თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ კანონმდებლობა, ბრაკონიერები, გდი _ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომა

პოსტის ავტორი: xishnika Mar 14 2012, 22:00

საქართველოში გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონის ამჟამად არსებული ვადები გადაიხედება. ვადების შეცვლის დროს გათვალისწინებული იქნება რეგიონული პრინციპი, სეზონური პერიოდები და დაეფუძვნება წყალსატევებზე ჩატარებული აღრიცხვის შედეგებს. აღნიშნული გადაწყვეტილება გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე საქართველოში გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონის ამჟამად არსებული ვადების გაგრძელებასთან დაკავშირებული საკითხის განხილვის დროს იქნა მიღებული.
დეპუტატებთან ერთად განხილვაში მონაწილეობდნენ გარემოს დაცვისა და ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროების წარმომადგენლები, ილიას უნივერსიტეტის ექსპერტი და მონადირეთა ჯგუფების წარმომადგენლები, რომელთა თხოვნის საფუძვლეზეც მოხდა აღნიშნული საკითხის კომიტეტის სხდომაზე განხილვა. დისკუსიაში მონაწილე ყველა მხარემ აღნიშნა, რომ არსებული წესები უნდა გახდეს უფრო მობილური, დაცული უნდა იყოს მონადირეთა ინტერესები და ამავე დროს ზიანი არ უნდა მიადგეს ფრინველთა პოპულაციების რიცხოვნობას. სხდომის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ საკითხზე მუშაობა ყველა დაინტერესებული მხარის მონაწილეობით გაგრძელდება და საქართველოში გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონის ამჟამად არსებული ვადები შეიცვლება.
http://www.parliament.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=267&info_id=34388

პოსტის ავტორი: kupra Mar 14 2012, 22:07

newsmile027.gif xoshian.gif

პოსტის ავტორი: xishnika Mar 14 2012, 22:20

იმედია ეგ ინიციატივა კანონად გარდაიქმნება და მომოვალ სეზონზე 20 მარტამდე მაინც გვანადირებენ thinking.gif თუარადა ეხლა რონ არი ეგეთი ამინდები თუ იქნება ვეღარ ავიტან და გავბრაკონიერდები newsmile01.gif

პოსტის ავტორი: kupra Mar 14 2012, 22:22

D.gif D.gif

სხვა გზა არაა

პოსტის ავტორი: gogita.m Mar 14 2012, 23:14

კარგია რომ ჩვენთვის მაინც მოიცალა ვიღაცამ

პოსტის ავტორი: Fishman Mar 15 2012, 00:41

ეს ალბათ მომავლის საკითხია... და ამ სეზონს აღარ ეშველება არაფერი, ხომ?

პოსტის ავტორი: Davitus Mar 15 2012, 00:52

Fishman

ამ სეზონს ეშველება- იარაღის კონსერვაცია... მომავალ სეზონამდე... newsmile045.gif

პოსტის ავტორი: ზახარა Mar 15 2012, 08:29

კარგია და მივესალმები მთავრობის აქტიურობას ამ საკითხთან , მონადირეების აქ დაწერილ პრობლემებს ნელ-ნელა რომ იზიარებენ , იმედს ვიტოვებ ყველა პრობლემას გაითვალისწინებენ newsmile05.gif როგორც იტყვიან ყინული დაიძრა !!!
ჩვენ ისღა დაგვრჩენია დაველოდოთ მოვლენების განვითარებას newsmile05.gif

პოსტის ავტორი: MIMINO Mar 15 2012, 08:53

იხვი უკვე დაწყვილებულია და საცოდაობაა მათი ჟლეტა. მე როგორც ვატყობ ისე იზავენ 15-20 წლის მერე საქართველოში აღარ იქნება არანაირი ფრინველი. დავაკვირდეთ აბა იქნებ მწყრის სეზონი მაისში გადმოწიონ.

პოსტის ავტორი: ზახარა Mar 15 2012, 09:05

MIMINO
ანუ იმის თქმა გინდა რომ აქ გადმოფრენილი იხვები აქ დადებენ კვერცხებს და დაჩეკავენ ჭუჭულებს ????
მეგობარო აღმოსავლეთში ეს ბოლო წლებია მარტის შუა რიცხვებში იწყებენ გადაფრენას (პატარა გუნდებს არ ვთვლი ადრე რომ მოდიან )
ჩემ ბავშობაში კახეთში ალაზანზე და ალაზნის პირა ტბებზე იანვარ-თებერვალში ყურეებს ფარავდნენ იმდენი იხვი იყო !!! სამწუხაროდ არ ვიცი ციკლმა გადაიწია თუ რა მოხდა ეგეთი რაოდენობა , მარტო მარტში მსმენია რომ ყოფილიყოს !!!!


ციტატა(kaxaadatuashvili @ 15th March 2012 - 09:53) *
მე როგორც ვატყობ ისე იზავენ 15-20 წლის მერე საქართველოში აღარ იქნება არანაირი ფრინველი.

ადგილობრივ ფრინველებზე მიდის სეზონის გადაწევაზე ლაპარაკი ??

ციტატა(mengreli @ 14th March 2012 - 23:00) *
საქართველოში გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონის ამჟამად არსებული ვადები გადაიხედება. ვადების შეცვლის დროს გათვალისწინებული იქნება რეგიონული პრინციპი, სეზონური პერიოდები და დაეფუძვნება წყალსატევებზე ჩატარებული აღრიცხვის შედეგებს.

ციტატა(mengreli @ 14th March 2012 - 23:00) *
დაცული უნდა იყოს მონადირეთა ინტერესები და ამავე დროს ზიანი არ უნდა მიადგეს ფრინველთა პოპულაციების რიცხოვნობას


პოსტის ავტორი: ზახარა Mar 15 2012, 09:17

MIMINO
რუსეთში გაზაფხულზე ნადირობენ მართლაც რომ გამრავლების დროს !!! ეხლა არ მითხრა რუსეთში იხვი და იხვისებრთა ოჯახის წარმომადგენლები გადაშენების პირას არიან მისული newsmile05.gif მაგი კი არა წელს გედზე დაუშვეს ნადირობა დღეში 5 ცალის მოპოვების ლიმიტით ისეთი გამრავლებულია(ძალიან დიდი ხანი იყო აკრძალული ) მოგეხსენება რომ გედი, ვირუსის მატარებელია და საფრთხეს უქმნის სხვა ოჯახის წარმომადგენლების პოპულაციას !! წინა წლებს თუ გავიხსენებთ ე.წ ქათმის გრიპს ყველაზე მეტი შემთხვევა გედებიდან იყო გავრცელებული იხვისებრთა ოჯახის წარმომადგენლებში .
ასე რომ ძალიან ბევრი ნიუანსია და 15-20 დღით სეზონის გადაწევით არ მგონია საქართველომ იხვისებრთა ოჯახი რომ გადააშენოს !!! newsmile05.gif

პოსტის ავტორი: MIMINO Mar 15 2012, 09:34

შეჯვარებისა და კრუხობის პერიოდში ნადირობა რომ დაუშვებელია ამაში ალბათ დამეთანხმები. თუმცა ვაზნების ეკონომია იქნება დაპეპვლის დროს 1 სროლით ორს მოკლავს კაცი newsmile042.gif

პოსტის ავტორი: ზახარა Mar 15 2012, 09:41

ციტატა(kaxaadatuashvili @ 15th March 2012 - 10:34) *
შეჯვარებისა და კრუხობის პერიოდში ნადირობა რომ დაუშვებელია ამაში ალბათ დამეთანხმები

კი გეთანხმები 100% newsmile05.gif მაგრამ სამწუხაროდ ჩვენთან გადამფრენი ფრინველები არ კრუხობენ newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ზახარა Mar 15 2012, 09:47

ციტატა(kaxaadatuashvili @ 15th March 2012 - 10:34) *
თუმცა ვაზნების ეკონომია იქნება დაპეპვლის დროს 1 სროლით ორს მოკლავს კაცი

ანუ გუნდი რომ გადაგვიფრენს სეზონის დროს არ ვესროლოთ ამ ლოგიკით ? newsmile05.gif

პოსტის ავტორი: kajuberi Mar 15 2012, 09:53

ციტატა(zaxara @ 15th March 2012 - 10:17) *
რუსეთში გაზაფხულზე ნადირობენ მართლაც რომ გამრავლების დროს !!! ეხლა არ მითხრა რუსეთში იხვი და იხვისებრთა ოჯახის წარმომადგენლები გადაშენების პირას არიან მისული მაგი კი არა წელს გედზე დაუშვეს ნადირობა დღეში 5 ცალის მოპოვების ლიმიტით ისეთი გამრავლებულია(ძალიან დიდი ხანი იყო აკრძალული ) მოგეხსენება რომ გედი, ვირუსის მატარებელია და საფრთხეს უქმნის სხვა ოჯახის წარმომადგენლების პოპულაციას !! წინა წლებს თუ გავიხსენებთ ე.წ ქათმის გრიპს ყველაზე მეტი შემთხვევა გედებიდან იყო გავრცელებული იხვისებრთა ოჯახის წარმომადგენლებში .
ასე რომ ძალიან ბევრი ნიუანსია და 15-20 დღით სეზონის გადაწევით არ მგონია საქართველომ იხვისებრთა ოჯახი რომ გადააშენოს !!!



+10000%

პოსტის ავტორი: შოთა.03 Mar 15 2012, 09:54

MIMINO

ციტატა(kaxaadatuashvili @ 15th March 2012 - 10:34) *
დაპეპვლის დროს 1 სროლით ორს მოკლავს კაცი

აცადე შეარგე შე კაცო, ნუ დააკლავ ზედ კაი ეჭვიანი ქმარივით D.gif

პოსტის ავტორი: xishnika Mar 15 2012, 21:00

ჭორია თუ მართლა გაგრძელდა ნადირობა 1 აპრილამდე??? newsmile045.gif

პოსტის ავტორი: ზახარა Mar 15 2012, 21:18

xishnika
რაც ვნახე ჯერ განხილვის სტადიაშია , ვნახოთ რა იქნება newsmile05.gif

პოსტის ავტორი: kupra Mar 16 2012, 00:30

ვააა მერე ვითომ კაი იქნება ეგ ყველაფერი თუ გაგრძელდა 1 აპრილამდე ტოო?

პოსტის ავტორი: ზახარა Mar 16 2012, 07:38

kupra
თუ კონტროლი იქნება და ბრაკები არ გამოიყენებენ ამ სიტუაციას , ვითომ იხვზე წასულები ადგილობრივ ნადირ-ფრინველს არ დაერევიან newsmile045.gif პირიქით კარგი იქნება სეზონის გაგრძელება წყალმცურავეებზე newsmile05.gif

პოსტის ავტორი: romeo 1 Mar 16 2012, 21:33

ლიოდ ტრონულსა, გოსპოდა! ეხლა არ დაიწყოთ სეზონის გაგრძელება არა სწორიაო, თორემ გავგიჯდები! კახეთის გუბერნატორმა ბატონმა გიორგი ღვინიაშვილმა, დიდი დახმარება გაგვიწია მონადირეებს, გაითვალისწინა ჩვენი ერთობლივი თხოვნა და პირადათ იღებდა ამ საკითხის მოგვარებაში მონაწილეობას! და დარწმუნებული ვარ რომ მომავალ წელს ეს საკითხი საბოლოოდ მოგვარდება, მონადირე მარტის თვეში ბრაკონიერი აღარ იქნება!აბა ნახეტ ეხლა რამდენი იხვია და ბატი ალაზანზე! თოფი არ მისვრია იხვისათვის სეზონზე და ეხლა ხელები მექავება რომ კანონი დავარღვიო, თავს ძლივს ვიკავებ! ჯოჯოხეთია რაა!

პოსტის ავტორი: ზახარა Mar 16 2012, 21:39

ციტატა(romeo 1 @ 16th March 2012 - 22:33) *
მონადირე მარტის თვეში ბრაკონიერი აღარ იქნება!აბა ნახეტ ეხლა რამდენი იხვია და ბატი ალაზანზე!

dastur.gif

პოსტის ავტორი: ლევანი Mar 17 2012, 00:12

ციტატა(romeo 1 @ 16th March 2012 - 23:33) *
ბატონმა გიორგი ღვინიაშვილმა, დიდი დახმარება გაგვიწია მონადირეებს, გაითვალისწინა ჩვენი ერთობლივი თხოვნა

small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif

პოსტის ავტორი: baiateo Mar 19 2012, 13:24

ისე ყველაფერში რომ თქვენთვის საინტერესოს ხედავთ, მაგ ინფორმაციაში ნადირობის გარდა ვერაფერი შეამჩნიეთ??? რაზეც იდეაში გარემოზე მზრუნველი საზოგადოება უნდა აღშფოთდეს?

პოსტის ავტორი: შუკა Mar 19 2012, 14:24

baiateo
მთლად საჩვენ - ხეიროდ რომ არ იქნება უკვე დიდი ბიჭი ვარ და ვხვდები newsmile05.gif

პოსტის ავტორი: kajuberi Mar 19 2012, 14:27

newsmile05.gif

პოსტის ავტორი: შოთა.03 Mar 19 2012, 14:30

baiateo
აბა კერძოდ რას გულისხმობ მაშინ, მაგ დადგენილებაში?

პოსტის ავტორი: kajuberi Mar 19 2012, 14:35

newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Mar 19 2012, 14:45

baiateo
რათ მიგვატოვე რათა რათა newsmile05.gif რა ჩვენი ბრალია ეკონომიკის სამინისტრო თუ ჩადგა შუაში newsmile05.gif

პოსტის ავტორი: Davitus Mar 19 2012, 14:53

აქ გასარჩევი ჯერ დიდი არაფერია, ჯობს, აი http://ochopintre.ge/forum/index.php?s=&showtopic=7527&view=findpost&p=183372, ახლახანს დავდე

პოსტის ავტორი: baiateo Mar 19 2012, 15:04

ნადირობას არ ვგულისხმობდი, სხვა ინფორმაციებიც ეწერა მანდ newsmile05.gif)

მარტო ნადირობას კი არ უნდა გადაყვეთnewsmile05.gif))

პოსტის ავტორი: ბესო Mar 20 2012, 11:24

baiateo

აბა რა ვქნათ? იქ რომ რადიაციაზე მიდის საუბარი ის ჩვენ არ გვესმის. ურანი მე მგონი საქართველოში არ გვაქვს და რა და რადიაქტიული ნარჩენების შესახებ კანონი ასეთი სენსიტიური რატომ არის არ მესმის newsmile05.gif

პ.ს რა მაგის პასუხია და კალმახისგან რა ისმის? დიდხანს ვიჯდებიო წითელ წიგნში? newsmile05.gif

პოსტის ავტორი: xishnika Mar 24 2012, 21:24

რა ხდება მეგობრებო საბოლოოდ რა გადაწყვიტეს თუ იცით??

პოსტის ავტორი: ზახარა Mar 24 2012, 21:26

xishnika
ესე მალე არ მგონია რამე გადაწყვეტილება მიიღონ newsmile045.gif

პოსტის ავტორი: პროფესიონალი დამწყები Mar 24 2012, 22:39

https://www.facebook.com/photo.php?fbid=413125722034736&set=o.111834612238426&type=1&theater

დააფიქსირეთ თქვენი აზრი (ყოველი შემთხვევისთვის)

პოსტის ავტორი: nik@a Mar 24 2012, 23:09

პროფესიონალი დამწყები
შიგთავსი მიუწვდომელია

პოსტის ავტორი: პროფესიონალი დამწყები Mar 25 2012, 10:58

nik@a
ლინკი ჩავასწორე

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)