ИЖ-18
http://www.radikal.ru
ესაა ერთლულიანი, შიდაჩახმახიანი თოფი. გამოდის ამავე კლასის თოფების иж к-ს და иж 17-ის ბაზაზე 1964 წლიდან. კალიბრი ნებისმიერი შეიძლება იყოს 12 ; 16 ; 20 ; 28 ; 32 ; 410.
12და 16 ყალიბის თოფის წონა არაუმეტეს 2,800გრამია. საკონდახე მასალა ძირითადად არყის ხე, წიფელი იშვიათად კაკალიც. კონდახის ფორმა სხვადასხვანაირი შეიძლება იყოს, პისტოლეტური ნახევრად პისტოლეტური და სწორი. ლულების სიგრძე კალიბრის მიხედვით მერყეობს 675მმ-იდან 735 მმ-დე. სალულე ფოლადი საყოველთაოდ გავრცელებული რუსული სალულე მარკა 50 А. ლულა შიგნიდან ქრომირებულია. თოფს სამიზნე თამასა არ გააჩნია! სავაზნე 70 და 76 მმ-ი. თოფს გააჩნია ეჟექტორი და მისი გადასართველი ექსტრაქტორზე.
http://www.radikal.ru http://www.radikal.ru
სალულე შევიწროება ცილინდრი 0,0 მმ; ნახევარჩოკი 0,5 და ჩოკია 1მმ აქვს, იშვიათად სხვა ჩოკები. თანამედროვე მოდელებში, უფრო სწორად მოდიფიკაციებში გაკეთებულია მობილჩოკები ("კოლონიალ არმზის").
http://www.radikal.ru
სახლეტ დამცემ მექანიზმს გააჩნია დამშვები მოქმედება, დაჭიმული ზამბარის გასროლის გარეშე დაშვება. თოფი აღჭურვილია ჩახმახის შეყენების მაშვენებლით. დამცავი სისტემაც საკმაოდ საიმედოა, ის მოთავსებულია სასხლეტის ფარის უკან, ჩემი აზრით ძალიან პრაქტიკული და მოსახერხებელია.
http://www.radikal.ru http://www.radikal.ru
ორიოდე წლის წინ გამოჩნდა ახალი მოდიფიკაცია სპორტი, რომელიც აბსოლუტურური გამოეორებაა იმ განსხვავებით რომ ოდნავ დაახლოებულია სპორტულ თოფებთან. ამ მოდელს სამიზნე მოწყობილო უფრო სწორად სამიზნე თამასა დაუმატეს, კონდახის გეომეტრიამაც შეიცვალე პირველდელი სახე და სპორტულ სტანდარტებს მიუახლოვდა,თოფი ასევე აღჭურვილია ეჟექტორით. ყველაზე დიდი სიახლე ის იყო რომ ლულის ბოლოში პერფორაციები დაიტანეს, უკუცემის და თოფის ვერტიკალურად აგდების შესამცირებლად, ასევე საფანტის დაჯგუფების სითანაბრისთვის, სალულე შევიწროება მობილჩოკებით. ამ ცვლილებების შემდეგ სპორტულმა მოდიფიკაციამ წონაში საგრზნობლად მოიმატა. პირადად მე არ მიმაჩნია სრულყოფილ სპორტულ თოფად, ბოლო ბოლო ერთჯერადი მუხტია, არსებობს ეჭვი რომ მოდელი სპეციალურად ამერიკული ბაზრისთვის შეიქმნა უფრო მეტიც მათი შეკვეთით და ეს უკანასკნელი გამოიყენება მერიკულ ტრაპზე, მოგეხსენებათ ამ დისციპლინაში ერთად ერთი გასროლაა საჭირო. სავარაუდოდ ამ ქვეყანაში დამწყები სპორცმენები ისვრიან ხოლმე иж 18 სპორტიდან.
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru http://www.radikal.ru
უკანასკნელი მოდიფიკაცია იჟ 18-ის ესაა მთლიანად პლასტკის კონდახი და ცევიოთი
http://www.radikal.ru
ბოლო პერიოდში, მას შემდეგ რაც ხრახნიანი იარაღის შესახებ შესწორება შევიდა რუსეთი კანონმდებლობაში, სხვა სანადირო ხრახნილულიან იარაღთან ერთად დაიწყო წარმოება ერთლულიანი შტუცერების , ძალიან პოპულარული გახდა და მალე თავისი მყიდველიც იპოვა კიდევაც. ИЖ-18МН აბსოლუტურად იგივე მექანიზმისა და დიზაინის თოფია იმ განხვავებით რომ კეთდება მხოლოდ ხრან ლულაზე. როგორც "იჟი" აცხადებს თოფი კეთდება თითქმის ნებისმიერი კალიბრის ვაზნაზე 9,3х74R-მდე, თუმცა რეალურად გამოდის 222Rem; 308 WIN ; 7,62х39 და 7,62х 54.
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
დამეთანხმეთ რომ ძალიან ელეგანტურია, მდიდრული და სასიამოვნო შდაბეჭდილებას ტოვებს... თუმცა რას იზამს შეჯგუფება რამდენიმე ათეული გასროლის შემდეგ? ეს საკითხავია, თოფს ხომ ერთმაგი ჩამკეტი აქვს !
(ბოლო სურათზე иж 18 ЕМ, )
თემა მომზადებულია Bonehill-ის მიერ.
საკმაოდ კარგი თოფია, მე მაქვს "სავეტსკი" გამოშვება, მსუბუქი, ბალანსირებული, ჭრაც კაი აქვს და მიტანაც... მე მომწონს, მექანიზმიც მარტივი აქვს და კაი მუშა თოფია
1) ამოიღებ ვაზნას , 2)იარაღს მოხსნი მცველიდან (სასხლეტს უკან აქვს კნოპკა), 3)დასხლეტავ სასხლეტს და ისე აკეცავ ლულას!. (ან ფალშ პატრონი იყიდე ან დაამზადე და იმის დახმარებით დაუშვი ) გაითვალისწინე რომ იჟექტორიანი თოფების აწყობილ მდგომარეობაში შენახვა არაა რეკომენდირებული იჟექტორის ზამბარა ,,იღლება,, ჯდება დროთა განმავლობაში! და ამომგდებ ძალას კარგავს.
რა არის ერთ ლულიანი იარაღების ასე ვთქვათ "მუღამი"?
რა პლიუსი აქვს ?
კონკრეტულად იჟ-18 ზეც მაინტერესებს
სიმსუბუქე, კარგი ბალანსი და ზუსტად სროლის მუღამი, ანუ ნამდვილი მონადირე ერთხელ ისვრის და ზუსტად
ვიტოს ვეხიპიშებოდი რათ გუნდა მეთქი და მე მომწონს ეხლა აუცილებლად ვიყიდი როდესმე.რა ფასები აქვს ეხლა ამ თოფებს,თუნდაც ნახმარს
გოგა
ახლების ფასი დაახლოებით 250-300 ლარია
Forrest Gump
გაიხარე.შემთხვევით საცვლელი ჩოკები ხო არ მოყვება
Forrest Gump
ერთი ლულა გამოირჩევა მეტი რესურსით, ლულის კედლები ბევრად სქელია ვიდრე ორ ლულიან თოფებში, ტყვიის საროლადაც უპირატესობა აქვს ორ ლულიანთან შედარებით. მარტივი მექანიზმი აქვს ესეც პლიუსია. ყოველთვის მსუბუქია ხოლმე.
მაგრამ, ერთადერთი გასროლის შესაძლებლობა თავსი თავზე თვითონ მეტყველებს........
გოგა
ვერ გეტყვი
ისე იქითა კვირას ვაპირებ გავლას მაღაზიებში და ვიკითხავ
gogita.m
Bonehill
მადლობა ინფორმაციისთვის
P.S დამწყებისთვის როგორია ?
Forrest Gump
მე ვიტყოდი ზედგამოჭრილი !
თავის დროზე რომ დამეწყო ერთ ლულიანი თოფით დღეს ალბათ უკეთესი მსროლელი ვიქნებოდი, იდეალურია დამწყებებისთვის, მსუბუქი სროლის მასწავლებელი
Bonehill
უფრო დიდი ალბათობით გავითვალისწინებ შენს რჩევას და შევაჩერებ არჩევანს 18 ზე
27 ზე როგორ თქვი ამ იარაღზეც იგივეს იტყოდი ?
საბჭოური გამოშვებას მივეძალო ? თუ ახლებსაც რაუშავს ?
და კიდევ ერთი შეკითხვა რამდენიმე კვირის წინ მქონდა 18 თან შეხება
ტყვია როცა ჩავდე დარჩა და დარჩა არც მისვრია არაფრისთვის
ამოღება როცა მინდოდა ეგრევე არ გადამახსნევინეს თოფის ჩახმახი ნახევრად გამაწევინეს და სასხლეტს გამომაკვრევინეს ხელი, ამის შემდეგ გავხსენი
და არ შეიძლება ეგრევე რომ გადამეხსნა და ისე ამომეღო ?
იმედია სწორად აგიხსენით
გოგა
ამოიღე ვაზნა, და შემდეგ უნდა გააკეთო ეგ ოპერაცია
Bonehill
ანუ დატენილი თოფი გავხსნა ჩვეულებრივად ამოვირო ვაზნა
დავკეცო და მერე "დავსვა" ჩახმახი ?
დიახ ჩემო ბაონო.
(გასახსნელი ბერკეტის საშუალებით ხდება ეგ ამბავი)
Bonehill
დიდ მადლობა
სამომავლოდ გავითვალისწინებ
თუ რამე შეგვიძლია აქა ვართ
GIZOVICHI
რავიცი დედა არ ყავს მაგ იარაღებსო ამბობენ
იჟ 18-ზე ვისწავლე ნადირობა. კარგი თოფია მაგრამ კაცს რატო უნდა ურჩიო ორ ლულიანს ეგ გირჩევიაო მაინც ვერ ვხვდები. მარტო მწყერი ხომ არ არის სანადირო? არ ჯობია პირდაპირ იმ იარაღს შეეჩვიოს რაც მაგის მერე უნდა იყიდოს?
დამწყებისთვის კარგია, მიზანშიც საკაიფოდ მიაქვს, გოგა რაიონებში შეიძლება 100 ლარამდე დაჯდეს.
გოგა
სად არი ეგ მაღაზია, ზუსტად თუ იცით? მეც მაინტერესებს
ჰო, კიდე რა მინდოდა, მეკითხა: თოფის სიბურჯგლე რას ნიშნავს და როდინდელი ტერმინია?
შადი შამოდი
სიბურჯგლე - ე.წ. ''კუჩნოსტ'' ბატონო შადიმან
ვინ მოიგონა? თემურ ლომინაძემ ხომ არა? სამხედრო ტერმინოლოგიის ლექსიკონში "მიჯრილობად" ითარგმნება, შეიძლება "მიჯრითობა" ჯობდეს. ბურჯგალი, ბურჯგული - ცეცხლის ნაპერწკლებია ან ნაპერწკლების კონაა. ეს "სიბურჯგლე" ჯერჯერობით ვერ მოვარგე ყურს.
შადი შამოდი
GIZOVICHI
როდის გავიდეთ გიო
შაბათ-კვირას დაკეტილია, ხვალისთვის შევეხმიანოთ
თუ დრო გვექნება გავიდეთ
ისე იჟექტორით სჯობს ვიყიდო თუ უიჟექტოროთ ?
თუ ყიდვაა მირჩევნია ახალი ვიყიდო
იყიდე ახალი
შენი შვილიც ისწავლის ნადირობას
Maverick
ჯერ მე უნდა ვისწავლო ოღონდ
არის! ასრულდა ოცნება
Forrest Gump მერე ცჰვენ ბიჭებში დადე სურათები რო მოგილოცოთ
აქვე დადე ერთი სურათიც. გილოცავ
ჭალიმგელა
ჯეკო
აუცილებლად დავდებ
ოღონდ 10 დღეში
კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ნიკას (Bonehill)
რათქმაუნდა ცუდი თოფი არ არის იჟ-18 მე პირადათ ეგ თოფი მაქვს. ერთი დანაკლისი აქვს ის რომ ერთ ლულიანია, მაგრამ ეგ თოფი მუშაა განსაკუთრებით იჟ-18е
მე მაგალითად იჟ-18-ით დავიწყე ნადირობა და მაგ თოფით ვისწავლე სროლა..
ახალი იჯ-18 ლულა კოდის გარეშე რა იღირება დაახლოებით ფასი ?
http://pix.ge/
ij18e
ეს რა არის?
ij18e
კაი სვეჯი თოფი ჩანს
ახალია თუ რესტავრირებულია?
ეგ თოფი არის 1969 წლის გამოშვება 16. კ. ლულის სიგრძე 73. ს. иж-18е
hunter777
ისე 105 მეტრის რა გითხრა მარა მაგეთი თოფით ვენახის თავიდან ვესროლე იგუანას ბოლოში და ადგილზე დატოვა 2 ნომრით , 80 მეტრიან ვენახის პლანზე მაქვს საუბარი მეც გამიკვირდა რომ გაცურდა მიწაზე ეს დინოზავრი, მაგარი ჭრა და მიტანა აქვს მაგ მოდელებს
2 ნომერი და 80 მეტრი სხვაა შეკაცო და 105 მეტრი და 7 ნომერი საფანტი სხვა ვაა!
ისე მაგ თოფს..მაგარი სასტიკი ჩოკი აქვს....იმხელა დახრა აქვს....თითითაც კი იგრძნობა აშკარად.
105 ნაბიჯი იყო სადყაც დაახლოებით 75მეტრო კი იქნებოდა , კონტეინერიანი ვაზნა სულ სულ სხვაა N-4-საფანტით
ნაკლებად იშლება საფანთი ვიდრე ჩვეულებრივ ვაზნას
კი შეიძლება უპრობლემოდ, მთავარია ახალი ლულა იშოვო
სდ სჰეიზლება რომ იყოს?
guriam
ვერ გეტყვის ვერავინ, ხელოსნებთან თუ გაიკითხავ, მაგრამ ლულის ყიდვა და მორგება კი დაგიჯდება ახალი თოფის ფასი.
ბიჭებს სალამი ,ერთი კითხვა მექნება იქნებ ვინმემ მითხრას, ლულას რომ ვწმენდავდი ამისწინებში გაწმენდის დროს შევატყვე რომ ლულის დასაწყისში აქვს ხაზი ანუ იქნება 5 სანტიმეტრის სიგრძის (როგორც დანით გახაზო ისე ეტყობა ცოტა ჩამჯდარიც არის სიღრმეში მაგრამ მილიმეტრის მილიმეტრიც არიქნება) და საშიში ხომარარის სროლისას სურათებს ვერვუღებ სამწუხაროს (კამერის უქონლობის გამო ) წინასწარ დიდი მადლობათ იმედია მომავალში სურათებიც იქნება
ჭურჭლის სახეხი დაახვიე შომპოლს გაუსვი რამდენჯერმე და მოშორდება..
არა საქმე მაგაში არარის ჭუჭყი და ჟანგი არააქვს უბდალოდ როგორც დანის წვერით იყოს გახაზული ისეარის ოგონდ თვალით შემამჩნეველია მემგონია რომ ახალი სახეხი ვიყიდე მთლიანი კომპლექტიდა ახალი რომიყოდა ჩავატარე მაგის მერე გამოჩნდა მანამდე არმქონდა შემჩნეული თავიდან მაგასაც კი დავაბრალე მაგრამ მაინც საიტერესოარის თავიდანვე ჰქონდა თუ რომგავწმინდე მაგის შემდეგ გაუჩნდა (შეიძლება რომჩავატარე სახეხი მაგან გახაზა მაგრამ მერე სახეხი რომვნახედა შევამოწმე არააქვს ისეთი გვერდები რომ მასედა მაგხელაზე გახაზოს
ისე დამწყებისთვის მე მგონი ნორმალური იქნება ხო ეს თოფი? რას იტყვით ბიჭებო?
FISHERMAN
კი დამწყებითვის კარგია... ბოლო-ბოლო ფასიც შესაბამისი აქვს
levani_200
პრობლემა არ არის ეგ ნახაზი, მეც მქონდა მაგაზე უარესი თოფი, მაგრამ საფანტის ბალისტიკაზე მაგაზე უარესიც არ მოქმედებს, ასე რომ შენ მაგაზე ნუ ინერვიულებ, ეგ სახეხი მაგხელა ზიანს თოფს ვერ მიაყენებს, ქრომირებული ლულა ბევრად მდგრადია ვიდრე სახეხის მასალა, ეგ ან დეფექტია რომელიც გაუწმენდაობის გამო არ ჩანდა, ან რაღაც მიზეზით, მექანიკურად გამოწვეული დაზიანებაა
რავიცი მაინც დამაინტერესა უბრალოდ მე ვფიქრობ რომ ეგ გახაზული შეიძლება იყოს გამოწვეული ცუდი საფანტის სროლისას ან უფრო ცუდი ფაქტით ჟაკანის სროლისას ერთი ორჯერ ჩემადზმამ ისროლა სოფელშიდა შეიძლება მაგის გამო არის უბრლაოდ ისმაინტერესებს ლულა არ გასკდეს მაგრამ უკვე საკმაოდ ბევრჯერ მაქვს ნასროლიდა არც ლულას ეტყობა არაფერი (არც ზემოდან ემჩნება ამობურცულობა, ამდღეებში სურათებსაც შემოგთავაზებთ ) არადა მიყვარს ეგოხერი ჩემი პირველი თოფია და ნადირობისასაც კარგად მიმიძღვის ხოლმე ისე დამწყებებს ვურჩევ თურქულ ნაგავს ისევ რუსული ცალპირას ყიდვას
levani_200
ორივე ვარიანტი განიხილება:
I დაბალი ხარისხის, არაერთგვაროვანი სიმკვრივისა და ფორმის საფანტი.
II ასეთივე კუსტარული (იშვიათად ქარხნული) ტყვიის სროლისას.
არავითარი საშიშროება თოფის ექსპლუატაციის დროს არ არსებობს
მე ისეთი ძველი თოფი მაქვს ნანახი, რომ შუაზე ლულას დაახლოვებით 0,3მმ ნახვრეტი ქონდა, მონადირე კი მის ექსპლუატაციას აგრძელებდა. ჩემი გაოცება რომ დაინახა, რამდენჯერმე ისროლა, რომ ეჩვენებინა ამ თოფიდან სროლა პრობლემა არააო. ფრინველებსაც სხვაზე ნაკლებ არ ვკლავო. შემდგომში მე მაგ მონადირეს აღარ შევხვედრივარ და რა ბედი ეწია ჩემთვის ცნობილი არაა. მასეთ თოფით ნადირობას არავის ურჩევ, რაც შეეხება ნაკაწრებს, ნამდვილად არა ნაირ პრობლემას სროლისათვის არ წარმოადგენენ.
levani_200
შეიძლება საფანტია გაგლესილი, კარგად უნდა გახეხვა და მოშორდება.. საშიში არაფერია..
კი გავწმინდე მაგრამ საფანტისგან არარის,რაგაც ჭურჭლის სახეხით გაწმენდაზე იყო ლაპარაკი ცინა გვერდზე და ეგ შიგნიდან ემალს არ აადზროობს იმიტომრომ ჩვეულებრივ სახეხს რომჩავატარებ წმენდისას ხან იწმინდება ხან არა (იმედია არდამცინებთ არვარ ძაან გარკვეული ) სურათები გადავიგედა დავდებ აუცილებლად ისე მგონი ყოჩაღათკი გამოიყურება
ქვაბებს კიარა პადიეზდს (ხო ემალიარის თუ ქრომირება რაცქვია მაგაზე მქონდა საუბარი
ერთ ლულიან თოფს 16 კალიბრიანს ან 12 კალიბრიანს რამდენად ვიყიდი? არ აქვს მნიშვნელობანახმარი თუ უხმარი
nikoloza_migina
მაღაზიაში თუ იყიდი, ახლის ფასი 300 ლარიდან ზემოთაა.. ისე შეიძლება უფრო ნაკლებადაც იშოვო თუ ვინმეს ეჩქარება და ყიდის...
გაუმარჯოს მონადირეებს! ვაპინებს იჟ18-ით სანადიროდ წასვლას და რა ვაზნებს მირჩევთ? N7 მინდა 16 კალ
nikoloza_migina
ჯერ სეოზნი არ გახსნილა და 7 ნომრით სად ან რაზე აპირებ წასვლას ერთი, გაფრთხილება მოგენატრა?
დაანებეთ ბავშვს თავი იქნებ რუსებზე აპირებს ნადირობას (ოღონთ იჟ 18 არ გამოგადგება მაგისთვის)
ტყუილათ ნუ მოკლავ იმ ფრინველს რომელიც არ იჭმევა და არ გამოიყენებ, დანებე ჩხიკვებს თავი ,საცაა სეზონი გაიხსნება და ძაღლით მწყერზე ვინადიროთ
თოფი არ მაქვს და სროლა არ ვიცი, რა მემწყერება
ასეთი მიიღეს "გლოკში" ერთი უნდა ნახოთ რა კოხტაა
http://caravani.ge/post.php?id=139 რას იტყვით? მაგრად მომეწნა დღეს ვიყავი...
კაი თოფია თან თუ ფას გავითვალისწინებთ.....მე 32 კალიბრიანი მაქვს და ტყვიები ვერ მიშოვია,არავინ იცის სად შეიძლება შოვნა?
კაია მარა უკან ჩახმახი უტეხავს
ИЖ18 EM და MP18 EM ერთი და იგივე არ არის?
კი ერთი და იგივეა.
elisa
410 ლარი ღირდა
მაღაზია არის მუშტაიდის პარკის გვერდით, ტრენაჟორების მაღაზიაცაა მანდ
დიდი მადლობა, ვეწვევი ამ მაღაზიას
ასევე გაგარინზეცააქვთ
ესც საკონტაქტო ლინკი
http://www.kulaarms.ge/contact.php
დიდი მადლობა ამომწურავი ინფორმაციისათვის!
გამარჯობათ. ასეთი შეკითხვა მაქვს. იჟ 18-ზე 16 კალიბრიანზე თუ არის შესაძლებელი 12 კ-იანი ლულა დაყენდეს ზუსტად იმავე მოდელის რა თქმა უნდა?
ასეტი რამე პირველად მოვისმინე ლოგიკურად რო დავპიკრდეტ არამგონია როგორ უნდა დადგეს... არა უეჩველი არ დადგება... შესანიშნავი ტოპია იჟ18 მე მკონდა ჩემი 1 ტოპი ყველაზე დიდი ბედნიერება ამ ტოპმა მომანიჭა. ერტადერტი მინუსი აკვს მარტო მარჯვენა კაცისტვისაა გატვალისწინებული მე ცაცია ვარ და დატანჯული ვიყავი სულ მიწეული პნოპკიტ დამკონდა ტოპი...
მარა მიყვარს ეგ ტოპი პირველად მაჩუკეს 14ის ვიყავი რო მიყიდეს ერტი სული მკონდა როდის გატენდებოდა რო მოვპერებოდი სულ სანადიროდ დავდიოდი 8 რკინის პატრონა მკონდა ყველადგე სამჯერ ვტენიდი ძაან მაგარი ტოპია ისევ მაკვს ისევ პორმაშია და საპატიო ადგილიც უკავია 27ის გვერდიტ...
ერთი შეკიტხვა მაქვს ვისაც ჰქონია ამ ახალ იჯ-18 ებთან შეხება ეხლა ვიყიდე 410 ლარად მაგნუმიაო მითხრეს ჯერ არ გამომიტანია ვარგა ეგ თოFები ტუ საბჭოტები ჯობია???
მეც ეგ უთხარი გამყიდველს,მეთქი მალე არ მოირყევა თქო და რავიცი ისე მესაუბრა არაო გამძლეაო და როგორს კარაბინი ისროლო ისეაო ატდაჩაზე რო ვკითხე ეგ მიპასუხა,მოკლედ შემაბა და მაყიდინა თან ვიზუალურად მართლა ლამაზი თოფია და მთავარი კიდე ინტერესი ხო იცი რა მურტალი რამეა ერთი რანაირი მაგნუმია მაგრდ მაინტერესებს. მაგიტომაც ვიკითხე აქ თქვენი აზრი მაინტერესებს
giga1984 ერთმა ახლობელმა იყიდა სანადიროდ ვიყავით ცოტახნით გავუცვალე თოპი ბავშობის გახსენება მინდოდა... რავიცი მე განსხვავებულად დიდი დარტყა ვერ ვიგრძენი... კარგად არ დამიტვარიელებია მარა რაც შევხედე კარგი თოფია რამოდენიმე გასროლა გავაკეტე და მშვენივრადაც გავართვით თავი მეც და თოპმაც... მე პირადად მომწონს შვილი რო მეყოლება 1 ტოპს აუცილებლად მაგას ვუყიდი დარწმუნებული ვარ...
მიტანა კარგი ქონდა????
არა სტანდარტულს ვისროდი მიტანა ჭრა იდეალური აკვს ნამდვილად ნუ როგორც რამოდენიმე გასროლის შემდეგ დავაკვირდი...
არა ნამდვილად არანაირი კავშირი მიტანა დამოკიდებულია კალიბრი ლულის სიგრძე და ვაზნა ასევე ლულის ხარისხი... ეს ორჯელ ორივიტაა 76 უკეტესი რავიცი აბა ჩემი აზრიტ უპრო მოკლე ჯობია რადგან ცალიანიტ მწყერზე უნდა ინადირო დზირიტადატ იხვზე და ბატზე გაგიცჰირდება და მწყერზე 76 გრძელია მე ტუ მკიტხავ...
ააა შენ სავაზნეს იძახი კი ნამდვილად მართალი ხარ მარა რავიცი რაც არ ვიცი არ ვიცი არც ბევრი ვიცი 76ზე და არც არასდროს მისვრია ეგ ვაზნა... თუ 58 16იანი გაკვს გამართული კაცი ყოპილხარ... არავის ყური აგარ დაუგდო უბრალოდ წადი და იყიდე ეს თოპი... ტავს ნაგდად ბედნიერს იგრძნობ... პროსტა რუსიას გამოშვება ცოტა უხარისხოა სსრკ-სთან შედარებიტ ხო და მოუვლი და პრობლემაც არაა... ჩემი აზრიტ ვისაც ნადირობა უყვარს ტოპი სიგიჯემდე უნდა უყვარდეს ხო და ერტი პატრონის გასროლის მერეც უნდა გაწმინდოს თოპი ყველა მონადირემ... იაპია ტან და საჯლაგუნოდ არ გენანება რა... 3 წელიც რო გემახუროს მინიმუმ გულიც არ დაგწყდება
ძალიანაც კარგი მერე დამიტოვე შეტყობინება როგორ ისიამოვნებ იარაგით...
giga1984
ცალ ლულიანი რომ მქონდეს 65-63 სანტიმეტრამდე დავუმოკლებდი ლულას.. მწყერზე სანადიროდაა ძირთადად ეგ თოფი და მაგსიგრძე ლულა არ ჭირდება
giga1984
მოგესალმებით ყველას. მაინტერესებს თბილისში თუა ხრახლულიანი იჟ-18MH ? და მე როგორც ვიცი რუსული საიტზე ვნახე, რომ ამ თოფს გლუვი ლულაც უყენდება. და აქ თუა მასეთი მოდელი. აი ესაც ფორუმის მისამართი. http://talks.guns.ru/forummessage/60/9-36.html
xocha mare
არსებობს საერთოდ იჟ-18 ხრახნიანი?
ეგ რაც სურათზე დევს,მგონია რო გლუვია.
კი არსებობს აი ესაა http://baikalinc.ru/ru/company/34.html
ხოო, "18MH" ამას აღარ დავაკვირდი
გოგა
http://ochopintre.ge/forum/index.php?showtopic=2026&st=0&start=0
გადახედე ბაბუ
Bonehill
მე ეხლა დავაკვირდი, არც ვიცოდი იჟ 18 ს ვინტი თუ ქონდა. ამ თემაში არც შემოვდიოდი. 18 ზე მეთქი რა სიახლე უნდა გავიგო თქო
ვაა რას არ გაიგებ რას არ ნახავ კაცი.
მააშ
თან კაი ხანია აკეთებენ, მარა ძირითადი კალიბრია 223, 7,62*39 ,308
რესურსი და კუჩნოსტი ბოდიში მომიხდია
გამარჯობათ,მეც მაქვს იჟ-18 1967 წელს გამოშვებული მაინტერესებს მაგნიუმის ტყვიების გარდა კარტეჩს და ჟაკანს ხონორმალურად დაურტყავს
Bonehill
მე მაქვს ნასრლოლი იჟ 18MH 7,62X39
ვასწორებდით : ))) ოპტიკა ეყენა 100 მეტრზე გაფანტვა 2 MOA
გაჭირვებაში მშვენიერია 308 არ ვიცი როგორ ისვრის
მე მაქვს იჯ 18-ე ლულა გამისკდა და ტუ სჰეიდზლება გამოცვლა
Davitus
თუ გაიგე რომ იყიდებოდეს შემატყობინე
თბილისის ყველა მაღაზია მაქვს მოვლილი და ვერსად ვერ ვნახე რომ იჟ 18 ის ეგ მოდელი ჰქონოდათ ისე ვიდეოებიც არის აი საიტიც თუ დაგაინტერესებთ
http://www.youtube.com/watch?v=Pk_DjP3ZGg8
სამწუხაროთ სულ მინდოდა თოფი მქონოდა შტუცერი მაგრამ ჯერჯერობით არმაქვს მაგისი ყიდვის თავი და მაგიტომ დავიწყე ამაზე ფიქრი მაგრამ სამწუხაროდ ესეც არ არის საქართველოში,ასერომ თურქეთიდან თუვინმეს შეუძლია ჩამოტანა შეუძლიათ იყიდონ თან ძალიან ბევრ მაღაზიაში შემხვედრია ეს მოდელი ყველაზე ახლოს გეტყვით (სამსუნში არის ერთერთი მაღაზია სადაც ნანახი მაქვს )
გამარჯობათ ძალიან მინდა თქვენი დახმარება მირჩიეთ ღირს თუ არა ჩერჩილის გადაცვლა იჟ 18 ? იჟ 2008 წლის არი
mrxrusha
მე პირადად არ გადავცვლიდი...
ორ ლულიანსჰი არავინ მიცვლის და ამით მწყრის გარდა ვერაფერზე ვნადირობ ... რასში შეიძლება გაცვლა შენ რას მირჩევ
mrxrusha
გაცვლით თუ არ გიცვლის უნდა გაყიდო, დაამატო ცოტა და რამე 2 ლულიანი იყიდო.
გაყიდვით ნახმარ ჩერჩილს რამდენად გავყიდი ? მაგის ფასები არ ვიცი
გამარჯობა!
ხალხნო, თქვენი დახმარება გვჭირდება!
გვაქვს საქმე, სადაც პიროვნებას ბრალად ედება 60 მ-დან მწყერის საფანტით (#11) ადამიანის მოკვლა!!!!!!!!! ალბათ ყველა მონადირე მიხვდება, რომ ასეთი რამ უბრალოდ შეუძლებელია. მაგრამ სასამართლოზე ამის დასამტკიცებლად აუცილებელია ადამიანი, რომელსაც შესაბამისი თეორიული ცოდნა ექნება! მხოლოდ პრაქტიკას სასამართლო ალბათ არ მიიჩნევს სარწმუნოდ და აუცილებელი იქნება დასაბუთება ფორმულებისა და ცხრილების გამოყენებით!!!! ყველგან ვეძებეთ, მაგრამ ასეთ პიროვნებას ვერ მივაგენით. იქნებ თქვენ იცნობდეთ ვინმე ასეთს და გვირჩიოთ!
ასევე, იქნებ ვინმემ იცოდეთ ქართულ ენაზე ლიტერატურა, სადაც ჭურვის (საფანტის) ძალის, სიჩქარისა და ტრაექტორიის დაანგარიშების ფორმულები იქნება.
შემეხმიანეთ - advokati2011@yandex.ru
წინასწარ გიხდით მადლობას!
mrxrusha
38იანი ლულითაა? თუ 51? თუ 38იანიტ არის მაშინ საკმაოდ იაფი ღირს ქარავანს ქონდა ერთი ორი თვის წინ ბანკის დაცვის ნახმარი სამი ცალი და 250 ლარებად ყიდდა. ფაქტიურად ახლები იყო უბრალოდ გარედან იყო გაქექილი ხელში ყოფნისგან.
advokati2011
თეორიულად.... ფიზიკოსს თუ მიიყვანთ, ვინ უნდა დაამტკიცოს თეორიულად
ბალისტიკური ექსპერტიზა მიიყვანეთ, ან ვინმე დადექით 60 მეტრში და მეორეს ასროლინეთ 11 ნომერი... ეს ხუმრობით და
ბალისტიკაში არსებობს, ბალისტიკური გელი, მასზე სროლით იგბენ, რა ძალა აქვს გამოტყორცნილ ჭურვს, ჩაატარონ მსგავსი ექსპერტიზა და მიხვდებიან.
მე პირდაპირ მომხვედრია 70 მეტრიდან 11 ნომერი საფანტი, 1.0 შევიწროვების ჩოკიდან, მართალია თხელ მაისურზე მომხვდა, ზურგში, მაგრამ მაინც საკმაოდ მტკივნეული იყო
თუმცა არამც თუ დამაზიანა, მაისურშიც კივერ გაიარა
ძალიან წვრილია #11, 9 ნომერი რომ იყოს კიდე შესაძლებელია 60 მეტრში დაზიანება, სივდილის რა მოგახსენოთ, იმასაც გაააჩნია რა შევიწროების ლულიდან ისვრი
კიმარა მაგ საკითხზე... უამრავი ლიტერატურა არსებიბს... სადაც ცდების შედეგებიც უამრავია დაფიქსირებული... სიჩქარეებიც გაზომილია და ყველაფერიც. არ შეიძლება მაგისი მოკრება და წარდგენა??... ან თუ ვერა და არ შეიძლება... სასამართლოსთვის სანდო ადამიანების თანდასწრებით რომ ჩაატაროთ ექსპერიმენტი ეგრე არ გამოვა??... თუ ცნობილია რა თოფით იქნა ნასროლი... ანალოგიურის მოძიება არ იქნაბა ალბათ რთული.
cin300
38 იანი აქ ლულა ესეც ესეა სულ უხმარია .... ანუ 250 გავყიდო თქვენ მირჩევთ ხო ? მაგრამ მყ მარკეტზე ვნახე 550 დაბლა არ უწერიათ :(
mrxrusha
არ წამიკითხია რაზე საუბრობთ მაგრამ ბოლო რამდენიმე სიტყვა რო ვნახე გამეცინა
ხო მაგრამ 500ლარი მაღაზიაში ღირს სულ ახალი და 550 ლარი ნახმარი მაგარი ფასია
ისე 550ლარად მაიმარკეტზე 2 ლულით იყიდებოდა ჩერჩილი ერთი 71 მეორე 38 თითქმის ახალი და შენით განსაზღვრე რა გიღირს... შეიძLება 250ლარზე მეტად გაყიდო მაგრამ ბევრით ვერაა...
38იანი ლულა როგორია ხვდება რამეს? ძაან ახლოს არ შლის? მწყერზე რამდენ მეტრშია ეფექტური?
ისე იჟ18 მაგასთან შედარებით სანადირო იარაღია...
არ გეგონოს იარაღს "გიბანძებდე" უბრალოდ ეგ ტოფი ტაქტიკური უფროა ვიდრე სანადირო...
gsx
გუშინ გავყიდე მაიმარკეტიდან მაგრამ არა 250 ლარად : )) ისე შენი ინფორმაცია გამომადგა დიდი მადლობა .... სანადირო თოფი რო მინდოდა მაგიტომაც ვყიდდი : )))
კაია რა ჯობია მაგას თუ საიდუმლო არაა რამდენად?
იყიდე იჟ18?
მოგესალმებით ყველას, იჟ-18 ყიდვა მინდა20 კალიბრის მწყერზე სანადიროთ ტუ ვიშოვი ან სად ვიყიდი იქნებ მითხრათ რომელ მაგაზიას ექნება.წინასწარ მადლობტ
20კალიბრიანი ვერსად ვერ ვნახე მეც ვეძებდი.
იჯ 18-ე ლულას რა ფასად ვიყიდი
იჯ 18-ე ლულას რა ფასად ვიყიდი 12 კალიბრას და ვინმეს ხო არაგაქვთ
მე მაქვს ძველებური, ჩახმახიანი პაპის დანატოვარი თოფი იჟ 5 კალიბრი16, იცის ვინმემ ამ თოფის შესახებ?
იჯ 18-ე ლულას რა ფასად ვიყიდი 12 კალიბრას და ვინმეს ხო არაგაქვთ
გამომეხმაურეთ რა ვინმეს თუ გაკვთ
guriam
არა მგონია ვინმეს ცალკე ქონდეს მაგისი ლულა
იჯ 18-ე ლულას რა ფასად ვიყიდი 12 კალიბრას და ვინმეს ხო არაგაქვთ
guriam
მესამედ წერ უკვე ერთი და იგივეს. ვინმეს რომ ქონოდა გამოგეხმაურებოდა უკვე
რამდენჯერაც მინდა იმდენჯერ დავწერ ვერავინ ვერ დამისჰლის
guriam
ეგ ხომ შენი ნებაა რამდენჯერ დაწერ განცხადებას
guriam
კარგია ოღონდ ეგეტები არ არის საჭირო მაგალიტად
მესამედ წერ უკვე ერთი და იგივეს. ვინმეს რომ ქონოდა გამოგეხმაურებოდა უკვე
კარგი დავანებოტ ამაზე ბაასს ტავი
guriam
ნუ გეწყინება.
იმიტომ რომ მოდერებს ისედაც ბევრი აქვთ წასაშლელი ოფი და ჩვენ კიდე ზედმეტს რო ვუმატებთ მერე გვიკვირს რატო სწყინთო
შენი სამჯერ დაწერილი კი გადის კატეგორია "ოფ"-ში.
ნუღა ვიკამათებთ ამაზე,მემგონი მიმიხვდი
guriam
მეგობარო თუ დახმარებას ითხოვ აქ მყოფთაგანისგან მე მგონი უხეშობა არ არის ის ფორმა რომლითაც უნდა მიმართო ადამიანს. ძალიან გთხოვ გადაავლე ფორუმის მარტივად გასაგებ წესებს თვალი.
ეგრე თუ იუხეშებ მე მგონი არავის გაუჩნდება შენი დახმარების სურვილი. (მეგობრული რჩევაა)
მე დავდგები 60 მეტროში, 12 კალიბრი. 71 სმ ლულა. 11 ნომერი საფანტი "არამაგნუმი". მესროლეთ ატა ნეო-ს სანაცვლოდ მშვენიერი შემოთავაზებაა
ისე ექსპერტიზა არსებობს.
მაქსიმუსა
გამარჯობათ,როგორ გავიგო ლულის შევიწროება რომელიაქ იჟ-თვრამეტს?
იჟ-18ЕМ იჟექტორიანია
მადლობა
თუ შეიძლება გამარკვიეთ. иж 18 MN აქ იშოვება სადმე? ან როგორი თოფია და გირს ტუ არა რომ მოყვარულმა შეიძინოს და ხომ არ იქნება მასსი მიცემული ფული ტყუილა უბრალოდ გადაყრილი?
xocha mare
ამ თემაში საკმაოდ კარგათ არის აღწერილი და თუ გადახედავ პირველ პოსტებს მიხვდები გინდა თუ არა.
ისე კი ძირითადად მაღაზიებში არის ხოლმე
შეგიძლია მაიმარკეტზეც ნახო
გაიხარე მადლობა
მთაწმინდაზე რომელ ქუჩაზეა ჩამოფასებული თოფები?
სექტებერში ვიყავი ჩამოსული თბილიში და ბევრი ვეძებე მაგ მაგაზია ვერ ვნახე,დაგვიდეთ მისამართი რომელ ქუჩაზე მდებარეობს.
elisa
არაფერი სახეირო მაგ მაღაზიაში არ დევს, დარწმუნებით შემიძლია გითხრა, იარაღი კიარა, რაცია რომ რაციაა, იმასაც კი მილიონ ლარად ყიდდნენ, მიუხედავად იმისა რომ სათამაშო რაციას უტოლდებოდა, ფუნქციებით
რამდენჯერმე ვარ ნამყოფი და ან ნამუსახდილი საქონელი უდევთ, ან რაც დევს ცეცხლის ფასი ადევს
პაოლო იაშვილის ქუჩაა,ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოა და მანდვე პადვალშია გახსნილი
2 დღის წინ შევიარე და ტოზ-8-ები და ცალ ლულიანები აქვთ...მდგომარეობა სავალალო.ერთი საიგაც უდევთ უკვე 1 წელია,2100ლარად
ჩემი 1-რველი თოფი იყო იჟ18 12კ. მაგრა ვაფასებდი და მიყვარდა ეგ თოფი უფფ რამდენი სისხლი მაქ მაგ თოფით დაღვრილი???!!!! ირაოები იმხელა მანძილზე მაქ მოკლული ტიპები არც კი ესროდნენ 1-რველი იხვიც მაგით მოვკალი მამა თოფია დამწყებთათვის. სროლასაც გასწავლის ეგ თოფი სხვა რომ არაფერი
1-სიტყვით კაი რამეა ცალპირა
ჩემი პირველი თოფია იჟ 18 ე სავეცკი 16 კალიბრი ნახევარჩოკი. კარგა გვარიანადაა მორყეული და რაკოინებიც ბლომად აქვს მარა მაინც შემაყვარა თავი, იმიტომ რომ ჩემი პირველი თოფი იყო.
ქვემოთ რომ ლულის გადასახსნელი რეჩაგი აქვს, ეგ მომწონს მაგაში ყველაზე მეტად, როგორც ჩახმახიანი თოფს ისე ვხმარობდი, სიარულისას დაშვებული მქონდა, ხოლო როცა ბოლოშავი შემოჯდებოდა, დავიჭერდი ლულას რომ არ გადახსნილიყო და გამოვწევდი რეჩაგს, თოფიც შეყენებული იყო. ასე ბევრად უსაფრთხო იყო მისი ხმარება, რათქმაუნდა ახლა მაგის საჭიროება აღარ მაქვს.
camaro
იაშვილზე მეც ვიყავი პარასკევს და ვნახე მაგრამ არცერთი არ ვარგა თითქმის ნუ მცილეკალიბრიანებზე არაფერს ვამბობ და საიგაზე იხმარებ კაცი მაგრამ 350 ლარათ უკეთესს ისედაც იყიდი და ცალიანებს რაც შეეხება ისეთ მდგომარეობაში იყო თითქმის ყველა ერთის გარდა რომელიც მომეწონა და იყო ჩახმახიანი მაგრამ იგივე ფასად მაინც იყიდი ცალიანს და თან უკეთესს ჩავამატებ რომ მაიმარკეტს არჩავთვლი
მანდ მეორედ როგორ მივალ, ერთხელ ვიყავი და ან მაშინ რამინდოდა ტყუილად ავიარე იმხელა აღმართი ფეხით
ჩიფსანი და ისიც მინგრეულ-მონგრეული 1000 ლარი ღირდა.
მადლობთ,ცალლულინი თოფის ყიდვა მინდოდა,მაგრამ სახეიროს თუ ვერაფერს ვნახავ მაშინ მირჩევნია ახალი ვიყიდო.
სწორი გადაწყვეტილებაა, თუ დროებით სახმარად გინდა თურქულებიც გამოდგება, იჟ 18 კი კარგია მაგრამ ძაან ძვირები ღირს
მაინც რა ფასებია მაიტერესებს.ცალ ლულიანზე ლაპარაკი.
ზოგადი ფასების რა გითხრათ მაგრამ... არის გასაყიდი იჟ 18... 2 თვის ვაყიდინე მამიდშვილს ვცადე მოწამვლა ერთხელ წავიყვანე სანადიროდ 4 ცალი გაისროლა და გამომექცა მანქანაში ვერ მოიწამლა და ახლა ყიდის თოფს.... თუ გაინტერესებთ პმ-ში მომწერეთ...
დეტალებს აქ აღარ დავწერ რადგან არაა გაყიდვების თემა...
400 ლარად 2 ლულიანსაც იყიდის კაცი, რაღა იჟ 18 იყიდოს 400 ნამეტანი ბევრია. ისე ჩემს მეგობარს აქვს იჟ 18 მოკლე ლულით, მაგრამ მაინც ძალიან მაგარი მიტანა აქვს. 40-45 მეტრზე ვსროდი ქედანს და 4 ნომერს რომ ვსროდი ვაფუჭებდი, იძულებული გავხდი 9 ნომრები გამომეყენებინა ასე რომ იჭ 18-ს ძალიან მაგარი მიტანა აქვს
მადლობთ ბიჭებო,400 ლარად ორპირიანს თუ ვიკიდი რა თქმა უნდა უკვეთესია.
სალამი.. იჟ18ის ცევიოს ხო არავინ არ მომყიდის? ან არ იცით სადმე რომ იყიდებოდეს თოფის ნაწილები?
baneta
დიღომში ცხოველების ბაზრობაზე აქვთ თოფი ნაწილები გასაყიდათ
გამარჯობა ვინმეს თუ ქონია შეხება ან თუ გაგიგიათ, იჟ 18 ე მაქვს , ვარ ცაცია და ყოველთვის დიდი დრო მიაქვს მცველის მოხსნას . თუ იცით შეიძლება თუ არა მცველის მხარის შეცვლა როგორც მც-ზე
Gcckoka
შესაძლებელია თეორიულად, მაგრამ გართულდება აქ მაგის გადაკეთება, ჯობია ისევ ორ ლულიანი და მარტივად სახმარი მცველით
Bone
ეგ კი მაგრამ ერთ ლულიანით მაგარი მუღამი აქვს შეიძლება ვინმე არ დამეთანხმოს მაგრამ რავი ვისთვის როგორ ჩემი პირველი თოფი იყო და მთელი ბავშვობა ნერვებს მიშლიდა რომ ვერ ვასწრებდი მოხსნას
გაუმარჯოს ერთი კითხვა მაქ იჯ-18-ტს თურქებიც უშვებენ ანუ ეხა როა მაღაზიაში ის თურქულებია?
saxo
არა ეგ ჰატსან ოპტიმაა იჯ 18 ყველა რუსულია
ხო ჰატსანი რო თურქულია ვიცი
ეს იჟ 18 ნახეთ რა სიმპატიურია
иж 18ем м спортинг пластик ქვია მემგონი
ხო მაგრამ 420 ლარი როგორი გადასახდელია მაგ ფასად კაცი ნახმარს იშოვის 2 ლულიანს თუნდაც იჯ 43 ს
იჭ 43ის ქონას ეს გქონდეს ჯობია
baroni
ტოზ ბ ჩემთან სოფელში 200 ლარადაც გაყიდულა ეგ თოფი, ბოლო ბოლო ორ ლულიანია
ყველაზე მაგარ ცალ ლულიან ყველაზე ცუდი ორ ლულანი მირჩევნია, პირველი თოფი ცალიანი მქონდა და ვიცი პირველ სროლას რომ იჩქარებ და მწყერი კიდე სასროლ მანძილშია ზამასკაში რჩები
ამ ფასში 420 ლარად იჯ 18 ყოვლად გაუმართლებელი შენაძენი მგონია
ეგგ უჩუქნია, ეგ გაყიდვა არარის მე ამ იჭ18ის ერტი სროლა მირჩევნია იჭ 43ი 2 სროლას
მე მქონდა იჟ 43. კოშმარებში ვხედავდი ხოლმე. სახსლეტს ეწევი და ძვრას ვერ უშვრები, ჩასვარკავებულივითაა. ჩემი სინამდვილეშიც მასეთი იყო. მიახლოებით რა თქმა უნდა
http://postimage.org/
http://postimage.org/
http://postimage.org/
http://postimage.org/app.php
იჯ18 MH სულ გაგიჟდნენ ესენი ხო?
http://forum.guns.ru/forummessage/60/1035739.html
აი მესმის იჟ 18
иж17 ანიჭებთ უპირატესობას თუ иж18 ს
ყიდვას ვაპირებ და რომელიჯობია მაინტერესებს
71სმ ლულით თუ 76სმ
ლულით
. იჟ18 ან მრ18 - იჟ 19ცალლულიანი რუსული თფის ყიდვა მინდა (იაფად)
glax
მრ 18 კონკრეტულად არ ვიცი მაგრამ ზოგადათ ახალ რუსულ თოფებს დაფერვა არ უვარგათ (ვარანენიე) ადვილად იჟანგება.
რომელიმე თურქი ცალლულიანი აიღე, თუ ძველ რუსულ იჟ 18 ვერ იშოვი, ახალ რუსულს თურქი აჯობებს.
. იჟ18 ან მრ18 - იჟ 19ცალლულიანი რუსული თფის ყიდვა მინდა (იაფად)
გამარჯობათ მეგობრებო.. ახლახანს შევიძინე მრ-18ემ-მ პლასტიკის კონდახზე ლულის სიგრძე 71სმ შევიწროება პოლუჩოკი 0.5.
სახლში მოვედი თუ არა ამოვიღე ყუთიდან და კარგად დავუწყე დაკვირვება და წმენდა. ლულას რო გავხედე ჩოკამდე დაახლოებით 11 სანტიმეტრზე ცოტა ფართო მომეჩვენა მერე ხელითაც შევამოწმე და გარედან აშკარად იგრძნობა მკვეთრი გაფართოება მაინტერესებს შეიძლება რო გამერილი იყოს ლულა? ანუ ქარხნული ბრაკი იყოს? თან ისიც მაეჭვებს რო ამერიკაში გასაგზავნი პარტიიდანაა კალაპოტზე ინგლისურად აქ წარწერები და ღვედის ანტაბკებიც არაქვს.
რუსულისგან ბრაკი არ უნდა გაგიკვირდეს, თუმცა არის ეგეთი ჩოკებიც. ჯერ ფართოვდება და მერე ვიწროვდება
ეს ზეპირად ძნელია მაგის გაგება, აუცილებლად უნდა აჩვენოთ ისეთ ადამიანს ვინც კარგად ერკვევა.
უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)