თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ გლუვლულიანი _ TOZ- BM 16 კალიბრი

პოსტის ავტორი: marco-polo Jan 15 2014, 23:23

მცოდნეებმა დაწერეთ,როგორი ფიშტოა,რამდენათ გამოადგება კაცს,ღირს თუ მისი შეძენა,და სავარაუდო მისაღები ფასი თუ თოფი ნორმალურ მდგომარეობაშია,რაკოვინების გარეშე.

პოსტის ავტორი: assassin29 Jan 15 2014, 23:28

ჩახმახიანია რაც მე პირადად საშინალდ მაღიზიანებს, ნუ თავის ფასში (მაიმარკეტის ფასს არ ვგულისხმობ) რაუჭირს. ბოლო ბოლო 300-400 ლარად რომელი ორ ლულიანი უნდა იყიდოს კაცმა?

პოსტის ავტორი: საბო Jan 15 2014, 23:31

თუ ჩახმახიანზე გართულება არ გაქვს, მაშინ ფასიდან გამომდინარე ნორმალური თოფია. მე მაქვს მადამ კუკუს დროინდელი და მიუხედავად სიძველისა და გემრიელი რაკოვინებისა, მიტანა და ჭრას მაინც არ ვუჩივი.

პოსტის ავტორი: ლეონ-ბლექი Jan 16 2014, 00:05

როგორც თოფი.. საკმაოდ ცუდი აწყობილია. ხშირად მინახავს დიდი ღრიჭოები მაგ თოფებზე. ბალანსზე და ეგეთებზე საუბარი საერთოდ არ არის. მოკლედ.. სამართლიანად დაიმსახურა მეტსახელი "ყარაულის თოფი" თუმცა ლულები აქვს ძალიან კარგი. ჭრა და გაშლა აქვს გადასარევი. ახლობელს აქვს ალბათ მეოცე წელია და ბევრი ნანადირევის ცოდვა აწევს იმ თოფს. არაფერს არ მაზავს. არც გამოცვლას აპირებს.

პოსტის ავტორი: assassin29 Jan 16 2014, 00:38



ლეონ-ბლექი

იმედია შენ ნაწერს მაიმარკეტის სასტავი არ კუთხულობს D.gif

პოსტის ავტორი: ლეონ-ბლექი Jan 16 2014, 01:41

როგორ არ კითხულობენ. D.gif აქ წაკითხულის მიხედვით..ბევრი განცხადება მაქვს დაფიქსირებული. ეგ კი არა და რამდენჯერმე მქონდა შემთხვევა.. ჩემთან ამოვიდნენ რაღაცის შესამოწმებლად და ერთერთ მხარეს რომ არ მოეწონა ჩემი პასუხი.. ჩამი აქაური პოსტის მიხედვით დამიწყეს რაღაცეების მტკიცება. D.gif შენ რა გაგეგება..ოჩოში შედი და იქ წაიკითხეო (ჩემ პოსტზე მეუბნებოდნენ) D.gif

პოსტის ავტორი: gagrinski Jan 16 2014, 10:25

16-იანიც მაქვს და დღემდე 12-იანით ვნადირობ, ბმ-ს ვგულისხმობ, ვირივიტ მუშა თოფებია და ლეონის თქმის არ იყოს ლულები მარტლა მაგარი აქვს, უბრალოდ ყველაზე მეტად რაც ტკივა მაგ თოფებს ეს შატკაა. ashh.gif

პოსტის ავტორი: ლეონ-ბლექი Jan 16 2014, 10:41

ციტატა(dato gagrinski @ 16th January 2014 - 12:25) *
ყველაზე მეტად რაც ტკივა მაგ თოფებს ეს შატკაა.

მერე გითხარი 3-ჯერ ამოდი და მოგიხსნი შატკასთქო.. სამნამ მოსაწვევს არ გამოგიგზავნი არ არ ამოხვალ?.. D.gif

პოსტის ავტორი: gagrinski Jan 16 2014, 12:21

ციტატა(levani @ 16th January 2014 - 11:41) *
მერე გითხარი 3-ჯერ ამოდი და მოგიხსნი შატკასთქო.. სამნამ მოსაწვევს არ გამოგიგზავნი არ არ ამოხვალ?..


ვისკით ამოვალ და დანარჩენი შენზეა D.gif კაი კაცი ხარ

პოსტის ავტორი: marco-polo Jan 16 2014, 14:06

უბრალოდ ერთი ნაცნობი ყიდდა მაჩვენა.ლულები ალბათ საუკუნე არ იყო გაწმენდილი.გარედან კიდე ვარანენიე კარგ მდგომარეობაში.ფასიც მაინტერესებდა.700ლარად ყიდის.ნამდვილად არ მიღირს მაგ ფასად.უბრალოდ 16 კალიბრით მოვიხიბლე თოფის ზომა -წონით.ალბათ მომავალში 16 კალიბრ კარგ თოფს შევიძენ. vot-tak.gif

პოსტის ავტორი: game 91 Jan 16 2014, 21:47

16 კალიბრმა რით მოგხიბლა, რამე ევროპული რო იყოს შეიძლება დახუჭოს კაცმა თვალები.

"ტულკას" რაც შეეხება მაქ 1955 წლის გამოშვება და ბევრად კარგია დამუშავებისა და საერთოდ ხარისხის მხრივ 60 და 70 წლების მოდელებთან შედარებით . გრავიურებიც კი აქვს და საკმაოდ ნორმალურიც. კონდახიც ნორმალური აქვს თან სალოყით.

გვიანდელი გამოშვებები 20 წლით ახალგაზრდებიც კი ჯართად გამოიყურებიან ხოლმე ჩემ თოფთან, ზოგადად კი ყველა ჯართია. თუ კი 400-500 ლარათ იშოვით სადმე იდეალურ მდგომარეობაში ღირს.

ტოზ 54 ბევრად მაღალი დონეა და შეიძლება მისცეს კაცმა 800 ლარამდე მიუხედავად ჩახმახებისა.

პოსტის ავტორი: საბო Jan 16 2014, 22:15

ციტატა(marco-polo @ Jan 16 2014, 15:06) *
უბრალოდ 16 კალიბრით მოვიხიბლე თოფის ზომა -წონით.ალბათ მომავალში 16 კალიბრ კარგ თოფს შევიძენ. vot-tak.gif



შენ გაიხარე, ძლივს არ ვნახე ჩემი ჭკუის და გემოვნების ადამიანი? უფრო სწორედ;ნატიფი გემოვნების ........... newsmile027.gif small3d018.gif

პოსტის ავტორი: ლეონ-ბლექი Jan 16 2014, 22:22

ციტატა(gamezardashvili @ 16th January 2014 - 23:47) *
ბევრად კარგია დამუშავებისა და საერთოდ ხარისხის მხრივ 60 და 70 წლების მოდელებთან შედარებით . გრავიურებიც კი აქვს და საკმაოდ ნორმალურიც. კონდახიც ნორმალური აქვს თან სალოყით.

შტუჩნი ყოფილა. ეგენი შედარებით კარგად აწყობილებია.
ციტატა(sabo73 @ 17th January 2014 - 00:15) *
ძლივს არ ვნახე ჩემი ჭკუის და გემოვნების ადამიანი? უფრო სწორედ;ნატიფი გემოვნების ......

მეც რომ ვკაიფობ 16 კალიბრით პირვლად გესმის?.. ძალიან მხიბლავს ეგ კალიბრი.

პოსტის ავტორი: საბო Jan 16 2014, 22:31

ციტატა(ლეონ-ბლექი @ Jan 16 2014, 23:22) *
მეც რომ ვკაიფობ 16 კალიბრით პირვლად გესმის?.. ძალიან მხიბლავს ეგ კალიბრი.

არიქა ჩემო ლევან.........პარტია, სასწრაფოდ გვჭირდება პარტიის ჩამოყალიბება, პრეზიდენტი შენ იყავი........... D.gif

პოსტის ავტორი: marco-polo Jan 16 2014, 22:48

ციტატა(საბო @ Jan 16 2014, 23:31) *
არიქა ჩემო ლევან.........პარტია, სასწრაფოდ გვჭირდება პარტიის ჩამოყალიბება, პრეზიდენტი შენ იყავი........... D.gif

small3d018.gif small3d018.gif სახელად 16-ანები

პოსტის ავტორი: game 91 Jan 17 2014, 09:55

პარტია არა სექტა, როგორც პირველი და თან ჩემი "ლამაზი ბავშობის" კალიბრი შეილება მეც შემოგიერთდეთ. 2 მაქ 16 კალიბრზე.


ლეონ-ბლექი
საკმაოდ შეკრული თოფია, ხმარებისას გაჩენილი და თან დაყოლილი ზაზორები რაც სხვებზე მინახავს ამას არ აქვს.



პოსტის ავტორი: ლეონ-ბლექი Jan 18 2014, 00:41

ციტატა(gamezardashvili @ 17th January 2014 - 11:55) *
პარტია არა სექტა, როგორც პირველი და თან ჩემი "ლამაზი ბავშობის" კალიბრი შეილება მეც შემოგიერთდეთ. 2 მაქ 16 კალიბრზე.

მე 4ც 12 კალიბრიანი მაქვს და 1ც 20 კალიბრიანი. 16-იანი საერთოდ არ მქონდა აქამდე.. მაგრამ ეხლა მაჩუქეს ტრაინიკი 16კალიბრზე. ძალიან გამეხარდა. D.gif ეხლა იმისი მუღამი მაქვს რამე კარგი 16 კალიბრიანი ვიშოვნო და 24 კალიბრი მაინტერესებს ძალიან. მაგასაც გადავაწყდები ოდესმე ალბატ.

პოსტის ავტორი: game 91 Jan 18 2014, 12:04

ციტატა(ლეონ-ბლექი @ Jan 18 2014, 01:41) *
მე 4ც 12 კალიბრიანი მაქვს და 1ც 20 კალიბრიანი. 16-იანი საერთოდ არ მქონდა აქამდე.. მაგრამ ეხლა მაჩუქეს ტრაინიკი 16კალიბრზე. ძალიან გამეხარდა. D.gif ეხლა იმისი მუღამი მაქვს რამე კარგი 16 კალიბრიანი ვიშოვნო და 24 კალიბრი მაინტერესებს ძალიან. მაგასაც გადავაწყდები ოდესმე ალბატ.


თუიცი ლულის მონიკელებას თუ რაღაცას რო ეძახიან მაგის გაკეთება სად შეილება, ჩემს ბმ-ზე მინდა, დედა აღარ ყავს ლულებს
არადა მინდა შევინახო.

პოსტის ავტორი: ლეონ-ბლექი Jan 18 2014, 13:13

გარედან რომ კეთდება ლულებზე მაგას თუ გულისხმობ ვარანენიეს ვეზახით ხოლმე.(ქართულად რა ქვია კაცმა არ იცის) D.gif
მაგას რამდენიმე კაცი აკეთებს. შიგნიდან ქრომის გაკეთება მგონი არ ხდება. თუ აკეთებს ვინმე არ ვიცი.

პოსტის ავტორი: game 91 Jan 18 2014, 14:56

ქრომს ვგულისხმობ, გამიგია რომ კეთდება... არადა ვერც გავიგე ვინ აკეთებს.

პოსტის ავტორი: ლეონ-ბლექი Jan 18 2014, 17:13

ციტატა(gamezardashvili @ 18th January 2014 - 16:56) *
ქრომს ვგულისხმობ, გამიგია რომ კეთდება..

ეგ მეც დიდიხანია გამიგია..მაგრამ ჯერ ვერ ვიპოვნე ვინ აკეთებს შიგნიდან ქრომირებას. საქმე ის არის..რომ ტოზ ბმ-ს არ უკეთდებოდა ქრომი. ეგ მერე დაიწყეს ტოზ-63-ზე. თან თუ უკვე რაკოვინებშია..აზრი აღარ აქვს მოქრომვას. მაგას შუსტირება დაჭირდება და გახდება სარკესავით. კიდე არის 1 მომენტი. თუ ნამეტანი რელიქვია არ არის..მოქრომვა კი არა..შუსტირებაც არ ღირს ტოზზე მგონი. თითქმის მაგ თოფის ფასი დაჯდება ეგ სიამოვნება.

პოსტის ავტორი: game 91 Jan 18 2014, 21:36

აა გასაგებია. არა რალიქვია არ არის, მაგრამ ვატყობ მალე სულს დაღაფავს ამის ლულები და მინდოდა პროსტა სახლში მქონოდა, რომ მუშა მდგომარეობაში ყოფილიყო. მაგდენი ფული თუ დაჯდა ეგ რად მინდა.

ეხლა სოფელში ერთი კვირით ვიყავი ჩასული მთელი კვირა თოვლში დავათრევდი, მეთქი წამოსვლისას კარგად გავწმინდავ დავზეთავ და დავდებთქო მარა ისეთი რამე შემემთხვა თოფი აღარც გამხსენებია. აგდია ახლა გაუწმენდავი.

პოსტის ავტორი: ლეონ-ბლექი Jan 19 2014, 10:33

ციტატა(gamezardashvili @ 18th January 2014 - 23:36) *
ისეთი რამე შემემთხვა თოფი აღარც გამხსენებია.

ხომ მშიდობაა?..

პოსტის ავტორი: megreli Jan 19 2014, 11:58

საბო
ლეონ-ბლექი

რაღა დაგიმალოთ და მეც 16-იანით დავიწყე ნადირობა newsmile05.gif) რომ არ მოგატყუოთ ერთნაირი შედეგით ვისვრი ახლაც 12-იანითაც და 16იანითაც newsmile05.gif

პოსტის ავტორი: game 91 Jan 19 2014, 17:00

ციტატა(ლეონ-ბლექი @ Jan 19 2014, 11:33) *
ხომ მშიდობაა?..


აქ დასაწერი არაა მარა... ძმაკაცი დამეღუპა. თავი მოიკალა თავისი ტოზ 63-ით. და აბა რაღა თოფის გაწმენდის თავი მექნებოდა.

პოსტის ავტორი: manuchari89 Feb 17 2016, 16:59

რამდენში გაიყიდება არც კოროზია აქვს არ შატკა ლულები იდეალურად სუფთაა 1961 წლის გამოშვება არის

პოსტის ავტორი: OCHOPA Aug 23 2017, 13:41

მეც მაინტერესებს 65 წლის გამოშვებაა ოღონდ

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)