თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ გლუვლულიანი _ Benelli Bellmonte

პოსტის ავტორი: MORGAN Nov 9 2016, 09:02

რა აზრის ხართ ამ თოფზე?
http://www.caravani.ge/en/shotguns/item/337

პოსტის ავტორი: ნუკრიMax Nov 9 2016, 10:45

მშვენიერი თოფია...

მადე ინ ესპანია

პოსტის ავტორი: ოთო. Nov 9 2016, 11:20

გიო ისე მაგ ფასსში ესეც მოგდის

http://www.caravani.ge/en/shotguns/item/266

ესეც მაგარი ვარიანტია

https://postimg.cc/image/goa21sntn/https://postimage.org/app.php

პოსტის ავტორი: MORGAN Nov 10 2016, 20:22

ხოო.. კარგი რამე ჩანს
გადავხედავ ინფოს

ნუკრიMax
ბენელი ხო იტალიელია? თუ კონკრეტული ეს მოდელია ესპაელი?

პოსტის ავტორი: ჯოლა Nov 10 2016, 22:04

MORGAN
იტალიური ბრენდია, მაგრამ მოდელებს ზოგს იტალიაში ამზადებს, ზოგს აშუშუში და ზოგს ესპანეთში, არამგონია ცუდი იყოს . თუმცა ვისაც აქვს იქნებ დაწეროს როგორია

პოსტის ავტორი: Chefo Dec 22 2016, 10:26

გამარჯობა მონადირეებს!

აქაც ვიკითხავ newsmile05.gif

ვინმეს თუ აქვს გამოცდილება როგორი იარაღია? რითი სჯობს თურქულ ნახევრად ავტომატურს, თემის ავტორმა შეიძინა თუ არა?

ანალოგიც მაინტერესებს ანუ რას შევადარო? გაზის მექანიზმით არ მხიბლავს newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ნუკრიMax Dec 22 2016, 20:00

Chefo
პირველი იმით სჯობს რომ ბენელია...
ბენელი ყველა ინერციულია, ნახევრადავტომატები.
ამასთან ერთად სისტემის მუშაობა, მიტანა, გაშლა და ასე შემდეგ თურქულებზე ბევრად უკეთესი აქვს.
თუმცა კონკრეტულად ამ მოდელზე ნაკლები ინფორმაცია მაქვს, თუ შეიძინა თემის ავტორმა, კარგი იქნება თუ ამომწურავ ინფორმაციას მოგვაწვდის, თავის ტესტირებებით.

პოსტის ავტორი: MORGAN Dec 23 2016, 03:45

სავარაუდოდ ახალი წლის მერე შევიძენ. რაღაც ვარიანტს ველოდები და....

პოსტის ავტორი: ნუკრიMax Dec 23 2016, 06:43

ქარავანმა 300 ლარით გააძვირა ეგ თოფები

პოსტის ავტორი: Chefo Dec 24 2016, 12:53

დღეს ვიყავი ქარავანში, გაუძვირებიათ მოდელი მართალია და ამიტომ გადავწყვიტე benelli - raffaello pasion - 3700 ლარად, პირველივე მხარზე მორგების მომენტში გრძნობ, რომ შენთვისაა იარაღი newsmile05.gif

ბოდიში ბენელის კითხვისთვის "რით სჯობს თურქულს"...


პოსტის ავტორი: mamuka-2017 Jan 12 2017, 15:46

ციტატა(Chefo @ Dec 24 2016, 13:53) *
დღეს ვიყავი ქარავანში, გაუძვირებიათ მოდელი მართალია და ამიტომ გადავწყვიტე benelli - raffaello pasion - 3700 ლარად, პირველივე მხარზე მორგების მომენტში გრძნობ, რომ შენთვისაა იარაღი newsmile05.gif

ბოდიში ბენელის კითხვისთვის "რით სჯობს თურქულს"...



მეც მაინტერესებს ეგ თოფი, მაგრამ სამწუხაროდ ინფორმაცია მწირია. ქარავანში მითხრეს, რომ 2 წელია ყიდიან ამ თოფებს და უკმაყოფილო ჯერ არავინ არ არისო! ინტერნეტში კი მხოლოდ აი ეს ვნახე :http://www.ordvor.com/goods/od2/gazeta/71/727.html.

პოსტის ავტორი: ჯოლა Jan 12 2017, 16:28

Chefo
ნახე თურქულიც და ნახე ბენელიც, მაღაზიაშივე შეადარე, მიხვდები ეგრევე განსხვავებას.

პოსტის ავტორი: Chefo Feb 23 2017, 11:10

იქნებ ვინმემ იცოდეს არის რაიმე განსხვავება benelli bellmonte ii-სა beretta bellmonte ii-ს შორის? როგორც ვესტრნში მითხრეს არანაირი განსხავებაა არაა. ბენელი 3200 ლარი ბერატა 2750.

ინტერნეტში ვეძებე და ვერ ვიპოვნე შედარება, იქნებ დამეხმაროთ.

პოსტის ავტორი: ნუკრიMax Feb 23 2017, 16:02

Chefo
ბერეტას ქარხანა ბენელის მფლობელობაში გადავიდა, ასე რომ განსხვავება მხოლოდ სახელშია....

პოსტის ავტორი: ჯოლა Feb 23 2017, 17:07

ნუკრიMax
არამგონია მარტო ეგ იყოს.

პოსტის ავტორი: ნუკრიMax Feb 24 2017, 06:45

ჯოლა
ბერეტას მგონი ლულის ქრომირება არ აქვს?!

პოსტის ავტორი: Chefo Apr 15 2017, 12:08

ბენელი ბელმონტე 1 სინთეტიკა ვიყიდე, სამშაბათს გავიფორმებ. 2000 ლარად, ფაქტიურად ახალი. როგორიც მინდოდა ისეთია. (გული რომ არ დამწყდება ნაკაწრებზე).

ჩემი პირველი არარუსული თოფი იქნება. თეფშებზე გამოვცდი მაისში და იმედია ვიდეოსაც გადავიღებ...

ჩოკი მხოლოდ ერთი აქვს და იქნებ მომცეთ რეკომენდაცია სად შევიძინო დამატებითი ჩოკები.

მადლობა

პოსტის ავტორი: ოთო. Apr 15 2017, 12:47

Chefo


გილოცავ პირველ რიგში!..

ქარავანი და კალიბრი ყიდის მაგ იარაღს, მიაკითხე უფრო ეცოდინებათ..

პოსტის ავტორი: მაქსიმუსა Apr 15 2017, 20:57

Chefo
გილოცავ!
მიზნისთვის არ აგეცდინოს newsmile027.gif

პოსტის ავტორი: Chefo Apr 19 2017, 09:19

მადლობა მოლოცვისთვის.


როგორც გადავიკითხე სჯობს ინერციული 28-იან ვაზნაზე ვამუშაო ხომ?

პოსტის ავტორი: მაქსიმუსა Apr 19 2017, 10:33

ციტატა(Chefo @ Apr 19 2017, 10:19) *
მადლობა მოლოცვისთვის.


როგორც გადავიკითხე სჯობს ინერციული 28-იან ვაზნაზე ვამუშაო ხომ?

28-იანის გადატენა უფრო არ გაუჭირდება ინერციულს რა ყქმა უნდა, ვიდრე 24-იანის.

პოსტის ავტორი: Chefo May 2 2017, 23:04

ამ კონკრეტულ მოდელზე ძალიან ცოტა ინფოა ინტრერნეტში, განსაკუთერბით აქტუალური უნდა იყოს მისი ჩოკები, იმიტომ რომ მხოლოდ ერთი ჩოკით იყიდება.

სტანდარტული ჩოკი 50 მილიმეტრიანია, ვნახე 70 მილიმეტრიანი crio ჩოკი, შესაბამისად 2 სანტიმეტრით ამოწეულია ლულიდან. დანარჩენი გადასვლა (ლულიდან ჩოკზე), "რეზბა" ყველაფერი იგივეა. რას გამოიწვევს ეს?

მოკლედ რა განსხვავებაა ამ ჩოკებს შორის და შეიძლება თუ არა გამოყენება? იგივე ეფექტი აქვს თუ არა?

იხილეთ სურათები:






პოსტის ავტორი: apxazi May 3 2017, 09:16

Chefo
სავარაუდოდ 70მმ-იან ჩოკს მეტი შევიწროვება ექნება, მთავარია ჟაკანი და კარტეჩი არ ისროლო, დანარჩენზე წესით ჩვეულებრივ უნდა იმუშაოს

პოსტის ავტორი: Gogi88 Aug 24 2017, 08:54

Benelli - Bellmonte II Wood http://caliber.ge/index.php?name=PagesD&op=page&pid=1327 2350ლ.

Beretta A300 Outlander http://caliber.ge/index.php?name=PagesD&op=page&pid=1353 2850 ლ.

ძალიან გთხოვთ კარგად რომ ამიხნსათ ამ ორში სხვაობა გარდა წონის, ვაზნების და ლულის სიგრძისა რეალურად როგორც მწარმოებელი და როგორც იარაღი რომელიც საქართველოში უნდა ვიყიდო და 3000 ლარამდე უნდა დამიჯდეს ღირს რეალურად თუ რამე სხვაზე ვიფიქრო..

პოსტის ავტორი: Chefo Aug 24 2017, 10:14

Gogi88

ვინაიდან ცოტა ხნის წინ მეც იგივე არჩევანის წინაშე ვიდექი გაგიზიარებ ჩემს "კვლევას".

ბერეტა A300 გაზგადამტენი სისტემის იარაღია ხოლო ბენელი იყენებს ინერციულს.

რომელი ჯობია ეს დავის საგანია, მაგრამ მე ინერციული ავირჩიე რადგან უფრო საიმედო მომეჩვენა, ექსპლუატაციაში ადვილი (შედარებით ცოტა ნაწილისგან შედგება მექნიზმი).

ინერციული სისტემის პრობლემა შეიძლება იყოს დაბალი გრამაჟის ვაზნების ვერ გადატანა ლულაში (გაჭედვა), 28-ებზე არ ჰქონია პრობლემა, 24 - საშუალოდ 50 მდე ვისროლე თეფშზე და ჰქონდა ერთი თუ ორი ჩავარდნა.

ბერეტა ამბობს, რომ მის გაზ გადამტენ სისტემას არ სჭირდება დიდი მოვლა. მის უპირატესობაა საგრძნობი სისწრაფე და შედარებით დაბალი უკუცემა (ბოლოს ვინც ამიხსნის რატომ მეც დამავალებთ).

მე ბენელი ავირჩიე, ვერ შევადარებ, არ მქონია ბერეტა.

რაც შეეხება ხარისხს მაგაზე არ ინერვიულო ორივე ერთიდაიგივე ქარხნის BBI-ს პროდუქტია და ორივე ხარისხიანი.

მექნიზმების შედარებისთვის კი ამ ვიდეოებს შეხედე:









გამოცდილნო მაპატიეთ თუ რამე შემეშალა newsmile05.gif

ხომ ჩოკებს მიაქციე ყურადღება, გამაწვალა ბელმონტეზე ჩოკების შოვნამ. მაგრამ მე ბელმონტე I ვიყიდე, მეორეს მგონი მოყვება???

წარმატებები

პოსტის ავტორი: Gogi88 Aug 24 2017, 11:14

Chefo
მადლობა newsmile05.gif იმედია სხვებიც დაწერენ სხვა ინფორმაციებს newsmile05.gif
პირველად ვყიდულობ .. ჩემი ძველი ცალ ლულიანი ჩაბარდა პაპას )))
და ამიტომ ბარემ ვიყიდი ისეთს რომლის გაყიდვაც არ მომინდება მეორე სეზონისთვის. არც ვჩქარობ და მივალ ბოლო ბოლო რამე კარგ არჩევანზეც newsmile05.gif

არმსანის და ზოგადად თურქულ თოფებსაც რომ აქებენ ეგეც მომწონს ბოლო ბოლო 1000 ლარით იაფი გამოდის

პოსტის ავტორი: Chefo Aug 24 2017, 14:08

Gogi88

ციტატა(Gogi88 @ 24th August 2017 - 12:14) *
არმსანის და ზოგადად თურქულ თოფებსაც რომ აქებენ ეგეც მომწონს ბოლო ბოლო 1000 ლარით იაფი გამოდის


კი, თურეთში დამზადებულ თოფებში ძალიან მომწონს http://www.caravani.ge/en/shotguns/item/191, ფასიც მშვენიერი აქვს.




პოსტის ავტორი: iosebovich Aug 15 2018, 17:04

ეხლა ქარავანში აქვთ ბენელი ბელმონტე 1 და ფასი აწერია 1950 ლარი. ხეზე რომელიცაა. ვინმეს გააქვთ უკვე ნაყიდი და როგორი კმაყოფილები ხართ ? განსაკუთრებით ბალანსი და მექანიზმის მუშაობა მაინტერესებს. ესეიგი ინერციულზე 28 გრამიანის ქვევით არ უნდა ჩამოხვიდე და შესაბამისად 30, 32, 34 და 36 გრამიანებზე არანაირი პრობლემა არ უნდა ჰქონდეს ხო? ჩოკი რა მოყვება მაგას ? და კიდევ მაგნუმია ლულა თუ არა ? წინასწარ მადლობა პასუხებისთვის

პოსტის ავტორი: უიარაღო Aug 16 2018, 10:47

24 გრამიანებზე მუშაობს ჩემი ინერციული სტოგერი, კონდახს მხარზე თუ მიიდებ უპრობლემოდ.

პოსტის ავტორი: iosebovich Aug 29 2018, 08:46

ანუ ამ თოფზე თითქმის არანაირი ინფორმაცია არაა . ბენელი ბელმონტე 1 - სს ვგულისხმობ. არც იუთუბზეა ბევრი. ერთი ისაა ცნობილი რო ესპანეთში იწყობა და ჩოკი მოყვება ერთი. მე სანადიროდ მინდა და თუ 28 და ზევით ამუსავებს სულ არ მაინტერესებს 24-იანები. ის კი არა 28-იანიც მხოლოდ მწყერზე. დალშე 32 და ზევით . ვერ გავრკვიე მაგნუმია თუ არა. რაც ყველაზე საინტერესოა 1950 ლარი ღირს და ამ დროს თურქული ფენომა W სერია 2000 ლარს ცდება. მოკლედ ფასი ძალიან მიმზიდველია იმის ფონზე რო სხვა იტალიურებს და ფაბარმ-ბრაუნინგებს უკვე 3000 ლარზე ნაკლებად ვეღარ იყიდი. წესით ყველა თურქულს უნდა ჯობდეს მაინც იტალიური ხარისხის სტანდარტიდან გამომდინარე.

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)