იყიდებაო ესე მითხრეს ფოთში და ნიკა იქნებ ჩამოარაკრაკო შენ რომ იცი ისე ამ თოფის შესახებ?
http://www.radikal.ru
იჟ 26E ეს არის ჰორიზონტალურ ლულებიანი სანადირო თოფი, დაპროექტებული ზაკიროვისა და იზმეტინსკის მიერ ერთობლივად.
წარმოებაში ჩაშვებულია 1970 წლიდან.
იჟ 26 იმთავითვე ითვლებოდა როგორც იჟ 54-ს გაუმჯობესებული ვარიანტი, მაგრამ გაუმჯობესება მხოლოდ წონის შემცირებაზე აისახა. პირველ რიგში დაეცა ბალისტიკური მაჩვენებლები კერძოდ კი ლულის შიდა პროფილი 18,5 -ის ნაცვლად შემცირდა 18,2 მდე. ასეთი პროფილის ლულების დაბალ ბალისტიკურ მაჩვენებელზე აღარ შევჩერდებით. თუმცა ზოგიერთ, იშვიათ ეგზეპლარებს შესაშური მოხვედრის ძალა გააჩნიათ. ასეთი გაბურღვა ბოლო წლების იჟ54 საც ქონდა. ლულების სიგრძე გაუგებარი, 720 დან 730 მმ-დე მერყეობდა, რა მნიშვნელობა ქონდა 1 სანტიმეტრის სხვაობას გაუგებარია, უფრო მეტიც რაც შემხვედრია ყველა იჟ 26 -ის ლულა იყო 725 მმ. ამას არსებითი მნიშვნელობა არ გააჩნია.
სასხლეტ დამცემი მექანიზმი იყო იდენტური მისი წინამორბედისა, თუმცა კონსტრუქორებმა არც თუ ურიგო კორექტივი შეიტანეს მექანიზმში კერზოდ კი დაუმატეს ანტი სეფტორი, ეს მოწყობილობა ჩახმახების დამჭერია, სასხლეტი რომც დაისხლიტოს ჩახმახები ბლოკირებული აღმოჩნდება . რათქმაუნდა ასეთი სისტება მეტი უსაფრთხოების გარატიაა. იჟ - 26 -ის ჩახმახები ნემსებისაგან ცალკეა შესრულებული. თოფის მექანიზმს გააჩნდა ჩახმახების რბილად დაშვების ფუნქცია. იჟ26 აღჭურვილი იყო ჩახმახების შეყენების მაჩვენებლებით.
და რაც მთავარია, თოფს დაუმატეს ეჟექტორები, ვაზნის ამომგდები სისტემა. სინამდვილეში ეს უკანასკნელი თოფის საექსპორტო მოთხოვნილებების დაკმაყოფილება იყო, თუმცა საბოლოოდ თოფის სრულყოფილებაზე იქონია გავლენა. ეჟექტორებით იჟ 26 გაცილებით მაღალ საფეხურზე ავიდა, იგი უკვე ასრულებდა ევროპული ბაზრისთვის(იაფასიანი იარღის) სტანდარტებს. იჟ 26 E -ზე იმ დროს მოდა იყო გამოცხადებული.
რაც შეეხება ჩაკეტვის სისტემას აქედან იწყება ამ თოფის უკან გადაგმული ნაბიჯები. პირველი და თვალში საცემი რაცაა მესამე ჩაკეტვის სისტემა, ანუ გაქრა საყოველთაოდ ცნობილი საიმედო გრინერის ჭანჭიკი, მისი ადგილი დაიკავა უფრო მარტივმა კვანძმა. ეს უკანასკნელი თოფის სიმტკიცეს აშკარად აქვეითებდა. წონის შესუსტება იაფასიან სერიულ იარაღზე არ შეიძლება უარყოფითი ცვლილებები არ განიცადოს, კერზოდ კი შეიცვალა მასიური იჟ 54 -ს კალაპოტი, ის უფრო შეთხელდა, და დამსუბუქდა. ეჟექტორბს რაც შეეხება ამან რათქმაუნდა კალაპოტის კონსტრუქცია გაართულა. არც ეჟექტორები იყო სრულყოფილი კონსტრუქციის რაც მის ხშირ დაზიანებას იწვევდა. თამამდ შეიძლება ითქვას რომ ეჟექტორები მოუმზადებელლად დამონტაჟდა ამ მშვენიერ თოფზე. საოცარია მაგრამ ერთ წლის წარმოების შემდეგ კონსტრუქტორები იძულებულნი იყვნენ გამოეშვათ 26E-ს უეჟექტორო ვარიანტი. მას შემდეგ გამოდიოდა უეჟექტოროდ.
კალაპოტის გაფორმების დროს ჭარბიბდა დაშტამპული ნახატებით თოფის გაფორმება, მინიმუმადე იყო დაყვანილი თოფის ხელით გრავირება თუ არ ჩავთვლით ერთეულ ეგზემპარებს. საცალო ტოფებს შეიძლებოდა ქონოდა სრულიად სხვა გეომეტრიის კალაპოტი.
http://www.radikal.ru
ყველაზე მასიური იყო თოფის კალაპოტის ცემენტაცია, "ფერადი წრთობა"
ლულებისა და კალაპოტსი შეერთების შემდეგ, კალაპოტს მოხსნიდნენ, შეასრულებდნენ გრავირებას, და დებდნენ სპეციალურ ღუმელში(ჰერმეტიულ) სადაც 700-900გრადუს ცელსიუსზე აჩერებდნენ დიდი ხნის განმავლობაში, შემდეგ უშვებდნენ წყალში ისე რომ ჟანგბადი არ შეხებოდა მეტალს. (ასეთი მეთოდი ლითონის ზედაპირს ამაგრებდა) შემდეგ მას წაესმეოდა სპეციალური ლაქი და პოლიმერიზაციის მიზნიტ ისევ ფეჩში... ასეთი მეთოდის შედეგად კალაპოტის ზედაპირზე ფიქსირდებოდა ულამაზესი ნახატი, ეს პროცესი არც თუ ისე რთული და ძალიან გავრცელებული იყო, თუმც არც ის იყო მოკლებული მინუსებს, კერძოდ კი დროთა განმავლობაში ძვრებოდა და "იქერცლებოდა" მისი ზედაპირი
http://www.radikal.ru
საბოლოოდ შეიძლება ითქვას რომ იჟ 26E, იჟ 26, ამ მოდლებმა ვერ შეცვალეს იჯ 54 სრულყოფილად თუმცა საკმაოდ მტკიცე ადგილი დაიკავეს სერიული წარმოების სანადირო საბჭოურ თოფებში. მისი მთავარი დადებითი მხარე ეს მისი დაბალი წონაა. შედარებით დაბალი.
იჟ 26. ჰორიზონტალურ ლულებიანი თოფი
ლულების სიგრძე- 720-730მმ
ლულების არხის ნომინალური დიამეტრი - 18,2
სავაზნე-20,6 * 70 მმ
კალიბრი-12
ლულების შევიწროება - ჩოკი და ნახავრჩიკი(0,5მმ ; 1,00მმ)
სალულე ფოლადის მარკა - 50 AP
დასაშვები წნევა - 750კგ/სმ-კვადრატზე
ვაზნების ამომგდები - ეჟექტორი ან ექსტრაქტორი
კონდახი - პისტოლეტური ან ნახვრად პისტოლეტური, იშვიათად ინგლისური
საკონდახე მერქანი- უმთავრესად წიფელი, იშვიათად არყის ხე, კაკალი
თოფის წონა- 3200-3400გრ
იჟ 26E და იჟ26 ერთად გამოვიდა 214754 ერთეული თოფი. 1970-1975 წლამდე.
ფორუმზე არავის გვაქვს იჟ 26 ?
მე მაქვს იჟ26-ეჟექტორი, საყვედურს ვერ ვიტყვი, ვირივით მუშაობს და არასოდეს უღალატია. ერთი ეგაა ბალანსი აქვს დარღვეული, მიტანა საკმაოდ კარგი აქვს. კაი მუშა თოფია
ლულისკენ წინა მხარე უფრო მძიმეა
მეც მაქვს პატივცემულებო, იჟ26ე 12 კალ. კარგი თოფებია სანდო და ხარისხიანი, მე კმაყოფილი ვარ
მადლობა ჰანთერ
მაგ თოფით ავიდგი ფეხი, ბევრი სასიამოვნო წუთები გამახსენდა,რუსულ თოფებში ერთ-ერთი საუკეთესოა.სხვა თოფები ,რომ შევიძინე მეგობარს ვაჩუქე, იმან ბიძაშვილს და წავიდა, დიდი ხანია მინდა დავიბრუნო მაგრამ ვერ მივაგენი,ყველას ვურჩევ,რომ ჩემნაირი შეცდომა არ დაუშვათ, მე ძალიან ვნანობ.
იჟ-26-ე მაინტერესებს რა ღირს დღეს სავარაუდო ფასი
გამარჯობათ. ჩემს მეგობარს აქვს ეს თოფი და გაუტყდა მშვილდი. იქნებ დავეხმაროთ და დამაკვალიანეთ თუ ვინმემ იცით ამის შესახებ.
აქ დასვი კითხვა
http://ochopintre.ge/forum/index.php?showtopic=136&st=360&start=360
გამარჯობათ,მეც იჟ26-ე მაქვს.ძალიან საინტერესო სტატიაა ჩემთვის.რაც შეეხება იმას,რომ საშუალო ფასი 600-800 გელაა ცოტა დამაღონა,რადგან როგორც აღმოჩნდა დიდი შეცდომა დამიშვია,რადგან ჩემ თოფში,რომელსაც კონდახი გატეხილიჰქონდა,მექანიზმი მოშლილი და კიდევ რაღაც რაღაცები მექანიზმის გამკეთებელმა 1500 გელა შემომთავაზა. ისე მე უკმაყოფილო არ ვარ და ახლანდელ რუსულებს და თურქულსაც სჯობია რაღაც რაღაცებში ჩემი აზრით ისე დიდი არაფერი გამეგება თოფებში,ამაში კი ყოველი სტატიის წაკითხვის შემდეგ უფრო და უფრო ვრწმუნდები
1500 ლარი ისეთ დაზიანებულ თოფში როგორც შე აღწერე ყოვლად წარმოუდგენელია ფქტიურად მარტო ლულებში გიხდიდა მაგ თანხას? თან თოფების ხელოსანი?
რავი ძაან დიდი სეცდომა დაგიშვია თუ არ მიყიდე, მაღაზიაში ახალი ბერეტა ა 300 1800 ლარი ღირს პაბარსმის XLR 2000 დაომელი თოფები უკეთესია მოგეხსენება ალბათ
მე მივცემ 1500 ლარად ჩემსას ყველაფერი თავის ადგილზე აქ
გურია
არა იყოს მადლობა მაგ თოფს არ გავყიდი დაბადების დღის საჩუქარია.
http://postimg.cc/image/q918qvgd1/ კარგად არ ჩანს მაგრამ უკეთესი ვერ ვნახე.
1500 მაგ თოფში ძალიან მაგარი ფასია,მაგ ფასად ახალს იყიდი მშვენიერ თოფს
რესურსიც არა მგონია 20000 მეტი რომ ქონდეს,თუ არ მეშლება პასპორტში 15000 ეწერა
.
http://radikal.ru/big/7b9c010bb2ee496180fe87ade5417d8f
http://radikal.ru/big/499b5167805440a08235320257389517
რა ლამაზი ნამუშევარია იჟ26
გამარჯობათ ყველას მოგესალმებით თქვენი დახმარება მჩირდება სერიოზულ საქმეში.ესე იგი მე მაქ აღნიშნული თოფი იჯ 26ე პრობლემა აქვს მგონი დიი მარჯვენა ლულაში აქვს რაკოვინებიი და რავიცი ჩაუბედურებულია.ეს თოფი სამახსოვროდ ჩხონებული ბაბუჩემისგან დამჩა სახსოვრად და დიდი სურვილი მქონდა ამ იარაღით დამეწყო ნადირობის დაწყება მაგრამ ამ ეთაპზე მმხოლოდდ ერ პრობლემა მაქქსს ხოდა მე მაინტერესებსს დიდი ხნის გაუწმენდლობის გამო და შემდგომში ბაბუაჩემი თავის ხელით ტენიდა ჰილზებს და მგონი ძალიან დიდი დოზები გაუშვა ალბათ დახლოებით სავაზნიდან 12 სანტიმეტრში აქვსს რაგაც ხაზი 2 მილიმეტრის სიფართიათ ალბათ და არის გრძენი დახლოებიტტ 8 სანტიმეტრი იქნება შეიძლება ცოტა მეტიც და მგონი აქვს ბზარი ხელოსანმა ნახა და მითხრა შეიძლება ბზარიაო და დაბალი ზარიადის ჰილზები ისროლეო. ან აქვს ნაკაწრიოო აშკარად რო გავიხედავ ფარტეაა ძალიან და იცით სადაქვს მაინც და მაინც სადაცც პლანკა არის დაკრული მანდ ზუსტად კისე აქვსს ეგეთი რაგაც ოგონდ ლულის სადღაც 35 სანტიმეტრში ზუსტად ეგრე გამოიყურება ისეცც როგირც ზემოტა ბზარი მაგრამ საკვირველი ის არის რომ ზემოდან არ ჩანსს სადაც შწილება რო გამოჩნდესს იქაც არ ჩანს და რა ვქნა დახლოებით 150 გილზამდე მეტი მაქ მე ნასროლი მაგ ლულიდან არაფერი არ მოსვლი მაგრამ მას შემდეგ რაც ხელოსანს ვანახე მაგრად მეშინია რადგან რო გასკდეს გასროლის დროსს დავზიანდები და გტხოვტ ტუ ვინმემ იცით ვარ 17 წლის და არ მინდა რამე მოვიწიო დიდი მადლობა წინაწარ სურათი მაქმაგრამ როგორ დავდო არ ვიცი
pointeri magari dzaglia
ასე უნახავად ვერავინ გეტყვის რამდენადაა დაზიანებული შენი თოფის ლულები. თუ ხელოსანმა გითხრა რომ ლულის გასკდომის საშიშროება არის მე გირჩევ რომ არ ინადირო მაგ თოფით და სხვა ხელოსანსაც აჩვენო ვინც ზუსტად გეტყვის ბზარი აქვს თუ ღრმა "რაკოვინები" და საშიშია თუ არა მაგ თოფის გამოყენება.
პს ჯანმრთელობა უპირველეს ყოვლისა.
აი სურათის დადება რო ვიცოდეე მაგრადდ ჩანს და თქვენც მიხვდეთოდით.მარცხენა ლულაში რამდენი წერტილიაა და სქელი დაბოლოებისს ლულა და მარჯვენა ლულაში ბოლოდან რო დაიჩირო სიფრიფანაა. ან მომიწევს შედარებით ახალი ლულის ყიდვაა თვინმემ გაყიდა ან თოფისს შეცვლაა
pointeri magari dzaglia
pointeri magari dzaglia
და ნიკის შეცვლა არ გინდა თუ ამ სახელით მოგმართოთ?
ნიკა მქვია. უცებ რაც მომაფიქრდა ის სახელი დავწერე და
pointeri magari dzaglia
და თოფზე გაინტერესებდა რაღაცეები. რადგან არ მიპასუხე. ესეიგი არ გაინტერესებს. კარგი. გადავიფიქრე.
არა ორაგორ აგარ მაინტერესებს თქვენი ნომერი ჩავიწერე და აგარ მინდოდა თავი შემეწყინებინა თქვენთვის დააგარაფერი დამიწერია. დიდი მადლობელი ვარ თქვენით და ძალიან გამიხარდა რო გამომეხმაურეთ.
თქვენ სახელს ხომ ვერ მეთყოდით
pointeri magari dzaglia
ლევანი ქვია მაგ ადამიანს, მიუტანე ანახე მაგ საქმის პროფესიონალია.
გასაგებია. დიდი მადლობელი ვარ და ერთი მინდა რო შეგეგითხოთ თუ მითხრა რო აგარ ვარგაო.ლულას თუ ვიშოვი კარგ მდგომარეობაში როა და რამდენიი მაგ თოფის ლულის ფასი???
Nika_99
ნიკოლოზ, ჩავასწორე შენი ნიკი, რითაც შემოდიხარ ის იგივე დარჩა. ფორუმული სახელი შეგიცვალე, მაგხელა ლოზუნგის ნიკი არ გამოგადგება, რაც შენ და არც ჩვენ. ავატარი, შენივე პოინტერია ფეისბუკიდან
სლოგანი, გადავაქართულე და სტატუსში ჩაგისვი
აბა შენ იცი
დიდი მადლობელი გახლავართ.გაიხარეთ
სალამი ყველას
ამ თოფით 36 გრამიანი ვაზნების სროლა დაშვებულია?
უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)