თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ გლუვლულიანი _ mp 155

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Apr 12 2014, 09:12

აბა ვინ რა იცის ამ ახალ სასწაულზე ჩამოყარეთ!
ვის ჰქონია შეხება და ვარგა არ ვარგა?

პოსტის ავტორი: gelka72 Apr 12 2014, 12:35

რას გაიგებ, ყველაფერი გამოდგომაზეა , რუსულ საიტებს გადავხედე 2 3 დღის წინ. (მეც ვიყავი დაინტერესებული მპ 155 -ით) ზოგი ემდურება ზოგი აქებს. უმრავლესობა ემდურება იმიტომ რომ არის უხეშად გაკეთებული მაგრამ ( ერთიანობაში) კარგი იარაღიაო თავისი ფასიდან გამომდინარე

პოსტის ავტორი: ლეონ-ბლექი Apr 12 2014, 13:19

ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ვარგა თუ არა ეგ თოფი. მაინც ბოიკოტს ვუცხადებ რუსულ ნაწარმს(თოფებს პირველრიგში) და არ ვაპირებ მაგის შეძენას. ეგ კი არადა ვინც შეიძენს და გაუფუჭდება.. იმასაც არ გავუკეთებ. D.gif

პოსტის ავტორი: HUNTER FREDY Apr 12 2014, 17:03

ციტატა(ლეონ-ბლექი @ Apr 12 2014, 14:19) *
ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ვარგა თუ არა ეგ თოფი. მაინც ბოიკოტს ვუცხადებ რუსულ ნაწარმს(თოფებს პირველრიგში) და არ ვაპირებ მაგის შეძენას. ეგ კი არადა ვინც შეიძენს და გაუფუჭდება.. იმასაც არ გავუკეთებ. D.gif

D.gif D.gif D.gif სასწაული კაცი ხარ ლევან D.gif გენაცვალე რუსული თოფია რომელიც არაფრიტ არაა გაუმჯობესებული მისი წინა მორბედი MP-153 ისაგან წინის გარდა ოოდნავ მსუბიქია წინა მოდელზე რეზინის განსხვავებული პიტჩი ავს დამატებული და ლულის კოოფზე ზედა მხარეს სპეც ჭრილები აქვს დამატებული სამიზნე მოწყობილობის დასამაგრებლად მისი ყიდვის შემთხვევასი აუცილებლად თან წმინდა ქლიბი უნდა იყიდო რო ეგრედწოდებული ზაუსენცები მოქლიბო თორე დაისერავ თითებს ანუ იმის თქმა ნიმდა რო მდაბიო ხარისხის დაუსრულებელი მოდელია მაგრამ მუშაობს newsmile05.gif იგივე პრინციპზე მომუშავე გაზოგადამტენი მექანიზმი აქვს იგივე გაჩარხულობის უხარისხოდ დამადებული ლულა რომლის დატვალიერების სემდეგ ადვილად შესამჩნევია მისი დამზადებსი დაბალი ხარისხი ასევე კონდახი რომელიც ვიტონდა კონდახია უდრო შეშას გავს ეს ცემი მოკრძალებული აზრია ამ მოდელის სეახევ პირადი დატვალიერებსი და სესწავლის შცემდეგ რომ ჩამომიყალიბდა

პოსტის ავტორი: rezident Apr 12 2014, 17:38

ტამპლიერ მაგათი ხოდია ეგ, ინდექსების ცვლა. მისი წინამორბედია ფაქტიურად. შესაბამისად გადატენის მექანიზმი ისევ ისეთი საიმედო ექნება. მე პირადად მომწონს მპ-153 და იგივე ფასიან თურქულებს მირჩევია. მქონდა 1-2 წელი და გემრიელად ურახუნებდა ყველანაერ ვაზნას. მაღალი სამუშაო რესურსი აქვს.

პოსტის ავტორი: assassin29 Apr 12 2014, 17:53

ლეონ-ბლექი
ა კაცი D.gif მეც მასევარ არ ვიყიდი ოკუპანტის იარაღს. მითუმეტეს რომ არამგონია რამე მნიშვნელოვნი პლუსები ჰქონდათ თურქულ ანალოგებთან შედარებით
თურქული თოფების აპოლოგეტი არ ვარ და არც ვიქნები მაგრამ :
დარწმუნებით რომ ვიცოდე რომ მპ გაისვრის 20 000 და თურქული 10 000 ვიყიდი ამ უკანასკნელს იმიტო რომ ცხოვრება მეტისმეტად ხანმოკლეა იმსითვის რომ იმ იარაღით ვინადირო რომელიც არ მომწონს IMHO.gif

პოსტის ავტორი: baroni Apr 12 2014, 17:56

ციტატა(rezident @ Apr 12 2014, 18:38) *
ტამპლიერ მაგათი ხოდია ეგ, ინდექსების ცვლა. მისი წინამორბედია ფაქტიურად. შესაბამისად გადატენის მექანიზმი ისევ ისეთი საიმედო ექნება. მე პირადად მომწონს მპ-153 და იგივე ფასიან თურქულებს მირჩევია. მქონდა 1-2 წელი და გემრიელად ურახუნებდა ყველანაერ ვაზნას. მაღალი სამუშაო რესურსი აქვს.

რით ჯობია თურქულს? newsmile05.gif

პოსტის ავტორი: rezident Apr 12 2014, 18:30

baroni
მე მტკიცებითი ფორმით არ მითქვამს რომ ჯობია. მე დავწერე რომ მირჩევია. ძალიან საიმედო სისტემაა.

პოსტის ავტორი: HUNTER FREDY Apr 12 2014, 18:32

ციტატა(rezident @ Apr 12 2014, 19:30) *
baroni
მე მტკიცებითი ფორმით არ მითქვამს რომ ჯობია. მე დავწერე რომ მირჩევია. ძალიან საიმედო სისტემაა.

გაზოგადამტენ სისტემა ზოგადად ზალიან საიმედოა შესაბამისი მოვლის პირობებში რაც შეეხება ტანამედროვე თურქული და რუსული იარაღის სედარებას ეს ცალსახაა რომ თურქული ჯობია ყველა ასპექტში !

პოსტის ავტორი: baroni Apr 12 2014, 18:32

ციტატა(rezident @ Apr 12 2014, 19:30) *
baroni
მე მტკიცებითი ფორმით არ მითქვამს რომ ჯობია. მე დავწერე რომ მირჩევია. ძალიან საიმედო სისტემაა.

ხოდა ეგ მაინტერესებს რით გირჩევნიათ?

პოსტის ავტორი: rezident Apr 12 2014, 18:41

assassin29

ციტატა(levani mgebrishvili @ 12th April 2014 - 18:53) *
ა კაცი მეც მასევარ არ ვიყიდი ოკუპანტის იარაღს.

ვისაც ეგეთი აზრი აქვს როგორ დავიჯერო რომ ან ახლა ან როდესმე საიუზის დროინდელი კაი რუსული თოფი არ გქონიათ ან არ გაქვთ? რატომ არ იშორებთ ასეთ თოფებს? თუ საბჭოთა კავშირის დროინდელი რუსეთი ოკუპანტი არ იყო? როცა ესა თუ ის პროდუქტი საკუთარი მოთხოვნებისთვის მჭირდება მაგარი არ მაინტერესებს ამ პროდუქტის გამომშვები ქვეყნის პოლიტიკური ამბიციები. ვარგა?-ვყიდულობ. არ ვარგა და არ ვყიდულობ.

ციტატა(giorgi vardosanidze @ 12th April 2014 - 19:32) *
ხოდა ეგ მაინტერესებს რით გირჩევნიათ?

ციტატა(rezident @ 12th April 2014 - 19:30) *
ძალიან საიმედო სისტემაა.

+ ამას მიყვარს გაზაატვოდები. თურქულების უმრავლესობა ინერციულია და კიდე მაგათი მეტალურგია იმაზე დაბალ დონეზეა ყველას ერთად რომ გვგონია. ჩემი პირადი აზრია ეს newsmile045.gif

პოსტის ავტორი: baroni Apr 12 2014, 18:47

მაგალითად არმსანი გაზატვოდია... ვერაფრის მოვა მასტან მრ153იი ვერც განაწილებიტ ვერც მიტანით და ვერც ჩრაში სხვა რაგაა იარაგშიი? Mრ 153

ბევრჯელ გაუჩედიაა არმსანს არმახსოვს ეგეთი რამ დამართნოდეს

პოსტის ავტორი: rezident Apr 12 2014, 18:48

baroni

ციტატა(giorgi vardosanidze @ 12th April 2014 - 19:47) *
ვერაფრის მოვა მასტან მრ153იი ვერც განაწილებიტ ვერც მიტანით და ვერც ჩრაში

ექსპერიმენტი ჩაგიტარებიათ? newsmile05.gif)
ციტატა(giorgi vardosanidze @ 12th April 2014 - 19:47) *
Mრ 153 ბევრჯელ გაუჩედიაა

მე პირადად არასოდეს არ მქონია ეგეთი შემთხვევა newsmile05.gif

პოსტის ავტორი: baroni Apr 12 2014, 18:51

ციტატა(rezident @ Apr 12 2014, 19:48) *
baroni

ექსპერიმენტი ჩაგიტარებიათ? newsmile05.gif)

მე პირადად არასოდეს არ მქონია ეგეთი შემთხვევა newsmile05.gif

კი ჩამიტარებიააა.. გინდა ერთად ჩავატაროთ? newsmile05.gif

პოსტის ავტორი: assassin29 Apr 12 2014, 18:58

ციტატა(rezident @ 12th April 2014 - 19:41) *
ვისაც ეგეთი აზრი აქვს როგორ დავიჯერო რომ ან ახლა ან როდესმე საიუზის დროინდელი კაი რუსული თოფი არ გქონიათ ან არ გაქვთ? რატომ არ იშორებთ ასეთ თოფებს?

მაქვს იჯ 56 ბელკა ყველაზე ძვირფასია ჩემს არსენალიში თურქულსაც და ბელგიურსაც მირჩევნია იმეებს უფრო შეველევი ვიდრე ამას იმიტომ რომ ბაბუის ნაჩუქარია და ძალიან ძვირფასია.
რაც შეეხება ახალ რუსულ იარაღს, მე პრინციპულად არ ვიყიდი, იმჰოც იმიტომ დავუსვი რომ ჩემი აზრია და არავის არ ვახვევ თავს, ვისაც გინდათ იყიდეთ კაცო ვინ გიშლით newsmile05.gif

პოსტის ავტორი: HUNTER FREDY Apr 12 2014, 21:47

არავინ თქვას რომ MP-153 ჭედავსო ეგ გამორიცხულია თუ შეგნებულად არ დააზიანე ან არასტანდარტული ( გაბერილ ძირიანი მეორედ გადატენილი და ასე შემდეგ) ვაზნები არ ჩატენე ძალით ეს იარაღი არ ჭედავს. რამდენიმე წელი ვიხმარე მე პირადად MP-153 ტი 12/89 სუპერმაგნუმი და არ მახსოვს როდესმე ემტყუნებინოს, მე უბრალოდ მის წონას და გაბარიტებს ვერ შევეგუე ასევე მის დამზადებსი დაბალ ხარისხს, ფაქტიურად მე დავასრულე ეს თოფი სახლში მიტანის შემდეგ, კონდახიდან დაწყებული მექანიზმით დამთავრებული იმ ფონზე რომ უკეთესის საშუალება ჩამივარდა ხელში და იტალიური წარმოების ნახევარ ავტომატი შევიძინე კერძოდ კი ფაბარმ XLP კომპოხიტი და ასევე იტალიური წარმოების BREDA echo. ორივეთი ძალიან კმაყოფილი ვარ.

პოსტის ავტორი: Junior Hunter Oct 25 2014, 03:57

HUNTER FREDY
თურქული სჯობია ყველა ასპექტშიო და ჩემმა მეგობრებმა რომ იყიდეს, ჯერ იყო და პირველზევე ასტროჩკა მოსცა, წელს კიდე ახმეტისკენ იყვნენ სანადიროდ და რაღაც გაუტყდა შიგნით, მეორეს კიდე ზამბარა აქვს ისეთი მაგარი, წარამარა უჭედავს, დაშლა უნდა რომ ნახოს და ვერ შლის, არადა ზატვორის სახელურის გამოძრობით იშლება და არ სძვრება ის ოხერი, თუმცა ალბათ ფირმებსაც გააჩნია.. მე ბეკასი მაქვს რუსული, ერთადერთი ნაკლი ის აქვს რომ მჭიდი არ უგრძელდება, დანარჩენში ხუთიანი ეკუთვნის, 24 გრამიდან 36 გრამამდე უპრობლემოდ ისვრის, კარგი ნაკეთობაა და კარგი ბალანსის მქონე, ერთი ესაა რომ მძიმეა, 3.600 კგ
პ.ს. იუტუბზეა შედარება ემპესი და ბეკასის. ბეკასი ამჯობინა..

პოსტის ავტორი: Rey - Oct 25 2014, 11:12

Junior Hunter

მაგათ თუ გაუტყდათ ეგ არ ნიშნავს იმას რომ ყველა თურქული გატყდება.. მე მაქვს პირადად არმსანი (გაზატვოდია) და ძალიან კმაყოფილი ვარ..ერთხელ არ გაუჭედავს,მსუბუქია.მიტანა და ჭრა შესანიშნავი..ჩემ ძმაკაცს აქვს მრი და ჩემმნა მიტანა-ჭრაში-დაჯგუფებაში აჯობა.

ასე რომ თუ არჩევა არ იცი,რუსულს და თურქულს მნიშვნელობა არ აქვს,შეიძლება არც ერთი არ გამოგადგეს..

სუყველაფერს რომ თავი გავანებოთ,რამდენადაც ვიცი ბოლო სასტენნდო სროლები გიო ვარდოსანიძეს თურქული თოფით აქვს მოგებული..

ჩემი ხმა იტალიურს და ამერიკულს,მაგრამ საშუალებიდან გამომდინარე თურქულს. newsmile05.gif

პოსტის ავტორი: HUNTER FREDY Oct 25 2014, 12:43

ციტატა(Junior Hunter @ Oct 25 2014, 04:57) *
HUNTER FREDY
თურქული სჯობია ყველა ასპექტშიო და ჩემმა მეგობრებმა რომ იყიდეს, ჯერ იყო და პირველზევე ასტროჩკა მოსცა, წელს კიდე ახმეტისკენ იყვნენ სანადიროდ და რაღაც გაუტყდა შიგნით, მეორეს კიდე ზამბარა აქვს ისეთი მაგარი, წარამარა უჭედავს, დაშლა უნდა რომ ნახოს და ვერ შლის, არადა ზატვორის სახელურის გამოძრობით იშლება და არ სძვრება ის ოხერი, თუმცა ალბათ ფირმებსაც გააჩნია.. მე ბეკასი მაქვს რუსული, ერთადერთი ნაკლი ის აქვს რომ მჭიდი არ უგრძელდება, დანარჩენში ხუთიანი ეკუთვნის, 24 გრამიდან 36 გრამამდე უპრობლემოდ ისვრის, კარგი ნაკეთობაა და კარგი ბალანსის მქონე, ერთი ესაა რომ მძიმეა, 3.600 კგ
პ.ს. იუტუბზეა შედარება ემპესი და ბეკასის. ბეკასი ამჯობინა..

რომელ თურქულზეა საუბარი??

პოსტის ავტორი: Junior Hunter Oct 26 2014, 00:21

Rey -
არა მე არ ვამბობ რომ თურქული თოფები ყველა არ ვარგა, უბრალოდ ბეკასი დატესტილი მაქვს და ვიცი რომ ძალიან კარგია. ყველანაირად კარგი, სანადიროდაც და თავდასაცავად, მოკლე სახელური და ტყვიის ლულაც მოყვება კონპლექტში.

HUNTER FREDY

ციტატა(irakli fofxadze @ 25th October 2014 - 13:43) *
რომელ თურქულზეა საუბარი??

არ მახსოვს მარა ვეცდები ხვალ გავარკვიო სახელები. ორი თურქული ფირმის ნახევრადავტომატურებზეა ლაპარაკი.

პოსტის ავტორი: ახალციხელი Oct 26 2014, 09:38

Junior Hunter

ნახევრადავტომატური გლუვლულიანი 3.600 რო იქნება წონაში, იმის კარგ ნაკეთობაზე სუბარი მგონი სულ ცოტა ხმამაღალი ნათქვამია.

პოსტის ავტორი: HUNTER FREDY Oct 26 2014, 10:30

ციტატა(ახალციხელი @ Oct 26 2014, 10:38) *
Junior Hunter

ნახევრადავტომატური გლუვლულიანი 3.600 რო იქნება წონაში, იმის კარგ ნაკეთობაზე სუბარი მგონი სულ ცოტა ხმამაღალი ნათქვამია.

ამას დამატებული ძალიან ცუდი კი არა არ! არ არსებული ,,ბალანსი,,.

ახალციხელი არ შემიძლია რომ არ დაგეთანხმო.

პოსტის ავტორი: Irakli Kalandadze Jul 5 2015, 10:08

ესეც ჩემი MP155. რა ვიცი, არ არის ცუდი იარაღი. სხვა ნახევრად ავტომატური არ მქონია და შედარება არ გამიკეთებია, დიდი გამოცდილებაც არ მაქვს, მაგრამ მე ძალიან მომწონს იმიტომ რომ ჩემია monkey.gif

http://www.picz.ge

პოსტის ავტორი: minchanin Jul 5 2015, 15:37

ეგ ყოველთვის ეგრეა - "შენი" ფილთა თოფი ყოველთვის ჯობია სხვის ჰოლანდ-ჰოლანდს. მერე და რა გინდა?... კარგი თოფია. ვისაც არ მოწონს ნუ იყიდის. მშვიდობაში მოგახმაროს ღმერთმა.
გატესტვა როგორ გააკეთო ხომ იცი?

პოსტის ავტორი: Ika Exs Jul 6 2015, 10:59

ციტატა(minchanin @ Jul 5 2015, 16:37) *
ეგ ყოველთვის ეგრეა - "შენი" ფილთა თოფი ყოველთვის ჯობია სხვის ჰოლანდ-ჰოლანდს. მერე და რა გინდა?... კარგი თოფია. ვისაც არ მოწონს ნუ იყიდის. მშვიდობაში მოგახმაროს ღმერთმა.
გატესტვა როგორ გააკეთო ხომ იცი?

გაიხარე, დიდი მადლობა.

გატესტვით ბევრს გამოცდილ მონადირეს გავატესტინე რომ ვიყიდე მაშინ და მერეც (ეხლაც ვტესტავ ხოლმე როცა სეზონი არ არის) და ყველამ კარგიაო თქვა გაშლაც, მიტანაც და არა მგონია რომ მატყუებდნენ ))
მე ვნადირობ მშვენივრად, ეხლაც მშვენივრად ვინადირებ მწყერზე აგვისტოს ბოლოს newsmile05.gif

პოსტის ავტორი: minchanin Jul 6 2015, 22:45

თვითონ გატესტე -
საფანტი #6მ 35 მეტრ დისტანციაზე, სამიზნე 75 სანტიმეტრიანი დიამეტრის ქაღალდი (თუ ასეთი დიამეტრის სამიზნე ხელ მიუწვდომელია მაშინ აიღეთ 67 სანტიმეტრიანი კვადრატი, ფართობი თითქმის ერთნაირია), ხუთჯერ სროლა დაყრდნობით. დაითვალეთ საფანტების მოხვედრის საშუალო რაოდენობა და დაითვალეთ მოხვედრის პროცენტი (ამისათვის საჭირო იქნება ერთი ვაზნის გახსნა და საფანტის რაოდენობის დათვლა.
ჩოკიდან (1,0) უნდა იყოს 65 პროცენტი მოხვედრა. პოლუჩოკიდან (0,5) - 55 პროცენტი. ეს არის საშუალო მაჩვენებელი.

იგივე გაიმეორეთ #3 საფანტიდან.

ჭრა -
35 მეტრ დისტანციაზე იატაკის ფიცარში (არც ძალიან ხმელი, და არც ძალიან სველი. ნორმალური, როგორიც გაყიდვაშია ხოლმე. უკორძო), #6 საფანტი. სროლის მერე "შტანგელით" ზომავთ შეღწევადობას. 10 მოხვედრისდან ითვლით საშუალოს. თუ შეღწევადობა შტანგელით არის საფანტის დიამეტრის ორმაგი ზომის ტოლი (პლიუს თვითონ შეღწეული საფანტის ზომა) - ჭრა არის ძალიან კარგი. მაგალითად #6 საფანტის დიამეტრი არის 2,75 მმ. (თუ მეხსიერება არ მღალატობს), და შტანგელით შეღწევადობა არის 5,5 მმ.(2-ჯერ 2,75) პლიუს შეღწეული საფანტის დიამეტრი 2,75 მმ.
(სულ 8,25) ჭრა არის ძალიან კარგი. თუ შტანგელით შეღწევადობა არის საფანტის ერთი დიამეტრი პლიუს საფანტის დიამეტრი (სულ 5,5 მმ) ჭრა არის კარკი. უფრო ნაკლები შეღწევადობა შესაბამისად საშუალო ან ცუდია.

იგივე გაიმეორეთ 3 ნომერ საფანტზე.

სიზუსტე გაზობეთ ტყვიით (ჟაკნით. ცალიანით) 50 მეტრზე, 5 გასროლა, კარგად დაყრდნობით. ჯგუფი 18 სანტიმეტრიანი გაბნევით კარგია. უფრო ნაკლებით (10-12 სანტიმეტრიანი) ძალიან კარგი. ასევე გამოავლენთ მოხვედრის სიზუსტეს.

არასდროს არ დაუჯეროთ სხვის აზრს თქვენი თოფის შესახებ. თვითონ გატესტეთ.
გისურვებთ წარმატებებს.

პოსტის ავტორი: Ika Exs Jul 6 2015, 22:54

ციტატა(minchanin @ Jul 6 2015, 23:45) *

დიდი მადლობა,

ამდენი მართლა არ ვიცოდი. გავტესტავ აუცილებლად და შედეგებს და სურათებსაც დავდებ იმედი მაქვს მალე. არ ვიცი სამსახური ამის საშუალებას რამდენად მომცემს newsmile05.gif

მაინტერესებს, 12/76-ია და 70მმ იანი ვაზნებით გავსინჯო თუ არ აქვს მნიშვნელობა? განაგები მაქვს რომ 70მმ-დან საფანტის ნაწილი ფუჭდება.
და კიდევ რომელი ვაზნა ჯობს რას მირჩევთ (ფირმას ვგულისხმობ და გამომშვებ ქვეყანას)

პოსტის ავტორი: ახალციხელი Jul 7 2015, 09:23

ციტატა(iraklibai @ 6th July 2015 - 23:54) *
მაინტერესებს, 12/76-ია და 70მმ იანი ვაზნებით გავსინჯო თუ არ აქვს მნიშვნელობა? განაგები მაქვს რომ 70მმ-დან საფანტის ნაწილი ფუჭდება.

ეხლა თითქმის ყველა თოფი 76 მმ სავაზნით გამოდის და 70 მმ ვაზნების ხმარება არანაირ პრობლემას არ ქმნის, არც საფანტი ფუჭდება და არც არაფერი. 76 მმ ვაზნა მაგნუმია (დიდი მუხტი აქვს) და მაგის ხშირი ხმარება არც საჭირო არ არის და არც რეკომენდირებული.

პოსტის ავტორი: Ika Exs Jul 7 2015, 09:26

ციტატა(ახალციხელი @ Jul 7 2015, 10:23) *
ეხლა თითქმის ყველა თოფი 76 მმ სავაზნით გამოდის და 70 მმ ვაზნების ხმარება არანაირ პრობლემას არ ქმნის, არც საფანტი ფუჭდება და არც არაფერი. 76 მმ ვაზნა მაგნუმია (დიდი მუხტი აქვს) და მაგის ხშირი ხმარება არც საჭირო არ არის და არც რეკომენდირებული.

გაიხარე, დიდი მადლობა.

და ამ იარაღით გილზების სროლაზე რას მეტყვით?

პოსტის ავტორი: ახალციხელი Jul 7 2015, 09:34

ციტატა(Ika Exs @ Jul 7 2015, 10:26) *
გაიხარე, დიდი მადლობა.

და ამ იარაღით გილზების სროლაზე რას მეტყვით?

wtfg.gif კითხვას ვერ მივხვდი, გილზის სროლა რას ნიშნავს?

პოსტის ავტორი: Ika Exs Jul 7 2015, 09:48

ციტატა(ახალციხელი @ Jul 7 2015, 10:34) *
wtfg.gif კითხვას ვერ მივხვდი, გილზის სროლა რას ნიშნავს?

ლატუნის გილზაზე მაქვს საუბარი. ძველი მრავალჯერადები რო არის

პოსტის ავტორი: ახალციხელი Jul 7 2015, 09:54

ციტატა(Ika Exs @ Jul 7 2015, 10:48) *
ლატუნის გილზაზე მაქვს საუბარი. ძველი მრავალჯერადები რო არის

რა უნდა ვთქვათ ისროლე რამდენიც გაგეხარდეს newsmile05.gif

პოსტის ავტორი: assassin29 Jul 7 2015, 10:15

ახალციხელი
ნახევრადავტომატურით ლატუნის გლიზი? რაღაც ახალია ალბათ

პოსტის ავტორი: Ika Exs Jul 7 2015, 10:56

ციტატა(assassin29 @ Jul 7 2015, 11:15) *
ახალციხელი
ნახევრადავტომატურით ლატუნის გლიზი? რაღაც ახალია ალბათ

გავსინჯე ერთი, მაინტერესებდა როგორ გამოაგდებდა და გადატენიდა შემდეგ ვაზნას. გამოაგდო და გადატენა კიდეც, მაგრამ მე ის მაინტერესებს რამდენად სასარგებლოა ეს ამ იარაღისთვის )

პოსტის ავტორი: assassin29 Jul 7 2015, 12:52

Ika Exs
არარი გათვლილი უკეთეს შემთხვევაში გაჭედავს იარაღი უარესში ექსტაქტორს გაფუჭებს

მიზერული ეკონომიაა ლატუნის გილზში გაწენა თუ მაინცდამაინც რელოადი გიყვართ პლასტმასში გატენეთ ოღონდ შემდეგ გაწურეთ აუცილებლად

პოსტის ავტორი: Ika Exs Jul 7 2015, 16:36

ციტატა(assassin29 @ Jul 7 2015, 13:52) *
Ika Exs
არარი გათვლილი უკეთეს შემთხვევაში გაჭედავს იარაღი უარესში ექსტაქტორს გაფუჭებს

მიზერული ეკონომიაა ლატუნის გილზში გაწენა თუ მაინცდამაინც რელოადი გიყვართ პლასტმასში გატენეთ ოღონდ შემდეგ გაწურეთ აუცილებლად

გაიხარე, უბრალოდ ინტერესე მქონდა და თან მაინტერესებდა თორე ისე არ ვხმარობ და არც მაქვს ლატუნის გილზები. მარტო ფაბრიჩნებს ვხმარობ. ეს უბრალო ცნობისმოყვარეობის გამო გავაკეთე და მაინტერესებდა ამით ხომ არ დავუზიანე უკვე ჩემს თოფს რაიმე newsmile05.gif

პოსტის ავტორი: assassin29 Jul 7 2015, 21:01

Ika Exs
ერთმი ორმა გასროლამ არამგონია რამე დაუშავოს

თანაც ლატუნის გილზი 2.5 ღირს და დამიჯერე ნახევარს ვერ აკრიფავ, ან აკრიფავ და ფრინველს დაკარგავ, ასე რომ დიდი ხარჯია

პოსტის ავტორი: ახალციხელი Jul 7 2015, 21:18

ლატუნის გილზიო და უცებ ორლულიანზე გადავერთე newsmile05.gif ნახევრადავტომატით საერთოდ რატომ უნდა მოგივიდეს მაგის სროლა აზრად? ისე რამე რომ დაეზიანებინა აუცილებლად მიხვდებოდი, აღარ იმუშავებდა გამართულად.

პოსტის ავტორი: Ika Exs Jul 7 2015, 22:19

არ ვიცი რატომ მომივიდა აზრად მაგრამ რომ მომივიდა უკვე რა აზრი აქვს, უბრალოდ ვთქვი )) არა მუშაობით შესანიშნავად მუშაობს ) არა არ ვაპირებ და არც მიფიქრია გამოყენება ) ამ თოფს შვილივით ან შეიძლება ითქვას უკეთესადაც ვუვლი newsmile05.gif

პოსტის ავტორი: გოგა123 Apr 1 2016, 20:21

გამარჯობა მეგობრებო. მე ახალი ვარ ამ ფორუმზე და თ უ შეიდზლება მირჩიეთ რამე. მრ 155 ბაიკალის ყიდვა მინდა 12/76 სავაზნით რას მირჩევთ რა როგორ გავაკეთო????

პოსტის ავტორი: assassin29 Apr 2 2016, 10:07

გოგა123
სალამი კეთილი იყოს შენი ფეხი

ციტატა(გოგა123 @ 1st April 2016 - 21:21) *
მრ 155 ბაიკალის ყიდვა მინდა 12/76 სავაზნით რას მირჩევთ რა როგორ გავაკეთო????

იღებ ფულს მიდიხარ მაღაზიაში და ყიდულობ მერე ქავთარაძეზე გაგიშვებენ და გაიფორმებ სულ ესაა

პოსტის ავტორი: გოგა123 Apr 2 2016, 15:12

გაიხარე. ეგ მეც ვიცი მაგრამ იარაღზე მაინტერესებს თუ ვინმეს აქვს შეხება მრ 155 თან რა მონაცემიაქ და რა უნდა იქნეს გათვალისწინებული.. .

რას მირჩევთ??????

პოსტის ავტორი: muska1978 Apr 2 2016, 15:50

+ არ დაგავიწყდეს გამოცდის ჩაბარება
newsmile090.gif

პოსტის ავტორი: muska1978 Apr 2 2016, 15:56

გოგა123 მიუხედავათ იმისა მე არა მაქვს ეს თოფი,აქვს ჩემს მეგობარს ,საწუწუნოს არაფერს იძახის,მიტანა კარგი,არ ჭედავს, თუ არ ჩათვლი გარეთა კორპუსი ცოტა ფერი გადადის, ნორმალური ბიუჯეტური თოფია.

პოსტის ავტორი: გოგა123 Apr 2 2016, 18:11

გამოცდაც ჩაბარებული მაქვს newsmile027.gif

პოსტის ავტორი: მაქსიმუსა Apr 2 2016, 18:46

მე მაგალითად მირჩევნია ნებისმიერი თურქული ნახევარავტომატი, შენც იგივეს გირჩევ.

პოსტის ავტორი: koba1973 Jan 31 2017, 08:22

მოგესალმებით.

გუშინ მეგობართან ერთად ვინადირე რომელსაც mp155 ქონდა. რაღაც უცნაური დეფექტი ქონდა ამ თოფს: დამცველი ზოგჯერ არ იხსნებოდა და ამიტომ გასროლას ვერ ახდენდა ხოლმე. პატრონის თქმით უფრო მიწოლისას უფრო ღრმად შედის და სწორედ მაშინ არ ისვრის. ისე როცა გავსინჯე ყოველთვის იხსნებოდა და ახდენდა გასროლას. აქამდე რამოდენიმე ნადირობაზე ქონდა წაღებული და მსგავსი პრობლემა არ ქონია. ვინმეს თუ გქონიათ მსგავსი შემთხვევა მაინტერესებს და როგორ გადაჭერით პრობლემა?

პოსტის ავტორი: Ika Exs Aug 26 2017, 14:12

გამარჯობათ,

მოკლედ ვერც საქართველოში და ვერც უკრაინაში ვერ ვიშოვე ეს ნაწილი.

თუ გყავთ ვინმეს ახლობელი რუსეთში რომ დამეხმაროთ და გამოაგზავნინოთ, 5 ლარი ღირს იქ. თანხაზე პრობლემა არ არის, წინასწარ მითხარით რამდენია საჭირო და გადავიხდი.
გაჩარხული არ მინდა, ქარხნული მინდა.
ქვემოთ ლინკია სადაც არის ეს ნაწილი. (რეკლამას არ ვაკეთებ და მაპატიეთ ლინკისთვის, მაგრამ ძალიან მჭირდება და რა ვქნა)
http://ak74m.com/shop/UID_7233.html

დიდი მადლობა წინასწარ...

პოსტის ავტორი: iosebovich Aug 29 2018, 08:58

ამ თოფზე უამრავი ვიდეო ვნახე და კიდევ უფრო მეტი წავიკითხე. აი თვითონ რუსები ხო ლანძღავენ მარა მერე დასკვნას აკეთებენ რო თუ ნაწილებს გაუქლიბავთ ესა ისა მაშინ კარგად იმუშავებსო. მოკლედ მძიმეა ფაქტია მარა ამას პლუსში უთვლიან უკუცემის დახშობის უკეთესობის გამო. ზიან და ხან რას ქლიბავენ და ხან რას. მაინც ტაპორია და ტაპორით გაკეთებული. თვითონვე აღიარებენ რო მაღაზიაში შეიძლება 10-დან ერთი ამოარჩიო. ძირითადად ლულებია გაღუნული და დატალღული. მაინც ბევრი არ ისვენებს და სამაგიეროდ გამძლეა და უკეთესი ლითონი აქვს თურქულებზეო. გეგონება ტელეფონის ფულად ნაყიდმა თოფმა 100 წელი უნდა გაუძლოს. ხშირია ნაწილების მსხ**ევა და ამაზე აპელირებენ რო უფრო იშოვიო ვიდრე თურქულისასო. იგივე იჟმეხში ცალკე ცეხი გაუკეთEბიათ და დადიან ესენი და ბრაკი ლულებიდან არჩევენ საუკეთესოს, სხვა ნაწილებიდანაც ყველაე კარგად გაჩარხულებს დ კონდახ ცივიოსაც და აწყობენ სახელით რუსიჩი. ითვლება რო უკეთესია ჩვეულებრივ 155-ზე ამიტომ უფრო ძვირად ყიდიან. ამის მოფიქრება არ გინდა კაცო. მოკლედ გარდა ხარისხის კონტროლისა და წარმოების ახალ საფეხურზე გადაყვანისა ყველაფერს ედებიან. ასევე გამოუშვეს MP-156 ინერციული მაგრამ სულ სხვა სისტემით და არა ისეთით როგორც ბენელის აქვს კონდახში გადატანით. შესაბამისად გამოვიდა რაღაც ნაგავი და ახლა ამაზე აქვთ დიდი ომი რო რით ვერ ააწყვეთ წარმოება რეებს უშვებთო. რუსის აწყობილი წესიერი რა გინახავთ რო ეს ქონდეთ. ახალ რუსეთზეა საუბარი და არა სსრკ-ზე.

პოსტის ავტორი: mp155 Aug 30 2018, 21:57

მე მაქვს მრ155ტი პირველად როცა გამოჩნდა ქართულ ბაზარზე მაშინ ვიყიდე მშვენივრად მუშაობს საკმაოდ ბევრი მაქვს ნასროლი ამ თოფიდან არც არაფერს დაჭირვებია გაქლიბვა და არც არაფერი ნაწილი გამოსულა მწყობრიდან პირიქით მუშა და ამტანი თოფებია. წონას რაც შეეხება 3კგ და50გრამია არარის მძიმე. ევროპულ თოფებს რათქმაუნდა არ უნდა შეადარო კაცმა მაგრამ ფასიდან გამომდინარე არ არის ცუდი მე ისე მაქვს ჩემი თოფი შესწავლილი და მორგებული შესაძლოა ბერეტა ბრაუნინგით ვერ ვინადირო ისე წარმატებულად როგორც ამ თოფით ვნადირობ.

პოსტის ავტორი: iosebovich Aug 31 2018, 08:38

mp155

ბალანსი ? ხეა თუ პლასტმასი ? ხო საბოლოო ჯამში შეიძლება მუშა თოფია მარა დახვეწილობა, ბალანსი, ნაწილების მორგება და ასე შემდეგ მაინც ვერაა მოწოდების სიმაღლეზე თორე ინადირებ განა ვერ ინადირებ.

პოსტის ავტორი: mp155 Sep 1 2018, 23:48

ჩემი ხის კონდახით არის ნადირობის დროს ამ თოფის წონა სულარმაწუხებს იჟ 27სგან განსხვავებით ეს ბევრად მოსახერხებელი სატარებელია. თურქული თოფები უკეთესად გამოიყურებიან მაგალითად არმასანები უფრო სუფთად არიან ნაკეთები მაგრამ რომელი აჯობებს გამძლეობაში ამას დრო გვიჩვენებს. ჩემი თოფი დატესტილი მაქვს ყველანაირად ნიშანში სწორად ისვრის კარგი მიტანა აქვს საფანტსაც ნორმალურად ანაწილებს და უღალატოდაც მუშაობს მეტი რაღა უნდა მოთხოვო თიფს.

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)