რა აზრის ხართ ამ თოფზე?
http://www.caravani.ge/en/shotguns/item/337
მშვენიერი თოფია...
მადე ინ ესპანია
გიო ისე მაგ ფასსში ესეც მოგდის
http://www.caravani.ge/en/shotguns/item/266
ესეც მაგარი ვარიანტია
https://postimg.cc/image/goa21sntn/https://postimage.org/app.php
ხოო.. კარგი რამე ჩანს
გადავხედავ ინფოს
ნუკრიMax
ბენელი ხო იტალიელია? თუ კონკრეტული ეს მოდელია ესპაელი?
MORGAN
იტალიური ბრენდია, მაგრამ მოდელებს ზოგს იტალიაში ამზადებს, ზოგს აშუშუში და ზოგს ესპანეთში, არამგონია ცუდი იყოს . თუმცა ვისაც აქვს იქნებ დაწეროს როგორია
გამარჯობა მონადირეებს!
აქაც ვიკითხავ
ვინმეს თუ აქვს გამოცდილება როგორი იარაღია? რითი სჯობს თურქულ ნახევრად ავტომატურს, თემის ავტორმა შეიძინა თუ არა?
ანალოგიც მაინტერესებს ანუ რას შევადარო? გაზის მექანიზმით არ მხიბლავს
Chefo
პირველი იმით სჯობს რომ ბენელია...
ბენელი ყველა ინერციულია, ნახევრადავტომატები.
ამასთან ერთად სისტემის მუშაობა, მიტანა, გაშლა და ასე შემდეგ თურქულებზე ბევრად უკეთესი აქვს.
თუმცა კონკრეტულად ამ მოდელზე ნაკლები ინფორმაცია მაქვს, თუ შეიძინა თემის ავტორმა, კარგი იქნება თუ ამომწურავ ინფორმაციას მოგვაწვდის, თავის ტესტირებებით.
სავარაუდოდ ახალი წლის მერე შევიძენ. რაღაც ვარიანტს ველოდები და....
ქარავანმა 300 ლარით გააძვირა ეგ თოფები
დღეს ვიყავი ქარავანში, გაუძვირებიათ მოდელი მართალია და ამიტომ გადავწყვიტე benelli - raffaello pasion - 3700 ლარად, პირველივე მხარზე მორგების მომენტში გრძნობ, რომ შენთვისაა იარაღი
ბოდიში ბენელის კითხვისთვის "რით სჯობს თურქულს"...
Chefo
ნახე თურქულიც და ნახე ბენელიც, მაღაზიაშივე შეადარე, მიხვდები ეგრევე განსხვავებას.
იქნებ ვინმემ იცოდეს არის რაიმე განსხვავება benelli bellmonte ii-სა beretta bellmonte ii-ს შორის? როგორც ვესტრნში მითხრეს არანაირი განსხავებაა არაა. ბენელი 3200 ლარი ბერატა 2750.
ინტერნეტში ვეძებე და ვერ ვიპოვნე შედარება, იქნებ დამეხმაროთ.
Chefo
ბერეტას ქარხანა ბენელის მფლობელობაში გადავიდა, ასე რომ განსხვავება მხოლოდ სახელშია....
ნუკრიMax
არამგონია მარტო ეგ იყოს.
ჯოლა
ბერეტას მგონი ლულის ქრომირება არ აქვს?!
ბენელი ბელმონტე 1 სინთეტიკა ვიყიდე, სამშაბათს გავიფორმებ. 2000 ლარად, ფაქტიურად ახალი. როგორიც მინდოდა ისეთია. (გული რომ არ დამწყდება ნაკაწრებზე).
ჩემი პირველი არარუსული თოფი იქნება. თეფშებზე გამოვცდი მაისში და იმედია ვიდეოსაც გადავიღებ...
ჩოკი მხოლოდ ერთი აქვს და იქნებ მომცეთ რეკომენდაცია სად შევიძინო დამატებითი ჩოკები.
მადლობა
Chefo
გილოცავ პირველ რიგში!..
ქარავანი და კალიბრი ყიდის მაგ იარაღს, მიაკითხე უფრო ეცოდინებათ..
Chefo
გილოცავ!
მიზნისთვის არ აგეცდინოს
მადლობა მოლოცვისთვის.
როგორც გადავიკითხე სჯობს ინერციული 28-იან ვაზნაზე ვამუშაო ხომ?
ამ კონკრეტულ მოდელზე ძალიან ცოტა ინფოა ინტრერნეტში, განსაკუთერბით აქტუალური უნდა იყოს მისი ჩოკები, იმიტომ რომ მხოლოდ ერთი ჩოკით იყიდება.
სტანდარტული ჩოკი 50 მილიმეტრიანია, ვნახე 70 მილიმეტრიანი crio ჩოკი, შესაბამისად 2 სანტიმეტრით ამოწეულია ლულიდან. დანარჩენი გადასვლა (ლულიდან ჩოკზე), "რეზბა" ყველაფერი იგივეა. რას გამოიწვევს ეს?
მოკლედ რა განსხვავებაა ამ ჩოკებს შორის და შეიძლება თუ არა გამოყენება? იგივე ეფექტი აქვს თუ არა?
იხილეთ სურათები:
Chefo
სავარაუდოდ 70მმ-იან ჩოკს მეტი შევიწროვება ექნება, მთავარია ჟაკანი და კარტეჩი არ ისროლო, დანარჩენზე წესით ჩვეულებრივ უნდა იმუშაოს
Benelli - Bellmonte II Wood http://caliber.ge/index.php?name=PagesD&op=page&pid=1327 2350ლ.
Beretta A300 Outlander http://caliber.ge/index.php?name=PagesD&op=page&pid=1353 2850 ლ.
ძალიან გთხოვთ კარგად რომ ამიხნსათ ამ ორში სხვაობა გარდა წონის, ვაზნების და ლულის სიგრძისა რეალურად როგორც მწარმოებელი და როგორც იარაღი რომელიც საქართველოში უნდა ვიყიდო და 3000 ლარამდე უნდა დამიჯდეს ღირს რეალურად თუ რამე სხვაზე ვიფიქრო..
Gogi88
ვინაიდან ცოტა ხნის წინ მეც იგივე არჩევანის წინაშე ვიდექი გაგიზიარებ ჩემს "კვლევას".
ბერეტა A300 გაზგადამტენი სისტემის იარაღია ხოლო ბენელი იყენებს ინერციულს.
რომელი ჯობია ეს დავის საგანია, მაგრამ მე ინერციული ავირჩიე რადგან უფრო საიმედო მომეჩვენა, ექსპლუატაციაში ადვილი (შედარებით ცოტა ნაწილისგან შედგება მექნიზმი).
ინერციული სისტემის პრობლემა შეიძლება იყოს დაბალი გრამაჟის ვაზნების ვერ გადატანა ლულაში (გაჭედვა), 28-ებზე არ ჰქონია პრობლემა, 24 - საშუალოდ 50 მდე ვისროლე თეფშზე და ჰქონდა ერთი თუ ორი ჩავარდნა.
ბერეტა ამბობს, რომ მის გაზ გადამტენ სისტემას არ სჭირდება დიდი მოვლა. მის უპირატესობაა საგრძნობი სისწრაფე და შედარებით დაბალი უკუცემა (ბოლოს ვინც ამიხსნის რატომ მეც დამავალებთ).
მე ბენელი ავირჩიე, ვერ შევადარებ, არ მქონია ბერეტა.
რაც შეეხება ხარისხს მაგაზე არ ინერვიულო ორივე ერთიდაიგივე ქარხნის BBI-ს პროდუქტია და ორივე ხარისხიანი.
მექნიზმების შედარებისთვის კი ამ ვიდეოებს შეხედე:
გამოცდილნო მაპატიეთ თუ რამე შემეშალა
ხომ ჩოკებს მიაქციე ყურადღება, გამაწვალა ბელმონტეზე ჩოკების შოვნამ. მაგრამ მე ბელმონტე I ვიყიდე, მეორეს მგონი მოყვება???
წარმატებები
Chefo
მადლობა იმედია სხვებიც დაწერენ სხვა ინფორმაციებს
პირველად ვყიდულობ .. ჩემი ძველი ცალ ლულიანი ჩაბარდა პაპას )))
და ამიტომ ბარემ ვიყიდი ისეთს რომლის გაყიდვაც არ მომინდება მეორე სეზონისთვის. არც ვჩქარობ და მივალ ბოლო ბოლო რამე კარგ არჩევანზეც
არმსანის და ზოგადად თურქულ თოფებსაც რომ აქებენ ეგეც მომწონს ბოლო ბოლო 1000 ლარით იაფი გამოდის
Gogi88
ეხლა ქარავანში აქვთ ბენელი ბელმონტე 1 და ფასი აწერია 1950 ლარი. ხეზე რომელიცაა. ვინმეს გააქვთ უკვე ნაყიდი და როგორი კმაყოფილები ხართ ? განსაკუთრებით ბალანსი და მექანიზმის მუშაობა მაინტერესებს. ესეიგი ინერციულზე 28 გრამიანის ქვევით არ უნდა ჩამოხვიდე და შესაბამისად 30, 32, 34 და 36 გრამიანებზე არანაირი პრობლემა არ უნდა ჰქონდეს ხო? ჩოკი რა მოყვება მაგას ? და კიდევ მაგნუმია ლულა თუ არა ? წინასწარ მადლობა პასუხებისთვის
24 გრამიანებზე მუშაობს ჩემი ინერციული სტოგერი, კონდახს მხარზე თუ მიიდებ უპრობლემოდ.
ანუ ამ თოფზე თითქმის არანაირი ინფორმაცია არაა . ბენელი ბელმონტე 1 - სს ვგულისხმობ. არც იუთუბზეა ბევრი. ერთი ისაა ცნობილი რო ესპანეთში იწყობა და ჩოკი მოყვება ერთი. მე სანადიროდ მინდა და თუ 28 და ზევით ამუსავებს სულ არ მაინტერესებს 24-იანები. ის კი არა 28-იანიც მხოლოდ მწყერზე. დალშე 32 და ზევით . ვერ გავრკვიე მაგნუმია თუ არა. რაც ყველაზე საინტერესოა 1950 ლარი ღირს და ამ დროს თურქული ფენომა W სერია 2000 ლარს ცდება. მოკლედ ფასი ძალიან მიმზიდველია იმის ფონზე რო სხვა იტალიურებს და ფაბარმ-ბრაუნინგებს უკვე 3000 ლარზე ნაკლებად ვეღარ იყიდი. წესით ყველა თურქულს უნდა ჯობდეს მაინც იტალიური ხარისხის სტანდარტიდან გამომდინარე.
უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)