ადრე იყო გახსნილი ანალოგიური თემა მაგრამ ფიასკო განიცადა
რახან ისევ წამოიჭრა ამ პრობლემაზე ლაპარაკი არაშესაბამის თემაში ახალ თემას გავხსნი და აქ გააგრძელეთ საუბარი
ზახარა
მეგობრებო ერთი კითხვა მაქვს თქვენთან ...
ამ ბოლო დროს აღმოსავლეთ საქართველოში ყოველ-დღე თუ არა შიგადაშიგ ხდება მგლების შემოსევა , ხალხიც იხვეწება რომ შეიქმნას სამონადირეო ჯგუფი და უშველონ მათ . მიუხედავად იმისა რომ (რამდენადაც ვიცი) მგლებზე ნადირობა აკრძალულია , მოსახლეობის ასეთი სურვილის ყურადღებაში არ მიქცევა მგონი არასწორი იქნება , და მართლაც რომ შეგროვდეს ხალხი და წერილით რო მიმართონ სამინისტროს , დაბრო -ს არ მოგვცემენ ?
მონადირეებისთვისაც კაი იქნება (ცოტა ექსტრიმ . ცოტა ადრენალინ) მოსახლებასაც გადაარჩენთ შემდგომი ცხ**ის ფარის გაწყვეტისაგან ...
თქვენი აზრი მაინტერესებს ამასთან დაკავშირებით ...
(ნადირობისგან ცოტა შორს ვდგევარ , ამიტომ გამოუცდელი ვარ . და ალბათ სულელური კითხვაც დავსვი)
ალთაზარ
ეს ძველი ანეგდოტია.........
დიდი ხანია მაგას ვყვებით, მაგრამ შედეგი 0
ალთაზარ
იცი რამდენი მონადირეები არიან აღმოსავლეთ საქართველოში ?? ეტყობა დრო არ აქვთ
მგელზე ნადორიბას დრო უნდა და ბუნებრივი პირობები !!
როცა მოსახლეობას თავს ესხმიან არაფერი არ არის აკრძალული !!
ამ პერიოდისთვის მგელს ჩასაფრებით თუ მოინადირებ ცოცხალ სატყუარაზე ან შემომავალ ბილიკებზე ტროსებს ან ხაფანგს თუ დაუგებ
ამ სიცხეში და უხილავ რელიეფზე მდევრებით და მორეკვით მაგარი გამართლება იქნება რამე მოუხერხო მგლებს
ნუკრიMax
ზახარა
გასაგებია უფროსებო
ალთაზარ
სამწუხაროდ ესეა
ადგილობრივ მონადირეებისთვის უფრო მარტივია ამ საქმის მოგვარება ვიდრე აქედან შეკრებილ მონადირეების ჯგუფისთვის
როდესაც დასავლეთში მონადირეებს არ ცალიათ, საქონლის შიგანს წამლავენ და ტყის პირებში მოყრიან ხოლმე - შედეგად რამოდენიმე მგელი იბრიდება! და ასე პერიოდულად!
"ჟესტოკო - ნო გუმანნო"
ოხ ეს მაიმუნი მგლები რაღაცა უნდა მოუხერხოთ მარა ვინ გვაძლევს მაგის უფლებას.
ველისციხეს მგლები შეესია
http://www.myvideo.ge/?act=dvr&chan=imedi
დრო-14:37.
http://info9.ge/?l=G&m=1000&id=10849
საკრებულომ ტყვია წამალი არ მისცა თორემმმმ.......
გადამრევს ეს ხალხი
ვისაც მოკვლა უნდა ადგება და მოკლავს. მგელმა 5 ცხვარი შემიჭამოს, გამგეობამ ნებართვა მომცეს და კიდევ იმის ტყვიას დაველოდო? უმაქნისი ხალხია, თორემ ლარნახევარს გავიმეტბდი როგორმე.
17 ათასი სესხი აიღო და ტყვიის ფული სად დარჩებდა : )))))))
darcho
აბა 17 ათასს 3 ბატკნთ ისტუმრებდა?
კაროჩე მგონი მაგას 1 თვის პროცენტის პატიება უნდოდა რააა
მაგარი უმაქნისი ხალხი ჩანან თორე ტყვია რაღა პრობლემაა.
მთავრობას უნდათ რამე გამოსტყუონ რამე ანზღაურების პონტში თორე თვითონაც კარგად უსწორდებიან შემოტევებს
რა დაიხვიეთ ეს ტყვია კაცო!თუ მართლა მგელი იყო არ ჯობია იმ მგლების ნაგლობაზე ვილაპარაკოთ ვიდრე იმაზე რომ ადამიანმა ვერ ილაპარაკა კარგად და იბრუტუნა რაცხები
sabo73
სერიოზულად ვამბობ!და ნაგლობაში მის სოფლად ჩამოსვლას ვგულისხმობ!!
T A M P L I E R
აა ქალაქში უნდა ჩამოსულიყო ხო ?
ნაგლი რომაა მგელი კი ვიცი, მარააა ის რომ უფრო ნაგლი და ჯიუტია ვინც ამტკიცებს მგელი საჭირო და კარგიაო მაგაზე მეშლება ნერვები. ერთი ჭკვიანი კაცი არ გამოჩნდა სამინისტროში სამი თუ ოთხი მთავრობის მანძილზე?
მთელი ზაფხული და შემოდგომა სამსახურიდან მაგ ტერიტორიებზე გავატარე, დილის 10 საათზეც მინახავს მგელი შატო "მერე"-სთან ტრასაზე მოსეირნე, ერთერთი სახლის ეზოდან გადმოხტა, სანამ თელავისკენ დაუხვევს გზა ფერდობებზე დიდი მდელოები როა მანდაც შევხვედრივარ 5-6 ხროვებს, საკმაოდ მოზრდილი ეგზემპლიარები იყვნენ თან.
ჩემ თანამშრომელს 5 მეტრში წამოუხტნენ განაბულები, ტიპი ისე გამოიქცა მანქანა იქ დატოვა ჩაჯდომაც ვერ მოიფიქრა შიგ.
ასე რომ კაცზე მეტი მგელია უკვე საქართველოში, ტურაზე ხო აღარაფერს ვამბობ.
ადგილობრივებს არ ეზარებათ ნადირობა მაგრამ მასიურად თუ არ მოხდა გაჟლეტა მგლის და ტურის ისევ გააგრძელებენ შემოსევებს სოფლებზეც და ქალაქებზეც
3 მგელის გამო მთავრობა სთხოვენ დახმარებას??? თვითონ კიდე არაფრის გაკეთება არ უნდათ, 17 ათასის საქონელი თუ ყავს 2-3 ძაღლის ყოლა რაღაა?? მარა არ უნდათ ზედმეტი ხარჯების გაღება.
სოფელში ძროხა რო ღამე გარეთ დამრჩებოდა, ღამეს ვათევდით ხოლმე დიდ ცეცხლს ვანთებდით და რამოდენიმეჯერ ჰაერშიც ვისროდით.
ხო, მაგრამ ეგენი იძახიან, ეგერ არი ასანთი და გინდა ცეცხლი დაუნთეთ და რაც გინდა ის გიქნიათო....
მგელი იმ შემთხევაშია კარგი თუ ხელოვნურად რეგურირდება. თითო ოროლა მგელი ყველა ტყეში საჭიროა და კარგი. მარა როცა სიგირატის საყიდლად შიგ ქალაქის ცეტრში ჩამოდის და ზემოდან ჩლიქოსნებს არ ძალავს გარმავლების საშულაებას, უნდა შემცირდეს ხელოვნურად.
პირადად დიდ პატივს ვცემ მგელს როგორც ცხოველს და როგორც სიმბოლოს მაგრამ ასე თავხედური გამოხტომებიც ძირშივე უნდა მოისპოს, თანც ჩლიქოსნების რაოდენობა ჩვენ ტყეებში ისედაც მცირეა.
უმარავი მგლის დაცვის ორგანიზაციაა ევროპაში (სადაც მგელი პრაქიკულად აღარ არის) ისინიც სავრაუდოთ რეკომადაციევს უწევენ ჩვენ პოლიტიკოსებს, არადა მგელი ტყის სანიტარი მაშინ არის როცა მათი პროცენტულობა გაცილებით ცოტაა ბალახის მჭამელებზე. მაშინ მგელი მართლაც დადებით როლს თამაშობს ტყის ბიორითშმი.
ჭალიმგელა
აქ უკვე საკმარისზე მეტი მგელია მითუმეტეს სანიტარია მარა ძაან გამრავლდენ და მემგონი მაგათი მინიმუმამდე დაყვანა არ იქნებოდა ურიგო.
ნადირობა თევზაობის მე-7 ნომერში წერია უცხოელი მონადირის სტუმრობაზე საქართველოში.
კერძო მეურნეობაში სანადიროდ წაუყვანიათ და ყველაზე მეტად იცით რამ გაახარა?
არც მეტი, არც ნაკლები, ტურის მონადირებამ.....
კაცს რომელსაც მსოფლიო მოვლილი აქვს, ტურა არ ყავდა მოკლული, იმიტომ რომ ყველა ქვეყანაში ტურის და ძაღლისებრთა ოჯახის მტაცებლები მინიმუმამდეა შემცირებული, ზოგგან კი საერთოდ გაწყვეტილი.....
დასკვნა- გვჭირდება ჩვენ ტურა და მაგისთანები?
ტურების მომრავლებაში თუ ვინმეს ეჭვი ეპარება გავიდნენ საღამო ხანს თბილისის შემოგარენში და მოუსმინონ როგორ გაჰკივიან რამოდენიმე ადგილზე .ან არადა შადშან ტელევიზიამ გააშუქა მარნეულის საავადმყოფოს ეზოში როგორ დაკმინა ტურამ ექთანი ვაჟაფშაველაზე კი ხორცის მაღაზიაში შევიდა ვითომ ბუნების დამცველები მივიდნენ დაიჭირეს და ისევ ტყეში გაუშვეს. სანამ ქვეყნის პირველი პირი არ იქნება სულით მონადირე მანამ ამ საქმეს არაფერი ეშველება.მჟავანაძის დროს სულ სხვა მიდგომა იყო და კიდეც იყო ნადირობა რა თქმა უნდა ჩვენც ჩვენი წვლილი უნდა შევიტანოთ და სადაც წავეწევით ნებისმიერი ხერხით უნდა ვებრძოლოთ მტაცებლებს მათ შორის ორფეხებსაც.ასეთია ჩქიმი უბეჟდენია.
ჩემი აზრით საქართველოში ტურები და მგლები მინიმუმ ათი წელი საერთოდ არ უნდა გაჭაჭანდნენ, რა გაამრავლებს ხოხობს და ირემს ამათ ხელში
მერე გავუშვათ ერთი კაცი პოლიტიკაში ამდენი ვართ
ისე მგელი კი არა გუდიანი კაცი რომ იყოს არ მიმაჩნია სწორად გამრავლების პერიოდში ნადირობა. დასაყრელი თუნდაც ტურის მოკვლა არ ჯდება ეთიკის ნორმებში, ია ტაკ დუმაიუ
გამრავუდილების პერიოდში ვინც თოფს ესვრის გინდაც ტურა კიარადა რაც არ უნდა იყოს არ ჯდება არანაირ ჩარჩოში ტაკ შტო ყველაფერს თავისი დრო აქ
თუ შედეგზე ხარ ორიენტირებული გამრავლების პერიოდი ნამდვილად არ არის თავშეკავების მოტივაცია. არ მესმის, თუ პოპულაციის შემცირებას მიზნობრივი ხასიათი აქვს, რა შუაშია გამრავლების პერიოდში თავის შეკავება ან ეთიკა
დასახულია მიზანი რომ უნდა შევამციროთ კონკრეტული სახეობა, გაბრავლების პერიოდში უფრო ინტენსიურ შედეგებს მივიღებთ ვიდრე სხვა პერიოდებში და რატომ უნდა გავუშვა მაკე ტურა და მერე ვსდიო 10 ტურას ცალცალკე
თუ დასახულია კონკრეტული მიზანი, დაივიწყეთ ეთიკა, თუარადა საერთოდ ნუღარ მოიაზრებთ ტურაზე ნადირობას, ამოღების ასპეკტში
მიზანი საშუალებას ამართლებსო თქვა მაკიაველმა მაგრამ არ უნდა ყოფილიყო მაინცდამაინც მისაბაძი ადამიანი. მე მიმაჩნია რომ მონადირე მართალი კაცი უნდა იყოს. მართალი დედაბუნებასთან, მაგრამ ძუძუმწოვარა არსებების დახოცვა არ მიმაჩნია სწორად და იავიცი. პატივისცემას იმსახურებს ყველა არსება.
არავის ქმედებას შევურაცყოფ, უბრალოდ ჩემ აზრს ვამბობ, შეიძლება ვცდები კიდეც.
nik@a
გასაგებია შენი აზრი და პატივსაც ვცემ. რათქმაუნდა არც ჟლეტვაზეა საუბარი და არც არაეთიკურ საქციელზე. ეგ არავის სიამოვნებს თუ სადისტი არ არის ბუნებით. საუბარი სხვა რამეზეა. თუ დედაბუნებას პატივ ცემ..როგორც ზემოთ აღნიშნე.. ტურა ისე მომრავლდა..რომ საკმაოდ დიდ ზიანს აყენებს სწორედ მაგ დედაბუნებას. ავსტრალიაში კურდღლები და კენგურუები აყენებენ ზიანს. ევროპაში ირმები და ა..შ.. ადამიანმა..ყველგან მიცა თავს უფლება..ჩარეულიყო მაგ პროცესებში და ხელოვნურად დაერეგულირებინა. ჩვენთანაც ეგ არის გასაკეთებელი მაგრამ აგვიანებს(მე პირადად მესმის რატომაც)უბრალოდ ერთი რამე მაკვირვებს. განსაკუთრებული აღფრთოვანებით რომ იხსენიებენ ხოლმე კომუნისტების წარმატებებს. ეგენი ეგრე არ ებრძოდნენ?... რატომ არის იმათი ნამოქმედარი წარმატება და ეხლა იგივეს კეთება სადიზმი?.. ეგ ერთი. მეორეც. თუ მართლა ზედმეტის ამოღებაზეა საუბარი... რატომ უნდა ვაცადოთ გამრავლება და მერე ბევრის ვდიოთ?.. გასაგებია..რომ შვილებიან არსებას ვერცერთი ნორმალური ადამიანი ვერ მოკლავს..მაგრამ სექსის დროს რომ მივადუღოთ ერთმანეთს რამე დაშავდება ვითომ?.. გამრავლების პერიოდს..სასაგებლოს აცდიან და არა მავნებელს. ამიტომ სულაც არ არის საჭირო..ზედმეტი დრამატიზმი და შვილებზე გადაფოფრილი ტურის აღწერა საჭირო...რომელსაც ბოროტი მონადირე თოფს უმიზნებს. არც მე ვაპირებ შვილებიანი დედის მოკვლას. რასაც..ის წარმატებული კომუნისტები..საკმაოდ წარმატებით აკეთებდნენ სხვათაშორის.
როცა სარეველა დამწიფდება და თესლს დაჰყრის და მერე მოსპობ ეგ უკვე თითქმის ფუჭი შრომად მიმაჩნია...
თუ გამიზნული გაქვს ამა თუ იმ კულტურის აყვავება!
ჩვენ ყველანი ბუნების შვილები ვართ და მაქსიმალურად ვცდილობთ ბუნებას არ დავშორდეთ(ადამიანთა 90% ბუნებასთან დაშორებულია ყველანაირ ასპექტში)
ესეც ხომ ბუნების კანონია გაიმარჯვოს ძლიერმა ხოდა ძლიერი ჩვენთან მგელია და ანადგურებს შესაბამისად ყველაფერს...
მე გეთანხმები:
Davitus
,,თუ დასახულია კონკრეტული მიზანი, დაივიწყეთ ეთიკა, თუარადა საერთოდ ნუღარ მოიაზრებთ ტურაზე ნადირობას, ამოღების ასპეკტში,,
Davitus
+1000000
შარსან კაი ბლომად გავჟუჟე, სოფელში სავსეა მოსახლეობაში ტურების ხროვებია, არც ვინდობ და არც დავინდობ ვისაც უნდა იმას ეწყინოს ნამდვილად არ ვეკითხები ჭკუას ჰალსტუხიან პეპელას კანონს რო მიდგენს და ტყეში რო ფეხი არ აქვს დანადგავი, ვერასოდეს გავუგებ იმ ონადირეს ვინც არაფერს აკეტებს ბუნების გადასარჩენად და მიზეზად აკრზალვა მოაქვს არადა ხოხობზე და კურდრელზე სიამოვნებით ინადირებს აკრძალვის მიუხედავად, ასე რომ ჩვენზე უკეთ არავის შეტკივა გული და არ იცის რა დრეშია ჩვენი ქვეყნის ბუნება, მგლებს და ტურებს მივყავართ, შემირცხვენია ის ქართველი ვისაც ტურების და მგლების ყმუილი ურჩევნია ირმის ყვირილს და ხოხბის ყივილს
ჩვენტან ისეთი სავალალო მდგომარეობაა ნამდვილად არ გვაქვს იმის ფუფუნება გულკეთილობაზე ვისაუბროთ ტურებს გამრავლება ვაცადოტ და მერე ვინადიროთ, მასე საერტო მიზანს რაც ტურის პოპულაციის შემცირებას ემსახურება ნამდვილად ვერ მივაღწევთ ეგ გამორიცხულია, რა მაინტერესებს, მაკეკურდღელს რო ნახავთ შეჭმულს და ხოხბის ბუდეში შეჭმულ კვერცხებს ამაზე არ შეგტკივათ გული არავის?
მოდით ერთ რამეს გეტყვით რა ხდება სოფელში გამრავლების პერიოდში იმერეთში ამ პერიოდში ტყეში სოდფლიდან მოშორებით ტურა ფაქტიურად არ არსებობს, ამ დროს ტურა გადმოდის მოსახლეობაში ვინც ყოფილხართ იმერულ სოფლებში შეხვდებით და ნახავთ სიმინდის ყანები სახლის უკან აქვთ ხალხს და ტურასაც მეტი რა უნდა დაიდებს ბინას სახლტან ახლოს და და მშვენივრად ზრდის ტავის ნაშიერებს შინაური ფრინველით, ამ პერიოდში ის ფაქტიურად სოფელში ადამიანის გვერდით ცხოვრობს, მიტოვებულ ეზოებში სიმინდის ყანებში სადაც მათი მოხელტება ფაქტიურად შეუძლებელია
ეს საკითხი ცოტა მძაფრად უნდა დავაყნოთ შესაბამისი სამინისტროს წინაშე რომ ბუნებიდან ამოღებულ იყოს ეს მართლაც მავნებელები ტურა და მგელი ...... განსაკუთრებით ტურას უნდა შეეხოს ეს საკითხი მთელი წლის განმავლობაში.......სამწუხაროა რომ გარკვეული ფრინველთა სახეობა ამ მავნებლის აქტიურობით საერთოდ გადაშენდა ან და ძალიან მცირედი თუ შემორჩა მხოლოდ..........
OQRO444
მთლად განადგურება არანაირად არ შეიძლება, არსებობს ნორმები რომელიც უნდა გათვალისწინებული იქნას...
ნორმებს ადგენს შესაბამისი სტრუქტურის წარმომადგენლები, უნდა მოხდეს რაოდენობის დადგენა და მიგრაციის შესწავლა, რომელსაც დიდი შრომა სჭირდება ანუ ფაქტიურად არ უნდა ეძინოს წარმომადგენელ ოფიცრებს...
რა თქმა უნდა ადგილის მკვიდრ მონადირეების დახმარებით!
მაქსიმუმ ერთი წლის თავდაუზოგავი შრომის შედეგი ნაყოფს გამოიღებს და შემდეგი წლები უფრო გაადვილებულ და კულტურულ სახეს მიიღებს მავნებლებთან ბრძოლაში.
შემდეგ წლებში უკვე გათვალისწინებული იქნება მათზე ნადირობის სეზონიც...
ლეონ-ბლექი
შენ თუ მკაცრად გესმის იმას არ ნიშნავს რომ მკაცრია!
მაშIნ დავანებებ თავს როცა შენ გათეთრდები
თქვენ უფრო იცით ბატონებო, მეტი გიცხოვრიათ და მეტი გამოცდილება გაქვთ. ორი, სამი წელია ვნადირობ ტურებზე, მაგრამ თებერვლის ბოლოს უკვე ვეთიშები სასტავს, რომლებიც აგრძელებენ ნადირობას.
100 მონადირეს რომ კითხო ყველა მათგანი იტყვის, რომ ტურა ამოსაღებია, მაგრამ 5 % იც არ დადის სპეციალურად სანადიროდ. ვინც ამ თემაზე საუბრობს ყველამ რომ თავის წვლილი შეიტანოს მაკე ცხოველის მოკვლა საჭირო არ გახდება. მარტო ლაპარაკი და წერა არ კმარა.
რა ეღირსათ ეგ ტურებს?
მგლების შემოსევაა თუ ტურების ვერ გავიგე?
გუშინ ღამემდე მოგვიხდა სანადიროდ დარჩენა. ზედ ჩვენი სოფლის შესასვლელთან არ შეგვხვდნენ ეგ უნამუსო ტურები?
ხოდა გაიმართა ტურებზე ნადირობა ჰოლივუდურ ბოევიკებში როა ეგრე. 2 ტურა ჩაბარდა პატრონს. 1 გაიქცა. ისე მაგასაც ქონია თავის მუღამი. ბიჭები ვაპირებთ ამ დღეებში პროჟექტორით ტურაზე ნადირობას
იმედია ბრაკონიერობას არ დამწამებთ
assassin29
მე მჯერა თქვენი, მაგრამ ის პირი, რომელსაც ბრაკონიერის დევნა ევალება, დამიჯერე რომ, შუა ღამეს, წვალებით დევნისას რომ დაგიჭერს, უი თქვენ ტურებზე ნადირობთ და კარგი ბიჭები ხართო არ გეტყვით, სავსებით სამართლიანად ჩამოგართმევენ ფარსაც და დაგიწერენ ჯარიმასაც.
არიან აქ მაგ სფეროს წარმომადგენლები და დაადასტურებენ ჩემს ნათქვამს.
მე ნამდვილად არ მაქვს არანაირი პრეტენზია, მაგრამ არც პროპაგანდას არ გავუწევ ფარით ნადირობას ნებისმიერ ინდივიდზე.
და არც იმის ილუზია ქონდეს ვინმეს, რომ სულ რომ ამოღების პროპაგანდა წავიდეს, ფარით ნადირობას მაინც არ დაუშვებენ
აბა სად ვდიოთ მაგ ოხრებს? თუ პოპულაციის შემცირება გვინდა ერთი ორი სარეკი უშველის მაგას?
ხო მართლა ურწმუნო თომების გასაგონად. ბევრს არ აქვს კურდღელზე ნადირობის იმდენი შანსი რამდენიც მე. ჯერ არ ჩავსულვარ ჩემ ნაკვეთში ისე რომ არ შემხვდედროდეს. არ ვკლავ. არა იმიტო რომ რომელიმე მონადირე გამაკრიტიკებს, უბრალოდ არ მიზიდავს ნადირობის ეს ობიექტი. რაც შეეხება ჩემს ზემოთ გამოთქმულ მოსაზრებას. არ ვეწევი ბრაკონიერობის პროპაგანდას. უბრალოდ მეც როგორც ერთ რიგით მონადირეს და ბუნების მოყვარულს მაღელვებს ჩვენი სანადირო სავარგულების სავალალო მდგომარეობა და მინდა ჩემი მოკრძალებული წვლილი შევიტანო მავნებლებთან ბრძოლაში. ეხლა მსჯელობის მაგივრად მგონია რომ მოქმედების დრო უფროა. მითუმეტეს რომ პრეცენდენტები მავნებლებთან ბრძოლაში სხვადასხვა ქვეყნებში საკმარისზე მეტია. (ნახეთ ბატონი ოთარ ლომთაძის წიგნში "ბუნება და ნადირობა")
assassin29
მოკლული ტურების სურათები დადე და ათვლა დაიწყე, აფიშირებას ნუ აკეთებ და რა მეთოდით მოკლავ არავინ ჩაგეძიება, ჩვენგან და საზოგადოებისგან უფლებას ნუ ითხოვ, ყველა გაგაკრიტიკებს ფარით ნადირობაზე და აღარ არის ამდენი ლაპარაკი საჭირო.
პატივისცემით...
Davitus
ხო მარტლა მოკლული მავნებლების სურატები რო დავდო ხოლმე პრობლემა ხო არ იქნება?
ახლა ვუსმინე ტელევიზორში, რაჭაში დათვებიც მგლებივით თავს ესხმიან სახლებს და იტაცებენ პირუტყვს
ბოლოს კლუბმა გადაწყვიტა რომ დაიდოს მტაცებლებზე ნადირობის სურათები, როგორც მახსოვს. შესაბამისი თემაც არსებობს, თუ მოვძებნე დავლინკავ.
იმედია მიაღწევს ეს ინპორმაცია საჭირო ორგანოების ყურამდე ძალიან საჭირო თემაა
ისე როგორც მოადირეს მგლის მოკვლა არანაირ სიამოვნებას არ მომანიჭებს მაგრამ რა ვუყოთ რომ აუცილებელია
ხო მართლა რა რეგულირება ხორციელდება ვერ გავიგე ერთი რეიდი მაინც თუ ჩაუტარებიათ?
სიღნაღის რაიონში, მონადირეთა ჯგუფი ჩამოვაყალიბეთ ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მეშვეობით, მსგავსი ფაქტების შემდგომ რეაგირებისთვის.სიღნაღთან ახლოს ბროწლიაანში ხროვა შევარდა სახში და თერთმეტი სული ამოუწყვიტა კაცს. ჩავედით და რეაგირება მოვახდინეთ მაგრამ დიდი ტვინის ტყ...ის ხარჯზე, სანამ გამგეობასთან შეთანხმდებოდა. იმის მერე ბევრჯელ განმეორდა მსგავსი სიტუაცია, მაგრამ აღარავის მოუმართვს ჩვენთვის იმიტო რო სუ არ აინტერებთ ხალხი. იმის ნაცვლად რო პრემიებით ახალისებდნენ ხალხს მავნებლების ამოღებაზე, აქეთ ჯარიმებს წერენ პრემიას ვინ ჩივის.
აი გე ვიდეო სიფათშI უნდა გაარტყა ჩვენ გარემოს დაცვის მინისტრს, რატო ეს დედა ნატირები მაინდამაინც სანამ მოსახლეობას არ აზარალებს იქმადე არ უნდა მოხდეს მაგათი დახოცვა, ჯარიმების წერის მაგივრად მოგვცეს ლივენზიები და აღარ დაჭირდებათ ეგ საგანგებოა რაზმების შექმნა და ზედმეტი ხარჯების გაღEბა ჩევნი ხარჯებით მივხედავთ მაგ საქმეს, არა რა სუ უფრო და უფრო ვრწმუნდები რო არაფერი გვეშველება
ams
ლიცენზია არა აქეთ უნდა წაახალისონ ხალხი თორე სულ 5 ლარიც რომ ღირდეს ასი კაციდან 90 არ აიღებს, თან ვის ეხალისება ტყე ტყე წანწალი მგლის მოსაკლავად?
assassin29
მე მეხალისება დიდი სიამოვნებით ვივლი არ მინდა მაგათი წახალისება პროსტა ლიცენზიები გასცენ დიდი სიამოვნებით ამოვიღებ მტაცებლებს ბუნებიდან
ams
ვერ ამოიღებ, ცუდად არ გამიგო. ისეთ ხალხს წერია თავის წიგნებში მგელზე ნადირობა დიდ გამოცდილებას მოითხოვსოო, სახიფათოაო
ესეც მგლების ნამოქმედარი. სანამ პრემიერს არ უკბენს მანამდე არ დართავენ ნადირობას?
http://postimage.org/
ჭალიმგელა
წააქეზეს მურია და შეაჭამეს მგლებსაო. ხალხური
წავაქეზოთ მგლები და იქნებ მართლა უკბინოს პრემიერს თუ არა გარემოს დაცვის მინისტრის მაინც. საცოდავი მურია :(
ჭალიმგელა
რა იცი რისი/ვისი ნამოქმედარია? თუ შაურმის პონტია?
მეც ეგ ვიფიქრე ბიჯო. რამდენი ესეთ სურათს ვნახავ სულ ის მახსენდება სად შაურმა მიჭამია და გულ-მუცელი მერევა.
მდააა! ხაში არ ყვარებიათ ნუპაგაძებს, თავ ფეხი დაუტოვიათ, მალე ალბატ ხალხს დაუწყებენ ჭამას!
ძალიან მარტივად უნდა გადავწყვიტოთ ეგ ამბავი. ყველას შეგვიძლია(ერთადაც ჯგუფით) წავიდეთ და დავხოცოთ მტაცებელი, ეს არის პროტესტის და გამოსავალის ყველაზე კარგი ფორმა.(ეს ჩემი აზრია) გვაჯარიმონ მერე ამდენი ხალხი. სხვანაირად წყლის ნაყვა გამოდის. ატყდება მერე ეთი ამბავი ტელევიზიები, გაზეთები როგორც ხდება ხოლმე და მივლენ მერე რაგაც ლოგიკურ დასკვნამდე !
დაუდეთ ეხლა ეს სურათი, ვითომ ვაი ბუნების დამცველებს და რას იტყვიან ვნახოთ.
კიდეც რო დართონ და თუ ოდნავ ჭკუა აქვთ უნდა დართონ მტაცებლებზე ნადირობა ეგრე ადვილი არ არის მგლის მოპოვება მთელი ჩემი ცხოვრება ნადირზე ვნადირობ და მე პირადად ერთი მგელი მყავს მოპოვებული ჩვენს სამეგობროში მთელი ამ წლების განმავლობაში იმ წლების ჩათვლით როცა პრემიებს იძლეოდნენ 6 ისე რომ სერიოზული ღონისძიებაა ჩასატარებელი ესენი კი კრძალავენ....?
ხოო..მგლების ნასუფრალიდან დარჩენიილი ნარჩენებიც დავუყაროთ მთავარ შესასვლელში.
თბილიში ითხოვენ ჩაწერას
http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/278354-sofel-dighomshi-mashvelebma-mgeli-mokles.html
სანამ ეგ გაუგებარი წარმოშობის ვაი დამცველები და გრანტიჭამია ორგანიზაციები რქებით აწვებიან , სამინისტრო ვერაფერს გააკეთებს
მე ერთ გამოსავალს ვხედავ ამ საქმეში : თვითონ მოსახლეობამ უნდა იაქტიუროს მაქსიმალურად და არ უნდა დაეზაროთ უფიაციალური საჩივრის დაწერა(ადგილობრივ მართველობებში) !! როცა სტატისტიკა პიკს მიაღწევს , რაც ძალიან მალე მოხდება ყველამ ეგრე რომ გააკეთოს , მიხვდებიან რომ სოფელთან განადგურებას შედეგი არ მოაქვს და იძულებელი იქნებიან რამე ზომებს მიმართონ !!! თუ პასუხს მოთხოვენ ის კონტიგენტი ვინც ბუნებას ოთახიდან და ინტერნეტით იცავს , დაუდებენ სტატისტიკას და ენას ჩაგდებინებენ !!!
ბოლობოლო 21 საუკუნეა პრეტენზიები გვაქვს ქვეყანას რაღაც რაღაცეებზე და მტაცებლებმა ისედაც კლებაში წასული ერი არ უნდა დააზარალოს ყვალანაირი გაგებით , ეს ადამიანზე თავდასხმა იქნება თუ ოჯახის შემოსავლის განადგურება.....
მე პირადათ საერთოდ არ მსიამოვნებს მგლის მოკვლა . კარგი იქნება საერთოდ არ იყოს მგელზე ლაპარაკი ... მთავარია იყვნენ იმ რაოდენობით სხვა კეთილშობილ ინდივედების პოპულაციას ხელი რომ არ შეეშალოს !!
სამინისტროზეა მიწოლა საჭირო. დაანებონ თავი ხალხის დაჯარიმებას მგლის და ტურის მოკვლაზე. თვითონ არაფერს აკეთებენ და სხვებსაც უკრძალავენ. შედეგებზეც ეგენი უნდა აგებდნენ პასუხს. ხოდა მოსათხოვია. აკრძალული წინა მთავრობის დროსაც იყო..მაგრამ არავინ არ დაუჯარიმებიათ არასდროს ეგეთ რამეზე. მიუხედავად რაღაც კონვენციებზე ხელმოწერის გამო ვერ უშვებდნენ თავისუფალ ნადირობას... იმას მაინც ხვდებოდნენ..რომ ეგენი მავნებლები იყვნენ და არავის აჯარიმებდნენ.
http://www.cp.ge/ge/statiacci.php?ID=14980
აჰა აბა ამათ კომენტარებს უყურეთ სად დაფრინავენ )))))) რომელ მტაცებელზე ნადირობის დაშვებაზე იქნება ლაპარაკი , სანამ ესენი სამინისტროსთან არიან ჩასაფრებულები ))))))))
http://news.ge/ge/news/story/86135-did-dighomshi-meore-mgeli-mokles?fb_action_ids=757377100959719&fb_action_types=og.comments
მაგათ ლოდინს აზრი არ აქვს , როდის რას დაუშვებენ ნადირობას, ამას ისევ იმ სოფლის მოსახლეობა თუ უშველის და ჩვენ უნდა დავირაზმოთ და ვიაროთ და გავანადგუროთ მტაცებლები.
კიდე იტყვიან მგელი ტყის სანიტარიაო
ნეტა რას ამბობს ეფენდი.
მაიცა ერ გავიგე. ის 4 მგლები არიან და ძაღლი შეჭამეს?.. რაღაცა მეპატარავენ მგლის კვალობაზე.
დიახ ლევან სამი მგელი დაესხა ერთ 6 თვის ლეკვს, გამოვარდი რაც არ ვუყვირე არაფერმა არ გასჭრაო, ამბობს იმხელა მგლები არიან ძაღლები ვერ ერევიანო მეზობლის 6 თვის ლეკვი იყოვო ხოდა ძალიან გვეწყინაო, ხომ შეიძლებოდა ან ადამინი ან სხვა ცხოველი ყოფილიყოვო ღამით გასვლა გვეშინიაო
https://www.youtube.com/watch?v=YpYWePwONp4[code][/code]
https://www.facebook.com/photo.php?v=255273707976894&set=o.488772377811245&type=2&theater
მგონი იუგოსლავიელები არიან...
საწყ**ბი ტო :(
გული დამეწვა ეს რა დაგიდიათ ნეტა თუ უსველიდენ რამეს.
ამდენი ცხ**ების პატრონს ერთი თოფი ვეღარ შეუძენია ???? რავი ყველა თათარი ML-ზე ნაკლები მანქანით აღარ დადის დღეს. გადამრევს ეს ხალხი.
უბედურება ის არის ბიჭებო რო ხალხია გაზარმაცებული მგელს კიდე სიარული არ ეზარება. ხალხს უნდა რო ყველაფერი სხვისი ხელით გაკეთდეს და თვითონ შორიდან უყურონ, ყველა რო კანონ მორჩილი გამიხდნენ ბოდიშს ვიხდი და განსაკუთრებით ეს დაზარალებულები, მგლის მოკვლა აკრძალულიაო რო გაიძახიან აბა ერთი რომელიმე ადამიანმა ხელყოს მათი პირუტყვი თუ დაუფიქრერბლად სიკვდილამდე ტუარ მიიყვანონ და ეზოში შემოვარდნილ მგელს კიდე არხეინად უყურებე როგორ ანადგურებს პირუტყვს იმის პიქრით რო მერე მონიციპალიტეტს მიმართავს და ზარალს ორმაგად აანაზღაურებინებს მთავრობას და მეტ მოგებას ნახავს აი ასეთი კანონმორჩილი საზოგადოება უფრო მეტიგვყავს საუბედუროთ ვიდრე ერისა და ქვეყნის პატრიოტები. მე ბოდიში ცოტა მკაცრათ ვთქვი სათქმელი მარა მგონია რო ასეა და თუ ადამიანებმა არ მოვითხოვეთ რაღაც რაღაცეები მგელი ღამის წყვდიდის გარდა ხმის ამომღები არაა მეგობრებო.
დავეხმაროთ მერე კაცო ამდენი თოფიანი ტყუილად ვართ??? ეს თოფები მარტო საქმენდა და საპრიალებლად კი არამაქ ედრანამატ!
ესე გამოდის მე ლიჩნად აკრძალული მაქ თოფის ხელში დაჭერა ჩვენ ხო კანონმორჩილი მოქალაქეები ვართ.
სანამ მტაცებელზე არ დაუშვებენ ნადირობას აზრი არააქ რამეზე ლაპარაკს ბოლო ბოლო გაგვაგებინონ რაშია საქმე ან როდემდე უნდა იყოს ეს საკითხი მოუგვარებელი სანამ თბილიში არ დაიწყებენ სირბილს ეს მგლები მანამდე არ აპირებენ არაფერს.
ებრაელების წყევლაა სხვისი არ გესმოდეს შენი არიცოდეო აი ეგრეა მაგათი საქმე რითი ვერ მოამრავლეს ეს მგელი
მაგ შერთულში იმხელა პროექტი გვქონდა, ომის შემდეგ. რამის ყველას ვიცნობ... გამგებელსაც ვიცნობდი მარა აღარაა ის კაცი იქ.
ქუთაისითან 2 კილომეტრში მდევრები მყავდა გაყვანილი ერთი კვირის უკან ერთ მეტრში მოვიდა მგელი რიყის ქვა ვესროლე.
http://newposts.ge/?l=G&id=40435-%E1%83%9B%E1%83%92%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98+%E1%83%92%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%A8%E1%83%98
http://www.radikal.ru
სანამ გარემოსდაცვის სამინისტროში ფეხს არ მოაჭამს ვინმეს არეშველება მანამდე მაგ პრობლემას!
HUNTER FREDY
ეგენი ტყეში არ დადიან და მგელს კიდე რა უნდა სამინისტროში, მე შენ გეტყვი ბატკანს დაუკლავენ
ბიჯო ეგე თბილისსში არნახეს კაცო ორტაჭალამდე რაღა უკლდა ჩამოვა იქაც და ეგარი
მერე იტყვიან, მგლები არ არიან, მგლის მსგავსი ძაღლები არიანო...
შინაური მგლები
აი რამენაირათ უნდა დაიჭირო ერთი ორი მგელი და როგორმე ეშმაკ ქაჯურათ მაგათშენობაში უნდა შეუშვა და დღის ბოლოს კანონიც იქნებააა
ვაი ამათ პატრონს http://postimg.cc/image/i8hfly1y3/full/
http://postimage.org/
http://www.zooclub.ge/zuu/siakhleebi/1038-mgeli-bogdan-khmelnickis-quchaze-mdebare-korpusis-ezoshi-sami-dghis-mandzilze-ckhovrobda-video.html საშველი არაა მალე კლინიკებსაც გაუხსნიან
kardinal84
კანონი თუ არა ახალი მთავრობა მაინც იქნება
ჩემი ნაცნობი ნახალოვკელი მონადირეები მდევრებს ატარებენ დენდროპარკის ტერიტორიაზე რათქმა უნდა უთოფოდ ამ ორი დღის წინათ ორი მგელი უნახავთ არადა ქალაქის ტერიტორიაა.ადგილობრივ სასულიერო პირებს უთქვამთ კარგახანია ამ პარკის ტერიტორიაზე ბინადრობენ და ვიღაცეებს უკვე საგრძნობი ზარალი მიაყენესო.''ვოტ ტებე ი ნას''.
giuli
ეს დენდროპარკი არ გამიგია და სად არი?
ნუკრიMax
ნახალოვკიდან სანამ თბილისის ზღვაზე მიხვალ კრუგიდან მარჯვენა მხარეს.
giuli
ნახალოვკელი ხარ???
არა მაგრამ დასაგეშავად მანდ ხშირად დამყავდა მდევრები.მაგარი ადგილია ნაწილი საპატრიარქოს აქვს აღებული და მამაოები ცხოვრობენ მთლიანობაში მაინც უპატრონოთაა მიგდებული.
giuli
ა ბატონო. ცხოვრობს თავისთვის ტაბულას ოფისში
ეგ მე მგონი გარდასახული ჟურნალისტია ))
გამარჯობათ
მუხათგვერდში,სასაფლაოებთან 1 თვეში უკვე მეექვსე ძროხა შეუჭამეს მგლებმა ჩემს ბიძაშვილს...
ზამთარში მაინც დაუშვან რაღაც შეღავათები მგელზე ნადირობაზე,ხალხმა რომ თავისი ძალებით დაიცვან საქონელი..
ან საგანგებო სიტუაციების სამსახურმა იქნებ მიხედოს
აქვეა შორს ხომ არ არის !!!!
http://postimage.org/index.php?mode=ipb&lang=russian&forumurl=http%3A//ochopintre.ge/forum/index.php%3Fshowtopic%3D9200%26pid%3D320633%26st%3D135%26%23entry320633
არა სწორედ დააკოპირეთ
აქ არის ინსტრუქცია სურათის დადების ბატონო რამაზ
http://ochopintre.ge/forum/index.php?showtopic=8975&st=0&start=0
www.youtube.com ნახეთ Coyote Control Specialists ვიდეოები. ხომ არსებობს განვითარებული ქვეყნების პრაქტიკა და გამოცდილება ჩვენებს რა ეტაკათ :(. რათ უნდა მაგას ბევრი თვინი? ხომ ყველამ ვიცით რომ მტაცებლის პოპულაციას ესაჭიროება კონტროლი. არ გვეშველება არა :(
აი ეს უნდა დაბეჭდოს კაცმა და ვითომ ცხოველთა დამცველებს უნდა გადაახიოს კაცმა სათითაოდ. და რამდენი ესეთი შემთხვევა იქნება კიდე ღმერთმა იცის
koba1973
ჩასაფრება მთელი ხელოვნებაა, თქვენს შემთხვევაში დიდ შედეგებს ნუ მოელით ჩასაფრებისგან.
ძაღლები ჯობს ყველაფერს. რამდენიმე ძაღლი მაგ პრობლემას მოგიგვარებთ. ნუ ძაღლებში რომ ფინიებს არ ვგულისხმობ იმედია ხვდებით )))
აღდგომას გილოცავთ ყველას. მრავალს დაესწარით.
Davitus
ჩემი პრობლემა კი საქათმის ხელახლა აშენებით გადავჭერი. ახლა ტურა-მელა თუ ძაღლი "კუსაჭკით" უნდა მოვიდეს თუ არადა ნერწყვის ყლაპვა შერჩება მარტო.
http://www.newposts.ge/wap.php?ID=156950
ეს უკვე მეტისმეტი. დროა რაღაც ღონისძიებები გატარდეს მტაცებლების ამოღების მხრივ.
აცადე ცოტა ხანს, ჩავლენ კანცელარიამდე...
http://www.newposts.ge/wap.php?ID=157042
მგონი დაბრუნდა მამალი ძროხების ხანა
იქნებ როგორმე მოსუქონ და დაუბრუნონ დედა ბუნებას ნამეტანი გამხდარი ჩანს.
მგელმა შეჭამოს ყველა მისი დამცველი, მაგრამ ეს მგელი არ იყო. კუდის ქიცინით რომ დახვდა და შპრიცით დააძინეს ვერავინ მიხვდა რომმგელი არ იყო?
ქარელის რაოინ სოფელ ზღუდერში 3 დღის წინ ღორი და ძროხა შეუჭამეს მგლებმა ადგილობრივებს
საბო
ძმაკაცს აქვს იქ სახლი და რომ ჩადის ხოლმე, ადგილობრივებმა უთხრეს.
უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)