თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ კანონმდებლობა, ბრაკონიერები, გდი _ მოსაკრებელი გადამფრენ ფრინველებზე.

პოსტის ავტორი: ზაზა Jul 22 2011, 13:11



საქართველოს ენერგეტიკისა და
ბუნებრივი რესურსების მინისტრის
ბრძანება №30
2011 წლის 10 მაისი ქ. თბილისი

ნადირობისა და თევზჭერის დაწყებისა და დამთავრების თარიღების დამტკიცების თაობაზე

„ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს კანონის 47-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და 69-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ჰ” ქვეპუნქტის, ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2011 წლის 11 მარტის №4385 კანონის მე-2 მუხლის პირველი და მე-5 პუნქტებისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს ნადირობისა და თევზჭერის დაწყებისა და დამთავრების თარიღები დანართის შესაბამისად.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ნადირობისა და თევზჭერის დაწყებისა და დამთავრების თარიღების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2010 წლის 17 აგვისტოს №34 ბრძანება.
3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მინისტრის პირველი მოადგილე
მინისტრის მოვალეობის
შემსრულებელი მ. ვალიშვილი

ნადირობისა და თევზჭერის დაწყებისა და დამთავრების თარიღები

მუხლი 1
ნადირობა ნებადართულია შემდეგი სახეობის ფრინველებზე შემდეგ ვადებში:
ა) მწყერზე, გარეულ მტრედზე, ჩიბუხაზე, ჩვეულებრივ გვრიტზე, ქედანზე, გვიძინზე (გულიოზე) – აგვისტოს მესამე შაბათიდან 15 თებერვლამდე;
ბ) ტყის ქათამზე – 15 ოქტომბრიდან 15 დეკემბრამდე;
გ) წყალმცურავ ფრინველებზე (რუხი ბატი, რუხი იხვი, ჭიკვარა, გარეული იხვი, იხვინჯა, ფართოცხვირა იხვი, მელოტა) – 1 ნოემბრიდან 1 მარტამდე.

მუხლი 2
ლიცენზირებული თევზჭერა ნებადართულია შემდეგ მდინარეებზე და მათ შენაკადებში:
ა) მტკვარი – თურქეთის საზღვრიდან აზერბაიჯანის საზღვრამდე – 1 სექტემბრიდან 30 აპრილის ჩათვლით;
ბ) ალაზანი და იორი – 1 სექტემბრიდან 15 ნოემბრამდე;
(ქვემო ქედიდან აზერბაიჯანის საზღვრამდე)
გ) მდინარეების – ფსოუს, ბზიფის და კოდორის შესართავებში – ერთი კილომეტრის დაცილებით მარჯვნივ და მარცხნივ, ორი კილომეტრის მანძილზე ზღვის სიღრმეში – 1 ნოემბრიდან 19 მარტამდე.

მუხლი 3
ლიცენზირებული თევზჭერა ნებადართულია შემდეგ ტბებში:
ა) თავფარავანი (ფარავანი) – 1 თებერვლიდან 15 მარტამდე და 1 აგვისტოდან 15 ნოემბრამდე;
ბ) ტაბიწყური (ტაბაწყური) – 1 თებერვლიდან 15 ნოემბრამდე.
გ) სანტას ტბაზე - 1 თებერვლიდან 15 ნოემბრამდე; (10.06.2011 N 73)

მუხლი 4
ლიცენზირებული თევზჭერა ნებადართულია შემდეგ წყალსატევებში:
ა) ხრამის (წალკის) წყალსაცავი – 15 აგვისტოდან 15 აპრილამდე;
ბ) თბილისის წყალსაცავი – 1 სექტემბრიდან 15 აპრილამდე.

მუხლი 5
შავ ზღვაში კანონმდებლობით დადგენილი წესით თევზჭერა დაშვებულია შემდეგ ვადებში:
ა) კეფალი-პელენგასი – მთელი წლის განმავლობაში;
ბ) აზოვისა და შავი ზღვის ქაფშია – 1 ოქტომბრიდან 30 აპრილის ჩათვლით;
გ) კამბალა-კალკანი – 1 ივლისიდან 15 თებერვლამდე;
დ) თევზჭერისათვის დაშვებული სხვა სახეობების ჭერა – 1 ივლისიდან 30 აპრილის ჩათვლით;
ე) მოლუსკები – მთელი წლის განმავლობაში.
მუხლი 6
პალიასტომის ტბაში თევზჭერა დაშვებულია შემდეგ ვადებში:
ა) კეფალი (ლობანი) – 1 ივლისიდან 1 მაისამდე;
ბ) კეფალი (პილენგასი) – 1 ივლისიდან 1 მაისამდე;
გ) ოქროსფერი კეფალი – 1 ივლისიდან 1 მაისამდე;
დ) ქარიყლაპია – 1 სექტემბრიდან 1 აპრილამდე;
ე) შავი ზღვის ქაშაყი – 1 სექტემბრიდან 1 დეკემბრამდე და 1 იანვრიდან 1 აპრილამდე;
ვ) შამაია – 1 სექტემბრიდან 1 აპრილამდე;
ზ) მცირე ვიმბა – 1 სექტემბრიდან 1 აპრილამდე;
თ) კარჩხანა – 1 სექტემბრიდან 1 მაისამდე;
ი) კობრი – 1 სექტემბრიდან 1 აპრილამდე;
კ) ლოქო – 1 იანვრიდან 1 აპრილამდე და 1 სექტემბრიდან 1 დეკემბრამდე;
ლ) ღორჯო (მდევარი) – 1 სექტემბრიდან 1 აპრილამდე;
მ) მრგვალი ღორჯო – 1 სექტემბრიდან 1 აპრილამდე;
ნ) შავი ღორჯო – 1 სექტემბრიდან 1 აპრილამდე.

პოსტის ავტორი: Bonehill Jul 22 2011, 15:34

კანონები გვაქვს, იმენნა ... http://smayli.ru/smile/nekulturnie-120.html

პოსტის ავტორი: kupra Jul 22 2011, 15:47

ჩვენ გონჩავიკებს ნამეტანი გვერჩიან და ნეტავი რა დაუშავეთ ასეთი ერთი ეგ გამაგებია მეტი არაფერი არ მინდა...

ashh.gif newsmile042.gif

პოსტის ავტორი: იკო1981 Jul 22 2011, 22:37

ციტატა(lashak @ 22nd July 2011 - 16:47) *
ჩვენ გონჩავიკებს ნამეტანი გვერჩიან და ნეტავი რა დაუშავეთ ასეთი ერთი ეგ გამაგებია მეტი არაფერი არ მინდა...


ნამეტანი ხმაურიან ნადირობა იცით და მაგიტო newsmile035.gif

პოსტის ავტორი: romeo 1 Jul 23 2011, 10:24

ესეიგი კახელი მონადირეები გაზაფხულზე ისევ ვერ ვინადირებთ იხვზე, ვინაიდან კახეთში იხვი შემოდის მარტის თვეში, სეზონს კი 1 მარტს გვიკეტავენ!!!! cryme.gif

პოსტის ავტორი: გიზოვიჩი Jul 26 2011, 11:46

სეზონი გახსნილა სართიჭალაში......

პოსტის ავტორი: ზახარა Jul 26 2011, 11:49

ციტატა(gio2515 @ 26th July 2011 - 12:46) *
სეზონი გახსნილა სართიჭალაში......

ბრაკებისთვის?

პოსტის ავტორი: გიზოვიჩი Jul 26 2011, 12:06


ჰო აბა, ჩვენ კი ველოდებით პატიოსნად 20 აგვისტოს

პოსტის ავტორი: wudu Jul 26 2011, 16:29

ნადირობის ნებართვის გაცემას როდიდან იწყებენ ხომ არ იცით?

პოსტის ავტორი: Danelli Aug 3 2011, 09:20

ციტატა(wudu @ 26th July 2011 - 17:29) *
ნადირობის ნებართვის გაცემას როდიდან იწყებენ ხომ არ იცით?

მოკლედ გუშინ გადავწყვიტე გამერკვია ეგ ამბავი და დავრეკე გდი-ს ცხელ ხაზზე... აღმოჩნდა, რომ გდი ან აღარ, ან არ კურირებს ამ საქმეს და მითხრეს ენერგეტიკის და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში დარეკეთო... დავრეკე.... ყურმილი აიღო ქალბატონმა, ჩემს შეკითხვაზე - 2011 წლის, გადამფრენ ფრინველზე ნადირობის ლიცენზიის თაობაზე მივიღე პასუხი... რა ნადირობა, რის ნადირობაო, ეგ ენერგეტიკის სამინისტროაო და ისევ რაღაც სხვა ნომერი ჩამაწერინა, დარეკეთო და იქ დაგაკვალიანებენო.... დავრეკე... მთხოვეს - 10 წუთში გადმორეკეთო... გადავრეკე 15-ში, ჩამაწერინეს რაღაც კოდები და ანგარიშის ნომერი, აი ეს არისო "ის" რაც თქვენ გაინტერესებთო ... და 10 ლარი გაქვთ გადასარიცხიო... ვიფიქრე, ბარემ ავიღებთქო ლიცენზიას, ჩავედი ბანკში და... აღმოჩნდა, რომ ეგეთი ანგარიში საერთოდ არ არსებობს, იქიდანვე დავრეკე ისევ იმ ნომერზე, მაგრამ ყურმილს საერთოდ აღარ იღებდნენ..
მოკლედ, "ვერ ვიცი" ბატონებო, ან ჯერ ადრეა და ამ ეტაპზე ანგარიში "გააქტიურებული" არ არის, ან ჯერ თვითონაც ვერ გარკვეულან თუ ვის ეკუთვნის ზემოთ მოხსენიებული ეპარქია... newsmile035.gif

პოსტის ავტორი: romeo 1 Aug 3 2011, 11:35

ბანკში რა თქვეს, რა კოდზე უნდა შევიდეს ეგ თანხაო? წინა სეზონზე რომ იყო კოდი ის აღარაა?

პოსტის ავტორი: Danelli Aug 3 2011, 12:03

romeo 1, ხოდა საქმეც ამაშია, ანგარიშის ნომერი კი ჩამაწერინეს - 200 122 900 - TRESGE22 - 3030 -, მაგრამ "ბანკირებმა" - ეგეთი ანგარიში საერთოდ არ არისო... თვით ბანკებს კი არ გააჩნია ამის შესახებ ინფო.

პოსტის ავტორი: ლევანი Aug 3 2011, 13:17

ციტატა(Danelli @ 3rd August 2011 - 11:20) *
, ჩავედი ბანკში და... აღმოჩნდა, რომ ეგეთი ანგარიში საერთოდ არ არსებობს

რომელ ბანკში იყავი???... ყველა ბანკს არ აქვს მაგასთან შეხება. თიბისის რომ ეაქვს..ეგ ვიცი. მანდ მოსინჯე??..

პოსტის ავტორი: ზაზა Aug 3 2011, 13:28

გუშინ საწევროს გადარიცხვის დროს მეც ვიკითხე,მაგრამ იმ ლამაზმა გოგონამ მიპასუხა:წინა წლებში ანგარიშის ნომერი თვით მონადირეებს მოჰქონდათ და მერე ვრიცხავდითო(თი-ბი-სი-ში მოხდა ეგ ამბავი).
საქ.ბანკშიც ანალოგიური პასუხი მივიღე.
სავარაუდოდ 1 კვირაში მოგვარდება...

პოსტის ავტორი: kupra Aug 3 2011, 14:35

მემგონი თვითონ არ იციან მონადირეებს რას გვიპირებენ ან რა როგორ იქნება სამწუხაროდ.

პოსტის ავტორი: Danelli Aug 3 2011, 15:29

ციტატა(levani @ 3rd August 2011 - 14:17) *
რომელ ბანკში იყავი???... ყველა ბანკს არ აქვს მაგასთან შეხება. თიბისის რომ ეაქვს..ეგ ვიცი. მანდ მოსინჯე??..

ლევან,
პროკრედიტში, შარშანაც მანდ გადავიხადე, მაგრამ წელს რომ რეორგანიზაცია მოხდა, არანაირი ინფო ამის შესახებ არ გვაქვსოო

პოსტის ავტორი: Danelli Aug 3 2011, 15:34

ციტატა(zaza @ 3rd August 2011 - 14:28) *
წინა წლებში ანგარიშის ნომერი თვით მონადირეებს მოჰქონდათ და მერე ვრიცხავდითო.

ზუსტად ეგრე იყო წინა წლებში, გდი-ს ცხელ ხაზზე ვრეკავდი, მეუბნებოდნენ ანგარიშის ნომერს, და ვრიცხავდი ნებისმიერი ბანკის ფილიალიდან..

პოსტის ავტორი: ლევანი Aug 3 2011, 21:40

ციტატა(Danelli @ 3rd August 2011 - 17:29) *
პროკრედიტში,

უჰ....არც მაგათქან გაგიკვირდეს რამე newsmile035.gif newsmile035.gif (მანდ ვმუშაობდი) საოპერაციოში ძირითადად სტაჟორები ზიან. არადა იმასაც ვერაფრით ვერ ვხარშავ ენერგეტიკის სამინისტროსთან რატომ გვიწევს კონტაქტი. ელექტრომწყერზე ჩვენ არ ვნადირობთ დაააა.....newsmile035.gif newsmile035.gif

პოსტის ავტორი: გიორგი Aug 3 2011, 22:19

ციტატა
200 122 900 - TRESGE22 - 3030 -


რა ვერ გაიგეს მერე მაგ დოლიცვილებმა newsmile05.gif

TRESGE22 არის სახელმწიფო ხაზინა
200122900 არის ხაზინის ერთიანი ანგარიში
3030 "მოსაკრებელი გარემოდან ამოღებული მცენარეთა არამერქნული რესურსებისა და მათი პროდუქტებით სარგებლობისათვის" არის სახაზინო კოდის ბოლო ოთხი ციფრი... წინა ციფრები დგება ტერიტორიული ერთეულების მიხედვით რაც თვითონ ბანკება იციან.....

პოსტის ავტორი: გიორგი Aug 3 2011, 22:24

ესეც სახაზინო კოდის შედგენის ინსტრუქცია http://www.mof.ge/2330

ანუ თბილისთვის გადასახადი იქნება სახაზინო კოდით 100773030

პოსტის ავტორი: romeo 1 Aug 8 2011, 12:50

http://pix.ge/

ასეთი ქვითარი გამოუწერეს მეგობარს თელავის ბაზისბანკში, ანუ 30051 თვითმართველობის ერთეულის კოდია, ეკუთვნის თელავს, და სხვა და სხვა რაიონებში და ქალაქებში განსხვავებული იქნება, 3033 კი ბიუჯეტის შემოსავლების სახეს წარმოადგენს და ყველგან ეს კოდი იქნება. ესეიგი კოდი თელავის რაიონისათვის ასე გამოიყურება 300513033

პოსტის ავტორი: Davitus Aug 8 2011, 15:46

romeo 1

მადლობა ინფორმირებისთვის, გაიხარე

პოსტის ავტორი: ჩუბო Aug 8 2011, 21:26

ბრაკონიერებისათვის ჯარიმა რამდენია და თუ გაიგეთ რომ ვინმე დაეჭირათ? ერთი კაი მაგალითი უნდათ და შეეშვებიან ცოტა ხნით მაინც

პოსტის ავტორი: wudu Aug 9 2011, 11:52

სეზონი 20-ში იხსნება თუ 27-ში?

პოსტის ავტორი: ზახარა Aug 9 2011, 12:07

ციტატა(wudu @ 9th August 2011 - 12:52) *
სეზონი 20-ში იხსნება თუ 27-ში?

20 აგვისტოს

პოსტის ავტორი: sabo73 Aug 9 2011, 12:18

ციტატა(wudu @ Aug 9 2011, 12:52) *
სეზონი 20-ში იხსნება თუ 27-ში?


ეგ ალაბათ ძველი სტილით არა? newsmile01.gif

პოსტის ავტორი: baiateo Aug 24 2011, 14:03

ჰეჰეე ელექტრომწყერი მაგარიაnewsmile05.gif)))

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Aug 24 2011, 14:05

baiateo
არ დაიკარგი ხოლმე. რამე სიახლეები თუ იცი შემოგვაშველე ხოლმე

პოსტის ავტორი: baiateo Aug 25 2011, 15:54

ჭალიმგელა

დაკარგვით არა თვალს მაინც ვადევნებ ფორუმს, მაგრამ სიახლეების რა გითრათ, თქვენთვის საინტერესო საკითხი ენერგეტიკაში გადაბარგდაnewsmile05.gif)))

ისე ალბათ არ აწყენდა ფორუმს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს წარმომადგენლები რომ შემოსულიყვნენnewsmile05.gif შეგიძლიათ მიაწოდოთ იდეა

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Aug 25 2011, 16:47

baiateo
ეჰ ვინა აბა? ჯერ გარემოს დაცვა ხო ერკვეოდა ნადირობაში და ენერგეტიკები სულ დაგლიჯავენ newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif (შენ არ გეწყინოს ოღონდ http://ge.smiles.26l.com/smile.80012.html )

პოსტის ავტორი: bor-ka Aug 26 2011, 20:00

წეროზე ნადირობა აკრძალულია?

პოსტის ავტორი: ზახარა Aug 26 2011, 20:08

bor-ka
ჩამონათვალში რაც წერია , მარტო ამ ფრინველებზე არის დაშვებული ნადირობა
ა) მწყერზე, გარეულ მტრედზე, ჩიბუხაზე, ჩვეულებრივ გვრიტზე, ქედანზე, გვიძინზე (გულიოზე) – აგვისტოს მესამე შაბათიდან 15 თებერვლამდე;
ბ) ტყის ქათამზე – 15 ოქტომბრიდან 15 დეკემბრამდე;
გ) წყალმცურავ ფრინველებზე (რუხი ბატი, რუხი იხვი, ჭიკვარა, გარეული იხვი, იხვინჯა, ფართოცხვირა იხვი, მელოტა) – 1 ნოემბრიდან 1 მარტამდე.

პოსტის ავტორი: bor-ka Aug 26 2011, 20:14

ზახარა

ციტატა(zaxara @ 26th August 2011 - 21:08) *
bor-ka
ჩამონათვალში რაც წერია , მარტო ამ ფრინველებზე არის დაშვებული ნადირობა
ა) მწყერზე, გარეულ მტრედზე, ჩიბუხაზე, ჩვეულებრივ გვრიტზე, ქედანზე, გვიძინზე (გულიოზე) – აგვისტოს მესამე შაბათიდან 15 თებერვლამდე;
ბ) ტყის ქათამზე – 15 ოქტომბრიდან 15 დეკემბრამდე;
გ) წყალმცურავ ფრინველებზე (რუხი ბატი, რუხი იხვი, ჭიკვარა, გარეული იხვი, იხვინჯა, ფართოცხვირა იხვი, მელოტა) – 1 ნოემბრიდან 1 მარტამდე.

არადა დღეს რამდენი ვნახე vava.gif

პოსტის ავტორი: Bonehill Aug 26 2011, 21:06

bor-ka
მეც ბევრი ვნახე მაგრამ წეროს მოკვლას არანაირი აზრი არააქვს. არც შეიძლება.

არ შემედავოთ, რაიმე საგემოვნო თვისებები აქვსო...
ლამაზი მოხდენილი ფრინველია, ალმაზებს ბუნეს, რატომ უნდა ესროლო ?! ?! ?! ?!

პოსტის ავტორი: bor-ka Aug 26 2011, 21:33

Bonehill

ციტატა(niko @ 26th August 2011 - 22:06) *
მეც ბევრი ვნახე მაგრამ წეროს მოკვლას არანაირი აზრი არააქვს. არც შეიძლება.

ნუ რავი ზოგადათ ნადირობენ მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში
http://www.youtube.com/watch?v=zGHIMF-9cqM&feature=player_embedded
ციტატა(niko @ 26th August 2011 - 22:06) *
ლამაზი მოხდენილი ფრინველია, ალმაზებს ბუნეს

ხოხობი არანაკლებ ლამაზია და კიდევ სხვა უამრავი ფრინველი
ციტატა(niko @ 26th August 2011 - 22:06) *
რატომ უნდა ესროლო ?! ?! ?! ?!

მე ვიკითხე არის თუ არა კანონით აკრძალული წეროზე ნადირობათქო,კითხვაზე სრულყოფილი პასუხი მივიღე ’’ა ასტალნოე ნე ვაჟნა’’

პოსტის ავტორი: Davitus Aug 26 2011, 22:12

წეროს ხორცი მეტნაკლებად ვარგისია, ზოგს მიაჩნია რომ გემრიელი ხორცი აქვს, ნუ მე არ გამისინჯავს და ვერაფერს ვიტყვი


ჩვენთან, წეროზე ყანჩაზე და მთელ რიგ მისნაირ ფრინველზე ნადირობა აკრძალულია

პოსტის ავტორი: kupra Aug 27 2011, 15:12

წერო მაგარია newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)