თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ კანონმდებლობა, ბრაკონიერები, გდი _ რისი უფლება აქვს უბნის ინსპექტორს ?!?!?!

პოსტის ავტორი: გიორგი Dec 1 2010, 00:54

ესე იგი !!!

დღეს მე, ტამპლიერი, გოგა და ჩელე დიდ ხანს ვკამათობდით ასეთ თემაზე:


აქვს თუ არა, უბნის ინსპექტორს იმის უფლება, რომ ორდერის და ჩემი კეთილი ნების გარეშე შემოვიდეს ჩემთან სახლში... და თუ აქვს, რომელი კანონის და იმ კანონის რომელი მუხლის მიხედვით ????

მე ვიძახი, რომ არა აქვს.... ესენი მეუბნებიან, რომ უფლება აქვს (რომელიღაცა კანონით), რომ შეამოწმოს რამდენად კანონის დაცვით ვინახავ მე ჩემ ცეცხლსასროლ იარაღსო... კი ბატონო... შეიძლება ეგ უფლება რომელიღაცა კანონის მიხედვით არის გაწერილი უბნის ინსპექტორზე... მაგრამ !!!! იმის უფლება თუ არის სადმე გაწერილი, რომ ჩემი ნების საწინააღმდეგოთ და სასამართლოს ორდერის გარეშე შემოვიდეს ჩემ ბინაში (თუ სხვა სახის საკუთრებაში) ????

ვინც იცის, გამაგებინოს პასუხი პაჟალუსტა newsmile05.gif

პოსტის ავტორი: გოგა Dec 1 2010, 01:48

ეჰ პაპა ათამაშებ და ვერცა ხვდები რა newsmile05.gif

პოსტის ავტორი: გიორგი Dec 1 2010, 01:53

გოგა

შენი აზრი მოვისმინე უკვე და აცალე სხვებსაც, როსკიპი newsmile029.gif newsmile035.gif

პოსტის ავტორი: კახაბერ Dec 1 2010, 08:20

სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე არავის აქვს უფლება ჩაატაროს ჩხრეკა, თუმცა გეხსომება, რომ ახლახან მიიღეს გონივრული ეჭვის ფენომენი, ასე რომ გოგა სადღაც მართალია...

პოსტის ავტორი: ვიტო Dec 1 2010, 08:50

გიორგი
მგონი იმაზე არ არის რისი უფლება აქვს, საქმე საქმეზე რომ მიდგება და სასამართლო
ორდერით დაგადგებიან ეგ უკვე უბნის ინსპექტორი არ იქნება და იქნება
მთელი შანტრაბა რომელიც სახლს თავდაყირა დაგიყენებს, ასე რომ შეუშვი რა
და ანახე სად გაქვს იარაღი, სარდაფის დათვალიერებას ხომ არ გთხოვს, ან შენი "ტუმბოჩკის გაღებას?

მთავარია ელემენტარულ უსაფღტხოების ნორმებს აკმაყოფილებდეს იარაღის
შენახვა და მორჩა, რას ართულებ ეხლა, თუ არ გინდა არ შეუშვა და მოთხოვე ეგ სასამართლო
გადაწყვეტილება მარა გიღირს თასვის ტკივილად?

მეორე კიდევ რადგან დადიან და ამოწმებენ ე.ი. დელიგირებულებიც არიან მაგ ამბავში
და არა მგონია მაგის დაფიქსირების უფლება არ ქონდეთ

პოსტის ავტორი: ლევანი Dec 1 2010, 16:47

მაგდენი არ ვიცი ზუსტად..მაგრამ ის ვიცი..რომ უბნის ინპექტორს აქვს უფლება იცოდეს...თუ ვინ ფლობს იარაღს მის სამოქმედო ტერიტორიაზე და რა პირობებში ინახავს. აგრეთვე აქვს უფლება მოვიდეს და ზრდილობიანად გთხოვოს გადამოწმების ნება. წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში აგრეთვე აქვს უფლება ეჭვი შეიტანოს ადამიანის ქცევაში და აგრეთვე აქვს უფლება მაგ შემთხვევაში აიღოს ორდერი და მოგადგეს გაძლიერებული ძალებით.....უკვე ბრძანების ტონით. newsmile035.gif newsmile035.gif

პოსტის ავტორი: კახაბერ Dec 1 2010, 17:16

ციტატა
მაგდენი არ ვიცი ზუსტად..მაგრამ ის ვიცი..რომ უბნის ინპექტორს აქვს უფლება იცოდეს...თუ ვინ ფლობს იარაღს მის სამოქმედო ტერიტორიაზე და რა პირობებში ინახავს. აგრეთვე აქვს უფლება მოვიდეს და ზრდილობიანად გთხოვოს გადამოწმების ნება. წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში აგრეთვე აქვს უფლება ეჭვი შეიტანოს ადამიანის ქცევაში და აგრეთვე აქვს უფლება მაგ შემთხვევაში აიღოს ორდერი და მოგადგეს გაძლიერებული ძალებით.....უკვე ბრძანების ტონით.

აბსოლუტური სიმართლეა იუმორის თანხლებით.
საბედნიეროდ, მეგობრებო, უბნის ინსპექტორის ოჯახში ვიზიტს არ აქვს უხეში ფორმა და ტონი. მათი პირდაპირი მოვალეობაა ფლობდნენ ყოველგვარ ინფორმაციას საკუთარ უბანზე და ამის დადებით შედეგებს ჩვენ ვგრძნობთ.
ამასწინათ, ლატვიიდან გვყავდა სამსახურში, ასე ვთქვათ, სტუმრები და მათაც აღნიშნეს ჩვენი პოლიციის შესახებ ევროპასა თუ დსთ-ს სივრცეში არსებული წარმოდგენები. ლატვიაშიც კი უკვირთ ქართული წარმატების საიდუმლო. ფაქტია, ნამდვილად სასიკეთო ძვრებია, ხომ ასეა?
და კიდევ, ჩვენ თუ რამის "შიში" არ გვაქვს, მაშინ გვაქვს 90-იანი წლები გასული საუკუნისა....
ასე, რომ გამართლებულად მიმაჩნია ეს ყოველივე და ამაზე ერთ ანეკდოტსაც აქვე შემოგთავაზებთ:
გურულმა თოფით მოკლა სიდედრი.
ჩამოიარა მაშინდელმა მილიციამ და ყველა ოჯახიდან ამოიღო სანადირო თოფები. დგანან, საღამოს გურულები ბირჟაზე და არჩევენ "დუნიის" ამბებს.
- ეხ ამის დედაცო - ერთმა, თოხით ვერ მოკლა იმ შობელძაღლმაო?

პოსტის ავტორი: ჩელე Dec 1 2010, 17:30

გიორგი

აჰაა, ესეც მე და გოგა ვართ? გეუბნებით აქვთ უფლება მეთქი...... ეხლა შენ გინდა ისე თქვი და გინდა კიდევ ასე....

პოსტის ავტორი: გიორგი Dec 1 2010, 19:24

ვიტო
ჩელე

აბა ვინ სად რას მეუბნება ???
იმას მეუბნებიან, რომ ნუ გაუძალიანდები და შეუშვიო.... მე მაგაზე სულ არ მაქვს ლაპარაკი... მე ჩემი სურვილით შევუშვებ, თუ სუფრას გავუშლი ეგ მე ვიცი...

მე მაინტერესებს კანონით რა არის განსაზღვრული. ანუ !!! რომ არ შევუშვა, კანონით მაქვს თუ არა ამის უფლება. ის რომ მერე წავა და სასამართლოს ორდერს მოიტანს და შეიძლება მთელი სპეცნაზი დამაყენოს - ეგ სხვა საკითხია.

კითხვა მდგომარეობს შემდეგში:

ხვალ რომ კარებზე დარეკონ ზარი და გავიხედე ფორმიანი კაცი დგას. მეუბნება ესა და ეს ვაროო, საბუთიც მაჩვენა და მეუბნება სახლში შემომიშვი, საქმე მაქვსოოო.... მე რომ ვუთხრა არ გიშვებ თქო, კანონით მაქვს თუ არა ამის უფლება !?!?!?!!?


პოსტის ავტორი: გოგა Dec 1 2010, 20:38

ჩემზე არ თქვა მეორედ ჯიხვი ხარო newsmile035.gif newsmile035.gif

პოსტის ავტორი: შუკა Dec 1 2010, 20:50

შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით , უბნის ინსპექტორები მიდიან და ამოწმებენ პირებს ვისაც სახლში 2 ან მეტი ცეცხლსასროლი იარაღი აქვს გაფორმებული, წინასწარ უკავშიდებიან და ატყობინებენ მისვლის შესახებ..
რატომ?
გაარკვიან ვის აქვს ვადაგადაცილება იარაღის საბუთზე , როგორ მდგომარეობაში და ადგილზე ინახავს იარაღს..

მე პირადად მივესალმები!
იმიტომ რომ ბევრი უბედურიო შემთხვევა მინახია და გამიგია როცა არ ყოფილა იარაღი კარგად შენახული ანუ ჩაკეტილი და სავალალო შედეგი მოჰყოლია...
რატო ხართ ამის წინააღმდეგი ვერ გამიგია!..იყვნე ჩემთანაც შემიმოწმეს ყველაფერი მიუხედავად იმისა რომ იციან ვინ ვარ და სად ვმუშაობ და წავიდნენ..
თუ კაცი სუფთა ხარ ვერავინ ვერაფერ ვერ გეტყვის ვერასოდეს , კანონი კი ყველასათვის კანონია იგივე ღვედი, ბიჩოკის გადაგდება, მთვრალი საჭესთან, და ა.შ.შ

პოსტის ავტორი: გიორგი Dec 1 2010, 20:55

გოგა

კაცო რასაც ვკითხულობ იმაზე არ მპასუხობთ და ჯიხვობა რა შუაშია ??

ელემენტარულად ხომ შეიძლება დაიწეროს რომელი კანონის, რომელი მუხლით აქვს უფლება პატრულის თანამშრომელს ჩემი ნებისა და სასამართლოს ორდერის გარეშე შემოვიდეს ჩემთან სახლში !!! და ასევე, რომელი მუხლის თანახმად მე არა მაქვს უფლება, რომ არ შემოუშვა სახლში.... მეტი არაფერი.... ნუ თუ ვინმემ იცის რა თქმა უნდა ესეთი კანონი...

ციტატა(nikash4 @ 1st December 2010 - 21:50) *
შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით


ხოდა აი მეც მანდა ვარ ზუსტად !!! შიდა ბრძანების საფუძველზე და არა კანონის საფუძველზე... შსს-ს ბრძანება ვრცელდება ამავე სამინისტროს თანამშრომლებზე და არა რიგით მოქალაქეებზე...

ციტატა(nikash4 @ 1st December 2010 - 21:50) *
რატო ხართ ამის წინააღმდეგი ვერ გამიგია


არანაირად არ ვარ წინააღმდეგი, უბრალოდ სამართლებრივი საფუძველი მაინტერესებს....


ციტატა(nikash4 @ 1st December 2010 - 21:50) *
გაარკვიან ვის აქვს ვადაგადაცილება იარაღის საბუთზე


ეგ კომპ. ბაზაშიც კარგად ჩანს... რათ უნდა მაგას მისვლა ?

პოსტის ავტორი: შუკა Dec 1 2010, 21:04

მე რაც გითხარი ჩემა უბნის ინსპექტორმა მითხრა თუ გინდა დაგიპიემებ ნომერს დაურეკე ჩემი სახელით აგიხსნის და გეტყვს ზუსტად ამ ბრძანების შინაარს და სად მოძებნო. ეგ ყველაზე ვრეცელდება მოქალაქეზეც და თანამშრომელზეც. ისე ალოგიკურია შემამოწმონ მე შინაგან საქმეთა სამინისტროს დამსახურებული მუშაკი(10წელი newsmile035.gif )
და არა რიგითი მოქალაქე..

უბნის ინსპექტორთან
ანონიმურობა გარანტირებულია! newsmile090.gif
კოლსულტაცია უფასო.. newsmile035.gif
ochom-dagchipos.gif

პოსტის ავტორი: skipi Dec 1 2010, 21:11

ბიჭებო ახლა მითხრეს რო გინდა თუ არა თოფი სეიფში უნდა გქონდესო შენახული, აუცილებელიაო და თქვენ რა იცით ამის შესახებ????

პოსტის ავტორი: გიორგი Dec 1 2010, 21:17

skipi

http://forum.ochopintre.ge/index.php?showtopic=5116

შუკა

არ მინდა გენაცვალე newsmile05.gif

ბრძანებას ვალდებულია დაემორჩიოს უბნის ინსპექტორი და არა რიგითი მოქალაქე.

მინების დამუქმებაზეც ეგრეა რომ იცოდე... ნუ თუ არაფერი შეიცვალა ამ ბოლოს არ ვიცი, მაგრამ თავიდან კანონი არ არსებობდა ამ თემაზე და რატომღაც მგონია, რომ ეხლაც არ არის ჯერ მიღებული.... newsmile05.gif ანუ დღეს შსს-ს ბრძანებას კანონზე მეტი ძალა აქვს ესე იგი newsmile05.gif

პოსტის ავტორი: შუკა Dec 1 2010, 21:23

გიორგი
იყიდე სეიფი ან კარადა დაშალე თოფი და შეინახე ეგრე ჯობია გენაცვალე.. newsmile05.gif
მოვლენ ნახავნ წავლენ.. არ შემოუშვებ წავლენ ისევ მოვლენ და შემოვლენ ვიცი მე ეგ.. newsmile045.gif
ashh.gif

პოსტის ავტორი: გიორგი Dec 1 2010, 21:24

შუკა


შემოშვებით როგორ არ შემოვუშვებ, იყვნენ კიდევაც უკვე newsmile05.gif უბრალოდ მათი შემოსვლის კანონიერი საფუძველი მაინტერესებდა თორე სხვა კი არაფერი....

პოსტის ავტორი: Geoჟორჟიკა Dec 1 2010, 21:33

მოიცა ვერ გავიგე რა აუცილებლად საკეტი უნდა ედოს იმ შკაფს სადაც ინახება?


პოსტის ავტორი: გოგა Dec 1 2010, 21:57

ციტატა(somkhishvili @ 1st December 2010 - 22:24) *
შემოშვებით როგორ არ შემოვუშვებ, იყვნენ კიდევაც უკვე

ეხლა სხვანაირად აჭიკჭიკდი? newsmile05.gif

პასუხი გაგეცი მე გუშინ ყველაფერზე და რო გაჯიხვდი იმიტომ მეზარება თავიდან ლაპარაკი და თან მითუმეტეს კლავიატურით newsmile035.gif

პოსტის ავტორი: გიორგი Dec 1 2010, 22:09

გოგა

რაზე გამეცი პასუხი ?? მე ვკითხულობ კანონით რისი უფლება აქვს თქო და შენ მეუბნები არ იციო ამათო ყველაფრის უფლება აქვთ, შარს ნუ ეძებო... ეგ რა შუაშია ?? როსკიპი !!



Geoჟორჟიკა


საკეტი რა შუაშია შენ კიდე... ეგ გვერდზე თემაში განიხილება newsmile029.gif newsmile05.gif აქ სხვა რამეზე ვკამათობთ

პოსტის ავტორი: BEK_M Dec 1 2010, 22:10

გიორგი
მოკლედ შენ სულ სხვა კითხვა დასვი და აქ მსჯელობა წავიდაა რამდენად კარგია ინსპექტორის სახლში შემოშვება.
მოკლედ რაც შეეხება უფლებას ამაზე გეტყვი რომ ნამდვილად აქვს უფლება ინსპექტირება განახოციელოს სანებართვო პირობების შესრულებაზე რადგან მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ლიცენზიის ან ნებართვის გამცემი უფლებამოსილია პერიოდულად თუ არ ვცდები არაუადრეს 6 თვეში ერთხელ შეამოწმოს რამდენად სრულდება სანებართვო პირობები

პოსტის ავტორი: გიორგი Dec 1 2010, 22:13

BEK_M

და ხომ არ იცი ეგ რომელ კანონშია გაწერილი ??
და არ შემოშვების შემთხვევაში რითი ისჯება ?

პოსტის ავტორი: ბალა Dec 1 2010, 22:15

ვიცი რომ შეიძლება გაუთავებელი კამათი ისტორიულ ფაქტებზე რწმენაზე და პოლიტიკაზე მარა უბნის ინსპექტორის უფლებებზე კამათი აღარ გამიგია newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif

ყველაზე მარტივი გააჩერეთ პატრული და კითხეთ.. დროულათაც ითანამშრომლებთ და დიდ მადლობასაც მოუხდით newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif

პოსტის ავტორი: BEK_M Dec 1 2010, 22:15

[quote name='გიორგი'

და ხომ არ იცი ეგ რომელ კანონშია გაწერილი ??
და არ შემოშვების შემთხვევაში რითი ისჯება ?

ლიცენზიების და ნებართვების შესახებ კანონში.
არ შემოშვება სავარაუდოდ დაკვალიფიცირდება პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევა დაუმორჩილებლობად

ასევე თუ სწორად მახსოვს (დიდი ხანია ლიც და ნებ კანონი აღარ წამიკითხავს) სანებართვო პირობების შესრულებაზე მონიტორინგშI ხელის შეშლა ნებართვის გაუქმების საფუძველია ამას ხვალ გადავამოწმებ თუ რამე ეგეთს აპირებ newsmile045.gif

პოსტის ავტორი: გიორგი Dec 1 2010, 22:16

BEK_M

ოკკ გაიხარე... გადავიკითხავ აუცილებლად

პოსტის ავტორი: გოგა Dec 1 2010, 22:18

ციტატა(somkhishvili @ 1st December 2010 - 23:09) *
მე ვკითხულობ კანონით რისი უფლება აქვს თქო და შენ მეუბნები არ იციო ამათო ყველაფრის უფლება აქვთ, შარს ნუ ეძებო... ეგ რა შუაშია ?? როსკიპი !!

გიორგი
ხოდა მეც მაგას გიმტკიცებ რომ,თუ ამათ ყველაფრის უფლება აქვთ კანონის მიუხედავად,ესე იგი ეგ კანონიერი ყოფილა newsmile035.gif
ასე რომ ტვინს ნუღა ბურღავ newsmile05.gif

პოსტის ავტორი: გიორგი Dec 1 2010, 22:22

გოგა

შენა და damexie.ge-ზე იცი როგორ უნდა მოხვდე ??? newsmile035.gif newsmile035.gif

ყველა შენნაირი გონიერი ხომ არ არის და გვაცალე უბრალო მოკვდავებს ფორუმზე კითხვის დასმა... ბლიაძ... შენი შიშით ხმა ვეღარ ამომიღია აი..

პოსტის ავტორი: ზახარა Dec 1 2010, 22:29

ციტატა(somkhishvili @ 1st December 2010 - 23:22) *
შენა და damexie.ge-ზე იცი როგორ უნდა მოხვდე

ჩერეზ damaskdi.com -ით newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif D:

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)