თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ კანონმდებლობა, ბრაკონიერები, გდი _ ამ განყოფილებას აწი რამე აზრი ააქვს საერთოდ ?!?!?!

პოსტის ავტორი: გიორგი May 31 2011, 23:48

მე თუ მკითხავ აღარანაირი... ჰა ჰა მარტო კანონმდებლობის ბიბლიოთეკათ თუ იმუშაოს :(

ეს გამოკითხვის რეჟიმი ურევს რაღაცას აი...

არას მივეცი ხმა და ორი მხა არისო უკვე მიცემულიო

კიდე ვინმემ მისცა უკვე ხმა ?

პოსტის ავტორი: ჰერცოგი997 Jun 1 2011, 00:22

რომელ განყოფილებაზე არი გამოკითხვა გიო ვერ გავიგე

პოსტის ავტორი: გიორგი Jun 1 2011, 00:32

ჰერცოგი997

კანონმდებლობა, ბრაკონიერები, გდი

პოსტის ავტორი: sabo73 Jun 1 2011, 00:34

ციტატა(გიორგი @ Jun 1 2011, 01:32) *
ჰერცოგი997

კანონმდებლობა, ბრაკონიერები, გდი



კანონდმებლობა --გდის მოშორება უკვე შეიძლება მგონია, მაგრამ იყოს ბრაკონიერობა, თუ ვინმე რაიმე დოკუმენტურ მასალას მოიპოვებს, აქ მაინც დავდოთ და ჩვენ მაინც გამოვუშვათ "პარი".

პოსტის ავტორი: ჰერცოგი997 Jun 1 2011, 00:39

ხო რავი ბრაკონიერობის თემე დატოვეთ მაინც რავი თუ რამე დაფიქსირდა დაიდება მად

პოსტის ავტორი: გიორგი Jun 1 2011, 00:40

და ან ბრაკონიერობას რა აზრი აქვს რო ?? ტყუილა პოლიცია უნდა მთელი ძალოვნები უნდა გადავიკიდოთ... მიმხედავი მაინც არავინაა

დავტოვო რა ხელს არც ვკიდებ.... ისე საზოგადოების აზრი მაინტერესებს

პოსტის ავტორი: ბესო Jun 1 2011, 03:24

აზრი რატომ არ აქვს? რასაც აქამდე ემსახურებოდა იგივეს გააგრძელებს მერე რა რომ 2 სამინისტროს შორის გაიყო უფლება მოვალეობები და გდი კი გარდაიცვალა? მაინც ეგენი ცოცხლების სიაში არასდროს ყოფილან მგონი newsmile05.gif

პოსტის ავტორი: გიორგი Jun 1 2011, 09:12

აქამდე მარტო უაზრო ბალტალოგიას, პოლიტიკურ ბატალიებსა და ერთი-მეორის ნერვების შლას ემსახურებოდა...

პოსტის ავტორი: ბესო Jun 1 2011, 11:22

ციტატა(somkhishvili @ 1st June 2011 - 10:12) *
აქამდე მარტო უაზრო ბალტალოგიას, პოლიტიკურ ბატალიებსა და ერთი-მეორის ნერვების შლას ემსახურებოდა...


+ სამინისტროდან შემოდიოდნენ ხოლმე თანამშრომლები - კაკ მინიმუმ ბაიათეო ხომ სულ ჩვენთან იყო და რაღაც კითხვებს მაინც სცემდა პასუხს newsmile05.gif

პოსტის ავტორი: გიორგი Jun 1 2011, 11:47

ბესო

ხო მაგაში მართალი ხარ... მაგრამ აწი თუ შემოვა ვინმე ? newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ზახარა Jun 1 2011, 12:02

გიორგი
იყოს შე კაცო რას გიშლის newsmile05.gif

რა იცი რა ხდება იქნებ დააბრუნონ ყველაფერი როგორც იყოოო newsmile035.gif newsmile035.gif D:

პოსტის ავტორი: ბესო Jun 1 2011, 12:25

ციტატა(somkhishvili @ 1st June 2011 - 12:47) *
ხო მაგაში მართალი ხარ... მაგრამ აწი თუ შემოვა ვინმე ?

იმედი ბოლოს კვდება ხომ იცი... newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ნუკრიMax Jun 1 2011, 12:27

ზახარა
მანამდე არ დაბრუნდა შენი დამაწყევარი..... newsmile090.gif

პოსტის ავტორი: ზაზა Jun 1 2011, 14:54

იყოს რა

პოსტის ავტორი: baiateo Jun 1 2011, 16:20

ბესო

შემოსვლით შემოვდივარ და ვეცნობი ისევ.

მაგრამ ჯერჯერობით რაიმე პასუხებს თქვენს კითხვებს ვერ გავცემ, ამჟამად საქმის კურსში არ ვარ, იმის გათვალისწინებით, რომ ჩემი მოვალეობები კიდევ უფრო დაშორდა თქვენთვის საინტერესო სფეროსnewsmile05.gif) მომავალში ვნახოთnewsmile05.gif))

პოსტის ავტორი: გიორგი Jun 1 2011, 16:32

baiateo


ანუ თქვენი პასუხია - "აბა მე რავი" ხო ?? newsmile035.gif newsmile035.gif

პოსტის ავტორი: baiateo Jun 1 2011, 16:46

გიორგი

ამ მომენტში უამრავი სხვა საქმე მაყრია თავზე და სხვის საქმეებში, ანუ რაც მე არ მევალება, გარკვევის დრო ნაკლებად მაქვს.

ცოტა დრო როგორც კი გამომიჩნდება აუცილებლად გავერკვევი რა და როგორაა


პოსტის ავტორი: ჩელე Jun 1 2011, 18:06

იყოს.....

პოსტის ავტორი: ბესო Jun 2 2011, 01:32

baiateo

მთელი "ამოტოლა" სამინისტროდან თქვენ დარჩით იმ ერთად-ერთ ფაქტიურ იმედად, რომელიც ამ განყოფილების დახურვის/წაშლის აზრს კლავს ჩვენში... newsmile05.gif

ამიტომ ნუ მიგვატოვებ და იქნებ რაიმე ღირებული მაინც გამოვიყვანოთ ამ ქვეყნისა და ბუნებისთვის.

პოსტის ავტორი: akela1954 Jun 2 2011, 10:45

ამ განყოფილებას მუდამ ექნება აზრი!
რა მნიშვნელობა აქვს რომელ სამინისტროს გადასცეს ბუნების დაცვა.
მუდამ იქნება ისეთი ფაქტები (ბრაკონიერის თუ მაკონტროლებლის მხრიდან) რომელზეც ჩვენი აზრის დაფიქსირება აუცილებლად მოგვიწევს.

პოსტის ავტორი: baiateo Jun 2 2011, 14:22

ციტატა(akela1954 @ Jun 2 2011, 11:45) *
ამ განყოფილებას მუდამ ექნება აზრი!
რა მნიშვნელობა აქვს რომელ სამინისტროს გადასცეს ბუნების დაცვა.
მუდამ იქნება ისეთი ფაქტები (ბრაკონიერის თუ მაკონტროლებლის მხრიდან) რომელზეც ჩვენი აზრის დაფიქსირება აუცილებლად მოგვიწევს.




მართალია

პოსტის ავტორი: გიორგი Jun 2 2011, 16:07

ყველაზე დემოკრატიული გამოკითხვა ფორუმის ისტორიაში newsmile05.gif

akela1954

კი გამოვავლენთ და დავაფიქსირებთ და მანამდეც გამოგვივლენია და დაგვიფიქსირებია, მაგრამ აზრი ?

შედეგი ხომ უნდა იყოს რამე ?? რაც აქ ფაქტები გამოვლენილა, შედეგი ყველას ერთნაირი ჰქონდა: ჯერ იწყება ბრაკონიერების ლანძღვა გინებით, მერე ვინმე ჩააგდებს "მა გდი რას მიკეთებს ?!" რასაც ავტომატურად მოყვება პოლიტიკური ბატალიები და გაწევ-გამოწევები, რაც საბოლოო ჯამში გადადის პირადულ შეურაცყოფაზე და თემის დროებით დახურვაზე....

ეგ იმ პირობებში, როცა ქე მაინც ვიცოდით ჩვენ საქმეს სახელმწიფოდან "პატრონი" ვინ ყავდა და რა ერქვა სახელი.

ეხლა ისიც არ ვიცით ეს ჩვენი საქმე ვის ეხება და ვისთან რა უნდა გაარკვიო....

მე თუ სწორად გავიგე: ლიცენზიის ფული "ეკონომიკისა და მდგრადი (ამის მოფიქრება ხომ გინდა არა newsmile035.gif) განვითარების სამინისტროს" უნდა გადავუხადოთ, ბრაკონიერობისა და კანონდარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში - 022-ზე უნდა დარეკო და მელა-ტურაზე ნადირობის დაშვების საკითხები - თუ არ ვცდები, ენერგეტიკის სამინისტროში არკვიო, ხომ ?

იავიცი იავიცი...

პოსტის ავტორი: ნუკრიMax Jun 2 2011, 16:12

გიორგი
მახათი იშოვე?

პოსტის ავტორი: baiateo Jun 2 2011, 22:49

გიორგი

022 პატრულია კაცოnewsmile05.gif))

პოსტის ავტორი: გიორგი Jun 2 2011, 22:51

baiateo

გდი შსს-ს არ შეუერთდა ??

პოსტის ავტორი: ნუკრიMax Jun 3 2011, 10:02

ციტატა(გიორგი @ Jun 2 2011, 23:51) *
baiateo

გდი შსს-ს არ შეუერთდა ??

პირიქით, შსს-მ შეუერთა გდი-ს..

პოსტის ავტორი: akela1954 Jun 3 2011, 11:00

ალბათ გარკვევენ ვის რა ფუნქციები დაეკისრება. მართალი, რომ გითხრა არც მე ვარ ჯერ გარკვეული (ალბათ არც არავის არ ადარდებს ჩემი გაურკვევლობა).
ჩემი აზრით ეს ყველაფერი ისე სპონტანურად მოხდა, რომ ჯერ ალბათ თვითონაც ვერ ჩამოყალიბებულან.
იმედი ვიქონიოთ, რომ ახალ გარემოში ვინმე მონადირე ან თევზაობის მოყვარული პიროვნება გამოჩნდება, ანდა სულაც ბუნების მოყვარული (ცოტა ეჭვი კი მეპარება)
და ძველ "გენიოს ექსპერტებს" მატერიალური ფასეულობების მსგავსად (კაბინეტების ავეჯს ვგულისხმობ) არ გააყოლებს ახალ სამინისტროებში (აქაც დიდი ალბათობაა იმისა, რომ სწორედაც ეგრე მოხდეს).
დალოდების და ოცნების უფლება ხომ გვაქვს!!!

პოსტის ავტორი: baiateo Jun 3 2011, 21:28

გიორგი

გდი შეუერთდა ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ოღონდ რაღაც სხვა სახელი დაარქვეს ზუსტად არ ვიცი, მგონი ინსპექტირების სამსახური თუ რაღაც ეგეთი დაარქვეს. თითქმის იგივე მოვალეობები აქვთ, გარდა გარემოზე ზემოქმედების ნებართვების პირობების კონტროლისა. ეს დაევალა გარემოს დაცვის სამინისტროში ახალშექმნილ დეპარტამენტს ეკოლოგიური ექსპერტიზისა და ინსპექტირების დეპარტამენტს. და სავარაუდოდ კიდევ რაღაც ფუნქციები მოაკლდათ

პოსტის ავტორი: გიორგი Jun 3 2011, 22:08

baiateo

მადლობა განმარტებისთვის. და მე მახსოვს რომ სამ ნაწილად გაიყო. მაგრამ შეიძლება მეშლება კიდევაც...

პოსტის ავტორი: baiateo Jun 3 2011, 22:13

კი იყო მაგაზე ლაპარაკიც მაგრამ რეალურად არ განხორციელდა, ისე შეიძლება სერიოზულად არც უფიქრია ეგ არავის და მხოლოდ ჭორი იყოnewsmile05.gif)

პოსტის ავტორი: გიორგი Jun 3 2011, 22:56

ანუ ფაქტიურად მხოლოდ გდი გამოეყო გარემოს დაცვის სამინისტროს და მეტი არაფერი არ შეცვლილა ?? აბა რა აჟიოტაჟი მოყვა ამ ამბავს ?!?!

პოსტის ავტორი: baiateo Jun 3 2011, 23:22

არა მხოლოდ გდი. სატყეო სააგენტოც ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში გადავიდა და შეიქმნა ბუნებრივი რესურსების სააგენტო. გარდა ამისა ენერგეტიკაში გადავიდა ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სამსახურიც

პოსტის ავტორი: ლევანი Jun 4 2011, 00:17

იყოს ეს თემა რას გვიშლის. რაღაცა დატვირთვა მაინც მოეძებნებნება. ბოლობოლო ამე კარგი აქცია რომ იქნება(მაგალითად ნერგების დარგა ან დედამიწის დღე) აქ მიმოვიხილავთ და სურვლის შემთხვევაში ჩავერთვებით.

პოსტის ავტორი: baiateo Jun 4 2011, 00:20

ხო მართლა ზეგ 5 ივნისს გარემოს დაცვის დღეაnewsmile05.gif)

უფრო სწორედ უკვე ხვალnewsmile05.gif))

პოსტის ავტორი: ნოსო Jun 5 2011, 00:22

მკვდარს რომ მუსიკას გააყოლებენ ისეა ახალ ამათი ამბავი. თფუი!


პ.ს.და მაინც საწყენია რომ სალამური მხოლოდ სპეც მასალისაგან კეთდებაnewsmile05.gif

პოსტის ავტორი: ჰერცოგი997 Jun 5 2011, 00:29

newsmile042.gif small3d018.gif small3d018.gif ochom-dagchipos.gif ნოსო
საღოლ ჩაგეთვალა

პოსტის ავტორი: ლევანი Jun 5 2011, 00:55

ნოსო
შენი გამოსწორება არ იქნება რაა... newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif ერთი...ცალი თვალით მაინც შემახედა იმ ქვეყანაში(სხვა განზომილებაში) შენ რომ ცხოვრებას ისურვებდი. newsmile035.gif newsmile035.gif ასე ყველაფრით უკმაყოფილო იყოს ადამიანი.....ცხოვრებაში არ შემხვედრია. newsmile035.gif newsmile035.gif ის მაინც იცოდე..რამე რომ არ მოგწონს..სამაგიეროდ რანაირი უნდა იყოს. აი ეს არ მოგწონს და ერთი ფეხებია შენთვის სამაგიეროდ რანაირი იქნება. newsmile035.gif newsmile035.gif მართლა ოჩოპინტრემ დაგჭიპოს რაა.... newsmile035.gif newsmile035.gif

პოსტის ავტორი: გოგა Jun 5 2011, 21:04

ლევანი

ციტატა(levani @ 5th June 2011 - 01:55) *
ის მაინც იცოდე..რამე რომ არ მოგწონს..სამაგიეროდ რანაირი უნდა იყოს

ვინც ვიცით როგორი უნდა იყოს იმათმა რა ვქნათ newsmile05.gif

პოსტის ავტორი: შალვა Jun 5 2011, 21:45

გოგა

ციტატა(giorgevich @ 5th June 2011 - 22:04) *
ვინც ვიცით როგორი უნდა იყოს იმათმა რა ვქნათ

თავი მოვაჩვენოთ რომ არ ვიცით და თავი წავიპადოშოთ!

პოსტის ავტორი: ლევანი Jun 6 2011, 01:14

გოგა
რა უნდა ქნათ და თქვათ. ოღონდ მართლა მაინტერესებს. "რა აზრი აქვს" .."მაინც არაფერი ეშველება".." ამათ ხელში რა მნიშვნელობა აქვს" და სხვა მსგავსი თავის მართლებები "მე კი ვიტყოდი მარააააა...." არ მოსულა. ჩემთვის მაინტერესებს...მართლა რანაირია თქვენთვის მოსაწონი ქვეყანა???... იქნება და მეც მომეწონოს. ამდენი ხანია მარტო უკმაყოფილება მესმის..რომ არ ვარგა..მაგრამ რა არის კარგი..კაცს ვერ ვათქმევინე დღემდე. ყველა "ამათ" აბრალის..და მე კი ეჭვი მაქვს..რომ არ იცის სინამდვილეში არავინ.ან ვერ ამბობენ(თუ რატომ ..მაგაზე თავს შევიკავებ. თუმცა მინიშნების სახით მაინც ვიტყვი....ალბათ 4 ჩ-ს ამბავში) newsmile035.gif

პოსტის ავტორი: გოგა Jun 6 2011, 09:47

ლევანი
მე ქვეყანა არ მიგულისხმია,ეს თემა მგონი გარემოს დაცვის სამინისტროს ეხება და ბრაკონიერებს.
სამინისტროს რაც შეეხება,ამას ვიტყვი როგორიც უნდა იყოს.
ჯერ ერთი იქიდან დავიწყოთ რო ის 070 რო იყო,ვითომ ცხელი ხაზი,ის უნდა მუშაობდეს და არა უბრალოდ ხაზში იყოს ჩართული.
მერე ბრაკონიერებს რაც შეეხება,მე კი არ უნდა ვაშუქებდე ვანდალიზმის ფაქტებს,ამაზე სამინისტრო უნდა ზრუნავდეს,ანუ იჭერდეს,აჯარიმებდეს,
რავიცი კიდე ათას საქმეს უნდა აკეთებდეს.მაგრამ ამის მაგივრად ხელფასს იღებს უბრალოდ.
ადამიანი კი არ უნდა იყოს სამინისტროში ისეთი ვისაც ბრაკონიერები ეზიზღება,უბრალოდ არ უნდა აჭაჭანებდნენ ბრაკონიერებს.
ეს მათი სურვილის მიხედვით კი არ უნდა ხდებოდეს,ამის ვალდებული უნდა იყოს სამინისტროს თანამშრომელი.
მაგრამ რათ გინდა,მე ვისაც ვიცნობ და რამოდენიმე ადამიანზეც გამიგია რო უბრალოდ თანამდებობაზე მუშაობენ,აქვთ ამის საშუალება და არ ინდობენ ბრაკონიერებს.მაგრამ ეს უბრალოდ მათი სურვილია და არა ვალდებულება(განსხვავება დიდია მემგონი).
მერე კიდე არამარტო ბრაკონიერებით უნდა იყვნენ დაკავებული,უამრავი ვალდებულება აქვს გარემოს დაცვის სამინისტროს,რომელსაც როგორც ვხედავ არ ასრულებს.

ქვეყანას რაც შეეხება,ბევრის დაწერა შეიძლება,მაგალითად კორუბციის და ასე შემდეგ...
მაგრამ ეხლა მე რო ეგ დავწერო,მეტიც არ გინდა შენ,კი გაშლი ფრთებს newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif
იტყვი აცადეთ ბატონოო,მაგრამ კი გავიდა უკვე 13 წელი და როდენმდე უნდა ვაცადოთ newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif
პრინციპში საკმაო სალაპარაკო მოგეცი და კი გეყოფა კაი ხანი newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif

პოსტის ავტორი: გიორგი Jun 6 2011, 10:48

ციტატა
მე ქვეყანა არ მიგულისხმია,ეს თემა მგონი გარემოს დაცვის სამინისტროს ეხება და ბრაკონიერებს.


+10000

ლევანი

შენ მე თემას ნუ მიოფებ !! newsmile05.gif

ქვეყნის ამბები არჩიეთ სხვაგან....

პოსტის ავტორი: ლევანი Jun 6 2011, 12:16

ციტატა(giorgevich @ 6th June 2011 - 11:47) *
მე ქვეყანა არ მიგულისხმია,ეს თემა მგონი გარემოს დაცვის

თუ ეგრეა...მე რომ ნოსოს რაღაცა მივწრე(ქვეყანას ეხებოდა) რაღა ეგ მიაწიტირე???...ჰაა... რათა..რათაა...რათააა???...
ციტატა(giorgevich @ 6th June 2011 - 11:47) *
ქვეყანას რაც შეეხება,ბევრის დაწერა შეიძლება,მაგალითად კორუბციის და ასე შემდეგ...

ნუ ეხლა..რაც მართალია..მართალია.... newsmile035.gif

პოსტის ავტორი: ბესო Jun 15 2011, 13:55

ამ რამოდენიმე დღის წინ ჩემტა გასაოცრად შევიტყვე, რომ საქართველოში ყოფილა 26,060 რეგისტრირებული მდინარე...
(იმ მდინარეების ჩათვლით, რომლებიც ზაფხულის განმავლობაში შრება.

baiateo

სად შეიძლება, რომ ეს სია მოვიძიოთ?

პოსტის ავტორი: baiateo Jun 16 2011, 17:38

ციტატა(ბესო @ Jun 15 2011, 14:55) *
ამ რამოდენიმე დღის წინ ჩემტა გასაოცრად შევიტყვე, რომ საქართველოში ყოფილა 26,060 რეგისტრირებული მდინარე...
(იმ მდინარეების ჩათვლით, რომლებიც ზაფხულის განმავლობაში შრება.

baiateo

სად შეიძლება, რომ ეს სია მოვიძიოთ?



გარემოს დაცვის სამინისტროში, გარემოს ინტეგრირებული მართვის დეპარტამენტში არის წყლის რესურსების მართვის სამმართველო. ეხლა ტელეფონი მგონი არ აქვთ. შეგიძლია მიხვიდე სამინისტროში სანამ შენობაში შეხვალ ცალკე შესასვლელი აქვს ორჰუსის ცენტრს და ამჟამად მანდ ზიან. მე არ ვარ ეხლა თბილისში, თორემ გაგიგებდი

პოსტის ავტორი: ბესო Jun 18 2011, 09:41

ციტატა(baiateo @ 16th June 2011 - 18:38) *
გარემოს დაცვის სამინისტროში, გარემოს ინტეგრირებული მართვის დეპარტამენტში არის წყლის რესურსების მართვის სამმართველო. ეხლა ტელეფონი მგონი არ აქვთ. შეგიძლია მიხვიდე სამინისტროში სანამ შენობაში შეხვალ ცალკე შესასვლელი აქვს ორჰუსის ცენტრს და ამჟამად მანდ ზიან. მე არ ვარ ეხლა თბილისში, თორემ გაგიგებდი


newsmile05.gif
ეს დღეები მეც დაკავებული ვარ და ალბათ თქვენ ჩამოსვლას დაველოდო ისევ ჯობია newsmile05.gif

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)