თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ კანონმდებლობა, ბრაკონიერები, გდი _ საქართველოს კანონი ნადირობის შესახებ

პოსტის ავტორი: ზახარა Jul 28 2016, 12:26

არასამთავრებო ორგანიზაციამ მოამზადა ეს კანონპროექტი და გადასცა გარემოს დაცვის სამინისტროს განსალხიველად !!!


https://postimg.cc/image/heulubyfj/

https://postimg.cc/image/m20nw3lsf/

https://postimg.cc/image/vnu8cecy7/

https://postimg.cc/image/b4zc7bz0v/

https://postimg.cc/image/h76yxtngv/

https://postimg.cc/image/5w4b9gglr/

https://postimg.cc/image/d0m4ihnv3/

https://postimg.cc/image/5lwsq41zj/

https://postimg.cc/image/xnau3t79r/

https://postimg.cc/image/ye85nbz0v/

https://postimg.cc/image/5pv7k3wun/

https://postimg.cc/image/5r55diyof/

https://postimg.cc/image/5fnp0ri8f/

https://postimg.cc/image/sv5m641zj/

https://postimg.cc/image/6khr654pb/

https://postimg.cc/image/pquy9bl73/

https://postimg.cc/image/hze8arh1r/

https://postimg.cc/image/cchvdaej3/

https://postimg.cc/image/96x9n2vwv/

https://postimg.cc/image/wzb6ccnbj/


https://postimage.org/

პოსტის ავტორი: მალხაზი 1984 Jul 28 2016, 14:12

ეს რას ნიშნავს? ნახევრადავტომატები გადავადნოთ ლითონის საფანტად?

პოსტის ავტორი: ნუკრიMax Jul 28 2016, 15:16

მალხაზი 1984
მეგობრის თოფს ადნობ საფანტად, შენი თოფით ნადირობთ ორივე, ყველა ბედნიერია

პოსტის ავტორი: ჯოლა Jul 28 2016, 15:22

ეს არის კანონპროექტი, რომელიც მოამზადა არასამთავრობომ, რაც უფრო მკაცრი იქნება მონადირეების მიმართ, მით მეტ ქულებს დაიწერენ თავის დონორებთან. მოკლედ ეს პირველი რედაქციაა და ბევრ ცვლილებას განიცდის სანამ საბოლოოდ დაიხვეწება, გამოქთვით აზრი რას ემხრობით და რაა თქვენთვის მიუღებელი. იქნებ შევიტანოთ ჩვენი წვლილი სამომავლო საქმეში.

პოსტის ავტორი: მალხაზი 1984 Jul 28 2016, 15:32

სრული აბსურდია, გამოდის რომ მონადირეების 99%-ს გადასაყრელი გაუხდება იარაღი.

პოსტის ავტორი: ჯოლა Jul 28 2016, 15:33

მალხაზი 1984
ხოდა 99% განწირულია ეგ პუნქტი

პოსტის ავტორი: assassin29 Jul 28 2016, 18:20

რაო? ნახევრად ავტომატში 2 ვაზნაზე მეტი არ ჩადოთო? ვინ დაწერა იქნებ დამაკავშიროთ უნდა ვკითხო შიგ ხო არააქვს

პოსტის ავტორი: Gcckoka Jul 28 2016, 19:21

assassin29
ერთად ვკითხოთ წავიდეთ

პოსტის ავტორი: assassin29 Jul 28 2016, 19:39

Gcckoka
აუცილებლად საკითხავია ნებისმიერ ადგილას სადაც მჭიდის ტევადობაზე შეზღუდვაა, არი 3 ვაზნა და ამათ 2 საიდან მოიფიქრეს? რაღა აზრი აქვს ნაევრად ავტომატის ქონას?

პოსტის ავტორი: ქსოვრეთელი Jul 28 2016, 20:10

ეხლა დაიწყება მაზოხიზმი ეს ავკრძალოთ ის ავკრძალოთ დახ**ეტა შემოვიღოთ მონადირეების. იარაღის ტარება დაუშვან როგორც ამერიკის ზოგიერთ შტატშია მაგალითად ტეხასში შეუძლიათ? ყველაზე ლიბერალური იარაღის კანონები დაწერონ შეუძლიათ? ჩვენ უფლებებს რატო არავინ იცავს ვერგამიგია რაა...... ან რატო გვზღუდავენ ასე რამე საშიშროებას წარმოვადგენთ და არვიცი....

პოსტის ავტორი: ნუკრიMax Jul 28 2016, 20:21

ვაი და უის ძახილი არ არის გამოსავალი...
ეს არის პირვენდელი ვერსია ამ პროექტის, რომელიც აუცილებლად შეიცვლება.
სექტემბრისკენ იგეგმება შეხვედრა გარემოს დაცის სამინისტროსთან, უნდა იყოს ჩვენგან არგუმენტირებული პასუხები, თუ რატომ არ ვეთანხმებით, რითი უნდა ჩანაცვლდეს და რა უნდა გაკეთდეს კანონპროექტის დასახვეწად, რაც საბოლოო ჯამში არ დააზარალებს არც მონადირეს და არც ფლორა-ფაუნას, და რათქმაუნდა მოერგება ქართულ რეალობას...
თუ ვინმეს რამე გაქვთ სათქმელი, დავწეროთ და საბოლოო, შეჯამებულ პასუხებს მივაწვდით სამინისტროს და კანონპროექტის წარმომდგენ არასამთავრობო ორგანიზაციას...
როგორც ზემოთ ჯოლამ დაწერა, ჩვენი მომავალი ჩვენ უნდა შევქმნათ, თორემ ამ ქვეყანაში კაცი არ არის მონადირეების პატრონი, პირიქით რაც დრო გავა, მით მეტი ზეწოლა იქნება ცხოველთა დამცველი არასამთავრობო ორგანიზაციებისაგან

პოსტის ავტორი: ქსოვრეთელი Jul 28 2016, 20:58

რააზრიაქვს? კანონი იარაღის შეასახებ ხო დახატეს...... ეხლა კიდე მმართველები და ფედერაციები დაგვაჯდებიან კისერში ოხ ეს ფედერაცია......... ამ არასამთავრობო ორგანიზაციას სახელი აქვს? მშვენივრად ვხვდებით რას ემსახურება ეს ყველაფერი....

პოსტის ავტორი: dima71 Jul 28 2016, 22:45

საქართველოს მონადირეთა ფედერაცია!!!???... ვიღაცა ძალიან შრომობს და ძალ-ღონეს არ იშურებს კაი თბილი ადგილი რო მოიწყოს, მერე ალბათ ,, საპატიო" თვმჯდომარეს გაგვეჩითება ისეთი .. ცოტა ,,პოლიტიკური " შეფერილობის და ,,მიმართვით " რო გამოაგზავნიან, ეს უნდა იყოსო..!!! მდააა...

პოსტის ავტორი: ჯოლა Jul 28 2016, 22:56

ქსოვრეთელი
იარაღის შესახებ კანონი ადრე თუ გვიან მისაღები იყო, იქაც იყო შანსი დაგვეხვეწა , მაგრამ რადიკალიზმმა გამოგვრიცხა ამ პროცესიდან. ნელნელა უნდა შევეგუოთ რეგულაციებს, მაგრამ ეს რეგულაციები მორგებული უნდა იყოს ქართულ რეალობას. ხოდა ერთად ჩამოვყალიბდეთ, რა გვინდა, რა იქნება კარგი და რა ცუდი.

პოსტის ავტორი: dima71 Jul 28 2016, 23:03

და.. ვინ უნდა შექმნას ეს ფედერაცია?.. ან რა კრიტერიუმით უნდა შეირჩნენ ადამიანები ვინც ამას დააფუძნებენ?... ახლა გუგლში ჩავწერე და .. დარეგისტრირებულია ,, საქართველოს მონადირეთა და მეთევზეთა ფედერაცია"???.. წერეთელზეა 118_ში ...

პოსტის ავტორი: ჯოლა Jul 28 2016, 23:10

dima71
რაც კანონპროექტში წერია, განხილვას და დახვეწას საჭიროებს. იმის გამო გამოვფინეთ სააშკარაოზე, რომ ყველამ ნახოს და აზრი გამოთქვას. თუ ინერტულები ვიქნებით, პირველი სახე კანონად გადაიქცევა. თუ მოვინდომებთ ბევრი რამე შეიცვლება. მოკლედ, წავიკითხოთ გავიაზროთ და შევასწოროთ.

პოსტის ავტორი: dima71 Jul 28 2016, 23:17

ხო და .. მეც მაგიტომ გამიჩნდა კითხვები და ვსვამ,..კონსულტაციები დაწყებულია? ვინმე ,,ოჩოდან " იღებს მონაწილეობას რომ უფრო მეტი ინფორმაცია მივიღოთ? .. გეთანხმები რომ აქტიურობა საჭირო და აუცილებელია!!!

პოსტის ავტორი: ქსოვრეთელი Jul 28 2016, 23:43

რატო ? ლეგიტიმაცია რომ შევმატოთ ? და მონადირეებთან დიალოგის შედეგად მიღწეული კონსენსუსის ნაყოფი დავარქვათ ? ვის ჭირდება ეს კანონი ? ვისი ინიციატივაა ? ან ის სიმახინჯე იარაღის კანონი რატო უნდა მიეღოთ ? ჩაკვდა იარაღის სამყარო...... ან ყველა ფორუმი რატო ამტკიცებს ეს ასეა და სხვანაირად ვერიქნებაო ?


ძალიან მიყვარს ეს ფორუმი. წლები მაგრად ვერთობოდი აქ. ბევრი კარგი ადამიანი გავიცანი .....

ჯერ იარაღის კანონი მერე ეს ნადირობის კანონი.... ეს ყველაფერ არმომწონს უჩემოდ გააგრძელეთ. არმინდა ამ ყველაფრის შემადგენელი ნაწილი ვიყო, პროტესტი მიჩნდება. ყველას დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ყველაფრისთვის... ყველაფერ საუკეთესოს გისურვებთ.

პოსტის ავტორი: dima71 Jul 29 2016, 00:11

ნება თქვენია,.. როგორც ზემოთ ითქვა პროცესი დაწყებულია და პატარძალსაც არ აცდებაო და ამითომაცაა გამოტანილი საფიხვნოზე რომ ნაკლებად მტკივნეული იყოს!!

ბლექ -ხასან გვითხარ რამე...

პოსტის ავტორი: general Jul 29 2016, 09:55

ჩემი აზრი ასეთი: საერთოდ რაიმე კანონი ან კანონში ცვლილება რომ შედის რაიმე კვლევაზე ან ფაქტებზე უნდა იყოს დამყარებული, არავითარი კვლევა და მონიტორინგი არ ტარდება გარეულ ცხოველთა თუ ფრინველთა პოპულაციაზე საქართველოში. მეორე და ყველაზე მნიშვნელოვანი, კოორდინაცია და თანამშრომლობა არ მიმდინარეობს ამ სფეროსთან და მაშთან დაკავშირებულ შესაბამის ორგანიზაციებსა და კავშირებთან. მასზედ რომ ერთადფ ხდებოდეს ამა თუ იმ საკითხზე საერთო აზრის შეჯერება და შემდგომში მოქმედება შეთანხმებულად და არა ცალკეული ორგანიზაციებისა თუ კლუბების თავიანთი ნააზრევის თავზე მოხვევა. რამოდენიმე ქვეყნის მაგალითი ვიცი ყველა სტრუქტურა ვინც დაკავშირებულია ზემოთ აღნიშნულ თემასთან კოორდინირებულად მოქმედებენ, მაგალითად ფინეთში ვისაც ტყის მასივი ან სასოფლო სამეურნეო ან და სამონადირეო მეურნეობები აქვს არენდით აღებული (მათ შორის მიწის კერძო მესაკუთრეები) თანამშრომლობენ სამონადირეო და მეთევზეთა კლუბებთან , რათა გააკონტროლონ პოპულაციები და ბრაკონიერები, ამასთან გარემოსდაცვითი შესაბამისი სამსახური ავალდებულებს მათ ( შესაბამისი კანონით) ითანამშრომლონ აღნიშნულ კლუბებთან და კავშირებთან რაც მათ ინტერესშიც შედის. აგრეთვე არავის არ აქვს უფლება აუკრძალოს ნადირობა მონადირეს (თუ ეს ადგილი შედის სამონადირეო არეალში) იმის გამო რომ ის მისი საკუთრებაა. მეტიც სადაც დაცული ტერიტორიები და ეროვნული პარკებია არ იკრძალება გადამფრენ ფრინველზე ნადირობა (მაგალითად როგორც კოლხეთის ეეროვნული პარკია სხვა სახეობებზე ნადირობა აკრძალილია გარდა გადამფრენი ფრინველისა ან და გაზრდილი პოპულაციის ამოღებისა) ჩვენთან 90 % დაცულ ტერიტორიაში შეიყვანეს და აკრძალეს ყველაფერზე ნადირობა. ასე რომ ეს სხვადასხვა მიმართულებით მომუშავე მეწარმეები, ბიზნესმენები, გარემოსდამცველები, მონადირე-მეთევზეები და სხავა ყველა მოგებული და კმაყოფილი რჩება.

ჩემი აზრია: სანამ ყველა ამ თემასთან დაკავშირებული შესაბამის ორანიზაციები, კლუბები, შპს ები და ასე შმდეგ არ დასხდებიან ერთად და არ მოხდება ყველა საკითხების ერთობლივად გავხილვა და შეჯერება მანამდე მე პირადად არც ართ კანონს და ცვლილებას არ ვმხრობი ( მარტივი მიზეზის გამო რომ ის ვერანაირად ვერ იქნება ყველასთვის მისაღები და სწორი)

აქვე ღიად მოგახსენებთ თუ ეს ყველაფერი ასევე გაგრძელდა და ყველაფერზე ფაქტიურად აიკრძაკლა ნადირობა ( ეგრე გამოდის, იხვს აწი ეზოში თუ ვესვრი ჩავდებ ჩემს თოფუკაში ორ ვაზნას როგორც ზემოთ გვითითებენ და მიდი ) მე როგორც პოლიციელები და ჩინოვნიკები გავაპრავებ ნადირობებს ( რათქმაუნდა ყველაფერზე არა მე ჩემი მორა ლი და კოდექსი მაქვს სუ არ მინდა ამათი კანონი ისედაც ვიცი რას ვესროლო და რას არა ) და კი გავერთობი აბა... ochom-dagchipos.gif

პ.ს განა მაგაზეა მარა სადღაც მაგაზეც არის newsmile045.gif

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Jul 29 2016, 10:54

ციტატა(dima71 @ Jul 29 2016, 00:03) *
და.. ვინ უნდა შექმნას ეს ფედერაცია?.. ან რა კრიტერიუმით უნდა შეირჩნენ ადამიანები ვინც ამას დააფუძნებენ?... ახლა გუგლში ჩავწერე და .. დარეგისტრირებულია ,, საქართველოს მონადირეთა და მეთევზეთა ფედერაცია"???.. წერეთელზეა 118_ში ...


ნელნელა ვეცდები ყველას გავცე პასუხი. არსებული ფედერაცია არაფერი შუაშია რაც შეიქმნება იმასთან

ფედერაციას შექმნიან მონადირეები და არა სახელმწიფო.

პრინციპი იქნება ყველა კლუბს ეყოლება დელეგატი არჩევისას

ვინც კლუბის ან მსგავსი ორგანიზაციის წევრი არ არის შეუძლია დაესწროს როგორც საინიციატივო ფგუფის წარდგენილი წევრი. უფრო სწორედ 70-80% საინიციატივო ჯგუფის წარდგენილი იქნება

ყრილობა აირჩევს ფედერაციის თავმჯდონარეს და გამგეობას.

ანუ იქმნება სრულიად ახალი ორგანიზაცია, რომლის არჩევაშიც სახელმწიფო არ ერევა და სახელმწიფო აფინანსებს

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Jul 29 2016, 11:02

ციტატა(assassin29 @ Jul 28 2016, 19:20) *
ვინ დაწერა იქნებ დამაკავშიროთ უნდა ვკითხო შიგ ხო არააქვს


ეს დაწერა გერმანულმა ჯგუფმა, GIZ ის ხელშეწყობით. რაც შეეხება სურვილს კითხვის დასმაზე დააგვიანე. უკვე დავუსვით newsmile045.gif

ეს არის შავი ვერსია, ჩონჩხი. აქედან 80% პროცენტი პუნქტების შეიცვლება ან სახეს იცვლის. ან გაუქმდება

ჯერ სამინისტრო განიხილავს, სადაც იმმედია კომისიაში მეც ვიქნები

შემდეგ მონადირეთა ჯგუფებს წარუდგენენ. ყველა კლუბი იქნება ინფორმირებული, ასევე თუ ვინმეს საინიციატივო ჯგუფი წარადგენს.

და ბოლო ეტაპი პარლამენტია. აი მად კი არ ვიცი რა იქნება shiverr.gif

პოსტის ავტორი: assassin29 Jul 29 2016, 12:05

ციტატა(Chalimgela @ 29th July 2016 - 12:02) *
ეს დაწერა გერმანულმა ჯგუფმა, GIZ ის ხელშეწყობით. რაც შეეხება სურვილს კითხვის დასმაზე დააგვიანე. უკვე დავუსვით

მადლობა ჯიგრები ხართ D.gif small3d018.gif

პოსტის ავტორი: ნუკრიMax Jul 29 2016, 13:24

კონსულტაციები მიდის და რათქმაუნდა ოჩოდანაც არიან წარმომადგენლები.
დაახლოებით 20 კაცი იყო სხვადასხვა კლუბებიდან, აქედან სამი ოჩოპინტრეს წარმომადგენლები.

ქსოვრეთელი
შენ გგონია რომ ჩვენ მოგვწონს რაც ვითომ კანონად მოგვაწოდეს, მაგრამ ჩვენ არ ვიძახით, არ მომწონს და უჩემოდ გააგრძელეთო, პირიქით, მაქსიმალურად ჩართულები ვართ ამ პროცესში და დამერწმუნე, თუ არა ჩვენ, კანონს ადრე თუ გვიან მიიღებენ (მისაღებიცაა ნადირობის კანონი, თუ ცივილურ ქვეყანაზე გავქვს პრეტენზია) და უნდა დაიწეროს ისეთი კანონი, როგორიც მაქსიმალურად მორგებული იქნება ქართულ რეალობას. ამ სამომავლო საქმეში, თუ მონაწილეობა არ მიიღე და მაქსიმალურს არ მიაღწიე, მერე გვიან იქნება, ასე რომ ეხლა ერთად დგომა და გონივრული მოქმედებაა საჭირო!!!

პოსტის ავტორი: მალხაზი 1984 Jul 29 2016, 13:25

უპირველესი რაც ალბათ ყველას ცუდად მოხვდა გულზე ტყვიის შემცველი ვაზნებით ნადირობის აკრძალვაა...(რაც საქართველოში არსებული იარაღების ალბათ 99%-ის უფუნქციობას განაპირობებს). მეორე ნახევრადავტომატურ იარაღში ორზე მეტი ვაზნის არგამოყენება...(ამ შემთხვევაშიც ნახევრადავტომატების ფუნქციის სრული დაკარგვაა). ამ ორ საკითხზე მსჯელობაც კი არ უნდა იყოს და არც უნდა განიხილებოდეს. ეს ყველა მონადირეს უდიდეს მატერიალურ ზიანს მიაყენებს და ამას ყველა ორგანიზაცია და მთავრობაც უნდა ხვდებოდეს... დანარჩენზე კი მონადირეთა მონაწილეობით და აზრის გათვალისწინებით კიდევ შეიძლება მოხდეს რაღაც ცვლილებები...

პოსტის ავტორი: ნუკრიMax Jul 29 2016, 13:30

მალხაზი 1984

ვაზნების რაოდენობა და შემცველობა ნაკლებად მადარდებს, მაგ მუხლის გასვლის შანსი ფაქტიურად ნოლია.
კანონის დახვეწის და განახლების პროცესზე მაქსიმალური ყურადღებაა საჭირო, რამე არ გაგვეპაროს, თორემ ერთი თუ მოეწერა ხელი, მერე ძალიან ძნელი იქნება შეცვლა

პოსტის ავტორი: Ika Exs Jul 29 2016, 13:36

მალხაზი 1984

გეთანხმები

ამ ჯერ არ დამტკიცებული (განსახილველი) კანონის მიხედვით ნახევრადავტომატური ვისაც აქვს ფუნქციას დაკარგავს და იმპორტიც შეწყდება ეგეთი იარაღების საქართველოში. მოკლედ ჩამოვრჩებით იარაღის მრავალფეროვნებას და ინტერესსაც დაკარგავს ჩვენში ამა თუ იმ ბრენდების ინოვაციური საქონელი, რომლის ხილვითაც ეხლა ვტკბები და ვოცნებობ ყიდვაზე. ეს პირველ რიგში ამოსაღებია მაქედან და შემდეგ დანარჩენი კიდე რამოდენიმე პუნქტი. ხოლო ნადირობასთან დაკავშირებით კანონები აუცილებლად უნდა იყოს, ვეთანხმები თუ ცივილიზაციისკენ წინსვლა გვინდა.

პოსტის ავტორი: general Jul 29 2016, 14:54

მაგ გერმანელებს რო კითხავთ "შიგ ხო არა გაქვთო" მერე ისიც კითხეთ გერმანიაში მარტო ორლულიანებით ნადირობთთქო .... xexe.gif Shooting.gif

პოსტის ავტორი: ნუკრიMax Jul 29 2016, 16:49

გერმანიაში ფოლადის ტყვიებით ნადირობა ნებაყოფლობითია, და არა სავალდებულო... პლიუს ამას, ტყვია ძვირდება ფოლადის საფანტზე, მსგავსი ტყვია კარგია, ეკოლოგიურად სუფთა, შორს მიაქვს და სიზუსტეც მეტია, მაგრამ ყველა თოფზე არ არის გათვლილი, ასე რომ ჯერ ჯერობით დაძალება არ გამოუვათ...
ნახევრად ავტომატზე კი აფსურდია, მემგონი არცერთ ქვეყანაში 2 ტყვიის ლიმიტი არ არსებობს...
ან როგორ უნდა გააკონტროლო?
მძინარეს თუ წაგადგება გედეი მინდორში, ისიც ფეხზე უნდა გეძინოს და 5 ტყვია გედოს თოფში, თან ცალთვალა იყო და სულ მარცხნივ იყურებოდე newsmile05.gif

პოსტის ავტორი: dima71 Jul 29 2016, 17:56

ნუკრიMax
კანონის ეს ,,ჩერნავიკი" გასაგებია მაგრამ.. რა მაინტერესებს იცით? ... სექტემბერში თითოეულ პუნქტის გავლა- განშლა თქვენთან ერთად უნდა მოხდეს თუ ისე ,,გამოაცხობენ" და მერე ფაქტის წინაშე დაგაყენებენ?

პოსტის ავტორი: Gcckoka Jul 29 2016, 19:07

ნუკრიMax
კანადაში ლიკიტი არის 5 ტყვია და ყველა მჭიდს შურუპი აქვს გაყრილი როგორც ამ ვიდეოშია , ორ ტყვიას ნაღდად ვერ გააკონტროლებენ



პოსტის ავტორი: koba1973 Jul 29 2016, 20:38

ციტატა(Gcckoka @ 29th July 2016 - 21:07) *
კანადაში ლიკიტი არის 5 ტყვია და ყველა მჭიდს შურუპი აქვს გაყრილი როგორც ამ ვიდეოშია , ორ ტყვიას ნაღდად ვერ გააკონტროლებენ


ნამდვილად მასეა. vz858 რომ ვიყიდე ყველა მჭიდი მამოქლონებული(დაზაპლოპკებულ

რა ხდება?
ორჯერ ჩავასწორე და მაინც ნახევარი იპოსტება.

პოსტის ავტორი: ზახარა Jul 30 2016, 00:45

koba1973
სასვენ ნიშნებს და ასობს შორის დისტანცია დაიცავი თორემ ერთ სიტყვად აღიქვავს ფორუმი და გაწყვიტავს წინადადებას

პოსტის ავტორი: samsoni777 Jul 30 2016, 09:15

ციტატა(ნუკრიMax @ Jul 29 2016, 17:49) *
გერმანიაში ფოლადის ტყვიებით ნადირობა ნებაყოფლობითია, და არა სავალდებულო... პლიუს ამას, ტყვია ძვირდება ფოლადის საფანტზე, მსგავსი ტყვია კარგია, ეკოლოგიურად სუფთა, შორს მიაქვს და სიზუსტეც მეტია, მაგრამ ყველა თოფზე არ არის გათვლილი, ასე რომ ჯერ ჯერობით დაძალება არ გამოუვათ...
ნახევრად ავტომატზე კი აფსურდია, მემგონი არცერთ ქვეყანაში 2 ტყვიის ლიმიტი არ არსებობს...
ან როგორ უნდა გააკონტროლო?
მძინარეს თუ წაგადგება გედეი მინდორში, ისიც ფეხზე უნდა გეძინოს და 5 ტყვია გედოს თოფში, თან ცალთვალა იყო და სულ მარცხნივ იყურებოდე newsmile05.gif


უკრაინის კანონმდებლობით 3 ვაზნაზე მეტი არ შეიძლება, 1+2 ასე

პოსტის ავტორი: ნუკრიMax Jul 30 2016, 11:14

dima71
უჩვენოდ ვერაფერს იზავენ, წლებია უკვე, აიღებენ რაღაც მოდელს, გადმოაკოპირებენ, მერე აღმოჩნდება რომ ქართულ რეალობას ვერ ერგება და იმტვრევენ თავს იმის გამოსწორებაზე.
ერთადერთი ადამიანი, ვინც სწორი მიმართულება აიღო, ვახტანგ მჭედლიშვილი იყო, გადმოიღო ავსტრიული მოდელი და ნაბიჯ-ნაბიჯ უნდოდა ქართული მენტალობისთვის და რეალობისთვის მორგება, რათქმაუნდა მონადირეებთან კონსულტაციით და ერთობლივი მუშაობით, თუმცა ისე გაუხადეს საქმე, გოგალაძის მოადგილეობიდან სულ გააქციეს სამინისტროდან.
ამიტომ, სულ ერთიდაიგივეს მტკიცება გვიწევს, სანამ ნადირობა-თევზაობასთან ახლოს მყოფ ადამიანს არ ჩააბარებენ ამ კანონის დაწერას, მანამდე მუდმივი კონფლიქტი იქნება მონადირეებსა და სამინისტროს შორის

პოსტის ავტორი: dima71 Jul 31 2016, 00:11

wtfg.gif

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)