თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ კანონმდებლობა, ბრაკონიერები, გდი _ პნევმატიკა და კანონმდებლობა

პოსტის ავტორი: გიორგი Sep 9 2009, 16:44

ციტატა(geojorjika @ 9th September 2009 - 05:39 PM) *
არც არ ის ჩვენთან დაშვებული 4.5მმ-ზე მეტი კალიბრის პნევმატიკა სამწუხაროდ


ვეღარ მივხვდი... ნადირობაა აკრძალული, თუ უბრალოდ რეგისტრაციას საჭიროებს - ცეცხლსასროლი იარაღივით ???

ციტატა(geojorjika @ 9th September 2009 - 05:39 PM) *
გეკოთი ნადირობა არის აკრძალული მეთქი


სკს-ით არ არის აკრძალული და გეკოთი რატომ არის ????

და ბოლო კითხვა: Weihrauch HW100 SK თქვენ ფორუმზე წავიკითხე, რომ 5 კილოაო და შემეშალა თუ მართლა მაგდენი აქვს წონა ???




პოსტის ავტორი: ბესო Sep 9 2009, 16:47

ციტატა(გიორგი @ Sep 9 2009, 05:44 PM) *
ვეღარ მივხვდი... ნადირობაა აკრძალული, თუ უბრალოდ რეგისტრაციას საჭიროებს - ცეცხლსასროლი იარაღივით ???



სკს-ით არ არის აკრძალული და გეკოთი რატომ არის ????

და ბოლო კითხვა: Weihrauch HW100 SK თქვენ ფორუმზე წავიკითხე, რომ 5 კილოაო და შემეშალა თუ მართლა მაგდენი აქვს წონა ???


გიო 5.5 ყალიბს უკვე გაფორმება უნდა, თორემ ნადირობა არც მაგით არ არის აკრძალული..

და გეკო ვინ აკრძალა? newsmile05.gif

პოსტის ავტორი: გიორგი Sep 9 2009, 16:50

ბესო

ხო რავი, მეც დავიბენი რა....

ხალხო ნუ დებთ მცდარ ინფორმაციას !!

პოსტის ავტორი: geojorjika Sep 9 2009, 17:15

ბესო
გიორგი
არანაირი გაფორმება 4.5მმ ზე მეტი კალიბრის პნებმატიკა არის აკრძალული არანაირი გაფორმება არ შველის მაგას

გეკოთი ნადირობა არის აკრძალული

რაც შეეხება Weihrauch HW100 SK -ს ეს არის 3.2 კგ ოპტიკის გარეშე და FAC ვერსია 600 მმ-იანი ლულით და დიდი რეზერვუარით არის 3.9 კგ საკაოდ მძIმეა მაგრამ ეს იარაღი არის განკუთვნილი ე.წ. ჩასაფრებული ნადირობისთვის ანუ ამ იარაღთ ტყეშI ვერ იხეტიალებ , მაგისთვის არსებობს AA S410-ის კარაბინო არის 2.48 კგ და მშვენიერი სატარებელია თან კომპაქტურია ასევე ჩემი ბენჟიკაც 2.4 კგ-ა newsmile05.gif

მე არასდროს არ ვდებ გადაუმოწმებელ ინფოებს

1. აკრძალულია სამოქალაქო და სამსახურებრივ - საშტატო იარაღად გამოყენებულ იქნეს:

ა) ცეცხლსასროლი იარაღი, რომლის კონსტრუქცია იძლევა დაკეცვის, დაშლის ან აწყობის საშუალებას ისე, რომ იარაღი არ კარგავს სროლის შესაძლებლობას;

ბ) ცეცხლსასროლი იარაღი, რომელსაც აქვს სხვა საგნის იმიტირებული ფორმა;

გ) კასტეტი და სხვა მსგავსი დასარტყამ-დამაქუცმაცებელი (დამამსხვრეველი) საგნები;

დ) საბრძოლო მასალა, რომელსაც აქვს ჯავშანგამტანი, ცეცხლგამჩენი, აფეთქებითი ან ტრასირებული მოქმედების ძალა;

ე) იარაღი და სხვა მოწყობილობანი, რომელთა მოქმედების ძალა ემყარება ელექტროენერგიას, რადიოაქტიურ გამოსხივებას ან ბიოლოგიურ ფაქტორებს;

ვ) გაზის იარაღი, რომელიც აღჭურვილია ნერვულ-პარალიტიკური (დამბლადამცემი), მომწამვლელი ან სხვა ძლიერმოქმედი ნივთიერებებით;

ზ)პნევმატური იარაღი, რომლის კალიბრი 4,5 მილიმეტრზე მეტია;

თ) მოწყობილობა, რომელიც გამოიყენება სროლის დასახშობად ან სიბნელეში დამიზნებისათვის;

ი) გრძელლულიანი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი.

პოსტის ავტორი: გიორგი Sep 9 2009, 17:20

geojorjika

მერე და აქ გეკო რომელში გადის ?

პოსტის ავტორი: geojorjika Sep 9 2009, 17:38

გიორგი
გეკო ცალკე ნადირობის კანონშI წერია ეხლა ვერ ვპოულობდ და დავდებ მერე

ეხლა ვეღარ ვპოულობ მაგრამ ამდენი ხანი ეგრე იყო აკრძალუალი იყო მცირეყალიბიანი შაშხანით ნადირობა ,აი ვიტომ იცის ეგ კარგად და შემოვა და დაწერს

პოსტის ავტორი: xedos Sep 9 2009, 18:17

რას ამბობთ კაცო? გეკოთი ნადირობა აკრძალული რატოა? იხვზე, ბატზე, ქედანზე და ა.შ. გამოყენება არ შეიძლება?

პირველათ მესმის პნევმატიკის გაფორმებაზე. ბიძაშვილს აქვს 5.5 და არ აქვს გაფორმებული. რამდენჯერმე იყვნენ შემოწმებაზე და მაგაზე ხმაც არ ამოუღიათ. რა ვიცი რა ვიცი newsmile05.gif

პოსტის ავტორი: hunter777 Sep 9 2009, 18:30

არა აკრძალული გეკო ანუ 5,6 კალიბრიანი ხრახნილლულიანი იარაღი ვინ თქვა რო აკრძალულიაო კაცო რეებს წერთ და კანონში ნათლადაა შავით თეთრზე დაწერილი რომ სანადირო პნევმატური იარაღით ნადირობა დაშვებულია!
nadirobisaTvis daSvebuli iaraRebi

sanadiro iaraRis saxeebia: sanadiro xraxnivluliani da gluvluliani cecxlsasroli iaraRi, sanadiro civi da civi sasroli iaraRi, sanadiro pnevmaturi iaraRi.
akrZalulia sanadiro iaraRis zemoT CamoTvlili saxeebis garda sxva iaraRiT nadiroba.


გასაგებია ეხლა?? მცდარ ინფოს ნუ დადებთ ფორუმზე! მაგ საქმეში ვარ და არ მესწავლება რაა აკრძალული და რა არა!

თუარადა აგერ მაქ კანონი ნადირობის შესახებ მე ამის დედაბა არ ვიცი გადმოგიგზავნით ვინმეს და დადეთ!

ციტატა(geojorjika @ Sep 9 2009, 05:39 PM) *
hunter777
შინაურ ღორებზე შენი არ ვიცი და მე დანბითაც კარგად ვნადირობ newsmile035.gif , მეორეც ტაკებზე და ბიზონებზე მე პნევმატიკით არ წავალ სანადიროდ და არც არ ის ჩვენთან დაშვებული 4.5მმ-ზე მეტი კალიბრის პნევმატიკა სამწუხაროდ შესაბამისად მაგენსზე ნადირობა იდეაშივე მკვდარია, მესამე 50-60 მეტრზე დავენიძლავები ვისაც უნდა რომ ბეღურების "აყვანის" შანსი თან "ტირის" თოფით გაქვს 4-5% ჰა ჰა მაქსიმუმ 10% და მე მაქვს PCP-თ 90% newsmile05.gif
მეოთხე გეკოს სროლა საშიშIა , ძალიან დიდ მანძIლზე ინარჩუნებს ენერგიას და ადგილის შერჩევა უნდა , მაგას ეზოს ბოლოს შაშვებს ვერ ესვრი და ვერც ტტბაზე კამიშებიან ადგილას ისვრი ვინმე რომ არ დაბრიდო newsmile035.gif



ერთი მითხარი რომელია "სანადირო პნევმატური იარაღI" ? კონკრეტული მოდელი დამისახელე newsmile035.gif

და მეორეც მე გითხარი გეკოთი ნადირობა არის აკრძალული მეთქი და მემგონი არ ვცდები არა? newsmile035.gif მე კანონმორჩილი მონადირე ვარ და არა ბრაკონიერი newsmile045.gif

შენ ვინ გითხრა რო გეკოთი ნადირობა აკრძალულია? მცდარი ინფო გაქვს ბრატ!, და არცერთი პნევმატიკით ნადირობა არაა აკრძალული ! ისე ცნობისათვის! სპორტულ პნევმატურ იარაღად რომელიც არ ითვლება ყველათი შეიძლება ნადირობა! სპორტულში კიდე მოკლე ანუ პნევმატური პისტოლრტ რევიორვერი მოიხსენიება!

პოსტის ავტორი: xedos Sep 9 2009, 18:33

hunter777
და პნევმატურს გაფომება მართლა ჭირდება?

პოსტის ავტორი: hunter777 Sep 9 2009, 18:40

ყველას არა! კალიბრზეა დამოკიდებული! ანუ; 4,5 მმ ზე მეტს აფორმებენ! ძირითადად 5,5 კალიბრზე მომუშავე პნევმატურები შემხვედრია საქარტველოში და მაგათ მაღაზიაში ვერ იყიდი ისე თუარ გააფორმე

პოსტის ავტორი: xedos Sep 9 2009, 18:42

დიდი ხანია რაც ეს კანონი შემოიღეს?

პოსტის ავტორი: hunter777 Sep 9 2009, 18:54

კიი!!
მაგრამ ზუსტად არ ვიცი რამდენი ხანია!

პოსტის ავტორი: xedos Sep 9 2009, 18:59

გასაგებია, მადლობა!

პოსტის ავტორი: geojorjika Sep 9 2009, 19:28

ციტატა(hunter777 @ Sep 9 2009, 07:40 PM) *
ყველას არა! კალიბრზეა დამოკიდებული! ანუ; 4,5 მმ ზე მეტს აფორმებენ! ძირითადად 5,5 კალიბრზე მომუშავე პნევმატურები შემხვედრია საქარტველოში და მაგათ მაღაზიაში ვერ იყიდი ისე თუარ გააფორმე


კანონშI იარაღIს შესახებ ცალსახად წერია რომ არ შეიძლება 4.5 მმ მეტი კალიბრის პნევმატური იარაღI ბრუნვა საქართველოში ასე რომ 5.5 დაივიწყეთ საერთოდ გინდა ეგ გდებია სახლში და გინდა T 72 გყენებია გარაჟში newsmile035.gif

მე კი არა შენ გაქვს მცდარი ინფო მიდი აბა თუ მაგარი ხარ და იყიდე 5.5 პნევმატიკა ან თქვი სანებართვოში 5.5-იანი პნევმატიკის გაფორმება მინდათქო და მერე მოვლენების განვითარებს დაელოდე newsmile035.gif , მოვლენები კი ასე განვითარდება რაო? 5.5 პნევმატიკა? აბა პირადობა მოგვეცი და გნავანხე დროზე სადა გაქვს newsmile035.gif , შემდეგ კი იარაღIს კონფისკაცია და ბრალდება აკრძალული იარაღის უკანონოდ შენახვაზე newsmile05.gif , ძამიკო მე კაი ხანი დავდიოდი სანებართვოშI ამ საკითხზე და კანონებშიც კაი ხანი ვიქექებოდი , ჯერ ერთი ეხლა დაუშვენ პნევმატიკით ნადირობა დაჟე ორი კანონი ერთმანეთს ეწინააღმდეგება ეხლა რაღაც პატარა ბუკლეტივით რომ იყო იქ ეწერა რომ დაშვებულია სანადირო პნევმატური იარაღIტ ნადირობა, ერთი მანახეთ სად არის განმარტებული რა არის სანადირო პნევმატური იარაღი? ვარაუდის დონეზე არ მინდა ასე თუ არის მაშინ ის ისე იქნება და ა.შ. მანახეთ კანონი სადაც იქნება განმარტებული რითი განსხვავდება სანადირო პნევმატური იარაღი სპორტულისგან? უბდრალო გასართოფი კისტისთოფისგან? newsmile05.gif

ის რომ ორი კანონი ერთმანეთს ეწინააღმდეგება აი მაგალითი , ლიცენზიის აღების მანუალშ წერია რომ შეიძება პნევმატური იარაღთ ნადირობა ეხლა ნახეთ კანონი ნადირობის შესახებ

აკრძალულია ნადირობა ცხოველთა სამყაროს ნებისმიერ ობიექტზე ნებისმიერ დროს:

ა) ნებისმიერი საბრძოლო კუთხვილლულიანი ავტომატური ან სხვა იარაღით;

ბ) სნაიპერული შაშხანებით;

გ) ე. წ. „ღამის ხედვის“ მოწყობილობათა გამოყენებით

დ) გადაკეთებული (ფაბრიკულ სნაიპერებთან შეუსაბამო) ნებისმიერი სანადირო იარაღით;

ე) პნევმატური იარაღით;

ვ) ადვილად აალებადი მასალებისაგან (ბამბა, ჩვარი, ქაღალდი) დამზადებული პიჟების ხმარება

მიდი და გაარკვიე ეხლა რა შეიძლება და რა არ შიძლება newsmile035.gif newsmile035.gif

პოსტის ავტორი: hunter777 Sep 9 2009, 20:28

ჩემი უშუალო მოვალეობაა კანონის დაცვა ნადირობის წესების დაცვადა კიდერაღაც რაღაცეები, კანონმდებლობა რომლითაც ვხელძმღვანელობ არის უახლესი სადაც კარგად გარკვევით წერია რასაც ვამბობ, შენ როდინდელი კანონმდებლობა გაქვს ნახე აბა! შეიცვალა რაღაც რაღაცეები ბრატ, 5,5 კალიბრიანი პნევმატიკა ჩემი თვალით მაქვს ნანახი ქარავანში როგორ იყიდებოდა და ფორმდებოდა უპრობლემოდ! და ის ხალხიც ვიცი ვისაც აქვს ეს იარაღი სახლში გაფორმებით და უპრობლემოდ ხმარობენ! არ შეიძლება იმ იარაღით ნადირობა რომელიც დაშვებულ სანადირო იარაღის ჩამონათვალში არაა მოხსენიებული! ძალიან მარტივია! ნებისმიერი ავტომატური კუთხვილლულიანი იარაღით სნაიპერული შაშხანით ღამის ხედვის მოწყობილების გამოყენებით, თოფზე დაყენებული რეფლექტორით არ შეიძლება

სანადირო პნევმატურ იარაღსში არ შედის პნევმატური პისტოლეტი და რევორვერი ეს ასეა 100% დანარჩენით ნადირობა შეიძლება, ისვე რიგორჩ 5,6 კალიბრიანი ცეცხლსასროლი შაშხანით, ე.წ გეკო! არა ავტომატურით.

პოსტის ავტორი: გიორგი Sep 9 2009, 20:38

გაიხარე hunter777 თორე გადავირიე კაცი ჭკუაზე.... პნევმატიკის არაფერი გამეგება, მაგრამ გეკოზე მართლა ძალიან გამკვირდა....



პოსტის ავტორი: geojorjika Sep 9 2009, 20:43

hunter777
ვიცი რომ იყიდებოდა მეგობარო მაგრამ აბა ეხლა მიდი და კითხე რას გეტყვიან newsmile05.gif და ისიც მაქვს ნანახი დინამოს მაღაზიები როგორ ყიდდნენ საერთოდ უსაბუთოდ თურქულ 5.5 კალიბრიან პნევმატიკებს , მაგრამ აბა ეხლა მიდი და იკითხე რა მდგომარეობაა newsmile05.gif სა დ არი სი კანონი რომლითაც შენ ხელმძღვანელობ? ლინკი შეგიძLია დადო? და თუ ეგრეა და 5.5 დაშვებულია გპირდები რომ სახინკლეს ვიკისრებ newsmile05.gif და მაგრად გამახარებ თუ გინდა 2-ჯერ ვიკისრებ ოღOნდ ეგ მართალი იყოს მარა სამწუხაროდ ვიცი რომ ეგრე არ არის newsmile038.gif რაც მე მააგზე ვირბინე სანებართვოში 5.5 კალიბრის ჩამოტანა მინდოდა , ვიცოდი რომ კანონით აკრძალული იყო მარა რადგან აქვ ავისუფლად იყიდებოდა მიანც შარს მოვერიდე და ვიკითხე ჯერ მითხრეს მიდი შემოტანის ნებართვა აიღეო და პრობლემა არ არისო, მაგრამ მეორე დღემ მაინც მივედი საკითხავად და მერე მითხრეს მოიცა დავაზუსტებო გადარეკა , გადმორეკა, კანონებშI იქექებოდა და 15 წუთის ლოდინის მერე ვიღაცა ზემდეგი მოვიდა და ეუბნება სტილი დაცულია " ხომ არ უბერავ რა ნებართვას აღებინენ 4.5-ზე ზევით პნევმატიკა აკრძალუალია საერთოდო" მეც მეტი რა უნდა მექნა გამოვედი კუდამონძუებული . ასე რომ თუ ეგ მართალია რასაც შენ ამბობ და მე 5.5-ის ჩამოტანაზე და გაფორმებაზე პრობლემა არ მექნება და შევძლებ , გპირდებით რომ ვიკისრებ newsmile05.gif

ვიტოოოოოოოოოო ამოიღე ხმა შენ ხომ მაინც იცი რა ნაწვალები გვაქვს 5.5-ის ნებართვაზე და ჩმაოტანაზე მაგრა შედეგი 0 არ შეიძLებაო და მორჩა newsmile038.gif

პოსტის ავტორი: ვიტო Sep 9 2009, 20:48

hunter777
იკა პნევმატიკოსებს სერიოზული პრობლემები აქვთ 5.5 ყალიბის შეძენაზე, პრაქტიკულად ეგ ყველაფერი ბნელ ხანაში მოახერხეს თავისი
და კანონმდებლების უცოდინრობის გამო, გატარდა და ეგ იყო, 5.5 ვერ ყიდულობენ, გეოჟორიკამაც და ბიჭებმაც კარგად იციან
რა და როგორ ხდება პნევმატიკაზე და ვერ ახერხებენ, კანონებში ისეთი ურთიერთგამომრიცხავი რაღაცეები წერია რომ
შარის დიდი შანშია..................

მაღაზიებში რაც უდევთ 5.5 ეგ ძირითადად არის ზამბარდგუშიანები და საზღვრის გადმოკვეთისას ყველას "კისტის" ნაირსახეობა გონია,
ამიტომ არც ატარებენ ყალიბს, ჩამომტანებმა კი იციან რასაც აკეთებენ, მერე კიდევ აქ ყიდიან, სერიოზულ PCP პნევმატიკას ეგრე ვერ ჩამოიტან

პოსტის ავტორი: ვიტო Sep 9 2009, 20:53

geojorjika

ციტატა(geojorjika @ 9th September 2009 - 09:43 PM) *
ვიტოოოოოოოოოო ამოიღე ხმა შენ ხომ მაინც იცი რა ნაწვალები გვაქვს 5.5-ის ნებართვაზე

მე კი ამოვიღებ ხმას მარა hunter777 -ს მაინც ვერ დავაჯერებ newsmile05.gif, ფორუმზე ზოგიერთებ ისიც ვერ დავაჯერე რომ, თუ პნევმატიკას
უწერია 450 მწ ანვითარებსო უფრო ცუდია ვიდრე 320 მწ newsmile05.gif

პოსტის ავტორი: hunter777 Sep 9 2009, 21:00

თქვენ მე გადამრევთ ტო 308ვინჩესტერზე და 300 ვინჩესტერზე კარაბინები ჩამოდის და მაგათ არაფერი და პნევმატიკამ რატაო ვოთომ რა დააშავაო?? ლიცენზია უნდა ბრატ და ვაჭრობის უფლება ალბათ! მაღაზიას რომ შეუკვეთო ვერ ჩამოგიტანენ?? მაგნუმში მთავაზობდა ულვაშა სტეიერს ჩამოგიტანო 2000 ლარადო თავის ნასოსითო. მაგ ცადეთ, ????

პოსტის ავტორი: geojorjika Sep 9 2009, 21:08

ვიტო

ციტატა(vito @ 9th September 2009 - 09:53 PM) *
ფორუმზე ზოგიერთებ ისიც ვერ დავაჯერე რომ, თუ პნევმატიკას
უწერია 450 მწ ანვითარებსო უფრო ცუდია ვიდრე 320 მწ newsmile05.gif


ჰოო სიჩქარეების თემა კიდევ სხვა თემაა , ვერც ერთი ზამბარიანი პნევმატიკა ვერ ანვითარებს 380 -400 მ/წმ და მეტ სიჩქარეს ეს სუფთა მარკეტინგული სვლაა ეგეთი სიჩქარით შეიძლება გასიროლო ე.წ. LeedFree ტყვიები რომელიც საშIნლად არასტაბილური და 15 მეტრში A4-ს ვერ გაარტყავ newsmile035.gif ზოგადად პნევმოს ოქროს სიჩქარე ( ლულის ტვისტს გააჩნია ყველა ლულაზე არ არის ეგრე) 4.5 მმ-შI არის 300 -320 მ/წმ და 5.5-ში 280-290 მ/წმ თუ გინდა რომ სკალპელი იყოს და 50 მეტზე ბუზი მოკლა და ტუ მაინც და მაინც ვედროები ხვრეტა და ბოთლების ტეხვა გინდა მაშIნ აუზიე 400 მ/წმ-ზე რა პრობლემაა მაგრამ სიზუსტე დაივიწყე newsmile05.gif

hunter777
მეგობარო მომისმინე კანონში იარაღის შესახებ წერია რომ არ შეიძლება 4.5 მმ-ზე უფრო დიდი კაილბრის პნევმატური იარაღის ბრუნვა საქართველოში და შენ მაინც შენსას გაიძახი აი ბატონო კაკონი იარაღIს შესახებ და ნახე ,

http://www.parliament.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=69&kan_det=det&kan_id=286

hunter777
კიდევ ჩამოიტანს შტეირ ტავის ნასოსით 2000 ლარად? newsmile05.gif და კალიბრი?

ციტატა(irakli fofxadze @ 9th September 2009 - 10:00 PM) *
მაგ ცადეთ, ????

ვცადეთ ვცადეთ რომ არ გვეცადა ხომ არ დავწერდი, არაოოოოოო ესე გვითხრეს

პოსტის ავტორი: ბესო Sep 9 2009, 23:24

აქ ვინ გადმოიტანა ეს თემა??? რომ დავწერე გაუგებარი იყო რამე????? არც გეკოთია აკრძალული ნადირობა, არც პნევმატურით, არც რაგატკით და არც მშვილდისრით!!! თუ ვინმესთვის კიდევ კითხვის ნიშნის ქვეშ არის რაიმე? ამ ფორუმზე მოძებნოს კანონი ნადირობის შესახებ და წაიკითხოს გულდასმით!!! ყველა თემაში ერთი კანონის კოპპირებას არ ვაპირებთ... თემა დახურულია!!!

P. S. ან ვინ თქვა რომ 5,5 პნევმატიკის ჩამოტანა არ შეიძლებაო? წელიწადში მინიმუმ 150 მეგეთი შაშხანა შემოდის საქართველოში კერძოდ!!!

პოსტის ავტორი: ვიტო Sep 9 2009, 23:37

ბესო
კაცო რატომ დახურე ეს თემა, ჯერ გაურკვეველია ყველაფეტი, პოსტები გავყავი და კანონმდებლობას რაც ეხებოდა აქ გადმოვიტანე,
ჯერ მაინც გასარკვევია, და ზედა პოსტებს თუ გადახედავ მიხვდები რომ 5.5 შემოტანაც, გაყიდვაც და ყიდვაც აკრძალულია.........

გახსენი რა რომ წაიკითხავ

პოსტის ავტორი: ბესო Sep 9 2009, 23:39

ციტატა(ვიტო @ Sep 10 2009, 12:37 AM) *
ბესო
კაცო რატომ დახურე ეს თემა, ჯერ გაურკვეველია ყველაფეტი, პოსტები გავყავი და კანონმდებლობას რაც ეხებოდა აქ გადმოვიტანე,
ჯერ მაინც გასარკვევია, და ზედა პოსტებს თუ გადახედავ მიხვდები რომ 5.5 შემოტანაც, გაყიდვაც და ყიდვაც აკრძალულია.........

გახსენი რა რომ წაიკითხავ


არ გავხსნი! ეს წლები სულ შემოაქვს ხალხს 5.5 ყალიბი და ჯერ იმ ხალხს კითხეთ კანონი დაარღვიეს? თუ მებაჟეებს დაარღვევინეს კანონი!!!.

პოსტის ავტორი: ვიტო Sep 9 2009, 23:41

ხოდა ეგ რომ გავარკვიოთ იყოს რა გახნილი, მაინც კანონმდებლობის განყოფილებაა

პოსტის ავტორი: ბესო Sep 9 2009, 23:44

ციტატა(ვიტო @ Sep 10 2009, 12:41 AM) *
ხოდა ეგ რომ გავარკვიოთ იყოს რა გახნილი, მაინც კანონმდებლობის განყოფილებაა


გახსენი მაგრამ მარაზმში გადადის... რომელია ამ თემაში ისეთი პოსტი, რომელიც ადასტურებს 5.5 ყალიბის აკრძალვას? ან სად წერია, რომ აკრძალულია? კანონი მაჩვენეთ აკრძალვის შესახებ - ხოლო დაშვების შესახებ კანონის კოპია კი ამ ფორუმზეც გვიდევს და ეხლა მთელ შსს-ს და გარემოს დაცვის და მათი ინსპექციის საიტის შიგთავსს ჩვენს საიტზე ხომ არ გადმოვაკოპირებთ???

პოსტის ავტორი: ვიტო Sep 9 2009, 23:57

geojorjika
გიო კაცურად დაქექე რაკანონმდებლობა სადაც აკრძალულიც არის 5.5
ვაჩვენოთ რა ამ იაღოვლებს

ბესო
ორშაბატამდე თუ ვერ დავქექეთ შენი გადასარწმუნებელი ინფო, თავს ჩავღუნავ და ჩემი ხელით
ჩავხურავ ამ თემას newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif

პოსტის ავტორი: ბესო Sep 10 2009, 00:05

ციტატა(ვიტო @ Sep 10 2009, 12:57 AM) *
geojorjika
გიო კაცურად დაქექე რაკანონმდებლობა სადაც აკრძალულიც არის 5.5
ვაჩვენოთ რა ამ იაღოვლებს

ბესო
ორშაბატამდე თუ ვერ დავქექეთ შენი გადასარწმუნებელი ინფო, თავს ჩავღუნავ და ჩემი ხელით
ჩავხურავ ამ თემას newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif


+ მოიჭრი რაიმეს!!! newsmile05.gif

პოსტის ავტორი: geojorjika Sep 10 2009, 00:08

ბესო
ჯიგარო აბა ერთი კარგად ჩახედე , მემგონი არაფერი არ მეშლება და თუ მეშლება შემისწორე არ არის პრობლემა , რაც მე ამ საქმეზე ვირბინე მაქვს იმის ტქმის უფლება რომ ვიცი რომ აკრძალულია 4.5-მმზხე მეტი პნევმოს ბრუნვა

თავი V იარაღის ბრუნვა

მუხლი 12. სამოქალაქო, სამსახურებრივ-საშტატო და ცივი იარაღის ბრუნვის შეზღუდვა

1. აკრძალულია სამოქალაქო და სამსახურებრივ - საშტატო იარაღად გამოყენებულ იქნეს:

ა) ცეცხლსასროლი იარაღი, რომლის კონსტრუქცია იძლევა დაკეცვის, დაშლის ან აწყობის საშუალებას ისე, რომ იარაღი არ კარგავს სროლის შესაძლებლობას;

ბ) ცეცხლსასროლი იარაღი, რომელსაც აქვს სხვა საგნის იმიტირებული ფორმა;

გ) კასტეტი და სხვა მსგავსი დასარტყამ-დამაქუცმაცებელი (დამამსხვრეველი) საგნები;

დ) საბრძოლო მასალა, რომელსაც აქვს ჯავშანგამტანი, ცეცხლგამჩენი, აფეთქებითი ან ტრასირებული მოქმედების ძალა;

ე) იარაღი და სხვა მოწყობილობანი, რომელთა მოქმედების ძალა ემყარება ელექტროენერგიას, რადიოაქტიურ გამოსხივებას ან ბიოლოგიურ ფაქტორებს;

ვ) გაზის იარაღი, რომელიც აღჭურვილია ნერვულ-პარალიტიკური (დამბლადამცემი), მომწამვლელი ან სხვა ძლიერმოქმედი ნივთიერებებით;

ზ) პნევმატური იარაღი, რომლის კალიბრი 4,5 მილიმეტრზე მეტია;

თ) მოწყობილობა, რომელიც გამოიყენება სროლის დასახშობად ან სიბნელეში დამიზნებისათვის;

ი) გრძელლულიანი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი.

აგერ არი პირველწყარო საქართველოს პარლამენტის ოფიციალური ვებგვერდი newsmile05.gif

http://www.parliament.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=69&kan_det=det&kan_id=286

პოსტის ავტორი: ვიტო Sep 10 2009, 00:08

ბესო

ციტატა(Beso @ 10th September 2009 - 01:05 AM) *
+ მოიჭრი რაიმეს!!!

და მართლი რომ ვიყოს?! newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ბესო Sep 10 2009, 00:18

ციტატა(geojorjika @ Sep 10 2009, 01:08 AM) *
ბესო


თავი V იარაღის ბრუნვა




http://www.parliament.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=69&kan_det=det&kan_id=286


ამ თემაში რა თემაზე ვსაუბრობთ??? იარაღის კანონს კარგად დაუკვირდი ძამიკო? იარაღის ბრუნვა რას ნიშნავს იცი? და ეს თემა მგონი სულ სხვა რაიმეს ეხება! newsmile05.gif

მე-2 თავის მე-7 მუხლს ჩახედეთ თუ არის სადმე დაკონკრეტებული პნევმატიკის ყალიბი...

რაც შეეხება ძამიკო შენს მიერ მოწოდებულ თავებს და მუხლებს - მანამდე ზოგადი დებულება გვეუბნება თავი - 1:

მ) იარაღის ბრუნვა
- იარაღით ვაჭრობა, იარაღის აღრიცხვა, სერტიფიცირება, დამზადება, შეძენა, შენახვა, ტარება, გამოყენება, გადატანა-გადაზიდვა, გადაგზავნა, ამოღება, განადგურება, იმპორტი, ექსპორტი, ტრანზიტი, რეექსპორტი, კოლექციონირება და ექსპონირება, იარაღის ცალკეული ეგზემპლარების საქართველოში შემოტანა და საქართველოდან გატანა;

ასე, რომ ეს თემა იხურება - და ხალხი შეცდომაში ნუ შეგვყავს!!!

პოსტის ავტორი: ბესო Sep 10 2009, 02:05

მოკლედ ძაან განაწყენებული PM მივიღე ფორუმელისგან და...

გავაღე თემა დროებით...

მიმოიხედეთ გარშემო და ბოლო 3 წლის მანძილზე რამდენი იცით, რომ 5,5 ყალიბის პნევმო შემოიტანა საქართველოში ( ანუ შეიძინა საზღვარგარეთ ) და ოფიციალურად განუბაჟეს ამ 2003 წელს დაწერილი კანონისა და შემდგომი ცვლილებებისა და დამატებების თანახმად????????????????

თუ არა და ისარგებლეთ ინფორმაციის საჯაროობით და ამოწიეთ შესაბამისი სტატისტიკა... რატომღაც მგონია, რომ მიიღებთ არა ათეულობით... არამედ ასეულს ზევით მსგავს იარაღს...
რომელია კრიმინალი? ამ იარაღის ყიდვა? თუ მისი გასაყიდად გამოტანა ან იმ სტრუქტურის ქმედება რომელმაც კანონიერად განაბაჯა?

+ თითებზე ჩამოსათვლელ დღეებშია შესაძლებელი კარაბინის შემოტანისათვის ნებართვის აღება, მერე მისი ყიდვა, ჩამოტანა და განბაჟებაც კი და პნევმო რა გახდა ასეთი? ატომური იარაღია? newsmile05.gif ...


კანონი სავსეა ურთიერთგამომრიცხავი მუხლებით, რომელზეც სამუშაო აქვს შესაბამის სტრუქტურებს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ სიბეცე იმარჯვებს!


იგივე კანონი იძლევა განმარტებას:

მუხლი 5. თავდაცვის იარაღი

1. თავდაცვისაა იარაღი, რომელიც განკუთვნილია ფიზიკურ პირთა მიერ საკუთარი და სხვა პირთა სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და საკუთრების დაცვისათვის აუცილებელი მოგერიების ფარგლებში ან უკიდურესი აუცილებლობისას.

2. თავდაცვის იარაღის სახეებია:

ა) მოკლელულიანი ცეცხლსასროლი იარაღი (მათ შორის, საფანტისა და სხვა ისეთი იარაღი, რომლით სარგებლობისას გამოიყენება სახელმწიფო სტანდარტებისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი ნორმების შესაბამისი ტრავმული დაზიანების ვაზნები);

ბ) გაზის იარაღი - პისტოლეტი, რევოლვერი ან აეროზოლური მოწყობილობა, რომელიც შეესაბამება სახელმწიფო სტანდარტებსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დადგენილ ნორმებს;

გ) ელექტროშოკური იარაღი - მოწყობილობა, რომელიც შეესაბამება სახელმწიფო სტანდარტებსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დადგენილ ნორმებს.

ხოლო იმავე იარაღის ბრუნვის თავში წერია, რომ:

მუხლი 12. სამოქალაქო, სამსახურებრივ-საშტატო და ცივი იარაღის ბრუნვის შეზღუდვა

1. აკრძალულია სამოქალაქო და სამსახურებრივ - საშტატო იარაღად გამოყენებულ იქნეს:
ე) იარაღი და სხვა მოწყობილობანი, რომელთა მოქმედების ძალა ემყარება ელექტროენერგიას,

რადიოაქტიურ გამოსხივებას ან ბიოლოგიურ ფაქტორებს;

რა თქმა უნდა სავალალოა, რომ ბატონი ე. შევარდნაძის დროინდელი კანონები დღესაც ისევე დაუხვეწავად არის დარჩენილი, მაგრამ დრო მოიტანს და დაიხვეწება - ცოტას ჩვენც შევუწყობთ ხელს.


იგივე კანონი ღაღადებს თითქოს, რომ:

თავი V იარაღის ბრუნვა

მუხლი 12. სამოქალაქო, სამსახურებრივ-საშტატო და ცივი იარაღის ბრუნვის შეზღუდვა

1. აკრძალულია სამოქალაქო და სამსახურებრივ - საშტატო იარაღად გამოყენებულ იქნეს:


ვ) გაზის იარაღი, რომელიც აღჭურვილია ნერვულ-პარალიტიკური (დამბლადამცემი), მომწამვლელი ან სხვა ძლიერმოქმედი ნივთიერებებით;

"ნო კომმენტ"

ეს კრიმინალია?



http://caravani.ge/post.php?id=45

http://caravani.ge/post.php?id=47

http://caravani.ge/post.php?id=48

http://caravani.ge/post.php?id=49

http://caravani.ge/post.php?id=50

My market ხომ საერთოდ გამოტენილია 5.5 ყალიბით!!!

პოსტის ავტორი: geojorjika Sep 10 2009, 07:53

ჯერ დიდი მადლობა რომ თემა ისევ გაიხსნა

ჰოდა მაგ ურთიერთ გამომრიცხავი აქტებით რომ არის სავსე კანონმდებლობა მაგიტომ ვერ გავიგე რა ხდება, რატომ მეუბნებიან უარს შემოტანაზე? newsmile038.gif

ვიცი ისიც წერია რომ 4.5 მმ-ზე მეტ პნევმატურ იარაღს სჭირდება გაფორმება და იგივე კანონშI წერია რომ აკრძალულია 4.5-მმ -ზე მეტი კალიბრის პნევმატური იარაღI ხოლო 4.5 მმ-ს გაფორმება არ სჭირდება მიდი და გაიგე ეხლა რა ხდება newsmile038.gif

მე მინდა რომ შარი არ მომდოს ვიღაცამ და ფულს რომ გადავიხდი და იარაღI ჩამომივა არ მიტხრან საბაჟოზე ეგ შემოტანის ნებართვა ტრ...ში გაიკეთე 5.5-ის შემოტანა არ შეიძLებაო და ჩამომართვან newsmile038.gif

ისიცმვიცი რომ ბევრი გაიყიდა , მაგრამ აბა ეხლა ნახეთ თუ ნახავთ რომელიმე მაღაზიაში 5.5 კალიბრის პნევმოს არსად არ არის ყველა უცებ გააქრო მაღაზიიდან რა მოხდა არ ვიცი მაგრამ ყველა მაღაზიაშI იყო თითქმის და ერთი კვირის მერე რომ მივედი (მკოლოდ ლულისთვის მჭირდებოდა მეთქი ვიყიდი ერთს რქო) არც ერთ მაღაზიაშI აღარ იყო და ყველგან მეუბნებოდნენ აკრძალულია დიდი კალიბრები და ვერ შემოვიტანთო

პოსტის ავტორი: ბესო Sep 10 2009, 10:04

ნუ ეხლა ამ კანონებს"გენიოსები" რომ წერენ უდავოა! მაგრამ ესეთ კონკრეტულ შემთხვევებში უფრო იურისტის კონსულტაცია უფრო უპრიანი იქნება...

ელექტრო-შოკური აპარატები იყიდება მაღაზიებში და 5.5 ყალიბი გადამალესო? ჭკუიდან გადავა ადამიანი რა...

პოსტის ავტორი: geojorjika Sep 10 2009, 10:20

ბესო
ჰო ვერ ერთ მაღაზიაშI ვერ იშოვი ეხლა 5.5- კალიბრს შემოვიარე ყველა თბილისის მაღაზია და არ არის არსად

პოსტის ავტორი: ბესო Sep 10 2009, 10:25

ეტყობა ვიღაცის დაკვირვებულმა თვალმა აღმოაჩინა ეს აბსურდი და აღარ რისკავენ!

პოსტის ავტორი: ვიტო Sep 10 2009, 13:55

ბესო
ქართველო კიდე დახურე ეს თემა? რას ერჩი ტო? ალერგია ხომ არ მოგცა, შეეშვი რა newsmile05.gif
კაცმა სერიოზული არგუმენტები დადო და უშუალოდ გადაიარა მაგის თავზე
ამ თემამ და იცის რაღაცეები, პირადად ვიცნობ და ციდან მოტანილს არ ამბობს არაფერს,
იყოს რა განხილვის ობიექტი, არაა ეს თემა დასახური,
50 ყალიბიანის პნევმატიკის ყიდვა რომ გვინდოდეს ხომ სხვა საკითხი იქნება და
მაგაზე კიდევ ცალკე გავხსნათ თემა, კანონის განხილვაა რა, მარტო გედებს ხომ არ უნდა ველაპარკოთ?
იქნებადა შსს-ს ხალხიც ჩაერთოს ან იუსტიციის და მაგათ ცალკე განყოფილება დაჭირდება? newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif

პოსტის ავტორი: 919 Sep 10 2009, 14:44

მე მსურდა 9მმ-იანი პნევმატიკის შეძენა, კერძოდ კი კარირ დრაგონის...
მაგრამ ჩვენ ფორუმებზე იმისთანა შეგვაშინეს, ტიტუუუუ-ტიტუუუუ !

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)