თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ გლუვლულიანი _ ნახევრად ავტომატური "stoeger M2000"

პოსტის ავტორი: kajuberi Nov 1 2011, 12:29

ნახევრად ავტომატური "stoeger M2000" ამ იარაღის ყიდვა მინდა და რას მირჩევთ. თუ აქვს ვინმეს და რამდენად კმაყოფილია. მადლობა წინასწარ

პოსტის ავტორი: ბესო Nov 1 2011, 13:29

მერე კანონმდებლობის განყოფილებაში ამ თემას რა უნდა?

moved...

პოსტის ავტორი: kajuberi Nov 1 2011, 14:23

პირველი პოსტია ეს ჩემი და არ ვიცოდი.იმედია მეპატიეაბა და თუ მაიმც და მაინც საგანგაშოა და არ შეილება წავშლი

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Nov 1 2011, 14:29

kajuberi
უკვე გადატანილია საჭირო ადგილას.

ნორმალური იარაღია. არის მაგაზე თემა გახსნილი და შეგიძლია ნახო შედარებები სხვა თოფებთან. ნახმარს ყიდულობ თუ ახალს? და კიდევ, მაღაზიაში ყიდულობ თუ ხელზე. ფასიც მიაწერე და შესაბამისად გირჩევთ რა ჯობია

პოსტის ავტორი: kajuberi Nov 1 2011, 15:03

მადლობა დახმარებისთბისnewsmile05.gif უბრალოდ ახალბედა ვარ და არ ვიცოდი.

ახალი მინდა ვიყიდო stoeger - m2000 New deluxe SK mat. 1235 ლარი ღირს .მაღაზია ქარავანში. ნახევრად ავტომატური მინდა იხვზე კარგია. ATA NEO და stoeger ერს შორის მინდა არჩევანის გაკეთება. რას მირჩევთ თქვენ ? მე უფრო stoeger ვფიქრობ მაინც "BERETTA HOLDINGIS " მიერა დამზადებული. ვესაბურე ქარავანში და მითხრეს კარგი თოფიაო და თქვენი აზრიც მაინტერესებს.თუ აქვს ვინმეს და რამდენად კმაყოფილია.

დიდი მადლობა წინასწარ

პოსტის ავტორი: gogita.m Nov 1 2011, 15:19

kajuberi
უამრავი ინფორმაციაა ,,გლუვლულიანებში" რაც შენ გაინტერესებს და გადახედე გამოგადგება.

პოსტის ავტორი: kajuberi Nov 1 2011, 15:36

მადლობა

პოსტის ავტორი: kajuberi Nov 1 2011, 15:50

გადავხედე "გლუვლულიანების " განყოფილებას : მე მაინტერებს უშვალდო თუ აქვს ვინმეს და რამდენად კმაყოფილია.
ნახმარი არ მინდა და არც MP 153 მაინტერესებს.
ATA NEO და stoeger - m2000 New deluxe SK mat შორის რომელს მირჩევ ან თუ აქვს ATA NEO ვინმეს და თუა კმაყოფილი.

პოსტის ავტორი: Davitus Nov 1 2011, 15:57

kajuberi

ვერ გინახია კარგად, უამრავი პოსტებია, და ბევრს აქვს აქ ატაცდა სტოგერიც

ატა ნეო მე მქონდა, რა გაინტერესებს კონკრეტულად მკითხე და გეტყვი

კმაყოფილი ვიყავი, არც მიტანა აკლია, ბალანსიც ნორმალური აქვს და წონაც, რათქმაუნდა ფასთან მიმართებაში

1000 მდე ვაზნა ვისროლე და რომ დავშალე მცირედი ცვეთის ნიშნებიც ვერ შევატყვე, მეტზე რას იზამს ვერ ვიტყვი, დრო გვიჩვენებს, თუ თავგადაკლული და აქტიური მონადირე არ ხარ, გეყოფა ეგ თოფი

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Nov 1 2011, 15:59

kajuberi
მე პირადათ ატა ნეო 12ს გირჩევდი, თუმცა სტოგერი თითქმის იგივე ხარისხია, უბრალოდ პირველი სტოგერი რაც ქონდა ფორუმელს ეგრევე რაღაც ნაწილი გაუტყდა და პირველი ატას მეპატრონეს კარგი ირბლიანი ნადირობები დაემთხვა. ამიტომ მთლად ობიექტური შეიძლება არ იყოს ეს გარემოება, მაგრამ უმეტესობამ მაინც ატა ამჯობინა. მეც ბევრჯერ ვნახე ატას შედეგები და მომეწონა. იგივე არმსანიც მომწონს თუმცა მაინც ატას ვამჯობინებდი. რაც შეეხება ბერეტას კონცერნს, ატაც და სტოგერის ერთი მეპატრონის იყო და შემდეგ გაიყვნენ. ორივე თოფი მზადდება უშუალოდ იტალიელების კონტროლით.

კიდევ გეტყვი, მე პირადათ ატას გირჩევდი

პოსტის ავტორი: kajuberi Nov 1 2011, 16:13

დიდი მადლობა გაიხარე.
მე რამდენადაც ვიცი არმსანი ძაან შორის ისვლის გასროლილ პატრრონას და ცოტა სარისკოა მაშინ როცა მანქანიდან გიხდება სროლა.
ჯიგარი ხარ დიდი მადლობა გავითვალისწინებ შენ რჩევას.გადავხედავ კიდევ ატა ნეოს ფასებს

პოსტის ავტორი: kajuberi Nov 1 2011, 16:29

Davitus
აქტიური მინდა რომ ვიყო მარა დრო არ მაქვს ,როგორც ვახერხებ იმის და მიხედვით ვნადირობ.უბრალოდ იჟ-27 მაქვს,ტოზ-34 და მოსინი.ნახევრად ავტომატური მინდა იხვზე ბევრჯერ ყოფილა რომ 2 ის მერე კიდე არის სასროლი და ვეგარ ესვრი.გავითვალისწინებ შენ რჩევას .დიდი მადლობა.იმედია ხვდები ჩემ მდგომარეობას.შარში ვარ D.gif

პოსტის ავტორი: გოგა Nov 1 2011, 18:13

ციტატა(Chalimgela @ 1st November 2011 - 16:59) *
მე პირადათ ატას გირჩევდი

+1
არცერთი არ მქონია არასოდეს,მაგრამ ორივე მჭერია ხელში,ორივე მისვრია და მაინც ატა-ს ვაძლევ ჩემს ხმას
რატომღაც ata-ს უფრო ვენდობი ხარისხით,ვიდრე stoeger-ს


პოსტის ავტორი: kajuberi Nov 1 2011, 20:24

გოგა
დიდი მადლობა გოგა უბრალოდ მართლა შარში ვარ .მარა გავითვალისწინებ შენ რჩევას ძმა.

გენაცვალეთ ყველას კაი ხალხი ხართ.

პოსტის ავტორი: გოგა Nov 1 2011, 20:28

kajuberi

ციტატა(kajuberi @ 1st November 2011 - 21:24) *
უბრალოდ მართლა შარში ვარ

არაფერ შარში არ ხარ,მაგ ფასში მშვენიერი არჩევანის გაკეთება შეგიძლია.
არის კიდევ სხვა თურქული თოფები,მაგრამ ჩვენ რაც ნანახი და გამოცდილი გვაქვს იმისკენ უფრო ვიხრებით.

პოსტის ავტორი: kajuberi Nov 1 2011, 20:49

გოგა
უბრალოდ მინდა რაგაც კაი ვიყიდო ამ ფასში თორე კაი რაც არის შენც იცი და მეც მარა ფულის ამბავია ყველაფერი. ATA NEO ფასებს რომ გადავხედე ფასთანაც ახლოა და რაგაც ვიდზეც დამევევასა.მადლობა გოგოა კაი კაცი ხარ ძმაო რომ გამიგე და მიმიხვდი ჩემს გასაჭირს

პოსტის ავტორი: masterjoni Nov 1 2011, 21:18

ერთ ჩემს მეგობარს stoeger 2000 აქვს სინთეთიკური კონდახით ძალიან აქტიური მონადირეა და ძალიან კარგი შედეგები აქვს, ნადირობს ყველაფერზე რაზეც შეიძლება ნადირობა საქართველოში. მეორე მეგობარმა წელს "მონათლა" თავისი ახალი ATA NEO მწყერზე და საკმაოდ წარმატებულადაც (ჩვენს შორის ყველაზე მეტი მწყერი მან მოკლა) ვიზუალურათაც უკეთ გამოიყურება კაკლის კონდახით, მაგრამ ჩემი გემოვნება უფრო stoeger 2000ისკენ იხრება. თუმცა გემოვნებაზე არ დაობენ (არა და ყოველთვის როგორც წესი სწორედ რომ გემოვნებაზე დაობენ newsmile027.gif ) რატომღაც ეს უფრო ხარისხიანი მგონია

პოსტის ავტორი: kajuberi Nov 1 2011, 21:22

masterjoni
მადლობა ძმა .აგარ ვიცი უკვე ზოგი ATA NEOS ემხრობა ზოგი stoeger M2000".გადავხედე ორივეს და რავიცი ატა ნეო უფრო ახლოს არის ფასთან და ვიზულაურად( მარა მარტო ვიზიალურობა არ არის მთავარი).

პოსტის ავტორი: გოგა Nov 1 2011, 23:58

kajuberi

ციტატა(kajuberi @ 1st November 2011 - 22:22) *
აგარ ვიცი უკვე ზოგი ATA NEOS ემხრობა ზოგი stoeger M2000

ერთი დონის თოფებია ორივე
და ამიტომ შენი რო ვიყო იმას ავირჩევდი რომელიც ვიზუალურად მომეწონებოდა newsmile05.gif

ანუ რომელსაც მოვირგებდი

პოსტის ავტორი: Davitus Nov 2 2011, 00:03

kajuberi

აქტიური ნადირობა არის წელიწადში დაახლოებით 1500 ვაზნის სროლა (ყველაზე იდეალურ ვარიანტში), სანადირო სეზონი 6 თვე თუ გრძელდება ყველაზე კარგ ვარიანტში, თუ არ ჩავთვლით მცირე ფანჯრებს

შენი თქმიდან გამომდინარე, მეეჭვება მხოლოდ იხვზე, წელიწადში გაისროლო 300 ვაზნაზე მეტი... ამ დატვრთვით, თურქული თოფი გაგიძლებს 10 წლზე მეტი, შესაბამისი მოვლით

დანარჩენი უკვე მორგების და გემოვნების ამბავია

პოსტის ავტორი: kajuberi Nov 2 2011, 09:12

Davitus
კი ეგრეა ძმა შეილება ეგ 300 ვაზნაც ვერ გავისროლო.გააჩნია არის თუ არა იხვი D.gif მარა მარტო მაგ პრინციპით ძნელია გაკეთება არჩევანის.მორგების და გემოვნების ამბავიც დიდია D.gif გაიხარე ძმა კაი კაცი ხარ.
P.S"500 გავისროლე მწყერზე და ჯერ სეზონი წინაა კიდე იმედია მაგ 500 ვაზნით არ დავამთავრებ ნადირობის სეზონს D.gif

პოსტის ავტორი: kajuberi Nov 8 2011, 09:38

newsmile05.gif

პოსტის ავტორი: გოგიტა Sep 2 2014, 07:34

http://www.radikal.ru

ბავშვებო სტოგერ 2000-ის ეს დეტალი დავკარგე და ვისაც ეს თოფი გაქვთ იქნებ ეგ დეტალი მათხოვოთ 1საათით , რომ ტოკარს გავაჩარხინო

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Sep 2 2014, 07:54

გოგიტა
როგორ დაკარგე?
ანუ ნადირობისას გამოგივარდა თუ უბრალოდ შლიდი და დაგეკარგა?

პოსტის ავტორი: გოგიტა Sep 2 2014, 08:19

ნადირობისას გამოვარდა

პოსტის ავტორი: გოგიტა Sep 2 2014, 11:52

ციტატა(გოგიტა @ Sep 2 2014, 08:34) *
http://www.radikal.ru

ბავშვებო სტოგერ 2000-ის ეს დეტალი დავკარგე და ვისაც ეს თოფი გაქვთ იქნებ ეგ დეტალი მათხოვოთ 1საათით , რომ ტოკარს გავაჩარხინო


პოსტის ავტორი: ქველა May 11 2015, 12:07


http://postimg.cc/image/qtewddjvt/

წარმოგიდგენთ სტოგერ 2000 - ს (ცოტა სტანდარტი დავარღვიე სამიზნე მრგვალი უნდა იყოს 75 სმ აქვს გვერდი) ტესტირების შედეგს:
ჩოკი: 0,25
მანძილი: 35 მ
საფანტი: 7
წონა: 32 გრ
საფანტის რაოდენობა: 358
მიტანილი რაოდენობა: 165, ანუ 42% (30-35% ნორმალურია)

მგონი კარგი შედეგია, ეხლა შევიძინე, ჯერ არ მინადირია. newsmile05.gif

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)