თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ კანონმდებლობა, ბრაკონიერები, გდი _ კლუბი ოჩოპინტრე & სამინისტრო #5

პოსტის ავტორი: ბესო Nov 10 2009, 16:19

დღეს მე და ვიტო გახლდით სამინისტროში შეხვედრაზე.

გერმანიიდან ჩამოყვანილი ყავთ ექსპერტი სავარაუდოდ სამონადირეო წესებისა და მოწყობის დარგში. დღეს მოწვეულნი იყვნენ სამონადირეო მეურნეობების ხელმძღვანელები,ჩვენ და მწვანეები. ეს კაცი ისმენდა სამონადირეო მეურნეობების პრობლემებს. ამ კვირაში დაათვალიერებს რამოდენიმე სამონადირეო მეურნეობასაც და ჩვენი ბუნების მცირედ ნაწილს. შეისწავლის ყველა პრობლემას და დადებს რეკომენდაციებს რა და როგორ.

ჩვენი მონაწილეობა ამ შეხვედრაზე გამოირჩა მხოლოდ 1 ნიშნით. დავაფიქსირეთ, რომ ამ მეურნეობებში ქართველი მონადირეების 99% არ შედის - ფასების გამო. და ჩვენი უფლებები არ უნდა შეილახოს მხოლოდ იმის გამო, რომ ბიზნესს აწარმოებს რამოდენიმე მეურნეობა. რა თქმა უნდა მათი ინტერესებიც უნდა იყოს დაცული, ანუ ბიზნესი უნდა აწარმოონ მაგრამ არა საქართველოს (არადაზუსტებული მონაცემებით მინიმუმ 200,000 მონადირის ხარჯზე).

საუბარი შეეხო ბრაკონიერობასაც.

გარკვეულ შედეგს მივაღწიეთ. თუ რას ამაზე ოდნავ მოგვიანებით.

ვიტო განავრცე მოგვიანებით... newsmile05.gif

პოსტის ავტორი: გიორგი Nov 10 2009, 16:21

ციტატა(Beso @ 10th November 2009 - 17:19) *
ჩვენი უფლებები არ უნდა შეილახოს მხოლოდ იმის გამო, რომ ბიზნესს აწარმოებს რამოდენიმე მეურნეობა


+10000000000000000 ძალიანაც კარგად გითქვიათ !!!!

პოსტის ავტორი: FISHING CLUB Nov 11 2009, 00:28

ეეჰ ნეტა რამეს ცვლიდეს ეგ შეხვედრები....

პოსტის ავტორი: ზაზა Nov 11 2009, 08:44

ღმერთმა ქნას,ეს ხალხი მიხვდეს იმას,თუ რაა გასაკეთებელი.
ძალიან სწორად დაგიყენებიათ საკითხი.ამას წინათ ვიანგარიშეთ და სამონადირეოში 5 კაცი რომ შევიდეს და ტახი გააგოროს 1500 (ათას ხუთასი) ლარი დაჯდება,ანუ თითოს სამას-სამასი.500 ტახი + 200 თითოს ადგილობრივი ლიცენზია თუ რა ქვია მაგას.მერედა ვისა აქვს ამდენი ფარა?სორე ფარა,ვააავა ბაბა

პოსტის ავტორი: AlekoN Nov 11 2009, 18:40

ბესო და ვიტო
უფრო დაწვრილებით, თუ შეიძლება...

პოსტის ავტორი: ვიტო Nov 12 2009, 10:48

AlekoN
დღეს საღამოს დავწერ დაწვრილებით

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)