ოჩოპინტრე რუსთავი 2 ზე ბრაკონიერების და სამინისტროს წინააღმდეგ
http://www.youtube.com/watch?v=KmW7Nsa8EIo&feature=youtu.be
პირველი ნაბიჯი გადაიდგა საჯაროდ.
მადლობა დავითს , ბატონ შადიმანს და გიორგი მეტრეველს.
ისეც გასაგებია, რომ დროის სიმცირის გამო, მეტის თქმის საშუალება არ იყო. იქნებ აზრზე მოვიდეს სამინისტრო და საერთო ძალებიტა და კონსულტაციებით, ბოლო-ბოლო მივაღწიოთ სასურველ შედეგს.
gagrinski
ვნახე დღეს თქვენი მომზადებული გადაცემა და ძალიან მომეწონა. ვნახოდ აბა რა შედეგს მოგვიტანს
დამირეკეს მინისტრის მეგობრებმა
თურმე მინისტრის ძმა მონადირეა, რომელთანაც ხშირად მინადირია და საკმაოდ კარგი პიროვნებაა, თან ცნობილი ქირურგი.
შემდეგი ნაბიჯი მინისტრთან შეხვედრაა
ისე კი რა იბურტყუნა მინისტრის მოადგილემ აზრი ვერ გამოვიტანე რას მიედ მოედო ვინ იცის
ჭალიმგელა შეაწუხათ?
ზურგს გაგიმაგრებთ აბა შენ იცი
არ ვიცი მოგეწონათ თუ არა მეკი მოვკვდი ნერვიულობით და ჩემი წამყვანის მასხრობით
gagrinski
მაგარი ხარ დავით, ნაღდად მაგარი სიუჟეტი გამოვიდა.
ჰა სეზონი გახსნილია და ნადირობა არ შეიძლება ხო მაგარი იყო
მე იმაზე ვიხალისე, ვინც კომპეტენტურია და სეიძლება პასუხი გაგცეთ ისენი გასულები არიანო.
და ყავთ კი ასეთი საერთოდ?
ჰა სეზონი გახსნილია და ნადირობა არ შეიძლება ხო მაგარი იყო
ე წლის ფრაზა იყო ჭალიმგელ, გითხარი დღეს დარეკავენთქო?! ვიცი რა
კარგია თუ მოგეწონათ. მიგულეთ თქვენს სამსახურში
ვუერთდები სულისკვეთებას, მივაწვეთ ბოლომდე!!!
კარგი რეპორტაჟი იყო ვუერთდები მილოცვას... ხალხმა დასანახი დაინახა ეხლა სამინისტროს დაველოდოთ
gagrinski
ჩაგეთვალა, დიდი პლიუსით +++
მადლობთ, ერთი პრობლემა იყო ის რომ ბევრი ნიუსი გვქონდა და ცოტა დამიჩაგრეს რეპორტაჟი. შემდგეში ვნახოთ, როგორც კი ვნახავ ამათ უმექმედობას ისევ გავაკეთებ რეპორტაჟს. ვნახოთ იმედი მაქვს დაფიქრდებიან ესენიც და ბრაკონიერებიც.
[quote name='gagrinski' date='Feb 2 2013, 22:41' post='228283']
ვნახოთ იმედი მაქვს დაფიქრდებიან ბრაკონიერებიც.
[/quote
უიუი არ გეტკინა მანამდე არაფერი, შენ კარგად იყავი.
ეგენი ძალით თუ არ დააფიქრეს, თავისით არ იზამენ მაგ სიკეთეს.
ის დათვის სურათი ვისიც იყო რა ჩაჯმული იქნება ჰააა
სახეები დავბლარე შეგნებულად, რეალურად მქონდა უფლება გამოყენების რადგან სოციალურ ქსელზე იყო დადებული, მაგრამ თავი შევიკავე, დასაჭერად ყველა მეცოდება, იქნებ ახლა მაინც დაპიქრდეს-იმ რუსულმა გონჩმა რა დააშავა ისე მაგის დრუნჩის დაფარვა დამავიწყდა
gagrinski
ასეთი გადაცემები სეზონის წინა დღეებშიც რომ გააკეთო რამოდენიმეჯერ ურიგო არ იქნება. იქნებ რამე გვეშველოს
მგლებს ვამრავლებთო არა?????????????????? მაგარი იყო
gagrinski
მიტინგი და აქციები იქნება შემდგომშიც თუ არაპერი გამოსწორდა
დამეთანხმება ვინმე?
gagrinski
არა ეგრე არ არის, ეთიკის ნორმები და მთელი გრძელი სიაა რაც უნდა დაიცვა, როცა მონაჟი რჩება მერე რედაქტორი უყურებს მზა რეპორტაჟს და ისე გადის ეთერში. სეზონის დასაწყისშიც გავაკეთებ, მანამდე მაცოცხლეთ, ძაღლიც დასაგეში მყავს და თუ მივაღწიე აგვისტოს ბოლომდე ჩემი თავი შემოგევლოთ
gagrinski
ოჩოპინტრე გვაერთიანებს
ეს თემა უფერულდება და ცალკე ხო არ გახსნიდა ადმინისტრაცია? სათაურით : პირველი რეაქცია
საბო
მაგარი რეპორტაჟი იყო, სეზონი რომ დასრულდება მერეც გააკეთეთ კიდევ ერთხელ შეახსენებთ. ცოტა მეტ დროს თუ გამოყოფენ ძაან კარგი იქნება.....
არამგონია ჟურნალისტს კიდევ გალოთება ჭირდებოდეს
ახალი თემის გახსნა მე მგონი ხვალ რომ ჭალიმგელას მასალას მივაწვდი და დადებს მერე ჯობია, ნუ ჩემი მოკრძალებული აზრი ასეთია
როგორც გენებოთ
ბრავო მეგობრებო დასაწყისისთვის კარგია, რაც მეტად შევაწუხებთ კარგი იქნება. მერე იქნებ გარკვეული ჯგუფიც ვესტუმროდ და დანარჩენიც
ადგილზე მოვახსენოთ. ისე მაგრათ ჩაისველებდნენ ის ვაი "მედათვეები".
უყურე გადაცემას, დასაწყისისთვის მშვენიერია
დიდი მადლობა ყველას!
gagrinski
ჭალიმგელა
მშვენიერი იყო, ახლა ვუყურე (ეს გადახვევა რა კარგი რამეა) ხოდა ძაან გამიხარდა ასეთი აგრესიულები, რომ იყავით ბრაკონიერების წინააღმდეგ.
ძალზედ მნიშვნელოვანია ასეთი გადაცემები ხშირად გადიოდეს, ბევრს დააფიქრებს და იქნებ შედეგიც მივიღოთ.
მე პირადად ღრმა რწმენა მაქვს, რომ უკეთესობისკენ შეიცვლება სიტუაცია და რამე გვეშველება.
დიდი მადლობა ყველას, ვინც ამ გადაცემაში მონაწილეობა მიიღო.
ხო ეხლა დავაფიქსირე, ის არ მოხვდა სიუჟეტში: ერთი ჭკვიანი კაცი როგორ არ მოხვდა ამდენი წლების და მთავრობების მანძილზე გარემოს დაცვის სამინისტროშითქო
ეხლა ვუყურე ზუსტად. მალადეც დავით. მაგარი იყო. იმედია დაიძვრება ეს საქმე და ეშველება რამე...
ხალხნო..მაგ ვიძიუს ლინკი იქნებ დააგდოთ რაა..ვინც ვერ ვიყურეთ იმათთვის.
ლეონ-ბლექი
http://www.myvideo.ge/?act=dvr&chan=rustavi2hq&seekTime=02-02-2013%2021:57
http://www.myvideo.ge/?act=dvr&chan=rustavi2&seekTime=02-02-2013%2021:58
რომელიც ჩაირთვება... პირველი "მაღალი ხარისხის" არის...
Fishman
მადლობა.. ეხლა ვნახე სხვა საიტზე. ძალიან მომეწონა სიუჟეტი. კარგად ასახავდა პრობლემებს. იმედია მიაქცევენ ყურადღებას ვისაც ეხება მაგ პრობლემების მოგვარება.
ხოშიანი სიუჟეტი იყო მომეწონა.
მეგობრებო ახლა გადავხედე სხვა ფორუმებს არცერთში არ ვარ გაწევრიანებული, გუშინდელი რეპორტაჟის ანალიზი მინდოდა და რას ვხედავ, ბაზიერზე, ვილანძღები თურმე იმიტომ რომოჩოელებთან ვარ შეკრული და მათ ჩასაძირად გამოვიყენე ხოხობზე ნადირობის ვიდეო, რომელიც თურმე მომიპარავს მათი საიტიდან, არადა იუტუბიდან ავიღე, მერე წერენ რომ ეგ ვიდეო სანადირო მეურნეობაშია გადაღებულიო და ვიდეოს ეგერი იღებდაო! ჯერ მე ეგერი არ მინახია რომელიც ნადირობას ირღებდა ეს ერთი, მეორე საერთოდ არ მიხსენებია რომ უშუალოდ ეს ადამიანები ბრაკონიერობენ, უბრალოდ მაგალითად მოვიყვანე ვიდეო ხოხობზე ნადირობის საქართველოში იმიტომ რომ სხვა არ მქონდა. ისე აეწვათ რომ ეტყობა მართლა ბრაკონიერობენ და ბოლოს ერთი ასეთი კომენტარიც შემხვდა-თვითონ უფრო მეტს ბრაკონიერობენო, აბა მანახონ სად??? მაგრად მეწყინა რომ ასეთი შეუგნებელი ხალხი წერს ყველაზე არ მაქვს საუბარი.
ერთი თხოვნა მაქვს, თუ ვინმეს მათთან გაქვთ კავშირი იქნებ დამირეკონ და მე თვითონ ავუხსნი რა და როგორ იყო თუ სიუჟეტის მოსმენა არ შეუძლიათ და ტექსტების გარჩევა
ვიდეო დავდე პირველ პოსტში !
gagrinski იქ დაუცერე კომენტარი და აქაც მინდა დავცერო, რადგან ორივე ფორუმზევარ დარეგისტრირებული, დზალიან გტხოვთ პატარა ბავშვების ნაბოდიალებს და გაზვიადებულს ყურს ნუ დაუგდებ და გულთან ახლოს ნუ მიიტან. მე ყველა ჭინგადადგმულ ნაბიჯს მივესალმები და მხარს დაუჭერ რაც საქართველოში მოხდება ნადირობისმხრივ,დანარჩენი კიდე გისურვებთ თქვენი დაწყებული საქმე ბოლომდე მიგეყვანოთ. კიდევ ერთხელ გთხოვთ ასაკს მიაქციეთ ყურადღება ვინ რას დაწერს. მადლობა
მადლობა, მეგობარო, იქ ადმინისტრაციას მივწერე და იქნებ აუხსნა მეგობარო თუ ტექტს კარგად დააკვირდებიან ბრალს კი არ ვდებ ბრაკონიერობაში კადრად გამოვიყენე უბრალოდ და არსად არ მიხსენებია რომ ეს ადამიანები ბრაკონიერები არიან.
თან ვინც მლანძღავს თვითონ წერს ერთ ხოხობს რომ მოვკლავ ან კაკაბს რატო მითვლიან ბრაკონიერობასო, გაგიჟდება კაცი. მერე მომადგება და მე მლანძღავს. მაგას რა უნდაოდა მართლა დამესახელებინა ეგ ადამიანები ბრაკონიერობად და თან სახეები მეჩვენებინა რომ დრეს უკვე გამომძიებელთან მჯდარიყო? უბრალოდ საწყენია, იმიტომ რომ ასე მგონია რომ ბრაკონიერობა ყველას ტკივილია
ჭალიმგელა
მგელსაშენში რამდენი მგელი გვყავს? ეგეც არ იცის სამინისტრომ?
gagrinski
მადლობა პირველ რიგში შენ !
მშვენიერი რეპორტაჟი გამოვიდა. ძირითად ამოცანებს (ძირითად პრობლემებს შეეხეთ, თანაც კომპეტენტური პირები )
მადლობა ამ რეპორტაჟის ავტორს. მადლობა ბატონ შადიმანს. მადლობა ჭალიმგელას !
კარგები ხართ !
მადლობა მეგობარო
ჭალიმგელა
gagrinski
კაია ბიჭებო, თქვენ გაიხარეთ, ასეთი სიუჟეტები ცოტა მეტი და იქნება ცოტა წინ წამოიწიოს ბუნების დაცვის საკითხმა
მშვენიერი გამოვიდა! ოგონდ მართლა მოლომდე გვაქ ეგ საქმე მისაყვანიუ და არ უნდა დავიზაროთ!!!
gagrinski ბრავოო..!!!!
დიდ მადლობა ბატონ შადიმანს, ჭალიმგელას და ყველას ვინც მონაწილეობა მიიღო.
იმედია მიეხედება ბრაკონირეობას.
მისასალმებელია ეს ყველაფერი და კარგია რო მედიით გაშუქდა.
იმედია გამოვა რამე.
მე ჩემის მხრივ შევეცდები ვიდეო კადრები მოვიპოვე (მტკვარზე, "ელექტრიკების" ), მაგრამ მაგაზე მეტი ფაქტი (კალმახზე "თევზაობა" ) რა გინდა რაც ამ სიუჟეტში იყო ?!
მოკლეთ ყველამ ჩვენი წილი აგური უნდა დავდოთ და კედელიც აშენდება .
gagrinski ყურადღებას ნუ მიაქცევ "ბაზიერს." ისეკი უხვად მოიპოვება მაგათთან ბრაკონიერული მასალა, რომ ადმინს
ბევრი სამუშაო აქვს მაგ მხრივ. ამ ხალხმა ვერ გაიგო რომ ჩვენი სურვილია, ნადირობა მოექცეს კანონის ისეთ ჩარჩოებში,
რომელიც ხელმისაწვდომი იქნება მონადირისათვის. ამასთან ერთად ყველა უნდა "გავიზარდოთ" და შევიგნოთ რომ ასე
დიდხანს ვეღარ გაგრძელდება და მალე სანადიროც აღარაფერი დაგვრჩება. ჩვენ ვეცადოთ რამე გამოვიყვანოთ ამ საკითხიდან და
სხვა თუ არ შემოგვიერთდება ხელს მაინც ნუ შეგვიშლის. ეხლა ვეცდები "მაჩაბლის" კლუბის სახელითაც შევეხოთ ამ საკითხს.
მადლობა მეგობარო ყურადღებისთვის, ეგ არაფერი ჩემთვის მთავარია საეღტო საქმეს ეშველოს, მინდა ის დრო დადგეს როცა სირცხვილი იქნება ბრაკონიერობა. მე თუ მკითხავ ერთი უცნაური წესი უნდა დაინერგოს ბრაკონიერობაზე, ფულადი ჯარიმა კი არ უნდა გამოუწერო, მისი ფოტოები უნდა გაავრცელო ყველგან, განსაკუთრებით საზოგადოებრივ ადგილებში წარწერიტ-ის ბრაკონიერია. მე მგონი ქართველებზე თავმოყვარეობის საკითხი უფრო მოქმედებს ვიდრე ფული. ამის შემდეგ მეზობლის ბავშვიც რომ მიაპურთხებს და ეტყვის არაკაცი ხარო, აღარ გააკეთებს.
მე საერთოდ იდეა მაქვს რომ განათლების სამინისტროსთან ერთობლივი პროექტის, რომ ბავშვებს ავუხსნათ რა არის ბრაკონიერობა, რა შეიძლება და რა არა. ბავშვი უფრო მიხვდება, აბა რომ გაიზრდება მაგას რამდენიც გინდა ელაპარაკე.
სალამი დიდი პატივისცემით ვარ ყველა ნამდვილი მონადირის მიმართ გამსჭვაალული.რეპორტაჯს რაც შეეხება და ბრაკონიერობას მართალია უნდა დაისაჯოს ყველა ვინც უკანონო ნადირობას ან თევზაობას ეწევა მეც მაგის მომხრე ვარ.რაც შეეხება ბაზიერს.გე ს მაგ საიტის წევრიც ვარ და იქაც მიდის მაგაზე კამათი და მჯელობა თუ როგორ უნდა მოისპოს ეგ ცუდი საქმე და ლევან მეგობარო თუმოიპოვება ბაზიერზე ბრაკონიერული მასალა და თუ ვინმე სურათს დადებს ეგრევე იბლოკება და სურათი ან ვიდეო და ადამიანს ვაგებიებთ რო ეგრე არშეილებათქო.ცუხელ ვიღაცამ დატოვა პოსტი ფარზე ვინადირე და 3 ქათამი მოვკალიო ) სასაცილოა იმიტო რო აგერ რაამბავში ვართ და ის რეებს როშავს თან პატარა ბიჭიც არარი რა.ხო კიდე მე ყველას გვერდით ვარ ვინც ამ ცუდ საქმეს ხელს შეუშლის
xonski
გამარრჯობა,ბაზიერზე მეც წავიკითხე ნაწერები და ძაან არ მომეწონა ერთი რამ,პოსტი იყო ასეთი შინაარსის(სიტყვა სიტყვით არ მახსოვს) : რატო არ კეთდებოდა აქმდე რეპორტაჟებიო და რას ელოდებოდნენო? ალბათ იმიტომ იყვნენ ჩუმადო რო "ხაჩიძე აცრიდაო") ისიც ითქვა რო აპიარებენო ალბათ ეს კლუბი იგულისხმა ავტორმა...
აქედან გამომდინარე მინდა ვთქვა : თუ თვითონ შეეძლოთ ამ საკითხის დასმა რატომ არ დაიწყეს ლაპარაკი? ახლა გამოჩნდა საშუალება და სიტუაცია იმისა რო წამოიწყოს საერთოდ ეს საქმე...ერთმანეთის შემყურე არაფერი გაკეთთდება და ვინც დაიწყო იმას მაინც აცალონ და რითიც შეეძლება დაეხმარონ იმის ნაცვლად რომ ზემოთ ხსენებული პოსტები წერონ...
შენც ასევე მეგობარო გაიმარჯვე,შენ კარგად ისი მეგობარო რამტენი თავისაა იმდენი ჭკუაა და ზოგს ცოტააქ ეგ ჩკუა ზოგს ბევრი.დამერწმუნე რო ბრაკონიერების ინააღმდეგია ყველა ის ადამიანი და უპირველეს ყოვლისა მონადირე ვისაც ცოტა დიდი ჭკუააქ.მეც მაგ რიგებში შევდივარ.ხელი ვინუნდა შეუშალოს ესეთ საქმეში ვინმემ პირიქით ყველა ესეთ კლუბია თუ საიტი ერთხმატ უნდა ვიბრზოლოთ და შედეგსაც უეჭველი მივაღწევთ არა ერთმანეთში ქიშპობით არამეთ გვერში დგომით.
ყველას გსაგებად და გასაგონად. აქ იმსჯელეთ მხოლოდ სიუჟეტზე. მეგობარ ფორუმებზე თუ რამე არ მოგეწონათ პირადათ მიწერეთ. ჩვენ ბევრი საერთო მეგობარი გვყავს და ფორუმებიდან კინკლაობა ლამაზი არ არის.
და მეორე ვიღაცამ რაღაც დაწერა არ ნიშნავს რომ მთელი ფორუმის აზრს გამოხატავს. აქაც შეიძლება ნებისმიერმა წევრმა რაღაც დაწეროს რომელიც ოჩოპინტრეს აზრს არ ემთხვევა და მაგისთვის მთელი კლუბი არ უნდა გაილანძღოს. საქმე სიყვარულით ვაკეთოთ და ყველაფერს ეშველება
ყველამ ჩვენ-ჩვენი გასაკეთებელი რომ გავაკეთოთ გვეშველება!!!
,,პური მეპურემ უნდა აცხოს,, ასე რომ იმედია რამე ეშველება ამ საქმეს და ჩვენც გვეშველება!!!
რაც შეეხება კანონში ცვლილებებს , ეს განგძლივი პროცესია და ესე მარტივად ვერ შიეცვლება მთავარია დაიწყოს დისკუსიები და არგუმენტირებული შეხვედრები კომპეტენტური ხალხის მეშვეობით !!
თუ დიდი ფინანსები ჭირდება აღ-წარმოებას მთელი ქვეყნის მაშტაბით , დაიწყონ კონკრეტული რეგიონებით სადაც ხშირია მტაცებლების მიერ ზარალის მიყენების ფაქტები სასოფლო -მეურნეობებზე !! სავარაუდო დათვლის მერე , დააწესონ ამოსაღები კვოტები შესაბამის პერიოდში(მაგ.ზამთარში ) და დაუშვან მდევრებით ნადირობა მტაცებლებზე (ულიცენზიოთ.უფასოდ) .
ფასიანი ლიცენზიები გასსცენ მოთხოვნად ობიექტებზე რათქმა უნდა პოპულაციის შესწავლის შემდეგ !
კი შესტკივათ გული მაგრამ მემგონი ზოგიერთი არ ჩქარობს გაერთინაებას და გალაშქრებას მანოკის წინააღმდეგ..........
ბიჭებო სახეობა კონსერვაციის ცენტრი ნაკრესი დამიკავშირდა და პირველ რიგში მადლობა გადაგიხადათ რომ ბუნებას უფრთხილდებით, ასევე მისთვის მოულოდნელი იყო ჭალიმგელას მიერ გადაღებული ფოტოები სადაც პალიასტომზე ხონთქრის ქათამია დაფიქსირებული. აი რა მომწერა და მე მგონი საინტერესო იქნება მათთან თანამშრომლობა და ერთობლივი ძალებით უფრო მეტს მივაღწევთ.
,,თუმცა ჩემი აზრით კოლხურ ხოხობზე მოთხოვნა თუ სანადიროდ თუ კონსერვაცისთვის იმდენად დიდია და კიდევ უფრო გაიზრდება, რომ ერთი კი არა ბევრი სახოხბე არ ეყოფა. ამ მომენტში გვინდა საკანონმდებლო ინიციატივისკენ ვუბიძგოთ მთავრობას, რომ საქართველოში მკაცრად გაკონტროლდეს უცხო სახეობების და ქვესახეობების შემოყავანა ნებისმიერი მიზნით, მათ შორის სანადიროდ. სხვაგვარად მაგ. კოლხურ ხოხობს უბრალოდ გაქრობა ემუქრება ან უკეთეს შემთხვევაში სერიოზული გენეტიკური დაბინძურება.
ზოგადად, ჩვენ ძალიან დაიტერესებულები ვართ მონადირეებთან თანამშრომლობაში იმ კუთხით, რომ ერთამანეთს გავუზიაროთ აზრები - როგორც წესი, პატიოსან მონადირეებთან ძალიან ბევრი თანხვედრა გვაქვს ხოლმე, მიუხედავად იმისა, რომ ამოსავალი საწყისი წერტილები შეიძლება რადიკალურად განსხვავებული გვქონდეს - ყველა შემთხვევაში ხომ ორივენი დაინტერსებულები ვართ, რომ ველური ბუნება შენარჩუნდეს. მე თვითონაც მონადირეთა ოჯახიდან ვარ და ეს საკითხი უცხო ცხადია არ არის. თუ სურვილი გექნებათ თქვენ და თქვენ მეგობრებს, შეგვიძლია შევხდეთ და ვისაუბროთ, ხოხობზეც და სხვა საკითხებზეც...,,
ჩემის აზრით ეს პრობლემა იდგება იქამდე სადამდედაც არ მოხდება სრული კონტროლი ამ სფერიში ნადირობა, თევზაობა, ხე ტყიის კონტროლი და კიდე ბევრი რამ არის ამ მხრივ გასაკონტროლებელი. ყველა რეგიონში რამდენიმე ეკიპაჟი გამოცდილი ხალხის უნდა შეიქმნას და სრულ კონტროლზე აიყვანონ ფლორა ფაუნიის მოვლა, ამის შემდეგ უნდა მოხდეს აღწერა და გაიცეს ლიცენზიები თითოეული ეგზლემპარზე დადგენილი რაოდენობით და ის თანხები უნდა მოხმარდეს ისევ მათ გამრავლებას და თუ საჭირო გახდა და მე ვფიქრობ, რომ გახდება უნდა მოხდეს ხელოვნური საკვებურების დამატებაც ცოტა რომ ამოისუნთქოს ნადირმა და ფრინველმაც.
ამ სფეროში მონადირებმაც რომ მივიღოთ მონაწილეობა ძალიან კარგი იქნება იმიტომ რომ ცოტახანში აღარაფერი არ დარჩება საქართველოში
გეთანხმები, ჩვენც უნდა დავეხმაროთ აუცილებლად, შეხვედრა თუ შედგა აუცილებლად უნდა დავსვათ საკითხი.
სიუჟეტი ვნახე, მომეწონა , თქვენთან ვარ და დროა გამოფხიზლდნენ ზოგიერთები რაც შეიძლება მალე. ეხლა მაგ ყველაფრის შედეგძე:
გუშინ ვიყავით კუმისზე, ჩვენ ჭკუაში იხვზე და იხვი არაა ფარევანგი. ზის შუაგულ ტბაში და არ ინძრევა საერთოდ. მოკლედ გამოვედით ტბიდან და მანქანასთან მივედით რო პურმარილი ამოგვეღო და მაინც მადლობა გვეთქვა უფლისთვის რო კიდევ ერთხელ გავედით ბუნებაში და თუ ვერაფერი მოვკალით ეგ არაფერი, მთავარი მონაწილეობაა ვხედავ შემოსასვლელიდან, იცით თქვენ ყველამ, კუმისის გადმოსახვევი , დიდი სიჩქარით მოდის თეთრი ჯიპი, ახლო რო მოვიდა მე ვუთხარი ბიჭებს ნაღდად შემოწმებაა თქო და ეგრე ყველაფერი აგისრულდეთ. ბუნებრივი რესურსების სააგენტოდან ვ ართო წარმოგვიდგნენ, და მთავარი: - გუშინდელი სიუჟეტის მერე დილის 6-საათზე წამოგვყარეს სუყველაო და გავიშალეთ სადამდისაც გავწვდებითო. ჩვენ აქეთ მოგვიწიაო. ლიცენზია და თოფის საბუთები წესრიგში გვქონდა 2 და 2-ს სახლში დარჩენოდა ლიცენზია ხოდა 24 საათი როა გაზეთი იმხელა ქაღალდზე დაუწერეს ჯარიმები, თუმცა ისისც აღნიშნეს, რომ თუ ორივეს მართლა ქონდათ ლიცენზიები( ორივეს აქვს მართლა დარჩათ) მაშინ ეს ჯარიმები გაუქმდებაო. თანხა არ ჩაუწერიათ, განყოფილებაში გადაწყვეტენო, ისე 20-40 ლარამდეაო. დასხდნენ მერე იმ თეთრი ფერის ჯიპში და გაქუსლეს. აი ასეთი ამბავი იყო. ეხლაო მალე ისევ იქნებაო GDI-იო და რავიცი ეგ მიმართულება გამოსწორდებაო. და ჯიხვებს რო კლავენ ვერტმფრენით იმათაც დაიჭერთ მეთქი და აბა რაო ეხლა სხვა მთავრობაოო ია შას ტაკ ხახატალსია))))))
gagrinski
მე მივესალმები ნაკრესის ინიციატივას, ამ ეტაპზე რაც უფრო მეტი თანამოაზრე დავდგებით ერთად და მაქსიმალურად გამოვიყენებთ ჩვენს არსებულ რესურსებს უფრო იოლად მივაღწევთ მიზანს რომ მოხდეს კანონმდებლობაში საქართველოს ბუნების გადასარჩენი აუცილებელი ცვლილებები, აღდგეს მაკონტროლებელი ორგანო რომელიც ხარისხიანად და ეფექტურად იმუშავებს აღნიშნულ პრობლემებზე და აღკვეთს ბრაკონიერობის ფაქტებს.
ესე თუ რამე გამახარებდა არ მეგონა, ე.ი. შედეგი გამოუღია, სამახსოვრო პოტოები ხომ არ გადაგიღიათ? მშვენიერია, ბედნიერი ვარ მადლობა ოჩოპინტრელებს კიდევ ერთხელ დახმარებისთვის
რა გვინდოდა, რა ძალა გვადგა http://smayliki.ru/smilie-934020711.html http://smayliki.ru/smilie-934020711.html http://smayliki.ru/smilie-934020711.html
ძალიან მაგარი რეპორტაჟია, რისთვისაც დიდი მადლობა ყველას.
[quote name='dato gagrinski' date='4th February 2013 - 13:32' post=228498]
სამახსოვრო პოტოები ხომ არ გადაგიღიათ? ))))))))
სამახსოვრო ვეღარ მოვასწარით ისე მეც ეგ ვუთხარი, იმედია ერთჯერადი არ იქნება მეთქი თქვენი სიარული. არ დამიჯერებთ და ისე გამიხარდა ეგენი რო ვნახე გამოსულები რო რავიცი. საბუთები წესრიგში მქონდა და ისედაც მივესალმები რაა, ყველანაირად.
მართლა მოსაწონია და დასაფასებელი ესეთი გამოხმაურება რომოაყოლეს იქნებ ცოთა გამოაFხიზლოს ეს ხალხიც ვინც არამონადირულ საქციელს ჩადიან .მე ფირადად იმის მომხრეც ვიქნები {გამოჭირდება მაგრამ დავთმობ მაგასაც} რო 1- 2 წლით აიგძალოსს ნადირობა ნადირ პრინველის მომრავლების მიზნით,და აქთიურად განხორციელდეს და ჩატარდეს ისეთი ღონისძიებანი რაც სამომავლოდ დახვეწავს ჩვენს {მონადირეს ვგულისხმობ} კურLურას ფროლა და ფაუნის მიმართ.
gagrinski
დიდი მადლობა პირველ რიგში თქვენ და მერე თქვენს რესპოდენტებს.კარგი საქმე გააკეთეთ და იმედია გამოიღებს ისეთ შედეგს როგორც ჩვენ ყველას გვინდა.
თუ ყველგან ესე იქნება როგორ ჩვენმა ფორუმელმა იოსებივიჩმა აღნიშნა და შეესწრო მთლად უკეთესეი იქნება.საწყისი ეტაპისთვის კარგია და იმედია მიეხედება ჩვენს ბუნებას,მდინარეებს და ტბებს.უკვე ის დრო მოვიდა ხალხს გდი დანახვა უხარია.გამოფხიზლება უნდოდათ და გამოფხიზლდნენ.გაფორმებული იარაღი და 10 ლარია ლიცენზია ყველას უნდა ქონდეს მარა ეს პრობლემა ცოტა რაიონებში უფრო დგას ჩემის აზრით. იმედი მაქვს შემოგვიერთდება ის ხალხი ვისაც ოდნავ მაინც უყვარს საქართველო და საქართველოს ბუნება. ნადირობა არ ნიშნავს მეხორცეობას მარა როდის გაიგებს ხალხი ამას ეგაა საკითხავი.
დიდი მადლობა კიდევ ერთხელ
kajuberi
რეგიონების გაკონტროლებიც შეიძლება რეგიონებშიც არის კარგი გამოცდილი და ბუნებაზე შეყვარებული ხალხი რომელთაც ზეპირად იციან თავიანთი რეგიონი და მათთან კავშირის შედეგად ეგ პრობლემა მოგვარდება გაკონტრდება, ხევები და ხეობები და ნელნელა ჩადგება ყველაფერი ფორმაში
მართლა კარგი რეპორტაჟია იმედია გამოფხიზლდებიან და ეშველება ამ სქმეს მარტიდან ახალი სამსახური იქმნება ბევრად სრულყოფილი და ძლიერი ვიდრე წინამორბედი გდი იყო
იმედია მალე აგვმოხვდება ყველას ერთად ამ პრობლემის მოგვარების შემდეგ
,,ბიაზი გასკდააა,,
ტყე კიდევ უფრო უარეს მდგომარეობაშია ვიდრე ვიდრე ცხოველები, მფრინველები და თევზები, რა უქნეს ჩემი სოფლის ტყეს რო განახათ.....!!!!
...
ჭიათურის რამოდენიმე მაღალმთიან სოფელში, თუ კი ვინმე ახალგაზრდაა (50-55 წლამდე) შემორჩენილი თავს და ოჯახს ნაქერალას მთიდან სამასალე ნაძვის ჩამოტანით ირჩენენ. 6 მეტრიან კუბომეტრიან ნაძვებს დაუდებენ ხარებს და კვირაში 1-4 რეისს აკეთებენ. ერთი ჩემი სოფლელი ამბობდა წელს ამ ზაფხულზე 4 ათასი ლარი გავაკეთეო ივლისის ბოლო იყო მაშინ, სეზონი კი ივნისიდან აგვისტოს ბოლომდე გრძელდება
ლეონ-ბლექი
გეთანხმები რომ ეგრე შეიძლება მოხდეს და მოხდება ალბათ 90%
აქ საკითხი ესე დგას მაგ სფეროში საკმაოდ დიდხანს მაქვს ნამუშევარი და კარგად ვიცი მიდგომა მაგ პრობლემების მიმართ
პირველი ის რომ ტყის ფონდი კატასტროფულ მდგომარეობაშია ჩათვალეთ რომ ყტეები აღარაა საქართველოში შესაბამისად ყურადღება უფრო მაგ მხარესაა მიპყრობილი
მეორეც ის რომ ინერტული მაალების მოპოვება და მასთან დაკავშირებული საკითხები ბევრად უფრო პრობლემატურად და პრივილეგირებულ პრობლემად ითვლებოდა გარემოს დაცვის სამინისტროში და შესაბამისად ბევრად მეტი ყურადღება ეთმობოდა ვიდრე ნადირობას და ნადირობის შესახებ კანონებს და მის კონტროლს.
ეხლანდელი კანონი ნადირობის შესახებ არის მშრალი კანონი რომელიც დევს მშრალად და რომელსაც გვაიძულებენ რომ შევასრულოთ სინამდვილეში კი ეს კანონი არავითარ კვლევით ბაზაზე დაყრდნობით არ შექმნილა და საერთოდაც კაცმა არიცის საიდან მიიღეს ვინ საიდან დააკოპირა და დააკანონა
ნადირობის შესახებ კანონი კვოტები და სეზონურობის დადგენას თვითეულ ქვეყანაში კარგად შესწავლისა და გაანალიზების შემდეგ ადგენენ აქ ეს არ მომხდარა ეს იყო თავი და თავი პრობლემა და კიდევ ის რომ ნადირობის კულტურა არ გვქონია არასდროს საქართველოში ისევე როგორც ევროპის ქვეყნებში ქონდათ რაოდენ საწყენიც არ უნდა იყოს ეს ამბავი ეს ესეა
მიხარია რო ბოლოს და ბოლოს ყინული კი არადა აისბერგი დაიძრა ნუ მე მინდა მჯეროდეს რომ ბოლოს დაბოლოს გონიერად მიეხედება ამ პრობლემებს და ნადირობის შესახებ კანონი გადაიხედება და სერიოზულად მიეხედება ამ სფეროს . დადგინდება სეზონური ნადირობის ვადები ჩვენი ქვეყნის პირობებში და დადგინდება მტაცებლების ამოღების სახელმწიფო პროგრამა . პარალელურად რათქმაუნდა ტყის ფონდს და ბრაკონიერ მეთევზეებსაც უნდა მიეხედოს აუცილებლად საამისოდ კი სათანდო ძლიერი და პროფესიონალებით დაკომპლექტებული შესაბამისი სამსახური უნდა შეიქმნას.
ხოდა ეგეც არის პროფესიონალებით უნდა დაკომპლექტეს hunter777 და არა ჩემი მეზობელი ანდროსნაირი დებილებით გახსოვს ალბათ შენი პრაქტიკანტი იყო, რომელმაც ისიც კი არ იცის ტურა და მელა რომელია
.შეძლონ თავდაცვა წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევეში იარაღით იქნება თუ "ხელკეტით"
ესე მევალესაც მიადგება და ფულის არ მიცემის შემთხვევაში დაჭრის ან მოკლავს , და გამოძიებას ჩააბარებს ჩვენებას თითქოს ის ბრაკონიერი იყო და თავს ესხმოდა , იარაღს არავინ არ მისცემს არც გდი ს თანამშრომელს და არც რეინჯერს ... (რამდენადაც ვიცი )
ისე გდი -ს მოვალეობა როგორც მახსოვს იყო დამნაშავის პოვნა და შემდგომ საპატრულო პოლიციის თვის გადაცემა , ინფორმაციაც ასევე თუ ვცდები მომიტევეთ
მოსახლეობაას არ სჭირდება არავითარი გდის ფუნქციებით აღჭურვა. ყველამ რომ თავის სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე თითო ბრაკონიერობის ფაქტი დააფიქსიროს და შეატყობინოს შესაბამის სამსახურს გამოსწორდება სიტუაცია, ეს იქნება დახმარებაც და იმაზე მეტიც. მაგრამ აქ არის ერთი მაგრამ!!!-ქართველებს ეგ გვიტყდება და გვინდა ჩვენი გასაკეთებელი სხვამ გააკეთოს, ამის მაგალითები ყოველდღე გვაქვს. ჩვენ სანამ მოქალაქეობრივი აზროვნება არ ჩამოგვიყალიბდება და ყველა ერთად არ მოვინდომებთ პრობლემის გადჭრას ვერანაირი სამსახური ვერ უშველის ბრაკონიერობას.
ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ და შედეგსაც მივიღებთ. რისი გაკეთებაც ყველაზე მარტივად შეგვიძლია ეს არის გამწვანებით დაწყება, გარემოს დაცვის სამინისტრო სიხარულით მოგვცემს ნერგებს იმისთვის რომ ავიღოთ და სადაც ყველაზე მეტად გაჩეხილია თბილისთან ახლოს ტერიტორია იქ დავრგოთ, შეიძლება სანერგე მეურნეობებსაც მოველაპარაკოთ და ხეხილის ნერგებიც დავრგოთ.
თუ წელიწადში ერთხელ მაინც ასეთ სასარგებლო საქმეს გავაკეთებთ მე მგონი უკეთესობისკენ წავა საქმე.
მომავალში შეიძლება იგივე ნაკრესთან ერთად ფრინველების გაშვება ბუნებაში და ამის გაშუქება,იმისთვის რომ სხვებს მაგალითი მივცეთ(თუმცა რათქმაუნდა პირველ ეტაპზე ადგილი არ უნდა დავასახელოთ)
არავის ვახვევ ჩემს აზრს თავზე მაგრამ მგონია რომ რაღაცით უნდა დავიწყოთ. ბრაკონიერებს რაც შეეხება და სამინისტროს კიდევ, რამდენჯერაც დააშავებენ იმდენ რეპორტაჟს გავაკეთებ და შემდეგში არავის სახეს აღარ დავფარავ რომ ერმა ნახოს რა ნაგვებიც არიან.
აუ ეს რა დავწერე
გეთანხმები მეგობარო, მე მგონი კარგი იქნება ეს საკითხი დავაყენოთ, მე გავუკეთებ ორგანიზებას თუ ოჩოპინტრელების ნება-სურვილიც იქნება და ამ კვირას შესაძლოა გავაკეთოთ ეგ საქმე თუ მოესწრო. სკოლის მოსწავლეებთან ერთად დავრგოთ ნერგები და ავუხსნათ პატარებს რას ნიშნავს ბუნების დაცვა და მისი სიყვარული. ტელევიზიით ამ ამბის გაშუქებას ჩემს თავზე ვიღებ. (ისე ნამეტანი ბევრს ხომ არ ვიღებ ჩემს თავზე და ხომ არ დაგღალეთ-მაინც ახალი წევრი ვარ )
კიდევ ერთი იდეა მაქვს ვიდეო კოლაჟი დავამზადოთ და ამას მე გავაკეთებ თუ შესაბამისი მასალა გვექნება და პროექტი გავაკეთოთ სკოლებში, ბრაკონიერობაზე. თუ მაშტაბურ ხასიათს მივცემთ ამ აქციას დამერწმუნეთ შედეგს მივირებთ კარგს თუარა საშუალოს მაინც.
ჰერცოგი
მე თქვენი მეზობლის ნაირი ხალხი არ მიგულისხმია და ბოდიში ყველასთან არ აღვნიშე ის რომ გარკვეული გადამზედების შემდეგ მიენიჭებინათ რაღაც დონის უფლებები იმ ადამიანებზე,მე ვიგულისხმე თქვენნაირი ხალხი ვისაც ნამდვილად უნდა რო წესრიგი დამყარდეს...
gagrinski
ნერგების დარგვა ცოტა კარგად რო გამოთბება მაშინ სჯობს ჩემი აზრით, ეხლა დარგულის უმეტესობა ვერ გაიხარებს ალბათ, მარტი ჯერ კიდევ წინ არის და...
სკოლებში პროექტის გაკეთებას რაც შეეხება მომწონს ეგ იდეა, ბევრი მათგანი მომავალი მონადირე იქნება იმ ბავშვებიდან და თავიდანვე თუ ეცოდინებათ ვინაა ბრაკონიერი და ვინ მონადირე ძალიან ბერვ რამეში წაადგებათ ჩემი აზრით.
gagrinski
hunter777
ვაიმე ბოდიშით მე უცოდინარს
აწი ზარუბლიუ ნა ნასუ
მოკლედ მაგრა ველოდები მინისტრთან შეხვედრას, სანამ ბოლი გასდის კიდევ ამ სიუჟეტს მანამ რომ მოვასწრო
gagrinski
კარგი სიუჟეტი იყო, მალადეც..... მეამა...
სიუჟერი მართლაც კარგი იყო თუმცა მწირი იმფორმაციის შემცველი და ესეც გასაგები მიზეზების გამო. 1000 პრობლემაა ამ სიუჯეტში ნახსენები პრობლემების მიღმა და ეს კარგად ვიცით ყველამ. ჩემის აზრით ტრიბუნაა საჭირო რომ მუდმივად ვესაუბროთ კანონმდებლებს რაც არ არსებობს აი რაა საჩალიჩო და არა ერთეული სიუჟეტები რომელიც 1 კვირაში აგარავის ახსოვს
მართლა კარგი რეპორტაჟი იყო.. იქნება გვეშველოს რამე..
შადი შამოდი
გეთანხმებით ბატონო შადიმან.
ბიჭებო როდის და რომელზე გავიდა ეს მითხარით რაა მალე თან :((
" ეს ვიდეო კომიკური თემიდან გადმოვიტანე"
აი ამის შემხედვარე როგორი გაიზრდება ახალბედა მონადირე ? კულტურაზე ხო საუბარი არ ღირს...
მეგრელი მართალი ხარ ტოოო ეს რაა არიის :XXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXX ვგიჟდებიი კაროჩე არ გვეშველება სანამ ეგეთები არ გადაშენდებიან :XXXXXXXXXXXXXხხ
შადი შამოდი
ვიძახდი, ადრე თუ გვიან დადგება ეს საკითხი დღის წესრიგში და ეხლა დავიწყოთ მზადებათქო....
http://ochopintre.ge/forum/index.php?showtopic=9509&st=0
საბო
გაზიფიცირება რო დაიწყოს მთელი საქართველოს მასშტაბით, მნიშვნელოვნად შემცირდება შეშაზე მოთხოვნა
მაგრამ ვიღაცამ ხომ უნდა გააკონტროლოს თოფი ვის მიყიდონ და ვის არა. ფსიხო მაინც გაამკაცრონ, ზოგი ისეთი დებილი იღებს, გაოცდები კაცი. მაგრამ იქამდე ჯობია გაუფორმებელ თოფებს მიხედონ, ათასობით ხალხი დადის ბიძაშვილ მამიდაშვილის იარაღით და მე დაჯარიმებული არავინ მინახავს...
... этот в. ролик, еще один большой шаг, в сторону цивилизованной охоты и правильной ориентации, будущих молодых охотников, да и закоренелых брконьеров Грузии...!!! Я уверен, обшественность, как и исполнительная власть, не оставит без внимание, то творящееся беззаконие, в разрешительной, исполнительной, да и в самой, охотничей среде...!!! Такие в. ролики, являются стимулом и символом, будущего цивилизованного подхода общественности, к окружающей природной среде, и их обетателям.... Огромное спасибо ВСЕМ. кто принимал участе, в создании данной видеопрограммы...!!! С Уважением Акоп Казарян....
спасибо уважаемый, надеюсь начнём кампанию против бракониеров
გარემოს დაცვის სამინისტროს რეორგანიზაცია უახლოეს პერიოდში განხორციელდება
საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს რეორგანიზაცია უახლოეს პერიოდში განხორციელდება. გარემოს დაცვის სფეროში რეფორმების გატარების მიზნით, 43 კანონპროექტიანი საკანონმდებლო პაკეტია მომზადებული, რომლის განხილვაც, პარლამენტში უახლოეს მომავალში დაიწყება.
პარლამენტში წარდგენილი პაკეტით, გარემოს დაცვის სამინისტრო რეორგანიზებული იქნება - გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროდ, ხოლო ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო - ენერგეტიკის სამინისტროდ.
ამასთან, გარემოს დაცვის სამინისტროს ის ფუნქციები დაუბრუნდება, რომლებიც, წინა ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ენერგეტიკის სამინისტროს გადაეცა.
კერძოდ, ბუნებრივი რესურსების სააგენტო ენერგეტიკის სამინისტროს ფარგლებიდან გამოდის და გარემოს დაცვის სფეროს უბრუნდება. შესაბამისად, გარემოს დაცვის სამინისტრო კვლავ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროდ ჩამოყალიბდება.
ამას გარდა, ცვლილებები შედის "საქართველოს წითელი ნუსხისა" და "წითელი წიგნის" შესახებ" კანონშიც, რომლის მიხედვითაც, გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფ გარეულ ცხოველებზე ნადირობის აკრძალვა მოხდება, თუმცა, ზოგადად ნადირობა მთელ რიგ დაცულ ტერიტორიებზე აიკრძალება.
კერძოდ, კანონპროექტით იკრძალება ყოველგვარი ქმედება, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ გარეულ ცხოველთა დაღუპვა, რაოდენობის შემცირება, მათი საბინადრო გარემოს, გამრავლების არეალის, გადარჩენის სტაციების, სამიგრაციო და წყალთან მისასვლელი გზებისა და წყლის სასმელი ადგილების დარღვევა.
ცვლილებებით, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი გარეული ცხოველების მოპოვება დაიშვება მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში - გადარჩენის, განკურნების, პოპულაციის აღდგენისა და სამედიცინო მიზნებისთვის, რაც სამინისტროს წერილობით საფუძველზე განხორციელდება.
ამას გარდა, ცვლილებებით, სანიტარიული დაცვის ზონების პროექტს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია გარემოს დაცვისა და ჯანდაცვის სამინისტროებთან შეთანხმებით წარადგენს.
ამასთან, მომზადებული ცვლილებების ფარგლებში, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სისტემაში საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სატყეო სააგენტო იქმნება, რომელიც სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის უფლების მინიჭების საკითხს გადაწყვეტს.
ასევე ცვლილებებით, ნადირობა დაიშვება მხოლოდ სპეციალურად საამისოდ გამოყოფილ ტერიტორიებზე - სამონადირეო მეურნეობებში, აღვეთილში, დაცულ ლანდშაფტში და ტყის ფონდის ტერიტორიებზე.
გარდა ამისა, წარმოდგენილი ცვლილებებით, იმ ორგანოთა ჩამონათვალს, რომლებიც გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადასახადისგან, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირები და საქვეუწყებო დაწესებულება, ასევე ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტო ემატება.
როგორც "ინტერპრესნიუსს" გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის ხელმძღვანელმა გიორგი ცაგარეიშვილმა განუცხადა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო იქნება უფლებამოსილი ბუნებრივი რესურსების მოპოვებასთან დაკავშირებული ლიცენზიების გაცემაზე. ჩამოყალიბდება კონტროლის დანაყოფი, რომელიც ბუნებრივი რესურსების გამოყენების კანონიერებას შეამოწმებს, გააკონტროლებს გარემოს დაცვის კუთხით შექმნილ ვითარებას და შეებრძოლება ბრაკონიერობას.
"ამით გარემოს დაცვის სამინისტროში უმნიშვნელოვანესი რეფორმები იწყება.
აღნიშნულ უწყებას მიეცემა ყველა ბერკეტი იმისთვის, რომ დაკისრებული მოვალეობა სრულფასოვლად განახორციელოს", - აცხადებს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის ხელმძღვანელი, რომელიც მთავრობის მიერ მომზადებულ შესაბამის საკანონმდებლო პაკეტზე მთავარი თანამომხსენებელია.
დაახლოებით ორი წლის წინ, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს რეორგანიზაცია გახორციელდა, რომლის ფარგლებშიც უწყების მმართველობის სფეროში შემავალი მთელი რიგი სფეროები სხვადასხავა სახალმწიფო უწყებებზე გადანაწილდა.
gagrinski
მდაააა..... ანუ რაღაც უნდა ეშველოს ჩვენს ბუნებას. იმედი მაქვს მიეხედება ელექტრიკებს და ბადეებს.....
ეხლა უკვე ეს ვეღარ გავიგე. თუ პარლამენტის ეგ კომიტეტი წყვეტს ყველაფერს, მაშინ სამინისტრო რაღას აკეთებს. ან ჩვენი გამოსვლა რაღა შუაში იყო სამინისტროსთან. მადაც ორხელისუფლებიანობაა?
აბა რისთვის ვხვდები მინისტრს. ამათ დაუწყვიათ თავისებურად ყველაფერი
იმედია
"წითელ ნუსხაში" ცხოველთა 135 სახეობა და 4 ქვესახეობაა შეტანილი. ძუძუმწოვრებიდან „წითელ ნუსხაში" 33 სახეობაა, რომელთაგან 4 - გადაშენებულია ეროვნულ დონეზე, 5 სახეობა - გადაშენების უკიდურესი საფრთხის წინაშეა (ფოცხვერი, ჯიქი, აფთარი, ირემი, ნიამორი), ხოლო 6 - გადაშენების საფრთხის წინაშე (წითური მემინდვრია, მურა დათვი, აფალინა, დასავლეთკავკასიური ჯიხვი, არჩვი). ფრინველთაგან წითელ ნუსხაში 35 სახეობაა შეტანილი. მათგან გადაშენების უკიდურესი საფრთხის წინაშე იმყოფება გავაზი და მცირე კირკიტა. გადაშენების საფრთხის წინაშეა - ქოჩორა ვარხვი, პატარა ღერღეტი, გარიელი, თეთრკუდა ფსოვი, თეთრთვალა იხვი, სვავი, თვალშავი, ბუხრინწა. რეპტილიებიდან „წითელ ნუსხაში" შეტანილია 11 სახეობა, ამფიბიებიდან - 2 სახეობა და თევზის 11 სახეობა, მათ შორის ზუთხისებრთა ყველა სახეობა.
საქართველოში გადამფრენი ფრინველების გარდა, ნადირობა ნებადართულია მხოლოდ სამონადირეო მეურნეობებში. 2009 წლისათვის საქართველოში 22 სამონადირეო მეურნეობაა შექმნილი. სამონადირეო მეურნეობების გარეთ ნადირობა ნებადართულია 15 სახეობის გადამფრენ ფრინველზე შეზღუდული დღიური ოდენობით.
მე ორი სანადირო მეურნეობა ვიცი და 22 საიდან აღმოჩნდა? მდაა საინტერესო თემაა
ბოლო დროს განხორციელებული საკანონდებლო ცვლილებებით, საქართველოში ნებადართული გახდა წითელ ნუსხაში შეტანილ სახეობებზე ნადირობა, მათ შორის იმ სახეობებზეც, რომლებიც გადაშენების კრიტიკული საფთხის წინაშე თავის დროზე სწორედ ნადირობის შედეგად აღმოჩნდნენ.
მას შემდეგ, რაც 2006 წელს საქართველოს „წითელი ნუსხა“ შეიქმნა, ჩვენმა სახელმწიფომ სამწუხაროდ ვერ მოახერხა საერთაშორისო და ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად ნაკისრი ვალდებულებების შესრულება:
არ იქნა უზრუნველყოფილი უკანონო ნადირობის კონტროლი;
არ ჩატარებულა წითელი ნუსხის სახეობების აღდგენის ქმედითი ღონისძიებები;
ვერ ჩამოყალიბდა წითელი ნუსხის სახეობების მონიტორინგის სისტემა.
მხოლოდ ამ პირობების დაკმაყოფილებით იქნებოდა შესაძლებელი გადაშენების პირას მისული კონკრეტული სახეობების მდგომარეობის გაუმჯობესება, მათი წითელი ნუსხიდან ამოღება და ნადირობის დაშვება დადგენილი კვოტების შესაბამისად.
გარემოსდაცვით კანონდებლობაში გაუმჭვირვალედ მიღებული ასეთი ცვლილებები:
რეალური გაქრობის წინაშე დააყენებს ისედაც მცირერიცხოვან სახეობებს (პირველ რიგში - ირემსა და ნიამორს);
აზრს უკარგავს ქვეყანაში წითელი ნუსხის არსებობას, რამდენადაც მასში შეტანილ სახეობებს არავითარი განსაკუთრებული დაცვითი სტატუსი აღარ ექნებათ;
ეწინააღმდეგება ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენების პრინციპებს, მხოლოდ მოკლევადიან ფინანსურ ეფექტზეა ორიენტირებული და არ შეუწყობს ხელს არც სანადირო ტურიზმის და არც ეკოტურიზმის განვითარებას საქართველოში.
ამ ეტაპზე წითელი ნუსხის მაღალი კატეგორიის საფრთხის წინაშე მყოფ და უკიდურესად მცირერიცხოვან სახეობებზე (ირემსა და ნიამორზე) ნადირობის კვოტების დადგენა სრულიად მიუღებლად მიგვაჩნია. ხოლო დანარჩენ სახეობებზე განსაზღვრული კვოტები, სათანადო ინფორმაციის არარსებობის გამო, მოკლებული იქნება ყოველგვარ მეცნიერულ დასაბუთებას. ამიტომ, ასეთ ვითარებაში სანადირო კვოტების შემუშავება საქართველოს ველური ბუნების განადგურებისკენ გადადგმული ნაბიჯი იქნება.
მეგობრებო ძლიან კარგია ეს ყოველივე,რომ ეს თემა "კიდევ ერთხელ დაიძრა" , მაგრამ მთავარი რაც გასათვალისწინებელია არის ამ საქმის კვალიფიციური კადრი, როგორც ხელმძვანელობაში ასევე რიგით თანამშრომლობაში........ამ საქმეს არაფერი უშველის რეალურად თუ მინიმუმ არ გადმოვიღეთ მაინც ჯერ იმ ქვეყნების პირადი გამოცდილება, რომელნიც მაქსიმალურად სრულყოფილად აწარმოებენ ამ საკითხის ზედმიწევნით ზუსტ რეალიზებას, როგორც პრაქტიკაში, ასევე თეორიაში(საკანონმდებლო დონეზე)........
მემგონი მინისტრთან შეხვედრამდე სერიოზული მასალებია დასამუშავებელი, მთელი არგუმენტებია დასადები მაგიდაზე და ასახსნელი......
თორემ ისეთ კანონს მიიღებენ ესენი, თოფებს ჟანგი შეგვიჭამს!!!
კი ნუკრა ეგრეა ზუსტად ორი საყოველტაო პრობლემა საიდანაც ჩემი აზრით უნდა დაიწყოს
პირველი ესაა ელექტრო მანოკების შესახებ კანონის მიღება ანუ აიკრძალოს შემოტანა რეალიზაცია დამზადება გაყიდვა გამოყენება
და იგივე ელექტროშოკურ აპარატებზეც.
ეს პრობლემები უნდა მოგვარდეს თუ მოვინდომებთ მოგვარდება კიდევაც ჰოდა უნდა მოვინდომოტ ნადირობის სეზონური ვადების გადაწევა გადმოწევას ეშველება დღეს ყველაზე აქტუალური ეს ორი საკითხია რომელიც დღემდე უკონტროლოა და ძალიან დიდ ზიანს აყენებს გარემოს მისაღებია უკაცრესი ზომები.
დიდი ხანი ვიმუშავე გარემოს დაცვის სფეროში და კარგად მესმის საკითხი
მე კი არ გამომრჩა თქვენ გამოგრჩათ ის რაზედც ვიპლაპარაკე და კიდე ტურა მელაო რო ამბიობ რათქმაუნდა ნუკრას ვენაცვალე მოსასპობია აუცილებლად ეგ მავნებლები და მაგასთან ერთად ყველაზე დიდი მტერი გარემოსი ენოტისებრთა ოჯახის ყველა წარმომადგენელი ( ენოტი, და ენოტისებრი ძაღლი) რომელიც კომუნისტების დროთ ჩამოიყვანე ჩვენი ბუნების მოსასპობად( სხვა მიზეზს ვერ ვხედავ მაგის ჩამოყვანისას ისევე როგორც მგლების ) და რომელიც სერიოზულ ზიანს აყენებ ჭალის ისეთ ენდემურ ფრინველს როგორიცაა მაგალითად კოლხური ხოხობი
მანდ ვარ მეც, თუ გინდა რომ საერთოდ რამე გამრავლდეს საქართველოში, ზუსტად მაიდან უნდა დავიწყოთ ყველაფერი......
მანოკზე და ბრაკონიერზე მეტი მავნებლობა, ტურას და ენოტისებრებს მოაქვთ!!!
პრობლემა გლობალურია ნუკრა ვის მოაქ მეტი ზიანი მაგაზე არ უნდა ვიმსჯელოთ ზიანის მომტანი ყოველგვარი პრობლემა უნდა მოგვარდეს და უნდა წავიდეს სერიოზული მუშაობა ამასთან დაკავშირებით.
უფრო მარტივად მგონია, მაგ საქმის მოგვარება. მინიმუმი, თუ რაც დაერქმევა, უნდა ჩაბარდეს როგორც მართვის მოწმობის თეორია ბარდება. ტესტები შეადგინოს გარემოს დაცვამ, შეკრიბოს პროფიოსიონალთა ჯგუფი და მოამზადონ კითხვარები. მონადირემ ბევრი რამ უნდა იცოდეს: სამონადირეო ეთიკის შესახებ, ფრინველების და ცხოველების შესახებ, მათი ქცევის და ბინადრობის, წითელი ნუსხის, სამონადირეო მეურნეობების, ნაკრძალების და აღკვეთილების შესახებ, სანადირო მეძაღლეობა და რავი რა კიდე არა... სამონადირეო კულტურაც ამაღლდება ბრაკონიერობაც მეტად დაიგმობა.
რაც შეეხება, სახელმწიფო სამონადირეო ბილეთს, აუცილებელი მგონია, როგორც ნადირობის ნებართვის და თოფის ტარების ნებართვის დამადასტურებელი დოკუმენტი. იარაღის შეძენა სხვაა და მისი უსაფრთხიოდ და კანონიერად გამოყენების ცოდნა - სხვა. საწინააღმდეგო არგუმენტებს მოვისმენდი, ოღონდ დასაბუთებულ არგუმენტებს. კლუბებს, მე ამ ეტაპზე ვერ დავაკისრებდი ამხელა პასუხისმგებლობას.
ერთი მეც რა მადარდებს პარლამენტმა არ მიიღოს ის კანონი, რომ რაც ცვლილებიებია შესატანი კანონში ვადების გადაწევიდან დაწყებული იმ მტაცებლების ამოღებიდაან დამთავრებული ეს არ მოხდეს თუ ეს მოხდა ბოდიში და მერე ვერავინ ვერაფერს გავხდებით.
მე პირადად იმის მომხრეც ვარ, რო რამდენიმე წელი ნადირობა მარტო გადამფრენებზე მოხდეს ასევე მოხდეს მტაცებლებზე ნადირობა დაიშვას ისიც იმ მიმართებით გაკონტროლდეს და კონტროლი გაეწიოს.
ერთი ოცნება მაქვს ამ სფეროში მინდა რომ მთა ბარი მთლიანად გაკონტროლდეს და შეიქმნას ისეთი მაკონტროლებელი სისტემა რომელიც მოიცავს მთელს საქართველოს და კონტროლ გაუწევს ყველაფერს. ხე ტყეს, მთას, ბარს, მდინარეებს, ველებს, ტბებს, ღელეებს, ხევებს, და იმ ადგილებს სადაც ყველამ კარგად ვიცით რომ გასაკონტროლებელია
მოკლედ დღეს გადაწყდა ფორმატი. ერთი ერთზე ვხვდებით
დანარჩენი კითხვები VIP ში
ვა ვოტ ძელა
ჭალო აბა შენი იმედი მაქ!!! 1 .მანოკი 2.დენი და მერე ტურა მელა ...
იმედია რამე გვეშველება ბლიად
და კარგი იკნება თუ ფრინველის მომრავლებას და ბუნებაში გაშვების თემასაც შეეხებით!!!
მისახედია თან ძაან მაგარი მისახედია აგერ ოქროყანელები ფუნიკულიორზე ნადირობენ და სულ ცალ ფეხზე კიდიათ ყველაფერი და რაღაზეა საუბარი.
მანოკი და ელექტრიკები უდავოდ დიდი პრობლემაა, მაგრამ არანაკლებად მნიშვნელოვანია ხე-ტყის უკანონო ჩეხვა. ელემენტარულად საცხოვრებელი არეალი თუ არ ექნებათ, მერე გინდა ფარებით უნადირიათ, გინდა ხელყუმბარებით, აღარ იქნება აღარაფერი.
ვინმეს გაქვთ ინფორმაცია, როდისტვის აღდგება "გდი" და როგორ უნდა გაკონტროლდეს რომ, ბრაკონიერები და უცოდინრები(ტყეში რომ არაა ნამყოფი, მარტო ხელფასი რომ უნდათ და ტალახის ზელა რომ ეზარებათ) არ მოხვდნენ მაგ სტრუქტურაში.
მარტის თვეში აღდგება დგი, ოღონდ სხვა სახელით. ჯერ შესაბამისი ცვლილება უნდა შევიდეს კანონში და ახალი რეგულაციები დაიწეროს.
მე მეშინია არ მოხდეს ისე რომ ცვლილებები შევიდეს, მარტო სანადირო მეურნეობების სასარგებლოდ.
და ჩვენ არ დავრჩეთ გაღიმებულები, ვფიქრობ რომ საფრთხე არსებობს. აი გიორგის მინისტრთან შეხვედრის შემდეგ, უკვე
შეეტყობა საქმეს და მის ჩვენდა სასიკეთოდ გადაწყვეტის შანსებიც გამოიკვეთება.
levani100
მეც ცუდათ გამკრა ისე მაგ იდეამ
ან ჩვენთვის შეიზღუდოს და ვინც გრიმიტობდა და არღვევდა ისევ იმათმა იგულავოს თაქვისი ქსივებით
თაგვმა თხარა თხარაო ეგრე არ მოგვივიდეს ჩვენ
kajuberi
ამაზე უარესი რაღა უნდა იყოს
kajuberi
ეგ ფაქტორი ყოველთვის იყო და არც მაქვს იმედიი რომ ესენი რამეს გამოასწორებენ მაგ მხრივ
ჩვენ თუ შევიზღუდებით და ყველაფერი ისევ ისე იქნება აზრი?
ვნახოთ რა იქნება ძნელია ესე დასკვნების გაკეთება. მარა იმედია შემცირდება ეს ყველაფერი.
ვინც თევზაობს დენით დღისით მზისით იმას დამიჯერე "კრიშა" ყავს როგორ იქნება მაგის ამბავი არ ვიცი
ზახარა ეგრევე უიმედობას არ უნდა მივეცეთ, უბრალოდ მეტი აქტიურობაა საჭირო სანამ "ცხელია." იქნებ
სახვა არხზეც შევეხოთ მაგ. მაესტროზე. დასანანია ზაზა ხუციშვილის გადაცემა ეხლა "დაგვხატავდა." ან იქნებ რომელიმე
თოქ-შოუში ან გადაცემაში ვერაა? მინისტრთან შეხვედრის მერე იქნებ გია ცაგარეიშვილს შევხვდეთ, პატარა ჯგუფი. მემგონიარ იქნება ცუდი.
პირველ რიგში უნდა მოხდეს მიდნარების და ტბების კონტროლი არ მოხდეს დენით და ბადეებით თევზაობა.
მეორე უნდა დაიშვას მანვნებელ ცხოველებზე ნადირობა ცოტა რომ ამოისუნქოს ფრინველმაც და ნადირმაც.
უნდა აიკრძალოს "მანოკის" გამოყენება გარდა იხვისა.(რატომ იხვი მაგას გეტყვით თუ ვინმეს დააინტერესდება)
დანარჩენი მოგვარდება ყველაფერი ნელ ნელა.
გამკაცრდეს კონტროლი ლიცენზიებზე და იარაღზე? კი ბატონო იყოს მასე მარა ეს ლაპარაკი და დისკუსია არ მიდის მთავარ პრობლემადე.
ჩემი აზრით მოხდება კონტროლი იარაზე და ლიცენზიაზე მარა როგორც იყო ისე იქნება ყველაფერი.
ისე იდეა მომივიდა თავში ასეთი , სანამ ადამიანი გაიფორმებს სანადირო იარაღს , ჩაუტარდეს ტესტირება ნადირ-ფრინველთან დაკავშირებით , და მათზე ნადირობის წესებთან დაკავშირებით . ალბათ იკითხავთ რისთვის ... ახალბედა მონადირე რომელსაც ჯერ კიდევ მონადირეც არ ქვია და პირველად იღებს ხელში თოფს , და ისიც არ იცის თუ რომელი ფრინველი არის შესული წითელ წიგნში და რომლისთვის შეიძლება ცეხლის გახსნა
ამ იდეის არსი იმაში მდგომარეობს რომ მომავალ მონადირეს წარმოდგენა მაინც ექნება რომელი ფრინველი რომელია .ეცოდინება წესები მაინც ...
რაცხა უცნაურად ჩამოვაყალიბე ჩემი აზრი მემგონი მიხვდით
megreli
კაჯუბერს მემგონი ზუსტად ჩასაბერ მანოკზე ჰქონდა საუბარი...
ალთაზარ
მე შემიძლია დავადასტურო რომ მინისტრთა მთელი კაბინეტი არ დაზდევს პალიასტომში იხვს როგოც ცოტახნის წინ ბნელ დროში ხდებოდა. იმედია არ მოხდება ის რომ ვინც გულაობა იმისთვის გამარტივდება ყველაფერი და ჩვენთვის გართულდება რამე.
აქ მხოლოდ მედიას აქვს ძალა. სანამ არის საშუალება უნდა ვიმოქმედოთ ტელევიზიით შეიძლება რამე შევცვალოთ, თორემ რაც არ უნდა იმსჯელოს აღმოსავლეთის მოღვაწე ქართველთა დიდმა არმიამ სამონადირეო კულტურისა და ზნეობის ამაღლებაზე,(კონკრეტულად იხვზე მონადირე) კოლხეტის ტერიოტორიაზე მცხოვრები მონადირეებისათვის არაფერი შეიცვლება თუ მთელი საქართველონად არ შეიკრიბა ინფორმაცია და არ ჩამოყალიბდა ყველა რეგიონისათვის განკუთვნილი პრობლემების მოგვარების გეგმა.
მაგალითად მგლის პრობლემა სამეგრელოს ძირითადად არ აწუხებს.და აღმოსავლეთში კიდევ სულ სხვა სიტუაციაა.
megreli
იანვარში ვიყავით სანადიროდ დასავლეთში იხვზე წასულები.არც მანოკი არც ფარი არაფერი გქონდა.ჩემ ძმაკაცს წამოღებული ქონია დენიკინის დროინდელი პირის მანოკი 25 კაპიკი ეწერა ზედ.გავიყავით 2-2.დავიწყე ამ მანოკის ბერვა(ცხორებაში არ მქონია შეხება) და შედეგი მივიღეთ.ჩვენ ვესროდით ისინი ვერა .
როცა ტყეში ხარ შესული იქ რომ არ გამოიყენო მანოკი შანსი გაქვს -მინუს უსასრულობა. მთელი ევროპა პირის მანოკით ნადიროს და ისინი არ არიან ბრაკონიერები და ჩვენ ვართ? იხვი შემვა და წავა .კაკაბმა რა ქნას ?ხოხობმა რა ქნას? რო დაიწყებენ ჩემ დროს ამდენი იყო ჩემ დროს იმდენი იყო? ხომ იყო?ეხლა 1 ცალს თუ ნახავ.2 წელში ვერაფერს ნახავ.ესე მოხდება ყველაფერზე.კომუნისტები დებილები არ იყვნენ.აიღეთ რუსეთი რამდენი დაცული მდინარე აქვთ.ტბები და ასე შემდეგ.
ჩვენ რა გვაქვს?რომელი მდინარეა ხელშეუხებელი?ვინმე იღებს სინჯებს ?ექსპედიციებს ატარებს? ციცოს პონტია დღეს ამათ ჩვენი მახრა სულ სირზე კიდიათ.
როგორ ფიქრობთ თბილისიდან წასული კაცი (არ აქვს ქალაქას მნიშვნელობა) დასავლეში სანადიროდ გაუფორმებელი თოფით წავა და 10 ლარიან ლიცენზიას ვერ აიღებს? აქ სხვა რამეა პრობლემა .იარაღზე კონროლის მოხდენა ეს არის მე 10 ხარისხოვანი ჩემი აზრით.ჯერ რაც არის პრობლემა ეგ უნდა მოგავრდეს.ყველაფერს ერთიანად ვერ გააკეთებენ.აქ საქართველოა ცოტა ისეთი ხალხი ვართ ქართველები და ჩვენი მენტალიტეტი სხვა არის.მარა სანადიროდ განხრით ჩვენ შორს ვერ წავალთ.
ეხლა მე დიდად ჩახედული არ ვარ მაგ საკითხში, მაგრამ მამაჩემს სულ ჰქონდა ჩასაბერი მანოკი იხვზე სანადიროდ. იდეაში ეგ რომ აკრძალული ყოფილიყო, მონკავშირში კომუნისტების დროს არ გაიყიდებოდა, თან 25 კაპიკად.
ჩელე
ჩელეს შემოვევლე მთელი ევროპა და მსოფლიო მაგით ნადირობს და საქართველოს ბევრი აკლია იქამდე მისასვლელად.5 საათი ვბერე და 2 დღე ტუჩები მიბჯუოდა მარა ქონდა აზარტი და მუღამი თან დიდი
kajuberi
ჰოდა მაგას ვამბობ მეც. მაგრამ ეხლანდელ დროში ყველაფერი ადვილად გვინდა მოვიპოვოთ და მივიღოთ. ეგ არის ჩვენი დიდი პრობლემა და არ ვუყურებთ ,,დალშე,, რას ვაზიანებთ და რას არა..... ზუგადად დაიკარგა ყველაფრის კულტურა, აღარც ხათრი, აღარც მორიდება და უკვე აღარც შიში. ფაქტია ეს მიდგომები უნდა შეიცვალოს.
ჩასაბერ არავინ კრძალავს, არის ხალხი ვინც პირით აკეთებს იხვის ხმის იმიტაციას და მათაც ავუკრძალოთ ლაპარაკი ბარეღამ.არასწორი ინფორმაციაა ეგ. ელექტროზე არის აკრძალვა
kajuberi
მეც მომხრე ჩასაბერი მანოკის უბრალოდ შენ პოსტში არ იყო დაკონკრეტებული ჩასაბერი თუ ელექტრო...
http://postimage.org/
http://postimage.org/
ბრაკონიერი ლაგოდეხის ნაკრძალში.
ისე საინტერესოა, როგორ უნდა მოახდინონ ამის იდენტიფიკაცია?
levan81
ვითომ კაცია მანდ?
Fishman
მართალი რომ გითხრა ზუსტად ვერც მე გავარჩიე , მაგრამ ბრაკონიერის სახელით გავრცელდა ეს ფოტო.
levan81
რავი აბა. ცოტა იმას გავს ღრუბელი რო რაღაც ფორმას მიიღებს და სასწაული გამოისახაო რო ამბობენ ეგეთი რა კომუფლირება აქვს რო ვერ გაგვირჩევია ხისგან
http://postimage.org/
http://postimage.org/
http://postimage.org/
http://postimage.org/
http://postimage.org/
http://postimage.org/
http://postimage.org/
http://postimage.org/
აი სხვა ფოტოებიც ვნახე
ესეც ლინკი. ჯარიმა წესით ბევრად დიდი უნდა იყოს, რომ სხვებს დააკარგვინოს იგივეს განმეორების სურვილი. ზოგისთვის 1500 ლარი ბევრს არაფერს წყვეტს და ღირს იმათთვის რისკზე წასვლა.
http://www.heretifm.com/?2%2F12540%2F%E1%83%A4%E1
levan81
ვააა რა კარგად მოუწყვიათ ხეზე ჩასასფრებელი დაუჭერიათ კიდევაც ეგენი. ონლაინ რეჟიმში აგზავნის სურათებს და ეგრევე ტყეშივე დაუკავებიათ
facebook-ze "დაცული ტერიტორიების სააგენტო"ს გვერდზეა ატვირთული ეს მასალები,ვიდეოც დევს რამდენიმე...
კარგი მეთოდია ბრაკონიერებთან საბრძოლველად
ნამდვილად კარგი მეთოდია მაგრამ ძვირი სიამოვნებაც არის ამავდროულად
ნაკრძალში კიდევ რაუჭირს, სანადირო ტერიტორიებზე ამოწყვიტეს და გადააშენეს ტო ყველაფერი, თორემ ლაგოდეხში ესე ჩუმი გადაპარვა იმდენს არაფერს აშავებს რასაც მეფარეები და მემანოკეები ჩვეულებრივ სანდირო ტერიტორიებზე.
მე უფრო მგონია რომ ეგ ადამიანი გარკვეული გარიგების საფუძველზეა შესული ნაკრძალში, თუ მართლა ბრაკონიერია???!!! ამას ჩემი 9 წლიანი სატელევიზიო გამოცდილებიტ გეუბნები, თუ ბრაკონიერია, შესაბამისად ნაკრძალში როგორც წესი იშვიათი გამონაკლისების გარდა ყველა ფოტო და ვიდეო ხაფდანგის წერტილები ასეთმა ტიპებმა ზეპირად იციან.
ჩვენ მეორე უბედურება გვჭირს-ახლობლობა და ძმობით ამბავი უნდა დამთვარდეს როცა კანონის დაცვაზეა საუბარი. ვისაც როგორ უნდა ისე გაიგოს მაგრამ მე ეგრე მიმაჩნია.
იმ დღევანდელი რეპორტაჟით არ დამიმთავრებია ამბავი და სანამ ცოცხალი ვიქნები(გთხოვთ ამ სიტყვებს პათეთეიკაში ნუ ჩამომართმევთ) იმისთვის ვიბრძოლებ და რამდენადაც მექნება შესაძლებლობა რეპორტაჟებსაც გავაკეთებ რომ საქართველოში ბრაკონიერობა აღმოიფხ**ას, არავის არ დავინდობ და ყველას სახეს ვაჩვენებ, ამისკენ ჩემმა რეპორტაჟმაც მიბიძგა, ადამიანი რომელიც მეტყვის მერე რა რომ აკრძალულია ერთი ხოხობი მოვკალი არასანადირეო მეურნეობაში და მერე რაო, ყველას ვაჩვენებ. რამდენიც უნდა იმდენი მაგინონ. მეყოფა ისიც რაც დაკარგა ჩვენმა თაობამ.(ვგულისხმობ ოკუპირებულ რეგიონებს-თრუსოს ხეობის უმაგრეს სანადირო ადგილებს და აფხაზეთს)
მე ნებისმიერი მონადირის ადგილას ფიცს დავდებდი-ის რაც ჩვენი ბუნების სიმდიდრეა არ ვესვრი სანამ იმ რაოდენობით არ მომრავლდება რომ ნადირობა დაიშვას.
ეს ყველაფერი მხოლოდ იმიომ დავწერე რომ მჯერა და დავინახე რომ ამ კლუბში არიან ადამიანები ვისაც რაც ზემოტ დავწერე ეს მართლა უნდათ.
პატივისცემით დათო კაკულია
პ/ს/ მაპატიეთ თუ თავი შეგაწყინეთ
gagrinski
ეგრეც უნდა გააკეთოს ყველა ამ ქვეყნის შვილმა და ვისაც ეს ესმის მე მზადავარ, რომ საერთოდ აღარ ვინადირო უკვე ვხედავ რომ აზრი აღარ აქვს სადამ ეს ყველაფერი მწყობრში არ ჩადგება მეტიც მეშინია კიდეც, რომ არ გადაშენდეს ისიც რაც კიდევ არის დარჩენილი ცოტა რაოდენობით და დავეხმარო ამ სფეროს აღორძინებას რითაც შემეძლება და როგორც გამომივა
gagrinski
ჯიგარი ხარ დავით ძმაო, ღმერთმა ხელი მოგვიმართოს ყველას, ყველა კეთილ საქმეში.
გაიხარეთ მეგობრებო, სიმართლე გითხრათ ამ კლუბმა და ფორმუმმა მიბიძგა ამ ყველაფრისკენ, ადრე მხოლოდ ჩემთვის ვიყავი და ცოდვა გამხელილი სჯობს არც ამსმედია სწყალობს ესეთ თემებს სამწუხაროდ, ეგ არაფერი მე მაინც მჯერა რომ ყველაფერი მოგვარებადია და ყვლე ერთად ამ პრობლემას მოვუვლით, მთავარაია მონდომება. ჩემი იდეაა რაღაც კონკრეტულით დავიწყოთ-მაგალითადა კოლხური ხოხობის გადარჩენი ფონდით, შიძლება ვბოდავდე, მაგრამ მიმაჩნია რომ სამომავლოდ ეს ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი ტურისტულ-სამონადირეო ბიზნესი იქნება საქართველოში.
gagrinski
გნოლზე უფრო საგანგაშო მდგომარეობა ვიდრე ხოხობზე სამწუხაროდ არადა მეძებრებისთვის მისწრებაა გნოლზე დაგეშვა
ზახარა
გეთანხმები, მე მგონია რომ უნდა ვიმოქმედოთ, თანაშემწეებს ამ საკითხში და სპონსორებს ვეცდები მოვიძიო
ჩემის აზრით გნოლი, კაკაბი და ხოხობის პოპულაზაცია უნდა მოხდეს და ეტაპობრივად გაშვება და კონტროლი დღემდე ვეძებ სპონსორს, მარამ ეს თემა არცეთ ბიზნესმენს არ ესმის ყველა ელოდება პირველ წელსვე მოგებას და ამ თემასთან დაკავშირებით ბევრი საჩოთირო საკხია
მე ვფიქრობ რომ არასამთავრობოების დახმარებით უფრო მოგვარებადია ეგ საკითხი
alika77
თუ გინდა რომ კარგად გამრავლეს და ლიცენზიები გაიცეს წესით და კანონით უნდა გაუშვა ფრინველიც საკვებურიც დაუდგა და მინდვრები და სავარგულები არ უნდა მოუწამლო შხამ-ქიმიკატებით
gagrinski
პატივს ვცემ შენს შრომას და მონდომებას !
უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)