თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ გლუვლულიანი _ არმსან 612

პოსტის ავტორი: smekosmeko Aug 5 2014, 15:35

აღმოვაჩინე რომ ფორუმზე ამ მოდელის მიმოხილვა არ დევს : ) არმსან 612-ი აირგადამტენი თურქული ნახევრად ავტომატური იარაღი. მას აქვს რამოდენიმე მოდიფიკაცია, არის ძალია პოპულარული იარაღი. რუსულ ფორუმებზე ყველა აქებს, ამერიკაშიც კარგად იცნობენ. ერთგან ვკითხულობ იტალიელი მონადირის სიტყვებს. "მე მაქვს ბენელი ვინჩი და ახლახანს შევიძინე ა612 სპორინგი. გაოგნებული ვარ ისეთი კარგი და დამუშავებული ნაკეთობაა" newsmile05.gif მას ჩაუტარეს უმარავი ტესტი რომელიც დევს youTube-ზე. არანერი გაჭედვა 28 გრამიანებზე. ბევრი ქართველი მონადირე ხმამაღლა ამბობს რომ 24 გრამიანებზეც არასოდეს გაუჭედავს. ფასი მერყეობს 950-1400 ლარის ფარგლებში, დიზაინისა და კონდახის მასალის მიხედვით.















ამ ფორუმზეც არის არმსან 612-ის მფლობელები და გავუზუაროთ ერთმანეთს შედეგები, უარყოფითი და დადებითი მხარეები. არსებობს ბევრი დავა სადაც ამბობენ რომ ფენომა 612-ს ვერ ჯობნის.. საინტერესოა მათი სრულყოფილი ტესტირება : )

პოსტის ავტორი: smekosmeko Aug 5 2014, 15:40


პოსტის ავტორი: smekosmeko Aug 5 2014, 15:50


პოსტის ავტორი: PREDATOR Aug 5 2014, 20:11

ჩემ მამიდაშვილს აქვს არმსან 612. ძალიან კმაყოფილია newsmile05.gif

პოსტის ავტორი: smekosmeko Aug 5 2014, 20:38

ფენომა რომ სემოვიდაო აუუუ ბიჟო არმსანის გაცილებით მაგარი მოდელი გამოვიდაო ესე ვიძახდითო... მაგრამ როგორც აღმოჩნდა უკეთესი მხოლოდ ფასით არისო ფენომა, არაფრით არ ჩამოუვარდება 612-ი newsmile05.gif ესეთი რამ მითხრა ფენომას მფლობელმა რომელმაც 612-ი გაყიდა რათა ფენომა ეყიდა : D

პოსტის ავტორი: Rey - Aug 6 2014, 09:32

მე მაქვს არმსან 612 ..

მართლა მაგარი კმაყოფილი ვარ.ტესტზე,24 გრამიანები ისე დაამუშავა ერთი არ გაუჭედავს..დანარჩენზე საუბარიც ზედმეტია..მიტანა და ჭრა უმაგრესი.
როგორც ვიცი ამ თოფითაა კლუბთაშორისი შეჯიბრი მოგებული და ოჩოს "სროლებიც". newsmile027.gif newsmile027.gif
მოკლედ მე ჩემი მწირი გამოცდილებით,რეკომენდაციას ვუწევ ამ თოფს..

პოსტის ავტორი: smekosmeko Aug 6 2014, 15:16





ერთი მინუსი რაცას წერენ არის შემდეგი: ხის კონდახით, ტიბჟირი აქვსო თხელი და მაღალი დოზის ვაზნების სროლისას (42, 59გრ) არის შემთხვევა რომ იბზარებაო. მაგნუმში დამატებით ტიბჟირებიც შემოიტანეს რომ მსგავსი სიტუაციაში დარჩენილმა მონადირეებმა ადვილად შეცვალოს ის. დანარჩენი უარყოფითი აბსულიტურად არსად არ წამიკითხავს. ერთი ის არვიცი ეგეთი კამუფლირება ხომ არ გადადის, ადვილად ხომ არ სცილდება.

პოსტის ავტორი: koba1973 Apr 14 2016, 10:26

გუშინ მოვიტანე a612 კომბო. შავი პლასტიკის კონდახით. მაგნუმში ვიყიდე 1510 ლარად. ტესტის შედეგებს გადავიღებ და დავდებ.
ფნომა იყო მელიტა 2 ლულით, ვიზუალურად მომეწონა უფრო, მაგრამ რატომღაც უფრო მძიმე მომეჩვენა და ეს ვარჩიე.

პოსტის ავტორი: kardinal84 Apr 14 2016, 10:44

koba1973
გილოცავ სუ კაი ნადირობებში გაგეცვითოს.

პოსტის ავტორი: koba1973 Apr 14 2016, 19:39

kardinal84
მადლობა.

პოსტის ავტორი: assassin29 Apr 14 2016, 21:04

koba1973
მაგარია მშვიდობაში
სურათები დადე აბა მეორე სლაგ ლულაა?

პოსტის ავტორი: koba1973 Apr 15 2016, 05:39

assassin29
მადლობა.

ციტატა(levani mgebrishvili @ 14th April 2016 - 23:04) *
სურათები დადე აბა მეორე სლაგ ლულაა?

არა ჩვეულებრივია.

პოსტის ავტორი: koba1973 Apr 15 2016, 05:48

სლაგ ლულით მელიტა იყო. მე ტყვიის სროლა ალბათ არ მომიწვს, მანევრულობის ამბავში კი მოკლე ლულა კარგია. ნეტავ ტყვიით სანადირო იყოს რამე და ჩზ-თი ვინადირებ.

პოსტის ავტორი: koba1973 Apr 28 2016, 18:50

დღეს როგორც იქნა მოვიცალე და "საველე გამოცდა" ჩავუტარე ჩემს არმსანს.http://radikal.ru/big/23d3fa914b6745eb8a90d5609920f71b

http://radikal.ru/big/fe95d2d515ca4b9ab616e6176e728e88

61 სანტიმეტრიანი ლულით
http://radikal.ru/big/329ca77d354e4874b485c5782f44500f

76 სანტიმეტრიანი ლულით

http://radikal.ru/big/715f1b537553488bb1e73e92d1969a42

პოსტის ავტორი: kardinal84 Apr 28 2016, 18:58

კაი კოხტა თოფია კიდე ერთხელ გილოცავ.

პოსტის ავტორი: koba1973 Apr 28 2016, 19:28

ვესროდი მილანოს ფირმის N7 ვაზნებს. 34 გრამს. თუმცა ერთი ვაზნა დავშალე და ავწონე 33,2 გრამი საფანტი ეყარა და რაოდენობა 375 ცალი იყო.

35 მეტრიდან ნასროლი 0.5 ჩოკით, 76 სანტიმეტრიანი ლულით. 75 სანტიმეტრიან წრეში მოხვდა 258 ცალი საფანტი.

http://radikal.ru/big/2e23a338362b436e9150a7fb72389503

იგივე მანძილზე, იგივე ლულით ჩოკი ეყენა 0.0 ანუ ცილინდრი, მოხვდა 144 ცალი საფანტი.

http://radikal.ru/big/2f60a0c94e48449ab895055ebae18fae

იგივე ლულით, იგივე მანძილზე 1.0 ჩოკით მოხვდა 368 ცალი საფანტი. ძირითადი მასა ოდნავ მაღლაა მოხვედრილი რაც ჩემი შეცდომაა: მუშკით დავფარე მიზანი, ანუ თამასას გავაყოლე თვალი და ისე დავუმიზნე.

http://radikal.ru/big/908c14b598f94bd5bf5a131689719625



ეს უკვე 61 სანტიმეტრიანი ლულით 20 მეტრზეა ნასროლი. 0.5 ჩოკით.

http://radikal.ru/big/2336803805f04246a6c4520fb8fdd8f1
საფანტის რაოდენობა არ დამითვლია რადგან ისედაც ჩანს კონა არც კი გაიშალა და სადღაც 40 სანტიმეტრის დიამეტრში მოხვდა ყველა.


ესეც იგივე მანძილში ცილინდრით ნასროლი.

http://radikal.ru/big/3c9b1704ae3b417dbad17e858ac0a37c




პოსტის ავტორი: koba1973 Apr 28 2016, 19:36

ფიჭვის ფიცრის ნაჭერს ვესროლე იგივე ვაზნა და შეღწევა 6-8 მმ იყო შტანგელით გავზომე. ფიცარი პატარა ზომის იყო და ამიტომ რა საფანტიც მას მოხვდა კონის შუა ნაწილიდან იქნებოდა. ამიტომ შესაძლოა გვერდითა საფანტებს უფრო ნაკლებბი ჭრა ექნებოდათ.
ერთი სიტყვით კმაყოფილი ვარ. ვნახოთ საქმეში რას იზავს.

P.S. არც ისეთი ძნელი გასაწმენდი აღმოჩნდა. სულ ოციოდე წუთი დამჭირდა.

პოსტის ავტორი: minchanin Apr 28 2016, 21:08

ციტატა(koba1973 @ Apr 28 2016, 20:36) *
ფიჭვის ფიცრის ნაჭერს ვესროლე იგივე ვაზნა და შეღწევა 6-8 მმ იყო შტანგელით გავზომე. ფიცარი პატარა ზომის იყო და ამიტომ რა საფანტიც მას მოხვდა კონის შუა ნაწილიდან იქნებოდა. ამიტომ შესაძლოა გვერდითა საფანტებს უფრო ნაკლებბი ჭრა ექნებოდათ.
ერთი სიტყვით კმაყოფილი ვარ. ვნახოთ საქმეში რას იზავს.

P.S. არც ისეთი ძნელი გასაწმენდი აღმოჩნდა. სულ ოციოდე წუთი დამჭირდა.


ნამდვილად კარგი შედეგია, ჭრაც და მიტანაც. ერთი რამ ვერ გავიგე -1,0 მმ. ჩოკით 35 მეტრზე თითქმის 100 პროცენტი მიიტანა? ანუ 375 -დან 368 მიიტანა?

პოსტის ავტორი: koba1973 Apr 28 2016, 21:14

კი. შესაძლოა ვაზნებში განსხვავება იყო და ამ ვაზნაში ცოტა მეტი საფანტი ეყარა, მაგრამ რაღა ზუსტად 1.0 ჩოკით სროლისას შემხვდა მეტ საფანტიანი ვაზნა?
ისე მხოლოდ ერთი ვაზნა დავშალე და 375 ცალი იმ ვაზნაში ეყარა. ანუ გამორიცხული არ არის საფანტის რაოდენობა სხვადასხვაგვარი იყოს.

პოსტის ავტორი: koba1973 Apr 28 2016, 21:30

ეს პიჟ-კონტეინერი სამიზნის გვერდით ვიპოვე, ანუ მსროლელიდან 35 მეტრში, მხოლოდ ცალი გვერდი ქონდა გახსნილი.

http://radikal.ru/big/84292502a7b8468a98ecac29668c0fe5

პოსტის ავტორი: koba1973 Apr 28 2016, 23:20

minchanin

ციტატა(minchanin @ 28th April 2016 - 23:08) *
ერთი რამ ვერ გავიგე -1,0 მმ. ჩოკით 35 მეტრზე თითქმის 100 პროცენტი მიიტანა? ანუ 375 -დან 368 მიიტანა?

თქვენი კითხვის შემდეგ სულ მაგაზე ვფიქრობ. 98 პროცენტიანი მიტანა გამოდის. თუნდაც მეტრებში შევმცდარიყავი(სამ ნაბიჯს ორ მეტრად ვთვლი ხოლმე და 50 ნაბიჯიდან ვესროდი) და მანძილი 35 მეტრზე ნაკლები იყოს მაინც რაღაც....

ცილინდრით და 0.5 იანით ნასროლი მე დავთვალე, 1,0 ნასროლი შვილმა. ირწმუნება არ შემშლია თვლაო.

როგორც ვატყობ გამეორება მომიწევს და ყველაფრის გულდასმით დათვლა.

პოსტის ავტორი: minchanin Apr 29 2016, 10:10

მშვიდობაში მოგახმაროთ ღმერთმა. small3d018.gif

პოსტის ავტორი: ჰერცოგი Apr 29 2016, 12:47

მშვენიერი თოფია 4 წელია მაქვს ა612 პლასტიკი მოსახერხებელი იარაღია

პოსტის ავტორი: koba1973 Apr 29 2016, 12:50

minchanin
მადლობა

პოსტის ავტორი: koba1973 Apr 30 2016, 18:52

ვერ მოვისვენე და დღეს სამი ვაზნა დავშალე. აღმოჩნდა რომ ცაფანტის წონები თითქმის ერთნაირი აქვთ, მარცვლების რაოდენობა კი განსხვავდება:
33გრ- - - 381 ცალი
33,3გრ - 404 ცალი
33გრ ----426 ცალი
საფანტის ზომა არაერთგვაროვანია და მაქსიმუმ 0.2 მმ-ით განსხვავება აქვს.
ასე რომ ..........
ალბათ ყველა ვაზნა უნდა დავშალო, საფანტი დავთვალო და მერე დავადგინო მიტანის პროცენტული მაჩვენებელი.

პოსტის ავტორი: koba1973 Apr 30 2016, 18:58

ჰერცოგი

ციტატა(hercogi997 @ 29th April 2016 - 14:47) *
მშვენიერი თოფია 4 წელია მაქვს ა612 პლასტიკი მოსახერხებელი იარაღია

ზუსტად მასე ვფიქრობ. საყიდლად რომ წავედი ატას ან ფენომას ვფიქრობდი, ბოლოს 612 ვარჩიე. თითქოს უფრო კარგად მომერგო. ერთი ეგაა კონდახი ჩემთვის ცოტა გრძელია. სადღაც 1 სმ-ით.

პოსტის ავტორი: koba1973 Oct 5 2016, 14:13

ციტატა(koba1973 @ 30th April 2016 - 20:58) *
ზუსტად მასე ვფიქრობ. საყიდლად რომ წავედი ატას ან ფენომას ვფიქრობდი, ბოლოს 612 ვარჩიე. თითქოს უფრო კარგად მომერგო. ერთი ეგაა კონდახი ჩემთვის ცოტა გრძელია. სადღაც 1 სმ-ით.

კონდახის სიგრძე საკმაო უხერხულობას მიქმნის სწრაფი დამიზნების დროს. სხვა თოფებზე მე თვითონ ვამოკლებდი ხოლმე კონდახს, მაგრამ ისინი ხისა იყო და ეხლა ვერ გადამიწყვეტია როგორ მოვიქცე. პლასმესის გადაჭრა რა თქმა უნდა ძნელი არ არის, მაგრამ მერე რეზინის მისაფარებელი(ზატილნიკ) აღარ ჩაჯდება, რადგან კონდახი წვრილდება და იმ ადგილას ვეღარ ჩაეტევა. მოხსნა ეგ ამორტიზატორი და მის ადგილზე რკინის დავაყენო როგორც რუსულ თოფებზეა ალბათ გამოვა, მაგრამ მეტი დარტყმა ექნება. უფრო სწორედ აღარ შეასუსტებსდარტყმას.
იქნებ ვინმემ იცოდეთ როგორ იქცევიან პლასმასის კონდახის შემთხვევში?

პოსტის ავტორი: koba1973 Jan 10 2017, 16:47

დღეს ვისროლე 24 გრამიანები
http://caliber.ge/index.php?name=PagesD&op=page&pid=1008
6 ცალი მიყოლებით და მერე თითო ან ორ-ორი. ყველა ჩვეულებრივ გადატენა. სადღაც წავიკითხე გიფსოკარდინი ვერ გახ**იტაო და მაინტერესებდა მართალი იყო თუ არა. 35 მეტრში ვესროლე 76 სანტიმეტრიან ლულიდან. არ დამითვლია მაგრამ ყველა ან თითქმის ყველა საფანტმა გახ**იტა გიფსოკარდონი.

პოსტის ავტორი: koba1973 Jan 14 2017, 17:20

მოგესალმებით.
გილოცავთ ძველით ახალ წელს.
წუხელ ვისროლე იგივე ვაზნები რაც წინა პოსტში მიწერია და არცერთხელ არ გადატენა. არადა იგივე ყუთის ვაზნები იყო. როგორ შეიძლება რომ ერთ დღეს ყველა გადატენოს და ორი დღის მერე საერთოდ არ გადატენოს. შუალედში შვილმა გაწმინდა თოფი და ვიფიქრე რაიმე ხომ არ დაავიწყდა მეთქი, ვნახე და ყველაფერი თავის ადგილზეა. საგონებელში ვარ ჩავარდნილი.

ვითომ გარემო ტემპერატურის სხვაობას ექნებოდა მაგხელა მნიშვნელობა?

პოსტის ავტორი: dima71 Jan 15 2017, 14:14

ხო და ადექი და უფრო მაღალ მუხტიანი ვაზნები ისროლე!!!!... საერთოდ არ მისვრია ცხოვრებაში 24 გრამიანი, ან რატო უნდა ისროლო ან რა აუცილებელია.. თან ნახევარ ავტომატიდან?!..24 გრამიანები არმსანს კი არა ბევრ ცნობილ ბრენდულ ნახევარ ავტომატსაც გაუჭედია

პოსტის ავტორი: koba1973 Jan 15 2017, 19:19

dima71
საოოცარი ის არის რომ ისროლა. საერთოდ არ გაუჭედია. თავიდან ორი ყუთი ანუ 50 ვაზნა ვიყიდე ინტერესისთვის, ალბათ 20 ცალი მაინც ვისროლე და არც ერთი არ გაუჭედია. მერე კიდევ მოვხვდი კალიბერში და 4 ყუთი დავამატე, იყოს ყოველი შემთხვევისთვისთქო. მივედი სახლში და ვისროლე ისევ ძველი ყუთებიდან. აღარ ტენის.

ციტატა(dima71 @ 15th January 2017 - 16:14) *
ან რატო უნდა ისროლო ან რა აუცილებელია.

ზოგჯერ სულ არ არის აუცილებელი 32-34-36 გრამის სროლა. აქამდე სულაც 20 კალიბერით ვნადირობდი და 24 გრამს ვესროდი ყველგან. ვიფიქრე ჩიბუხას ან ქათამს 24 თუ ვესვრი არაფერი დაშავდებათქო.
საინტერესო ის არის რა მოხდა და რატომ არ ისვრის. თოფი დეტალურად შევამოწმე და ვერაფერი გამიგია.

პოსტის ავტორი: ჯოლა Jan 15 2017, 19:22

koba1973
20 კალიბრზე 24 გრამი ნორმალურია, 12 კალიბრისთვის ცოტაა. შეიძლება დასაზეთია ან გასაწმენდი და იმიტო უჭირს.

პოსტის ავტორი: koba1973 Jan 15 2017, 19:30

ჯოლა
პირიქით. შვილმა გაწმინდა და დაზეთა. ვიფიქრე რამე ხომ არ შეეშალა იმიტომ არ ისვრისთქო. მაგრამ ვერაფერი ვიპოვე.

ანუ იმ მომენტიდან როცა ისროდა, იმ მომენტამდე როცა აღარ ტენის შუალედში მხოლოდ გაწმენდა იყო სხვა არაფერი.

პოსტის ავტორი: ჯოლა Jan 15 2017, 19:31

koba1973
რა ზეთი იხმარე? მანქანის ხო არა?

პოსტის ავტორი: koba1973 Jan 15 2017, 19:34

ჯოლა
ბალისტოლი. უნივერსალი შუშის ბოთლით.

პოსტის ავტორი: Iori055 Jan 17 2017, 21:12

ციტატა(koba1973 @ Jan 14 2017, 18:20) *
მოგესალმებით.
გილოცავთ ძველით ახალ წელს.
წუხელ ვისროლე იგივე ვაზნები რაც წინა პოსტში მიწერია და არცერთხელ არ გადატენა. არადა იგივე ყუთის ვაზნები იყო. როგორ შეიძლება რომ ერთ დღეს ყველა გადატენოს და ორი დღის მერე საერთოდ არ გადატენოს. შუალედში შვილმა გაწმინდა თოფი და ვიფიქრე რაიმე ხომ არ დაავიწყდა მეთქი, ვნახე და ყველაფერი თავის ადგილზეა. საგონებელში ვარ ჩავარდნილი.

ვითომ გარემო ტემპერატურის სხვაობას ექნებოდა მაგხელა მნიშვნელობა?

მოგესალმებით. მრავალს დაესწარით.
30 დეკემბერს შევიძინე ა612 პლასტიკი მაგნუმში (რჩევების გათვალისწინებით) და მართლაც კარგი შთაბეჭდილება შემექმნა ამ იარაღზე. რამოდენიმეჯერ ვიყავი სანადიროთ და კარგი შედეგებიც ქონდა, ასევე სამიზნეზე სროლისასაც. რაც შეეხება არ გადატენვას (და არა გაჭედვას) დილით გადაფრენაზე ერთ-ერთი ნადირობისას ორჯერ დაემართა. კონკრეტულად კი მილანოს 36 გრამიან ვაზნაზე. პირველი გაისროლა ჩვეულებრივ და გასროლილი მასრაც ამოაგდო, ასევე გადატენა ზატვორი მაგრამ შემდეგი ტყვია აღარ მიაწოდა სავაზნედან. მეც რატომღაც გარემოს ტემპერატურაზე გავამახვილე ყურადღება იმიტომ რომ ძალიან ყინავდა და სახლიდან გასვლიდან დაახლ. საათნახევრის შემდეგ გავისროლე (ეს გამართლება არაა newsmile05.gif
მთლად ამინდებსაც არ დავაბრალე და დავშალე და კარგად გავწმინდე.... სავაზნეც დავშალე და შიგნიდან კარგად გავწმინდე... პრუჟინაც კარგად დავზეთე, ეს იმიტომ რადგანაც მომდევნო ტყვია აღარ მიაწოდა უფრო ამ მექანიზმზე გავამახვილე ყურადღება. სხვათაშორის სავაზნეს (მაგაზინის) შევსების დროს ახლა უფრო თავისუფლად ვდებ ვაზნებს და ჩემი აზრით ახალი ტყვიის გამოსვლასაც არ შეაყოვნებს რომ კვლავ გადატენოს.
მეორე დღეს იგივე ყუთის ტყვიებით გავედით სასროლათ და ყველა უპრობლემოთ გაისროლა მიყოლებით. შემდეგ თითო ყუთი 34გ. ბუგატი და 36გ. ზუბერიც. უპრობლემოთ მიაყოლა. თანაც გასვლამდე ზუსტად ორი საათით აივანზე დავდე თოფი, რომ ტემპერატურის ამბავი გამომერიცხა.
მაინც ვერ მოვისვენე და გუდვილის მაგნუმში წავედი (სადაც ვიყიდე). იქ მომუშავე კაი ხალხიდან ერთ-ერთმა (სერგომ) 24გ.-დან დაწყებული 36გ. მდე ორ-ორი ტყვია წამოიღო (ფირმა არ მახსოვს მარა ყველაზე დაბალი ხარისხი კი იყო სპეციალურად) და ვისროლეთ უპრობლემოდ....
მოკლეთ აღარ დამართნია მსგავსი რამ მიუხედავად იმისა რომ უფრო დიდხანს მიტარებია ყინვაში და მერე მისვრია. კიდევ დავამატებ,რომ სავაზნეს (მაგაზინი) გაწმენდისას ისე დაისვარა ჩვარი, რომ არაა გამორიცხული ამ ჭუჭყმა შეაყოვნოს ვაზნების თავისუფლათ მოძრაობა სავაზნეში, მითუმეტეს, რომ გადატენვას წამის მეასედებში ახდენს. მინდა გთხოვო, რომ თუ სავაზნეს დაშლი და გაწმინდავ დააკვირდე რამდენათ თავისუფლად იდება ვაზნები გაწმენდამდე და როცა გაწმინდავ მერე. უბრალოდ შეადარო. მართალია ახალი თოფებია მაგრამ არ გამოვრიცხავ რომ ვაზნებს მცირედი ჭუჭყი შეყვათ და ცოტა დააბინძურეს სავაზნე (რამოდენიმეჯერ ბალახზე ამოვყარე ტყვიები ნადირობის შემდეგ). თუ შენს თოფსაც ამან უშველა ჩავთვალოთ, რომ ეს მოდელები ამ კონკრეტული მიზეზის მიმართ პრეტენზიულია და შესაბამისად პერიოდულად სავაზნესაც დაჭირდება ხოლმე გაწმენდა.

პოსტის ავტორი: Iori055 Jan 17 2017, 21:58

ციტატა(koba1973 @ Jan 15 2017, 20:30) *
ჯოლა
პირიქით. შვილმა გაწმინდა და დაზეთა. ვიფიქრე რამე ხომ არ შეეშალა იმიტომ არ ისვრისთქო. მაგრამ ვერაფერი ვიპოვე.

ანუ იმ მომენტიდან როცა ისროდა, იმ მომენტამდე როცა აღარ ტენის შუალედში მხოლოდ გაწმენდა იყო სხვა არაფერი.

კიდევ ერთი და უმნიშვნელოვანესი მეგობარო ზოგადად თოფის გაწმენდასთან დაკავშირებით... მაგნუმში ბიჭებმა, რომ აუცილებლად პორშინი ზეთის გარეშე უნდა იყოს შიდაც და გარეთ მხარეცო და ამასთანავე ის ღერძიც რაზედაც პორშინი მოძრაობს. მანამდე არ მიმიქცევია ამისთვის ყურადღება და გაწმენდის შემდეგ საკმაოდ დაზეთილს ვტოვებდი ხოლმე...

პოსტის ავტორი: koba1973 Jan 18 2017, 04:04

Iori055
გაუმარჯოს.
ჩემს თოფს მხოლოდ 24 გრამზე აქვს პრობლემა. ძალა არ ყოფნის რომ ზატვორი ბოლომდე გამოწიოს უკან და მაგიტომ არ ტენის. 28 და ზემოთ ჩვეულებრივ მუშაობს.

პოსტის ავტორი: მაქსიმუსა Jan 18 2017, 08:17

koba1973
ეს ხომ გაზგადამტენია და წესით არ უნდა გქონდეს ეგ პრობლემა არანაირი წონის ვაზნებზე, იქნებ იქნებ ლულის არხში არსებული ორი ხ**ელი გაგეწმინდა საიდანაც ის აირები გამოიდევნება, რომლებიც გადატენვას ემსახურება?! იქნებ რაღაც ნაწილია გაბიდნილი ხ**ელში რამე ჭუჭყისგან და ხელს უშლის იმ გაზების გასვლას რაც გადატენისთვისაა საჭირო. ჩმა.

პოსტის ავტორი: koba1973 Jun 17 2017, 17:07

ალბათ მართლა ტემპერატურის ბრალი იყო, ერთი კვირის წინ ვისროლე იგივე პარტიის ვაზნები მთელი კოლოფი და სუყველა გადატენა. უცნაურია მაგრამ სხვა მიზეზს ვერ ვპოულობ.

პოსტის ავტორი: Gogi88 Aug 23 2017, 20:31

ერთი სიტყვით გადავიფიქრე ამ თოფის შეძენა :| მესმის ყველაფერი გამოდგომაზეა მაგრამ ჯობია ცოტა დაამატო თუნდაც განვადებით და რამე უკეთესი შეარჩიო..
ამიტომ გავაგრძელებ ძებნას )))

პოსტის ავტორი: koba1973 Aug 23 2017, 22:10

Gogi88
დღე რომ ხელახლა ვყიდულობდე ისევ ამ თოფს ვიყიდდი.

პოსტის ავტორი: Gogi88 Aug 24 2017, 00:21

koba1973
ნუ რავი აბა მე აქაურ განხილვებს ვეყრდნობი სიმართლე გითხრა და აქა იქ რუსულ ფორუმებზე ვკითხულობ .
ძალიან კარგი თუ გამოგადგა და კმაყოფილი ხარ newsmile05.gif
ბენელის ბელმონტი II ამას უფრო დავადგი თვალი და რატომღაც არავინ საუბრობს ნორმალურად ამ იარაღზე.

პოსტის ავტორი: koba1973 Aug 24 2017, 05:01

Gogi88
ბენელიზე რა გითხრა, არ მქონია. არმსანით ნამდვილად კმაყოფილი ვარ.

პოსტის ავტორი: koba1973 Aug 24 2017, 12:24

Gogi88
ყიდვას როცა ვაპირებდი იყო მარკეტზე ბერეტა ა300. მგონი 1700 თუ 1800 ლარად. დილემის წინაშე ვიდაქი და ერთმა კარგმა ადამიანმა მირჩია მაგ ფასად ან უფრო ნაკლებად სულ ახალ კომბოს იყიდი და სახელის გულისთვის თუ არ ყიდულობ ეგენიც იმუშავებსო. 1500 გადავიხადე 76 და 61 სანტიმეტრიანი ლულებითაა.

პოსტის ავტორი: Gogi88 Aug 24 2017, 13:18

koba1973
უკვე მაგ აზრზე ვარ რომ რამე იაფიანი შევიძინო. დასაწყისისთვის მაინც არ ვხარჯო ზედმეტად და შემდეგ უკვე რომ მივხვდები რა და როგორ მინდა მერე გადავიხდი ცოტა მეტს

ტოზ 34 გვაქვს ოჯახში ამას მე გადავიფორმებ და სხვას იყიდიან თქო ეგეც ვიფიქრე მაგრამ არ მომწონს არც ხელში არც წონა რავი არაფერი არ მომწონს ამ თოფის მე..

A612S , A612S Slug , 612 W Slug .. ეს მოდელები ფასით ლულებით და წონით განსხვავდება ერთმანეთისგან ანუ აქ რაც წავიკითხე მე ცოტ ცოტა პრობლემები აქვს ამ მოდელებს ვაზნების წონაც გასათვალისწინებელი მექნება სამომავლოდ.

უფრო იაფიანს რამეს ხომ არ მირჩევთ ისე?? ძალიან მომწონც მექანიკური ყველაფერი რავი ვერტიკალურსაც კარგ მოხერხებულ მორგებულს დავიჭერდი დიდი სიამოვნებით მაგრამ რეალურად არ ვიცი რომელი როგორია

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)