მოგესალმებით მონადირენო
თუ არსებობს ამ იარაღზე თემა გთხოვთ მაპატიოთ, ვერ ვიპოვნე.
გადავწყვიტე ბოლო-ბოლო და თითქმის შევიძინე ТОЗ-54.
დიდი ხანია მინდა ჰორიზონტალი მაგრამ ან ფასი იყო არანორმალური ან მდგომარეობა ცუდი
მდგომარეობა შესანიშნავი. მექანიზმი გაუხსნელი, ლულები სუფთა.
მაინეტერესებს თქვენი, როგორც მფლობელების (არამარტო მფლობელების) შეფასებები და აზრი.
ბევრი ვეძებე, ვუყურე, ვიკითხე და კარგი შთაბეჭდილება დამრჩა, ხვალ საკონტროლოდ გავტესტავ აუცილებლად.
კარგი თოფია. რადაგიჯდა-?
ოდნავ ძვირია , მაგრამ ბევრჯერ გაისვრის
თოფზე ცუდს არ ვამბობს: უბრალოდ ტლანქი და და გარე დეტალების ოდნავ კუთხედა ფორმებით გამოირჩევა სხვა ჩახმახიანი ტულკებისგან
PREDATOR
კი, ვიზუალურად გადასარევია
Bone
იდენტურ მდგომარეობაში მყოფი იჟ-54; 26; 1300-1500 ლარს და იჟ-58 - 1100 ლარს ფეხს არ უცვლიან
ტლანქობას კი მც-ს ვხმარობდი და მაგაზე ტლანქი რაღა უნდა იყოს აღარ ვიცი...
კუთხეებიანი კი რაღაც უფრო განსხვავებულობასა და კლასიკურობას ჰმატებს მოკლედ ვიზუალურად გადასარევია ჩემთვის.
ახალი ჰორიზონტალი რომელსაც შევწვდებოდი STOEGER - UPLANDER SUPREME ეს იყო ქარავანში. მივედი, ვნახე და ვერა, ვერ გაქაჩა-არ მომეწონა
პ.ს. თუ სწორად მახსოვს, ამ ფორუმზე იყო თემა ბალანსირება როგორ გავუკეთოთ თოფს... ვერ ვნახე და იქნებ დამილინკოთ ან აქ დაწეროთ რა...
პ.პ.ს ყველას დიდი მადლობა გამოხმაურებისთვის
Bear Grylls
ლულებისკენ აქვს ალბათ დარღვეული ბალანსი ხო? თუ ასეა კონდახს მოხსენი ზატილნიკი და რაიმე სიმძიმე დაუმატე.
rezident
იდეაში ალბათ მექნება დასაბალანსებელი, ზუსტად ჩემი რომ იქნება მერე ვნახავ ... : )
სასხლეტიდან რა მანძილში უნდა გაიტესტოს? მე როგორც ვიცი ჰორინზოტალს სხვა სპეციფიკაცია აქვს და ვერტიკალურს სხვა...
ეს ვიდეო რამდენად სწორად ასახავს ?
http://youtu.be/daBgBVry0p4?t=43s
Bear Grylls
აა შენ მორგებას გულისხმობ ბალანსში? ბალანსი სხვა რამეა, მორგება სხვა : ))
Bear Grylls
სწორად ასახავს. ცენტრი იღება ცენტრალურ ბოლტზე. ანუ იმ ბოლტზე..ლულა რომ ეცმევა სანამ ჩაკეტავ. თუ ლულა გადაძლევს.. კონდახის ბოლოში დაადე პატარა ტყვიის ნაჭრები...სანამ არ გასწორდება და არცერთი მხარე არ გადაძლევს. მერე შეადნე სადმე ის ტყვიის ნაჭრები და უკანა მხრიდან ჩადე ხეში. თუ შენ ვერ მოახერხებ..ვინმეს ამოაჭრევინე ისე..რომ მჭიდროდ ჩაიჭედოს და არ იყანყალოს. ბოლოს მიუჭირე ზემოდან სამხრე პლასტმასი. სულ ეგ არის.
მთავარია პატრონს მოსწონდეს ნივთი........
Bear Grylls
იჟ 54-ს და ტოზ 54 -ს ნუ შეადარებ ერთმანეთ თუნდაც შეფარდებით ფასებში
ლეონ-ბლექი
გმადლობთ
Bone
გეთანხმები
მაგრამ ერთი კითხვა მაქვს:
იჟ-54 ორმაგი ღირს ერთიდაიგივე მდგომარებაში?
ან თუ სჯობს მაგალითად იჟ-43 ამ ტოზ 54ს? (ერთიდაიგივე ფასები აქვთ)
შეიძლება ცუდი ფრომით ვკითხულობ, ზოგს რა ურჩევნია ზოგს რა... (ზოგს ჩახმახიანის ატანა არ აქვს)
მაგრამ კლასში ისეთი განსხვავებაა, რომ იჟ-54 ში 1300-1500 ლარი შესაბამისი ფასია და ტოზ-54 ისთვის 700 ძვირია?
Bear Grylls
პრინციპში გეთანხმები. ზოგადად მართალი ნამსჯელია. ტოზ-54 შედარებით მაღალი დონი არის ვიდრე ტოზ ბ. და ა..შ.. თუ ჩახმახიან თოფზე არ გაქვს გართულება..მაშინ ნამდვილად ღირს მაგდენი. მუშა თოფია. სიმართლე რომ ვთქვა..მეც მომწონს გარეჩახმახიანი თოფები. უბრალოდ 1 მომენტიც არის.. ჩვენ რაც არ უნდა მოგვწონდეს.. გარეჩახმახიანი თოფი..მაინც ყველაზე იაფიან თოფებად ითვლება.(ისტორიულ და სამუზეომე თოფებს არ ვგულისხმობ რათქმაუნდა)
ლეონ-ბლექი
მისიე ბლეიქ. იმის მერე მოგწონს რასაც შენს ხელებში გამოუვლია ? მემგონი არ გახსოვს ტოზ 54
და ზუსტადაც რომ სხვა ტულკებში გეშლება, მემგონი
ჩემი შეხედვით და "შეფასებით" კლასიკურ გარაჩეხმახიან თოფთან ტოზ54-ს არაფერი აქვს საერთო
მეძებარიც თოფიც მანქანაც ის არის კარგი რომელიც პატრონს მოსწონს და მის მოთხოვნებს აკმაყოფილებს, თუ უღირს გადაიხდის თუ არ უღირს არ გადაიხდის და ასე....
მე პირადად ბაბუის ნაქონ ტოზ 63 -ში დაუფიქრებლად გადავიხდი სამ ნიშნა თანხასაც. დედაქალაქში თუ ჩამომიტანს ვინმე...
http://postimage.org/
http://postimage.org/
რავიცი აბა , არ მესმის ეს თოფები ალბათ. ჩემთვის ლამაზი არ არის. ვიღაცას ფერარი არ მოსწონს: ''წითელი რომ არ იყოს მაგარი იქნებოდა"
ვიღაცას რომელიღც ფეხსაცმელი არ მოსწონს: "შავი რომ იყოს კაი იქნეობდა"
მე ტოზ54-ი არ მომწონს; წახნაგოვანი დეტალები რომ არ ქონდეს კარგი იქნებოდა და ასე....
აბა ცუდიაო არ მითქვამს
ams
რას აფასებს?
Bone
მოკლედ ყველაფერი გემოვნების ამბავია და ამაზე ლაპარაკი შორს წაგვიყვანს : )
ვნახე დღეს, ვისროლე და ახლა მოვედი...
ვიზუალურად უკვე ვთქვი რომ მომეწონა...
ასევე შევამოწმე ლატუნის გილზებზე, არ ვაპირებ გამოყენებას ხშირად მაგრამ მაინც...
35-40 მეტრზე მშვენიერი მოხვედრა ჰქონდა 3-4-7 ნომრების, მოკლედ კმაყოფილი დავრჩი...
თოფი კარგად არის შენახული რაც მთავარია, ცოტა გულზე კი მომხვდა გუშინ წინ ვიყავი სანადიროდ და არ გამიწმენდიაო, გავწმინდე და ისე ვნახე ლულები : )
მოკლედ ხვალ დიიდი ხნის ოცნებას ავიხდენ და ჰორიზონტალს შევიძენ : ) თან პერსონალურად ჩემი შეძენილი : )
პაპის დანატოვარი ჰორიზონტალი და მოსინიც დაღესტანში დარჩა : (
მერე ეს საშინელი მც 21 ვიყიდე...
შემდეგ კი (როცა უფრო მაღალი ხელფასი მექნება), ისეთ იარაღს (აუცილებლად ჰორიზონტალს) ვიყიდი, რომ ყველას მოეწონება მათ შორის თვენც ბატონო ბონე
დიდი მადლობა ამ საკითხის განხილვისთვის, წარმატებები ყველას... : )
თემას მე მგონი ვერ დავხურავ და ვისაც შაუძლია ჰქნას....
ძალიან ძლიერი თოფია. ზუსტი და შორს მსროლელი. გვაქვს საძმაკაცოში და ვიცი მაგის შესაძლებობები. 7 ნომერი უკენტეინერო ტყვიიდან დაახლოებით 30-40 მეტრაში ნახევარი იხვი ჩამოვარდა. უფრო მსხვილი ნადირის თოფია. 800 ლარი გადაიხადა ჩემმა ძმაკაცმა 2 წლის წინ, ფაქტიურად არ ქონდა ნასროლი. დიზაინი კი გემოვნების საკითხია. თუ გევასება ჩახმახებით ნადირობა, დაგაბერებს.
Gილოცავ დზმაო.ეგ ტოფი დზალიან გამდზლე ტოფია.ახლის ყიდვას ეგ ჯობია.
Bone
ფასი ცოტა მეც მებევრება :(
ლეონ-ბლექი
ლეონ-ბლექი
ლეონ-ბლექი
არ მინდა იყოს
მაიმარკეტზე იყიდება ტოზ-54 800 ეროვნულად, მდგომარეობა კაი ჩანს სურთებიდან
მამაჩემს ააქვს ტოზ 54 12კალ,მაგ თოფზე ვისწავლე სროლა და ნადირობის პირველი ნაბიჯებიც მაგასთაენ ერთად გადავდგი,ძალიან კარგი მიტანა და ჭრა აქვს,ერთადერთი რაც არ მომწონს ეგ არი დიზაინი,რაგაცნაირად მოუხერხებელია და ხელში რო დაიკევებ გეგონება ზარბაზანი გიკავია, ჩოკი ნახევარჩოკია და უნივერსალური მოსახმარია ყველანაირ ნადირობაში რაც ჩვენთვისაა ხელმისაწვდომი,ნადირობისას შედეგიც ძალიან კარგი მქონდა
999 ლარი ვიგულისხმე
assassin29
ეგ თოფია, დააკლო მაგრამ გუშინ მაინც განაახლა, იქნებ 800 ად გავყიდოო...
ძალიან მაგრად მინდოდა ჰორიზონტალი, იჟ 54,26 1300-1500 ლარზე ნაკლები ვერ ვნახე კარგ მდგომარეობში : (
ვაააა, ჩემზე ძალიან არავის გინდოდათ იჟ 54 ან უკეთესი მეყიდა : )
მაგრამ დარჩენილი 800 ლარად აგერ კურსებს გავდივარ, დავამხეცებ ჩემს საქმეს, მომემატება ხელფასი და ვიყიდი კაარგ
თოფს : D
http://forum.guns.ru/forummessage/60/431708.html
ადრეც დავწერე სეზონზე ნუ ყიდულობთ გლუვლულიანებს, ძვირია ამ დროს. მარტიდან ინვისამდეა ყველაზე კარგი პერიოდი თოფის შესაძენად.
გამოშვების წელი როგორ გავარკვიო, ვიცი დიდიხანი არ გამოდიოდა მაგრამ მაინც?
აი ასე გამოიყურება ჩემი ჩახმახიანი : )
. ახალივითაა. გილოცავ. ბევრი სიხარულის და ბედნიერების მომტანი იყოს.
მადლობა : )
მალე საქმეში ვნახავ რაცაა...
შეიძლება ტოზ 54-ის ცევიო შოვნა სადმე? ან რამდენად კარგი თოფია? თუ შეიძლება ეს დაზიანებები გამოსწორდეს, თოფი დებისგან არის დაზიანებული.
https://postimg.cc/image/jqi08a54b/
https://postimg.cc/image/kss6quqij/
https://postimg.cc/image/mkl5lt7bf/
https://postimg.cc/image/tb1mvak7f/https://postimages.org/
100 ლარის გადახდა თუ ღირს?
თუ გაასუფთავებ და კედელზე დაკიდებ აჯობებს ძალიან დაზიანებულია.
უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)