თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ კანონმდებლობა, ბრაკონიერები, გდი _ სოციალური აქცია

პოსტის ავტორი: feroni Nov 30 2013, 16:13

მოგესალმებით მეთევზეებო, მონადირეებო და უბრალოდ ბუნების მოყვარულებო!

როგორც მოგეხსენებათ სავალალო მდომარეობაა ჩვენს მდინარეებში, წყალსატევებში და სანადირო სავარგულებში ამიტომაც გთავაზობთ გადავიდეთ აქტიურ მოქმედებაზე და წამოვიწყოთ სოციალური კამპანია ბრაკონიერობის წინააღმდეგ.

პირველი ეტაპისთვის დავბეჭდოთ სტიკერები და გავაკრათ ქალაქში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში და თავშეყრის ადგილებში, ასევე შეგვიძლია ვიქირაოთ რამოდენიმე ბილბორდი სადაც ბრაკონიერობის საწინააღმდეგო მოწოდებები იქნება გამოსახული. ასევე აუცილებელია მომავალ თაობასთან მუშაობა, სასურველი იქნება სტუდენტებთან შეხვედრა, მცირე სემინარის მოწყობა და ჯანსაღი პოლემიკის გამართვა.

ასეთი აქტივობით ავამაღლებთ საზოგადოების ჩართულობას ამ საკითხში და შესაბამისად დავაინტერესებთ სახელმწიფო სტრუქტურებს გამოიჩინონ მეტი ყურადღება აღნიშნული თემის მიმართ.

თითო მეთევზემ/მონადირემ სიმბოლური თანხაც რომ გაიმეტოს დარწმუნებული ვარ ეს სოციალური კამპანია უკვალოდ არ ჩაივლის.

ამ დროისთვის მხარდაჭერას გვიცხადებს საქართველოს მეთევზეთა კლუბი, საქართველოს ბაზიერთა კლუბი, ასევე აქტიური განხილვა მიდის ფიდერით სპორტული თევზჭერის ფედერაციაში, ამ დღეებში შევხვდები მათ პრეზიდენტს და პირადად დაველაპარაკები ამ საკითხე.

მაშ ასე დროა გადავიდეთ აქრიურ ქმედებებზე და დავიწყოთ საზოგადოების ჩართვა ამ საკითხში, მით უმეტეს, რომ ეხლა ყველაზე ხელსაყრელი მომენტია ამისთვის როგორც საზოგადოებაში ისე მთავრობაშიც.

დარწმუნებული ვარ ზემოთ ჩამოთვლილი იდეების გარდა კიდევ ბევრი საინტერესო მოსაზრება დაიბადება პირადი შეხვედრისას.

წინასწარ გიხდით მადლობას მხარდაჭერისთვის



სალარო ანგარიში

ს.ს "თიბისი ბანკი"
საბანკო კოდი TBCBGE22
მიმღების დასახელება-ავთანდილ ხორავა
ანგარიშსწორების ანგარიში-GE34 TB70 0208 8365 1000 07

For Gel Transfers
JSC "TBC Bank"
Bank Code-TBCBGE22
Name OF Beneficiary-Avtandil Khorava
Ben's Account-GE34 TB70 0208 8365 1000 07

პოსტის ავტორი: assassin29 Nov 30 2013, 16:48

თავიდან უბრალო ფლაერებით შეგვიძლია დავიწყოთ, მაღალი პოლიგრაფიული ფლაერის ბევრგან გაკვრა ძვირი დაჯდება რა უჭირს თუნდაც თაბახის ფურცელზე დაბეჟდილ მსგავსი შინაარსის განცხადებას.
"გაუბრთხილდი ბუნებას ნუ იქნები ბრაკონიერი" ან რამე მსგავსი newsmile05.gif

პოსტის ავტორი: feroni Nov 30 2013, 17:10

assassin29
ბიუჯეტი რის საშუალებასაც მოგვცემს შესაბამისად მოვიქცევით.
მე პირადად დავიწყებ აქტიურ მუშაობას ორგანიზაციებთან და ბიზნესის წამომადგენლებთან, დარწმუნებული ვარ ბიჭებიც არ დააკლებენ ცდას, ცხადია რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით და ბიუჯეტით გაგვიჭირდება, მაგრამ საკმარისია ეს თემა აქტუალური გავხადოთ, რომ ბევრი ორგანიზაცია მონდომებს თავისი სახელი დაუკავშიროს ასეთ კეთილშობილურ საქმეს.
თავიდან ჭირს დაწყება თორე რო აგორდება მერე ყველას მოუნდება დამიჯერე, ამიტომაც კარგი იქნება თუ პიონერები ვიქნებით ამ საკითხში და ერთხელ და სამუდამოდ დავძრავთ ამ თემას გაყინული ადგილიდან.

პოსტის ავტორი: feroni Nov 30 2013, 18:16

აუცილებელია სტუდკავშირებთან ურთიერთობა, როგორც ჰანთერ ფრედიმ (ირაკლიმ) აღნიშნა, შეიძლება მათი მინდორში გაყვანა, თუნდაც ლისის ტბაზე, ბაზიერებს ველაპარაკე კარგ შოუს მოუწყობენ ფრინველებით, ასევე შგვიძლია მეთვალყურეობის ქვეშ ერთი ორი თეფშიც გავატეხინოთ და თოფთან ურთიერთობა ვასწავლოთ. იქვე ჩაუტარებთ სემინარს და აუხსნით რას და რატომ ვაკეთებთ.
ასეთი პირადული კონტაქტი აუცილებლად დაგვეხმარება შემდგომში.
მოკლედ იდეები არის მთავარია განხორციელება.
ისე ვის რა იდეები გაქვთ შეგიძლიათ აქ დაპოსტოთ, ყველაფრისთვის ფული არ არის საჭირო, ნადირობა-თევზაობა იმდენად საინტერესოა, რომ ფულის გარეშეც შეიძლება ამ საქმეში ახალგაზრდობის ჩართვა.

პოსტის ავტორი: assassin29 Nov 30 2013, 18:32

რეკლამა უნდა მაგ ყველაფერ, აი როცა დაიგეგმება ეგ ყველაფერი გავაკრათ უნევერსტეტებში, ერთი ყუთი 8 ნომრებიც მაგ დარჩენილი და გავატეხონოთ თებშები რა პრობლემააა D.gif

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Nov 30 2013, 19:20

feroni
ეს დაწერა თენგომ ფიდერით სპრტული თებზჭერის გვერდზე

ეს ამონარიდია ტექსტიდან, ანუ დასკვნა.



ფიდერით სპორტული თევზჭერის ფედერაცია რა თქმა უნდა მიესალმება ყველა პიარ–აქციას, რომელიც ბრაკონიერობასთან ბრძოლას მიეძღვნება, მაგრამ მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ ფედერაცია ამ ეტაპზე თავს შეიკავებს მასობრივ აქციებში მონაწილეობისგან, მითუმეტეს თუ მათ ქუჩის აქციების სახე ექნება. ჩვენ ვამჯობინებთ კონსრუქციული შეხვედრები გვქონდეს გარემოს დაცვის უფლებამოსილ პირებთან და მათთან ერთად მივაღწიოთ სასურველ შედეგს. მითუმეტეს, რომ მათი მხრიდან ამისათვის სრული მზაობაა გამოთქმული.

ორშაბათს ჩვენც გვაქვს შეხვედრა სამინისტროში და ცოტა დაველოდოთ ვფიქრობ. მალე იქნება შედეგი

პოსტის ავტორი: feroni Nov 30 2013, 19:24

ჭალიმგელა
ვნახე გიო, დაველოდოთ აქ საჩქარო არაფერია, თანაც ეს ყველაფერი, ზუსტად რომ თანხვედრაში მოდის იმასთან რის გაკეთებასაც ვაპირებ, ჩვენ საზოგადოების ინფორმირება გვინდა და არა მიტინგების გამართვა.
ამ კამპანიით ზუსტად რომ სახელმწიფოს დავეხმარებით და არავითარ შემთხვევაში არ ვაპირებთ მასთან კონფრონტაციაში შესვლას, უფრო მეტიც, მანდ თენგომ ისიც დაწერა რომ კლიპის გადაღებას აპირებენო.

პოსტის ავტორი: game 91 Nov 30 2013, 21:56

სტუდენტებს რაც შეეხება, უნივერსიტეტებში არის უამრავი სპორტული ღონისძიებები, არცთუ მცირე ბიუჯეტიანი, თუ გადავწყვეტთ ამაში სტუდენტთა ჩართვას, შემიძლია თსუ-ს ადმინისტრაციაში გავარკვიო ეს საკითხი.

ეს იქნება შეჯიბრი სასტენდო სროლაში, როგორც ვიცი თეფშების აპარატი გაქვთ თუარა და მოვიძიებთ, თოფები კიდევ ნმადვილად არ გვიჭირს. თეფშებს და ვაზნებს უნივერსიტეტი დააფინანსებს.

აპარატზე თუ მიდგა საქმე, ვარკეთილის სტენდის ადმინისტრაციასთანაც შეიძლება საკითხის გარკვევა, პარალელურად სატელევიზიო ტელეარხებიც დაინტერესდებიან. მაგის საშუალებაც არის თუარ ვცდები ამ ფორუმზე.

აღნიშნული შესაძლებელია გორის სამხედრო აკადემიაშიც მოვაწყოთ.

ჩვენ თუ მასშტაბურობა გვაინტერესებს უნდა ავდგეთ და პროგრამა შევიმუშაოთ, (მაგალითად, ბრაკონიერობის წინააღმდეგ ბრძოლის, ან არა ბრაკონიერობას და ა.შ.)
რომელიც სახელმწიფოს აქტიური მხარდაჭერით უნდა მიმდინარეობდეს.

დალშე ამ, პროგრამის ფარგლებში ბევრი ღონისძიების მოწყობა შეიძლება.

პ.ს. რაც ზევით დავწერე უბრალოდ ჩემი აზრია და უცბაშად ასე წარმოვიდგინე ყველაფერი

პოსტის ავტორი: jola Nov 30 2013, 22:08

ბრაკონიერს რომელიც 800 ლარიან ჯარიმას და იარაღის კონფისკაციას არ ერიდება, ფლაერით და ბანერით როგორ დავუპირისპირდებით არ მესმის.

პოსტის ავტორი: feroni Nov 30 2013, 22:12

jola
ჯერ ერთი არა მარტო ფლაერით და ბანერით, მერე მეორე ეს ფლაერები და ბანერები საზოგადებრივ აზრს ქმნის და ეს უკანასკნელი უპირისპირდება ბრაკონიერობას.

game 91
ამ დღეებში იგეგმება შეხვედრა სამინისტროში და დაველოდოთ მის შედეგებს, იქნებ სახელმწიფომაც გამოგვიცხადოს მხარდაჭერა და ბევრ საკითხში დაგვეხმაროს კიდევაც.

პოსტის ავტორი: megreli Nov 30 2013, 23:02


jola

ციტატა(jola @ 30th November 2013 - 23:08) *
ბრაკონიერს რომელიც 800 ლარიან ჯარიმას და იარაღის კონფისკაციას არ ერიდება, ფლაერით და ბანერით როგორ დავუპირისპირდებით არ მესმის.


ბრაკონიერს შეიძლება ვერ დაუპირისპირდე,მაგრამ ახალ თაობებში დაინერგება რაღაც კულტურა,რომელიც განვითარდება newsmile045.gif ყველამ იცის რომ გამოუსწორებელი ბევრია,მაგრამ ჩვენ ჩვენი საქმე უნდა გავაკეთოთ newsmile045.gif

რაც შეეხება უნივერსიტეტების თემას, როცა კონკრეტული გეგმა იქნება,ილიას უნივერსიტეტამდე მივიტან newsmile045.gif

პოსტის ავტორი: assassin29 Nov 30 2013, 23:12

megreli
მეც ვეცდები ყველანაირად ადმინისტრაციაში აუდიტორიას გამოგვიყოფენ და ჩავრატაროთ საინფორმაციო გაცნობითი შეხვედრა სტუდენტებთან.
megreli ილიაუნელი ხარ?

პოსტის ავტორი: game 91 Nov 30 2013, 23:44

ციტატა(jola @ Nov 30 2013, 23:08) *
ბრაკონიერს რომელიც 800 ლარიან ჯარიმას და იარაღის კონფისკაციას არ ერიდება, ფლაერით და ბანერით როგორ დავუპირისპირდებით არ მესმის.

მეგობარო საქმე ის არის რომ, ბრაკონიერობის პრობლემა, საქართველოში ნადირობის კულტურის ნაკლებობასთანაა დაკავშირებული, ბევრმა არ იცის, რომ თავისი ქმედებით გამოუსწორებელ ზიანს აყეებს ბუნებას, ვერ იაზრებს იმას რომ კონკრეტული წესების დარღვევით ნადირ-ფრინველის თუ თევზის მოპოვება არა ეთიკური და არამონადირულია.

ყველაფერში მათ ვერ დავდებთ ბრალს, დრო იყო ისეთი რომ ნადირობა კიარა და სახელმწიფოს სუვერენიტეტიც კი ეჭვქვეშ ეყენა.

ეს ადამიანები, უფრო კი მომავალი თაობა რომელიც ზემოთ აღნიშნულ ადამიანთა წრეში აღიზარდა განიცდის ინფორმაციის ნაკლებობას. ჩვენ კი მასობრივი აგიტაციით ხელს შევუწყობთ მათი ცნობიერების შეცვლას.

მე მჯერა ამ საქმის და დარწმუნებული ვარ რომ ჯარიმებზე უფრო ეს გაამართლებს.

დარწმუნებული იყავით იმაში რომ მარტო ჯარიმის ფაქტორი რომ იყოს გასათვალისწინებელი ჩემზე დიდი ბრაკონიერი არავინ იქნებოდა.

პოსტის ავტორი: ალთაზარ Dec 1 2013, 00:26

თემა ისევ ბრაკონიერეBთან ბრძოლას ისახავს მიზნად ხოდა ნუ აოფებთ თემას http://ochopintre.ge/forum/index.php?showtopic=6408&pid=272213&st=855&#entry272213 და იქ იმსჯელეთ ბრაკონიერებზე newsmile05.gif



პოსტეთ თემატურად .... ამ თემაში ჯობია არათუ ბრაკონიერებთან ბრძოლას ამახვილებდეთ ყურადღEბას არამედ უფრო გეგმა შეადგინოთ თუ რა და როგორ უნდა ქნათ ხალხი საიდან მოიზიდოთ და რა უნდა ქნათ იმისთვის რომ ხალხი დაინტერესდეთ თქვენი აქციით .... მეც მივესალმები ასეთ გამოსვლა თუმცა ღა მაინც თავს შევიკავებ მანამ სანამ არის რაღაც შანსები რომელიც სამინისტროსთან ერთად შეიძლება დარეგულირდეს ...


აქტიური ფორუმელები დასხედით ერთად სადმე სახინკლეში + ლუდი და შეადგინეთ გეგმა რა არის საჭირო , როგორ უნდა მოხდეს ხალხის დაინტერესება და ასე შემდეგ სწორი მენეჯმენტი და სწორი პროექტის მართვა უპირველეს ყოვლისა თორე აქციებზე უაზროდ სიარული და ყვრილი არა ბრაკონიერობას მეც დროს დამაკარგვინებს თქვენც გზასაც გადავკეტავთ და პაწა ჯარიმას ავირტყავთ და სასარგებლოს მაინც ვერ გავაკეთებთ ამით ........

პოსტის ავტორი: jola Dec 1 2013, 00:33

მე არ ვამბობ რომ პრობლემა მოუგვარებადია, უბრალოდ მოგვარების ყველაზე რთული გზა მგონია ფლაერები და სტიკერები. უფრო მასშტაბური პროპაგანდა და რადიკალური ნაბიჯებია საჭირო. ტელე და რადიო გადაცემები + ანტიბრაკული პროპაგანდა. გარემოსდამცველთა ეკიპაჟების დამატება და ცხელი ხაზი. კლუბების გაძლიერება და რაიმე სტანდარტების დაწესება, რომ ყველა თოფიანს მონადირე არ ერქვას და ა.შ. ამ ყველაფერს იმდენი ფული ჭირდება , რომ სახელმწიფო თუ არ დაინტერესდა და სწორად არ ჩაერია ფლაერებით გაგვიჭირდება. ეს მინდოდა მეთქვა.

პოსტის ავტორი: megreli Dec 1 2013, 00:57

assassin29

ციტატა(levani mgebrishvili @ 1st December 2013 - 00:12) *
ილიაუნელი ხარ?


კიი newsmile045.gif სხვა რამეზე კითხვა თუ გაგიჩნდა პმ-ში მომწერე newsmile05.gif თორემ... D.gif

პოსტის ავტორი: megreli Dec 1 2013, 01:02

jola

ციტატა(jola @ 1st December 2013 - 01:33) *
ფლაერებით გაგვიჭირდება.


ფლაერებით დავიწყოთ newsmile045.gif ვაჩვენოთ რომ რაღაცის გაკეთება გვინდა და ვცდილობთ newsmile045.gif დიდი მასშტაბებით ვერანაირად ვერ დავიწყებთ (მე ასე ვფიქრობ) ...

პოსტის ავტორი: ლეონ-ბლექი Dec 1 2013, 02:40

ციტატა(jola @ 1st December 2013 - 02:33) *
ამ ყველაფერს იმდენი ფული ჭირდება , რომ სახელმწიფო თუ არ დაინტერესდა და სწორად არ ჩაერია ფლაერებით გაგვიჭირდება.

სახელმწიფო ბევრი ფულით ნამდვილად ვერ ჩაერევა ამ ეტაპზე. გაცილებით რთული ამოცანები აქვს გადასაწყვეტი და იქაც არ ყოფნით ფინანსები. სწორი მენეჯმენტის შემთხვევაში..სახელმწიფო ფინანსების გარეშეც მოგვარდება ეგ საკითხები და მგონი მართლა მიდის მაგ კუთხით სწორი მუშაობა. ცოტაც დაველოდოთ და გამოჩნდება ყველაფერი. მივესალმები თქვენ მონდომებას..მაგრამ ფლაერებით ნამდვილად ვერ წავალთ შორს. ბანერებითც კი(რომელიც ძალიან ძვირი სიამოვნებაა) გაცილებით ფართო მასშტაბის საქმეა გასაკეთებელი. მაგას სამინისტროდან სწორი კურსი ჭირდება და თავისთავად დალაგდება დანარჩენი.

პოსტის ავტორი: game 91 Dec 1 2013, 14:08

კიდევ ერთი იდეა მომივიდა, რომ ავდგეთ და ყველამ ჩვენ-ჩვენი იარაღი გამოვიტანით და ღია გამოფენა მოვაწყოთ, თან რაღაც შეკითხვებს, რომლებიც დამთვალიერებლებს გაუჩნდებათ ვუპასუხოთ, რაც მთავარია უნდა იყოს ბრაკონიერობასთან ბრძოლის პროგრამის ფარგლებში.... აქაც საჭიროა სახელმწიფო უწყებასთან საკითხის მოგვარება, რომ ამის ნება მოგვცენ.

პოსტის ავტორი: თაზო Dec 1 2013, 16:04

ხალხებო, ეს კარგი ადამიანები კარგ საქმეს გეგმავენ და ამოვუდგეთ მხარში ჩვენც! მე ძმებო მზადავარ თქვენ გვერდით ვიყო, და გავკეთოთ ეს კარგი საქმე კანონის ფარგლებში! vot-tak.gif

პოსტის ავტორი: feroni Dec 1 2013, 16:10

მეგობრებო მე კაგად მესმის თქვენი გულისტკივილი, მაგრამ როგორც ზევით ავღნიშნე მოდით დაველოდოთ სამინისტროსთან შეხვედრის შედეგებს, სიმართლე გითხრათ დიდი იმედი არც მე მაქვს, რომ ამ კუთხით რამე შეიცვლება, რადგან ელემენტარულად რესურსი არ ყოფნის სამინისტროს, ისიც კარგად მესმის, რომ თანამშრობლობის სურვილი აქვთ და ამას აუცილებლად პატივისცემა ჭირდება და ჩვენი მხრიდან სავალდებულოც კი არის დიალოგი, არ არის გამორიცხული ხელიც კი შეგვიწყონ ჩვენს PR-კამპანიაში, ყველაფერს თავი, რომ დავანებოთ ამით ჩვენ ნაწილობრივ სამინისტროს საქმესაც ვაკეთებთ. კარგად მინდა ყველამ გავიგოთ და გავიაზროთ, რომ ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ ვმოქმედებთ სახელმწიფოს წინააღმდეგ, ჩვენ ვებრძვით ბრაკონიერებს! და ამ მიზნის მისაღწევად თუ სახელმწიფო სტრუქტურებთან დიალოგია საჭირო, ძალიანაც კარგი!!!
ბოლოს მინდა ვთქვა, ამ შეხვედრებს უსასრულოდ კი არ უნდა ველოდოთ, გავა ცოტაოდენი დრო და თუ არაფერი შეიცვლება, მერე დავიწყოთ მოქმედება, მანამდე კი თავი შევიკავოთ, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ამ თემის ირგვლივ იდეების გენერირება შევწყვიტოთ. გთავაზობთ მოვაწყოთ ეგრეთ წოდებული "ტვინის შტურმი" ანუ ყველამ დავწეროთ ვის რა იდეა გვაქვს, როგორი უაზროც არ უნდა მოგეჩვენოთ ნუ მოერიდებით დაწერეთ, მთავარია კანონის ფარგლებს არ სცილდებოდეს, ეს იდეები შემდეგ გაიფილტრება ზოგიც გაერთიანდება და საბოლოო ჯამში მივიღებთ სამოქმედო გეგმას.

პოსტის ავტორი: game 91 Dec 1 2013, 20:23

ერთი იდეა კიდევ, ბავშვთა სახლიდან წავიყვანოთ, სათევზაოდ. (სანადიროდ არ მოხერხდება)

პოსტის ავტორი: o.cho Dec 2 2013, 19:18

მე მაინც მგონია რომ გარემოს დაცვამ უნდა მოიწადინოს და კანონში სადამსჯელო საშუალებებში უნდა ჩაამატონ ჯარიმის გადახდასთან ერთად ერთ თვიანი ტატუ დამღა სახეზე წარწერით (ბრაკონიერი)
აი მერე რა ნამუსით ივლის Qუჩაში

პოსტის ავტორი: feroni Dec 2 2013, 19:40

o.cho
ოჩო ძმა შენი პოსტი ფესბუქზეც ვნახე და სიმართლე გითხრა მომეწონა D.gif
საქმეს რაც შეეხება დენით თევზაობაზე ბევრი ათასი ლარია ჯარიმა, მაგრამ შედეგი არაფერია, ჩვენი ვალია დავეხმაროთ სახელმწიფოს თავისი ფუნქციის განხორციელებაში და ეს მხოლოდ და მხოლოდ კანონიერი გზით უნდა გავაკეთოთ.
რატო არ ვიცი მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ამ იდეას სიამოვნებით მიიღებს სახელმწიფო და მხარსაც დაგვიჭერს ასეთ კეთილშობილურ საქმეში, მე პირადად ვაპირებ ამ გეგმის შეთავაზებას მათთვის და ვნახოთ რას იტყვიან, საკითხი ძალიან დელიკატურია და სწორი პრეზენტაცია ჭირდება, თორე შეიძლება არასწორად გაიგონ, ფესბუქზეც ხო ნახე სანამ კონკრეტულად არ ავხსენი რაში იყო საქმე მანამდე ვერ მიხვდნენ, ეგონათ ქუჩაში გამოსვლას და მასიური აქციების ჩატარებას ვაპირბდით newsmile05.gif
ამ იდეის მთავარი ხიბლი მეთოდურ და გეგმიურ მუშაობაშია, ეს არ არის ერთი და ორი თვის საქმე, შეიძლება დიდი ხანი დაგვჭირდეს მაგრამ მიზანმიმართული მუშაობით და ნებისყოფით ბოლო ბოლო მივალთ სასურველ მიზნამდე, ძალიან რთული გზაა მაგრამ დამიჯერე ამას ჩვენს მეტი ვერავინ შეძლებს.

პოსტის ავტორი: assassin29 Dec 2 2013, 19:42

feroni
dastur.gif

პოსტის ავტორი: o.cho Dec 2 2013, 19:57

გეთანხმები კაი ჩამოყალიბება უნდა ყველაფერს მე კანონებში და იურიდიულ საკითხებში ვერ ვერკვევი ვინც ერკვევა და ვინც იცის როგორ უფრო აჯობებს ამ იდეის პრეზენტაცია და მათთვის ჩამოყალიბება იქნება მიეცეს მართლაც რამე ფორმა და ყველა ჯანსაღ მოძრაობას მითუმეტეს ასეთ კეთილ საქმეს რითიც შემილია გვერდში დავუდგები

პოსტის ავტორი: feroni Dec 3 2013, 22:53

ფლეშ-მობი, ყურადღბას მიიქცევს და მაი ვიდეო და იუთუბზეც წავა ლიწინით.
მეზობელ თემაში ისეთი დადო ჩალათამ კი მეცინება ამას რო ვპოსტავ მაგრამ იყოს რო არ დამავიწყდეს მერე

პოსტის ავტორი: feroni Dec 3 2013, 22:53

ფლეშ-მობი, ყურადღბას მიიქცევს და მაი ვიდეო და იუთუბზეც წავა ლიწინით.
მეზობელ თემაში ისეთი დადო ჩალათამ კი მეცინება ამას რო ვპოსტავ მაგრამ იყოს რო არ დამავიწყდეს მერე

პოსტის ავტორი: ჩელე Dec 4 2013, 15:10

ეს იდეა უკვე დიდი ხანია მაწუხებს, მაგრამ რიგი პრობლემების გამო ( მათ შორის ფინანსური) თავს ვიკავებდით. კლუბის გამგეობაში მიდის მსჯელობა ამ საკითხზე, ასე რომ ცოტა დრო გვინდა. თან რიგი საკითხებია მოსაგვარებელი რაზეც აქტიურად ვმუშაობთ. სამინისტროდან რა პასუხით გამოვლენ ბიჭები ამაზეც ბევრია დამოკიდებული. ასე რომ დაველოდოთ პატარ-პატარა პრობლემების მოგვარებას და ამ საკითხსაც მივხედავთ აუცილებლად.

თემის ავტორს კი დიდ მადლობას გადავუხდი.

პოსტის ავტორი: ams Dec 4 2013, 18:11

თქვენ გვერძე ვარ ბოლომდე

პოსტის ავტორი: Hubert Dec 4 2013, 20:31

ციტატა(ჩელე @ Dec 4 2013, 16:10) *
ეს იდეა უკვე დიდი ხანია მაწუხებს, მაგრამ რიგი პრობლემების გამო ( მათ შორის ფინანსური) თავს ვიკავებდით. კლუბის გამგეობაში მიდის მსჯელობა ამ საკითხზე, ასე რომ ცოტა დრო გვინდა. თან რიგი საკითხებია მოსაგვარებელი რაზეც აქტიურად ვმუშაობთ. სამინისტროდან რა პასუხით გამოვლენ ბიჭები ამაზეც ბევრია დამოკიდებული. ასე რომ დაველოდოთ პატარ-პატარა პრობლემების მოგვარებას და ამ საკითხსაც მივხედავთ აუცილებლად.

თემის ავტორს კი დიდ მადლობას გადავუხდი.



სამინისტროს ხელმძღვანელობასთან მხოლოდ გამგეობის წევრები დადიხართ შეხვედრებზე?

პოსტის ავტორი: feroni Dec 5 2013, 09:03

მეგობრებო დღეს გავხსნი ანგარიშს ბანკში, სპეციალურად ამ საკითხისთვის, დავიწყოთ ბიუჯეტის შეკრება და როცა წარმოდგენა გვექნება ამ უკანასკნელზე უფრო გაგვიიოლდება კონკრეტული გეგმის შემუშავება.
აუცილებლად უნდა შეიკრას სამუშაო ჯგუფი, ეს ჯგუფი გააკონტროლებს ბიუჯეტის სწორი მიმართულებით ხარჯვას, ასევე გეგმის დეტალებს და მის კორექტულობას.

პოსტის ავტორი: feroni Dec 5 2013, 09:18

შეიძლება ასევე მობილური კავშირგაბმულობის კომპანიების ჩართვა ამ საკითხში, ესემესების დაგზავნა აბონენტებისთვის, ისე ამას სხვანაირადაც აკეტებენ აიტიშნიკები როგორც ვიცი და სულაც არ ჭირდებათ ფულის გადახდა

პოსტის ავტორი: ჩელე Dec 5 2013, 14:09

Hubert

ციტატა(Hubert @ 4th December 2013 - 21:31) *
სამინისტროს ხელმძღვანელობასთან მხოლოდ გამგეობის წევრები დადიხართ შეხვედრებზე?


მთელი გამგეობა რა თქმა უნდა არ დავდივართ. 2 ადამიანი კურირებს მათთან ურთიერთობას.

პოსტის ავტორი: Hubert Dec 5 2013, 15:37

ციტატა(ჩელე @ Dec 5 2013, 15:09) *
Hubert


მთელი გამგეობა რა თქმა უნდა არ დავდივართ. 2 ადამიანი კურირებს მათთან ურთიერთობას.



გასაგებია newsmile05.gif

პოსტის ავტორი: გრიზლი Dec 5 2013, 18:54

მდაააააააააააააააააააააააა

აუქციონმა ნაპერწკალი გაგიღვივათ ვატყობ!

მე კი ვიცი ბრაკონიერების ბრძოლის საკმაოდ ეფექტური ხერხი მაგრამმმ........ ამისთვის დასაწყისისთვის ცოტა ფული უნდა გაიღოს ბიუჯეტმა და კანონში ერთი პატარა ცვლილება, თუ იზამენ ამას, რომელიც 95% ეფექტს გამოიღებს D.gif
newsmile027.gif კარგად დაფიქრდით, ეს მხოლოდ თევზაობას არა, ეს ნადირობასაც შეეხება! თუ გაწყობთ კარგი აზრი მაქვს

ქართველ ბარაკონიერებს დამიჯერეთ და ბევრ მოქალაქეს ფლაერით გულს ვერ აუჩუყებთ, ეგ წყლის ნაყვა იქნება

ქართველ ბარაკონიერებს დამიჯერეთ და ბევრ მოქალაქეს ფლაერით გულს ვერ აუჩუყებთ, ეგ წყლის ნაყვა იქნება

პოსტის ავტორი: feroni Dec 7 2013, 11:05

როგორც დაგპირდით გავხსენი ანგარიში სპეციალურად ამ საქმისთვის, მოდერს ვთხოვ პირველ პოსტში ჩაამატოს, კიდევ ერთხელ გიხდიდ მადლობას

სალარე ანგარიში

ს.ს "თიბისი ბანკი"
საბანკო კოდი TBCBGE22
მიმღების დასახელება-ავთანდილ ხორავა
ანგარიშსწორების ანგარიში-GE34 TB70 0208 8365 1000 07

For Gel Transfers
JSC "TBC Bank"
Bank Code-TBCBGE22
Name OF Beneficiary-Avtandil Khorava
Ben's Account-GE34 TB70 0208 8365 1000 07

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)