თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ კანონმდებლობა, ბრაკონიერები, გდი _ ჩვენი სახე - ბუნების დაცვის კუთხით

პოსტის ავტორი: ბესო Apr 3 2012, 10:11

ერთ-ერთ მეზობელ თემაში მიდიოდა სჯა-ბაასი იმაზე თუ რამდენად კარგი კანონი მიიღეს და ნადირობის უფლება, რომ ყველას მოგვეცა თურმე!

http://www.thepetitionsite.com/584/419/492/save-your-endangered-species/?cid=FB_TAF

ეს არის ამერიკელი ბლოგერის - ლინ ჰამილტონის პეტიცია, რომლითაც ის საქართველოს პარლამენტს მიმართავს.

პრაქტიკულად დასაცინები ვართ, რომ ფაუნა ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გადაეცა კომერციული თვალსაზრისით და არავინ დაცვაზე არ ზრუნავს.
ამ პეტიციით საქართველოს მთავრობას მოუწოდებენ, რომ კავკასიური ჯიხვს და მურა დათვს გაუფრთხილდნენ და მეწველი ძროხის ფუნქცია არ დააკისრონ ზოგადად ბუნებას!!!

ამონარიდები:

"It's clear that Georgia's lawmakers have enabled a few profiteers to make a quick killing that absolutely jeopardizes Georgia's future eco-tourism industry as a whole. "

"Last year, the authority of Georgia's Environmental Protection Industry was handed over to the Energy and Natural Resources Ministry which has, as its commission, economic development, not protection of natural resources."

ერთ-ერთ ქართულ ტურისტულ კომპანიას პრეზენტაცია ჩაუტარებია ლას ვეგასში და ეპატიჟებიან თურმე მსოფლიოს მურა დათვის და ჯიხვის გასაწყვეტად!

თითო მურა დათვის მოკვლა ტურისტს 400 მარადმწვანე დაუჯდება თურმე!!!!!

პოსტის ავტორი: MIMINO Apr 3 2012, 12:11

საშველს ვერ ვხედავ თუმაცა ძალიან ფართოდ ვახელ თვალებს მის საპოვნელად. ძალიან ცუდი რამ ხდება, მალე აღარაფერი გვექნება. რა ვქნათ?

პოსტის ავტორი: ნოსო Apr 3 2012, 17:00

ფუი

პოსტის ავტორი: ნუკრიMax Apr 3 2012, 22:24

ციტატა(mgalobla @ 3rd April 2012 - 11:11) *
თითო მურა დათვის მოკვლა ტურისტს 400 მარადმწვანე დაუჯდება თურმე!!!!!

არ დაიჯერო ბესოჯან.....
ეგ არი ჩვეულებრივი პიარი, იმისა რომ აი ჩვენთან სანადირო ტურიზმიც ყვავის....

პოსტის ავტორი: ბესო Apr 3 2012, 22:38

ნუკრიMax
newsmile05.gif შენ ისევ იუმორის ხასიათზე ხარ თუ?...

პოსტის ავტორი: ნუკრიMax Apr 3 2012, 22:59

არა ბესოჯან, ვიცი ეგ ამბავი და საკმაოდ კარგად...
იმას კითხეს ევროპაში, მარტო ზღვაზე და მთაში რომ კეთდება კურორტები, სანადირო ბიზნესში როგორ გაქვთ საქმეო....
იმანაც აბა შაუბერეთო და ამათმაც გაუბერეს..... ashh.gif D.gif

პოსტის ავტორი: akela1954 Apr 4 2012, 11:09

'ნუკრიMax'
იმანაც აბა შაუბერეთო და ამათმაც გაუბერეს.....


ეგრეც, რომ იყოს ....... ქაჩლის თავის მოფხანვას ჰგავს.
ამ ეტაპზე ჯერ კიდე არის იმედი, რომ "რუჩნიკს" ამოწევენ. რო არ ამოწიონ .... ? newsmile039.gif

პოსტის ავტორი: ბესო Apr 4 2012, 11:16

ციტატა(kote @ 4th April 2012 - 12:09) *
ამ ეტაპზე ჯერ კიდე არის იმედი, რომ "რუჩნიკს" ამოწევენ. რო არ ამოწიონ .... ?


არ ამოწევენ!

პოსტის ავტორი: akela1954 Apr 4 2012, 12:35

'ბესო'
არ ამოწევენ!


არ ამოწევენ და მაინც ჯეიმს კუკის დროინდელი პაპუა - გვინეასავით გვიყურებენ ჩვენი კეთილის მოსურნე უცხოელები.

პოსტის ავტორი: ნუკრიMax Apr 4 2012, 14:11

ციტატა(kote @ 4th April 2012 - 12:09) *
რო არ ამოწიონ .... ?

რომც არ ამოწიონ, არაფერია საგანგაშო....
ნადირობის თეორიული მცოდნეები არ ყავთ მაგათ და პრაქტიკული ხო საერთოდ.......
ვერ მოაბავენ თავს შანსი არაა.....

პოსტის ავტორი: ლევანი Apr 4 2012, 16:57

კაცო..დაუშვან ნადირობა არ ჯობია??.. ისედაც ყველა დედას უნგრევს მაგ მურა დათვსაც და კავკასიურ ჯიხვსაც. თუ მართლა მოაქციეს კანონის ფარგლებში..მიმხედავს მაინც დაიქირავებენ და 300 თუ არა 200 მარადმწვანე მაინც შევა ბიუჯეტში. ეხლა საერთოდ სახლში მიაქვთ ბრაკონიერებს. ისე ტყეც...ღრეც..მდინარეც..მადანიც..

პოსტის ავტორი: akela1954 Apr 4 2012, 18:19

'ნუკრიMax'

ვერ მოაბავენ თავს შანსი არაა.....


ჰოდა ეგ არის ყველაზე საშიში.
ნადირობას რა ჯობიას პრიციპით, დღეს რა გიშლის ვინმე, რასაკვირველია საკუთარი სინდის- ნამუსის გარდა.
საქართველო რა, სერენგეტია თუ სამხრეთ აფრიკის სანადირო სავარგულები. იქ ბრაკონიერზე პირდაპირ სროლა შეიძლება დღესაც და მაინც ვერაფერს შველიან იქაურობას.
2003 წელს ერთმა ამერიკელმა ნადირობის სპეციალისტმა ახსენა ოფიციალური და არაოფიციალური ბრაკონიერობა. აი ეს არის ოფიციალური ბრაკონიერობა (ქურდობა) რომელსაც ზურგს კანონი უმაგრებს.
მე მაინც იმედი მაქვს, რომ გონს მოეგებიან და 5-10 წლით გადადებენ ამ პროექტის განხორციელებას. ამასობაში კი მიხედავენ ფლორას და ფაუნას. (მე თვითონ გამეცინა ჩემს თავზე, მაგრამ აღარ წავშალე.)

პოსტის ავტორი: ნუკრიMax Apr 4 2012, 19:19

ციტატა(kote @ 4th April 2012 - 19:19) *
5-10 წლით გადადებენ ამ პროექტის განხორციელებას

გადადებულიც არი და მიუხედავიც....
უცხოელისთვის ნადირობა არ ნიშნავს მარტო რაიმე ინდივიდის მოკვლას...
მაგათთვის ნადირობის შემადგენელი, თან აუცილებელი პირობა კომფორტია, ანუ ისეთივე კეთილმოწყობილი სასტუმრო კოტეჯები, რომლებიც ხშირად გაქვთ ნანახი ტელევიზორში.
უცხოელი მონადირე არ წამოგივა და მარიოტში არ დაგიჯდება იმის ლოდინში, როდის წაიყვან სანადიროთ.
ასევე გჭირდება გამოცდილი სპეციალისტები, რომლებიც სტუმარს კაკ მინიმუმ 50% გარანტიას მიცემენ რომ ნადირს ანახებენ და სასროლ მანძილამდე მიიყვანენ.
და კიდევ საჭიროა1000 წვრილმანი, რომელიც თქვენც კარგად მოგეხსენებათ ნადირობისას....
რომ ეპატიჯები, სად ეპატიჯები ამ ჩამოთვლილიდან რომელი ერთი გაქვს?

newsmile087.gif

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Apr 4 2012, 20:44

ჯერ ციტირებების გაკეთება მინდოდა, მაგრამ ყველას ვერ დავაციტირებ და საერთო პასუხს გაგცემთ.

ნუკრიმ ახსენა და ეტყობა იცის წვრილმანები. ეხლა რა ხდება:

როგორც ყველამ იცით ჩვენი მთავრობა საკმაო ყურადღებას აქცევს რეიტინგებს. პრინციპში ზოგ საქმეში წავიწიეთ წინ ზოგან ადგილზე ვართ.
ერთერთი წინსვლა აღინიშნება ტურიზმის სფეროში, მართლა ბევრი რამე გაკეთდა და არა მარტო უცხოელთათვის, ჰოდა რეიტინგში წასაწევად გამოდგა რომ სანადირო ბიზნესი არ გვქონია. ჰოდა აღშფოთდა მთავრობა და ნიამორიან, ჯიხვიან ეგერიანა ყველა დასახოც ნუსხაში შეყარა. სინამდვილეში ეს სია დარჩება სიად და მხოლოდ რეიტინგისთვის გამოიყენება. შეიძლება ერთი დათვი გააგორებინონ კიდეც ვინმეს, მაგრამ მხოლოდ შოუსთვის იქნება გაკეთებული. თუ არ გჯერათ ცადეთ, დარეკეთ, უთხარით რომ ლიცენზიის ყიდვა გინდათ და რა გამოვა ნახავთ.

ყველაფერს ვერ ვიტყვი რაც ვიცი, მაგრამ გეუბნებით არავითარი ჯიხვზე და ნიამორზე ნადირობები არ იქნება. ნეტა ტურა-მგელი გაგვაპრავებინონ სინამდვილეში

პოსტის ავტორი: შალვა Apr 4 2012, 21:40

ჭალიმგელა

ციტატა(Chalimgela @ 4th April 2012 - 21:44) *
მაგრამ მხოლოდ შოუსთვის იქნება გაკეთებული. თუ არ გჯერათ ცადეთ, დარეკეთ, უთხარით რომ ლიცენზიის ყიდვა გინდათ და რა გამოვა ნახავთ.

vetanxmebi.gif vetanxmebi.gif

პოსტის ავტორი: შალვა Apr 4 2012, 22:04

http://www.facebook.com/home.php
აგერ არი!

პოსტის ავტორი: ბესო Apr 4 2012, 23:27

ლევანი
შენ სანამ დაპოსტავ ხოლმე მანამდე ვარდისფერი სათვალეები მოიხსენი newsmile05.gif

ჭალიმგელა
არ იქნება ისე როგორც შენ დახატე და ცოტა ხანში ამოვწევ ამ თემას და ჩემს ნათქვამსაც...

უბრალოდ შეიცვლება მიმართულება (თუ მანამდე გლობალური ცვლილებები არ მოხდა)! მიეცემა ამ ტურების ჩატარების და ლიცენზიების გაცემის უფლება "კერძო, ვიწრო ჯგუფს" და ჩვენ, უბრალო მონადირეები უარეს დღეში აღმოვჩნდებით!!!

პოსტის ავტორი: ლევანი Apr 5 2012, 01:01

ციტატა(mgalobla @ 5th April 2012 - 01:27) *
შენ სანამ დაპოსტავ ხოლმე მანამდე ვარდისფერი სათვალეები მოიხსენი

ნეტაი რა გაუჩმახე ამ ჩემ ვარდისფერ სათვალეს?... შენ თვითონ რომ მოიხსნიდე შავ სათვალეს..ნახავდი..რომ ვარდისფერი სათვალე არ მიკეთია.. ბიჯოს. D.gif
მერე კიდე ვერ გავიგე.. რისი მომხრე ხარ.. ნადირობა რომ დაუშვან თუ აკრძალონ??... აგერ ჭალომ დაწერა რაღაცეები. პინციპში ახლოს ჩანს ჭეშმარიტებასთან. გადავრჩენილვართ მეგობრებო. small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif გადარჩება ესეიგი ჩვენი დედაბუნებაც... რეიტინგებიც გვექნება... ხოლო დათვი და ჯიხვი ერთად მოძოვენ ბალახს. newsmile035.gif(ბრაკონიერებმა თუ აცალეს)

ციტატა(mgalobla @ 3rd April 2012 - 12:11) *
დასაცინები ვართ, რომ ფაუნა ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გადაეცა კომერციული თვალსაზრისით

ისე ეს საკითხიც მაინტერესებდა. ჩემი აზრით.. ფლორაც და ფაუნაც..ბუნებრივ რესურსებს წარმოადგენენ და აბა სპორტისა და კულტურის სამინისტროს ხო არ გადაეცემოდა??...
ისე თუ არ მეთანხმები მაგაში.. იქნებ შენ დაწერო რას წარმოადგენს ფლორა და ფაუნა??..

პოსტის ავტორი: ლევანი Apr 5 2012, 01:12

ციტატა(mgalobla @ 5th April 2012 - 01:27) *
(თუ მანამდე გლობალური ცვლილებები არ მოხდა)!

მე მაგალითად..გლობალური დათბობის და 2012 წლის დაანონსებული არმაგედონის უფრო მჯერა..ვიდრე მაგ გლობალური ცვლილებების. D.gif
ციტატა(mgalobla @ 5th April 2012 - 01:27) *
მიეცემა ამ ტურების ჩატარების და ლიცენზიების გაცემის უფლება

მიეცემა და ძალიანაც კარგი. ყველა ქვეყანას აქვს ეგრე და ჩვენც რომ ეგრე ვქნათ ვითამ ვერაო??... თუ აფრიკაშია საფარი ტურები.. ბელორუსიაში ანადირებენ ბელოვეჟის დომბაზე... და ა..შ.. დავიჯერო ჩვენთან არ მოიძებნება გადაღძუებული ჯიხვი..რომ მოაკვლევინონ??.. კიმარა ეგ ტურისტული ამბები საქართველოსთვის არ არის??... ეგ კი არ უნდა აკრძალონ...ხალხი უნდა დაიქირაონ და გააკონტროლონ მთელი ეგ ბატალიები. ყველაფრის მოკლვლის უფლება არც უცხოელ ტურისტს არ უნდა მიცენ და არც არავის...ბრაკონიერებს კი მაგარი უნდა მოუყომარონ ერთხალ და სამუდამოდ. აი მაგ შემთხვევაში გვექნება ნამდვილი რეიტინგებიც... მიხედილი ფაუნაც და ცივილიზებული სახეც ბუნების დაცვის კუთხით.

პოსტის ავტორი: ლევანი Apr 5 2012, 01:19

ციტატა(mgalobla @ 5th April 2012 - 01:27) *
და ჩვენ, უბრალო მონადირეები უარეს დღეში აღმოვჩნდებით!!!

ისე ესეც მაგარი საინტერესო ფრაზაა. უარეს დღეში როგორ???... ეხლა რომ აკრძალულია...იმაზე უფრო აგვიკრძალავენ??... D.gif D.gif D.gif

პოსტის ავტორი: ბესო Apr 5 2012, 08:26

ციტატა
ისე ეს საკითხიც მაინტერესებდა. ჩემი აზრით.. ფლორაც და ფაუნაც..ბუნებრივ რესურსებს წარმოადგენენ და აბა სპორტისა და კულტურის სამინისტროს ხო არ გადაეცემოდა??...
ისე თუ არ მეთანხმები მაგაში.. იქნებ შენ დაწერო რას წარმოადგენს ფლორა და ფაუნა??..


ტვინიკოს... მერე ენერგეტიკის სამინისტროს რატომ შეთახარეს????

პოსტის ავტორი: ბესო Apr 5 2012, 08:30

ლევანი

შენ რადგან გიყვარს ეს კამათი ცალკეულ სიტყვებს კი ნუ გლიჯავს წინადადებიდან, როდესაც აციტირებ სრული წინადადება დააციტირე, რომ იმ წინადადების აზრი გამოიტანი და არა 1 სიტყვისდან შენებური აზრი მიიღო!!!

ეს ასე კი არ უნდა დაგეციტირებინა!

ციტატა
მიეცემა ამ ტურების ჩატარების და ლიცენზიების გაცემის უფლება


არამედ აი ასე:
ციტატა
მიეცემა ამ ტურების ჩატარების და ლიცენზიების გაცემის უფლება "კერძო, ვიწრო ჯგუფს"


და შესაბამისად იმ უაზრობას აღარ მიუკომენტებდი, რაც დააკომენტე!!

პოსტის ავტორი: MIMINO Apr 5 2012, 08:39

ციტატა(ჭალიმგელა @ Apr 4 2012, 21:44) *
ჯერ ციტირებების გაკეთება მინდოდა, მაგრამ ყველას ვერ დავაციტირებ და საერთო პასუხს გაგცემთ.

ნუკრიმ ახსენა და ეტყობა იცის წვრილმანები. ეხლა რა ხდება:

როგორც ყველამ იცით ჩვენი მთავრობა საკმაო ყურადღებას აქცევს რეიტინგებს. პრინციპში ზოგ საქმეში წავიწიეთ წინ ზოგან ადგილზე ვართ.
ერთერთი წინსვლა აღინიშნება ტურიზმის სფეროში, მართლა ბევრი რამე გაკეთდა და არა მარტო უცხოელთათვის, ჰოდა რეიტინგში წასაწევად გამოდგა რომ სანადირო ბიზნესი არ გვქონია. ჰოდა აღშფოთდა მთავრობა და ნიამორიან, ჯიხვიან ეგერიანა ყველა დასახოც ნუსხაში შეყარა. სინამდვილეში ეს სია დარჩება სიად და მხოლოდ რეიტინგისთვის გამოიყენება. შეიძლება ერთი დათვი გააგორებინონ კიდეც ვინმეს, მაგრამ მხოლოდ შოუსთვის იქნება გაკეთებული. თუ არ გჯერათ ცადეთ, დარეკეთ, უთხარით რომ ლიცენზიის ყიდვა გინდათ და რა გამოვა ნახავთ.

ყველაფერს ვერ ვიტყვი რაც ვიცი, მაგრამ გეუბნებით არავითარი ჯიხვზე და ნიამორზე ნადირობები არ იქნება. ნეტა ტურა-მგელი გაგვაპრავებინონ სინამდვილეში



უცხოელს ან უცხოელ ტურისტთა ჯგუფს რომ მოესურვოს შენს მიერ აღნიშნულ ცხოველებზე ნადირობა შენი აზრით არ მისცემენ ლიცენზიას?

პოსტის ავტორი: ლევანი Apr 5 2012, 10:55

ბესო
საბოლოო ჯამში ისე გამოდის..რომ შენ გეშინია მხოლოდ "ვიწრო ჯგუფები" ინადირებენ და არა ის... რა სახე ექნება ერს..ბუნების წინაშე??... D.gif

ციტატა(mgalobla @ 5th April 2012 - 10:26) *
მერე ენერგეტიკის სამინისტროს რატომ შეთახარეს????

კაცო..მაგ ენერგეტიკის სამინისტროს..ბუნებრივი რესურსებისაც ქვია. ახალი პონტია რაა.. აი "მდგრადი განვითარების" პონტში. D.gif
ისე კი ძალიან მიყვარს.. ჭიქაში ქარიშხლის ატეხვას რომ ცდილობ ხოლმე. ხოდა პატარა ოპონირება თუ გაგიწიე... არ გეწყინოს. ცხოვრებაში უდიდეს პატივს გცემ. შენთან ერთად..თუ გინდა დაზვვერვაში წამოვალ. D.gif newsmile041.gif newsmile041.gif newsmile041.gif

პოსტის ავტორი: ბესო Apr 5 2012, 11:41

ციტატა
საბოლოო ჯამში ისე გამოდის..რომ შენ გეშინია მხოლოდ "ვიწრო ჯგუფები" ინადირებენ და არა ის... რა სახე ექნება ერს..ბუნების წინაშე??...


შენ ან ქართულს ვერ ფლობ და მწყრალად ხარ ამ ღმერთების ენასთან ან ინტრიგანი ხარ. D.gif სხვა ვარიანტი უბრალოდ არ არის!

ვიწრო ჯგუფები კი არ ინადირებენ ყმაწვილო, ვიწრო ჯგუფები მაგაზე ფულს გააკეთებენ და საკუთარ ბოსტანს მოიწყობენ! ვოტ ი ვსიო!

ციტატა
არ გეწყინოს. ცხოვრებაში უდიდეს პატივს გცემ. შენთან ერთად..თუ გინდა დაზვვერვაში წამოვალ.


რა უნდა მეწყინოს - შენ გადარეული ხომ არ ხარ? newsmile05.gif მარტო იმ თემებში, რომ პოსტავ სადაც საწინააღმდეგო აზრის დაფიქსირება არის შესაძლებელი იმიტომ ხარ ჩემიანი, თორემ მაგ ავადსახსენებელ თვისებას თუ შეიცვლი - შენ ის "თამრო" აღარ იქნები D.gif

პოსტის ავტორი: ლევანი Apr 5 2012, 12:21

ციტატა(mgalobla @ 5th April 2012 - 13:41) *
თორემ მაგ ავადსახსენებელ თვისებას თუ შეიცვლი - შენ ის "თამრო" აღარ იქნები

ხოოო რთულია აწი ჩემი გამოსწორება. newsmile035.gif newsmile035.gif
ციტატა(mgalobla @ 5th April 2012 - 13:41) *
ვიწრო ჯგუფები კი არ ინადირებენ ყმაწვილო, ვიწრო ჯგუფები მაგაზე ფულს გააკეთებენ და საკუთარ ბოსტანს მოიწყობენ! ვოტ ი ვსიო!

ეუჰ.... დალახ**ოს ეშმაკმა. შენადა...გლობალური ცვლილებები თუ მოხდა.. მაგ საკითს ეშველება??... wtfg.gif ისინი ალბათ ეგეთებს არ იკადრებენ. D.gif D.gif D.gif

დალახ**ოს..დალახ**ოს..(ტესტი)

კაოცო..ამ ფიფქებს რატომ ატენის სიტყვებში??... დასწყევლოს ეშმაკმა ვეღარ დამიწერია.

პოსტის ავტორი: ზახარა Apr 5 2012, 12:24

ციტატა(levani @ 5th April 2012 - 13:21) *
კაოცო..ამ ფიფქებს რატომ ატენის სიტყვებში??... დასწყევლოს ეშმაკმა ვეღარ დამიწერია.

უწმაწური სიტყვები , წყევლა-კრულვა და ლანძღვა გინებას ფილტრავს ფორუმი D.gif სიტყა ტრაკი იხმარე D.gif D.gif

პოსტის ავტორი: ბესო Apr 5 2012, 12:27

ციტატა
ეუჰ.... დალახ**ოს ეშმაკმა. შენადა...გლობალური ცვლილებები თუ მოხდა.. მაგ საკითს ეშველება??... ისინი ალბათ ეგეთებს არ იკადრებენ.


მე გლობალურ ცვლილებებში იმას არ ვგულისხმობ, რასაც შენ newsmile05.gif მონადირეები უნდა მოვიდნენ აზრზე და მერე დადგნენ ერთად და ესეთ სირობებს ვეღარ გაუბედავს ვერავინ!!!

ციტატა
სიტყა ტრაკი იხმარე

ისე ეგ სიტყვაც ჩასასმელია ფილტრში... ტაკო ჯობია D.gif

პოსტის ავტორი: ნუკრიMax Apr 5 2012, 12:29

ციტატა(levani @ 5th April 2012 - 13:21) *
დალახ**ოს ეშმაკმა

ეშმაკმაც დაღერძოს....
ეშმაკმაც მიპეპლოს......
მოდღნას....
იმპროვიზაცია ბლექ, იმპროვიზაცია.... newsmile045.gif

პოსტის ავტორი: ლევანი Apr 5 2012, 12:32

ციტატა(mgalobla @ 5th April 2012 - 14:27) *
მე გლობალურ ცვლილებებში იმას არ ვგულისხმობ, რასაც შენ მონადირეები უნდა მოვიდნენ აზრზე და მერე დადგნენ ერთად და ესეთ სირობებს ვეღარ გაუბედავს ვერავინ!!!

უი..მაგაში კი გეთანხმები. ნამდვილად არ ვარ მომხრე...ვიღაცეებმა ტრაკი newsmile029.gif გაისიონ(ვინც არ უნდა იყოს) ერის ხარჯზე. უბრალოდ მანდ..მართლა კარგად უნდა გაანალიზება თუ რასთან გვაქვს საქმე.(შეუცდომლად და ფაქტებით გამყარებული) მერე შეიძლება ქმედით ღონისძიებებზე ფიქრიც.

ციტატა(Nukry @ 5th April 2012 - 14:29) *
იმპროვიზაცია ბლექ, იმპროვიზაცია....

გმადლობა..ფილტრის არსებობა არ ვიცოდი თორემ.... D.gif

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Apr 5 2012, 12:35

გააოფეთ რა

პოსტის ავტორი: ლევანი Apr 5 2012, 12:38

ციტატა(nika @ 5th April 2012 - 14:35) *
გააოფეთ რა

მართალი ხარ..მაგრამ პატარა ხალისის გარეშე...ზანუდა საკითხავი ხდება თემა. არ წაშალოთ..იყოი რაა... ilcry.gif D.gif

პოსტის ავტორი: KK013 Feb 22 2013, 16:42

საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საიტზე საჯარო განხილვაზე გამოიტანეს ორი სამონადირეო მეურნეობის მარტვის გეგმა. დეტალურად არ გავცნობილვარ. ცჰემი ინტერესი გამოიწვია რა რაოდენობის ნადირი უნდა იყოს 100 ჰა-ზე. კონკრეტულად სმ(სამონადირეო მეურნეობა) ილიას მითითებული აქვს რომ 1000 ჰა-ზე შველი 10 სული და გარეული ღორი 13 სული. უბრალოდ გადავამოწმე რა სიტუაციაა სხვა ქვეყნებში ტურქეთში 100 ჰა-ზე 8 ღორი, შოტლანდიაში 3-5 ღორი, რაც შესაბამისად 1000 ჰა-ზე 80 და 30-50 სული. შველი პოლონეთში 100-ზე მინიმალური 10 სული ოპტიმალური 20 სული, ინგლისში მაქსიმალურად დასაშვები 25 სული 100 ჰა-ზე. რაც 1000 ჰა-ზე 100-250 სულია. სხვა დეტალებზე უკვე აღარ მიმიქცევია ყურადღება დარჭმუნებული ვარ რომ იქაც დაახლოებიტ ასეთი სიტუაციაა. აღარ ვიძახი იმას ტუ როგორ დათვალეს, ვინ დათვალა, ვინ შეამოწმა, ვინ არის ამ ჩიფრების სისწორეზე პასუხისმგებელი, რა დასაშვები ცდომილებაა არაფერია ნათქვამი. ჩემი სუბიექტური აზრით, რომელსაც თავს არავის არ ვახვევ სულ ცოტა გულგრილობასთან გვაქვს საქმე რეალურად კი გვაბოლებენ და მერე ამ მუქთად ჩაგდებულ ნადირს მამასისხლად ჩვენვე მოგვყიდიან. რამდენადაც ვხედავ აქ საკმაოდ ბევრი მცოდნე და გამოცდილი ხალხია შეკრებილი და ჩემის აზრით აუცილებელია ჩვენი სამოქალაქო პოზიციის დაფიქსირება, ტორემ მერე იტყვიან რატომ თავის დროზე არავინ ხმა არ ამოიღოო. მე მიმაჩნია რომ წერილი უნდა მივწეროთ, არაა აუცილებელი რომ დეტალური იყოს, უბრალოდ ჩ0ვენი პოზიცია რომ ეს ქვეყნისთვის საზიანოა და ჩვენ არ ვეთანხმებით.
წინასწარ ყველას მადლობა გულისხმიერებისათვის.

პოსტის ავტორი: alika77 Feb 22 2013, 19:44

წეღან უსმინე ნადირობა დაშვებული იქნება მარტო ნაკრძალებში და აღკვეთილებშიო. ნორმალურია ეს?

პოსტის ავტორი: საბო Feb 22 2013, 20:11

ციტატა(alika77 @ Feb 22 2013, 20:44) *
წეღან უსმინე ნადირობა დაშვებული იქნება მარტო ნაკრძალებში და აღკვეთილებშიო. ნორმალურია ეს?



სად უსმინე და რაზეო? ჯერ ეს არის საკითხავი

პოსტის ავტორი: alika77 Feb 22 2013, 20:14

ციტატა(საბო @ Feb 22 2013, 21:11) *
სად უსმინე და რაზეო? ჯერ ეს არის საკითხავი

პარლამენტის სხდომა იყო და მას

პოსტის ავტორი: kupra Feb 23 2013, 12:00

ყველა პატიოსანი კაცი ბუნების დამცველია და ყველა წესიერი მონადირე მარა სამწუხაროდ ბევრი გარეწარი უფრო მეტია ჩვენზე და ბოლო უნდა მოუღოთ მაქ პედერასტებს.

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)