თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ გლუვლულიანი _ HUGLU-ს თოფები

პოსტის ავტორი: woodman Apr 2 2011, 17:47

მაინტერესებს ვის ააქვს ამ ფირმის თოფი რამდენად კმაყოფილია და რამდენად ხარისხიანი იარაგია. რა დონის ფირმააა და საერთოდ დეტალურად დაწერეთ ვინ რა იცით.
დგეს გუდვილში ვიყავი და ერთი მოდელი ძაან მაგრად მომეწონა. ორ ლულიანზე მაქვს საუბარი ვერტიკალური ლულებით. მერე ატა სპ დავიკავე და მეორეზე უფრო კომფორტული გამოდგა არადა ფასში დიდი სხვაობა იყო სადგაც 500 ლარი.

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Apr 2 2011, 17:51

woodman
ჩიკას აქვს ჩვენს ფორუმელს, შემოვა და დაწერს, მაგრამ ატა უფრო მაღალი ხარისხისაა. ატა სპ მაგრად მომეწონა ისე.

პოსტის ავტორი: woodman Apr 2 2011, 17:53

კერძოდ ეს მოდელი მაინტერესებს HUGLU EAGLE 1150 GEL

აუ გეფიცები ბევრად უფრო კომფორტული იყო ვიდრე ატა. და ერთი 200 გრამით მსუბუქიც მგონი. რავიცი რითი უნდა დაადგინო რომ ატა უფრო ხარისხიანია თორე ბაზარი არააა.

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Apr 2 2011, 18:00

woodman

ციტატა(mocekvave @ 2nd April 2011 - 18:53) *
რავიცი რითი უნდა დაადგინო რომ ატა უფრო ხარისხიანია თორე ბაზარი არააა.

დრომ აჩვენა და გაყიდვებმა(ატა უფრო გაყიდვადია)კიდე ხალხის გამოცდილებამ გინდ საქართველოში და გინდ საზღვარგარეთ

პოსტის ავტორი: ჩიკა Apr 2 2011, 19:29

woodman
მე პიარადათ ეგ მოდელი არ მაქვს რასაც ამბობ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ATA-s ხარისხით არ ჩამოუვარდება მშვენიერი ბალანსირებული თოფია, მე უფრო ძველ მოდელს ვხმარობ 1994 წლიდან და ძალიან კმაყოფილი ვარ, მაქვს ასევე ნახევრად ავტომათიც და არაფერს არ ვუჩივი, საწმენდადაც კარგი საწმენდია და არ ისვრება ადვილადაც ერთადერთი გამიჭედა ნახევრად ავტომატმა რუსულ პატრონაზე პატრიოტი რომელსაც ეტყობა დენთის ნაკლები რაოდენობა ეყარა

პოსტის ავტორი: woodman Apr 2 2011, 21:26

დიდი მადლობა ჩიკა გაიხარე newsmile05.gif

პოსტის ავტორი: Davitus Apr 2 2011, 23:15

ციტატა(mocekvave @ 2nd April 2011 - 18:47) *
მერე ატა სპ დავიკავე და მეორეზე უფრო კომფორტული გამოდგა

ციტატა(mocekvave @ 2nd April 2011 - 18:53) *
აუ გეფიცები ბევრად უფრო კომფორტული იყო ვიდრე ატა


ეს ორი უერთიერთგამომრიცხავი წინადადება მარტო მე მომეჩვენა?

პოსტის ავტორი: woodman Apr 2 2011, 23:24

მერე ატა სპ დავიკავე და ჰუგლუ უფრო კომფორტული გამოვიდა ვიდრე ატა ანუ მეორე რომელიც დავიკავე იყო ატა.
შენ რას ფიქრობ დავიტუს რომელი ჯობია ატა თუ ჰუგლუ???

პოსტის ავტორი: ჩიკა Apr 3 2011, 00:36

woodman
http://www.huglu.com.tr/index.php?lid=2
ეს ნახე სხვათაშორის ძალიან მაგარი ქარხანააა ამერიკაში და ევროპაში გზავნის პროდუქციას და საერთოდ ბევრ ქვეყნებში

პოსტის ავტორი: Davitus Apr 3 2011, 09:38


woodman

ზოგადად ჰუგლუ უფრო მაღალი კლასის თოფებია ვიდრე ატა, მაგრამ კონკრეტულ მოდელსაც გააჩნია, ყველას აქვს ფარდობითი ხარისხები

პოსტის ავტორი: woodman Apr 3 2011, 10:09

ხო მეც ასე ვფიქრობ, რადგან ატა ახალი ფირმაა და ჯერ მარტო ერთი თოფი გამოუშვა. და ჰუგლუს ძაან ბევრი მოდელები აქვს.

პოსტის ავტორი: romeo 1 Apr 3 2011, 20:36

ციტატა(Davitus @ Apr 3 2011, 10:38) *
woodman

ზოგადად ჰუგლუ უფრო მაღალი კლასის თოფებია ვიდრე ატა, მაგრამ კონკრეტულ მოდელსაც გააჩნია, ყველას აქვს ფარდობითი ხარისხები

წინადადების მეორე ნაწილში უფრო დაგეთანხმები ვიდრე პირველში.

პოსტის ავტორი: romeo 1 Apr 3 2011, 20:56

ციტატა(woodman @ Apr 3 2011, 11:09) *
ხო მეც ასე ვფიქრობ, რადგან ატა ახალი ფირმაა და ჯერ მარტო ერთი თოფი გამოუშვა. და ჰუგლუს ძაან ბევრი მოდელები აქვს.

ATA ARMS ეს სახელია ახალი, მაგის დამფუძნებელმა ჯელალ იოლლუმ 1959 წლიდან დაიწყო სანადირო თოფების კონსტრუირება. იგი იყო ცნობილი თურქული საიარაღო ფირმა ,,ვურსან,,-ის მოწილე, რომელიც მოგვიანებით ბერეტას მიყიდეს. ეს ფირმა აწარმოებდა (,,ვურსან,,-ს ვგულისხმობ) ,,სტოგერს,, და ბერეტამ განაგრძო შემდგომში ამ მოდელის წარმოება. ATA უახლეს პროგრამულ დაზგებზე აწარმოებს იარაღს და ყავს კვალიფიცირებული კადრები.
რაც შეეხება HUGLU-ს, გეთანხმებით რომ ორლულიან თოფების სხვა-და-სხვა მოდელების არჩევანი უფრო მეტი აქვს, ვიდრე ATA-ს.

პოსტის ავტორი: ჩიკა Apr 3 2011, 21:05

რომეო 1 მართალია ჩემ დროს როცა მე იქ ვიყავი 2 წამყვანი მწარმოებელი იყო (ვურსანი) და ჰუგლუ ვურსანიმერე მარტლაც იტალიელებმა იყიდეს და უფრო გააუმჯობესეს ასე რომ ატას მარო ერტი მოდელი არ აქვს გამოშვებული თანაც საიტზე,რომ შევედი საკმაოდ ბევრი საინტერესო მოდელია

პოსტის ავტორი: OQRO444 Apr 3 2011, 21:08

მე გირჩევ ატა სპ-ს ........ მქონდა პატივი 1 წელი მომეხმარა ატა სპ და ძალიან კმაყოფილი ვიყავი ..... ჰუგლუს რაც შეეხება აქ რა თოფებიც აქვთ შემოტანილი არ შეედრება ატა სპ-ს, აღნიშნული მოდელები უფრო დაბალი კლასისაა(გამყიდველებისა და შემომტანების აზრით..."მაგნუმში") ......ეს აზრი არა მარტო ჩემია არამედ თვით გამყიდველებისაც......ისე ხარისხით და თვითონ იარაღის დამუშავებითაც ყოველმხრივ ატა უფრო ეფექტურად გამოიყურება და შედეგიც გამაოგნებელი აქვს ......

პოსტის ავტორი: romeo 1 Apr 3 2011, 21:10

რაც შეეხება HUGLU-ს, ეს ფირმა არის ერთ-ერთი საუკეთესო თურქულ თოფების მწარმოებელთა ფართო სპექტრში. რაც შეეხება კონკრეტულად მოდელ HUGLU EAGLE-ს, ეს არის მსუბუქი თოფი, რომელიც არის გათვლილი ძირითადათ მსუბუქი და საშუალო წონის მუხტის ვაზნებზე ექსპლუატაციისათვის.

პოსტის ავტორი: woodman Apr 4 2011, 00:31

დიდი მადლობა newsmile05.gif ინფორმაციისთვის

პოსტის ავტორი: პედიატრი May 1 2011, 15:50

oqro444, რას გულისხმობ, აქ შემოტანილი ჰუგლუს თოფები უფრო დაბალი ხარისხისაა ვიდრე თურქეთის მაღაზიებში დადებული? რა სარწმუნო ინფორმაციას ეყრდნობი(ორივე შეგიდარებია ვიზუალურად მაინც პირადად? რაიმე სტატია წაგიკითხავს ამაზე? მეც რაღაც მსგავსი მაქვს წაკითხული ამერიკელი მეიარაღის დაწერილი ინგლისურ ენაზე, მაგრამ ახლა არ მახსოვს)

პოსტის ავტორი: OQRO444 May 1 2011, 16:48

ციტატა(პედიატრი @ May 1 2011, 16:50) *
oqro444, რას გულისხმობ, აქ შემოტანილი ჰუგლუს თოფები უფრო დაბალი ხარისხისაა ვიდრე თურქეთის მაღაზიებში დადებული? რა სარწმუნო ინფორმაციას ეყრდნობი(ორივე შეგიდარებია ვიზუალურად მაინც პირადად? რაიმე სტატია წაგიკითხავს ამაზე? მეც რაღაც მსგავსი მაქვს წაკითხული ამერიკელი მეიარაღის დაწერილი ინგლისურ ენაზე, მაგრამ ახლა არ მახსოვს)

ეს ინფორმაცია შემომტანებიდანაა უშვალოდ(მეგობრებიდან).......

პოსტის ავტორი: romeo 1 May 1 2011, 20:03

საქართველოში შემოტანილი ჰუგლუს თოფები არაფრით არ განსხვავდება და არც ხარისხით არ ჩამოუვარდება თურქეთში გასაყიდ თოფებს. პირიქით, საექსპორტოდ გასაგზავნ თოფების ხარისხს უფრო მეტი ყურადღება ექცევა.

პოსტის ავტორი: პედიატრი May 1 2011, 20:30

ორი საპირისპირო ინფორმაციაა. რუსულენოვან საიტზე წერდა ერთი რუსი, რომელსაც ეს ქარხანა დაუთვალიერებია, რომ საერთოდ არააო განსხვავება, მუშამ არ იცისო, სად წავა მისი ნახელავი, მხოლოდ გრავირებაშიაო სხვაობა და ხის ხარისხში.ინგლისურენოვანში შემხვდა ინფორმაცია, რომ განსხვავდებაო ევროპაში, ამერიკაში და აზიის ქვეყნებში გასაგზავნი თოფები შესრულების ხარისხითო. მე მაქვს ჰუგლუს ვერტიკალი 2 წელია და მომწონს, მხოლოდ წვრილმანი "შენიშვნა" მაქვს:გალაკულს ნატურალურ ზეთში გაჟღენთილი მერჩივნა, ლულებს შორის თამასა არავენტილირებული მერჩივნა და წმენდის დროს თუ გაერთე, შეიძლება ხელი გაიჭრა, ლულების კალოდკაზე საყრდენი "ყურები"(არ ვიცი რა ქვია) ცოტა ბასრია. მაგრამ ეს წვრილმანია, სხვა მხრივ კარგია მისი ფასის გათვალისწინებით

პოსტის ავტორი: romeo 1 May 2 2011, 20:07

მუშამ შეიძლება იცოდეს, შეიძლება არა სად წავა მისი ნახელავი, გააჩნია რა რაოდენობის შეკვეთას ასრულებს, თუ დიდ პარტიას აკეთებენ ნამდვილად ეცოდინება რომელ ქვეყანაში გადის საქონელი. ისე ამას დიდი მნიშვნელობა არა აქვს, თოფები პროგრამულ დაზგებზე კეთდება და არავინ თავს არ შეიწუხებს სხვა და სხვა ქვეყნებში სხვა და სხვა ხარისხის იარაღის გაგზავნით. ოღონდ ფაქტია, საექსპორტო თოფებს ხარისხის საბოლოო კონტროლი უფრო მაღალი აქვს, და ხარვეზიან თოფს საზღვარგარეთ არავინ გაგზავნის. ( ფარულ დეფექტებზე არა მაქვს საუბარი, რომელიც შესაძლოა ექსპლუატაციის დროს გამოვლინდეს, ამისაგან არავინ არაა დაზღვეული და ამიტომაც არსებობს ქარხნის გარანტია) რაც შეეხება გრავირებას, მის ვარიანტებს აწარმოებენ კონკრეტული შემკვეთის სურვილისამებრ, და არა ქვეყნების მიხედვით.

პოსტის ავტორი: alika77 Dec 12 2011, 18:12

ისე მეზობელს აქვს თურქული თოფი ცალლულიანი ჰატცანია რო იკეცება უკვე სამი წელია აქვს ნადირობს ხშირად ლულა კარგ მდგომარეობაშია გარედანაც და შიგნიდანაც 170 ლარი აქ გადახდილი მაგან რო გაძლო ჰუგლუ 1000 ლარამდე ღირს და უფრო უკეთესი არ იქნება? ცოტა ხნის წინ კლიენტი მეჯდა მანქანაში ჩერჩილის თუ ჩიფსანის პომპა ქონდა კარგი ნაჯლაგუნები თოფი იყო მარა ლულა გადასარევი ქონდა რო გავხედე თან სუ მაგნუმებს ვისვრიო რაგაც ნდობა მიჩნდება ნელ-ნელა ამ თურქებზე, მეტი არ მინახია არავის ხელში ტურქული თოფი

პოსტის ავტორი: xishnika Apr 8 2012, 23:51

თუ შეგიძლიათ ვინმემ მითხარათ ჰუგლუს რომელი მოდელია წყვილ ლულიანი,ერთი 51 სანტიმეტრიანი ცილინდრებით და მეორე 76სანტიმეტრიანი საცვლელი ჩოკებით,ამ თოფით ვარ დაინტერესებული,სამწყერაოდ ღირს მგონი შეძენა რას იტყვით მეგობრებო??

პოსტის ავტორი: romeo 1 Apr 9 2012, 18:46

რა მოდელსაც შეუკვეთავ, იმ მოდელისათვის გააკეთებენ მასეთ კომბინაციას.

პოსტის ავტორი: Bonehill Apr 9 2012, 19:12

ჭალიმგელა
ნახევრად ავტომატები არ ვიცი ვერ გედავები მაგრამ ორლულიანებში მაგზე(უგლუზე) უკეთესი თურქული ნაწარმი არაა ჩემი აზრით.

პოსტის ავტორი: dato6 Apr 9 2012, 20:17

Bonehill გაუმარჯოს, რუსულებს ჯობია? რას ფიქრობ. ერთი ფასი კი აქვთ.

პოსტის ავტორი: Bonehill Apr 9 2012, 21:43

ერთი ფასი ნამდვილად არა აქვთ.
ჰუგლუ 500 $ დან 3000 $ ღირს

პოსტის ავტორი: KTX-100 Aug 24 2012, 08:40

მე ახალი შეძენილი მაქვს ჰუგლი, 71 ლულით და საცვლელი ჩოკებით, სხვა თოფი არ მქონია და ვერ შევადარებ სხვას ჯობია თუ არა, ერთი რაც შევატყე არის ის რომ კონდახი ძალიან რბილი ხისგანაა დამზადებული და პატარა რამეზე იხაზება და იჭყლიტება, სროლით ისვრის ჯერჯერობით D.gif

პოსტის ავტორი: alika77 Aug 24 2012, 10:18

KTX-100
თოფს სხვა არც არაფერი ევალება ხო ისვრის რაც მთავარია D.gif D.gif D.gif

პოსტის ავტორი: KTX-100 Aug 24 2012, 10:24

alika77
კი კაცო, ისვრის და მერე როგორ, სერიოზული ჭრა და მიტანა აქვს

პოსტის ავტორი: alika77 Aug 24 2012, 10:38

KTX-100
დიდი ხანია გაქვს?

პოსტის ავტორი: KTX-100 Aug 24 2012, 11:23

alika77
არა, პირველი სეზონია ჯერ

პოსტის ავტორი: game 91 Jul 13 2013, 22:35

რაც დრო გადის კიდე უფრო მომწონს 104 მოდელი, კონდახის დაფარვა აქვს სუსტი ცოტა არ იყოს დანარჩენი ისეთი არაფერი რომ 1000 ლარიან თოფს დაუმდურდე.... ასევე მომწონს იგლ მოდელი სიამოვნებით ვიქონიებდი მეორე თოფად მწყერზე და ქათამზე.

პოსტის ავტორი: Fishman Jul 13 2013, 22:42

game 91

შეცვალეს კონდახის დაფარვა. გაულაკავი მოდის და აქ უსმევ შენი გემოვნებით ზეთს. და აღარ იკაწრება და აღარ ტყდება ლაკი.

პოსტის ავტორი: game 91 Jul 14 2013, 11:47

ეგრე ჯობია, ჩემსას უნდა გადავუარო შკურკით მარა მეშინია ბადე არ გაუფუჭდეს, თორე გამიხდება მერე ხელოსანთან მისატანი

პოსტის ავტორი: Bone Jul 14 2013, 18:56

http://ochopintre.ge/forum/index.php?showtopic=10640

ნუ აოფებთ მეგობრებო ! ყიდვა გაყიდვაზე მხოლოდ შესაბამის განყოფილებაში ან პმ-თ

პოსტის ავტორი: PREDATOR Jul 26 2013, 21:19

http://forum.guns.ru/forummessage/60/634035.html

პოსტის ავტორი: PREDATOR Jul 27 2013, 18:47


პოსტის ავტორი: PREDATOR Jul 28 2013, 13:11


პოსტის ავტორი: PREDATOR Aug 12 2013, 22:22




ჰუგლუ 103 ის მფლობელი თუ გვყავს ფორუმზე-?

პოსტის ავტორი: Aleko111 Aug 15 2013, 11:15

ციტატა(xishnika @ Apr 9 2012, 00:51) *
თუ შეგიძლიათ ვინმემ მითხარათ ჰუგლუს რომელი მოდელია წყვილ ლულიანი,ერთი 51 სანტიმეტრიანი ცილინდრებით და მეორე 76სანტიმეტრიანი საცვლელი ჩოკებით,ამ თოფით ვარ დაინტერესებული,სამწყერაოდ ღირს მგონი შეძენა რას იტყვით მეგობრებო??


მე მაქვს ეს მოდელი: HUGLU 104 A საცვლელი ჩოკებით, კმაყოფილი ვარ უპრობლემოდ მუშაობს..

პოსტის ავტორი: levanimers Sep 11 2013, 18:00

მოგესალმებით ყველას. თუ შეგიძლიათ მითხრათ ჰუგლუ 201_ა თოფის შესახებ როგორი თოფია? თუ აქვს ვინმეს ან თუ ქონია როგორი თოფია? მაგნუმში ვნახე და 1225 ლარი ღირს ზალიან მომეწონა newsmile027.gif
http://postimage.org/
http://postimage.org/app.php

პოსტის ავტორი: gsx Sep 11 2013, 18:20

მიუხედავად იმისა რომ თურქულს იარაღს არ ვწყალობდი მაინცდამაინც, 201ის შეძენას მეც ვაპირებ ახლო მომავალში... ვერტიკალურები თუ კარგად მუშაობს ამას რაღა დაემართება.

პოსტის ავტორი: levanimers Sep 11 2013, 18:43

ძალიან მიზიდავს ჰორიზონტალური ლულებით და ამთოფის ფასითაც მოვიხიბლე თუ რათქმაუნდა თოფი გაამართლებს! ხვალე ვაპირებ ყიდვას და რჩევა მჭირდება თუ ვინმემ რაიმე იცის ამთოფის შესახებ...

პოსტის ავტორი: gsx Sep 11 2013, 19:06

levanimers
თუ არ ვცდები 76იანი ლულით აქვთ ახლა მაგნუმში ინგლისური კონდახით (ზუსტად მე რო მინდა ის ვარიანტია).. მე როგორც ვიცი ცოტა ხისმასალა არ მოწონთ ჰუგლუების და ეგ გამოსწორებადია მთავარია თოფი იყოს დანარჩენით ყველაფრით კარგი.(ფასიდან გამომდინარე)


პოსტის ავტორი: levanimers Sep 11 2013, 22:13

მე ვიყავი მაგნუმში და ზუსტად ისეთია როგორც სურათზე ჩანს და არის 76 სმ-იანი ლულებით. ხელში რომ დავიჭირე ზალიან მომეწონა! რატომღაც რუსულ თოფებს მირჩევდნენ მაგრამ ეს იმდენად მომეწონა ვიზუალურობით რომ გადავწყვიტე ეს მოდელი ვიყიდო თან რამაც დამატებით მომხიბლა ორმაგი ჩამკეტია და ჩოკები newsmile027.gif

პოსტის ავტორი: jagermeister Sep 12 2013, 12:59

levanimers
მეც მაინტერესებს ეგ მოდელი და იქნებ დაახასიათო თუ შეიძენ newsmile05.gif

პოსტის ავტორი: levanimers Sep 12 2013, 22:22

დღეს ვიყიდე ეს თოფი და ერთი სულიმაქვს როდის გამოვიტან მაგაზიიდან newsmile039.gif როგორცკი გავტსტავ მაშინვე გავაზიარებ თუ რამდენად კმაყოფილი ვიქნები, თუმცა ერთს ვიტყვი რო ვიზუალურად ზალიან მომწონს, სადარვიარე მაღაზიებში მაგრამ ვერსად ვნახე მაგფასის შესაბამისი მასეთი კოხტა თოფი newsmile090.gif

პოსტის ავტორი: PREDATOR Sep 12 2013, 22:51

ციტატა(levanimers @ Sep 12 2013, 23:22) *
დღეს ვიყიდე ეს თოფი და ერთი სულიმაქვს როდის გამოვიტან მაგაზიიდან newsmile039.gif როგორცკი გავტსტავ მაშინვე გავაზიარებ თუ რამდენად კმაყოფილი ვიქნები, თუმცა ერთს ვიტყვი რო ვიზუალურად ზალიან მომწონს, სადარვიარე მაღაზიებში მაგრამ ვერსად ვნახე მაგფასის შესაბამისი მასეთი კოხტა თოფი newsmile090.gif



ლევან გილოცავ მშვიდობაში.....!!!!!!!!!!!! - http://forum.guns.ru/forummessage/60/714200.html - გამეხარდა მაინც რომ გადაწყვიტე და იყიდე. სულ კაი ნადირობებში მოგეხმაროს. newsmile027.gif

პოსტის ავტორი: temoo90 Sep 13 2013, 07:36

levanimers
გილოცავ მეგობარო, ნაყოფიერ ნადირობებში !!!
შედეგებიც არ დააყოვნო ძალიან newsmile045.gif

პოსტის ავტორი: კუთხა Sep 13 2013, 08:16

მშვიდობაში, სულ კარგ ნადირობებში მოგეხმაროს

პოსტის ავტორი: levanimers Sep 13 2013, 18:10

დიდი მადლობა ყველას გაიხარეთnewsmile05.gif შედეგებს აუცილებლად ავტვირთავ Shooting.gif

პოსტის ავტორი: gsx Sep 14 2013, 18:27

გილოცავ კაი ნადირობებში...

პოსტის ავტორი: iglait Sep 23 2013, 16:35

სალამი ფორუმელებო,

გადავწყვიტე თოფის შეძენა. თქვენი პოსტების გათვალისწინებით და რამდენიმე ადამიანის რჩევით დღეს შევიძინე ჩემი პირველი გლუვლულიანი თოფი ჰუგლუ 104 ა კალიბრი 12/76, 76 სანტიმეტრიანი ლულით, ჩოკებით.

ფოტო როგორ ავტვირთო?

პოსტის ავტორი: kajuberi Sep 23 2013, 16:38

http://ochopintre.ge/forum/index.php?showtopic=8975

აქ შედი და წერია ყველაფერი

პოსტის ავტორი: iglait Sep 23 2013, 17:18

http://postimage.org/
http://postimage.org/index.php?lang=russian

აქ თავისუფალი ადგილია კეისში და მგონი რაღაც დამრჩა მაღაზიაში.

ვინც ესეთი თოფი იყიდეთ თქვენთან ეგერე იყო?

პოსტის ავტორი: levan81 Sep 23 2013, 17:36

არ დაგრჩენია. ყველა მასეა

პოსტის ავტორი: assassin29 Sep 23 2013, 17:37

ციტატა(ilo27 @ 23rd September 2013 - 18:18) *
აქ თავისუფალი ადგილია კეისში და მგონი რაღაც დამრჩა მაღაზიაში.

არაფერი არ დაგრჩენია მეგობარო newsmile05.gif ჩემი ატას ყუთს ორი აქ მასეთი და ესეიგი ორი რაღაც დამრჩა? D.gif

პოსტის ავტორი: iglait Sep 23 2013, 18:29

მითხრეს ჰუგლუთი სტერლინგის ვაზნები არ ისროლოო თორე შესაძლებელია ლულა დააზიანოო. თქვენ რას ფიქრობთ ?

არადა 2 წლის წინ ვიყიდე ეგ ვაზნები 4 ნომერი და დღესაც სახლში მაქვს.

პოსტის ავტორი: levanimers Sep 30 2013, 00:23

http://postimg.cc/image/bxaq27a61/

http://postimg.cc/image/rt45j8q49/

http://postimg.cc/image/61ldsjk8p/

http://postimg.cc/image/rdxh3ytkp/

http://postimg.cc/image/5xrkcaerd/

http://postimg.cc/image/nrrnrbn7d/

http://postimg.cc/image/55thqtzy1/

http://postimg.cc/image/oc6ou0gft/

http://postimg.cc/image/ipabwjdx5/

http://postimg.cc/image/86exl40mx/

http://postimg.cc/image/rmv1tw6d5/

http://postimg.cc/image/lxet9l06x/

http://postimg.cc/image/8x7nqw309/
როგორც იქნა გამოვიტანე ჩემი შეძენილი თოფი და აი ისიც D.gif

პოსტის ავტორი: assassin29 Sep 30 2013, 07:31

ვა რა სიმპათიური რაღაცააა, მშვიდობაში newsmile05.gif

პოსტის ავტორი: temoo90 Sep 30 2013, 08:56

levanimers
მშვიდობაში და კარგ ნადირობებში მეგობარო newsmile027.gif

პოსტის ავტორი: sorento Sep 30 2013, 18:48

HUGLU 104 აქვს თუარა იჟექტორები?

პოსტის ავტორი: assassin29 Sep 30 2013, 18:53

ციტატა(lashaashal @ 30th September 2013 - 19:48) *
HUGLU 104 აქვს თუარა იჟექტორები?

თუ გინდა აქვს newsmile05.gif

პოსტის ავტორი: levanimers Sep 30 2013, 21:37

დიდი მადლობა ყველას მოლოცვისტვის d778bc34f693c93907196ff195628213.gif

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Oct 1 2013, 00:08

ციტატა(iglait @ Sep 23 2013, 19:29) *
მითხრეს ჰუგლუთი სტერლინგის ვაზნები არ ისროლოო თორე შესაძლებელია ლულა დააზიანოო. თქვენ რას ფიქრობთ ?

არადა 2 წლის წინ ვიყიდე ეგ ვაზნები 4 ნომერი და დღესაც სახლში მაქვს.

რა მნიშვნელობაა ტყვიის ფირმას. რაც გინდა ისროლე.

თუ ტყვია გამოუსადეგარია, ის ყველა თოფისთვის საშიში იქნება

პოსტის ავტორი: PREDATOR Oct 27 2013, 16:08


პოსტის ავტორი: smekosmeko Oct 27 2013, 16:58

levanimers რა დაჯდა ეგ ფიშტო? რაგაც ნამეტნავად მესიმპატიურა.

პოსტის ავტორი: smekosmeko Oct 28 2013, 13:38

huglu 104-ს ნავაროჩენი მოდელები არ აქვს? ანუ კოლოფზე იხვები რომ ახატია (გაფორმებები), როგორც huglu 103-ს.

levanimers რა დაჯდა შენი ჰუგლი?

პოსტის ავტორი: game 91 Oct 28 2013, 17:12

ისე მე თუ მკითხავთ, ეგ გაფორმებები სრულიად არ უხდება რიგით თოფებს, თუ იყიდი ეგეთს მხოლოდ იმის გამო რომ უფრო კარგი კონდახი აქვთ. ჰუგლუებზე არ ვიცი მაგრამ არმსანებზე ცჰვეულებრივს უბრალოდ კაკლის კონდახი აქვთ ხოლო დელუქსებს კი ფესვის

პოსტის ავტორი: levanimers Nov 22 2013, 18:00

smekosmeko. ეგ თოფი დაჯდა 1200 ლარი

პოსტის ავტორი: levanimers Nov 22 2013, 18:05

რაც შეეხება ჰუგლუ 104-ს გაფორმებით არმინახია. 103-ები არის გაფორმებით. მაგნუმოში რაც ვნახე და ისე არვიცი...

პოსტის ავტორი: assassin29 Nov 22 2013, 20:12

ისე ჩემი მოკრძალებული აზრით ჭ კლასის გაფორმების ქონას სულ არ ქონდეს ჯობია. ასეთ თოფებს სისადავე უფრო უხდება newsmile05.gif

პოსტის ავტორი: game 91 Nov 23 2013, 00:09

ციტატა(assassin29 @ Nov 22 2013, 21:12) *
ისე ჩემი მოკრძალებული აზრით ჭ კლასის გაფორმების ქონას სულ არ ქონდეს ჯობია. ასეთ თოფებს სისადავე უფრო უხდება newsmile05.gif

+100000000

პოსტის ავტორი: artemi63 Nov 23 2013, 10:06

smekosmeko
huglu 104-ს ნავაროჩენი მოდელები არ აქვს? ანუ კოლოფზე იხვები რომ ახატია (გაფორმებები), როგორც huglu 103-ს.

თუ მეტს გადაუხდი ლუბოი ნავარიტკას გაგიკეტებენ მარა,ღირს რო?

პოსტის ავტორი: assassin29 Nov 23 2013, 16:03

მაგას ჯობია დაამატო ეგ ფული და უკეთესი მოდელი აიღო სხვა, წესიერი გრავირება თოფის ფასზე ძვირი უნდა დაჯდეს თუ გავითვალისწინებთ იმ ტიტანურ შრომას და დროს რაც ჭირდება.
ისე მაიმარკეტზე ვნახე განცხადება ლაზერით გრავირებაზე. შეიძლება სტილიზირებული ინიციალები გავაკეთებინო ჩემს თოფებზე, არამგონია 50 ლარზე მეტი დაჯდეს

პოსტის ავტორი: demuka123 Dec 15 2013, 22:14

გაუმარჯს კაი ხალხს, რა მაინტერესებს თუ ზუსტად იცით ჰუგლუ 104A-ს კალაპოტი რა მეტალია და მაგნუმებზე თუ გამოცადა ვინმემ, ზოგადად ჭრა და მიტანა თუ აქვს კარგი და კიდე 12 კალ. რომ ავიღო თუ შეიძლება სამომავლოდ 20კალ. ლულა ვიყიდო და თუ წავა 12კალიბრის კალაპოტზე?

ეს იალდიზის ფირმა ჯობია ჰუგლუს? ანუ ერთი ფასის მოდელებზე მაქვს საუბარი ვთქვათ 1000-1200 ლარის ფარგლებში იალდიზი სჯობს თუ უგლუ? რას მირჩევთ?

პოსტის ავტორი: assassin29 Dec 15 2013, 22:17

demuka123
ერგალია მგონი

პოსტის ავტორი: demuka123 Dec 15 2013, 22:41

assassin29 ზოგი ერგალს ამბობს ზოგი რკინას ვერ დავადგინე ბოლომდე რომელია ზუსტად არავინ იცის მგონი D.gif

პოსტის ავტორი: artemi63 Dec 16 2013, 14:59

ზოგი ერგალს ამბობს ზოგი რკინას ვერ დავადგინე ბოლომდე რომელია ზუსტად არავინ იცის მგონი
ერგალის კალაპოტები ძირითადატ ილდიზის თოფებს აქვს,ჰუგლუს ფოლადი .მარტო ერთ მოდელს huglu eagle-ს აქვს ერგალის კალაპოტი .

პოსტის ავტორი: demuka123 Dec 16 2013, 19:38

artemi63 მაგნუმებზე ხომარ გამოგიცდია ჰუგლუ? თითქმის ყველა თურქული ფიშტო მაგნუმზეა გათვლილი მაგრამ ყველა ერიდება რატომღაც მაგნუმის სროლას (არ ვგულისხმობ სუპერმაგნუმს), ასე რომ ჩემი აზრით მაგნუმის ვაზნები თურქული იარაღებისთვის დღემდე აქილევსის ქუსლად რჩება... newsmile05.gif

პოსტის ავტორი: assassin29 Dec 16 2013, 20:14

demuka123
რამდენიმე მიზეზი აქვს მაგას
1. მაგუმის ვაზნები ამცირებს თოფის რესურს
2. არყევს (შატკა)
3. არაკომფორტულია
4. ძვირია

პოსტის ავტორი: artemi63 Dec 31 2013, 12:14

ციტატა(demuka123 @ Dec 16 2013, 20:38) *
artemi63 მაგნუმებზე ხომარ გამოგიცდია ჰუგლუ? თითქმის ყველა თურქული ფიშტო მაგნუმზეა გათვლილი მაგრამ ყველა ერიდება რატომღაც მაგნუმის სროლას (არ ვგულისხმობ სუპერმაგნუმს), ასე რომ ჩემი აზრით მაგნუმის ვაზნები თურქული იარაღებისთვის დღემდე აქილევსის ქუსლად რჩება... newsmile05.gif

ჯერ იქიდან დავიწყოტ რომ ყველა თურქული თოფი ვიდრე მოხვდება სავაჯრო ქსელში გადის ტესტირებას ზუსტად მაგნუმის ვაზნებით და არა ერთხელ.
აგერ თურქული ვერტიკალი ილდიზი რომელსაც სხვათაშორის ერგალის(ალუმინის შენადნობის)კალაპოტი აქვს,ტესტი 50გრამიან ვაზნებით.
http://www.youtube.com/watch?v=_3iWDsTyp6k

პოსტის ავტორი: artemi63 Dec 31 2013, 12:25

აი ისევ,რუსების გადაღებული თურქების ტესტირება აქაც მაგნუმით.
http://www.youtube.com/watch?v=U3T8Stml0rM

პოსტის ავტორი: Fishman Jan 11 2014, 22:06

ჰუგლუ 104ა მაგნუმის გარდა არსად არ შეგხვედრიათ?

პოსტის ავტორი: assassin29 Jan 12 2014, 10:22

Fishman
ვესტერნშია თელავში

პოსტის ავტორი: Fishman Jan 12 2014, 11:31

assassin29

ნომერი ხომ არ გაქვთ რომ დავრეკო?

პოსტის ავტორი: marshal Jan 12 2014, 12:00

Fishman
გლდანის ტბასთან სანამ ახვალ მად არი მაღაზია სახელი არ მახსოვს მადაც ქონდათ newsmile05.gif

პოსტის ავტორი: marshal Jan 12 2014, 12:06

790 578 318 ესეც ტელეფონი

პოსტის ავტორი: Fishman Jan 12 2014, 16:08

marshal

გაიხარე მადლობა, დავრეკავ.

პოსტის ავტორი: PREDATOR Jan 24 2014, 15:32



http://www.youtube.com/user/HugluHuntingFirearms/videos

პოსტის ავტორი: PREDATOR Feb 25 2014, 20:35


პოსტის ავტორი: PREDATOR Feb 27 2014, 21:43


პოსტის ავტორი: ams Mar 7 2014, 22:04

ეს თოფი ჰუგლუ 201ა როგორი თოფია თუ ვინმე რამე იცით ორი სიტყვით მიტხარით რა ახლობელს უნდა ყიდვა და აინტერესებს

პოსტის ავტორი: sorento Mar 17 2014, 15:57

ჰუგლუს ვერტიკალი ჯობია თუ სიბერგუნის?

პოსტის ავტორი: assassin29 Mar 17 2014, 16:21

sorento

ჰუგლუ უფრო გამოცდილია newsmile05.gif

პოსტის ავტორი: sorento Mar 17 2014, 17:00

ჰუგლუ რამდენ გრამიანებს ისვრის

პოსტის ავტორი: assassin29 Mar 17 2014, 17:02

sorento
მაგნუმის ლულები აქვს, 50 გამიანებს გაისვრის

პოსტის ავტორი: PREDATOR Mar 19 2014, 22:47


პოსტის ავტორი: ჭაღარა Mar 20 2014, 11:09

PREDATOR
ვახ რა კარგი ბიჭია. 201-ია?

პოსტის ავტორი: assassin29 Mar 20 2014, 11:12

ჭაღარა
კი ეგ უნდა იყოს 202-ს პისტოლესისებრი სახელური აქვს და კონდახიც კალაპოტს სხვანაირად უერთდება

პოსტის ავტორი: ჭაღარა Mar 20 2014, 11:45

assassin29
კარგი რამეა. მაგრები არიან თურქები newsmile05.gif სავარაუდოდ ჩემი შემდგომი იარაღი ჰუგლუ იქნება, მოდელზე ჯერ ვერ ჩამოვყალიბდი newsmile05.gif

პოსტის ავტორი: PREDATOR Mar 20 2014, 21:17



პოსტის ავტორი: PREDATOR Mar 22 2014, 23:34


პოსტის ავტორი: PREDATOR Mar 26 2014, 20:05




პოსტის ავტორი: PREDATOR Mar 27 2014, 22:15


პოსტის ავტორი: PREDATOR Mar 27 2014, 22:27


პოსტის ავტორი: PREDATOR Mar 29 2014, 21:39


პოსტის ავტორი: საბო Mar 30 2014, 20:33

მცოდნეების აზრი მაინტერესებს ჰუგლუს ნახევარ ავტომატებზე. კერძოდ : 601გ ზე.

პოსტის ავტორი: saxo Apr 12 2014, 17:48

გაუმარჯოს მაინტერესებს ვინც ერკვევა HUGLU 201A ჯობია თუ HUGLU 202B და რითი თუ იცით დაწერეთ

პოსტის ავტორი: PREDATOR Apr 14 2014, 19:51




პოსტის ავტორი: PREDATOR Apr 16 2014, 01:14


პოსტის ავტორი: PREDATOR Apr 17 2014, 22:56


პოსტის ავტორი: PREDATOR Apr 22 2014, 01:42


პოსტის ავტორი: PREDATOR Apr 25 2014, 23:35


პოსტის ავტორი: benito10 Apr 26 2014, 20:38

ყველას მოგესალმებით! ქრისტე აღსდგა! ჰუგლუ 201ა-ზე თუ ვინმეს რაიმე გსმენიათ იქნებ დაწეროთ,ძალიან მომწონს ეგ თოფი და სანამ შევიძენ მაინტერესებს ამ თოფის მონაცემები,გაშლა,ჭრა,რამდენა

პოსტის ავტორი: benito10 Apr 26 2014, 20:43

http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: PREDATOR Apr 29 2014, 19:08


პოსტის ავტორი: gumbera May 9 2014, 11:50

სალამი მეგობრებო huglu201a მაგნუმის მაღაზიას რომ აქვს1200ლარად ხო არვიცნობთ ვინმე ამ თოფს თუ ვიცნობთ იქნებ დავწეროთ რის მაქნისია. კალაპოტი ერგალიაქვს თუ ფოლადის

პოსტის ავტორი: PREDATOR Jun 25 2014, 22:36


პოსტის ავტორი: gumbera Jun 27 2014, 15:41

თქვენი აზრი მაინტერესებს huglu 202b თუ иж26?ერთიც ათასი ლარი ღირს და მეორეც?

პოსტის ავტორი: HUNTER FREDY Jun 27 2014, 15:50

иж26

პოსტის ავტორი: PREDATOR Jul 14 2014, 21:24




პოსტის ავტორი: PREDATOR Jul 20 2014, 00:45


პოსტის ავტორი: vanski. fereta Nov 25 2014, 21:02

მოგესალმებით მეგობრებო, ჰუგლუს რომელ მოდელს მირჩევთ, დაახლოებით 1350 ლარის ფარგლებში, მაგნუმის მაღაზიაში ოღონდ, რაღაც ახალი ფირმა არის სარსილმანი, ის ვიყიდე და იჯექტორმა გაჭედა პირველივე გასროლაზე, დავაბრუნე და იმ ფასში სხვა მინდა წამოვიღო, რომელ ჰუგლუს მირჩევთ, მეგობარს აქვს 104 ა უჩოკო, ჩოკიანი ჯობია თუ უჩოკო. დამეხმარეთ მეჩქარება პასუხი

პოსტის ავტორი: Rey - Nov 26 2014, 12:27

მაგ ფასში მე გირჩევ არმსან ა612ს.. მაგარი თოფია,ბევრი ემადლიერება.მეც უკვე მეორე სეზონია ვხმარობ ვირივით და არაფერი ეტყობა,ნახევრად ავტომატია,ამუშავებს 24 გრამიდან ტყვიებს უპრობლემოდ,მოყვება 5 ჩოკი,მიტანა და ჭრა აქვს მშვენიალური.არის მაგნუმის ლულით,5+1 ტყვია. მოყვება 2 ლულა, 76 და 61 სმიანები..მოკლედ მაგარი თოფია. newsmile045.gif

http://www.magnum.ge/production-ka-all-12

წარმატებები ყიდვაში.


პოსტის ავტორი: aragveli Nov 26 2014, 14:07

ნახევრად ავტომატი არ უნდა

პოსტის ავტორი: PREDATOR Nov 26 2014, 23:03

ციტატა(vanski. fereta @ Nov 25 2014, 22:02) *
მოგესალმებით მეგობრებო, ჰუგლუს რომელ მოდელს მირჩევთ, დაახლოებით 1350 ლარის ფარგლებში, მაგნუმის მაღაზიაში ოღონდ, რაღაც ახალი ფირმა არის სარსილმანი, ის ვიყიდე და იჯექტორმა გაჭედა პირველივე გასროლაზე, დავაბრუნე და იმ ფასში სხვა მინდა წამოვიღო, რომელ ჰუგლუს მირჩევთ, მეგობარს აქვს 104 ა უჩოკო, ჩოკიანი ჯობია თუ უჩოკო. დამეხმარეთ მეჩქარება პასუხი


ეს არის კარგი

http://www.huglu.com.tr/double-barreled.i93.200-a#i

https://www.google.com/search?client=aff-maxthon-maxthon4&channel=t28&q=huglu%20202&gws_rd=ssl

პოსტის ავტორი: JaFaRa Dec 18 2014, 21:05

გამარჯობათ newsmile05.gif) ჰუგლუ 104ა შევიძინე 12/76.. ამ დღეებში ვაპირებ დავტესტო მაგრამ ერთი შეკითხვა მაქვს თქვენთან.. საბუთში (თუ რაც ქვია.. რა მნიშვნელობა აქვს) რომ ჩავიხედე წერია რომ სასურველია არ ვიხმაროთ 900 ბარზე მეტი წნევის მქონე ვაზნები.. არადა შეძენილი მაქვს 34 გრამიანი 9 ნომერი საფანტი, რომელსაც ზედ აწერია MAX 1050 BAR. ზოგი ამბობს მაგნუმს ვისვრიო.. ზოგი ამბობს ვერ უძლებსო და დავიბენი D.gif მირჩიეთ ახლა ვისროლო ეს ტყვია თუ დავანებო თავი? D.gif
P.S. ჩემი ვაზნები სტანდარტულია - 70 მმ.

პოსტის ავტორი: HUNTER FREDY Dec 19 2014, 11:19

ერთი ორი გასროლა არაფერს არ უამს საერთო ჯამსი კი სისტემატიურად ხმარება მაგ მუხსტის ვზნების მალე ამიუწურავს ექსპლუატაციის ბადას დ ა გამოიყვანს მწყობრიდნ თოფს და ეგეც რომ არ იყოს არანაირი აუცილებლობა არაა რომ იხმარო მაგნულის ვაზნები. 36 38 გრამიანები საკმარისია!

პოსტის ავტორი: JaFaRa Dec 19 2014, 19:25

34 გრამიანია.. გავარკვიე დღეს, რომ ეგ თვითონ გილზის "შტამპოვკაა".. ანუ სავარაუდოდ გილზაა გათვლილი MAX 1050 ბარზე, თორე დატენილია სტანდარტულად, ალბათ 750-ზე newsmile05.gif) რავიცი ქარავანში ასე ამიხსნეს D.gif
ისე ხომ ვერ მეტყვით სად შეიძლება წავიღო და დავტესტო ჩემი ახალი შენაძენი? პრობლემა რომ არ იყოს.. ნუ ვგულისხმობ რაც შეიძლება ახლოს ტერიტორიას.. აი მაგალითად ლისის ტბის ზემოთ როა ტერიტორია, გილზებითაა სავსე.. მგონი სასროლეთს ეძახიან იქაურობას D.gif D.gif იქ პრობლემა იქნება რამე??

პოსტის ავტორი: საბო Dec 19 2014, 19:43

ციტატა(JaFaRa @ Dec 19 2014, 20:25) *
ისე ხომ ვერ მეტყვით სად შეიძლება წავიღო და დავტესტო ჩემი ახალი შენაძენი?



ნებისმიერ ადგილზე, დასახლებული პუნქტიდან 500 მეტრის დაშორებით. მაგრამ რახან გატესტვა გინდა და სავარაუდოდ მოგიწევს ჰორიზონტალური მიმართულებით სროლა, შეეცადე შეარჩიო საზოგადოებრივად ნაკლებად მოძრავი ადგილი და სასურველია მთის (გორაკის) ქანობის საპირისპირო მიმართულების.

პოსტის ავტორი: JaFaRa Dec 19 2014, 20:14

ნუ მე რა ადგილიც ვიგულისხმე იქ კაციშვილი არ დადის D.gif თან სპეციალურად გაკეთებული მიწაყრილია ტყვიის შესაჩერებლად (ნუ ხრახნულ ლულიანის შემთხვევაში). ლისის ტბის ზემოთაა.. კარგად მოშორებით..

პოსტის ავტორი: PREDATOR Dec 28 2014, 05:49


პოსტის ავტორი: PREDATOR Jan 27 2015, 01:42


პოსტის ავტორი: bubusicha Aug 2 2015, 18:04

ბიჭები მაქვს ჰუგლუ 104ა.
მაინტერესებს როგორც კისტის თოფს აქვს თუ გადატენილს დატოვებ პრუჟინა სუსტება და ძალა იკლებს, მსგავსი რამ აქვს ცეცხლსასროლს?
და შენახვის დროს ლოლას როცა მოვხსნი ლულის გადამტეხი რაც არის ის გადაწეული დავტოვო თუ დავუშვა და ისე შევინახო კეისში?

პოსტის ავტორი: assassin29 Aug 2 2015, 20:41

bubusicha
ყველა ზამბარა ჯდება თუ დიდი ხნის განმავლობაში იქნება დაძაბული არააქ მნიშვნელობა რისააა

პოსტის ავტორი: HUNTER FREDY Aug 2 2015, 21:08

ციტატა(assassin29 @ Aug 2 2015, 21:41) *
bubusicha
ყველა ზამბარა ჯდება თუ დიდი ხნის განმავლობაში იქნება დაძაბული არააქ მნიშვნელობა რისააა


კიი აუცილებლად დაჯდება გაჩნია რამდენი ხანი იქნება დაძაბულ მდგომარეობაში ზამბარა!


ამიტომაც აუცილებელია თოფზე რბილი დაშვება გავაკეთოთ სანამ შევინახავთ.

ერთსასხლეტიანი ორლულიანი თოფის დროს კი ვიხმაროთ ფალშპატრონები.

პოსტის ავტორი: bubusicha Aug 3 2015, 06:57

ჩემი ორსასხლეტიანია.
ქვედა ლულის სასხლეტი შედარებით გამაგრებულია ძალა უნდა დაატანო რომ გაისროლო და ზედა ლულის სასხლეტი ჩვეულებრივია, მოვხსნა კონდახზე და დავზეთო, რას მირჩევთ, თუ რისი ბრალი იქნება?
მამალი თოფია ჭრაში და მიტანაში და არ მინდა რომ გადედლდეს.

ანუ რომ მოქაჩავ არ მოგყვება ერთ ადგილასაა გაჩერებული ცოტა ძალას დაატან და გაისვრის.

პოსტის ავტორი: HUNTER FREDY Aug 3 2015, 07:20

დაზეთვა არ უშველის, სასხლეტის დარეგულირება უნდა მაგას სენ ვერ გააკეთებ ხელოსანი უნდა, გადატენე ცარიელი თოფი მერე სასხლეტზე სასწორი გამოსდე და გაქაჩე და დააკვირდი რამდენ კილოგრამზე დასხლეტავს ორივე სასხლეტი ეგრე გასინჯე და დაწერე აქ!

პოსტის ავტორი: ახალციხელი Aug 3 2015, 09:58

bubusicha

ჰუგლუს ორლულიანებს ზოგადად მძიმე სასხლეტი აქვთ. დიდი ალბათობით თავისით ჩადგება ნორმაში ანუ "ხმარებაში მოჯდება".

პოსტის ავტორი: HUNTER FREDY Aug 3 2015, 10:53

ციტატა(ახალციხელი @ Aug 3 2015, 10:58) *
bubusicha

ჰუგლუს ორლულიანებს ზოგადად მძიმე სასხლეტი აქვთ. დიდი ალბათობით თავისით ჩადგება ნორმაში ანუ "ხმარებაში მოჯდება".


არ მოჯდება თუ არ დაარეგულირე!


პოსტის ავტორი: ახალციხელი Aug 3 2015, 11:04

HUNTER FREDY

რავი აბა, მეც მქონდა იგივე პრობლემა და შედარებით დარბილდა.

პოსტის ავტორი: HUNTER FREDY Aug 3 2015, 15:11

ციტატა(ახალციხელი @ Aug 3 2015, 12:04) *
HUNTER FREDY

რავი აბა, მეც მქონდა იგივე პრობლემა და შედარებით დარბილდა.


ყბრალოდ მიეჩვიე თორე ტავისიტ არ დარეგულირდება არანაირად!

პოსტის ავტორი: bubusicha Aug 4 2015, 09:14

ციტატა(irakli fofxadze @ 3rd August 2015 - 08:20) *
დაზეთვა არ უშველის, სასხლეტის დარეგულირება უნდა მაგას სენ ვერ გააკეთებ ხელოსანი უნდა, გადატენე ცარიელი თოფი მერე სასხლეტზე სასწორი გამოსდე და გაქაჩე და დააკვირდი რამდენ კილოგრამზე დასხლეტავს ორივე სასხლეტი ეგრე გასინჯე და დაწერე აქ!


ზედა ლულა 7 კგ ქვედა 15 მაგრამ ზუსტი არ იქნება სასწორი კონდახს ედება და არ უშვებს. თქვენი როგორაა?

45 გრადისუთ განზე გავქაჩე სასწორი

პოსტის ავტორი: assassin29 Aug 4 2015, 09:22

ციტატა(bubusicha @ 4th August 2015 - 10:14) *
7 კგ ქვედა 15

არარსებობს მეგობარო 7 ჯერ აღემატება ნორმას ეგეთი სასხლეტით გორილა ვერ გაისვრის

პოსტის ავტორი: უიარაღო Aug 4 2015, 11:04

ძველებურ სტარტოვკებს ჰქონდათ მასეთი ხისტი სასხლეტები , ბავშვობაში ორი ხელით ძლივს ვერეოდი D.gif

პოსტის ავტორი: HUNTER FREDY Aug 4 2015, 12:17

ციტატა(bubusicha @ Aug 4 2015, 10:14) *
ზედა ლულა 7 კგ ქვედა 15 მაგრამ ზუსტი არ იქნება სასწორი კონდახს ედება და არ უშვებს. თქვენი როგორაა?

45 გრადისუთ განზე გავქაჩე სასწორი



რასამბობ რა შვიდი რის 15 ტი? დატანჯულხარ სენ აბა ისე გამოდის ძალიან დიდი რიცხვებია სახლეტისატვის

პოსტის ავტორი: assassin29 Aug 4 2015, 12:55

ციტატა(bubusicha @ 4th August 2015 - 10:14) *
ზედა ლულა 7 კგ ქვედა 15 მაგრამ ზუსტი არ იქნება სასწორი კონდახს ედება და არ უშვებს. თქვენი როგორაა?

45 გრადისუთ განზე გავქაჩე სასწორი


სასხლეტს რამე თოკი მოაბი და ზუსტად უკან გაქაჩე

პოსტის ავტორი: bubusicha Aug 4 2015, 16:06

გავაკეთე ეგრე და 5 კგ ქვედა ლულა და 7 ზედა ლულა მაგრამ ეგეც არ იქნება ზუსტი იმიტო რომ კონდახთან შეხება მაინც აქვს და აფერხებს გამოქაჩვას

აშკარად ამაზე დაბალი ექნება. რამეს მოვიფიქრებ ისე რომ კონდახთან შეხება არ ქონდეს და დავწერ

თქვენი გაზომეთ აბა რამდენი აქვს?

პირიქით ზედა ლულა 5 კგ ქვედა 7

პოსტის ავტორი: bubusicha Aug 4 2015, 16:23


ციტატა(irakli fofxadze @ 4th August 2015 - 13:17) *
რასამბობ რა შვიდი რის 15 ტი? დატანჯულხარ სენ აბა ისე გამოდის ძალიან დიდი რიცხვებია სახლეტისატვის


აშკარად არაა ეგეთი მძიმე სასხლეტი თითით გასროლის დროს ჩვეულებრივად ვისვრი არანაირ პრობლამას არ მიქმნის.


პოსტის ავტორი: HUNTER FREDY Aug 4 2015, 21:42

ციტატა(bubusicha @ Aug 4 2015, 17:23) *
აშკარად არაა ეგეთი მძიმე სასხლეტი თითით გასროლის დროს ჩვეულებრივად ვისვრი არანაირ პრობლამას არ მიქმნის.


სხვა თოფებიც სცადე და სადარე აბა!

პოსტის ავტორი: bubusicha Nov 9 2015, 21:42

ბოლო ბოლო გავზომე და 5 კგ-ზე ცოტა მეტი დამიწერა სასწორმა. მაგრამ იმ მანძილებზე რა მანძილებზეც ამითი ვკლავ ეგ 5 კგ შეგუებადია

პოსტის ავტორი: assassin29 Nov 9 2015, 22:11

bubusicha
ძაან ბევრია 5 კილო

პოსტის ავტორი: huglu104 Nov 10 2015, 15:36

ჰუგლუ 104 ა როგორი ლულებით ჯობია 76 სანტიმეტრიანი თუ 71 ?

პოსტის ავტორი: bubusicha Nov 10 2015, 21:39

მე 76 -ით მაქვს და კმაყოფილი ვარ შორ მანდზილზე ნადირობისთვის, 71-იანის შედეგები არ ვიცი, მაგრამ არამგონია იგივე შედეგი აჩვენოს მოკლე ლულამ

პოსტის ავტორი: huglu104 Nov 10 2015, 21:49

ისე კონკრეტულად ჰუღლუ 104 ა ზე ამბობენ 71იანი უფრო ბალანსირებულიაო რავიცი მაგიტომ ვიკითხე ჩემზე მეტი აქ 99%ნმა იცის და რაც არიცი მაგის კითხვა არა სირცხვილი კიდევ მაინტერესებს სხვების აზრი აბა ბიჭებო განმანათლეთ

პოსტის ავტორი: manuqi9 Feb 21 2016, 22:45

სალამი სუყველას ჰულგუს ყიდვას მირჩევთ თუ იჟ ის არ ვიცი ვერ ვერკვევი კარგად თოფებში დამეხმარეთ რა არჩევაში მადლობთ

პოსტის ავტორი: bubusicha Feb 22 2016, 08:33

მე ჰუგლუ მაქვს და კმაყოფილი ვარ, იჟ-ი არ მქონია არასდროს და არ ვიცი. იჟ-ი ვისაც აქვს დაწერს ალბათ.

პოსტის ავტორი: apxazi Feb 22 2016, 14:56

manuqi9
კონკრეტულ მოდელებს თუ დაასახელებ უკეთესი იქნებოდა

პოსტის ავტორი: PREDATOR Feb 22 2016, 15:21

http://www.ochopintre.ge/forum/index.php?showtopic=7397

პოსტის ავტორი: manuqi9 Feb 22 2016, 15:38

რავიცი დზმა 1000 ლარის ფარგლებში მინდა რამე კარგი თოფის ყიდვა და ვერ ვერკვევი კარგად და არ მქონია სეხება არცეთ ტოფთან და ტქვენი აზრი დაწერეთ და განვიხილავ

პოსტის ავტორი: misha59 Feb 22 2016, 21:38

ციტატა(manuqi9 @ Feb 22 2016, 16:38) *
რავიცი დზმა 1000 ლარის ფარგლებში მინდა რამე კარგი თოფის ყიდვა და ვერ ვერკვევი კარგად და არ მქონია სეხება არცეთ ტოფთან და ტქვენი აზრი დაწერეთ და განვიხილავ

1000 ლარში ახალ ჰუგლუს ვერ იყიდი ნახმარი შეიძლება. მე 3 წელია ჰუგლუ 104ა მაქვს და კმაყოფილი ვარ.

პოსტის ავტორი: PREDATOR Mar 9 2016, 00:05






პოსტის ავტორი: Aslan Memishishi Sep 28 2016, 17:36

huglu eagle light ვიყიდეთ თურქეთში 1450 თურქული ლირა გადავიხადეთ.
ძალიან მაგარი თოფიაnewsmile05.gif ჩემ 20 კალიბრიანზე მსუბუქია 12 კალიბრი newsmile05.gif 2,680 კგ არისnewsmile05.gif

პოსტის ავტორი: assassin29 Sep 28 2016, 18:13

Aslan Memishishi
ჩვენთან რა ღირს?

პოსტის ავტორი: Aslan Memishishi Oct 17 2016, 15:58

assassin29
არ ვიცი არ შემხვედრია არსად ეგ მოდელი newsmile05.gif

პოსტის ავტორი: უიარაღო Oct 18 2016, 09:43

Aslan Memishishi
გამარჯობა. პროცედურულად როგორ ხდება თურქეთში თოფის შეძენა საქართველოს მოქალაქისათვის? თუ საიდუმლო არ არის იქნებ გაგვიზიაროთ.

პოსტის ავტორი: Aslan Memishishi Oct 18 2016, 11:31

უიარაღო
ძალიან მარტივად newsmile05.gif
1.მიდიხარ აბარებ გამოცდას.
2. მიდიხარ სააგენტოში და ითხოვ იარაღის იმპორტის ნებართვას.
დაჩქარებული წესით თუ გინდა გარკვეული გადასახადებია. თუ არ გეჩქარება 10 სამუშაო დღეა თუ არ ვცდები და დაგიმზადებენ ცნობას.
მიდიხარ თურქეთში ყიდულობ იარაღს გიწერენ ფაქტურას და გადმოგაქვსnewsmile05.gif
ერთი რამე გაითვალისწინეთ უბრალოდ. თურქეთში მაღაზიის მეპატრონე ვალდებულია იარაღი მიგატანინოს საზღვრამდე.
ის ცნობა რაც გაქვთ ჩვენი სამინისტროდან არ გაძლევს უფლებას თურქეთში იარაღით იაროnewsmile05.gif
ჩვენ საბაჟოზე შედიხარ ადეკლარირებ და მიგაქვს სახლში თოფიnewsmile05.gif დღგ-ს გადახდა ჩვეულებრივ ხდება. იარაღის რეგისტრაციისთვის სააგენტოს უნდა მიმართო 10დღის განმავლობაში.

პოსტის ავტორი: უიარაღო Oct 18 2016, 11:44

Aslan Memishishi მადლობა. მარტივად ყოფილა. თურქული იარაღის მაღაზიის ვებ გვერდი თუ იცი რაიმე ფასები და ასორტიმენტი რომ ვნახო იქნება დამილინკო.

პოსტის ავტორი: Aslan Memishishi Oct 18 2016, 13:17

უიარაღო
ვებგვერდი ბევრია მაგრამ ფასები ძაან განსხვავდება რაnewsmile05.gif http://www.armer.com.tr/asp/group/180/YARI-OTOMATIK
ჩვენ არხავში ვიყიდეთnewsmile05.gif საზღვრიდან 20კმ არ არის.
ამბობენ რიზეში და ტრაპიზონში უფრო იაფიაო მაგრამ იმდენი არ იქნება სხვაობა რამდენიც გზა დაგიჯდება რაnewsmile05.gif
იქ თუ წახვალ უფრო არჩევანის პონტში ალბათnewsmile05.gif

ერთერთი დიდი პლიუსი ის იყო კიდე რომ თოფის სატესტო სროლის უფლება მოგვცა მაღაზიის მეპატრონემ.
ვისროლეთ ჟაკანი და 7ნომერი საფანტი.

http://www.huglu.com.tr/superpozetufekler/eagle-superpoze


პოსტის ავტორი: assassin29 Oct 18 2016, 13:42

ციტატა(itadmin @ 18th October 2016 - 14:17) *
ერთერთი დიდი პლიუსი ის იყო კიდე რომ თოფის სატესტო სროლის უფლება მოგვცა მაღაზიის მეპატრონემ.
ვისროლეთ ჟაკანი და 7ნომერი საფანტი

ჩვენ მივალთ ნეტა როდისმე მაგ დონემდე?

პოსტის ავტორი: უიარაღო Oct 18 2016, 13:59

Aslan Memishishi იტალური და სხვა ქვეყნების ბრენდებიც იქნებოდა ალბათ იმ მაღაზიებში. ფასები განსხვავდება ჩვენგან თუ იცი?

პოსტის ავტორი: Aslan Memishishi Oct 18 2016, 14:15

უიარაღო
ნამდვილად არ დავკვირებივარ :(
ისე ეგეთი დონის ქალაქებში იშვიათად არის უცხო ქვეყნის იარაღები.

აი საიტზე ნახე რამხელა სხვაობააnewsmile05.gif
http://www.armer.com.tr/asp/product/5244/BROWNING-MAXUS-PREMIUM-GR3-12CAL-12-76-71CM-Y-OTOMATIK-AV-TUFEGI
http://caravani.ge/en/shotguns/item/187
არც მიკვირსnewsmile05.gif საკმაოდ დიდი გადასახადები აქვთ იმპორტზეnewsmile05.gif

პოსტის ავტორი: smekosmeko Jan 16 2017, 20:51

ჰუგლუ 104-ს შეურბინე დღეს მაგნუმში და 1400 ლარი რომ ეწერა ეგრევე გამოვბრუნდი. არადა მგონი 870 ლარიდან დაიწყო ფასი )))

პოსტის ავტორი: minchanin Jan 16 2017, 21:25

ციტატა(smeko @ 16th January 2017 - 21:51) *
ჰუგლუ 104-ს შეურბინე დღეს მაგნუმში და 1400 ლარი რომ ეწერა ეგრევე გამოვბრუნდი. არადა მგონი 870 ლარიდან დაიწყო ფასი )))


კი. ეგრე იყო. მაგრამ დოლარმა 60 პროცენტით მოიმატა. და, აი რეზულტატიც. ნელ ნელა ყველაფერი მოიმატებს ფასში.

პოსტის ავტორი: smekosmeko Jan 21 2017, 23:09

huglu s212s რა განსხვავებაა 104-ისგან?

პოსტის ავტორი: butxuzia Sep 16 2020, 21:12

ჰუგლუ ვეირონზე რასიტყვით?????

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)