თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ კანონმდებლობა, ბრაკონიერები, გდი _ მგლების შემოსევა

პოსტის ავტორი: ალთაზარ Jul 19 2012, 09:26

ადრე იყო გახსნილი ანალოგიური თემა მაგრამ ფიასკო განიცადა newsmile05.gif
რახან ისევ წამოიჭრა ამ პრობლემაზე ლაპარაკი არაშესაბამის თემაში ახალ თემას გავხსნი და აქ გააგრძელეთ საუბარი


ზახარა




მეგობრებო ერთი კითხვა მაქვს თქვენთან ...

ამ ბოლო დროს აღმოსავლეთ საქართველოში ყოველ-დღე თუ არა შიგადაშიგ ხდება მგლების შემოსევა , ხალხიც იხვეწება რომ შეიქმნას სამონადირეო ჯგუფი და უშველონ მათ . მიუხედავად იმისა რომ (რამდენადაც ვიცი) მგლებზე ნადირობა აკრძალულია , მოსახლეობის ასეთი სურვილის ყურადღებაში არ მიქცევა მგონი არასწორი იქნება , და მართლაც რომ შეგროვდეს ხალხი და წერილით რო მიმართონ სამინისტროს , დაბრო -ს არ მოგვცემენ ?

მონადირეებისთვისაც კაი იქნება (ცოტა ექსტრიმ . ცოტა ადრენალინ) მოსახლებასაც გადაარჩენთ შემდგომი ცხ**ის ფარის გაწყვეტისაგან ...

თქვენი აზრი მაინტერესებს ამასთან დაკავშირებით ...


(ნადირობისგან ცოტა შორს ვდგევარ , ამიტომ გამოუცდელი ვარ . და ალბათ სულელური კითხვაც დავსვი)

პოსტის ავტორი: ნუკრიMax Jul 19 2012, 09:35

ალთაზარ
ეს ძველი ანეგდოტია.........
დიდი ხანია მაგას ვყვებით, მაგრამ შედეგი 0

პოსტის ავტორი: ზახარა Jul 19 2012, 09:36

ალთაზარ
იცი რამდენი მონადირეები არიან აღმოსავლეთ საქართველოში ?? newsmile05.gif ეტყობა დრო არ აქვთ newsmile045.gif
მგელზე ნადორიბას დრო უნდა და ბუნებრივი პირობები !!
როცა მოსახლეობას თავს ესხმიან არაფერი არ არის აკრძალული !!

ამ პერიოდისთვის მგელს ჩასაფრებით თუ მოინადირებ ცოცხალ სატყუარაზე ან შემომავალ ბილიკებზე ტროსებს ან ხაფანგს თუ დაუგებ newsmile045.gif

ამ სიცხეში და უხილავ რელიეფზე მდევრებით და მორეკვით მაგარი გამართლება იქნება რამე მოუხერხო მგლებს newsmile045.gif

პოსტის ავტორი: ალთაზარ Jul 19 2012, 09:39

ნუკრიMax
ზახარა
გასაგებია უფროსებო ashh.gif

პოსტის ავტორი: ზახარა Jul 19 2012, 09:42


ალთაზარ
სამწუხაროდ ესეა newsmile05.gif
ადგილობრივ მონადირეებისთვის უფრო მარტივია ამ საქმის მოგვარება ვიდრე აქედან შეკრებილ მონადირეების ჯგუფისთვის

პოსტის ავტორი: ბესო Jul 23 2012, 00:00

როდესაც დასავლეთში მონადირეებს არ ცალიათ, საქონლის შიგანს წამლავენ და ტყის პირებში მოყრიან ხოლმე - შედეგად რამოდენიმე მგელი იბრიდება! და ასე პერიოდულად!

"ჟესტოკო - ნო გუმანნო" D.gif

პოსტის ავტორი: kupra Jul 23 2012, 08:34

ოხ ეს მაიმუნი მგლები რაღაცა უნდა მოუხერხოთ მარა ვინ გვაძლევს მაგის უფლებას.

პოსტის ავტორი: nik@a Sep 12 2012, 14:23

ველისციხეს მგლები შეესია
http://www.myvideo.ge/?act=dvr&chan=imedi
დრო-14:37.

პოსტის ავტორი: camaro Dec 9 2012, 18:59

http://info9.ge/?l=G&m=1000&id=10849

საკრებულომ ტყვია წამალი არ მისცა თორემმმმ.......

გადამრევს ეს ხალხი newsmile039.gif

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Dec 9 2012, 22:05

ვისაც მოკვლა უნდა ადგება და მოკლავს. მგელმა 5 ცხვარი შემიჭამოს, გამგეობამ ნებართვა მომცეს და კიდევ იმის ტყვიას დაველოდო? უმაქნისი ხალხია, თორემ ლარნახევარს გავიმეტბდი როგორმე.

პოსტის ავტორი: darcho Dec 9 2012, 22:07

17 ათასი სესხი აიღო და ტყვიის ფული სად დარჩებდა : )))))))

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Dec 9 2012, 22:17

darcho
აბა newsmile05.gif 17 ათასს 3 ბატკნთ ისტუმრებდა? newsmile05.gif

პოსტის ავტორი: darcho Dec 9 2012, 22:35

კაროჩე მგონი მაგას 1 თვის პროცენტის პატიება უნდოდა რააა newsmile05.gif

პოსტის ავტორი: kajuberi Dec 10 2012, 13:38

ციტატა(camaro @ 9th December 2012 - 19:59) *
მგელმა 5 ცხვარი შემიჭამოს

5 ცხვარი 1000 ლარი მინიმუმ.
ციტატა(Chalimgela @ 9th December 2012 - 23:05) *
თორემ ლარნახევარს გავიმეტბდი როგორმე.

10 ვაზნა 15 ლარი newsmile05.gif


გეთანხმები ჭალო

პოსტის ავტორი: kupra Dec 10 2012, 18:27

მაგარი უმაქნისი ხალხი ჩანან თორე ტყვია რაღა პრობლემაა.

პოსტის ავტორი: skipi Dec 12 2012, 23:50

მთავრობას უნდათ რამე გამოსტყუონ რამე ანზღაურების პონტში თორე თვითონაც კარგად უსწორდებიან შემოტევებს

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Dec 13 2012, 09:55

რა დაიხვიეთ ეს ტყვია კაცო!თუ მართლა მგელი იყო არ ჯობია იმ მგლების ნაგლობაზე ვილაპარაკოთ ვიდრე იმაზე რომ ადამიანმა ვერ ილაპარაკა კარგად და იბრუტუნა რაცხები

პოსტის ავტორი: sabo73 Dec 13 2012, 12:27

ციტატა( T A M P L I E R @ Dec 13 2012, 10:55) *
თუ მართლა მგელი იყო არ ჯობია იმ მგლების ნაგლობაზე ვილაპარაკოთ



ნწუ, ნწუ, ნწუ რა ნაგლია ეს მგელი არა?!

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Dec 13 2012, 12:34

sabo73
სერიოზულად ვამბობ!და ნაგლობაში მის სოფლად ჩამოსვლას ვგულისხმობ!!

პოსტის ავტორი: ალთაზარ Dec 13 2012, 12:46

T A M P L I E R
აა ქალაქში უნდა ჩამოსულიყო ხო ?

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Dec 13 2012, 14:32

ნაგლი რომაა მგელი კი ვიცი, მარააა ის რომ უფრო ნაგლი და ჯიუტია ვინც ამტკიცებს მგელი საჭირო და კარგიაო მაგაზე მეშლება ნერვები. ერთი ჭკვიანი კაცი არ გამოჩნდა სამინისტროში სამი თუ ოთხი მთავრობის მანძილზე?

პოსტის ავტორი: კუდიგორელი Dec 13 2012, 15:02

მთელი ზაფხული და შემოდგომა სამსახურიდან მაგ ტერიტორიებზე გავატარე, დილის 10 საათზეც მინახავს მგელი შატო "მერე"-სთან ტრასაზე მოსეირნე, ერთერთი სახლის ეზოდან გადმოხტა, სანამ თელავისკენ დაუხვევს გზა ფერდობებზე დიდი მდელოები როა მანდაც შევხვედრივარ 5-6 ხროვებს, საკმაოდ მოზრდილი ეგზემპლიარები იყვნენ თან.
ჩემ თანამშრომელს 5 მეტრში წამოუხტნენ განაბულები, ტიპი ისე გამოიქცა მანქანა იქ დატოვა ჩაჯდომაც ვერ მოიფიქრა შიგ.
ასე რომ კაცზე მეტი მგელია უკვე საქართველოში, ტურაზე ხო აღარაფერს ვამბობ.
ადგილობრივებს არ ეზარებათ ნადირობა მაგრამ მასიურად თუ არ მოხდა გაჟლეტა მგლის და ტურის ისევ გააგრძელებენ შემოსევებს სოფლებზეც და ქალაქებზეც

პოსტის ავტორი: game 91 Dec 13 2012, 22:17

3 მგელის გამო მთავრობა სთხოვენ დახმარებას??? თვითონ კიდე არაფრის გაკეთება არ უნდათ, 17 ათასის საქონელი თუ ყავს 2-3 ძაღლის ყოლა რაღაა?? მარა არ უნდათ ზედმეტი ხარჯების გაღება.

სოფელში ძროხა რო ღამე გარეთ დამრჩებოდა, ღამეს ვათევდით ხოლმე დიდ ცეცხლს ვანთებდით და რამოდენიმეჯერ ჰაერშიც ვისროდით.

პოსტის ავტორი: ნუკრიMax Dec 13 2012, 22:24

ხო, მაგრამ ეგენი იძახიან, ეგერ არი ასანთი და გინდა ცეცხლი დაუნთეთ და რაც გინდა ის გიქნიათო....

პოსტის ავტორი: kajuberi Dec 13 2012, 22:29

ციტატა(Nukry @ 13th December 2012 - 23:24) *
ხო, მაგრამ ეგენი იძახიან, ეგერ არი ასანთი და გინდა ცეცხლი დაუნთეთ და რაც გინდა ის გიქნიათო....

ეშმაკისა არ იყოს D.gif

პოსტის ავტორი: dato 85 Dec 16 2012, 21:21

მგელი იმ შემთხევაშია კარგი თუ ხელოვნურად რეგურირდება. თითო ოროლა მგელი ყველა ტყეში საჭიროა და კარგი. მარა როცა სიგირატის საყიდლად შიგ ქალაქის ცეტრში ჩამოდის და ზემოდან ჩლიქოსნებს არ ძალავს გარმავლების საშულაებას, უნდა შემცირდეს ხელოვნურად.
პირადად დიდ პატივს ვცემ მგელს როგორც ცხოველს და როგორც სიმბოლოს მაგრამ ასე თავხედური გამოხტომებიც ძირშივე უნდა მოისპოს, თანც ჩლიქოსნების რაოდენობა ჩვენ ტყეებში ისედაც მცირეა.

უმარავი მგლის დაცვის ორგანიზაციაა ევროპაში (სადაც მგელი პრაქიკულად აღარ არის) ისინიც სავრაუდოთ რეკომადაციევს უწევენ ჩვენ პოლიტიკოსებს, არადა მგელი ტყის სანიტარი მაშინ არის როცა მათი პროცენტულობა გაცილებით ცოტაა ბალახის მჭამელებზე. მაშინ მგელი მართლაც დადებით როლს თამაშობს ტყის ბიორითშმი.

ჭალიმგელა

ციტატა
ერთი ჭკვიანი კაცი არ გამოჩნდა სამინისტროში სამი თუ ოთხი მთავრობის მანძილზე?


ეჰ... ამას წინაბზე ვიღაცამ მითხრა პარლამენტში უკაცრავად და პრეზერვატივბის ავკარგიანობაზე საუბრობდენო... სად ცალიათ მაგათ ეგეთ საჭირბორტო საკითხებზე სამსჯელოთ.

პოსტის ავტორი: kupra Dec 16 2012, 21:55

აქ უკვე საკმარისზე მეტი მგელია მითუმეტეს სანიტარია მარა ძაან გამრავლდენ და მემგონი მაგათი მინიმუმამდე დაყვანა არ იქნებოდა ურიგო.

პოსტის ავტორი: ნუკრიMax Dec 17 2012, 21:37

ნადირობა თევზაობის მე-7 ნომერში წერია უცხოელი მონადირის სტუმრობაზე საქართველოში.
კერძო მეურნეობაში სანადიროდ წაუყვანიათ და ყველაზე მეტად იცით რამ გაახარა?
არც მეტი, არც ნაკლები, ტურის მონადირებამ.....
კაცს რომელსაც მსოფლიო მოვლილი აქვს, ტურა არ ყავდა მოკლული, იმიტომ რომ ყველა ქვეყანაში ტურის და ძაღლისებრთა ოჯახის მტაცებლები მინიმუმამდეა შემცირებული, ზოგგან კი საერთოდ გაწყვეტილი.....
დასკვნა- გვჭირდება ჩვენ ტურა და მაგისთანები?


ციტატა(lashak @ 16th December 2012 - 22:55) *
აქ უკვე საკმარისზე მეტი მგელია მითუმეტეს სანიტარია მარა ძაან გამრავლდენ

3500 მგელია საქართველოში, ირემი 500-ზე მეტი არ იქნება....
რისი სანიტარია, იმის რაც არ გყავს?

პოსტის ავტორი: giuli Aug 17 2013, 17:43

ტურების მომრავლებაში თუ ვინმეს ეჭვი ეპარება გავიდნენ საღამო ხანს თბილისის შემოგარენში და მოუსმინონ როგორ გაჰკივიან რამოდენიმე ადგილზე .ან არადა შადშან ტელევიზიამ გააშუქა მარნეულის საავადმყოფოს ეზოში როგორ დაკმინა ტურამ ექთანი ვაჟაფშაველაზე კი ხორცის მაღაზიაში შევიდა ვითომ ბუნების დამცველები მივიდნენ დაიჭირეს და ისევ ტყეში გაუშვეს. სანამ ქვეყნის პირველი პირი არ იქნება სულით მონადირე მანამ ამ საქმეს არაფერი ეშველება.მჟავანაძის დროს სულ სხვა მიდგომა იყო და კიდეც იყო ნადირობა რა თქმა უნდა ჩვენც ჩვენი წვლილი უნდა შევიტანოთ და სადაც წავეწევით ნებისმიერი ხერხით უნდა ვებრძოლოთ მტაცებლებს მათ შორის ორფეხებსაც.ასეთია ჩქიმი უბეჟდენია.

პოსტის ავტორი: gonchatniki Aug 18 2013, 13:39

ჩემი აზრით საქართველოში ტურები და მგლები მინიმუმ ათი წელი საერთოდ არ უნდა გაჭაჭანდნენ, რა გაამრავლებს ხოხობს და ირემს ამათ ხელში

პოსტის ავტორი: ლეონ-ბლექი Aug 18 2013, 16:51

ციტატა(giuli @ 17th August 2013 - 19:43) *
სანამ ქვეყნის პირველი პირი არ იქნება სულით მონადირე მანამ ამ საქმეს არაფერი ეშველება.

მართალია. მთლად პირველი პირი თუ არა..პრემიერმინისტრი მაინც. ასევე გარემოს დაცვის მინისტრი..განათლების მინისტრი(ბავშვებს თავიდანვე რომ ჩაუნერგონ ტურებთან ბრძოლა) სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი.(იყოს მაინც რას გვიშლის) newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif

პოსტის ავტორი: gonchatniki Aug 18 2013, 18:16

მერე გავუშვათ ერთი კაცი პოლიტიკაში ამდენი ვართ

პოსტის ავტორი: ams Aug 18 2013, 19:19

ციტატა
ბავშვებს თავიდანვე რომ ჩაუნერგონ ტურებთან ბრძოლა


მერე აგერ ვარ ტურების რისხვაა ჩავატარებ მასტერკლასებს დამწყები მეტურეებისთვის D.gif

პოსტის ავტორი: ლეონ-ბლექი Aug 19 2013, 17:50

ციტატა(dilar @ 18th August 2013 - 21:19) *
მერე აგერ ვარ ტურების რისხვაა ჩავატარებ მასტერკლასებს დამწყები მეტურეებისთვის

აი ეგ საქმეა. ხოცე სადაც გადაეყარო..სხვებსაც ასწავლე. აბა იმას თუ ველოდეთ..როდის გვიშველის სპაიდერმენი..ნაღდად შეგვჭამენ ტურებიც კი..მგლებზე აღარაფერ ვამბობ. მართალია კანონით იკრძალება(ჯერ კიდევ) მაგრამ ჩემი აზრით..ეგ ის კანონია..მიფურთხება რომ შეიძლება.

პოსტის ავტორი: ams Aug 19 2013, 19:29

ციტატა(ლეონ-ბლექი @ Aug 19 2013, 18:50) *
აი ეგ საქმეა. ხოცე სადაც გადაეყარო..სხვებსაც ასწავლე. აბა იმას თუ ველოდეთ..როდის გვიშველის სპაიდერმენი..ნაღდად შეგვჭამენ ტურებიც კი..მგლებზე აღარაფერ ვამბობ. მართალია კანონით იკრძალება(ჯერ კიდევ) მაგრამ ჩემი აზრით..ეგ ის კანონია..მიფურთხება რომ შეიძლება.

ჩვენ კანონი არ გვაინტერესებს როცა საქმე ტურებს ეხება რაც შეგვიძლია ვხოცავთ. ჩვენნაირათ ბევრ მონადირემ რო დახოცოს ტურები თავის ტერიტორია რაღაც გამოსწორდება . მარა ბევრი ვიცი ვისაც უტყდება ტურა როგორ უნდა მოვკლა არც იჭმევა და ვერც ვერაფრში გამოყენებო და აქეთ დაგვცინიან. რო მოისპობა ეგ მენტალიტეტი მერე გამოსწორდება რაღAც.
სეზონის მერე მთელი წელი გასართობი გავაქ ხოლმე D.gif

პოსტის ავტორი: nik@a Aug 19 2013, 20:02

ისე მგელი კი არა გუდიანი კაცი რომ იყოს არ მიმაჩნია სწორად გამრავლების პერიოდში ნადირობა. დასაყრელი თუნდაც ტურის მოკვლა არ ჯდება ეთიკის ნორმებში, ია ტაკ დუმაიუ

პოსტის ავტორი: REZI 444 Aug 19 2013, 22:08

ციტატა(nik@a @ Aug 19 2013, 21:02) *
ისე მგელი კი არა გუდიანი კაცი რომ იყოს არ მიმაჩნია სწორად გამრავლების პერიოდში ნადირობა. დასაყრელი თუნდაც ტურის მოკვლა არ ჯდება ეთიკის ნორმებში, ია ტაკ დუმაიუ

vetanxmebi.gif

პოსტის ავტორი: kupra Aug 19 2013, 23:13

გამრავუდილების პერიოდში ვინც თოფს ესვრის გინდაც ტურა კიარადა რაც არ უნდა იყოს არ ჯდება არანაირ ჩარჩოში ტაკ შტო ყველაფერს თავისი დრო აქ

პოსტის ავტორი: ლეონ-ბლექი Aug 20 2013, 00:10

ციტატა(dilar @ 19th August 2013 - 21:29) *
ბევრი ვიცი ვისაც უტყდება ტურა როგორ უნდა მოვკლა არც იჭმევა და ვერც ვერაფრში გამოყენებო და აქეთ დაგვცინიან.

მაგათიანებს.. საქონელს რომ უნადგურებენ მაშინ ხომ ახსენდებათ მთავრობა..სუპერმენს რომ არ უგზავნის დასახმარებლად.
მე ისეთებიც შემხვედრია..ტურას რომ არ ესვრიან აკრძალულიაო და ხოხობს მუსრი გაავლეს..გეგონება ეგ არ იყოს აკრძალული. არ იჭმევა თორემ...ტურას ვინ გააჭაჭანებდა. ისე მაგარი საინტერესოა.. ჩინელები არ ჭამენ?.. იქნებ ჩინურმა რესტორნებმა მაინც ჩაიბარონ. newsmile035.gif newsmile035.gif
ციტატა(lashak @ 20th August 2013 - 01:13) *
გამრავუდილების პერიოდში ვინც თოფს ესვრის გინდაც ტურა კიარადა რაც არ უნდა იყოს არ ჯდება არანაირ ჩარჩოში ტაკ შტო ყველაფერს თავისი დრო აქ

ეგ კი ეგრეა..თუმცა ძალიან ხშირად მოყავთ აქ მაგალითები..როგორი მოგვარებული იყო ეგ საკითხები კომუნისტების დროს. დიდი უმრავლესობა სამაგალითოდ იყენებს მაგ პერიოდს. ხოდა გაეცანით ალექსი არაბულის და გოგი თურმანაულის ნაამბობებს. გამრავლების პერიოდში კი არა...ძუძუზე მყოფი ლეკვები ამოყავდათ სოროებიდან და ხოცავდნენ.

პოსტის ავტორი: Davitus Aug 20 2013, 00:29

თუ შედეგზე ხარ ორიენტირებული გამრავლების პერიოდი ნამდვილად არ არის თავშეკავების მოტივაცია. არ მესმის, თუ პოპულაციის შემცირებას მიზნობრივი ხასიათი აქვს, რა შუაშია გამრავლების პერიოდში თავის შეკავება ან ეთიკა

დასახულია მიზანი რომ უნდა შევამციროთ კონკრეტული სახეობა, გაბრავლების პერიოდში უფრო ინტენსიურ შედეგებს მივიღებთ ვიდრე სხვა პერიოდებში და რატომ უნდა გავუშვა მაკე ტურა და მერე ვსდიო 10 ტურას ცალცალკე

თუ დასახულია კონკრეტული მიზანი, დაივიწყეთ ეთიკა, თუარადა საერთოდ ნუღარ მოიაზრებთ ტურაზე ნადირობას, ამოღების ასპეკტში

პოსტის ავტორი: ლეონ-ბლექი Aug 20 2013, 00:32

ციტატა(Davitus @ 20th August 2013 - 02:29) *
თუარადა საერთოდ ნუღარ მოიაზრებთ ტურაზე ნადირობას, ამოღების ასპეკტში

dastur.gif
ყველაზე მეტად ეგ მაოცებდა ყოველთვის. რას ვითხოვთ.. ტურაზე ნადირობის ნებართვას თუ მაგ პოპულაციის შემცირებას?..

პოსტის ავტორი: nik@a Aug 20 2013, 01:30

მიზანი საშუალებას ამართლებსო თქვა მაკიაველმა მაგრამ არ უნდა ყოფილიყო მაინცდამაინც მისაბაძი ადამიანი. მე მიმაჩნია რომ მონადირე მართალი კაცი უნდა იყოს. მართალი დედაბუნებასთან, მაგრამ ძუძუმწოვარა არსებების დახოცვა არ მიმაჩნია სწორად და იავიცი. პატივისცემას იმსახურებს ყველა არსება.
არავის ქმედებას შევურაცყოფ, უბრალოდ ჩემ აზრს ვამბობ, შეიძლება ვცდები კიდეც.

პოსტის ავტორი: ლეონ-ბლექი Aug 20 2013, 02:12

nik@a
გასაგებია შენი აზრი და პატივსაც ვცემ. რათქმაუნდა არც ჟლეტვაზეა საუბარი და არც არაეთიკურ საქციელზე. ეგ არავის სიამოვნებს თუ სადისტი არ არის ბუნებით. საუბარი სხვა რამეზეა. თუ დედაბუნებას პატივ ცემ..როგორც ზემოთ აღნიშნე.. ტურა ისე მომრავლდა..რომ საკმაოდ დიდ ზიანს აყენებს სწორედ მაგ დედაბუნებას. ავსტრალიაში კურდღლები და კენგურუები აყენებენ ზიანს. ევროპაში ირმები და ა..შ.. ადამიანმა..ყველგან მიცა თავს უფლება..ჩარეულიყო მაგ პროცესებში და ხელოვნურად დაერეგულირებინა. ჩვენთანაც ეგ არის გასაკეთებელი მაგრამ აგვიანებს(მე პირადად მესმის რატომაც)უბრალოდ ერთი რამე მაკვირვებს. განსაკუთრებული აღფრთოვანებით რომ იხსენიებენ ხოლმე კომუნისტების წარმატებებს. ეგენი ეგრე არ ებრძოდნენ?... რატომ არის იმათი ნამოქმედარი წარმატება და ეხლა იგივეს კეთება სადიზმი?.. ეგ ერთი. მეორეც. თუ მართლა ზედმეტის ამოღებაზეა საუბარი... რატომ უნდა ვაცადოთ გამრავლება და მერე ბევრის ვდიოთ?.. გასაგებია..რომ შვილებიან არსებას ვერცერთი ნორმალური ადამიანი ვერ მოკლავს..მაგრამ სექსის დროს რომ მივადუღოთ ერთმანეთს რამე დაშავდება ვითომ?.. გამრავლების პერიოდს..სასაგებლოს აცდიან და არა მავნებელს. ამიტომ სულაც არ არის საჭირო..ზედმეტი დრამატიზმი და შვილებზე გადაფოფრილი ტურის აღწერა საჭირო...რომელსაც ბოროტი მონადირე თოფს უმიზნებს. არც მე ვაპირებ შვილებიანი დედის მოკვლას. რასაც..ის წარმატებული კომუნისტები..საკმაოდ წარმატებით აკეთებდნენ სხვათაშორის.

პოსტის ავტორი: სკვითია Aug 20 2013, 07:40

როცა სარეველა დამწიფდება და თესლს დაჰყრის და მერე მოსპობ ეგ უკვე თითქმის ფუჭი შრომად მიმაჩნია...
თუ გამიზნული გაქვს ამა თუ იმ კულტურის აყვავება!
ჩვენ ყველანი ბუნების შვილები ვართ და მაქსიმალურად ვცდილობთ ბუნებას არ დავშორდეთ(ადამიანთა 90% ბუნებასთან დაშორებულია ყველანაირ ასპექტში)
ესეც ხომ ბუნების კანონია გაიმარჯვოს ძლიერმა ხოდა ძლიერი ჩვენთან მგელია და ანადგურებს შესაბამისად ყველაფერს...
მე გეთანხმები:
Davitus
,,თუ დასახულია კონკრეტული მიზანი, დაივიწყეთ ეთიკა, თუარადა საერთოდ ნუღარ მოიაზრებთ ტურაზე ნადირობას, ამოღების ასპეკტში,,

პოსტის ავტორი: levan81 Aug 20 2013, 07:55

Davitus
+1000000

პოსტის ავტორი: gonchatniki Aug 20 2013, 09:55

შარსან კაი ბლომად გავჟუჟე, სოფელში სავსეა მოსახლეობაში ტურების ხროვებია, არც ვინდობ და არც დავინდობ ვისაც უნდა იმას ეწყინოს ნამდვილად არ ვეკითხები ჭკუას ჰალსტუხიან პეპელას კანონს რო მიდგენს და ტყეში რო ფეხი არ აქვს დანადგავი, ვერასოდეს გავუგებ იმ ონადირეს ვინც არაფერს აკეტებს ბუნების გადასარჩენად და მიზეზად აკრზალვა მოაქვს არადა ხოხობზე და კურდრელზე სიამოვნებით ინადირებს აკრძალვის მიუხედავად, ასე რომ ჩვენზე უკეთ არავის შეტკივა გული და არ იცის რა დრეშია ჩვენი ქვეყნის ბუნება, მგლებს და ტურებს მივყავართ, შემირცხვენია ის ქართველი ვისაც ტურების და მგლების ყმუილი ურჩევნია ირმის ყვირილს და ხოხბის ყივილს

პოსტის ავტორი: gonchatniki Aug 20 2013, 10:04

ჩვენტან ისეთი სავალალო მდგომარეობაა ნამდვილად არ გვაქვს იმის ფუფუნება გულკეთილობაზე ვისაუბროთ ტურებს გამრავლება ვაცადოტ და მერე ვინადიროთ, მასე საერტო მიზანს რაც ტურის პოპულაციის შემცირებას ემსახურება ნამდვილად ვერ მივაღწევთ ეგ გამორიცხულია, რა მაინტერესებს, მაკეკურდღელს რო ნახავთ შეჭმულს და ხოხბის ბუდეში შეჭმულ კვერცხებს ამაზე არ შეგტკივათ გული არავის?

პოსტის ავტორი: ლეონ-ბლექი Aug 20 2013, 10:08

ციტატა(nukraa @ 20th August 2013 - 11:55) *
სოფელში სავსეა მოსახლეობაში ტურების ხროვებია,

მაგ შემთხვევაში(სოფლის მიმდებარე ტერიტორიებზე) თუ ნადირი ხალხს აწუხებს... არანაირი აკრძალვა არ მუშაობს(კანონში რომც ეწეროს) მოსახლეობას აქვს უფლება გაანადგუროს მავნებელი. მგელიც და ტურაც. ეს პირადი საუბრიდან ვიცი. ტელევიზიითაც გადმოცეს რამდენჯერმე. "თუ გაწუხებთ მოკლალით" არანაირი ნებართვა და საბუთომანია არ ჭირდება. აკრძალული..მხოლოდ ტყეში თავისთვის მაცხოვრებელი და თავის ბუნებრივ საარსებო გარემოში მყოფი მგლის მოკვლაა.

პოსტის ავტორი: gonchatniki Aug 20 2013, 10:16

მოდით ერთ რამეს გეტყვით რა ხდება სოფელში გამრავლების პერიოდში იმერეთში ამ პერიოდში ტყეში სოდფლიდან მოშორებით ტურა ფაქტიურად არ არსებობს, ამ დროს ტურა გადმოდის მოსახლეობაში ვინც ყოფილხართ იმერულ სოფლებში შეხვდებით და ნახავთ სიმინდის ყანები სახლის უკან აქვთ ხალხს და ტურასაც მეტი რა უნდა დაიდებს ბინას სახლტან ახლოს და და მშვენივრად ზრდის ტავის ნაშიერებს შინაური ფრინველით, ამ პერიოდში ის ფაქტიურად სოფელში ადამიანის გვერდით ცხოვრობს, მიტოვებულ ეზოებში სიმინდის ყანებში სადაც მათი მოხელტება ფაქტიურად შეუძლებელია

პოსტის ავტორი: OQRO444 Aug 20 2013, 10:16

ეს საკითხი ცოტა მძაფრად უნდა დავაყნოთ შესაბამისი სამინისტროს წინაშე რომ ბუნებიდან ამოღებულ იყოს ეს მართლაც მავნებელები ტურა და მგელი ...... განსაკუთრებით ტურას უნდა შეეხოს ეს საკითხი მთელი წლის განმავლობაში.......სამწუხაროა რომ გარკვეული ფრინველთა სახეობა ამ მავნებლის აქტიურობით საერთოდ გადაშენდა ან და ძალიან მცირედი თუ შემორჩა მხოლოდ..........

პოსტის ავტორი: სკვითია Aug 20 2013, 10:57

OQRO444
მთლად განადგურება არანაირად არ შეიძლება, არსებობს ნორმები რომელიც უნდა გათვალისწინებული იქნას...
ნორმებს ადგენს შესაბამისი სტრუქტურის წარმომადგენლები, უნდა მოხდეს რაოდენობის დადგენა და მიგრაციის შესწავლა, რომელსაც დიდი შრომა სჭირდება ანუ ფაქტიურად არ უნდა ეძინოს წარმომადგენელ ოფიცრებს...
რა თქმა უნდა ადგილის მკვიდრ მონადირეების დახმარებით!
მაქსიმუმ ერთი წლის თავდაუზოგავი შრომის შედეგი ნაყოფს გამოიღებს და შემდეგი წლები უფრო გაადვილებულ და კულტურულ სახეს მიიღებს მავნებლებთან ბრძოლაში.
შემდეგ წლებში უკვე გათვალისწინებული იქნება მათზე ნადირობის სეზონიც...

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Aug 20 2013, 11:18


ციტატა(goga todua @ 20th August 2013 - 11:57) *
მთლად განადგურება არანაირად არ შეიძლება

ადამიანი საქართველოში მთლიანად ვერცერთ მავნებელ ვერ გაანადგურებს და დაანებეთ ასეთ ფრაზებს თავი!
თუ არა და ევროპაში სრულად აქვთ ამოღებული მგელი და თურა ზოგმა არც იცის რა არის!მაგრამ კატასტროფა არ არის მათთან!

პოსტის ავტორი: ლეონ-ბლექი Aug 20 2013, 13:24

ციტატა(nika @ 20th August 2013 - 13:18) *
ადამიანი საქართველოში მთლიანად ვერცერთ მავნებელ ვერ გაანადგურებს

ერთი მართლა იბარებდნენ ჩინური რესტორნები და თუ არ გაანადგურებდნენ მაგასაც ნახავდი. newsmile035.gif newsmile035.gif მეზობლებსაც კი გაუნადგურებდნენ.
ციტატა(nika @ 20th August 2013 - 13:18) *
დაანებეთ ასეთ ფრაზებს თავი!

ამ მკაცრ მოწოდებებს შენ თვითონ როდის უნდა დაანებო თავი?..

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Aug 20 2013, 13:43

ლეონ-ბლექი
შენ თუ მკაცრად გესმის იმას არ ნიშნავს რომ მკაცრია!
მაშIნ დავანებებ თავს როცა შენ გათეთრდები xexe.gif


პოსტის ავტორი: nik@a Aug 20 2013, 14:07

თქვენ უფრო იცით ბატონებო, მეტი გიცხოვრიათ და მეტი გამოცდილება გაქვთ. ორი, სამი წელია ვნადირობ ტურებზე, მაგრამ თებერვლის ბოლოს უკვე ვეთიშები სასტავს, რომლებიც აგრძელებენ ნადირობას.

100 მონადირეს რომ კითხო ყველა მათგანი იტყვის, რომ ტურა ამოსაღებია, მაგრამ 5 % იც არ დადის სპეციალურად სანადიროდ. ვინც ამ თემაზე საუბრობს ყველამ რომ თავის წვლილი შეიტანოს მაკე ცხოველის მოკვლა საჭირო არ გახდება. მარტო ლაპარაკი და წერა არ კმარა.

პოსტის ავტორი: ლეონ-ბლექი Aug 20 2013, 14:17

ციტატა(nika @ 20th August 2013 - 15:43) *
მაშIნ დავანებებ თავს როცა შენ გათეთრდები

ეუ..რა ძალიან გამოუსწორებელი ყოფილხარ. newsmile035.gif

პოსტის ავტორი: Aleko111 Aug 20 2013, 14:27

ციტატა(nik@a @ Aug 19 2013, 21:02) *
ისე მგელი კი არა გუდიანი კაცი რომ იყოს არ მიმაჩნია სწორად გამრავლების პერიოდში ნადირობა. დასაყრელი თუნდაც ტურის მოკვლა არ ჯდება ეთიკის ნორმებში, ია ტაკ დუმაიუ

vetanxmebi.gif

პოსტის ავტორი: სკვითია Aug 20 2013, 14:32

რა ეღირსათ ეგ ტურებს? bliadzl.gif D.gif

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Aug 20 2013, 14:33

ციტატა(levani @ 20th August 2013 - 15:17) *
ეუ..რა ძალიან გამოუსწორებელი ყოფილხარ.

ლიკე you ჯანა xexe.gif

პოსტის ავტორი: ams Aug 20 2013, 15:59

ციტატა
100 მონადირეს რომ კითხო ყველა მათგანი იტყვის, რომ ტურა ამოსაღებია, მაგრამ 5 % იც არ დადის სპეციალურად სანადიროდ. ვინც ამ თემაზე საუბრობს ყველამ რომ თავის წვლილი შეიტანოს მაკე ცხოველის მოკვლა საჭირო არ გახდება. მარტო ლაპარაკი და წერა არ კმარა.
dastur.gif
მთელი ცხოვრებაა მეც მაგას ვამტკიცებ

პოსტის ავტორი: kupra Aug 20 2013, 17:01

მგლების შემოსევაა თუ ტურების ვერ გავიგე? D.gif

პოსტის ავტორი: ams Aug 20 2013, 19:40

ციტატა(kupra @ Aug 20 2013, 18:01) *
მგლების შემოსევაა თუ ტურების ვერ გავიგე? D.gif

ოორივენიცა xexe.gif

პოსტის ავტორი: assassin29 Aug 21 2013, 07:53

გუშინ ღამემდე მოგვიხდა სანადიროდ დარჩენა. ზედ ჩვენი სოფლის შესასვლელთან არ შეგვხვდნენ ეგ უნამუსო ტურები?
ხოდა გაიმართა ტურებზე ნადირობა ჰოლივუდურ ბოევიკებში როა ეგრე. Shooting.gif 2 ტურა ჩაბარდა პატრონს. 1 გაიქცა. ისე მაგასაც ქონია თავის მუღამი. ბიჭები ვაპირებთ ამ დღეებში პროჟექტორით ტურაზე ნადირობას boom.gif
იმედია ბრაკონიერობას არ დამწამებთ newsmile05.gif

პოსტის ავტორი: Davitus Aug 21 2013, 07:56

ციტატა(levani mgebrishvili @ 21st August 2013 - 08:53) *
ბიჭები ვაპირებთ ამ დღეებში პროჟექტორით ტურაზე ნადირობას


შემთხვევით რომ სხვა რამე გამოგიხტეს და შემოგაკვდეთ? არც ეგ არ იქნება ბრაკონიერობა ხომ? newsmile05.gif


ფარზე ვინმემ რომ დაგიჭიროთ, იმის თქმა რომ დედასგეფიცები ტურებზე დავდივართო, არ გიშველით newsmile045.gif

იგივე მეთოდით ნებისმიერ ბრაკონიერს შეუძლია თქვს რომ თოფით დასეირნობს, მდევრებით სარეკს აკეთებს და არაფერსაც არ ესვრის, უბრალოდ აკვირდება... ვინ დაიჯერებს მაგას

პოსტის ავტორი: assassin29 Aug 21 2013, 08:00

ციტატა(Davitus @ 21st August 2013 - 08:56) *
შემთხვევით რომ სხვა რამე გამოგიხტეს და შემოგაკვდეთ? არც ეგ არ იქნება ბრაკონიერობა ხომ?

კურდღელზე ფარზე ნადირობა ბრაკონიერობაა აბა რაარი newsmile05.gif მესმის თქვენი ირონიის ბატონო დავითუს მაგრამ გარწმუნებთ რომ ის ნადირობა მხოლოდ მავნებლებს მიეძღვნება.

პოსტის ავტორი: Davitus Aug 21 2013, 08:05

assassin29

მე მჯერა თქვენი, მაგრამ ის პირი, რომელსაც ბრაკონიერის დევნა ევალება, დამიჯერე რომ, შუა ღამეს, წვალებით დევნისას რომ დაგიჭერს, უი თქვენ ტურებზე ნადირობთ და კარგი ბიჭები ხართო არ გეტყვით, სავსებით სამართლიანად ჩამოგართმევენ ფარსაც და დაგიწერენ ჯარიმასაც.

არიან აქ მაგ სფეროს წარმომადგენლები და დაადასტურებენ ჩემს ნათქვამს.

მე ნამდვილად არ მაქვს არანაირი პრეტენზია, მაგრამ არც პროპაგანდას არ გავუწევ ფარით ნადირობას ნებისმიერ ინდივიდზე.

და არც იმის ილუზია ქონდეს ვინმეს, რომ სულ რომ ამოღების პროპაგანდა წავიდეს, ფარით ნადირობას მაინც არ დაუშვებენ newsmile045.gif

პოსტის ავტორი: assassin29 Aug 21 2013, 08:18

აბა სად ვდიოთ მაგ ოხრებს? თუ პოპულაციის შემცირება გვინდა ერთი ორი სარეკი უშველის მაგას?

ციტატა(Davitus @ 21st August 2013 - 09:05) *
მაგრამ ის პირი, რომელსაც ბრაკონიერის დევნა ევალება,

ჩემი სოფლის მინდვრებში? newsmile015.gif newsmile015.gif ცადოს, ჯარიმას ჯერ დაჭერა უნდა xexe.gif xexe.gif

პოსტის ავტორი: assassin29 Aug 21 2013, 09:03

ხო მართლა ურწმუნო თომების გასაგონად. ბევრს არ აქვს კურდღელზე ნადირობის იმდენი შანსი რამდენიც მე. ჯერ არ ჩავსულვარ ჩემ ნაკვეთში ისე რომ არ შემხვდედროდეს. არ ვკლავ. არა იმიტო რომ რომელიმე მონადირე გამაკრიტიკებს, უბრალოდ არ მიზიდავს ნადირობის ეს ობიექტი. რაც შეეხება ჩემს ზემოთ გამოთქმულ მოსაზრებას. არ ვეწევი ბრაკონიერობის პროპაგანდას. უბრალოდ მეც როგორც ერთ რიგით მონადირეს და ბუნების მოყვარულს მაღელვებს ჩვენი სანადირო სავარგულების სავალალო მდგომარეობა და მინდა ჩემი მოკრძალებული წვლილი შევიტანო მავნებლებთან ბრძოლაში. ეხლა მსჯელობის მაგივრად მგონია რომ მოქმედების დრო უფროა. მითუმეტეს რომ პრეცენდენტები მავნებლებთან ბრძოლაში სხვადასხვა ქვეყნებში საკმარისზე მეტია. (ნახეთ ბატონი ოთარ ლომთაძის წიგნში "ბუნება და ნადირობა")

პოსტის ავტორი: Davitus Aug 21 2013, 09:24

assassin29

მოკლული ტურების სურათები დადე და ათვლა დაიწყე, აფიშირებას ნუ აკეთებ და რა მეთოდით მოკლავ არავინ ჩაგეძიება, ჩვენგან და საზოგადოებისგან უფლებას ნუ ითხოვ, ყველა გაგაკრიტიკებს ფარით ნადირობაზე და აღარ არის ამდენი ლაპარაკი საჭირო.

პატივისცემით...

პოსტის ავტორი: ლეონ-ბლექი Aug 21 2013, 17:16

Davitus
dastur.gif

პოსტის ავტორი: gonchatniki Aug 21 2013, 17:19

ხო მარტლა მოკლული მავნებლების სურატები რო დავდო ხოლმე პრობლემა ხო არ იქნება?

პოსტის ავტორი: ალექსანდრე Aug 21 2013, 20:17

ახლა ვუსმინე ტელევიზორში, რაჭაში დათვებიც მგლებივით თავს ესხმიან სახლებს და იტაცებენ პირუტყვს

პოსტის ავტორი: ლეონ-ბლექი Aug 21 2013, 21:09

ციტატა(nukraa @ 21st August 2013 - 19:19) *
ხო მარტლა მოკლული მავნებლების სურატები რო დავდო ხოლმე პრობლემა ხო არ იქნება?

ნამდვილად იქნება. ოფიციალურად რაც აკრძალულია.. ყველაფრის პროპაგანდა იკრძალება. შეიძლება მე..ან კლუბის რომელიმე წევრმა გამოვთქვათ ჩვენი მოსაზრება აკრძალულზეც კი..მაგრამ მაგაზე მე თვითონ ვაგებ მაგაზე პასუხს. თუ დამაჯარიმებენ..ჯარიმას გადავიხდი. ეგ კლუბის ოფიციალური პოლიტიკა არ არის. ამიტომ იკრძალება ყველაფერი აკრძალული. კლუბი იცავს ყველაფერს..რაც სახელმწიფოსთან მიმართებაშია.

პოსტის ავტორი: nik@a Aug 21 2013, 21:12

ბოლოს კლუბმა გადაწყვიტა რომ დაიდოს მტაცებლებზე ნადირობის სურათები, როგორც მახსოვს. შესაბამისი თემაც არსებობს, თუ მოვძებნე დავლინკავ.

პოსტის ავტორი: ლეონ-ბლექი Aug 21 2013, 21:14

ციტატა(bendeksi @ 21st August 2013 - 23:12) *
ბოლოს კლუბმა გადაწყვიტა რომ დაიდოს მტაცებლებზე ნადირობის სურათები, როგორც მახსოვს.

მივხედავ მაგ საკითხს.. D.gif

პოსტის ავტორი: ზახარა Aug 21 2013, 21:42

ციტატა(nukraa @ 21st August 2013 - 18:19) *
ხო მარტლა მოკლული მავნებლების სურატები რო დავდო ხოლმე პრობლემა ხო არ იქნება?

http://ochopintre.ge/forum/index.php?showtopic=9897&pid=243861&st=60&#entry243861

პოსტის ავტორი: assassin29 Mar 25 2014, 21:11

ashh.gif იმედია მიაღწევს ეს ინპორმაცია საჭირო ორგანოების ყურამდე ძალიან საჭირო თემაა
ისე როგორც მოადირეს მგლის მოკვლა არანაირ სიამოვნებას არ მომანიჭებს მაგრამ რა ვუყოთ რომ აუცილებელია

ხო მართლა რა რეგულირება ხორციელდება ვერ გავიგე ერთი რეიდი მაინც თუ ჩაუტარებიათ?

პოსტის ავტორი: zurakaxeloo' Mar 25 2014, 23:25

სიღნაღის რაიონში, მონადირეთა ჯგუფი ჩამოვაყალიბეთ ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მეშვეობით, მსგავსი ფაქტების შემდგომ რეაგირებისთვის.სიღნაღთან ახლოს ბროწლიაანში ხროვა შევარდა სახში და თერთმეტი სული ამოუწყვიტა კაცს. ჩავედით და რეაგირება მოვახდინეთ მაგრამ დიდი ტვინის ტყ...ის ხარჯზე, სანამ გამგეობასთან შეთანხმდებოდა. იმის მერე ბევრჯელ განმეორდა მსგავსი სიტუაცია, მაგრამ აღარავის მოუმართვს ჩვენთვის იმიტო რო სუ არ აინტერებთ ხალხი. იმის ნაცვლად რო პრემიებით ახალისებდნენ ხალხს მავნებლების ამოღებაზე, აქეთ ჯარიმებს წერენ პრემიას ვინ ჩივის.

პოსტის ავტორი: ams Mar 26 2014, 08:57

აი გე ვიდეო სიფათშI უნდა გაარტყა ჩვენ გარემოს დაცვის მინისტრს, რატო ეს დედა ნატირები მაინდამაინც სანამ მოსახლეობას არ აზარალებს იქმადე არ უნდა მოხდეს მაგათი დახოცვა, ჯარიმების წერის მაგივრად მოგვცეს ლივენზიები და აღარ დაჭირდებათ ეგ საგანგებოა რაზმების შექმნა და ზედმეტი ხარჯების გაღEბა ჩევნი ხარჯებით მივხედავთ მაგ საქმეს, არა რა სუ უფრო და უფრო ვრწმუნდები რო არაფერი გვეშველება

პოსტის ავტორი: assassin29 Mar 26 2014, 09:36

ams
ლიცენზია არა აქეთ უნდა წაახალისონ ხალხი თორე სულ 5 ლარიც რომ ღირდეს ასი კაციდან 90 არ აიღებს, თან ვის ეხალისება ტყე ტყე წანწალი მგლის მოსაკლავად? newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ams Mar 26 2014, 18:29

assassin29
მე მეხალისება დიდი სიამოვნებით ვივლი არ მინდა მაგათი წახალისება პროსტა ლიცენზიები გასცენ დიდი სიამოვნებით ამოვიღებ მტაცებლებს ბუნებიდან

პოსტის ავტორი: assassin29 Mar 26 2014, 19:33

ams
ვერ ამოიღებ, ცუდად არ გამიგო. ისეთ ხალხს წერია თავის წიგნებში მგელზე ნადირობა დიდ გამოცდილებას მოითხოვსოო, სახიფათოაო

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Apr 14 2014, 10:37

ესეც მგლების ნამოქმედარი. სანამ პრემიერს არ უკბენს მანამდე არ დართავენ ნადირობას?
http://postimage.org/

პოსტის ავტორი: assassin29 Apr 14 2014, 10:40

ჭალიმგელა

ციტატა(Chalimgela @ 14th April 2014 - 11:37) *
სანამ პრემიერს არ უკბენს მანამდე არ დართავენ ნადირობას?

ravari-misca.gif newsmile090.gif newsmile090.gif newsmile090.gif

პოსტის ავტორი: უიარაღო Apr 14 2014, 10:56

წააქეზეს მურია და შეაჭამეს მგლებსაო. ხალხური D.gif

პოსტის ავტორი: jaba_gugesha Apr 14 2014, 11:06

წავაქეზოთ მგლები და იქნებ მართლა უკბინოს პრემიერს თუ არა გარემოს დაცვის მინისტრის მაინც. newsmile05.gif საცოდავი მურია :(

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Apr 14 2014, 13:58

ჭალიმგელა
რა იცი რისი/ვისი ნამოქმედარია? თუ შაურმის პონტია?

პოსტის ავტორი: უიარაღო Apr 14 2014, 14:14

მეც ეგ ვიფიქრე ბიჯო. რამდენი ესეთ სურათს ვნახავ სულ ის მახსენდება სად შაურმა მიჭამია და გულ-მუცელი მერევა. newsmile042.gif

პოსტის ავტორი: HUNTER FREDY Apr 14 2014, 16:40

მდააა! ხაში არ ყვარებიათ ნუპაგაძებს, თავ ფეხი დაუტოვიათ, მალე ალბატ ხალხს დაუწყებენ ჭამას!

პოსტის ავტორი: general Apr 15 2014, 09:59

ძალიან მარტივად უნდა გადავწყვიტოთ ეგ ამბავი. ყველას შეგვიძლია(ერთადაც ჯგუფით) წავიდეთ და დავხოცოთ მტაცებელი, ეს არის პროტესტის და გამოსავალის ყველაზე კარგი ფორმა.(ეს ჩემი აზრია) გვაჯარიმონ მერე ამდენი ხალხი. სხვანაირად წყლის ნაყვა გამოდის. ატყდება მერე ეთი ამბავი ტელევიზიები, გაზეთები როგორც ხდება ხოლმე და მივლენ მერე რაგაც ლოგიკურ დასკვნამდე !

პოსტის ავტორი: საბო Apr 15 2014, 10:24

დაუდეთ ეხლა ეს სურათი, ვითომ ვაი ბუნების დამცველებს და რას იტყვიან ვნახოთ.

პოსტის ავტორი: kupra Apr 15 2014, 17:01

ციტატა(assassin29 @ Mar 26 2014, 10:36) *
ams
ლიცენზია არა აქეთ უნდა წაახალისონ ხალხი თორე სულ 5 ლარიც რომ ღირდეს ასი კაციდან 90 არ აიღებს, თან ვის ეხალისება ტყე ტყე წანწალი მგლის მოსაკლავად? newsmile05.gif

ბევრი მონადირეა სამწუხაროთ ვისაც გონჩებით ნადირობა გვიყვარს.

პრემიაც არაა საჭირო საქმე გაკეთდეს მთავარია.

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Apr 15 2014, 17:18

ციტატა(საბო @ Apr 15 2014, 11:24) *
დაუდეთ ეხლა ეს სურათი, ვითომ ვაი ბუნების დამცველებს და რას იტყვიან ვნახოთ.

დავუდე უკვე. დუმან

პოსტის ავტორი: giuli Apr 16 2014, 08:37

კიდეც რო დართონ და თუ ოდნავ ჭკუა აქვთ უნდა დართონ მტაცებლებზე ნადირობა ეგრე ადვილი არ არის მგლის მოპოვება მთელი ჩემი ცხოვრება ნადირზე ვნადირობ და მე პირადად ერთი მგელი მყავს მოპოვებული ჩვენს სამეგობროში მთელი ამ წლების განმავლობაში იმ წლების ჩათვლით როცა პრემიებს იძლეოდნენ 6 ისე რომ სერიოზული ღონისძიებაა ჩასატარებელი ესენი კი კრძალავენ....?

პოსტის ავტორი: ლეონ-ბლექი Apr 16 2014, 10:50

ციტატა(giorgi491 @ 15th April 2014 - 11:59) *
ძალიან მარტივად უნდა გადავწყვიტოთ ეგ ამბავი. ყველას შეგვიძლია(ერთადაც ჯგუფით) წავიდეთ და დავხოცოთ მტაცებელი, ეს არის პროტესტის და გამოსავალის ყველაზე კარგი ფორმა.(ეს ჩემი აზრია) გვაჯარიმონ მერე ამდენი ხალხი.

მე უფრო მარტივი იდეა მაქვს. წავიდეთ სამინისტროსთან. ჩავდგეთ კარებში და ყველას დავუშინოთ კვერცხები..ქვები..და ა..შ.. ვაგინოთ.. ვაფურთხოთ და რაც თავში მოგვირიკინებს ყველაფერი ვაკადროთ. მაქსიმუმ კაცზე 100 ლარით დაგვაჯარიმონ. მგელზე კიდე ხუიოზნაეტ რამდენია ჯარიმა. ეგრე უფო ილოდადაც გამოვალთ.. ნაკლები წანწალი მოგვიწევს. იაფადაც.. და სათქმელსაც უფრო სწრაფად მივიტანთ..ვისთანაც მისატანია.
D.gif D.gif D.gif D.gif D.gif

პოსტის ავტორი: ლეონ-ბლექი Apr 16 2014, 14:34

ხოო..მგლების ნასუფრალიდან დარჩენიილი ნარჩენებიც დავუყაროთ მთავარ შესასვლელში. D.gif

პოსტის ავტორი: MORA Apr 17 2014, 10:54

თბილიში ითხოვენ ჩაწერას

http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/278354-sofel-dighomshi-mashvelebma-mgeli-mokles.html

პოსტის ავტორი: ზახარა Apr 17 2014, 11:18

სანამ ეგ გაუგებარი წარმოშობის ვაი დამცველები და გრანტიჭამია ორგანიზაციები რქებით აწვებიან , სამინისტრო ვერაფერს გააკეთებს newsmile045.gif

მე ერთ გამოსავალს ვხედავ ამ საქმეში : თვითონ მოსახლეობამ უნდა იაქტიუროს მაქსიმალურად და არ უნდა დაეზაროთ უფიაციალური საჩივრის დაწერა(ადგილობრივ მართველობებში) !! როცა სტატისტიკა პიკს მიაღწევს , რაც ძალიან მალე მოხდება ყველამ ეგრე რომ გააკეთოს , მიხვდებიან რომ სოფელთან განადგურებას შედეგი არ მოაქვს და იძულებელი იქნებიან რამე ზომებს მიმართონ !!! თუ პასუხს მოთხოვენ ის კონტიგენტი ვინც ბუნებას ოთახიდან და ინტერნეტით იცავს , დაუდებენ სტატისტიკას და ენას ჩაგდებინებენ !!!
ბოლობოლო 21 საუკუნეა პრეტენზიები გვაქვს ქვეყანას რაღაც რაღაცეებზე და მტაცებლებმა ისედაც კლებაში წასული ერი არ უნდა დააზარალოს ყვალანაირი გაგებით , ეს ადამიანზე თავდასხმა იქნება თუ ოჯახის შემოსავლის განადგურება.....
მე პირადათ საერთოდ არ მსიამოვნებს მგლის მოკვლა . კარგი იქნება საერთოდ არ იყოს მგელზე ლაპარაკი ... მთავარია იყვნენ იმ რაოდენობით სხვა კეთილშობილ ინდივედების პოპულაციას ხელი რომ არ შეეშალოს !!

პოსტის ავტორი: ლეონ-ბლექი Apr 17 2014, 14:15

სამინისტროზეა მიწოლა საჭირო. დაანებონ თავი ხალხის დაჯარიმებას მგლის და ტურის მოკვლაზე. თვითონ არაფერს აკეთებენ და სხვებსაც უკრძალავენ. შედეგებზეც ეგენი უნდა აგებდნენ პასუხს. ხოდა მოსათხოვია. აკრძალული წინა მთავრობის დროსაც იყო..მაგრამ არავინ არ დაუჯარიმებიათ არასდროს ეგეთ რამეზე. მიუხედავად რაღაც კონვენციებზე ხელმოწერის გამო ვერ უშვებდნენ თავისუფალ ნადირობას... იმას მაინც ხვდებოდნენ..რომ ეგენი მავნებლები იყვნენ და არავის აჯარიმებდნენ.

პოსტის ავტორი: Gcckoka Apr 18 2014, 08:04

http://www.cp.ge/ge/statiacci.php?ID=14980

პოსტის ავტორი: ზახარა Apr 18 2014, 10:50

აჰა აბა ამათ კომენტარებს უყურეთ სად დაფრინავენ newsmile05.gif)))))) რომელ მტაცებელზე ნადირობის დაშვებაზე იქნება ლაპარაკი , სანამ ესენი სამინისტროსთან არიან ჩასაფრებულები newsmile05.gif))))))))
http://news.ge/ge/news/story/86135-did-dighomshi-meore-mgeli-mokles?fb_action_ids=757377100959719&fb_action_types=og.comments


პოსტის ავტორი: longi Apr 18 2014, 14:05

მაგათ ლოდინს აზრი არ აქვს , როდის რას დაუშვებენ ნადირობას, ამას ისევ იმ სოფლის მოსახლეობა თუ უშველის და ჩვენ უნდა დავირაზმოთ და ვიაროთ და გავანადგუროთ მტაცებლები.

პოსტის ავტორი: iashka Apr 18 2014, 14:16

ციტატა(ზახარა @ Apr 18 2014, 11:50) *
აჰა აბა ამათ კომენტარებს უყურეთ სად დაფრინავენ newsmile05.gif)))))) რომელ მტაცებელზე ნადირობის დაშვებაზე იქნება ლაპარაკი , სანამ ესენი სამინისტროსთან არიან ჩასაფრებულები newsmile05.gif))))))))
http://news.ge/ge/news/story/86135-did-dighomshi-meore-mgeli-mokles?fb_action_ids=757377100959719&fb_action_types=og.comments

მაგარიი სასტავიაა))))მაგათმა შეიძლებააა მესამეც მოკლან ერთ ორ წელიწადში))))))))))))))

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Apr 22 2014, 20:39



კიდე იტყვიან მგელი ტყის სანიტარიაო

პოსტის ავტორი: ლეონ-ბლექი Apr 23 2014, 00:30

ნეტა რას ამბობს ეფენდი.

მაიცა ერ გავიგე. ის 4 მგლები არიან და ძაღლი შეჭამეს?.. რაღაცა მეპატარავენ მგლის კვალობაზე.

პოსტის ავტორი: ჩიკა Apr 27 2014, 07:37

დიახ ლევან სამი მგელი დაესხა ერთ 6 თვის ლეკვს, გამოვარდი რაც არ ვუყვირე არაფერმა არ გასჭრაო, ამბობს იმხელა მგლები არიან ძაღლები ვერ ერევიანო მეზობლის 6 თვის ლეკვი იყოვო ხოდა ძალიან გვეწყინაო, ხომ შეიძლებოდა ან ადამინი ან სხვა ცხოველი ყოფილიყოვო ღამით გასვლა გვეშინიაო

https://www.youtube.com/watch?v=YpYWePwONp4[code][/code]

პოსტის ავტორი: camaro Apr 27 2014, 15:25

https://www.facebook.com/photo.php?v=255273707976894&set=o.488772377811245&type=2&theater

მგონი იუგოსლავიელები არიან...

პოსტის ავტორი: HUNTER FREDY Apr 27 2014, 16:59

საწყ**ბი ტო :(

პოსტის ავტორი: dzirula Apr 27 2014, 17:00

გული დამეწვა ეს რა დაგიდიათ ნეტა თუ უსველიდენ რამეს.

პოსტის ავტორი: gelka72 Apr 27 2014, 17:01

ამდენი ცხ**ების პატრონს ერთი თოფი ვეღარ შეუძენია ???? რავი ყველა თათარი ML-ზე ნაკლები მანქანით აღარ დადის დღეს. გადამრევს ეს ხალხი.

პოსტის ავტორი: bashiachuki Apr 27 2014, 18:03

უბედურება ის არის ბიჭებო რო ხალხია გაზარმაცებული მგელს კიდე სიარული არ ეზარება. ხალხს უნდა რო ყველაფერი სხვისი ხელით გაკეთდეს და თვითონ შორიდან უყურონ, ყველა რო კანონ მორჩილი გამიხდნენ ბოდიშს ვიხდი და განსაკუთრებით ეს დაზარალებულები, მგლის მოკვლა აკრძალულიაო რო გაიძახიან აბა ერთი რომელიმე ადამიანმა ხელყოს მათი პირუტყვი თუ დაუფიქრერბლად სიკვდილამდე ტუარ მიიყვანონ და ეზოში შემოვარდნილ მგელს კიდე არხეინად უყურებე როგორ ანადგურებს პირუტყვს იმის პიქრით რო მერე მონიციპალიტეტს მიმართავს და ზარალს ორმაგად აანაზღაურებინებს მთავრობას და მეტ მოგებას ნახავს აი ასეთი კანონმორჩილი საზოგადოება უფრო მეტიგვყავს საუბედუროთ ვიდრე ერისა და ქვეყნის პატრიოტები. მე ბოდიში ცოტა მკაცრათ ვთქვი სათქმელი მარა მგონია რო ასეა და თუ ადამიანებმა არ მოვითხოვეთ რაღაც რაღაცეები მგელი ღამის წყვდიდის გარდა ხმის ამომღები არაა მეგობრებო.

პოსტის ავტორი: HUNTER FREDY May 27 2014, 18:23

დავეხმაროთ მერე კაცო ამდენი თოფიანი ტყუილად ვართ??? ეს თოფები მარტო საქმენდა და საპრიალებლად კი არამაქ ედრანამატ!

პოსტის ავტორი: kupra May 27 2014, 19:22

ესე გამოდის მე ლიჩნად აკრძალული მაქ თოფის ხელში დაჭერა ჩვენ ხო კანონმორჩილი მოქალაქეები ვართ.

პოსტის ავტორი: kupra May 27 2014, 19:31

სანამ მტაცებელზე არ დაუშვებენ ნადირობას აზრი არააქ რამეზე ლაპარაკს ბოლო ბოლო გაგვაგებინონ რაშია საქმე ან როდემდე უნდა იყოს ეს საკითხი მოუგვარებელი სანამ თბილიში არ დაიწყებენ სირბილს ეს მგლები მანამდე არ აპირებენ არაფერს.

ებრაელების წყევლაა სხვისი არ გესმოდეს შენი არიცოდეო აი ეგრეა მაგათი საქმე რითი ვერ მოამრავლეს ეს მგელი D.gif D.gif

პოსტის ავტორი: general May 27 2014, 20:45

მაგ შერთულში იმხელა პროექტი გვქონდა, ომის შემდეგ. რამის ყველას ვიცნობ... გამგებელსაც ვიცნობდი მარა აღარაა ის კაცი იქ.

პოსტის ავტორი: rachveli11 May 27 2014, 22:29

ქუთაისითან 2 კილომეტრში მდევრები მყავდა გაყვანილი ერთი კვირის უკან ერთ მეტრში მოვიდა მგელი რიყის ქვა ვესროლე.

პოსტის ავტორი: ზახარა May 27 2014, 22:47

http://newposts.ge/?l=G&id=40435-%E1%83%9B%E1%83%92%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98+%E1%83%92%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%A8%E1%83%98

http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: HUNTER FREDY May 27 2014, 23:16

სანამ გარემოსდაცვის სამინისტროში ფეხს არ მოაჭამს ვინმეს არეშველება მანამდე მაგ პრობლემას!

პოსტის ავტორი: ნუკრიMax May 28 2014, 09:50

HUNTER FREDY
ეგენი ტყეში არ დადიან და მგელს კიდე რა უნდა სამინისტროში, მე შენ გეტყვი ბატკანს დაუკლავენ newsmile05.gif

პოსტის ავტორი: HUNTER FREDY May 28 2014, 22:01

ბიჯო ეგე თბილისსში არნახეს კაცო ორტაჭალამდე რაღა უკლდა ჩამოვა იქაც და ეგარი

პოსტის ავტორი: ნუკრიMax May 28 2014, 22:26

მერე იტყვიან, მგლები არ არიან, მგლის მსგავსი ძაღლები არიანო... newsmile05.gif

პოსტის ავტორი: კუთხა May 29 2014, 10:14

შინაური მგლები D.gif

პოსტის ავტორი: ნუკრიMax May 29 2014, 12:01

ციტატა(KTX-100 @ 29th May 2014 - 11:14) *
შინაური მგლები

ეგ იციან რო მგელი არ შინაურდება......

პოსტის ავტორი: bashiachuki May 30 2014, 22:59

აი რამენაირათ უნდა დაიჭირო ერთი ორი მგელი და როგორმე ეშმაკ ქაჯურათ მაგათშენობაში უნდა შეუშვა და დღის ბოლოს კანონიც იქნებააა

პოსტის ავტორი: kardinal84 Nov 16 2014, 21:19

ვაი ამათ პატრონს http://postimg.cc/image/i8hfly1y3/full/
http://postimage.org/

http://www.zooclub.ge/zuu/siakhleebi/1038-mgeli-bogdan-khmelnickis-quchaze-mdebare-korpusis-ezoshi-sami-dghis-mandzilze-ckhovrobda-video.html საშველი არაა მალე კლინიკებსაც გაუხსნიან newsmile090.gif

პოსტის ავტორი: დაქსი Nov 16 2014, 22:18

kardinal84

ციტატა(kardinal84 @ 16th November 2014 - 22:19) *
ვაი ამათ პატრონს


D.gif D.gif D.gif D.gif D.gif D.gif D.gif

ესენი ჯანმრთელობაზე არიან შესამოწმებლები.

ცოტა ხანში მგელსაშენებს და ტურების საშენებს გახსნიან

ისე გულის ამაჩუყებელი კადრია.


ეტყობა ბატონ ზურაბს ძაღლიც კი არ ყოლია ან არ შეხვედრია არსად თორე გაარჩევდა როგორმე

პოსტის ავტორი: gonchatniki Nov 23 2014, 18:05

კანონი თუ არა ახალი მთავრობა მაინც იქნება D.gif

პოსტის ავტორი: giuli Nov 24 2014, 17:53

ჩემი ნაცნობი ნახალოვკელი მონადირეები მდევრებს ატარებენ დენდროპარკის ტერიტორიაზე რათქმა უნდა უთოფოდ ამ ორი დღის წინათ ორი მგელი უნახავთ არადა ქალაქის ტერიტორიაა.ადგილობრივ სასულიერო პირებს უთქვამთ კარგახანია ამ პარკის ტერიტორიაზე ბინადრობენ და ვიღაცეებს უკვე საგრძნობი ზარალი მიაყენესო.''ვოტ ტებე ი ნას''.

პოსტის ავტორი: ნუკრიMax Nov 24 2014, 18:52

giuli
ეს დენდროპარკი არ გამიგია და სად არი?

პოსტის ავტორი: დაქსი Nov 24 2014, 19:39

ნუკრიMax

ციტატა(Nukry @ 24th November 2014 - 19:52) *
ეს დენდროპარკი არ გამიგია და სად არი?


თბილისის ზღვაზე კალონკა რომ არის იქედან ვარკეთილის მხარეს რომ გადადის გზა მანდ არის, დაიწყება თუარა ეგ გზა ხელ მარჯვნივ შედის დენდროპარკის გზა. არადა მაგარი ადგილებია, ხშირად დავდიოდი მაქეთ, რაც უფრო სიღრმეში შედიხარ უფრო მაგარი ბუნებაა, მაგის ნაწილი გაასხვისა სახელმწიფომ და მშენებლობებია დაწყებული. მალე გაქრება ეგ პარკიც :(

პოსტის ავტორი: giuli Nov 25 2014, 18:28

ნახალოვკიდან სანამ თბილისის ზღვაზე მიხვალ კრუგიდან მარჯვენა მხარეს.

პოსტის ავტორი: დაქსი Nov 25 2014, 18:37

giuli

ნახალოვკელი ხარ???

პოსტის ავტორი: giuli Nov 25 2014, 18:55

არა მაგრამ დასაგეშავად მანდ ხშირად დამყავდა მდევრები.მაგარი ადგილია ნაწილი საპატრიარქოს აქვს აღებული და მამაოები ცხოვრობენ მთლიანობაში მაინც უპატრონოთაა მიგდებული.

პოსტის ავტორი: დაქსი Nov 25 2014, 19:07

giuli

ციტატა(giuli @ 25th November 2014 - 19:55) *
მთლიანობაში მაინც უპატრონოთაა მიგდებული


კი ზუსტად ეგრეა, არადა არც უვლიან, მე მქონდა სერიოზული შეტავაზება სახელმწიფოსთან და ისეთი რამ მითხრეს საბოლოოდ დავრწმუნდი რომ საქართველოში არაფრის კეთება არ შეიძლება, შევთავაზე რომ მე ავიღებდი და ჩემი სახსრებით დავასუფთავებდი და გამწვანებაზეც ჩემით ვიზრუნებდი მაგრამ არაოოოოოოოოოო დალპეს დაინგრეს განადგურდეს გადაშენდეს გაოხრდეს და ბოლომდე გაპარტახდესო მაინც არ მოგცემთოოოოო . მე უნდა მომევლო გამეშენებინა მეპატრონა და 1 კვადრატულში 9 ლარის გადახდა მომთხოვეს იჯარით რომ ამეღო :((((((((((((((((((((((((((

თან ნახალოვკელი ვარ და ყურადღებასაც არ მივაკლებდი სიახლოვიდან გამომდინარე

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Nov 28 2014, 15:36



ა ბატონო. ცხოვრობს თავისთვის ტაბულას ოფისში newsmile05.gif

პოსტის ავტორი: jola Nov 28 2014, 15:46

ეგ მე მგონი გარდასახული ჟურნალისტია newsmile05.gif))

პოსტის ავტორი: camaro Jan 6 2015, 14:45

გამარჯობათ
მუხათგვერდში,სასაფლაოებთან 1 თვეში უკვე მეექვსე ძროხა შეუჭამეს მგლებმა ჩემს ბიძაშვილს...

ზამთარში მაინც დაუშვან რაღაც შეღავათები მგელზე ნადირობაზე,ხალხმა რომ თავისი ძალებით დაიცვან საქონელი..

ან საგანგებო სიტუაციების სამსახურმა იქნებ მიხედოს

აქვეა შორს ხომ არ არის !!!!

პოსტის ავტორი: HUNTER FREDY Jan 6 2015, 14:52

ციტატა(camaro @ Jan 6 2015, 15:45) *
გამარჯობათ
მუხათგვერდში,სასაფლაოებთან 1 თვეში უკვე მეექვსე ძროხა შეუჭამეს მგლებმა ჩემს ბიძაშვილს...

ზამთარში მაინც დაუშვან რაღაც შეღავათები მგელზე ნადირობაზე,ხალხმა რომ თავისი ძალებით დაიცვან საქონელი..

ან საგანგებო სიტუაციების სამსახურმა იქნებ მიხედოს

აქვეა შორს ხომ არ არის !!!!


როცა მტაცებელი საფრთხეს უქმნის პირად ქონებას საქონელს ან ადამიანის ჯანმრთელობას მაშინ მისი მონადირება მოკვლა ბუნებიდან ამოღება არ ისჯება კანონით ასე რომ ვინ დაგიშალათ რომ ჩაუსაფრდე და მიაძაღლო არავინ არაფერს იტყვის! ოღონდ სარეკით და მდევრებით არ უნდა სდიო მაგ დროს შეიძლება მოგედაონ და კანონით გაგამტყუნებენ კიდეც ჩასაფრებით კი საცხოვრებელი სახლის ახლოს ან საქონლის სადგომთან მონადირებისას ვერაფერს გეტყვიან ასე რომ უნდა ჩაუსაფრდე და ისე ამოიღო ბუნებიდან

პოსტის ავტორი: რამაზი Jan 9 2015, 13:31

http://postimage.org/index.php?mode=ipb&lang=russian&forumurl=http%3A//ochopintre.ge/forum/index.php%3Fshowtopic%3D9200%26pid%3D320633%26st%3D135%26%23entry320633

პოსტის ავტორი: ზახარა Jan 9 2015, 13:41

არა სწორედ დააკოპირეთ

აქ არის ინსტრუქცია სურათის დადების ბატონო რამაზ

http://ochopintre.ge/forum/index.php?showtopic=8975&st=0&start=0

პოსტის ავტორი: MORA Jan 23 2015, 08:57

www.youtube.com ნახეთ Coyote Control Specialists ვიდეოები. ხომ არსებობს განვითარებული ქვეყნების პრაქტიკა და გამოცდილება ჩვენებს რა ეტაკათ :(. რათ უნდა მაგას ბევრი თვინი? ხომ ყველამ ვიცით რომ მტაცებლის პოპულაციას ესაჭიროება კონტროლი. არ გვეშველება არა :(

პოსტის ავტორი: koba1973 Mar 18 2015, 11:45

ციტატა(irakli fofxadze @ 6th January 2015 - 16:52) *
როცა მტაცებელი საფრთხეს უქმნის პირად ქონებას საქონელს ან ადამიანის ჯანმრთელობას მაშინ მისი მონადირება მოკვლა ბუნებიდან ამოღება არ ისჯება კანონით ასე რომ ვინ დაგიშალათ რომ ჩაუსაფრდე და მიაძაღლო არავინ არაფერს იტყვის! ოღონდ სარეკით და მდევრებით არ უნდა სდიო მაგ დროს შეიძლება მოგედაონ და კანონით გაგამტყუნებენ კიდეც ჩასაფრებით კი საცხოვრებელი სახლის ახლოს ან საქონლის სადგომთან მონადირებისას ვერაფერს გეტყვიან ასე რომ უნდა ჩაუსაფრდე და ისე ამოიღო ბუნებიდან

თვეზე მეტი ვიყავი ჩასაფრებული საერთო ჯამში მაგრამ ვერაფეი ვარ ვნახე. პირველ ჯერზე 7 ინდაური წაიღეს, ეტყობა ჩანთით იყვნენ D.gif რამოდენიმე იქავე მეზობლის ბაღში ვნახე შეჭმული, ორ კვირაზე მეტი ვიყავი ჩასაფრებული, მაგრამ არ გამოჩენილან. ამ ამბიდან თვენახევრის მერე მეორე დაცემაზე საQათმე გამოთხარესდა 2 ინდაური და სამი ქათამი წაიღეს ისევ ჩავსაფრდი მაგრამ უშედეგოდ. რაღაც სხვა ზომებია მისაღები.
მეგობარს დღისით მზისით ცხვარი შეუჭამეს(დუმა გამოაჭამეს) სამი კვირის წინ , სამი თუ ოთხი ცხვარი შუა სოფელში ბაკში შეუჭამეს თანასოფლელს, დეკეული სხვას და სახედარი კიდევ სხვას. ეს ყველაფერი ამ სამი- ოთხი კვირის განმავლობაში.

პოსტის ავტორი: kajuberi Mar 18 2015, 11:56

აი ეს უნდა დაბეჭდოს კაცმა და ვითომ ცხოველთა დამცველებს უნდა გადაახიოს კაცმა სათითაოდ. და რამდენი ესეთი შემთხვევა იქნება კიდე ღმერთმა იცის

პოსტის ავტორი: Davitus Mar 18 2015, 16:40

koba1973

ჩასაფრება მთელი ხელოვნებაა, თქვენს შემთხვევაში დიდ შედეგებს ნუ მოელით ჩასაფრებისგან.

ძაღლები ჯობს ყველაფერს. რამდენიმე ძაღლი მაგ პრობლემას მოგიგვარებთ. ნუ ძაღლებში რომ ფინიებს არ ვგულისხმობ იმედია ხვდებით )))

პოსტის ავტორი: koba1973 May 1 2016, 07:04

აღდგომას გილოცავთ ყველას. მრავალს დაესწარით.

Davitus

ციტატა(Davitus @ 18th March 2015 - 18:40) *
ძაღლები ჯობს ყველაფერს. რამდენიმე ძაღლი მაგ პრობლემას მოგიგვარებთ. ნუ ძაღლებში რომ ფინიებს არ ვგულისხმობ იმედია ხვდებით )))

ტურებზე ალბათ იმოქმედაბს ეგ მეთოდი. აი მგელზე კი რა მოგახსენოთ.
ფერმააზე ვიყავი რამოდენიმე დღის წინ. ბოდბის ოლეზე. მწყემსმა თქვა კვიცი შემიჭამა წუხელ რაღაცამო. იქავე სამი უშველებელი ძაღლი დაგვტრიალებდა, რამოდენიმე მოშორებით იწვა. ვკითხე ესენი ვერ იგერიებენ მეთქი? არაო იმალებიანო. მეზობელი ფერმებიც აკლებული ყავსო. ჩამომითვალა სად რა შეუჭამათ.

ციტატა(Davitus @ 18th March 2015 - 18:40) *
ჩასაფრება მთელი ხელოვნებაა, თქვენს შემთხვევაში დიდ შედეგებს ნუ მოელით ჩასაფრებისგან.

რა თქმა უნდა ცოდნა და გამოცდილება ჭირდება.

პოსტის ავტორი: koba1973 May 1 2016, 07:09

ჩემი პრობლემა კი საქათმის ხელახლა აშენებით გადავჭერი. ახლა ტურა-მელა თუ ძაღლი "კუსაჭკით" უნდა მოვიდეს თუ არადა ნერწყვის ყლაპვა შერჩება მარტო.

პოსტის ავტორი: gacho Nov 15 2017, 18:15

http://www.newposts.ge/wap.php?ID=156950

ეს უკვე მეტისმეტი. დროა რაღაც ღონისძიებები გატარდეს მტაცებლების ამოღების მხრივ.

პოსტის ავტორი: ნუკრიMax Nov 15 2017, 20:26

აცადე ცოტა ხანს, ჩავლენ კანცელარიამდე...

პოსტის ავტორი: gacho Nov 16 2017, 16:25

http://www.newposts.ge/wap.php?ID=157042

მგონი დაბრუნდა მამალი ძროხების ხანა

პოსტის ავტორი: ოთო. Nov 17 2017, 09:52

იქნებ როგორმე მოსუქონ და დაუბრუნონ დედა ბუნებას ნამეტანი გამხდარი ჩანს.

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Nov 17 2017, 12:41

მგელმა შეჭამოს ყველა მისი დამცველი, მაგრამ ეს მგელი არ იყო. კუდის ქიცინით რომ დახვდა და შპრიცით დააძინეს ვერავინ მიხვდა რომმგელი არ იყო?

პოსტის ავტორი: MORGAN Dec 17 2017, 21:07

ქარელის რაოინ სოფელ ზღუდერში 3 დღის წინ ღორი და ძროხა შეუჭამეს მგლებმა ადგილობრივებს

პოსტის ავტორი: საბო Dec 18 2017, 11:31

ციტატა(MORGAN @ Dec 17 2017, 22:07) *
ქარელის რაოინ სოფელ ზღუდერში 3 დღის წინ ღორი და ძროხა შეუჭამეს მგლებმა ადგილობრივებს

ამერიკაშიც ჩამოაღწია მაგ ამბავმა ხომ?
და აქ არ ესმის ვისაც ეხება იმას. თფუი ბლიაძ.

პოსტის ავტორი: MORGAN Dec 19 2017, 04:01

საბო
ძმაკაცს აქვს იქ სახლი და რომ ჩადის ხოლმე, ადგილობრივებმა უთხრეს.

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)