თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ გლუვლულიანი _ Stoeger condor supreme VS CCCP იჯ-27; იჟ-12; ტოზ-34

პოსტის ავტორი: Computer Feb 1 2015, 17:53

ესეიგი ვერ გადავწყვიტე რომელი თოფი ვიყიდო ამათგან და თითოეულის შეხედულება/შეფასებას აქვს მნიშვნელობა ;-)

ცოტაოდენი ინფო: რომ ვთქვა კვირაში ერთხელ სანადიროდ დავდივართქო ტყუილია მაგრამ თოფი სათევზაოდ რომ მივდივარ მაშინაც დამაქვს მოუწევს საველე სამთო პირობებში მუშაობა და მინდა იყოს გამძლე. აუცილებლად 12 კალიბრი

პოსტის ავტორი: დაქსი Feb 1 2015, 17:55

Computer

მგონი
Stoeger condor კარგი ვარიანტია, newsmile05.gif newsmile05.gif

პოსტის ავტორი: Computer Feb 1 2015, 18:17

აი წარმოდგენა არ მაქვს მაგ თოფზე 1 ვისთან ერთადაც ვიყავი ბოლოს იმას ქონდა M2000 და იმდენი აქო ადიდა კინაღამ მაყიდინა მაგრამ წვიმამ როგორცკი დაიწყო 4 საათი მანქანაში იჯდა თოფს ვერ დავასველებ გაფუჭდებაო და რავიცი არც ეგ ვიცი შეესაბამება თუ არა რეალობას... არ მინდა ვიყიდო და თურქული არარაობა გამოდგეს ;-)

პოსტის ავტორი: HUNTER FREDY Feb 1 2015, 18:25

ციტატა(Computer @ Feb 1 2015, 19:17) *
აი წარმოდგენა არ მაქვს მაგ თოფზე 1 ვისთან ერთადაც ვიყავი ბოლოს იმას ქონდა M2000 და იმდენი აქო ადიდა კინაღამ მაყიდინა მაგრამ წვიმამ როგორცკი დაიწყო 4 საათი მანქანაში იჯდა თოფს ვერ დავასველებ გაფუჭდებაო და რავიცი არც ეგ ვიცი შეესაბამება თუ არა რეალობას... არ მინდა ვიყიდო და თურქული არარაობა გამოდგეს ;-)


D.gif D.gif D.gif კაგრდ გამეცინა ამ ამბავზე D.gif ესეიგი წვიმაში ტივაში ქარში მაგ ტოფით სანადიროდ არ წავიდოდა ეგ არაა? ვახ ბიჯო ბიჯოოო გადამრევს ეს ხალხი

პოსტის ავტორი: Computer Feb 1 2015, 18:33

HUNTER FREDY
ხო რავიცი სანადიროდ წასული კაცი ან წვიმაში მოხვდება ან ტალახში ან თოვლში და სულ თუ მანქანაში გაატარე მთელი დღე ამინდის გამო მაგისთანა თოფს კარგი შურდული მირჩევნია D.gif

აბა დამაკვალიანეთ ეხლა რა ვქნა :-(

პოსტის ავტორი: HUNTER FREDY Feb 1 2015, 18:46

იყიდე არმსანის ფენომა !

პოსტის ავტორი: baroni Feb 1 2015, 19:07

თურქულ თოფში ყველაზე საუკეთესო არმსან ფენომა newsmile027.gif ჩოკის გამო აქ ძლიერი ჩრა და მიტანა

პოსტის ავტორი: malkhaz_m Feb 1 2015, 20:03

Computer
მე ორივე მქონდა იჟ 27 -ც და ტოზიც.(ერთდროულათ) ჰოდა იმისი თქმა მინდა,რომ ტოზ 34 ჯობია ძმაო აშკარად. სიმსუბუქით მოხვედრით საფანტის გაშლით. ახლა იმასაც იძახიან ტოზის მექანიზმიო ესაო და ისაო მაგრამ ამ ორი თოფიდან ჩემი ხმა ტოზს.
სტოჯერი ნაღდათ არმქონია და არცმისვრია. newsmile05.gif ვერაფერს გეტყვი ნამდვილათ.

პოსტის ავტორი: megreli Feb 1 2015, 20:31

Computer
მე იჟ-12 გირჩევდი თუ გაწყობს 2 ლულიანი და არა ავტომატური თოფი..მოხდენილი,შედარებით მსუბუქი და სადა მოდელია newsmile05.gif) ტყვიის მიტანა და სიძლიერეც არ დაეწუნება newsmile05.gif უბრალოდ ავტომატურზე მეტი შანსია შეცვალო ჩოკები და იმუშავო სხვადასხვა მანძილებზე newsmile05.gif)

მე 6 წელია იჟ-12 მაქვს და ჯერჯერობით აკმაყოფილებს ჩემს მოთხოვნებს(ძირითადად ფრინველზე ვნადირობ),ავტომატი მე არ მქონია და ვერაფერს გეტყვი :/ რაც შეეხება იჟ-27 ეგეც ერთერთი საუკთესო მოდელია რუსულ თოფებში(იმასაც თუ საბჭოურს იყიდი),მაგრამ ჩემი ხმა იჟ-12_ს newsmile05.gif)))

პოსტის ავტორი: PREDATOR Feb 2 2015, 10:17

ციტატა(Computer @ Feb 1 2015, 18:53) *
ესეიგი ვერ გადავწყვიტე რომელი თოფი ვიყიდო ამათგან და თითოეულის შეხედულება/შეფასებას აქვს მნიშვნელობა ;-)

ცოტაოდენი ინფო: რომ ვთქვა კვირაში ერთხელ სანადიროდ დავდივართქო ტყუილია მაგრამ თოფი სათევზაოდ რომ მივდივარ მაშინაც დამაქვს მოუწევს საველე სამთო პირობებში მუშაობა და მინდა იყოს გამძლე. აუცილებლად 12 კალიბრი



http://www.huglu.com.tr/over-and-under- ამ თოფზე არგიფიქრიათ?

პოსტის ავტორი: achiko-l Feb 2 2015, 10:23

ციტატა(dato1992 @ 1st February 2015 - 21:31) *
,შედარებით მსუბუქი და სადა მოდელია

რა კალიბრია შენი,12 კალიბრი მქონდა და საკმაოდ მძიმეა.ისე კი მაგარი თოფია,27-საც ჯობია და 34-საც.

პოსტის ავტორი: ზახარა Feb 2 2015, 11:29

ძალიან ბევრმა თოფმა გამოიარა ჩემ ხელში newsmile05.gif მაგრამ ერთი და განუყრელი მაქვს ბავშობიდან ეს არის ტოზ-34 newsmile045.gif

ამ თოფს აქვს გამოვლილი სუპერ ექსტრემალური პირობები ჩემ ხელში(24-25 წელი) ამ ხნის მანძილზე მხოლოდ კონდახები და მშვილდები გამოვუცვალე newsmile05.gif

ეგ არის მწყერზე და ტყის ქათამზე ვაზნებს უნდა შერჩევა რადგან ძალიან მჭიდრო გაშლა აქვს და აფუჭებს ფრინველს newsmile05.gif)))))))

ჩემი ხმა ტოზ-ს newsmile045.gif ჯოხის მაგივრადაც იხმარ ექსტრემ ადგილებში D.gif ისე რომ არანაირი გაჭედვა და ჩეპეები არ მოსდის newsmile045.gif

პოსტის ავტორი: megreli Feb 2 2015, 11:56

achiko-l
იჟ-12 ყველა 12 კალიბრია,არის კიდევ იჟ-16 რომელიც იშვიათია ჩვენთან,ეგ არის 16 კალიბრიანი,იგივე სისტემაა და იგივე დიზაინი რაც იჟ-12 აქქვს newsmile05.gif

პოსტის ავტორი: Computer Feb 2 2015, 13:39

კარგია აზრის მოსმენა გაიხარეთ ბიჭებო ;-)

რაც შეეხება საქმეს იძახიან თურქული თოფები ნაგავია და საერთოდ არ გაეკაროვო ანუ გამოდის ეს არ შეესაბამება რეალობას მაგრამ გული მაინზ იმ 3 მოდელისკენ მიმიწევს რომლებიც დავწერე. რაც შეეხება ტოზ-34ს ამაძე იძახიან იჯებს ჯობია მაგრამ მექანიზმი აქვს სუსტიო აბა ტოზის მფლობელებო ეს რამდენად მართალია...
სტოგერზე რატომღაც ვერ ვნახე აქტიური კომენტარები. აქ ვნახე ერთ-ერთი თანაფორუმელის დადებული სურათები მიტანა/ჭრაზე M3500-ის მოდელით მაგრამ ნახევრად ავტომატური არ მინდა...

პოსტის ავტორი: ზახარა Feb 2 2015, 15:22

ციტატა(Computer @ 2nd February 2015 - 14:39) *
ტოზ-34ს ამაძე იძახიან იჯებს ჯობია მაგრამ მექანიზმი აქვს სუსტიო აბა ტოზის მფლობელებო ეს რამდენად მართალია.

მექანიზმი სუსტიაო მაგას დაკონკრეტება ჭირდება newsmile05.gif)))

იჯ-12 და იჯ27-ის ზამბარები არის უკვდავი და მაგით ჯობია ტოზ-ის მშვილდებს ეგ არ ის )

თვითონ სისტემა სრუილად განსხვავებული აქვს ორივეს newsmile045.gif მე რომ მკითხოთ(ბოლო დეტალამდ ემაქვს დაშლილი ტოზი) ტოზ-34 დამცავი მექანიზმი უფრო სრულყოფილია ვიდრე იჯ-ის newsmile05.gif თუმცა თუ აურია ტოზ-ის მექანიზმა(უცოდინრობის გამო) მართლაც რთული კონსტრუქცია აქვს იჯთან შედარებით ადვილი გამოსასწორებელი არ იქნება ხარვეზი newsmile05.gif))))

პოსტის ავტორი: HUNTER FREDY Feb 2 2015, 18:10

ტოზ-34 ერთ ერთი კარგი რუსული თოფია ანალოგიური კლასის იჟებთან შედარებით მსუბუქია რემონტსაც ექვემდებარება საკმაოდ მარტივად თუ გამოცდილ კაცს ჩაუვარდება სარემონტოდ ხელში, ერთი ეგაა რომ მშვილდები ხშირად ტყდება ან სუსტდება და შცვლას მოითხოვს იჟექტორების კონსტრუქცია ტოზ 34-E ს ძალიან პრობლემურია ამ მოდელის დაშლა აწყობა (განსაკუთრებით პირველ მოდელებში) გარკვეულ უხერხულობასთან არის დაკავშირებული მით უმეტეს დამწყები მონადირეებისათვის და ლულის შევიწროვება ხშირად (სტანდარტული ჩოკი ნახევარ ჩოკი კი უწერია მაგრამ უფრო მეტი აქვს ანუ სრული ჩოკი 1 მმ აწერია და 1,2 მდე აქვს ხოლმე მოწურვა მეტი აქვს ანუ რაც ახლო მანძილში მის გამოყენებას ართულებს დამწყები მონადირისათვის მით უმეტეს თუ ვაზნა არ შეურჩია როგორც ზახარამ აღნიშნა და სტანდარტული 36 გრამიანი ვაზნების სროლის დროს კარგა გვარიანი უკუცემა აქვს ჭრა და მიტანა ლულების ხარჯძე ძალიან კარგი აქვს ისე კი ერტს დავამატებდი9 რომ ტოზ-34 ტი უკვე მორალურად მოძველებული თოფია მაგრამ თანამედროვე წარმოების იჟ-27 იჟ-43 ასი თავით ჯობია და ძველი კომუნისტური წარმოების იჯ-43 საც ჯობია კიდე ყველაფერში

პოსტის ავტორი: Computer Feb 3 2015, 11:00

HUNTER FREDY
ზახარა

მადლობელი ;-)
ასე თუ ისე ყველაფერი გასაგებია

პოსტის ავტორი: achiko-l Feb 3 2015, 11:09

megreli

ციტატა(dato1992 @ 2nd February 2015 - 12:56) *
იჟ-12 ყველა 12 კალიბრია

არაა მასე,აგერ საბოს კიტხე მაგას აქვს იჟ 12 16 კალიბრი

megreli
და შენი იჟ 12 მსუბუქია?

პოსტის ავტორი: megreli Feb 4 2015, 01:31

achiko-l
ვერ დავიჯერებ,სანამ საკუთარი თვალით არ ვნახავ,რომ თოფს აწერია მოდ-იჟ 12 და არის 16 კალიბრი.... D.gif
ის ვიცი რომ ზუსტი ასლებია ერთმანეთის მაგრამ კალიბრი სხვადასხვა....

ევროპულებთან სიმსუბეუქით არ შევადარებ,შეიძლება წონა იჯ-27 მსგავსი ქონდეს,მაგრამ ბალანსის გამო ,მე 12 უფრო მემჩატება ვიდრე 27... უფრო მორგებულია იჟ-12 ჩემზე,ვიდრე 27...

პოსტის ავტორი: malkhaz_m Feb 4 2015, 09:40

megreli
http://pix.ge/

ესეც წყარო:
http://www.mooir.ru/forum/index.php?/topic/12074-%D0%BF%D0%BE%D0%BC%D0%BE%D0%B3%D0%B8%D1%82%D0%B5-%D0%BE%D1%86%D0%B5%D0%BD%D0%B8%D1%82%D1%8C-%D0%B8%D0%B6-12-16-%D0%BA%D0%B0%D0%BB-%D1%88%D1%82%D1%83%D1%87%D0%BD%D0%BE%D0%B5-%D1%8E%D0%B1%D0%B8%D0%BB%D0%B5%D0%B9%D0%BD%D1%8B%D0%B9-%D0%B2%D1%8B%D0%BF/

პოსტის ავტორი: megreli Feb 4 2015, 23:13

ხელები ამიწევია , მე აქაურ ჟურნალში მქონდა წაკითხული,ფოტოც იყო დაბეჭდილი თოფს ეწერა იჟ-16 კალიბრი 16 newsmile05.gif) ასლი იჟ-12_ის D.gif
ნუ კაი,მადლობა ინფორმაციისთვის,საინეტერესო მოდელი იქნება ეგეც newsmile05.gif))

პოსტის ავტორი: Computer Feb 18 2015, 21:35

და მაინც Stoeger condor supreme VS CCCP იჯ-27; იჟ-12; ტოზ-34, რჩევა და შედარება


უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)