...მაგალითად მე მაინტერესებს...საქართველოს წითელ ნუსხაში რა უნდა ვეფხვს???....ვიცი, რომ თუ არ ვცდები 1922 წელს მოკლეს სადღაც საგურამოსთან ახლოს..მაგრამ ერ ერთეული(შემოხეტებული) შემთხვევა იყო და ადგილობრივი ვეფხვები არასდროს გვყოლია......ეგრე სპოლოც გვყავს ზოოპარკში და ბარემ ისიც შეიყვანონ.

პოსტის ავტორი: AlekoN Dec 7 2009, 12:20

QUOTE (pepe7 @ Dec 7 2009, 10:21) *
როგორც ვიცი კურდღელიც წითელ წიგნშია.

QUOTE (ლევანი @ Dec 7 2009, 13:06) *
რათქმაუნდა ეგრეა...

?????????????????????
ეგღა გვაკლია "სრული ბედნიერებისთვის" .........

პოსტის ავტორი: ბესო Dec 7 2009, 12:41

ციტატა(ლევანი @ Dec 7 2009, 01:08) *
გიორგი
ეგ ყველაფერი გასაგებია...და სწორედ მაგიტომ დავწერე
ეს....უბრალოდ მარტო მაგაზე ნაღდად არ არის საუბარი...ეგეთები რო ამოვკრიფო(რო არ მეზარებოდეს)....ეს გვერდი არ ეყოფა. მერე კიდე რა ნაბიჯი უნდა გადმოდგან ჩვენი მიმართულებით ვერ ვხვდები....ეხლა აქ თუ ვფიქრობთ..რო ჩვენ ვეტყვით და კანონებს შეცვლიან ჩვენი მოთხოვნით.....ამას მე არასერიოზულად ვიყურებ...ჩვენნარი მონადირე კიდე 100 000-ზე მეტია....ასე რომ ეგეთი რამეები ეგრე მარტივად რო არ წყდება...მაგი ქე ვიციც მგონია ყველამ...
გიორგი....ეგ შენ დაადგინე რო უაზროა????....კიმარა იქ ხო ეწერა..ამის გარდა კიდევ ერსებობს მონაცემებიო..შემუშავების პროცესშიაო და ა.შ....ან ერთხელ მაინც თუ დაუშვი..რო ეგ ყველაფერი ეხლა ეწყობა და იმიტომ არ არის სურათები...ან სულაც შეცდომით დადო ვიღაც პროგრამისტმა....და უბრალოდ გასაწორებელია რაღაც რაღაცეები...არა...ეგენი შტერები არიან და მორჩა!!!!.....აბა ზურაბ გურიელიძე სად ნახავდა ჯიხვს...ნეტა ზოოპარკში თუ მაინც არის ნამყოფი... newsmile035.gif newsmile035.gif მოკლედ....ობიექტურობაზე თუ ვსაუბრობთ....მართლა ობიექტურად გავითვალისწინოთ ყველაფერი.



და შენ თუ იცი წითელი წიგნის გადახედვა რამდენ წელიწადში ერთხელ ხდება? და რომ წითელ წიგნში შეყვანილ სახეობას ესე ადვილად იქედან ამოღება არ უწერია რა დონის აფსურდიც არ უნდა იყოს ამა თუ იმ სახეობის იქ ყოფნა?

ნაკრესის ვებ გვერდზე თუ შეხვალთ - იქ იხილავთ ინფორმაციას, რომ მგელი ყოფილა მათი პრიორიტული სახეობა!!! - ძალიან დაუცველია საწყალი და მაგიტომ ალბათ.

ამას გარდა იქ უდევთ ინფორმაცია, რომ გარეული კატა, მელია, ტურა, ფოცხვერი და ა.შ. მოიპოვება თურმე მათი ბეწვის გამო - ეს რეალურია? ტურას ვინმე კლავს და ბეწვს მოიპოვებს??? იავიცი, იავიცი...

პოსტის ავტორი: გიორგი Dec 7 2009, 12:54

ლევანი

რა ნაბიჯი და ჩაის მოდუღებას კი არ ვთხოვ არავის.... ელემენტარული ტურას საკითხის გადაწყვეტა ხომ შეიძლებოდა ამ დრომდე ?????? თუ ის 100'000 მონადირეს ხელმოწერა უნდა მაგ საქმეს ??? თუ იქნებ ჯერ სამონადირეოებს შევეკითხოთ ???? თუ მაინც და მაინც მინისტრი უნდა დაგლიჯოს ტურამ ???? თუ მაინც და მაინც გერმანელმა უნდა უთხრას, რომ ტურა აქეთ უქმნის უკვე საშიშროებას ხალხსაც და სხვა ნადირ/ფრინველს ????

ამ ნაბიჯებზე მაქვს საუბარი.... მეტი არაფერზე...... და ამასაც რომ ვერ ვხედავ - რომელ კონსტრუქციულ საუბარზეა საუბარი ???? სამინისტროში კონსტრუქციულად ლაპარაკობენ ჩვენი ხალხი, თორე დომინოს კი არ თამაშობენ, მაგრამ შედგი რა არის დღემდე ????? ვითომ იმის იმედი იყო, რომ კალმახს მაინც ამოიღებენო და მე პირადად მაგის იმედიც აღარა მაქვს....

და ამ ყველაფრის მერე ვიჯდე და ვინმეს რამეზე კონსტრუქციულად ველაპარაკო ???????? მე თუ სიტყვებით დავცინე ვინმეს - ისინი საქმით დაგვცინიან და გვამასხარავებენ.... და გადავიტანოთ მაშინ ეს თემაც საღადაოში - და აღარავის არაფერი არ ეწყინება


პოსტის ავტორი: ლევანი Dec 7 2009, 13:15

ციტატა(Beso @ 7th December 2009 - 13:41) *
და შენ თუ იცი წითელი წიგნის გადახედვა რამდენ წელიწადში ერთხელ ხდება?

არ ვიცი..და შენ თი იცი..დასვი ეგ შეკითხვები.....როგორც უნდა ისე...და მოგეხმარები.
ციტატა(dubidubiduu @ 7th December 2009 - 13:54) *
ელემენტარული ტურას საკითხის გადაწყვეტა ხომ შეიძლებოდა ამ დრომდე ??????

კიმარა ეგ საკითხი ხო დაისვა რამდენჯერმე...იმათი არგუმენტი რა არის იქნებ ვინმემ დაწეროს რა...
ციტატა(dubidubiduu @ 7th December 2009 - 13:54) *
თუ ის 100'000 მონადირეს ხელმოწერა უნდა მაგ საქმეს ???

ნამდვილად არ ვიცი რამდენი ხელმოწერა უნდა..მაგრამ 30 კაცის რო არ ეყოფა ეგ ნაღდად ვიცი....ჩემი აზრით...უნდა ჩამოვყალიბდეთ ჩვენთანაც და სხვა კლუბებშიც..მერე ერთმანეთთან შეთანხმებული აზრით უნდა შევიდეთ და მაგას ერქმევა...მონადირეების სახელით...ეგრე შეიძლება ვიმე მონადირეთა ჯგუფმა სულ სხვა რამე მოითხოვოს..

ციტატა(dubidubiduu @ 7th December 2009 - 13:54) *
.. და ამასაც რომ ვერ ვხედავ - რომელ კონსტრუქციულ საუბარზეა საუბარი ????

კარგით ბატონო....მე პრინციპში ჩემი სათქმელი ვთქვი....მაგ მიდგომას არ ვეთანხმები....ეხლა თუ გინდათ სულ დედა უტრიალეთ(მაგი მე არ ვიდარდო)....შედეგებსაც დაველოდოთ....როგორც ჩვენში იტყვიან აჩუ

პოსტის ავტორი: ბესო Dec 7 2009, 13:34

ციტატა(ლევანი @ Dec 7 2009, 14:15) *
არ ვიცი..და შენ თი იცი..დასვი ეგ შეკითხვები.....როგორც უნდა ისე...და მოგეხმარები.


ჩემი ინფორმაციით newsmile05.gif - 10 წელი!

როგორ გგონია ადვილია ამოსაღებად? newsmile05.gif

პოსტის ავტორი: გიორგი Dec 7 2009, 13:36

ლევანი

ქართველო newsmile05.gif მე მარტო იმის თქმა მინდა, რომ სუფრაზე ჭიქას რომ აწევ - ვინმემ უნდა მოგიჭახუნოს.... თუ არა და სხვანაირად მაგას ქეიფი აღარ ქვია, სხვანაირად მაგას ქვია - ლექცია, თათბირი, მონოლოგი, დიქტატურა და უამრავი სხვა რამ, რაც კონსტრუქციულ საუბარს არ ითვალისწინებს

ესეც ჩემი აჩუ newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ლევანი Dec 7 2009, 13:39

გიორგი
newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif კიმარა...მაგ დიდ სუფრაზე...1 კაცი რო თხოვს თამადას..მომიჭახუნე თოირე გინებაზე გადავალო...სწორია???....

პოსტის ავტორი: გიორგი Dec 7 2009, 13:41

ლევანი

და თამადა როცა საქორწილო სუფრას, საქელეხოდ წაიყვანს - არ გადახვალ გინებაზე ???????? newsmile029.gif newsmile029.gif newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif

პოსტის ავტორი: ლევანი Dec 7 2009, 13:42

ციტატა(Beso @ 7th December 2009 - 14:34) *
როგორ გგონია ადვილია ამოსაღებად?

არ ვიცი ჩემო ბესო...მაგ საქმეს..თავისი მცოდნეები ყავს..და თუ ვინმემ იცის ეგეთები..იმათ უნდა დასვან ყველანაირი კითხვა....ისე..რომ მართლები იყვნენ...თუ იმათ მყარი არგუმენტები აღმოაჩნდათ..რას ვერჩით..ხოლო არგიმენტები არ ექნათ..მერე გადავიდეთ რადიკალურ მოთხოვნებზე...(რათქმაუნდა სურვილის შემთხვევაში)

პოსტის ავტორი: ბესო Dec 7 2009, 13:44

ციტატა(გიორგი @ Dec 7 2009, 14:36) *
ლევანი

ქართველო newsmile05.gif მე მარტო იმის თქმა მინდა, რომ სუფრაზე ჭიქას რომ აწევ - ვინმემ უნდა მოგიჭახუნოს.... თუ არა და სხვანაირად მაგას ქეიფი აღარ ქვია, სხვანაირად მაგას ქვია - ლექცია, თათბირი, მონოლოგი, დიქტატურა და უამრავი სხვა რამ, რაც კონსტრუქციულ საუბარს არ ითვალისწინებს

ესეც ჩემი აჩუ newsmile05.gif


მაგას ქვია ლოთობა newsmile035.gif

პოსტის ავტორი: ლევანი Dec 7 2009, 13:44

ციტატა(dubidubiduu @ 7th December 2009 - 14:41) *
და თამადა როცა საქორწილო სუფრას, საქელეხოდ წაიყვანს - არ გადახვალ გინებაზე ?????

მაგ შემთხვევაში გადახვალ..მაგრამ მანამდე ის არის დასადასტურებელი..რომ საქორწინო სუფრა იყო და სამგლოვიაროდ გადააქციეს...

პოსტის ავტორი: გიორგი Dec 7 2009, 14:01

ციტატა(levani @ 7th December 2009 - 14:42) *
ხოლო არგიმენტები არ ექნათ..მერე გადავიდეთ რადიკალურ მოთხოვნებზე...


ხოდა მეც მანდ ვარ ზუსტად !!! არგუმენტი რომ მოისმინო - ეგ არგუმენტი ვინმემ უნდა ამოღერღოს.... და აი ამას ჰქვია საუბარი, იგივე დიალოგი.... ანუ საუბარი 2 მხარეს შორის.... და არა ის რომ ჩვენ ჩვენთვის ვლაპარაკობთ და კიდევ ჩვენ თავსვე მოვუწოდებთ კონსტრუქციულობისკენ newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif

ტურაზე რატომ არ არის გამოხმაურება არანაირი დღემდე ?????????????? ფორუმზე ტონობით დაიწერა, ტელევიზორშიც ამხელა აჟიოტაჟი იყო.... სადაა შედეგები ???? რატო არ აკეთებენ კომენტარს ??? ბოლო ბოლო ფორუმზეც ხომ არიან და რატო ჩვენ მაინც არ გვწერენ არაფერს ????????? ელემენტარულად, პოსტის დაწერას უნდა მაქსიმუმ 1 წუთი (ეგ რომ ყველაფერი გაიაზრო, დაიცვა დიპლომატია და დაყენებული ტონით დაწერო რამე).... და ეგეც კი ეზარებად და ვის რაზე უნდა ელაპარაკო ლევან ???

ვილპარაკოთ აგერ მე და შენ და ვიყოთ ასე newsmile05.gif newsmile05.gif





ციტატა(levani @ 7th December 2009 - 14:44) *
მაგ შემთხვევაში გადახვალ..მაგრამ მანამდე ის არის დასადასტურებელი..რომ საქორწინო სუფრა იყო და სამგლოვიაროდ გადააქციეს...


newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif ხო რავი აბა... სუფრის თავში მეფე პატარძალი რომ დაგიჯდება - მაინც და მაინც ქორწინების მოწმობა უნდა მოსთხოვო, რომ დარწმუნდე ?????

ჩვენ შემთხვევაში პირიქით არის - საქელეხო სუფრას გვიმასხარავებენ !!!!!!

ტურა, რომ საშიშია ამაზე მარტო ჩვენ კი არა - ყველა ლაპარაკობს. მონადირედან დაწყებული - სოფილის შეწუხებული მოსახლეობით დამთავრებული. უკვე იქამდე მივიდა საქმე, რომ ტელევიზიაც კი ვერ უვლის გვერდს ამ საკითხს. და ესენი გიმტკიცებენ - ტურა ცოტა არისო და დაცვა-გაბრთხილება სჭირდებაო, ყოველშემთხვევაში მე სხვანაირად ვერ ვშიფრავ მათ უმოქმედობას ამ საკითხთან მიმართებაში

ხოდა ეხლა მითხარი, როგორი რეაქცია უნდა ჰქონდეს სუფრის წევრებს ??????????????????????

ეს კონკრეტულად ტურას რაც შეეხება, თორე იგივე სიტუაციაა სხვა საკითხების მიმართაც, რომელსაც ჩვენ ვხედავთ და გვაწუხებს.....

ხოდა ამიტომ ერთი ნაბიჯი ხომ შეუძლიათ რომ გადმოდგან და დაუშვან ამ დედა არღნიან ტურაზე ოფიციალური ნადირობა.... მე მანამდე ვერანაირ კონსტრუქციულ საუბრის აზრს ვერ ვხედავ... კონსტრუქციული კი არა და საერთოდ საუბრის !!!!

პოსტის ავტორი: შალვა Dec 7 2009, 14:08

მე მგონი ის დროა რომ ოფიციალური წერილობითი შეკითხვა გაიგზავნოს, მსურველებმა ხელიც მოვაწეროთ, და დაველოდოთ კანონით გათვალისწინებულ ვადებში პასუხს, ამის მერე გამოჩნდება თეთრი და შავი ტრაკი, პასუხიდან გამომდინარე ჩვენი მოქმედებების გეგმაც გაიასნდება. ვოტ ტაკ!

პოსტის ავტორი: გიორგი Dec 7 2009, 14:17

შალვა

+100000000000

პოსტის ავტორი: ლევანი Dec 7 2009, 14:43

ციტატა(dubidubiduu @ 7th December 2009 - 15:01) *
დაუშვან ამ დედა არღნიან ტურაზე ოფიციალური ნადირობა...

უკვე აღარ ვიცი მერამდენედ უნდა დავწერო....ტურაზე, მგელზეც, მელაზეც და ყველაფერზეც.....ოფიციალურად შეიძლება ნადირობა(განადგურებაც კი..სხვადასხვა საშუალებით)....თუ იმ რაიონის ოფიციალური პირი..მოითხოვს ნებართვას. იმ რაიონის გამგეობამ უკეთესად იცის..მართლა ჭამენ თუ არა ტურები იმ რაიონის ხალხს და მაგიტომ არის ეგრე. ხოდა თუ ტურების მოსპობა გვინდა...ავიღოთ ნებართვა და დედა ვიტიროთ. ეგ ოფიციალურია.

პოსტის ავტორი: გიორგი Dec 7 2009, 14:45

ლევანი

ხოდა არ უნდა უნდოდეს მაგას ნებართვა !!! მწყერზე მეტია ეგ დედაბნელი ტურა და მწყერზე იღებ რამე ნებართვას ლიცენზიის გარდა ???

თუ ვიაროთ ეხლა რაიონ რაიონ და ვემათხოვროთ ტურა ხომ არა გაქვთო ამოსაღები ?????? newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ლევანი Dec 7 2009, 14:48

ციტატა(dubidubiduu @ 7th December 2009 - 15:01) *
მე მანამდე ვერანაირ კონსტრუქციულ საუბრის აზრს ვერ ვხედავ... კონსტრუქციული კი არა და საერთოდ საუბრის !!!!

ესეიგი..თუ ტურაზე ნადირობას დაუშვებენ თავისუფლად..მერე გავცემთ ხმას???...მანამდე გინებით შემოვიფარგლებით???.... newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif შალვა
+ 1000...მაგას ვამბობ ამდენიხანია....ოფიციალურად მივუდგეთთქო საკითხას...მარა ეტყობა ტრაკი უნდა მეხსენებინა რო ჩემი სიტყვა გარგოთ.. newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif

პოსტის ავტორი: გიორგი Dec 7 2009, 14:52

ციტატა(dubidubiduu @ 7th December 2009 - 15:45) *
თუ ვიაროთ ეხლა რაიონ რაიონ და ვემათხოვროთ ტურა ხომ არა გაქვთო ამოსაღები ??????


თან კარგად იცი, რომ მაინც არავინ წავა სპეციალურად მაგაზე სნადიროდ. საუბარი იმაზეა - ტყეში რომ შეგხვდება იმ ტურას ეშინოდეს შენი და არა შენ გქონდეს იმის შიში გედებმა არ დამიჭირონო....

ციტატა(levani @ 7th December 2009 - 15:48) *
ესეიგი..თუ ტურაზე ნადირობას დაუშვებენ თავისუფლად..მერე გავცემთ ხმას???...მანამდე გინებით შემოვიფარგლებით???....


ეს იქნება იმის გამოხატულება სამინისტროს მხიდან - რომ არსებობს დიალოგის სურვილი და ამ დიალოგს აქვს აზრი !! newsmile029.gif newsmile029.gif თუ არა და ტყუილა ლაპარაკს რა აზრი აქვს ?

პოსტის ავტორი: ლევანი Dec 7 2009, 14:53

ციტატა(dubidubiduu @ 7th December 2009 - 15:45) *
თუ ვიაროთ ეხლა რაიონ რაიონ და ვემათხოვროთ ტურა ხომ არა გაქვთო ამოსაღები ??????

უჰ...მერე ხო დავილაშქრებით ტურაზე სანადიროდ აი...აგერ ვწერ პირდაპირ....სადაც ვნახავ ტურას იქ დავახლი....ამასწინადაც მქონდა საშუალება..მაგრამ გამასწრო...ნაღდად ვესროდი...და სიმართლე ითქვას...მე..ჯერ კაცი არ მინახია მაგისთვის დაეჯარიმებინოთ....აქ უბრალოს სხვა მიზეზები მგონია..მაგას ქართველები ადრე ეგრე ამბობდნენ " მიზეზ..მიზეზ..დოს მარილი აკლიაო"

პოსტის ავტორი: AlekoN Dec 7 2009, 15:01

ციტატა(გიორგი @ Dec 6 2009, 20:10) *
კაი რა ლევან რა.... კაკოი პრივეტ - ტაკოი ოტვეტ !

+100.

პოსტის ავტორი: ლევანი Dec 7 2009, 15:07

AlekoN
ეს ვერ გავშიფრე..რას ნიშნავს??..

პოსტის ავტორი: AlekoN Dec 7 2009, 15:23

გიორგი

QUOTE (გიორგი @ Dec 7 2009, 13:54) *
რა ნაბიჯი და ჩაის მოდუღებას კი არ ვთხოვ არავის.... ელემენტარული ტურას საკითხის გადაწყვეტა ხომ შეიძლებოდა ამ დრომდე ?????? თუ ის 100'000 მონადირეს ხელმოწერა უნდა მაგ საქმეს ??? თუ იქნებ ჯერ სამონადირეოებს შევეკითხოთ ???? თუ მაინც და მაინც მინისტრი უნდა დაგლიჯოს ტურამ ???? თუ მაინც და მაინც გერმანელმა უნდა უთხრას, რომ ტურა აქეთ უქმნის უკვე საშიშროებას ხალხსაც და სხვა ნადირ/ფრინველს ????

ამ ნაბიჯებზე მაქვს საუბარი.... მეტი არაფერზე...... და ამასაც რომ ვერ ვხედავ - რომელ კონსტრუქციულ საუბარზეა საუბარი ???? სამინისტროში კონსტრუქციულად ლაპარაკობენ ჩვენი ხალხი, თორე დომინოს კი არ თამაშობენ, მაგრამ შედგი რა არის დღემდე ????? ვითომ იმის იმედი იყო, რომ კალმახს მაინც ამოიღებენო და მე პირადად მაგის იმედიც აღარა მაქვს....

და ამ ყველაფრის მერე ვიჯდე და ვინმეს რამეზე კონსტრუქციულად ველაპარაკო ???????? მე თუ სიტყვებით დავცინე ვინმეს - ისინი საქმით დაგვცინიან და გვამასხარავებენ.... და გადავიტანოთ მაშინ ეს თემაც საღადაოში - და აღარავის არაფერი არ ეწყინება

ამოხეთქა, მარა რა ამოხეთქაა ... წამოვიდა ცუნამიი ... მიდი, მიაწექი, მეც აქ ვარ ... newsmile027.gif newsmile027.gif
გული მაინც აღარ მოიფხანოს კაცმა?

ლევანი
QUOTE (ლევანი @ Dec 7 2009, 16:07) *
AlekoN
ეს ვერ გავშიფრე..რას ნიშნავს??..

ეს იმას ნიშნავს, რომ ფაიზაღს ბაზრობს ეს კაცი.


QUOTE (ლევანი @ Dec 7 2009, 15:43) *
უკვე აღარ ვიცი მერამდენედ უნდა დავწერო....ტურაზე, მგელზეც, მელაზეც და ყველაფერზეც.....ოფიციალურად შეიძლება ნადირობა(განადგურებაც კი..სხვადასხვა საშუალებით)....თუ იმ რაიონის ოფიციალური პირი..მოითხოვს ნებართვას. იმ რაიონის გამგეობამ უკეთესად იცის...

საგარეჯოში და თეთრიწყაროში მგლის მოპოვების კვოტა ნოლია...
რაიონის გამგეობამ "უკეთ იცის", მე და ჩემმა ღმერთმა...
ეგ მექანიზმი ბიუროკრატიული ბარიერებითაა სავსე და ნაკლებქმედუნარიანია.

პოსტის ავტორი: ბესო Dec 7 2009, 15:25

ლევანი
შენ ბიჯო ჩვენი ბიძაშვილი ხარ თუ დათვის? newsmile05.gif

რავა სულ ოპოზიციაში უნდა იყო გჭირდება თუ არ გჭირდება?

newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ნოსო Dec 7 2009, 15:29

AlekoN
მთავა პრობლემა რომეცი კანონით იქმნება, კვოტას რა მნიშვნელობა აქ? დაუშვად მოგვცეს კვოტები, ჩვენ სანამ მარეკით გამოვხშირავთ ამათ ეგ როდის იქნება?newsmile038.gif


ანუ რაგამოდის ,ოფიციალურად მივიღო კვოტები იმიტომ რომ მერე კანონი დავარღვიო ფარით გამოხშირვისას? ეგრე არ გამოვა.

და თუ ინტენსიურად ხოცვა არ დავიწყეთ მავნებლების არაფერი შეიცვლება. თუ კვოტა არ ემსარება ბუნების გადარჩენას, მაშინ ჩათვაკე არ ღირს ამის კეთება!!!


ამიტომ უნდა შემოშავდეს ჯგული რამე მონადირეები ,თუგინდა ჩვენ და ყველანაერი პიროითა და ხელშეწყობით ჩატარდეს ეს პროცედურა!!!

ფარით ნადირობა დანაშაულია(ტურაზე, და მგელზე) და ტურამ რომ ხოხობი გადაშენა და ამის ყურება ვითომ არაფერი ხდება ეგ არა დანაშაული?

პოსტის ავტორი: გიორგი Dec 7 2009, 15:45

ლევანი

აი მე გეტყვი ეხლა ერთ რამეს და შენ მე მიპასუხე:

სამინისტროში, რომ ვიკითხე ამა და ამ სახეობებზე რატომ არ უშვებთ მეთქი ნადირობას... რა იყო იცი მათი ობიექტური და კონსტრუქციული პასუხი ??? "რომ დავუშვათო - კერძო მეურნეობებს რაღა ეშველებათო მერეო !!?!?! "

აი ეს არის ჩემო ლევან მათი კონსტრუქციული, დიდად გააზრებული და ობიექტური მიდგომა.... და იგივე მიდგომით არის შედგენილი ეს წითელი წიგნიც, რომელსაც იდეაში ჩვენ განვიხილავთ ამ თემაში.

ის კი არა, რომ ან გადაშენების პირას არის... ან კუჭი აწუხებს, ან ფილტვების ანთება აქვს და გაბრთხილება სჭირდება... არააა !!! კერძო მეურნეობებს ფული არ შეუვათ და აბა სამინისტრომ როგორ უნდა დაუშვას....

ხოდა ეხლა შენი რჩევა მჭირდება: როგორ მოვახერხო კონსტრუქციულად, არაცინიკურად და "ცუდი" სიტყვების გარეშე გამოვხატო ჩემი აზრი და დამოკიდებულება ამ საკითხთან დაავშირებით ??

ძალიან გთხოვ დამეხმარე ამ საქმეში newsmile029.gif newsmile029.gif newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ლევანი Dec 7 2009, 16:38

ციტატა(dubidubiduu @ 7th December 2009 - 16:45) *
რომ ვიკითხე ამა და ამ სახეობებზე რატომ არ უშვებთ მეთქი ნადირობას

რა სახეობებზე იყო საუბარი???

პოსტის ავტორი: გიორგი Dec 7 2009, 17:05

ლევანი

არ მახსოვს, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს ??

ან ღორზე ვკითხავდი და ან მგელზე... ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს ??? ასეთი პასუხი რომელიმე სახეობის მიმართ ჩაითვლება კონსტტრუქციულად და ობიექტურად ? newsmile05.gif

პოსტის ავტორი: AlekoN Dec 7 2009, 17:28

ნოსო
ჯერ ერთი, ეგ კვოტა იმათი მოგონილია და ჩემი კითხული რომ იყოს, მტაცებელზე საერთოდ არც დავაწესებდი შეზღუდვებს.
მეორეც, კვოტა იმიტომ ვახსენე, გამგეობების "ინფორმირებულობისთვის" რომ გამესვა ხაზი.
ასე რომ, ნუ მაბრალებ რაღაცეებს... newsmile055.gif newsmile05.gif
თუ ეცნობი ჩემს პოსტებს, ეგეთი შთაბეჭდილებები არ უნდა შეგქმნოდა.

QUOTE (გიორგი @ Dec 7 2009, 16:45) *
სამინისტროში, რომ ვიკითხე ამა და ამ სახეობებზე რატომ არ უშვებთ მეთქი ნადირობას... რა იყო იცი მათი ობიექტური და კონსტრუქციული პასუხი ??? "რომ დავუშვათო - კერძო მეურნეობებს რაღა ეშველებათო მერეო !!?!?! "

აუ, ეს რა გავიგე!
სიტყვებს ვეღარ ვპოულობ.... newsmile089.gif newsmile051.gif newsmile089.gif

პოსტის ავტორი: ნოსო Dec 7 2009, 17:33

AlekoN
შენ რას გაბრალებ მეგობაროnewsmile05.gifnewsmile05.gif შენ მოგმართე უბრალოდ თორემ გეთანხმები ამ ამბავში!!! მერე მეორე ცოტა ქვევით რომ დავპოსტე ეგ შაერთო პოტი იყო და უშვალოდ შენსკენ არ იყო მომართულიnewsmile05.gifnewsmile05.gif

პოსტის ავტორი: akela1954 Dec 7 2009, 17:47

გიორგი

ციტატა(dubidubiduu @ 7th December 2009 - 16:45) *
"რომ დავუშვათო - კერძო მეურნეობებს რაღა ეშველებათო მერეო !!?!?! "


პიროვნულად ვინ გააჟღერა? თუ გახსოვს დაწერე, ან ფოსტით მომწერე.
მე სწორედ ვერ გავიგე თუ სახელმწიფო სამსახურში კერძო ბიზნესის ლობირება ხდება (თუნდაც ზეპირსიტყვიერად)?

სანადირო მეურნეობებში ტურას,მელას, მგელს და გარეულ კატასაც აშენებენ ხოხბის და კაკბის გვერდზე?

იმათ ვინც სანადირო მეურნეობების (ძველი მონადირეები არიან და თვითონაც ხშირად იღებდნენ მონაწილეობას მტაცებლების განადგურებაში სამონადირეო მეურნეობების და მიმდებარე ტერიტორიებზე) მშენებლობას მიყო ხელი კარგად იციან, რომ მათი საქმე არ გამოვა თუ პირველ რიგში ტერიტორია მტაცებლისგან არ გაწმინდეს (ერთჯერადად კი არა სისტემატიურად).

პოსტის ავტორი: ლევანი Dec 7 2009, 18:23

ციტატა(dubidubiduu @ 7th December 2009 - 18:05) *
არ მახსოვს, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს ??

როგორ არ აქვს მნიშვნელობა...თუ მტაცებელზეა საუბარი...რათქმაუნდა უნდა დაუშვან ყველგან..ხოლო თუ შველზე...ალბათ ცოტა სხვანაირად უნდა მიდგომა...მაგრამ საქმე მაგაში არ არის....საინტერესო ის არის.
რომელიმე ჩინოვნიკი ლობირებდა კერძო სამონადირეო მეურნეობას(პირადი ინტერესებით) თუ საერთოდ ახალი ტიპის სამონადირეო სისტემის(დასავლური) შექმნაზეა საუბარი.....თუ დასავლურზეა საუბარი....ვერ დაგეხმარები...იმიტომ რომ ვეთანხმები....ზოგიერთი ცხოველი ხელშეუხებელი უნდა იყოს...საქართველოს ტყეებში...ხოლო მონადირეებმა(ჩემი ჩათვლით) იარონ იქ....სადაც ეგეთებს..მაგ საქმისთვის ამრავლებენ....ამიტომ იქ რაზე იყო საუბარი იქნებ ზუსტად დაწერო.

ციტატა(AlekoN @ 7th December 2009 - 16:23) *
ეს იმას ნიშნავს, რომ ფაიზაღს ბაზრობს ეს კაცი.

აქ შემეშალა...ის პრივეტ..შენი დაწერილი მეგონა და თურმე გიორგის დაუწერია...გიო..რას გულისხმობდი???ვერ გავიგე.

პოსტის ავტორი: გიორგი Dec 7 2009, 18:38

ლევანი

ეხლა მე იმის მტკიცებას და ვარაუდს ვერ დავიწყებ რა ამოძრავებდა იმ ადამიანს ამას რომ ამბობდა - შეიძლება დასავლური ტიპის სამონადირეო მეურნეობების პრინციპი, მაგრამ

ციტატა
ზოგიერთი ცხოველი ხელშეუხებელი უნდა იყოს
რომელიღა დაგრჩა ერთი სანადირო ცხოველი???????? რომელზეც შეგიძლია ინადრო მეურნების გარეთ ???????

ერთი ცხოველი მაინც მითხარი რომელზეც შეგიძლია ინადირო...... მთელი შენი ნადირობა არის მწყერი და იხვი და მორჩა მანდ ყველალფერი....

ჰამაც შენი ალაპარაკიდან როგორც ჩანს - ყველაფეირ კარგად ყოფილა საქართველოში და რაზე ვლაპარაკობთ საერთოდ ??? ფანტასტიურად არის აწყობილი საქმე... აგერ ჩემი მეგობრები იყვნენ გუშინ თოფაძის მეურნეობაში დატოვეს 3'500 ლარი და მოინადირეს 3 ტახი.... მე ვიყავი ჯანდარაზე - რაც დავიჭირე ქე იცი newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif და დავბრუნდი სახლში.... ცოტა ხანში თოფსაც გავყიდი, ანკესაც - ვიყიდი ერთ ყანწს და არხეინად ვიქნები.... იმიტომ რომ ამ კუთხით საქართველოში პრობლემები არ ყოფილა საერთოდ......... და თუ რამე პრობლემები არსებობს - ამასაც მხოლოდ მონადირეები და მეთეევზეები თუ ქმნიან, თორე სახლემწიფოს მხრიდან ყველაფერი არის კარგად დარეგულირებული newsmile05.gif

ციტატა(levani @ 7th December 2009 - 19:23) *
გიო..რას გულისხმობდი???ვერ გავიგე.


რას ვგუისხმობდი და როგორც ჩვენ გვექცევიან - ისე ვექცევი თქო მეც....

პოსტის ავტორი: ლევანი Dec 7 2009, 18:43

ციტატა(dubidubiduu @ 7th December 2009 - 19:37) *
რომელიღა დაგრჩა ერთი სანადირო ცხოველი???????? რომელზეც შეგიძლია ინადრო მეურნების გარეთ ???????

ხოდა ეგრე რო არის..მაგიტომ ვამბობ...ხელშეუხებელი უნდა იყოსთქო..(რაც აქამდე არ ყოფილა)....თუ ეგრე გაგრძელდა....არც გარეთ იქნება არაფერი და არც მეურნეობა იარსებებს...გასაგებია..რომ მეურნეობა დღეს ძვირი ღირს..მაგრამ გაიაფდება..თან აუცილებლად...უბრალოდ მაგათი მომრავლებაა საჭირო..ჯერ ახალი ხილია....აი ეგ არის დასავლური მოწყობა...იქ კი რაც ღირს დღეს ნადირობა ყველა გავიგეთ უკვე....ამიტომ განა წესრიგშია ყველაფერი....ცდილობენ წესრიგში მოიყვანონ..

პოსტის ავტორი: შალვა Dec 7 2009, 18:57

ვისაც არ გვჯერა რავქნათ? ვუცადოთ როდის გაეხსნებათ ტვინში პრობკა? არაპროფესიონალიზმა დაღუპა ეს ქვეყანა და რა ვქნათ როდემდე ვითმინოთ სანამ ბოლომდე არ შეგვიპამპალებენ? არ აცხობს მეპურე პურს! ვერსად ვერ ნახავ თავისი საქმის სპეციალისტს და თუნდაც 10 წლის(სპეციალობით) სტაჟის მქონე მაღალი რანგის ჩინოვნიკს, უხ ბლიად!!!

პოსტის ავტორი: გიორგი Dec 7 2009, 20:25

ციტატა(levani @ 7th December 2009 - 19:43) *
იქ კი რაც ღირს დღეს ნადირობა ყველა გავიგეთ უკვე


უფასო newsmile05.gif

ციტატა(levani @ 7th December 2009 - 19:43) *
ციტატა(dubidubiduu @ 7th December 2009 - 19:37)
რომელიღა დაგრჩა ერთი სანადირო ცხოველი???????? რომელზეც შეგიძლია ინადრო მეურნების გარეთ ???????

ხოდა ეგრე რო არის..მაგიტომ ვამბობ...ხელშეუხებელი უნდა იყოსთქო..(


კაცო მე აქ ის ვიგულისხმე, კანონით რა დაგრჩა თქო სანადირო, თორე რეალურად არც თუ ისე ცოტაა საქართველოში სანადირო ობიექტები !! უბრალოდ იხვის და მწყერის გარდა - ყვეალფერზე ბრაკონიერი ხდები !! და აი ეს არის ზუსტად უბედურება... რომ არაბრაკონიერი ნადირობის მოყვარული ადამიანი და სარგებელს გამოკიდებული ბრაკონიერი - კანონის ძალით ერთ რანგშია გაყვანილი....

ეხლა რა გამოდის რომ 100 მენადირედან 95 ბრაკონიერია, 3 უბრალოდ თოფი არა აქვს, თორე ეგეც ბრაკონიერია და 2-ს მიზანი არ უვარგა.... იმიტომ რომ კანონით (ლიცენზიით) პატიოსანი მონადირე აღარ უნდა ნადირობდეს საერთოდ ! newsmile035.gif და აწვება მეთევზაობას....

ციტატა(levani @ 7th December 2009 - 19:43) *
გასაგებია..რომ მეურნეობა დღეს ძვირი ღირს.


ხოდა რაღას წვალობენ მაშინ გინდა ამ კანომდებლობაზ და გინდა ლიცენზიებზე ???

დააწესონ რომ ვისაც ფული აქვს, ის მონადირეა და ვისაც არა აქვს - ბრაკონიერი !! და დაიჭირონ ყველა უფულო თოფიანი კაცი და მორჩება მაგით ყველაფერი...

ისინიც დაისვენებენ და ჩვენც შევუცვლით ჩვენს კლუბს პროფილს და ვიქნებით ლოთების კლუბი... მაგის მეტს ამინც არაფერს ვაკეთებთ გასვლებზე

პოსტის ავტორი: AlekoN Dec 7 2009, 20:53

გიორგი
+100.

პოსტის ავტორი: ბესო Dec 7 2009, 23:05

ციტატა(AlekoN @ Dec 7 2009, 18:28) *
აუ, ეს რა გავიგე!
სიტყვებს ვეღარ ვპოულობ.... newsmile089.gif newsmile051.gif newsmile089.gif


ნუ მთლად ეგრე არ უთვამს მაგრამ უარესად თქვა newsmile035.gif newsmile035.gif

"მაგ ცხოველებზე და ფრინველებზე, რომ დავუშვათ ნადირობა მერე მეურნეობებმა რაღა ქნან? ცოდო არ არიან? 15-15 და 20-20 წლით აქვთ ლიცენზიები აღებული"-ო - აი ესე თქვა სიტყვა-სიტყვით newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif

პოსტის ავტორი: გიორგი Dec 7 2009, 23:10

ბესო

რა გინდოდა კაცო newsmile035.gif newsmile035.gif მე აღარ გავამძაფრე და შენ რას ერჩოდი newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif

ეხლა ნახე რა ამბავი ატყდება newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif

ხოდა რახან ითქვა და აჰა....

მოდი და ეხლა ლევან კონსტრუქციულად დაწერე შენი შემდეგი პოსტი !!! newsmile035.gif newsmile035.gif

პოსტის ავტორი: ბესო Dec 7 2009, 23:11

გიორგი

რა მექნა ძმაო - ვეღარ გავაჩერე ეს დათვის ბიძაშვილი newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif: D

პოსტის ავტორი: გიორგი Dec 7 2009, 23:15

ძაანაც სწორად ქენი !


პოსტის ავტორი: ზახარა Dec 7 2009, 23:18

ბესო
გიორგი
რატომ უნდა დაგემალათ სიმართლე უნდა ითქვას როგორიც არ უნდა იყოს.

პოსტის ავტორი: ბესო Dec 7 2009, 23:23

ზახარა

არაფერს ვმალავ მე. მაგის გარდა ისიც "იკითხა" - ნადირობის სეზონი რომ გავაგრძელოთ მარტის ბოლომდე რა აზრის ხართო? ეგრევე ვაჯახე შანსი არ არისთქო მარტში უკვე ჭუკები ყავს იხვებს და მელოტებს, ჩემი თვალთ მყავს ნანახი მეთქი - "ხო რავი შეგვაწუხეს ამ მონაიდრეებმა მაგის თხოვნოთო" ჩვენს გარდა მონადირე იქ არ დადის მგონი და ვინ "მონადირეებმა" "შეაწუხეს" ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს!

"საქართველოში ხომ ალასკაზე უფრო დიდი პოპულაციაა დათვის" და ეტყობა "კრუგლოგოდიჩნო" უნდათ ნადირობა, რომ ესე უზომოდ აღარ "გამრავლდნენ" დათვები newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif

პოსტის ავტორი: ლევანი Dec 7 2009, 23:42

ციტატა(dubidubiduu @ 8th December 2009 - 00:10) *
მოდი და ეხლა ლევან კონსტრუქციულად დაწერე შენი შემდეგი პოსტი !!!

გიო...ნებისმიერი მწვავე საკითხის განხილვა შეიძლება კონსტრუქციულად..დედის ტრიალის გარეშე....და ალბათ გაგიკვირდება და სულაც არ გამკვირვებია ეგ პასუხი...ეგ კი არა და აღმაშფოთებელსაც ვერაფერს ვხედავ....რა არის გასაკვირი თუ ხელისუფლება ნადირობას განიხილავს..როგორც მომგებიან ტურისტულ სფეროდ???....(ხაზს ვუსვავ ნადირობას და არა ფლორა-ფაუნის დაცვას)...კაპიტალიზმში სწორედ ეგრეა..ყველაფერი მომგებიანი უნდა იყოს...თუ მოგება არ მოაქვს..არავის არაფერი არ ჭირდება. ამის გათვალისწინებით...რა არის გასაკვირი თუ პრიორიტრტულად სწორედ სამონადირეო მეურნეობებს მიიჩნევან???...ისინი საქმეს აკეთებენ(ამრავლებენ..ეხლა ქურციკიც შემოიყვანეს) და ფული შეაქვთ ბიუჯეტში...ეგ ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში ეგრეა და აპრობირებულია....აქაც ეგრე იქნება.....და მაგისი შედეგი რა არისო????...ჩლიქოსნებზე ნადირობა გახდაო.....უფასო newsmile035.gif newsmile035.gif

ციტატა(Beso @ 8th December 2009 - 00:23) *
ნადირობის სეზონი რომ გავაგრძელოთ მარტის ბოლომდე რა აზრის ხართო?

კიმარა..კომუნისტების დროს რომ იყო ნებადართული მარტის ბოლომდე....მაშინ არ ყავდა ჭუჭულები???...(იხილეთ მონადირის წიგნი...მოთხრობა "თულის თოფი")...გადაიკითხეთ ბუმბერაზი კლასიკოსები... newsmile035.gif newsmile035.gif

პოსტის ავტორი: ზახარა Dec 7 2009, 23:43

ბესო
ისე მარტის ბოლომდე თუ არა, ნახევრამდე მაინც რომ იყოს გადაწეული გადამფრენებზე ნადირობა, კარგი იქნება small3d029.gif small3d029.gif small3d029.gif

პოსტის ავტორი: გოგა Dec 7 2009, 23:46

ციტატა(zaxara @ 8th December 2009 - 00:43) *
ისე მარტის ბოლომდე თუ არა, ნახევრამდე მაინც რომ იყოს გადაწეული გადამფრენებზე ნადირობა, კარგი იქნება

რა თქმა უნდა კარგი იქნება,მაგრამ როგორც ბესო ამბობს(მე არ მინახია და ვერ ვიტყვი) თუ მართლა მაგ დროს უკვე ჭუკები ყავს,მაშინ ძალიან ტეხავს და საცოდაობაა!!!

პოსტის ავტორი: ბესო Dec 7 2009, 23:47

ლევანი
ზახარა
კომუნისტები იდიოტები იყვნენ და აუცილებელია რომ მათ დავემსგავსოთ???????????????????????????????


newsmile055.gif newsmile055.gif

პოსტის ავტორი: ზახარა Dec 7 2009, 23:50

ბესო
ეტყობა თბილი ზამთარი იყო და იმიტომ ყავდათ ნაადრევათ ჭუკები, არადა მარტში ირევა კარგად იხვიც და ბატიც

პოსტის ავტორი: გიორგი Dec 7 2009, 23:50

ციტატა(levani @ 8th December 2009 - 00:39) *
????...ჩლიქოსნებზე ნადირობა გახდაო.....უფასო


აი შენ თვითონ მაინც თუ გჯერა მაგის ??? newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif სახელმწიფოს პრიორიტეტი ბიზნესის კეთება არ შეიძლება იყოს !!!! მაგისთვის არსებობს კერძო კომპანიები !!!

სახელმწიფოს პრიორიტეტი არის მისი მოქალაქეების უფლებების დაცვა !!! პარლამეტს ხალხის ირჩევს და არა კერძო ბიზნესი, თავისი კერძო მეურნეობებით newsmile05.gif ყოველშემთხვევაში ეგრე უნდა იყოს !!!!

ხოდა წითელ ნუსხაში (ან თუ გინდა ნარინჯისფერ ნუსხაში, ანუ ნადირობა აკრძალულ ნუსხაში) შეტანის პირველი და მთავარი მოტივი ვერ იქნება და არც უნდა იყოს არც ტურიზმი და არც კერძო მეურნეობების ინტერესები !!! არ შეიძლება ასეთი რამე !!! არაა !!! newsmile05.gif newsmile05.gif ეს არის მიკერძოებული მიდგომა.... არც საიდანმე გადმოწერა შეიძლება ამ ნუსხის..... და ის ხალხი რომელსაც ჩვენ ხელფას ვუხდით ამ საქმეში - კეთილი უნდა ინებონ და იმუშაონ !!! და თავიანთი შრომის შედეგად, დასაბუთებული და არგუმენტირებული ნუსხა უნდა დადონ სტოლზე !!!

თუარა ისე ყველაფრის გამართლება შეიძლება, მაგრამ იბადება კითხვა: რატომ ამართლებ ?!!?!?!?!?!?!?!?! რატო აკანონებ მორალურად ვიღაცის უსაქმურობას, თუ არაკეთილსინდისერად შესრულებულ ვალდებულებებს ?!?!?!!

ანუ შენ დღეს კმაყოფილი ხარ იმ სიტუაციით რაც არის ??? თუ კმაყოფილი ხარ მაშინ ეგრე თქვი, რომ ყველაფერი რაც ეხლა ხდება და როგორც ხდება არის კაი და შენთვის მისაღები და მშინ გავიგებ შენს პოზიციას. მაგრამ ხომ ვიცი, რომ შენც უკმაყოფილო ხარ და რატო ამართლებ ???


პოსტის ავტორი: ლევანი Dec 7 2009, 23:53

ციტატა(Beso @ 8th December 2009 - 00:23) *
ნადირობის სეზონი რომ გავაგრძელოთ მარტის ბოლომდე რა აზრის ხართო?

შეიძლება კიდეც ყავდეს ზოგიერთს ჭუჭულები..მაგრამ სადღაც წაკითხული მაქვს...სწორედ მარტის ბოლოსკენ გროვდებიან ჩვენთან დიდი გუნდები და გადადიან კავკასიონზე...რუსეთისკენ...

ციტატა(dubidubiduu @ 8th December 2009 - 00:50) *
აი შენ თვითონ მაინც თუ გჯერა მაგის ??? სახელმწიფოს პრიორიტეტი ბიზნესის კეთება არ შეიძლება იყოს !!!! მაგისთვის არსებობს კერძო კომპანიები !!!

გიოოო...ეგ მეურნეობები..კერძოებია..და ბიზნესს ეგენი აწარმოებენ....აი სახელმწიფოს პრიორიტრტი კი....რესურსების ხარჯზე..ბიუჯეტის შევსებაა...ნადირობა კი რესურსია.

პოსტის ავტორი: ბესო Dec 7 2009, 23:55

ციტატა(ზახარა @ Dec 8 2009, 00:50) *
ბესო
ეტყობა თბილი ზამთარი იყო და იმიტომ ყავდათ ნაადრევათ ჭუკები, არადა მარტში ირევა კარგად იხვიც და ბატიც


მარტის ბოლოს - აპრილის დასაწყისში ყავთ ჭუკები - შესაბამისად მარტი არის შეჯვარების პერიოდი და მაგ დროს ნადირობა არის ფაშიზმის ტოლფასი - ამორალური საქციელი და ყველაფერი ცუდი!!! რავი რა გითხრათ კიდევ...

პოსტის ავტორი: ლევანი Dec 7 2009, 23:57

ციტატა(dubidubiduu @ 8th December 2009 - 00:50) *
სახელმწიფოს პრიორიტეტი არის მისი მოქალაქეების უფლებების დაცვა !!! პარლამეტს ხალხის ირჩევს და არა კერძო ბიზნესი, თავისი კერძო მეურნეობებით ყოველშემთხვევაში ეგრე უნდა იყოს !!!!

გეთანხმები....ამიტომაც იცავენ იმათ უფლებებსაც...ვისაც ბუნებაში ცოცხალი შველის ნახვა ურჩევნიათ..და კრძალავენ ეგეთებზე ნადირობას...გარდა სპეციალურად შექმნილი მეურნეობებისა...გარდა მაგისა...მონადირეების უფლებებსაც იცავენ და ლიცენზიით გვრჩება სანადირო...გადამფრენებზე.

პოსტის ავტორი: ბესო Dec 7 2009, 23:58

ციტატა(ლევანი @ Dec 8 2009, 00:53) *
შეიძლება კიდეც ყავდეს ზოგიერთს ჭუჭულები..მაგრამ სადღაც წაკითხული მაქვს...სწორედ მარტის ბოლოსკენ გროვდებიან ჩვენთან დიდი გუნდები და გადადიან კავკასიონზე...რუსეთისკენ...


და ეგრეც რომ იყოს რა????????? ამიტომ უფლება გვაქვს თავზე ხელი ავიღოთ და ყველაფერი ჩავიდინოთ? თუ აუცილებელია დავემსგავსოთ იმ მონადირეებს, რომლებიც შველს კლავენ და გაფატვრისას მუცელში ნუკრს პოულობენ ხოლმე?????????????????????????????/
newsmile055.gif newsmile055.gif newsmile055.gif newsmile055.gif newsmile055.gif newsmile055.gif newsmile055.gif newsmile055.gif

პოსტის ავტორი: გიორგი Dec 7 2009, 23:59

მაგ ლოგიკით ქართველის ხორცი უნდა გაიტანონ ექსპორტზე კანიბალებში newsmile035.gif newsmile035.gif იმიტომ რომ ექსპორტი ფულია და ხორცი - რესურსი newsmile029.gif newsmile029.gif newsmile029.gif newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif

მაშინ იეღოველებიც დააკანონ როგოც სახელმწიფო რელიგია. ეგენიც ფულს იხდიან. მიწებიც გავყიდოთ - რესურსია. ყველაფერი გავყიდოთ, იმიტომ რომ ყველაფერი შეიძლება იყოს რესურსი, მაგრამ !!!!!!!!!!!!!!! ეს ბიუჯეტი ვისთვის გინდა ?!?!?!?! ჩემთვის, როგორც მოქალაქისთვის ??? თუ ვისთვის ????

თუ ჩემთვის გინდა - მე არ მინდა ეგეთი ფული ჩემი სახელმწიფოსგან, იმიტომ რომ დედა თუ მიტირა - მერე ჩემი ქვეყნის ბიუჯეტი აი როგორ ცალ წიხლზე მეკიდება იცი ??? newsmile05.gif newsmile05.gif newsmile05.gif


პოსტის ავტორი: ბესო Dec 7 2009, 23:59

ციტატა(ლევანი @ Dec 8 2009, 00:57) *
გეთანხმები....ამიტომაც იცავენ იმათ უფლებებსაც...ვისაც ბუნებაში ცოცხალი შველის ნახვა ურჩევნიათ..და კრძალავენ ეგეთებზე ნადირობას...გარდა სპეციალურად შექმნილი მეურნეობებისა...გარდა მაგისა...მონადირეების უფლებებსაც იცავენ და ლიცენზიით გვრჩება სანადირო...გადამფრენებზე.


შენ თვითონ გჯერა რასაც წერ?

პოსტის ავტორი: ლევანი Dec 8 2009, 00:01

ციტატა(Beso @ 8th December 2009 - 00:47) *
კომუნისტები იდიოტები იყვნენ და აუცილებელია რომ მათ დავემსგავსოთ???????????????????????????????

მაგის დედავატირე...მაინცდამაინც მაგ საქმეში იყვნენ იდიოტები???...მთელი ეს მეურნეობა და კანონმდებლობა მაგათი შექმნილი არ არის????ეხლა შეცვლას რო უპირებენ და ნახევარი საქართველო აჯანყდა???...

პოსტის ავტორი: გიორგი Dec 8 2009, 00:01

ციტატა(levani @ 8th December 2009 - 00:57) *
გეთანხმები....ამიტომაც იცავენ იმათ უფლებებსაც...ვისაც ბუნებაში ცოცხალი შველის ნახვა ურჩევნიათ..და კრძალავენ ეგეთებზე ნადირობას...გარდა სპეციალურად შექმნილი მეურნეობებისა...


ე ბიჯო მერე პირიქით რომ ქნან არ შეიძლება ???? მეურნეობებში ათვალიერებინონ ცოცხალი შველი და მე მაცალონ ტყეში ნადირობა.... არა ????? ტურიზმი ეს უფროა newsmile035.gif newsmile035.gif

პოსტის ავტორი: ბესო Dec 8 2009, 00:04

რა მონადირეების უფლებებს იცავენ?????? გასაგებად ვთვი ალბათ 100-ჯერ, რომ ამ მეურნეობებს უნდათ მთელი საქრთველოი აიღონ ლიცენზიებით და შენ საკუთარ ეზოში საკუთარ ქათამსაც ვეღარ მოკლავ!!!!!!!!!!!! თუ გწამს მათი - ამოუდექი ძმაო გვერდში იმათ. აქ მაგათგან ტანჯულის ხატს მაინც ვერ შექმნი და ვერც ერზე გადამკვდარ სულებად წარმოაჩენ! რაც არიან და რაც უდევთ გულში ისედაც ყველამ იცის!

ციტატა(ლევანი @ Dec 8 2009, 01:01) *
მაგის დედავატირე...მაინცდამაინც მაგ საქმეში იყვნენ იდიოტები???...მთელი ეს მეურნეობა და კანონმდებლობა მაგათი შექმნილი არ არის????ეხლა შეცვლას რო უპირებენ და ნახევარი საქართველო აჯანყდა???...


ეგენი ყველაფერში იდიოტები იყვნენ. მაგიტომაც დაემხოთ ქვეყანა თავზე!!! რა მეურნეობაც და რა კანონმდებლობაც შექმნეს აი ის წითელი წიგნი გვაქვს დღეს. რა ცოდნას თავის მომავალს გადასცეს იმ ცოდნით აგრძელებენ!!!!!!!

პოსტის ავტორი: გოგა Dec 8 2009, 00:04

ცოცხალი შველი ვისაც აინტერესებს წავიდეს და ნახოს ზოოპარკში!!! newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ლევანი Dec 8 2009, 00:15

ციტატა(gogagoga @ 8th December 2009 - 01:04) *
ზოოპარკში!!!

და მუზეუმში ფიტული....ბუნებაში რა უნდა შველს.....ეგენი ჩვენ უნდა დახოცოთ ხოლმე.. newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif

ციტატა(Beso @ 8th December 2009 - 01:04) *
გასაგებად ვთვი ალბათ 100-ჯერ, რომ ამ მეურნეობებს უნდათ მთელი საქრთველოი აიღონ ლიცენზიებით და შენ საკუთარ ეზოში საკუთარ ქათამსაც ვეღარ მოკლავ!!!!

არ გეწყინოს ბესო..მაგრამ შენ რო თქვი 100-ჯერ..ეგ არაფერსაც არ ნიშნავს....იმ ტერიტორიებს..სადავ ჩვენ ვნადირობთ ხოლმე გადამფრენებზე..ეგ მეურნეობები ვერასდროს აიღებენ.....იმიტომ..რომ ეგენი უკვე ვიღაცეებს აქვთ იჯარით აღებული(სათესი ადგილები)...გარდა მაგისა...ისეთი ტვები და მდინარეები.სადაც ჩვენ დავიარებით არ გაიცემა საკუთრებაში....ასე რომ სანადირო ადგილები ბევრი რჩება...მაგაზე შარკიმაც დაწერა..

პოსტის ავტორი: გიორგი Dec 8 2009, 00:19

ერთი რამდენი ტურისტი გინახია ჩამოსულიყო საქართველოს ტყეში შველის სანახავად ?????????

და შეაფარდე ეს იმას რამდენი ქართველი არის გადამხდელი თანხის იმაში, რომ ამ შველზე ინადიროს..... და მიხვდები რატო არ ივსება საქ. ბიუჯეტი !!

და კერძო მეურნეობებს რაც შეეხება - ტურიზმი არა იხვი...... მაგათ აქვთ თავიანთი კერძო და ვიწრო ინტერესები და თუ ეს ინტერესები მთავრობის გარკვეული ჯგუფის ინტერესებს ემთხვევა - ეს არ ნიშნავს, რომ ეს არის სახლემწიფო პრიორიტეტი და ხალხის ინტერესი !!! ვოტ ტაკ !!!

ციტატა(levani @ 8th December 2009 - 01:15) *
იმიტომ..რომ ეგენი უკვე ვიღაცეებს აქვთ იჯარით აღებული(სათესი ადგილები)...


ხო ნუ ვიღაცამ მაგაში დაასწრო და ვიღაცას ისინი დაასწრებენ სხვა ტერიტორიების აღებაში newsmile05.gif ამიტომ რა ? მიზანი მაინც უცვლელი რჩება და შენ ამით რა ხეირი ???

მიხვალ იქამდე, რომ გავყიდით ჩვენს თოფებს და ვიყიდით სონი პლაისთეიშენებს... თან აგერ რეკლამაც ვნახე უკვე კაი თამაში გამოსულა ნადირობაზე.... და გერქმევა ქართველი მონადირე.... აი ეს არის ჩვენი და ჩვენი შვილების მომავალი... ტელევიზორის და კომპპიუტერის წინ დივანზე მჯდომი ტრაკგასიებული თაობა....

პოსტის ავტორი: ლევანი Dec 8 2009, 00:26

ციტატა(dubidubiduu @ 8th December 2009 - 01:16) *
ერთი რამდენი ტურისტი გინახია ჩამოსულიყო საქართველოს ტყეში შველის სანახავად ?????????

არ ვიცი რაოდენობა..მაგრამ მოზიდვას ცდილობენ და მაგაზე რეკლამებიც არის...(დაცულ ტერიტორიებზე) გარდა მაგისა არსებობენ ტურისტული ჯგუფები...თუ არ ვცდები კარავი.გე...მოკლედ ბავრს ევასება ბუნებაში გასვლა...
ციტატა(dubidubiduu @ 8th December 2009 - 01:16) *
და შეაფარდე ეს იმას რამდენი ქართველი არის გადამხდელი თანხის იმაში, რომ ამ შველზე ინადიროს..... და მიხვდები რატო არ ივსება საქ. ბიუჯეტი !!

ხოდა თუ გადამხდელები არიან...მეურნეობაში გადაიხადო...ხოლო ბიუჯეტი კიდე ივსება....300 მილიონიდან 7.5 მილიარდზეა ასული...საიდან???...
ციტატა(dubidubiduu @ 8th December 2009 - 01:16) *
და კერძო მეურნეობებს რაც შეეხება - ტურიზმი არა იხვი...... მაგათ აქვთ თავიანთი კერძო და ვიწრო ინტერესები და თუ ეს ინტერესები მთავრობის გარკვეული ჯგუფის ინტერესებს ემთხვევა - ეს არ ნიშნავს, რომ ეს არის სახლემწიფო პრიორიტეტი და ხალხის ინტერესი !!!

რათქმაუნდა...ეგ უკვე ბიზნესია..და რომელი ბიზნესმენი იცი ვინც თავის ინტერესებზე არ მუშაობს.....ეგრეა მთელ დასავლეთში და რაღაჩვენთან აღმოჩნდა ეგ ყველაფერი სამარცხვინო...ხოდა შედეგებიც შეადარე..ერთმანეთს ...ჩვენი და იმათი.

პოსტის ავტორი: გიორგი Dec 8 2009, 00:32

ლევანი

ციტატა(levani @ 8th December 2009 - 01:26) *
...საიდან???...


მე კი ვიცი საიდან, მაგრამ მაგაზე ნაღდად არ ვაპირებ ლაპარაკს თორე ნამეტანი შორს წავალთ... მაგრამ ნამდვილად არა კერძო მეურნეობებიდან თუ 1-2 გერმანელიდან რომელიც ჩვენ ტყეში დახეტიალობს

ციტატა(levani @ 8th December 2009 - 01:26) *
ხოდა თუ გადამხდელები არიან...მეურნეობაში გადაიხადო.


500 ლარი ???? + კაცზე 200 ლარი ????

მე ვერ ვქაჩავ მაგდენს და შენ თუ ქაჩავ - გადაიხადე

ციტატა(levani @ 8th December 2009 - 01:26) *
და რომელი ბიზნესმენი იცი ვინც თავის ინტერესებზე არ მუშაობს


მიკროსოფთის და გუგლიმ ძალიან რომ გააჯაზეს და მარტო თავიანთ ჯიბეზე ფიქრში იყვნენ - სახელმწიფო ჩაერია (ანტიმონოპოლისტური სამსახური) და კარგათან მითქეშ მოთქეშა... თქვენო შემთხვევითო ხომ არ გძმარავთო ??? (ასე უთხრა პირდაპირ) და აუკრძალა გუგლს და იაჰუს გაერთიანება.....

აი ამას ქვია სახელმწიფო რომელიც თავის ხალხზე ზრუნავს...

პოსტის ავტორი: ლევანი Dec 8 2009, 00:33

ციტატა(dubidubiduu @ 8th December 2009 - 01:19) *
ხო ნუ ვიღაცამ მაგაში დაასწრო და ვიღაცას ისინი დაასწრებენ სხვა ტერიტორიების აღებაში ამიტომ რა ? მიზანი მაინც უცვლელი რჩება და შენ ამით რა ხეირი ???

ის ხეირი..რაც აქამდე მქონდა....მაგ ნაწვერალში და ნაყანებში ვნადირობდი აქამდეც და ვინადირებ ამის მერეც.....და საერთოდ რას ქვია ვიღაცამ დაასწრო....ხალხნო....კაპიტალიზმი
ა უკვე...და ეგ ნიშნავს....ყველა ტერიტორია...(გარდა სტრატეგიულისა დაცული ტერიტორიებისა და ნაკრძალებისა)..გადავა კერძო საკუთრებაში..ან ჯრარით ინვესტორის ხელში....მაგას ვერ ავცდებით და შეეშვით უკან კომუნიზმისკენ ყურებას....ბესომ ხო ნახეთ რა აკადრა კომუნისტებს(სხვათაშორის ვეთანხმები)

პოსტის ავტორი: ბესო Dec 8 2009, 00:36

ლევანი

არ გეწყინოს მაგრამ ვერცერთ შენს პოსტში აზრი ვერ გამოვიტანე. ერთად-ერთი მიზეზი ამ რაღაცეების წერის ალბათ არის ის, რომ კლავიატურაზე სწრაფად ბეჭდვაში ვარჯიშობ და ოპონენტებს მაგისთვის იკრებ. აბა ამ ფორუმზე პოლიტიკურ განცხადებებამდე რატომ მიგყავს ყველა თემა ვერ ვხვდები. აქ ყველას ქინძზე კიდია ბიუჯეტი რა გზებით ავიდა 300 მილიონიდა 7.5 მილიარდამდე. ან საერთოდ ავიდა თუ არ ავიდა და ვის რას აბოლებენ ეგეც ქინძზე კიდიათ! ამ ხალხს ნადირობა და თევზაობა აინტერესებს და აინტერესებს როგორ გამოასწოროს დღეს შექმნილი სიტუაცია. ხოდა სადაც გადამფრენ ფრინველებზე ნადირობ იმ ადგილს ვერ აიღებენ კი არა ასობით ჰექტარი ზოგმა საკუტრებაში აიღო და ზოგმა დაცული ტერიტორიები და ნაკრძალები "გაიპრავეს" - მოვიდა ვინმე და გკითხა რამე? ისევე არ გკიტხავენ დანარჩენზეც!!!


პოსტის ავტორი: გიორგი Dec 8 2009, 00:37

ხოდა მასე იქნება მის დღემში რომ მწყერის გარდა კაცი ვერ გახვალ ვერსად..... იმ წყერზეც ვერ ინადირებ ცოტა ხანში... იმ ყანის პატრონებსაც უჩხუბიათ ბევრჯერ და გამოუყრიათ მონადირეები მინდვრიდან...

ხოდა შედეგად ყველას ინტერესი დაცულია - გარდა მონადირისა (და გინდა მეთევზისა)....



ბესო

+987986787678765674654563436435432543256476697088908-099-090798767856745643535423

პოსტის ავტორი: ლევანი Dec 8 2009, 00:39

ციტატა(dubidubiduu @ 8th December 2009 - 01:32) *
500 ლარი ???? + კაცზე 200 ლარი ????

ციტატა(dubidubiduu @ 8th December 2009 - 01:32) *
500 ლარი ???? + კაცზე 200 ლარი ????

მე ვერ ვქაჩავ მაგდენს და შენ თუ ქაჩავ - გადაიხადე

ვერც მე ვქაჩავ..მაგრამ გაიაფდებათქო....მაგას ვერ აცდებიან..ჯერ ახალი ხილია და უბერავენ...მარა დიდახნს არ გაგრძელდება ეგრე.
ციტატა(dubidubiduu @ 8th December 2009 - 01:32) *
სახელმწიფო ჩაერია (ანტიმონოპოლისტური სამსახური) და კარგათან მითქეშ მოთქეშა... თქვენო შემთხვევითო ხომ არ გძმარავთო ??? (ასე უთხრა პირდაპირ) და აუკრძალა გუგლს და იაჰუს გაერთიანება.....

აი ამას ქვია სახელმწიფო რომელიც თავის ხალხზე ზრუნავს...

შენც შეადარე რა..თუ ჩვენი მეურნეობებიც გაუბერავენ ეგრე(მაგ დონეზე) ჩვენებიც ჩაერევიან...თუ არ ჩაერევიან ძალით ჩავრევთ..(ხალხი)...მაგრამ ეგ ეგრე ვერ იქნება. არც თოფაძეა ბილ გეიცი და არც ტყემალაძე...(იმისგან განსხვავებით ამათ არ მოუგონიათ ეგ მეურნეობა)

პოსტის ავტორი: გოგა Dec 8 2009, 00:40

ციტატა(levani @ 8th December 2009 - 01:39) *
შენც შეადარე რა..თუ ჩვენი მეურნეობებიც გაუბერავენ ეგრე(მაგ დონეზე) ჩვენებიც ჩაერევიან...თუ არ ჩაერევიან ძალით ჩავრევთ..

ვინ ჩაერევა,ანტიმონოპოლიური სამსახური გააუქმეს საერთოდ მგონი.
ან ვინ უნდა ჩაერიოს,კი მისულია უკვე მაქამდე საქმე მაგრამ ერევა ვინმე ხალხის სასარგებლოდ?

პოსტის ავტორი: ლევანი Dec 8 2009, 00:45

ციტატა(Beso @ 8th December 2009 - 01:36) *
აბა ამ ფორუმზე პოლიტიკურ განცხადებებამდე რატომ მიგყავს ყველა თემა ვერ ვხვდები. აქ ყველას ქინძზე კიდია ბიუჯეტი რა გზებით ავიდა 300 მილიონიდა 7.5 მილიარდამდე.

მე მიმყავს არა???? თუ დააკვირდები..ეგ პასუხი იყო გიორგის პოლიტიკურ განცხადებაზე....არ გჯერა????...

ციტატა(gogagoga @ 8th December 2009 - 01:40) *
ვინ ჩაერევა,ანტიმონოპოლიური სამსახური გააუქმეს საერთოდ მგონი.
ან ვინ უნდა ჩაერიოს,კი მისულია უკვე მაქამდე საქმე მაგრამ ერევა ვინმე ხალხის სასარგებლოდ?

ააა. ბატონო კიდე....მარა ამას აღარ ვუპასუხებ....და დაინახეთ ვინ იწყებს.

პოსტის ავტორი: გიორგი Dec 8 2009, 00:46

რათ უნდა მაგას ბილ გეიტსობა კაცო ??????????????

ტერიტორიის აღებას არაფერი ბევრი მილიონები არ სჭირდება.... იმის მოვლას სჭირდება ფული, თორე ისე შემოიღობავენ გურჯისტანს - როგორც დაგიბარებია....

და არც არავინ არ ჩაერევა, და არც არაფერი ფასები არ დარეგულირდება.... იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ არასოდეს არ იქნება კონკურენცია... ეხლა რო არიან ერთმანეთის კონკურენტები რა ??? ფასებს გიწევს ვინმე დაბლა ?? არაა... შეხმატკბილებულად ზიან ერთად და შეთანხმებულად აწვებიან თავიანთ იდეებს...

და სახელმწიფომ შექმნას კონკურენცია... რატო არ ქმნის ???? მეურნეობაში თუ ღირს ტახი 500 ლარი და უეჭველი კლავ, სახელმწიფოს დააწოს ლიცენზია 250 ლარი და ჩემი მარიფათით მანადიროს თავისუფალ ტყეში.... არ მინდა ბიძია ეს კომფორტი და არც 500 ლარი მაქვს.... მაგრამ 250 ლარს გადავიხდი და ვიხეტიალებ მთელი სეზონი ტყეში.... შეიძლება სულ 1 ავიღო სეზონზე - მაგრამ ჩემსას გავისწორებ... ბიუჯეტშიც ფული შევა... კონკურენციაც იქნება და ყველა კმაყოფილი იქნება...


პოსტის ავტორი: ბესო Dec 8 2009, 00:52







პოსტის ავტორი: ლევანი Dec 8 2009, 00:57

ციტატა(dubidubiduu @ 8th December 2009 - 01:46) *
ტერიტორიის აღებას არაფერი ბევრი მილიონები არ სჭირდება.... იმის მოვლას სჭირდება ფული,

მერე ავიღოთ ჩვენც...ვინ გვიშლის???...გვქონდეს ჩვენი მეურნეობა და ვინადიროთ ჩვენთვის...მარტო ის გვექნება გადასახადი რაც ბიუჯეტში იქნება შესატანი.
ციტატა(dubidubiduu @ 8th December 2009 - 01:46) *
არც არაფერი ფასები არ დარეგულირდება.... იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ არასოდეს არ იქნება კონკურენცია..

თუ ვერავინ გადაიხადა....მოჭარბების შემთხვევაში რას იზავენ???...მაგრად რო მოუმრავლდებათ ღორიც და ყველაფერიც...ჯერ ეხლა ამრავლებენ და ცოტა ყავთ...ამასწინად შემოუყვანია ტყემალაძეს 100 ღორი...მოამრავლებენ და მომნადირებელი თუ არავინ ეყოლა ფასის გამო..ისე დააკლებს როგორც დაგიბარებია.
ციტატა(dubidubiduu @ 8th December 2009 - 01:46) *
და სახელმწიფომ შექმნას კონკურენცია... რატო არ ქმნის ????

კაცო..წეღან შენ არ წერდი???სახელმწიფო მაგას ვერ იზავსო???...

ბესო
მაგდენი ინგლისაური არ ვიცი..იქნებ მოგვითარგმნო...

პოსტის ავტორი: გიორგი Dec 8 2009, 01:03

ციტატა(levani @ 8th December 2009 - 01:57) *
კაცო..წეღან შენ არ წერდი???სახელმწიფო მაგას ვერ იზავსო???...


ეხლა ღრმა ეკონომიკურ თეორიებში ნუ გადამახვევინებ.... სახელმწიფოს აქვს ყველა ინსტრუმენტი, რომ დაიცვას როგორც ბიზნესი, ასევე ხალხის ინტერესებიც... ყველა შესაძლებლობა აქვს, რომ დააბალანსოს ეს ინტერესები.... ხოდა ეხლა ისეა ყველაფერი დაბალანსებული - როგორც ბაბონიანი კრაზის პაკრიშკა....


პოსტის ავტორი: ბესო Dec 8 2009, 01:03

ციტატა(ლევანი @ Dec 8 2009, 01:55) *
მერე ავიღოთ ჩვენც...ვინ გვიშლის???...გვქონდეს ჩვენი მეურნეობა და ვინადიროთ ჩვენთვის...მარტო ის გვექნება გადასახადი რაც ბიუჯეტში იქნება შესატანი.

მაგ მეურნეობას მოვლა უნდა. ანუ ფული - თან ცოტა არ უნდა - შემოღობვით უნდა დაიწყო... მაგდენი ფული ამათ არ აქვთ და ვერ შემოუღობავთ და შენ საიდან მოგაქვს? newsmile05.gif

ციტატა(ლევანი @ Dec 8 2009, 01:57) *
თუ ვერავინ გადაიხადა....მოჭარბების შემთხვევაში რას იზავენ???...მაგრად რო მოუმრავლდებათ ღორიც და ყველაფერიც...ჯერ ეხლა ამრავლებენ და ცოტა ყავთ...ამასწინად შემოუყვანია ტყემალაძეს 100 ღორი...მოამრავლებენ და მომნადირებელი თუ არავინ ეყოლა ფასის გამო..ისე დააკლებს როგორც დაგიბარებია.


ვერაფერსაც ვერ მოამრავლებენ ეგენი - ეგ ღორი თუ მომრავლდა გაექცევათ ტყეში newsmile05.gif ხოდა რა თქვეს იცი? ჩემი ტერიტორიიდან ღორი და ხოხობი რომ გადის იმის მოკვლის უფლება არავის აქვსო - ხოდა თუ სადმე დაიჭირეთ უკან მომიყვანეთ და ჩამაბარეთო newsmile035.gif newsmile035.gif - სამაგიეროდ მე მოსახმარებელი მაქვს სამუშაოები და იმაში დაგიხმარ და გამუშავებო! newsmile035.gif newsmile035.gif

ციტატა(ლევანი @ Dec 8 2009, 01:57) *
კაცო..წეღან შენ არ წერდი???სახელმწიფო მაგას ვერ იზავსო???...


როგორც ერთ-ერთ მათგანს წამოცდა (თავს ვერ დავდებ მაგრამ მაინც - იქ ესწრებოდა 20 კაცი და ყველამ გაიგო newsmile05.gif ) სახელმწიფო მაგათ თითო ღორს მგონი 30 ლარად აწერს newsmile035.gif newsmile035.gif მოგწონს ფასთა სხვაობა? newsmile05.gif


ციტატა(ლევანი @ Dec 8 2009, 01:57) *
ბესო
მაგდენი ინგლისაური არ ვიცი..იქნებ მოგვითარგმნო...


newsmile05.gif ეს ნიშნავს, რომ - ყელამდე ქაქში ვართ newsmile05.gif newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ლევანი Dec 8 2009, 02:30

ციტატა(Beso @ 8th December 2009 - 02:03) *
მაგ მეურნეობას მოვლა უნდა. ანუ ფული - თან ცოტა არ უნდა - შემოღობვით უნდა დაიწყო... მაგდენი ფული ამათ არ აქვთ და ვერ შემოუღობავთ და შენ საიდან მოგაქვს?

ჩვენ ბევრნი ვართ..ცოტა ფულსაც გავჩითავთ და ფიზიკურადაც ვიმუშავებთ...ეგრე ნელ-ნელა..ჩვენც მოვაბავთ თავს.
ციტატა(Beso @ 8th December 2009 - 02:03) *
ჩემი ტერიტორიიდან ღორი და ხოხობი რომ გადის იმის მოკვლის უფლება არავის აქვსო - ხოდა თუ სადმე დაიჭირეთ უკან მომიყვანეთ და ჩამაბარეთო

რაკი ეგენი იტყვიან აი...თუ შნო აქვთ...შიგნით დააკაონ..გარეთ მაგათ აღარავინ ეკითხებათ.
ციტატა(Beso @ 8th December 2009 - 02:03) *
როგორც ერთ-ერთ მათგანს წამოცდა (თავს ვერ დავდებ მაგრამ მაინც - იქ ესწრებოდა 20 კაცი და ყველამ გაიგო ) სახელმწიფო მაგათ თითო ღორს მგონი 30 ლარად აწერს მოგწონს ფასთა სხვაობა?

მომწონს.ეგ ნიშნავს..რომ დიდი ლუფტი აქვთ ფასის დასაკლებად...(რო გაუჭირდებათ რათქმაუნდა)...ეხლა კი მაგას რა ქვია...თქვენთვის მომინდვია...მაგრამ რას ვიზავთ...მაგათი ბიზნესია და თვითონ წყვეტენ თავიანთ პოლიტიკას....დრომ და გარემოებამ უნდა აიძულოს...თორემ თუ გაიჯეჯილეს...და ეს ფასები უხადეს..კიდეც გააძვირებენ...სამწუხარო ის არის..რომ ეგ კერძო ბიზნესია და მაგ კუთხით ვერავინ ჩაერევა....ბაზარმა უნდა აიძულოს.

პოსტის ავტორი: ვიტო Dec 8 2009, 06:25

ლევანი
ოხ რა იეღოველი ხარ რა newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ბესო Dec 8 2009, 09:36

მოკლედ მართლა იაღოველი ხარ რა. newsmile05.gif

ციტატა(ლევანი @ Dec 8 2009, 03:30) *
ჩვენ ბევრნი ვართ..ცოტა ფულსაც გავჩითავთ და ფიზიკურადაც ვიმუშავებთ...ეგრე ნელ-ნელა..ჩვენც მოვაბავთ თავს.


ვერ გავჩითავთ! მაგხელა ფულს, რომ 1000 ჰექტარი მაინც, რომ აიღო და ეგ რომ შემოვღობოთ - შენ გგონია წნელსზ ღობეს გააკეთებ და ეგაა? კეთდება 3-4 მეტრიანი რკინის მერსერი, ქვევეით ბეტონის დიდი სალტეთი წარმოგიდგენია რა ჯდება???
ციტატა(ლევანი @ Dec 8 2009, 03:30) *
რაკი ეგენი იტყვიან აი...თუ შნო აქვთ...შიგნით დააკაონ..გარეთ მაგათ აღარავინ ეკითხებათ.


ვერ დააკავებენ და იგივე მიზეზის გამო, რომ მაგდენ ფულს არ დახარჯავენ ღობეში და სხვანაირად ღორს ვერ გააჩერებ!! მაგათ ერთი ბეწო "ზაგონები" აქვთ გაკეთებული და ვიშკებს აკეთებენ ეხლა - მოკლედ დაბმულ ღორს მოგაკვლევინებენ თუ გინდა - 500 ლარად newsmile035.gif newsmile035.gif აი ესეთია ქართულ წარმოდგენაში სამონადირეო მეურნეობის ბიზნესი newsmile035.gif newsmile035.gif

ციტატა(ლევანი @ Dec 8 2009, 03:30) *
მომწონს.ეგ ნიშნავს..რომ დიდი ლუფტი აქვთ ფასის დასაკლებად...(რო გაუჭირდებათ რათქმაუნდა)...ეხლა კი მაგას რა ქვია...თქვენთვის მომინდვია...მაგრამ რას ვიზავთ...მაგათი ბიზნესია და თვითონ წყვეტენ თავიანთ პოლიტიკას....დრომ და გარემოებამ უნდა აიძულოს...თორემ თუ გაიჯეჯილეს...და ეს ფასები უხადეს..კიდეც გააძვირებენ...სამწუხარო ის არის..რომ ეგ კერძო ბიზნესია და მაგ კუთხით ვერავინ ჩაერევა....ბაზარმა უნდა აიძულოს.


დიდი - აშკარად დიდი ლუფტი აქვთ - და ეს ლუფტი იძლევა ზუსტად იმის საბაბს, რომ დაუშვან ღორზე ნადირობა საყოველთაოდ და ლიცენზიაში კაცს გამოართვან 100 1ნ 200 ლარი და მერე კონკრეტულად ადამიანის გადასაწყვეტი იქნება, აიღოს ეს ლიცენზია და იბორიალოს ტყეებში - შეიძლება უშედეგოდაც თუ გააძროს 500 ლარი და დაბმული ღორი მოკლას! რაც შეეხება შენი წარმოდგენოთ ბიზნესს - ეგ ბიზნესი არ არის. ეს ყველა სამონადირეო კლუბები იყრიან თავს ერთად - და ეს თვიოთონ განაცხადეს - ერთად ვართო - და ფასები მოლაპარაკებულია და უბერავენ - ნებისმიერ ნორმალურ სახელმწიფოში ეს კრიმინალია და ციხეებს მოახეხინებდნენ ასეთ "ბიმესმენებს" newsmile05.gif

პოსტის ავტორი: AlekoN Dec 8 2009, 11:34

QUOTE (ბესო @ Dec 8 2009, 00:23) *
ეგრევე ვაჯახე შანსი არ არისთქო მარტში უკვე ჭუკები ყავს იხვებს და მელოტებს, ჩემი თვალთ მყავს ნანახი მეთქი -

QUOTE (ბესო @ Dec 8 2009, 00:55) *
მარტის ბოლოს - აპრილის დასაწყისში ყავთ ჭუკები - შესაბამისად მარტი არის შეჯვარების პერიოდი და მაგ დროს ნადირობა არის ფაშიზმის ტოლფასი - ამორალური საქციელი და ყველაფერი ცუდი!!! რავი რა გითხრათ კიდევ...

თუ იცი, საქართველოში სად ბუდობს იხვი?
და აღმ. საქართველოს მდინარეებზე და კოლხეთის დაბლობზე ზამთარ-გაზაფხულზე მოძრავი იხვი სადაურია?

QUOTE (ბესო @ Dec 8 2009, 00:23) *
"ხო რავი შეგვაწუხეს ამ მონაიდრეებმა მაგის თხოვნოთო" ჩვენს გარდა მონადირე იქ არ დადის მგონი და ვინ "მონადირეებმა" "შეაწუხეს" ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს!

მონკავშირიც დადის და ჩვენც ვიყავით ერთხელ.
ასე რომ, ეგრე არ არის...
----------------------------------------------------------------------


ეს თემა სხვა რამეზეა და თქვენ სხვა საკითხზე კამათობთ.
ამაზე იმდენი ვიქაქანე (და მგონი სულ ტყუილად), რომ დისკუსიაში ჩართვის თავი აღარ მაქვს (და ნერვებიც)...
წყალს ნაყავთ, ერთიდაიგივე წრეზე ტრიალებთ და ვისაც არ უნდა, რომ დაინახოს თვალთან მოტანილი თითი, ძალად მაინც ვერ დაანახებთ...

QUOTE (ბესო @ Dec 8 2009, 00:47) *
კომუნისტები იდიოტები იყვნენ და აუცილებელია რომ მათ დავემსგავსოთ???????????????????????????????

იმ დონეზე მაინც არა, ვეფხვი საქართველოს წითელ ნუსხაში რომ შეეყვანათ.

პოსტის ავტორი: ბესო Dec 8 2009, 11:36

ციტატა(AlekoN @ Dec 8 2009, 12:29) *
თუ იცი, საქართველოში სად ბუდობს იხვი?
და აღმ. საქართველოს მდინარეებზე და კოლხეთის დაბლობზე ზამთარ-გაზაფხულზე მოძრავი იხვი სადაურია?


მონკავშირიც დადის და ჩვენც ვიყავით ერთხელ.
ასე რომ, ეგრე არ არის...
----------------------------------------------------------------------


ეს თემა სხვა რამეზეა და თქვენ სხვა საკითხზე კამათობთ.
ამაზე იმდენი ვიქაქანე (და მგონი სულ ტყუილად), რომ დისკუსიაში ჩართვის თავი აღარ მაქვს (და ნერვებიც)...
წყალს ნაყავთ, ერთიდაიგივე წრეზე ტრიალებთ და ვისაც არ უნდა, რომ დაინახოს თვალთან მოტანილი თითი, ძალად მაინც ვერ დაანახებთ...


თქვენ თუ იყავით მაგ მოთხოვნებით -ე.ი ჩვენ ერთ ენაზე არ ვსაუბრობთ!! და ვერც ვისაუბრებთ ალბათ! მე განახებთ მარტის ბოლოს - აპრილში გამოჩეკილ ჭუკებს და აპრილის ბნოლოსკენ აფრენას რომ სწავლობენ ქარზე!!!! ანუ იმ წყალსაცავში არიან დაბადებულები და გამოზრდილები ასე რომ რა როგორ არის ბევრ თეორეტიკოსზე მეტად ვიცით მონადირეებმა!!!

ციტატა(AlekoN @ Dec 8 2009, 12:34) *
იმ დონეზე მაინც არა, ვეფხვი საქართველოს წითელ ნუსხაში რომ შეეყვანათ.


ზუსტად მაგ დონეზე იდიოტები იყვნენ და რა ცოდნა და ბაზაც დატოვეს ის შედეგები გვაქვს!!!!!!!!!

პოსტის ავტორი: AlekoN Dec 8 2009, 11:40

ბესო
იქნებ, დასმულ კითხვებზე მიპასუხო კონკრეტულად?

QUOTE (ბესო @ Dec 8 2009, 12:36) *
ზუსტად მაგ დონეზე იდიოტები იყვნენ და რა ცოდნა და ბაზაც დატოვეს ის შედეგები გვაქვს!!!!!!!!!

ანუ, დღეს, სამინისტრო რა პოლიტიკასაც ატარებს ნადირობის სფეროში და მტაცებლების მიმართ, კომუნისტური წარსულის ბრალია??

პოსტის ავტორი: AlekoN Dec 8 2009, 12:09

QUOTE (ბესო @ Dec 8 2009, 12:36) *
თქვენ თუ იყავით მაგ მოთხოვნებით -ე.ი ჩვენ ერთ ენაზე არ ვსაუბრობთ!! და ვერც ვისაუბრებთ ალბათ!

ნაჩქარევ დასკვნებს ნუ გამოიტან, მოდი ჯერ ამის თაობაზე სიმართლე გავარკვიოთ, "გაბუტვას" მერეც მოვასწრებთ...
ჯერ კიდევ ბევრი საერთო საქმე გვაქვს საკეთებელი...

პ.ს. ნება შენია, მაგრამ კანონმდებლობის ცვლილებების შესახებ თემის დახურვა ნაადრევი მგონია, რაღაც-რაღაც იდეების შემოთავაზება კიდევ შეიძლებოდა...

პოსტის ავტორი: ბესო Dec 8 2009, 12:28

ციტატა(AlekoN @ Dec 8 2009, 13:09) *
ნაჩქარევ დასკვნებს ნუ გამოიტან, მოდი ჯერ ამის თაობაზე სიმართლე გავარკვიოთ, "გაბუტვას" მერეც მოვასწრებთ...
ჯერ კიდევ ბევრი საერთო საქმე გვაქვს საკეთებელი...

პ.ს. ნება შენია, მაგრამ კანონმდებლობის ცვლილებების შესახებ თემის დახურვა ნაადრევი მგონია, რაღაც-რაღაც იდეების შემოთავაზება კიდევ შეიძლებოდა...


ის თემა დაიხურა დროებით - არათემატური პოსტები წაიშლება და გაიხსნება მერე ისევ - და დაიხურა იმიტომ რომ ისევ დებატებში და საქმის გარჩევებში გადადიოდა ლამის newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ლევანი Dec 8 2009, 13:00

ციტატა(Beso @ 8th December 2009 - 13:28) *
დებატებში და საქმის გარჩევებში გადადიოდა ლამის

ბესო..იმ ასაკში აღარ ვართ...რომ საქმის გარჩევებამდე მივიდეს საქმე...ხოლო დებატები აუცილებელიც არის....პირადად ეგ არავის გვჭირდება...და საერთო საქმისთვის...ზუსტად ეგრე შეიძლება ჭეშმარიტებამდე მისვალა...უბრალოდ ხანდახან უნდა შევძლოთ..რომ სვხისი სიმართლე ვაღიაროთ ხოლმე და ვთქვათ...კი ბატონო..შენ ხარ მართალი...და მერე წაიწევს საქმე წინ...მანამდე ვიტრიალებთ ერთ წრეზე.

რაც შეეხება მეურნეობის აღებას....ჩემი თვალით მაქვს ნანახი..თოფაძის შემოღობილი ტერიტორია...ჩვეულებრივი სეტკაა. მაგ საქმის გაკეთება..კი სააქციო საზოგადოების დონეზეც შეიძლება...ვისაც მეტი ფული აქვს...მეტს დადებს და მეტი პროცენტის მფლობელი იქნება..ვისაც ნაკლები და ნაკლები პროცენტის....მაგ მეურნეობა მოგებაზეც შეიძლება ამუშაო და მოგებასაც მაგ პროცენტების მიხედვით აიღებს ყველა აქციონერი....ასე რომ მონდომების საკითხია..და გაუკეთებალი არაფერია....რაშეიძლება გაკეთდეს???....თევზი, ხოხობი და ყველაფერი..რაც საინტერესო შეიძლება იყო მონადირისთვის...დაწევ ფასებს და იმუშავებ.

პოსტის ავტორი: ბესო Dec 8 2009, 13:07

ციტატა(ლევანი @ Dec 8 2009, 14:00) *
ბესო..იმ ასაკში აღარ ვართ...რომ საქმის გარჩევებამდე მივიდეს საქმე...ხოლო დებატები აუცილებელიც არის....პირადად ეგ არავის გვჭირდება...და საერთო საქმისთვის...ზუსტად ეგრე შეიძლება ჭეშმარიტებამდე მისვალა...უბრალოდ ხანდახან უნდა შევძლოთ..რომ სვხისი სიმართლე ვაღიაროთ ხოლმე და ვთქვათ...კი ბატონო..შენ ხარ მართალი...და მერე წაიწევს საქმე წინ...მანამდე ვიტრიალებთ ერთ წრეზე.

რაც შეეხება მეურნეობის აღებას....ჩემი თვალით მაქვს ნანახი..თოფაძის შემოღობილი ტერიტორია...ჩვეულებრივი სეტკაა. მაგ საქმის გაკეთება..კი სააქციო საზოგადოების დონეზეც შეიძლება...ვისაც მეტი ფული აქვს...მეტს დადებს და მეტი პროცენტის მფლობელი იქნება..ვისაც ნაკლები და ნაკლები პროცენტის....მაგ მეურნეობა მოგებაზეც შეიძლება ამუშაო და მოგებასაც მაგ პროცენტების მიხედვით აიღებს ყველა აქციონერი....ასე რომ მონდომების საკითხია..და გაუკეთებალი არაფერია....რაშეიძლება გაკეთდეს???....თევზი, ხოხობი და ყველაფერი..რაც საინტერესო შეიძლება იყო მონადირისთვის...დაწევ ფასებს და იმუშავებ.


იმ სეტკაში გაუშვებს თუ არა ღორს - დინგით დაუნგრევს ყველაფერს! ამიტომ ყავს ცალკე "ზაგონში".

პოსტის ავტორი: ლევანი Dec 8 2009, 13:17

ციტატა(Beso @ 8th December 2009 - 14:07) *
იმ სეტკაში გაუშვებს თუ არა ღორს - დინგით დაუნგრევს ყველაფერს! ამიტომ ყავს ცალკე "ზაგონში".

შეიძლება...მაგრამ როგორც ერთხელ ზახარამ...აღნიშნა..თუ პირობებს შეუქმნი...არანაირი სურვილი არ ექნებათ სადმე წასვლის. და გარდა მაგისა...ნელ-ნელა ღობის გაუჯობესებაც შეიძლება.

პოსტის ავტორი: ბესო Dec 8 2009, 14:00

ლევანი

ხოდა 1000 ჰექტარზე ღობე დამითვალე რა...

ის გერმანელი გიჟი კი არ იყო, რომ თქვა, რომ საქართველოსთვის არ არის სამონადირეო მეურნეობების მოწყობა კარგიო!

პოსტის ავტორი: ლევანი Dec 8 2009, 14:10

ციტატა(Beso @ 8th December 2009 - 15:00) *
საქართველოსთვის არ არის სამონადირეო მეურნეობების მოწყობა კარგიო!

აბა რა არის კარგიო???....

პოსტის ავტორი: ბესო Dec 8 2009, 14:18

ციტატა(ლევანი @ Dec 8 2009, 15:10) *
აბა რა არის კარგიო???....


რაც არის კარგიო დავწერეთ თუ ეგ გაუგებარია, მაშინ დაველოდოთ მის რეკომენდაციებს და მერე განვიხილოთ!

პოსტის ავტორი: AlekoN Dec 8 2009, 15:20

QUOTE (ბესო @ Dec 1 2009, 17:28) *
ან აფთარმა რა დაკარგა და რას ეძებს... newsmile038.gif

აფთარი საქართველოში ბინადრობდა (შეიძლება ახლაც... ვაშლოვანში,ოღონდ ძალიან ცოტა), ისევე როგორც, ქურციკი.

QUOTE (ბესო @ Dec 1 2009, 17:28) *
ან ატლანტურ ზუთხს რა ესაქმება შავ ზღვაში...

ატლანტური ზუთხი სკოლის ზოოლოგიის სახელმძღვანელოდან მახსოვს, ამათი მოგონილი არაა...
შენ ის თქვი, რუსულმა ან სპარსულმა ზუთხმა როგორ უნდა ჩამოაღწიონ ჩვენამდე?? პა კურე შტო ლი?
თუ ეგრეა ორაგული სადღაა??? საქართველოში ამოდიოდა, მთაში, ქვირითის დასაყრელად. ნუსხაში არ უნდა შეიტანონ?
-----------------------------------------------------------

თახვმაც გამაკვირვა... არ ვიცი, რაც არ ვიცი, არ ვიცი...
---------------------------------------------------

ხმელთაშუაზღვის კუ იცით, მგონი რომელია? ლისის ტბაზე რომ დაიარებიან ოხრად...
---------------------------------------------------

დურაჯს და გნოლს რაღას "ერჩიან", როჭო დატოვეს და ეგენი "გამოაძევეს"?!

პოსტის ავტორი: ბესო Dec 8 2009, 15:35

ციტატა(AlekoN @ Dec 8 2009, 16:20) *
აფთარი საქართველოში ბინადრობდა (შეიძლება ახლაც... ვაშლოვანში,ოღონდ ძალიან ცოტა)


საერთოდ თუ გადაშენდება უკეთესია.. ჩვენ მტაცებლებს მაგის პოპულაციის მომრავლება აკლიათ ზუსტად - ისე, ხომ "სული ძლივს გააქვთ" და...

პოსტის ავტორი: გოგა Dec 8 2009, 16:33

აგერ ჩვენ აქ ამდენს ვლაპარაკობთ და გარემოს დაცვის სამინისტრომ 10 ქურციკი ჩამოიყვანა თურქეთიდან და გაუშვა ვაშლოვნის ნაკრძალში newsmile035.gif
მომავალში კიდე უნდა ჩამოვიყვანოთ რო ეს გადაშენებული ჯიში ისევ გავამრავლოთო.

პოსტის ავტორი: ლევანი Dec 8 2009, 16:35

ციტატა(AlekoN @ 8th December 2009 - 16:20) *
დურაჯს და გნოლს რაღას "ერჩიან", როჭო დატოვეს და ეგენი "გამოაძევეს"?!

მგონი არ გამოუძევებიათ...იქ სადღაც წავიკითხე..ამ ჩამონათვალის გარდა..კიდევ არის ჩამონათვალიო. ეტყობა მუშაობის პროცესშია და დაიდება მერე..

პოსტის ავტორი: ბესო Dec 8 2009, 16:37

მალე მაგ ჩამონათვალში მგონი მწყერსაც შეიყვანენ და მერე მოგვეცემა ლხენა newsmile035.gif

პოსტის ავტორი: ლევანი Dec 8 2009, 16:48

ციტატა(Beso @ 8th December 2009 - 17:37) *
მალე მაგ ჩამონათვალში მგონი მწყერსაც შეიყვანენ და მერე მოგვეცემა ლხენა

და თოფის ლულებზე "ზაგლუშკებს" დაგვიყენებენ....მონადირეებს ტაბუს დაგვადებენ...და დაგვაგინებენ..ვინც ინადიროსო... newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif newsmile090.gif newsmile090.gif newsmile090.gif newsmile090.gif

პოსტის ავტორი: AlekoN Dec 8 2009, 19:46

QUOTE (გოგა @ Dec 8 2009, 17:33) *
აგერ ჩვენ აქ ამდენს ვლაპარაკობთ და გარემოს დაცვის სამინისტრომ 10 ქურციკი ჩამოიყვანა თურქეთიდან და გაუშვა ვაშლოვნის ნაკრძალში newsmile035.gif
მომავალში კიდე უნდა ჩამოვიყვანოთ რო ეს გადაშენებული ჯიში ისევ გავამრავლოთო.

ჯერ ერთი, სახეობა და არა ჯიში...
ისე აზერბაიჯანშიც ყავთ ჯეირნები, რაღაც ნაკრძალია მაგათი, სადაც ჯოგებად დაიარებიან.

QUOTE (ლევანი @ Dec 8 2009, 17:35) *
მგონი არ გამოუძევებიათ...იქ სადღაც წავიკითხე..ამ ჩამონათვალის გარდა..კიდევ არის ჩამონათვალიო. ეტყობა მუშაობის პროცესშია და დაიდება მერე..

თუ ეგრეა, მაშინ ჩამონათვალში მაინც უნდა იყოს, უამრავი სახეობაა დასახელებული რომლების არც განმარტებაა, არც სტატუსი და არც არანაირი ინფორმაცია.

პოსტის ავტორი: ლევანი Dec 8 2009, 22:56

ციტატა(AlekoN @ 8th December 2009 - 20:46) *
თუ ეგრეა, მაშინ ჩამონათვალში მაინც უნდა იყოს, უამრავი სახეობაა დასახელებული რომლების არც განმარტებაა, არც სტატუსი და არც არანაირი ინფორმაცია.

არ ვიცი..იქ წერია სადღაც..კიდევ არისო...რატო არ დევს ჯერჯერობით ვერ გავშიფრე....დადებენ ალბათ იმასაც..აბა ხო არ გაასაიდუმლოებენ..

ციტატა(vito @ 8th December 2009 - 07:25) *
ოხ რა იეღოველი ხარ რა

იაღოვა ჩემი კუმირიიიიიი...... newsmile090.gif newsmile090.gif newsmile090.gif

პოსტის ავტორი: AlekoN Dec 18 2009, 19:38

QUOTE (ბესო @ Dec 8 2009, 16:35) *
საერთოდ თუ გადაშენდება უკეთესია.. ჩვენ მტაცებლებს მაგის პოპულაციის მომრავლება აკლიათ ზუსტად - ისე, ხომ "სული ძლივს გააქვთ" და...

გადაშენებით, არაფერი უნდა გადაშენდეს, რაც ჩვენს ფაუნას ეკუთვნის!
იცი, რა მაგარი როჟაა? newsmile027.gif ძალიან ეფექტური გარეგნობის მხეცია, ჩემის აზრით.
მე რომ მკითხო, აუცილებლად შემოვიყვანდი ვაშლოვანში...

პოსტის ავტორი: შალვა Dec 18 2009, 20:13

ვაშლოვანში------ დედოფლისწყაროში, საიგაკის შემოყვანას როგორ უყურებთ? (არ შემოყავთ, უბრალოდ თქვენი აზრი მაინტერესებს)

პოსტის ავტორი: ლევანი Dec 19 2009, 00:21

ციტატა(shalva @ 18th December 2009 - 21:13) *
საიგაკის შემოყვანას როგორ უყურებთ?

საიგაკს..არასდროს უცხოვრია საქართველოში...თუ დაასახლებენ ალბათ არ იქნება ცუდი..მაგრამ რათ გვინდა????...არ ჯობია ეგ ტერიტორიები(საძოვრები) ჯეირანმა დაიკაოს... ადრე ცხოვრობდა ჩვენთან და უფრო კაი ტიპიც არის...

პოსტის ავტორი: გიორგი Dec 19 2009, 02:49

ამ თემამ მგონი ამოწურა მისი რესურსი newsmile05.gif

აღარ მივხუროთ ??

პოსტის ავტორი: ლევანი Dec 19 2009, 12:55

აბა რას გიშლის????..რაიცი რა აზრი მოუვიდეს ვინმეს ამ თემასთან დაკავშირებით.

პოსტის ავტორი: AlekoN Dec 19 2009, 13:04

QUOTE (ლევანი @ Dec 19 2009, 01:21) *
საიგაკს..არასდროს უცხოვრია საქართველოში...თუ დაასახლებენ ალბათ არ იქნება ცუდი..მაგრამ რათ გვინდა????...არ ჯობია ეგ ტერიტორიები(საძოვრები) ჯეირანმა დაიკაოს... ადრე ცხოვრობდა ჩვენთან და უფრო კაი ტიპიც არის...

გეთანხმები, თანაც, საიგაკი მომთაბარეა და ძალიან დიდ მანძილებს გადის... მისი საბინადრო ადგილებია, თვალუწვდენელი სტეპები, ვაშლოვანი კი, მაინცდამაინც მოხერხებული ადგილი არ უნდა იყოს სამაგისოდ.
საერთოდ, ახალი სახეობის შემოყვანას ფრთხილად უნდა მოვეკიდოთ, ძლიერი მოტივაციაც უნდა არსებობდეს,რასაც საიგაკის შემთხვევაში ვერ ვხედავ. ისევდაისევ ქურციკს მივაწვეთ, სჯობს ყველანაირად.

პოსტის ავტორი: ლევანი Dec 19 2009, 23:51

ამასწინად აჩვენეს..ტელევიზიით....გარემოს დაცვამ ჩამოიყვანა და გაუშვა..გონი 10 წყვილი...ნამდვილად მივესალმები.....თუ კარგად გამრავლდა..მაგარი იქნება...თუ დაამატეს კიდე უკეთესი.

და ნატა თუ არის კიდე რაიმე სახეობა..რომელიც იყო და ამჟამად აღარ არის...(რათქმაუნდა ჯიქის გარდა)

პოსტის ავტორი: Bonehill Dec 20 2009, 07:17

აზრი დიდებულია ! მაგრამ ისევ იგივეს "მივაწვები" სანამ მგელი იქნება საქართველოში მასეთი წამოწყებას ალბათ სირთულეები არ აცდება.
როდის განადგურდება ეს დედააფეთქებული მხეცი

პოსტის ავტორი: ბექარი19 Dec 20 2009, 10:07

მგლები ერთი და კიდევ ერთი ჩემი აზრით ვინმე თუ გადაწყვეტს კანონი დაარგვიოს და ცხოველზე ინადიროს მამრი მაინც მოკლას. ოფისთვის ბოდიშს ვიხდი

პოსტის ავტორი: geojorjika Dec 20 2009, 13:05

ციტატა(ბექარი19 @ Dec 20 2009, 11:07) *
მგლები ერთი და კიდევ ერთი ჩემი აზრით ვინმე თუ გადაწყვეტს კანონი დაარგვიოს და ცხოველზე ინადიროს მამრი მაინც მოკლას. ოფისთვის ბოდიშს ვიხდი


აუფ დიდი შეღავათია newsmile035.gif

პოსტის ავტორი: ლევანი Dec 20 2009, 13:17

ციტატა(niko @ 20th December 2009 - 08:17) *
სანამ მგელი იქნება საქართველოში მასეთი წამოწყებას ალბათ სირთულეები არ აცდება.

და ნიკოლოზ...ეგ მგლები ვინ უნდა დახოცოს..ბარემ ხომ ვერ გვეტყვი???...

პოსტის ავტორი: ნოსო Dec 20 2009, 13:28

ლევანი
მაგაზე მე გიასუხებ ლევან, მონადირეებმა უნდა მოკლან.

პოსტის ავტორი: ლევანი Dec 20 2009, 15:50

ციტატა(giorgixomeriki @ 20th December 2009 - 14:28) *
მონადირეებმა უნდა მოკლან.

მერე რატო არ ვკლავთ????....ხო გამომგიყვეს კვოტები..და მანდ ნადირობა ხო უფასოა..მეურნეობებისგან განსხვავებით.

პოსტის ავტორი: მაქსიმუსა Mar 1 2012, 13:16

ლინკი იქნებ მომცეთ, სადაც ვნახავ წითელ წიგნში შეტანილი ფრინველების სიას დასურათებით!

მადლობა წინასწარ

პოსტის ავტორი: Davitus Mar 1 2012, 14:19

მაქსიმუსა
http:/red-list.ge

წითელი იხვი
http://red-list.ge/index.php?type=species&id=132

პოსტის ავტორი: მაქსიმუსა Mar 1 2012, 14:50

პირველ პოსტშია ეგ ლინკი, ეგ ვნახე, სხვა არ იცი სადაც სურათებს ვნახავ?

პოსტის ავტორი: Davitus Mar 1 2012, 21:22

მაქსიმუსა

სურათები იქ დაწერილი ლათინური სახელოწოდებით შეგიძლია ნახო, გუგლში ჩაწერ და 10 000 სურათს ამოგიგდებს ყველაზე მინიმუმ newsmile05.gif

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)