თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ გლუვლულიანი _ იჟ-26 (ИЖ - 26)

პოსტის ავტორი: ბესო Aug 6 2009, 06:20

იყიდებაო ესე მითხრეს ფოთში და ნიკა იქნებ ჩამოარაკრაკო შენ რომ იცი ისე ამ თოფის შესახებ? newsmile05.gif

პოსტის ავტორი: Bonehill Aug 6 2009, 14:50

http://www.radikal.ru

იჟ 26E ეს არის ჰორიზონტალურ ლულებიანი სანადირო თოფი, დაპროექტებული ზაკიროვისა და იზმეტინსკის მიერ ერთობლივად.
წარმოებაში ჩაშვებულია 1970 წლიდან.
იჟ 26 იმთავითვე ითვლებოდა როგორც იჟ 54-ს გაუმჯობესებული ვარიანტი, მაგრამ გაუმჯობესება მხოლოდ წონის შემცირებაზე აისახა. პირველ რიგში დაეცა ბალისტიკური მაჩვენებლები კერძოდ კი ლულის შიდა პროფილი 18,5 -ის ნაცვლად შემცირდა 18,2 მდე. ასეთი პროფილის ლულების დაბალ ბალისტიკურ მაჩვენებელზე აღარ შევჩერდებით. თუმცა ზოგიერთ, იშვიათ ეგზეპლარებს შესაშური მოხვედრის ძალა გააჩნიათ. ასეთი გაბურღვა ბოლო წლების იჟ54 საც ქონდა. ლულების სიგრძე გაუგებარი, 720 დან 730 მმ-დე მერყეობდა, რა მნიშვნელობა ქონდა 1 სანტიმეტრის სხვაობას გაუგებარია, უფრო მეტიც რაც შემხვედრია ყველა იჟ 26 -ის ლულა იყო 725 მმ. ამას არსებითი მნიშვნელობა არ გააჩნია.
სასხლეტ დამცემი მექანიზმი იყო იდენტური მისი წინამორბედისა, თუმცა კონსტრუქორებმა არც თუ ურიგო კორექტივი შეიტანეს მექანიზმში კერზოდ კი დაუმატეს ანტი სეფტორი, ეს მოწყობილობა ჩახმახების დამჭერია, სასხლეტი რომც დაისხლიტოს ჩახმახები ბლოკირებული აღმოჩნდება . რათქმაუნდა ასეთი სისტება მეტი უსაფრთხოების გარატიაა. იჟ - 26 -ის ჩახმახები ნემსებისაგან ცალკეა შესრულებული. თოფის მექანიზმს გააჩნდა ჩახმახების რბილად დაშვების ფუნქცია. იჟ26 აღჭურვილი იყო ჩახმახების შეყენების მაჩვენებლებით.
და რაც მთავარია, თოფს დაუმატეს ეჟექტორები, ვაზნის ამომგდები სისტემა. სინამდვილეში ეს უკანასკნელი თოფის საექსპორტო მოთხოვნილებების დაკმაყოფილება იყო, თუმცა საბოლოოდ თოფის სრულყოფილებაზე იქონია გავლენა. ეჟექტორებით იჟ 26 გაცილებით მაღალ საფეხურზე ავიდა, იგი უკვე ასრულებდა ევროპული ბაზრისთვის(იაფასიანი იარღის) სტანდარტებს. იჟ 26 E -ზე იმ დროს მოდა იყო გამოცხადებული.
რაც შეეხება ჩაკეტვის სისტემას აქედან იწყება ამ თოფის უკან გადაგმული ნაბიჯები. პირველი და თვალში საცემი რაცაა მესამე ჩაკეტვის სისტემა, ანუ გაქრა საყოველთაოდ ცნობილი საიმედო გრინერის ჭანჭიკი, მისი ადგილი დაიკავა უფრო მარტივმა კვანძმა. ეს უკანასკნელი თოფის სიმტკიცეს აშკარად აქვეითებდა. წონის შესუსტება იაფასიან სერიულ იარაღზე არ შეიძლება უარყოფითი ცვლილებები არ განიცადოს, კერზოდ კი შეიცვალა მასიური იჟ 54 -ს კალაპოტი, ის უფრო შეთხელდა, და დამსუბუქდა. ეჟექტორბს რაც შეეხება ამან რათქმაუნდა კალაპოტის კონსტრუქცია გაართულა. არც ეჟექტორები იყო სრულყოფილი კონსტრუქციის რაც მის ხშირ დაზიანებას იწვევდა. თამამდ შეიძლება ითქვას რომ ეჟექტორები მოუმზადებელლად დამონტაჟდა ამ მშვენიერ თოფზე. საოცარია მაგრამ ერთ წლის წარმოების შემდეგ კონსტრუქტორები იძულებულნი იყვნენ გამოეშვათ 26E-ს უეჟექტორო ვარიანტი. მას შემდეგ გამოდიოდა უეჟექტოროდ.
კალაპოტის გაფორმების დროს ჭარბიბდა დაშტამპული ნახატებით თოფის გაფორმება, მინიმუმადე იყო დაყვანილი თოფის ხელით გრავირება თუ არ ჩავთვლით ერთეულ ეგზემპარებს. საცალო ტოფებს შეიძლებოდა ქონოდა სრულიად სხვა გეომეტრიის კალაპოტი.
http://www.radikal.ru
ყველაზე მასიური იყო თოფის კალაპოტის ცემენტაცია, "ფერადი წრთობა"
ლულებისა და კალაპოტსი შეერთების შემდეგ, კალაპოტს მოხსნიდნენ, შეასრულებდნენ გრავირებას, და დებდნენ სპეციალურ ღუმელში(ჰერმეტიულ) სადაც 700-900გრადუს ცელსიუსზე აჩერებდნენ დიდი ხნის განმავლობაში, შემდეგ უშვებდნენ წყალში ისე რომ ჟანგბადი არ შეხებოდა მეტალს. (ასეთი მეთოდი ლითონის ზედაპირს ამაგრებდა) შემდეგ მას წაესმეოდა სპეციალური ლაქი და პოლიმერიზაციის მიზნიტ ისევ ფეჩში... ასეთი მეთოდის შედეგად კალაპოტის ზედაპირზე ფიქსირდებოდა ულამაზესი ნახატი, ეს პროცესი არც თუ ისე რთული და ძალიან გავრცელებული იყო, თუმც არც ის იყო მოკლებული მინუსებს, კერძოდ კი დროთა განმავლობაში ძვრებოდა და "იქერცლებოდა" მისი ზედაპირი
http://www.radikal.ru
საბოლოოდ შეიძლება ითქვას რომ იჟ 26E, იჟ 26, ამ მოდლებმა ვერ შეცვალეს იჯ 54 სრულყოფილად თუმცა საკმაოდ მტკიცე ადგილი დაიკავეს სერიული წარმოების სანადირო საბჭოურ თოფებში. მისი მთავარი დადებითი მხარე ეს მისი დაბალი წონაა. შედარებით დაბალი.
იჟ 26. ჰორიზონტალურ ლულებიანი თოფი
ლულების სიგრძე- 720-730მმ
ლულების არხის ნომინალური დიამეტრი - 18,2
სავაზნე-20,6 * 70 მმ
კალიბრი-12
ლულების შევიწროება - ჩოკი და ნახავრჩიკი(0,5მმ ; 1,00მმ)
სალულე ფოლადის მარკა - 50 AP
დასაშვები წნევა - 750კგ/სმ-კვადრატზე
ვაზნების ამომგდები - ეჟექტორი ან ექსტრაქტორი
კონდახი - პისტოლეტური ან ნახვრად პისტოლეტური, იშვიათად ინგლისური
საკონდახე მერქანი- უმთავრესად წიფელი, იშვიათად არყის ხე, კაკალი
თოფის წონა- 3200-3400გრ
იჟ 26E და იჟ26 ერთად გამოვიდა 214754 ერთეული თოფი. 1970-1975 წლამდე.

პოსტის ავტორი: Bonehill Jun 11 2010, 14:37

ფორუმზე არავის გვაქვს იჟ 26 ?

პოსტის ავტორი: hunter87 Jun 13 2010, 20:01

მე მაქვს იჟ26-ეჟექტორი, საყვედურს ვერ ვიტყვი, ვირივით მუშაობს და არასოდეს უღალატია. ერთი ეგაა ბალანსი აქვს დარღვეული, მიტანა საკმაოდ კარგი აქვს. კაი მუშა თოფია

პოსტის ავტორი: ლევანი Jun 13 2010, 23:57

ციტატა(hunter87 @ 13th June 2010 - 21:01) *
საყვედურს ვერ ვიტყვი,

რა აქვს სასაყვედურო..რუსულებში..

ერთერთი საუკეთესო თოფია.

ციტატა(hunter87 @ 13th June 2010 - 21:01) *
ერთი ეგაა ბალანსი აქვს დარღვეული,

მაგისი გასწორება შეიძლება. ისე საით ქაჩავს...ლულისკენ თუ კონდახისკენ???..

პოსტის ავტორი: hunter87 Jun 16 2010, 18:44

ლულისკენ წინა მხარე უფრო მძიმეა

პოსტის ავტორი: demi Jun 16 2010, 19:31

მეც მაქვს პატივცემულებო, იჟ26ე 12 კალ. კარგი თოფებია სანდო და ხარისხიანი, მე კმაყოფილი ვარ newsmile041.gif


პოსტის ავტორი: hunter777 Jun 16 2010, 20:34

ციტატა(hunter87 @ Jun 16 2010, 19:44) *
ლულისკენ წინა მხარე უფრო მძიმეა

საფანტის მარცვლების დახმარებით გაიგე რამდენი გრამით მზიმეა მერე იმ მასის ტყვიის ან რამე სხვა მასალის სხეული დაამატე კონდახს! კონდახს უკან დამაგრებულ პლასმასს რომ მოხსნი იქ აქვს ხვრელი და იქ მოათავსებ და ბალანსიც აღდგება.

პოსტის ავტორი: hunter87 Jun 16 2010, 22:55

მადლობა ჰანთერ

პოსტის ავტორი: sachxere Jun 24 2010, 10:39

მაგ თოფით ავიდგი ფეხი, ბევრი სასიამოვნო წუთები გამახსენდა,რუსულ თოფებში ერთ-ერთი საუკეთესოა.სხვა თოფები ,რომ შევიძინე მეგობარს ვაჩუქე, იმან ბიძაშვილს და წავიდა, დიდი ხანია მინდა დავიბრუნო მაგრამ ვერ მივაგენი,ყველას ვურჩევ,რომ ჩემნაირი შეცდომა არ დაუშვათ, მე ძალიან ვნანობ.

პოსტის ავტორი: darcho Sep 26 2011, 17:18

იჟ-26-ე მაინტერესებს რა ღირს დღეს სავარაუდო ფასი

პოსტის ავტორი: ლევანი Sep 26 2011, 23:51

ციტატა(darcho @ 26th September 2011 - 19:18) *
იჟ-26-ე მაინტერესებს რა ღირს დღეს სავარაუდო ფასი

600-800 ლარი. ეგ საშუალოდ. თუ კარგ მდგომარეობაშია შენახული... შეიძლება ცოტა მეტიც და თუ დანგრეულია(თავისი რაკოვინებით) 300 ლარი.

პოსტის ავტორი: badu11 Jan 26 2013, 19:12

გამარჯობათ. ჩემს მეგობარს აქვს ეს თოფი და გაუტყდა მშვილდი. იქნებ დავეხმაროთ და დამაკვალიანეთ თუ ვინმემ იცით ამის შესახებ.

პოსტის ავტორი: Bonehill Jan 26 2013, 19:37

აქ დასვი კითხვა newsmile045.gif

http://ochopintre.ge/forum/index.php?showtopic=136&st=360&start=360

პოსტის ავტორი: გურია Nov 1 2014, 22:16

გამარჯობათ,მეც იჟ26-ე მაქვს.ძალიან საინტერესო სტატიაა ჩემთვის.რაც შეეხება იმას,რომ საშუალო ფასი 600-800 გელაა ცოტა დამაღონა,რადგან როგორც აღმოჩნდა დიდი შეცდომა დამიშვია,რადგან ჩემ თოფში,რომელსაც კონდახი გატეხილიჰქონდა,მექანიზმი მოშლილი და კიდევ რაღაც რაღაცები D.gif მექანიზმის გამკეთებელმა 1500 გელა შემომთავაზა. ისე მე უკმაყოფილო არ ვარ და ახლანდელ რუსულებს და თურქულსაც სჯობია რაღაც რაღაცებში ჩემი აზრით newsmile045.gif ისე დიდი არაფერი გამეგება თოფებში,ამაში კი ყოველი სტატიის წაკითხვის შემდეგ უფრო და უფრო ვრწმუნდები D.gif

პოსტის ავტორი: ლეონ-ბლექი Nov 1 2014, 23:54

ციტატა(რობერტ @ 2nd November 2014 - 00:16) *
მექანიზმის გამკეთებელმა 1500 გელა შემომთავაზა.

სურათებს ხომ ვერ დადებდი?.. საინტერესოა..რატომ შემოგთავაზა მაგდენი.

პოსტის ავტორი: გურია Nov 2 2014, 00:06

ციტატა(ლეონ-ბლექი @ Nov 2 2014, 00:54) *
სურათებს ხომ ვერ დადებდი?.. საინტერესოა..რატომ შემოგთავაზა მაგდენი.

ახლა ტელეთი ვარ შემოსული,კომპში მაქვს და ხვალ დავდებ... როგორც მან მითხრა ადრე მქონდა მეც ეგეთი თოფიო და ლულა გაჰბერვია და უნდოდა ისეთის ყიდვა.ჩემს თოფს რაც შეეხება ლულა ძაან კარგ მდგომარეობაშია და რაც სჭირდა სანამ გავაკეთებდი ქე მიწერია წინა პოსტში.

პოსტის ავტორი: assassin29 Nov 2 2014, 11:19

1500 ლარი ისეთ დაზიანებულ თოფში როგორც შე აღწერე ყოვლად წარმოუდგენელია ფქტიურად მარტო ლულებში გიხდიდა მაგ თანხას? თან თოფების ხელოსანი?
რავი ძაან დიდი სეცდომა დაგიშვია თუ არ მიყიდე, მაღაზიაში ახალი ბერეტა ა 300 1800 ლარი ღირს პაბარსმის XLR 2000 დაომელი თოფები უკეთესია მოგეხსენება ალბათ

პოსტის ავტორი: გურია Nov 2 2014, 13:15

ციტატა(assassin29 @ Nov 2 2014, 12:19) *
1500 ლარი ისეთ დაზიანებულ თოფში როგორც შე აღწერე ყოვლად წარმოუდგენელია ფქტიურად მარტო ლულებში გიხდიდა მაგ თანხას? თან თოფების ხელოსანი?
რავი ძაან დიდი სეცდომა დაგიშვია თუ არ მიყიდე, მაღაზიაში ახალი ბერეტა ა 300 1800 ლარი ღირს პაბარსმის XLR 2000 დაომელი თოფები უკეთესია მოგეხსენება ალბათ

რა ამოძრავებდა იმ კაცს არ ვიცი,მაგრამ რაც დავწერე იმისი ტყუილ-მართლის მტკიცებას ნაღდად არ ვაპირებ. ისე აბსოლუტურად გეთანხმები რაც დაწერე.

პოსტის ავტორი: kardinal84 Nov 2 2014, 15:53

მე მივცემ 1500 ლარად ჩემსას ყველაფერი თავის ადგილზე აქ chali.png drankd.gif

პოსტის ავტორი: გურია Nov 2 2014, 16:06

ციტატა(kardinal84 @ Nov 2 2014, 16:53) *
მე მივცემ 1500 ლარად ჩემსას ყველაფერი თავის ადგილზე აქ chali.png drankd.gif

ოზურგეთი,სოფელი დვაბზუ.მანდ მარტო ეგ აკეთებს თოფებს და დაუკავშირდი.მე 3 წლის წინ მქონდა შეხება და ახლა რამდენადაა დაინტერესებული იჟ 26ე-ს შეძენით ვერ გეტყვი.საახალწლოდ ჩავდივარ და შემიძლია გაგიგო newsmile05.gif

პოსტის ავტორი: kardinal84 Nov 2 2014, 16:13

გურია
არა იყოს მადლობა მაგ თოფს არ გავყიდი დაბადების დღის საჩუქარია.

პოსტის ავტორი: გურია Nov 2 2014, 20:51


http://postimg.cc/image/q918qvgd1/ კარგად არ ჩანს მაგრამ უკეთესი ვერ ვნახე.

პოსტის ავტორი: gel2001 Nov 11 2014, 19:17

1500 მაგ თოფში ძალიან მაგარი ფასია,მაგ ფასად ახალს იყიდი მშვენიერ თოფს

პოსტის ავტორი: გურია Nov 11 2014, 19:30

ციტატა(gel2001 @ Nov 11 2014, 20:17) *
1500 მაგ თოფში ძალიან მაგარი ფასია,მაგ ფასად ახალს იყიდი მშვენიერ თოფს


გეთანხმები. ისე ეს თოფი 25 წელი სეიფში იდო.მაქს 1000-1500 ექნება გასროლილი.

პოსტის ავტორი: gel2001 Nov 11 2014, 19:34

რესურსიც არა მგონია 20000 მეტი რომ ქონდეს,თუ არ მეშლება პასპორტში 15000 ეწერა

პოსტის ავტორი: marco-polo Sep 26 2015, 12:29

.

http://radikal.ru/big/7b9c010bb2ee496180fe87ade5417d8f

http://radikal.ru/big/499b5167805440a08235320257389517
რა ლამაზი ნამუშევარია იჟ26

პოსტის ავტორი: pointeri magari dzaglia Jun 1 2016, 22:46

გამარჯობათ ყველას მოგესალმებით თქვენი დახმარება მჩირდება სერიოზულ საქმეში.ესე იგი მე მაქ აღნიშნული თოფი იჯ 26ე პრობლემა აქვს მგონი დიი მარჯვენა ლულაში აქვს რაკოვინებიი და რავიცი ჩაუბედურებულია.ეს თოფი სამახსოვროდ ჩხონებული ბაბუჩემისგან დამჩა სახსოვრად და დიდი სურვილი მქონდა ამ იარაღით დამეწყო ნადირობის დაწყება მაგრამ ამ ეთაპზე მმხოლოდდ ერ პრობლემა მაქქსს ხოდა მე მაინტერესებსს დიდი ხნის გაუწმენდლობის გამო და შემდგომში ბაბუაჩემი თავის ხელით ტენიდა ჰილზებს და მგონი ძალიან დიდი დოზები გაუშვა ალბათ დახლოებით სავაზნიდან 12 სანტიმეტრში აქვსს რაგაც ხაზი 2 მილიმეტრის სიფართიათ ალბათ და არის გრძენი დახლოებიტტ 8 სანტიმეტრი იქნება შეიძლება ცოტა მეტიც და მგონი აქვს ბზარი ხელოსანმა ნახა და მითხრა შეიძლება ბზარიაო და დაბალი ზარიადის ჰილზები ისროლეო. ან აქვს ნაკაწრიოო აშკარად რო გავიხედავ ფარტეაა ძალიან და იცით სადაქვს მაინც და მაინც სადაცც პლანკა არის დაკრული მანდ ზუსტად კისე აქვსს ეგეთი რაგაც ოგონდ ლულის სადღაც 35 სანტიმეტრში ზუსტად ეგრე გამოიყურება ისეცც როგირც ზემოტა ბზარი მაგრამ საკვირველი ის არის რომ ზემოდან არ ჩანსს სადაც შწილება რო გამოჩნდესს იქაც არ ჩანს და რა ვქნა დახლოებით 150 გილზამდე მეტი მაქ მე ნასროლი მაგ ლულიდან არაფერი არ მოსვლი მაგრამ მას შემდეგ რაც ხელოსანს ვანახე მაგრად მეშინია რადგან რო გასკდეს გასროლის დროსს დავზიანდები და გტხოვტ ტუ ვინმემ იცით ვარ 17 წლის და არ მინდა რამე მოვიწიო დიდი მადლობა წინაწარ სურათი მაქმაგრამ როგორ დავდო არ ვიცი

პოსტის ავტორი: ახალციხელი Jun 2 2016, 08:47

pointeri magari dzaglia

ასე უნახავად ვერავინ გეტყვის რამდენადაა დაზიანებული შენი თოფის ლულები. თუ ხელოსანმა გითხრა რომ ლულის გასკდომის საშიშროება არის მე გირჩევ რომ არ ინადირო მაგ თოფით და სხვა ხელოსანსაც აჩვენო ვინც ზუსტად გეტყვის ბზარი აქვს თუ ღრმა "რაკოვინები" და საშიშია თუ არა მაგ თოფის გამოყენება.

პს ჯანმრთელობა უპირველეს ყოვლისა.

პოსტის ავტორი: pointeri magari dzaglia Jun 2 2016, 10:05

აი სურათის დადება რო ვიცოდეე მაგრადდ ჩანს და თქვენც მიხვდეთოდით.მარცხენა ლულაში რამდენი წერტილიაა და სქელი დაბოლოებისს ლულა და მარჯვენა ლულაში ბოლოდან რო დაიჩირო სიფრიფანაა. ან მომიწევს შედარებით ახალი ლულის ყიდვაა თვინმემ გაყიდა ან თოფისს შეცვლაა

პოსტის ავტორი: ბლექ-ხასან Jun 2 2016, 12:36

pointeri magari dzaglia

ციტატა(ij 26e @ 2nd June 2016 - 00:46) *
ვარ 17 წლის და არ მინდა რამე მოვიწიო

newsmile05.gif
ამოიტანე ჩემთან. დაგეხმარები.

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Jun 2 2016, 14:49

pointeri magari dzaglia
და ნიკის შეცვლა არ გინდა თუ ამ სახელით მოგმართოთ? newsmile05.gif

პოსტის ავტორი: pointeri magari dzaglia Jun 2 2016, 15:21

ნიკა მქვია. უცებ რაც მომაფიქრდა ის სახელი დავწერე და

პოსტის ავტორი: ბლექ-ხასან Jun 3 2016, 10:29

pointeri magari dzaglia
და თოფზე გაინტერესებდა რაღაცეები. რადგან არ მიპასუხე. ესეიგი არ გაინტერესებს. კარგი. გადავიფიქრე. newsmile041.gif

პოსტის ავტორი: pointeri magari dzaglia Jun 3 2016, 11:03

არა ორაგორ აგარ მაინტერესებს თქვენი ნომერი ჩავიწერე და აგარ მინდოდა თავი შემეწყინებინა თქვენთვის დააგარაფერი დამიწერია. დიდი მადლობელი ვარ თქვენით და ძალიან გამიხარდა რო გამომეხმაურეთ.

პოსტის ავტორი: pointeri magari dzaglia Jun 3 2016, 11:11

თქვენ სახელს ხომ ვერ მეთყოდით

პოსტის ავტორი: ოთო. Jun 3 2016, 19:58

pointeri magari dzaglia
ლევანი ქვია მაგ ადამიანს, მიუტანე ანახე მაგ საქმის პროფესიონალია.

პოსტის ავტორი: pointeri magari dzaglia Jun 3 2016, 21:38

გასაგებია. დიდი მადლობელი ვარ და ერთი მინდა რო შეგეგითხოთ თუ მითხრა რო აგარ ვარგაო.ლულას თუ ვიშოვი კარგ მდგომარეობაში როა და რამდენიი მაგ თოფის ლულის ფასი???

პოსტის ავტორი: bubusicha Jun 4 2016, 07:50

ციტატა(ij 26e @ 3rd June 2016 - 22:38) *
გასაგებია. დიდი მადლობელი ვარ და ერთი მინდა რო შეგეგითხოთ თუ მითხრა რო აგარ ვარგაო.ლულას თუ ვიშოვი კარგ მდგომარეობაში როა და რამდენიი მაგ თოფის ლულის ფასი???


წინასწარ ნუ დარდობ მეგობარო, ჯერ გაარკვიე რა ჭირს.


პოსტის ავტორი: Davitus Jun 8 2016, 23:23

Nika_99

ნიკოლოზ, ჩავასწორე შენი ნიკი, რითაც შემოდიხარ ის იგივე დარჩა. ფორუმული სახელი შეგიცვალე, მაგხელა ლოზუნგის ნიკი არ გამოგადგება, რაც შენ და არც ჩვენ. ავატარი, შენივე პოინტერია ფეისბუკიდან newsmile045.gif

სლოგანი, გადავაქართულე და სტატუსში ჩაგისვი newsmile045.gif

აბა შენ იცი

პოსტის ავტორი: Nika_99 Jun 10 2016, 13:25

დიდი მადლობელი გახლავართ.გაიხარეთ

პოსტის ავტორი: 4x4 Nov 13 2016, 08:08

სალამი ყველას

ამ თოფით 36 გრამიანი ვაზნების სროლა დაშვებულია?

პოსტის ავტორი: marco-polo Nov 13 2016, 12:22

ციტატა(4x4 @ Nov 13 2016, 09:08) *
სალამი ყველას

ამ თოფით 36 გრამიანი ვაზნების სროლა დაშვებულია?

მაქსიმუმ იჟ 26 სთვის 34,მაგგდენიც არ არის საჭირო.დიდი ზარიადები მოარყევს მაგ თოფს.

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)