თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ კანონმდებლობა, ბრაკონიერები, გდი _ კლუბი ოჩოპინტრე & სამინისტრო #2

პოსტის ავტორი: ვიტო Jul 16 2009, 15:21

შედგა მეორე შეხვედრა

სამინისტროს წარმომადგენლები
ოჩოპინტრე
საფარი კლუბი
მონკავშირი
ბუნების დამცველები newsmile05.gif

ძირითად საკითხებს ჩამოგიყალიბებთ, დანარჩენს მავერიკი დაჭალიმგელა დაამატებენ თუ გამომრჩა.

რაღაც ცვლილებებზე მუშაობენ რომლებიც ცოტათი მაინც შეგვიმსუბუქებს ნადირობას,
მე რატომღაც მხსოვდა რომ ოპტიკით ნადირობა დაშვებული არ იყო, თურმე ვცდებოდი,
გავიგეთ რომ ღამე ნადირობასაც შეიძლება ეშველოს, ოღონდ ჩასაფრებით, არავითარი "ლამპა ფარის" გამოყენება...
კანონიდან ამოვარდება ე.წ. ნომრებში ჩასარებით ნადირობზე შეზღუდვა,
ძირითადად ვეცადეთ რა პუნქტებიც გვქონდა იმეებს შევხებოდით, მგელზე და ტურაზე ისევ ვერ დავითანხმეთ,

ნადირობის ვადასთან დაკავშირებით ვეცადეთ რაც შეგვეძლო და სავარაუდოდ შეიძლება სეზონის
დასაწყისის ადრე გადმოტანა დაახლოებით 20 აგვისტომდე, ქვის ხანაში მე-3 შაბათკვირას იხსნებოდა
სეზონი და დაახლოებით მაგ თარიღის ფარგლებში ურტყავდა ამიტომ შევთავაზეთ შაბლონი რომ
აგვეღო 20 აგვისტო, შეგვპირდნენ რომ გადახედავდნენ ამ საკითხს....

ღალღა სავარაუდოდ გადაწყდება, რაც შეეხება სავათს და სარსარაკს, გვითხრეს რომ სავათი
ვერანაირად ვერ გათვალისწინდებოდა ხოლო სარსარაკი გადაიხედებოდა......
დუპელის ამბებიც შეგვიძლია დავივიწყოთ, მაგაზე კონკრეტული პასუხი მივიღეთ და ჯობია არც გაგვიჩნდეს პრეტენზია,
პრობლემა არ მდგომარეობს იმაში რომ ჩვენი შეზღუდვა უნდათ, უბრალოდ რამოდენიმე საერთაშორისო
ხელშეკრულებაზე და კონვენციაზე აქვს სახელმიფოს ხელი მოწერილი რომლის მიხედვითაც გაზაფხულის
ნადირობა საერთოდ ამოვარდნილია განხილვიდან
, ეხლა არ დაიწყოთ რუსეთში ხომ დაშვებულიაო newsmile05.gif
რუსეთს არ აქვს ხელი მოწერილი და იმიტომაც არის დაშვებული...........

რაც შეეხება ჩვენ მოწინააღმდეგე ბუნების დამცველებს, ამაზე შემიძლია თამამად ვთქვა რომ
სამომავლოდ არ იქნება სწორი ჩვენი ერთობლივი შეხვედრა სამინისტროსთან, უბრალოდ
შეთანხმება ვერ მოხდება ვერანაირად და რახან სამინისტრო გარკვეული მოსამართლის როლს
ასრულებს ჩვენ შორის მგონი უმჯობესი იქნება ორივეს აზრები ცალცალკე მოისმინოს.

კიდევ ერთი, შევთანხმდით რომ სავარაუდოდ მომავალ კვირაში კიდევ დავნიშნავთ შეხვედრას,
განხილვის თემა იქნება თევზაობა და ბრაკონიერები ამ სფეროში, დეტალებს თავის დროზე გეტყვით.

კიდევ ძალიან კარგი პროექტის შესახებ გავიგეთ, კოლხური ხოხბის აღორძინებასთან დაკავშირებით,
იგეგმება კოლხეთის ტყეპარკის მიდამოებში მათი მომრავლება, ანუ პროგრამა იდება, უნდათ ადამიანის
მეშვეობით ბუნებრივად მოამრავლონ და ზოგადად შემდგომ ეტაპზე (საკმარისი რაოდენობის შემდეგ)საერთოდ უნდათ გაიყვანონ
მომრავლების ზონიდანაც და წიტელი ნუსხიდანც ისე რომ ჩვეულებრი მოკვდავებიც შევძლებთ მათზე ნადირობას,
რაც ძალიან მისასალმებელია.

სეზონის დასასრული სავარაუდოდ იგივე დარჩება, 1 მარტი

ტყის ქათამის ვადებზე ვერ დავილაპარაკეთ

რაც შეეხება ბუფერულ ზონებს, მინიმუმი დავა 500 მეტრამდე, ხოლო სამონადირეო მეურნეობის საზღვართან იქნება ნულოვანი.


წითლად ზოგი სიტყა იმიტომ მოვხაზე რომ ზუსტი პასუხის დაწერა არ შემიძლია, ჯერ ადრეა და იმიტომ,
ასე რომ არავინ არ იფიქროთ რომ ყველაფერი ერთი ხელის მოსმით გადაწყდება, მუშა პროცესია
და იმედია ყველაფერი სასიკეთოთ გადაწყდება

პოსტის ავტორი: Nukry Max Jul 16 2009, 17:47

small3d018.gif კურდღელზე არ კითხეთ?

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Jul 16 2009, 17:57

ვკითხეთ და თითი თქვენოოოოnewsmile035.gif

ისე სერიოზულად მიდის რაღაცეების გადახედვა, მაგრამ ჯერ არაა ზუსტად დამტკიცებული. მერე გვეტყვიან

პოსტის ავტორი: Bonehill Jul 16 2009, 17:59

ოპტიკით ნადირობა კი დაშვებულია მაგრამ ოპტიკიანი იარაღი რას უნდა ესროლოთ საინტერესოა.
ღალღაზე ვერ გავიგე რა გადახედვა უნდა?....

პოსტის ავტორი: მონადირე Jul 16 2009, 19:31

ღალღას ჩამატება უნდა მხოლოდ newsmile05.gif

ეს ტურა-მგელი მგონი შველსა და ირემზე მეტად უყვართ მაგ მამაცხონებულებს newsmile05.gif

ისე კარგი შეხვედრა ყოფილა. კოლხურ ხოხობზე ინფორმაციამ ყველაზე მეტად გამახარა. იმედია შეასრულებენ დაგეგმილს.

საგაზაფხულო სეზონის წინააღმდეგი შინაგანად მეც ვიყავი. ძალიანაც კარგი! რუსების დედაც

პოსტის ავტორი: ნოსო Jul 16 2009, 20:13

მივესალმები ,ოღონდ შესრულდეს უნდა :)50%მაინცnewsmile05.gif

პოსტის ავტორი: კუდიგორელი Jul 16 2009, 22:23

ძალიან კარგია, იმედი მაქვს რაც გითხრეს იმას გააკეთებენ კიდეც. ხოხობზე მეც ძალიან გამიხარდა, ალაზნის ჭალებში რა ხანია გაქრა სულ ფაქტიურად, ხანდახან თუ იტყვის ხოლმე ვინმე ამიფრინდაო.

პოსტის ავტორი: geojorjika Jul 16 2009, 22:50

კარგია ეგეც საქმეა , ისე პნევმატიკით ნადირობაზე არაფერი გიხსენებიათ ? newsmile038.gif

ოპტიკით ნადირობა აკრძალუალია, კანონში ეგრე წერია და მაგენს საიდან დაესზმრათ რომ დაშვებულია? newsmile05.gif

აკრძალულია ნადირობა ცხოველთა სამყაროს ნებისმიერ ობიექტზე ნებისმიერ დროს:

ა) ნებისმიერი საბრძოლო კუთხვილლულიანი ავტომატური ან სხვა იარაღით;

ბ) სნაიპერული შაშხანებით; მემგონი ამაში გულისხმობენ ოპტიკას აბა სნაიპერული შაშხანა თავისთავად გულისხმობს სამხედროს და არა სამოქალაქოს

გ) ე. წ. „ღამის ხედვის“ მოწყობილობათა გამოყენებით

დ) გადაკეთებული (ფაბრიკულ სნაიპერებთან შეუსაბამო) ნებისმიერი სანადირო იარაღით;

ე) პნევმატური იარაღით;

ვ) ადვილად აალებადი მასალებისაგან (ბამბა, ჩვარი, ქაღალდი) დამზადებული პიჟების ხმარება

პოსტის ავტორი: ვიტო Jul 16 2009, 23:50

geojorjika
ეხლა ნუ ინტრიგნობ newsmile05.gif სადაც საჭიროა იქ გიპასუხეთ პნევმატიკაზე newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ბესო Jul 17 2009, 05:46

ეს ტურა-მგელი მართლა რა ხდება ვერ გავიგე? ეს სურათები აჩვენეთ????? ირემი აღარ დარჩა საქართველოში და ამაზე არავინ ფიქრობს? ბოლოს რომელმა ნახეთ ირემი და რამდენი წლის წინ მე ყურიც არ მომიკრავს, რომ ვინმეს ენახოს newsmile089.gif

პოსტის ავტორი: მონადირე Jul 17 2009, 09:41

ბესო

ციტატა(Beso @ 17th July 2009 - 06:46 AM) *
ბოლოს რომელმა ნახეთ ირემი და რამდენი წლის წინ მე ყურიც არ მომიკრავს, რომ ვინმეს ენახოს

საბედნიეროდ ჩემმა მეგობრებმა ნახეს შარშან! თან ორი ერთ დღეში! ოღონდ ვერ ვიტყვი სად...

პოსტის ავტორი: Maverick Jul 17 2009, 09:45

ვერ კი არა არ იტყვი და ეს დასაძრახი არ არის

პოსტის ავტორი: ბესო Jul 17 2009, 09:50

ციტატა(მონადირე @ Jul 17 2009, 10:41 AM) *
ბესო

საბედნიეროდ ჩემმა მეგობრებმა ნახეს შარშან! თან ორი ერთ დღეში! ოღონდ ვერ ვიტყვი სად...


კარგია უფლის ნებით თუ კიდევ დარჩა...

პოსტის ავტორი: მონადირე Jul 17 2009, 10:04

ბესო
კი, მართლა ნახეს და თავადაც გამოშტერებულები დადიოდნენ მას მერე ერთი კვირა... თან ისე ახლოდან უნახავთ, მაგრამ ამ მგლისმოყვარე ბიოლოგების გადამკიდე არ ვიცი სანამდე გაძლებენ ეგ საწყლები...

ვინმეს არ დაუსვამს კითხვა ირმის რაოდენობის შესახებ დღეისთვის და რა კეთდება მისი პოპულაციის გადასარჩენად? ან რამდენად დიდია მგლისგან მისი განადგურების საფრთხე პროცენტულად?

გადამრევენ ესენი!

პოსტის ავტორი: ბესო Jul 20 2009, 10:40

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში მინისტრის 512-ე ბრძანებით ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესების, ვადებისა და მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალის შესახებ დებულებაში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა, რომელსაც გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე დავით იოსელიანი ესწრებოდა. შეხვედრაში ექსპერტები, სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები და მონადირეეიბი იღებდნენ მონაწილეობას და ნადირობის წესების დახვეწის საკითხი განიხილეს.
„დღევანდელი შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია ნადირობის წესების დახვეწისა და ბრაკონიერობის აღმოფხვრის კუთხით. გარემოს დაცვის სამინისტრო შეხვედრაში მონაწილეთა შენიშვნებსა და მოსაზრებებს ცხოველთა სამყაროს ობიექტების შესახებ დებულებაში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების პროცესში აუცილებლად გაითვალისწინებს.“ - განაცხადა გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე დავით იოსელიანმა.
გადაწყვეტილება ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესების, ვადებისა და მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალის შესახებ დებულებაში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით ახლო მომავალში იქნება მიღებული.




პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Jul 20 2009, 11:08

ბესო სად ეწერა ეს?

პოსტის ავტორი: ბესო Jul 20 2009, 11:10

ციტატა(ჭალიმგელა @ Jul 20 2009, 12:08 PM) *
ბესო სად ეწერა ეს?

http://moe.gov.ge/?site-path=mainnews/news&id=970

პოსტის ავტორი: გრიზლი Jul 20 2009, 21:25

ვიტო,

არ გეთანხმები იმ საკითხში რაც შეეხება მომავალი შეხვედრები მხოლოდ სამინისტროსთან გაიმართოს, პირიქით ის გარემოს დამცველები იქ უნდა იყვნენ და სწორედ მათი თანდასწრებით უნდა განიხილოს ის საკითხები რაც ჩვენ გვაწუხებს, მაგათ სწორედ სამინისტრიში უნდა ვაჯობოთ პოლემიკასი და ეს მიღწევადია, ერთობლივად ჩამოვაყალიბოთ ჩვენი კონცეფცია და პრაქტიკული ფაქტები დაუდოთ წინ და სწორედ ის არის ჩვენი გამარჯვება მაგ გარემოს დამცველებს რომ მოვანდომებთ კანონში ცვლილებებს, სამწუხაროდ ეს ორი კვირა ვერ მოვიცალე

ტურაზე და მელაზე ნადირობის დაშვება აუცილებელია, თუ არა და მითხრან რატომ? ვერ მეტყვიან იმიტომ რომ არ არის მათზე არც ინფორმაცია, არც სახსრები და არანაირი ინტერესი და საერთოდ ეს საკითხი მიგდებულია, უბრალოდ გეგმიურად და ფორმალურად ხდება ყველაფერი, საინტერესოა ბიუჯეტში თუ ზის ამ კუთხით რამე თანხა? მაგასაც ვნახავ, დიდი შანსია არ იყოს

პოსტის ავტორი: მონადირე Jul 21 2009, 19:55

გრიზლი
100%



საუკუნის წინანდელი მონაცემებით საუბარს აზრი არა აქვს.....

პოსტის ავტორი: aragveli Aug 1 2009, 21:37

უნდა წინასწარ დავსახოთ ჩვენი სტრატეგიები. და დასააბუთებული მოთხოვნებით წავრსდგეთ. ასე ლაპარაკით ვერაფერს მივახწევთ

პოსტის ავტორი: შალვა Aug 2 2009, 10:03

მოდით ეხლა ჩვენ მოვიწვიოთ სამინისტრო (სად მოვიფიქროთ, ბუნებაში ? დაქირავებულ კომფერენც დარბაზში? რესტორანში?) და ჩვენ შევთავაზოთ 2-3 თემა სასაუბროდ!

პოსტის ავტორი: ნოსო Aug 2 2009, 11:30

შალვა
ძალიან კარგი აზრიაnewsmile05.gif

პოსტის ავტორი: დონ ოთარი Aug 4 2009, 22:55

რავი ბიჭებო მე ცოტა სკეპტიკურად ვუყურებ ესეთ რამეებს.დავაი მიაწექით ღმერთმა ხელი მოგიმართოდ

პოსტის ავტორი: ლევანი Aug 5 2009, 00:04

ვაა..ჯონ ოთარ..რავა ახალი მთვარესავით გაოჩნდები ხოლმე კაცო..

ისე კარგი აზრია მაგათი მოწვევა...ალბათ რესტორანში ჯობია..მესამე ჭიქის მერე მაგარი ალალი საუბარი დაიწყება...

პოსტის ავტორი: დონ ოთარი Aug 5 2009, 00:32

ვააა ლევან როგორ ხარ? მზად ხარ სეზონისთვის?

პოსტის ავტორი: ჰერცოგი997 Aug 5 2009, 00:34

ჯონ ოთარ სალამი თქვენ ალბად კითხვა აღარ გჭირდებათ სეზონითვის ყოველთვის მზად ხართ და წალკისკენ ჰერი ჰერის ხმა არ მესმის

პოსტის ავტორი: ვიტო Aug 5 2009, 00:36

ეხლა აქ უნდა გააბათ ხო დისკუსია? newsmile05.gif

აგერ თემა და ილაპარაკეთ რამდენიც გინდათ http://forum.ochopintre.ge/index.php?showtopic=463&st=225&start=225


პოსტის ავტორი: დონ ოთარი Aug 5 2009, 00:55

ციტატა(ჰერცოგი997 @ Aug 5 2009, 01:34 AM) *
ჯონ ოთარ სალამი თქვენ ალბად კითხვა აღარ გჭირდებათ სეზონითვის ყოველთვის მზად ხართ და წალკისკენ ჰერი ჰერის ხმა არ მესმის


ბოლოს ვნახოთ ჩემო გიო სად ჯობია .რა იყოთ რა გეშინიათ ამ წალკის newsmile090.gif

პოსტის ავტორი: ზაზა Aug 5 2009, 11:14

გუშინ გიკითხეთ დონ ოთარ,სადაა ეს კაცი-მეთქი.მიხარია,რომ გამოჩნდით.
რაც შეეხება სამინისტროსთან შეხვედრებს,ეგება და როდისმე გამოიღოს შედეგი,ამიტომ შეხვედრებზე უარი არ უნდა ვთქვათ და თუ მოვახერხებთ,ჩვენს თემებზე აქეთაც დავპატიჟოთ.

პოსტის ავტორი: დონ ოთარი Aug 5 2009, 13:58

ციტატა(ზაზა @ Aug 5 2009, 12:14 PM) *
გუშინ გიკითხეთ დონ ოთარ,სადაა ეს კაცი-მეთქი.მიხარია,რომ გამოჩნდით.
რაც შეეხება სამინისტროსთან შეხვედრებს,ეგება და როდისმე გამოიღოს შედეგი,ამიტომ შეხვედრებზე უარი არ უნდა ვთქვათ და თუ მოვახერხებთ,ჩვენს თემებზე აქეთაც დავპატიჟოთ.


სანამ ქრთამობის,მე იმი ახლობელი ვარ ან იმის შვილი ვარ მოქმედებს არაფერი გამოვა.

მე პირადად ცხოვრებაში ერთხელ დავარღვიე კანონი და ისიც გადამაყოლეს. გაიხედეთ გვერდზე რეები ხდება.გუშინ მაგალითად მთელი ძალისის და მუხრანის მინდვრები სავსე იყო მონადირეებით და ერთი მეტრაბახებოდა ერთ საათში14 ცალი მწყერი მოვკალიო,რო ვუთხარი სეზონი მეთქი? სეზონის დედაც მოვტყანოოოოოოოოოოოოოოოოოოო. რო შევეკითხე გედეი მეთქი გედეი ჩვენი კაციაოოოოოოოოოოოოო ესე მიპასუხა.

პ.ს. ბოდიში ზაზა ცოტა ავღელდი

პოსტის ავტორი: Aragvispireli Aug 10 2009, 21:59

აუ სად ვიყავი... მაგენს კი ამოვიტრიალებდი ყველაფერს.. რადროს მწყრია ტო ამ შუაზაფხულში... და ამ დროს ჩვენ რას ვაკეთებთ? მხოლოდ აქ ვდგევართ და ვლაყბობთ? გავიდეთ და ფეხებით დავკიდოთ ეს ნაბიჭვრები.. მხოლოდ ლაყბობით საქმე არ კეთდება ჯიგრებო..
ბოდიში მეც ავღელდი ცოტა. newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ბესო Aug 15 2009, 19:07

ციტატა(Aragvispireli @ Aug 10 2009, 10:59 PM) *
აუ სად ვიყავი... მაგენს კი ამოვიტრიალებდი ყველაფერს.. რადროს მწყრია ტო ამ შუაზაფხულში... და ამ დროს ჩვენ რას ვაკეთებთ? მხოლოდ აქ ვდგევართ და ვლაყბობთ? გავიდეთ და ფეხებით დავკიდოთ ეს ნაბიჭვრები.. მხოლოდ ლაყბობით საქმე არ კეთდება ჯიგრებო..
ბოდიში მეც ავღელდი ცოტა. newsmile05.gif


ფეხებით იმათმა დაკიდონ ვისაც ეგ ევალება, ხოლო ჩვენი საქმე კი ის არის, რომ სანამ ფეხებით არ დაკიდებენ მანამდე ძილი და მოსვენება არ მივცეთ newsmile05.gif

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)