თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ გლუვლულიანი _ თურქული ნახევრადავტომატები

პოსტის ავტორი: mamuka-2017 Jan 6 2017, 14:25

მოგესალმებით მეგობრებო.
განვიხილავ ნახევრადავტომატური გლუვლულიანი თოფის შეძენის საკითხს. სანადირო ობიექტები: სხვადასხვა ფრინველი, კურდღელი, ზოგიერთი მავნებელი მტაცებელი და შესაძლოა გარეული ღორი. ვისაც გამოცდილება გაქვთ თურქული ნახევრადავტომატების ექსპლუატაციის, ხომ ვერ ჩამოთვლიდით საუკეთესო "თურქების" მაგალითად პირველ სამეულს თავისი განმარტებებით. წინასწარ გიხდით მადლობას.

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Jan 6 2017, 14:42

ციტატა(mamuka-2017 @ Jan 6 2017, 15:25) *
მოგესალმებით მეგობრებო.
განვიხილავ ნახევრადავტომატური გლუვლულიანი თოფის შეძენის საკითხს. სანადირო ობიექტები: სხვადასხვა ფრინველი, კურდღელი, ზოგიერთი მავნებელი მტაცებელი და შესაძლოა გარეული ღორი. ვისაც გამოცდილება გაქვთ თურქული ნახევრადავტომატების ექსპლუატაციის, ხომ ვერ ჩამოთვლიდით საუკეთესო "თურქების" მაგალითად პირველ სამეულს თავისი განმარტებებით. წინასწარ გიხდით მადლობას.


და ეს
ციტატა
მოგესალმებით მეგობრებო. ვფიქრობ შევიძინო ბენელის ნახევრადავტომატი 1500-1700 $ ფარგლებში. 71 სმ. ლულით, 3.00-3.100 წონით. ნადირობა-ფრინველი, კურდღელი და რიგი მავნებელი მტაცებლები. ვისაც აქვს გამოცდილება ამ მიმართულებით, მაინტერესებს თქვენი აზრი, რომელი მოდელი ჯობია? ასევე, მაინტერესებს თუ იცით როგორ მუშაობენ Benelli - Raffaello Pasion და Benelli - Bellmonte II Wood. როგორც ქარავანის საიტზეა მითითებული,აღნიშნული მოდელები ესპანეთში მზადდება!


ბოლო ბოლო რომელი გირჩიოთ? თურქული გინდა თუ ბენელი?

პოსტის ავტორი: mamuka-61 Jan 6 2017, 23:44

ციტატა(ჭალიმგელა @ Jan 6 2017, 15:42) *
და ეს


ბოლო ბოლო რომელი გირჩიოთ? თურქული გინდა თუ ბენელი?


მე მაინტერესებს ინფორმაცია ორივე ვარიანტზე. ბოლო პერიოდში თურქულებსაც აქებენ. ვისაც შეუძლია დადოს ინფო თავისი შეხედულებისამებრ. არჩევანს კი მოგვიანებით გავაკეთებ.

პოსტის ავტორი: ჯოლა Jan 6 2017, 23:56

mamuka-61
თურქულს და იტალიურს ერთმანეთს ვერ შეადრი სხვადასხვა კლასია. ბენელი , თუნდაც ესპანეთში ან შტატებში აწყობლი, უპირობოდ არჩევანს გარეშეა თურქულებთან მიმართებაში.
IMHO.gif

პოსტის ავტორი: ნუკრიMax Jan 7 2017, 20:31

mamuka-2017
თუ ბიუჯეტი ხელს გიწყობს, არც უნდა განიხილო თურქული...

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Jan 9 2017, 10:31

mamuka-61
კი თურქებმა მაგრად გაქაჩეს. მე არმსან ფენომას ავიღებდი თურქულს რომ ვყიდულობდე

პოსტის ავტორი: ნუკრიMax Jan 9 2017, 10:56

ციტატა(Chalimgela @ 9th January 2017 - 11:31) *
მე არმსან ფენომას ავიღებდი თურქულს რომ ვყიდულობდე

მარტო ფენომა არა, კარგი მოდელები შემოყარა არმსანმა....

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)