თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ გლუვლულიანი _ იჟ-54 ( ИЖ-54)

პოსტის ავტორი: Bonehill May 30 2009, 19:59

http://www.radikal.ru

სანადირო თოფი ჰორიზონტალურად განლაგებული ლულებით, ჩაშვებულია წარმოებაში 1954 წლიდან.( გამოდიოდა 1969 წლამდე).
საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია რომ კოპირებულია ზაუერი მოდ.8 დან, მისი წინამორბედია იჟ-49. დაპროექტებულია ა.კლიმოვის მიერ გაუმჯობესებულია ლ.პუგაჩოვის მიერ(წარმოებაში ჩაშვებამდე.)
ეს არის პირველი სანადირო საბჭოური თოფი რომელმაც მიიღო უფლება გაეტანათ ექსპორტზე. გამოშვებულია 500 000 -მდე. აქედან 70 000 გავიდა საზღვარ გარეთ.
ჰორიზონტალურ ლულებიანი 12 კალიბრის თოფია,მექანიზმი საყოველთაოდ ცნობილი და გავრცელებული საშუალო კლასის თოფებში ენსოის და დილეის სისტემა,(რა გააუმჯობესა პუგაჩოვმა არავინ იცის), საბრძოლო ზამბარები ვ სებრი(V) , ნემსა ცალკეა ჩახმახებისგან, გააჩნია სამმაგი ჩაკეტვა, პერდეს ჩარჩო, ლულის ქვედა ჩამკეტი და გრინერის ჭანჭიკი, დამცველი ავტომატური, ლულის სიგრძე 750 - 730 მმ. თოფებს გამოშვებულს 1960 წლამდე ქონდათ 750მმ ლულები, ლულის შიდა დიამეტრი 18,5, ლულები იყო დ ე მ ი ბ ლ ო კ ი, არ გააჩნდა "ბრანტრუბკები" მოგვიანებით გამოშვებული თოფები აღჭურვილი იყო "ბრანდტრუპკებით"

http://www.radikal.ru
ჩოკების გაბურღვა სტანდარტული 0,5 - 1,00 მმ. ტიპი პარაბულური, ფოლადი სტანდარტული 50A , წონა ვარიაბელური მინ.3400-3600კგ
სავაზნე 70მმ, მუყაოს ვაზნებზე.
1960 წლის შემდეგ ხარისხი გაუარესდა, ლულის შიდა დიამეტრი დაიყვანეს 18,2 სტანდარტამდე, სიგრძე 730, სავაზნე და ლულები ცალ ცალკე იბურღებოდა( ანუ აღარ იყო დემიბლოკი), დაუყენეს ბრანდტრუპკები, კონდახი წიფლის იშვიათად კაკლის. თოფს ქონდა ჩახმახების შეყენების მაჩვენებელი.

http://www.radikal.ru

იჯ - 54 "სპორტი". ეს არის სპეციალურად სასანგრე სტენდისატვის გათვლილი თოფი 750 მმ ლულებით, 18,5,
ამ თოფ ქონდა აბსოლუტურად იგივე მექანიზმი, გარდა ერთისა: გრინერის ჭანჭიკი თოფის გადახსნისას გარეთ გამდის, იჟ- 54 სპორტის შმთხვევაში ასე არ იყო( ამას არსებიტი მნიშვნელობა არა აქვს), თოფი უფრო მტკიცე კეთდებოდა, შესაბამისაგ დიდი წონით 3,800მდე. ძირითადად იყენებდნენ სასჩუქრე ძვირფას ეგზემპლარებში.
ძალიან იშვიათი, და უმნიშვნელო რაოდენობით გამოვიდა აგრეთვე იჟ - 54 "სპორტი" მრგვალი სტენდისტვის, შესაბამისად მოკლე ლულებით( 650მმ - 680მმ დე) ლულის ბოლოში ცილინდრებით და არა გაგანიერებით.
იჟ - 54 საუკეთესო სანადირო თოფადაა აღიარებული საბჭოთა კავშირის მიერ გამოშვებულ თოფებს შორის( რათქმუნდა სერიულ, რიგით თოფებში) . აგერ უკვე სამი თაობაა მონადირეებისა რომლებიც სიმპატიას გამოთქვამენ ამ თოფზე, მართალია ის კოპირებულია ზაუერიდან მაგრამ, რუსმა კოსტრუქტორებმა ვერ გამოაყოლეს გერმენული თოფებისათვის დამახასიათებელი ჭრა. ქარხანაში თოფს აძლევდნენე 7000 გარანტირებულ გასროლას, თუმცა მან ბევრად მეტი გაისროლა...

http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: მონადირე Jun 23 2009, 12:25

ციტატა(niko @ 30th May 2009 - 07:59 PM) *
რა გააუმჯობესა პუგაჩოვმა არავინ იცის

კარგი შეკითხვაა newsmile035.gif

სანადირო იარაღში რუსის გაუმჯობესებული არავის არასოდეს არაფერი უნახავს. ისინი სულ იპარავდნენ სხვებისგან, მაგრამ მხოლოდ აუარესებდნენ ხარისხს.

იჟ-54 როგორც ასეთი, მართლა არ არის ცუდი თოფი, მით უმეტეს 1959 წლის ჩათვლით გამოშვებული, თუმცა მე პირადად იჟ-26-ს ვარჩევდი მაინც.

პოსტის ავტორი: მონადირე Jul 16 2009, 19:51

თქვენგან მიღებული რჩევების და მოყვანილი ავტორიტეტული აზრის გათვალისწინებით ვაღიარებ იჟ-54-ის უპირატესობას მც-ს გარდა ყველა სხვა რუსულ ჰორიზონტალზე...

პოსტის ავტორი: brakonieri Jul 22 2009, 19:49

იჟ54 მაქვს და მართლა კარგი თოფია, ვაგიარებ, მარა ისეთი არაა როგორც ხალხი აბუქებს.. დამიჯერეტ...

პოსტის ავტორი: მონადირე Jul 22 2009, 20:17

ციტატა(brakonieri @ 22nd July 2009 - 08:49 PM) *
იჟ54 მაქვს და მართლა კარგი თოფია, ვაგიარებ, მარა ისეთი არაა როგორც ხალხი აბუქებს.. დამიჯერეტ...

ეგ თავისთავად. საბჭოთა სერიული თოფების კვალობაზეა კარგი თოფი, თორემ სხვამხრვ არაფერი განსაკუთრებული.

პოსტის ავტორი: hunter777 Jul 22 2009, 20:25

ციტატა(მონადირე @ Jul 22 2009, 09:17 PM) *
ეგ თავისთავად. საბჭოთა სერიული თოფების კვალობაზეა კარგი თოფი, თორემ სხვამხრვ არაფერი განსაკუთრებული.

+1 ეგრეა ზუსტად! newsmile027.gif

პოსტის ავტორი: მონადირე Jul 23 2009, 09:34

ლულის მარკა 50A გაიკეთონ რუსებმა ტ..ში!

პოსტის ავტორი: იკო1981 Sep 1 2009, 20:12

აი ჩემი იჟ-54 ოზურგეთში
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
მაგარი თოფია ძაან,მე რუსულებში 3 თოფს ვაფასებ-იჟ18-იჟ27-იჟ54

პოსტის ავტორი: ირაკლი21 Sep 16 2009, 07:58

ძალიან ბევრი მონადირე აქებს იჟ-58 მეც მაქვს და კმაყოფილი ვარ მაქვს აგრეთვე ტოზ-54,იჟ-27ე და რამოდენიმე ხრანკუთხვილიანი, ჩემი აზრით და საკმაო გამოცდილებით
უპირატესობას ვანიჭებ ჰორიზონტალ ლულებიანს

პოსტის ავტორი: MIMINO Jan 24 2012, 10:36

გამარჯობათ ბიჭებო, ამ მოდელთან დაკავშირებით კითხვები მაქვს და იქნებ პასუხის გაცემაში დამეხმაროთ.

1. რა განსხვავებაა ჭრა და მიტანაში 75 სმ, 18.5 გაბურღვის ლულასა და 73 სმ 18.2 გაბურღვის ლულას შორის? მაინტერესებს თქვენი მოსაზრება.
2. ამ ორი ვარიანტიდან რომლის შეძენა ჯობია და რატომ?

პოსტის ავტორი: iason Jan 24 2012, 11:12

ციტატა(MIMINO @ Jan 24 2012, 11:36) *
გამარჯობათ ბიჭებო, ამ მოდელთან დაკავშირებით კითხვები მაქვს და იქნებ პასუხის გაცემაში დამეხმაროთ.

1. რა განსხვავებაა ჭრა და მიტანაში 75 სმ, 18.5 გაბურღვის ლულასა და 73 სმ 18.2 გაბურღვის ლულას შორის? მაინტერესებს თქვენი მოსაზრება.
2. ამ ორი ვარიანტიდან რომლის შეძენა ჯობია და რატომ?

www.hunter.ru/gun/articles/54.htm ეს ლინკი დგეხმარებათ გარკვევაში..რუსულ ფორუმებში წაკითხულიდან არჩევენ 75-იანს. თუ რომელიმე მათგანი საცალო გამოშვების არის,საცალოს გირჩევთ. გააჩნია რომელი უფრო კარგად შენახული და მოვლილია...

პოსტის ავტორი: MIMINO Jan 24 2012, 12:45

აქ მინდა ვისაუბროთ პრაქტიკიდან გამომდინარე ისე რუსები ბევრ რამეს წერენ. აბა ბიჭებო რას ფიქრობთ?

პოსტის ავტორი: gel2001 Jan 29 2012, 13:08

მე პირადად ვფიქრობ რო მშვენიერი საშუალო კლასის თოფია.დიდი სიამოვნებით ვიქონიებდი ჩემ არსენალში.მითუმეტეს რო რუსებმა პირადპირ გააკეთეს ზაუერის კოპირება.გამომდგარი და დროით შემოწმებული იარაღია.

პოსტის ავტორი: alika77 Feb 16 2012, 18:25

ყოველშემთხვევაში 1300 1500 და 2000 დოლარის მიცემა მაგ თოფში მიქარვაა მაიმარკეტზე როაქ ფასები

პოსტის ავტორი: Bonehill Feb 16 2012, 18:56

2000 დოლარი უკვე დიდი თანხაა ჩემი აზრით

პოსტის ავტორი: შუკა Feb 16 2012, 19:20

http://www.radikal.ru
ჩემი იჯ54 2 კვირის წინ შეძენილი შტუჩნი.. ხელში რომ გიჭირავს გრძნომ რომ იარაღი გიჭირავს, იგივე შედრძნება როცა პარაბელუმს, ვალტერ პ 38, ტეტეს ან ნაგანს იჭერ ხელში newsmile05.gif
სამწუხდაროდ გაყიდვა მომიწევს უკეთესი ვარიანტის გამო newsmile045.gif

პოსტის ავტორი: MIMINO Feb 17 2012, 14:52

ჭრა და მიტანაზე შეამოწმე? მგონია რომ ტოზ 34–მა ვერ უნდა აჯობოს, მე გავსინჯე და ტოზ 120–ს ისე მაგრად აჯობა მიტანაშიც და ჭრაშიც იჟ 54–მა რომ 2–ჯერ უკეთესი შედეგი აჩვენა. ხმელ ფიჭვის ფიცარში 35 მეტრში 5მმ–ზე შესვა საფანტები იჟმა.

მექანიზმზე ხომ არც უნდა ილაპარაკო. ალბათ დიზაინი გაკმაყოფილებს ტოზის უფრო ხო?

პოსტის ავტორი: შუკა Feb 17 2012, 15:26

MIMINO
შევამოწმე... ტოზ34 აჯობა ფაბარმXL5 ვერა newsmile05.gif (ორივე მაქვს) მაგიტომ ვყიდი .... კიდევ მემძიმება , ეს კი მოინელებს 2 ტოზს მაგრამ თუ არ ვინადირე აზრი ეკარგება ქონას.
ტოზი უფრო ბალანსირებულია და სათრევად უფრო გამომადგება..

პს. გილოცავ ახალ შენაძენს! მშვიდობაში! კაი ფასში და კარგ მდგომარეობაში გიყიდია(გურულოსგან გავიგე newsmile05.gif )
შტუჩნიაკია?

პოსტის ავტორი: MIMINO Feb 17 2012, 16:38

გაიხარე მადლობა. არა შტუჩნი არაა მარა სულ ახალია.

პოსტის ავტორი: შუკა Feb 17 2012, 22:16

MIMINO
რომ მოახერხებ დაყარე სურათები გალამაზდება თემა newsmile05.gif
ისე მართლა კარგი თოფია ცოტა უკეთესი ბალანსი რომ ქონდეს 4 თაობას გამოიცვლის ისეთი შეკრულია
1 კვირა ვუყურებ თუ გაიყიდა თუ არადა დავიტოვებ ცოტახანში ანტიკვარი გახდება newsmile090.gif

პოსტის ავტორი: alika77 Feb 19 2012, 17:01

ჰაუნტერ 77 როგორ დაუკავშირდე ტელეფონი ხომ არ იცით ვინმემ?

პოსტის ავტორი: Bear Grylls May 15 2012, 15:33

მოგესამებით!

გადავწყვიტე იჟ-54 შეძენა.

http://mymarket.ge/product_info.php?type_id=1&set_ad_type=&product_id=2493376
ამის ყიდვა რამდენად გამართლებულია, თოფი მშვენიერ მდგომარეობაშია ართი ნახვით..
და კიდევ მაინტერესებს რას მივაქციუ განსაკუთრებული ყურადღება ამ მოდელის ყიდვისას, ანუ რამე კრიტიკული ნიუანსი ხომ არ აქვს?

ან თუ ვინმე ყიდის მირჩიოთ, სანდო თოფი მინდა რომელიც არ დამაგალატებს..

პოსტის ავტორი: hunter777 May 15 2012, 15:51

თოფი მართლა კარგია მოდელი რუსებს მაგაზე უკეთესი მაგ კლასში არააქვთ მაგრამ მე მაინც რაიმე ნახევარ ავტომატურს გირჩევდი!

პოსტის ავტორი: Bear Grylls May 15 2012, 16:04

ზუსტად ეგ პრობლემაა, მც მაქვს რომელსაც კარგად ვერ ვხმარობ.. უბრალოდ პრობლემა იმაშია რომ გავიზარდე ჰორიზონტალზე და მომწონს კლასიკა..
ჩემი ჰორიზონტალი დაიკარგა და მომიწია მცზე გადასვლა. სამწუხაროდ ვერ ვხმარობ.

http://mymarket.ge/product_info.php?type_id=1&set_ad_type=&product_id=2599155

ამ ვარიანტსაც განვიხილავ ალბათ..

თუ რამეს არასწორად ვაკეთებ (offtopic) მითხარით.

პოსტის ავტორი: hunter777 May 15 2012, 18:58

მც21-12 ყვეკაზე ცუდი შეიძლება ითქვას უციდესი ვარიანტია ნახევარ ავტომატების არჩევისას სიმძიმე ხშირი გაჭედვები დაუბალამსებულობა არც საბოლოო ჯამსი მონადირეზე და ნადირობის შეედეგზე ცუდად მოქმედებს.

პოსტის ავტორი: Bear Grylls May 15 2012, 21:12

ხოდა ახლა ვყიდი, ვიშორებ როგორც იქნა და ვათვალერებ რა შეიძლება ვიყიდო.. იჟ 58 არ მინდა, ვერტიკალური არა, ერთი რჩება იჟ 26 და იჟ 54 სსრკდან. სიმსონი ან საუერი მმაგრამ რაც ვნახე ძალიან ცუდ მდგომარეობაშია ეს ბოლო 2 ბრენდის იარაღი. ან ძალიან ძვირია.. მოკლედ მგონი 54ზე შევჩერდები.
და ეს ფასი 1200 ლარი რამდენად რეალურია? იარაღი ნორმალურ მდგომარეობაშია.


ისე ნახევრად ავტომატურებიდან რაზეც ხელი მიმიწვდება ეს არის MP 153 და არც ისე გასაგიჟებელია, მართალია ახალია მაგრამ რეავიცი..

პოსტის ავტორი: hunter777 May 15 2012, 21:14

ციტატა(alika77 @ Feb 19 2012, 18:01) *
ჰაუნტერ 77 როგორ დაუკავშირდე ტელეფონი ხომ არ იცით ვინმემ?



ჩემთან დაკავშირებას ცდილობ??

პოსტის ავტორი: alika77 May 15 2012, 21:31

ციტატა(hunter777 @ May 15 2012, 22:14) *
ჩემთან დაკავშირებას ცდილობ??

ხო ეგ ადრე დავწერე მეგობარო რაღაც მინდოდა მეკითხა მადლობ ყურადღებისთვის

პოსტის ავტორი: hunter777 May 15 2012, 21:41

ციტატა(alika77 @ May 15 2012, 22:31) *
ხო ეგ ადრე დავწერე მეგობარო რაღაც მინდოდა მეკითხა მადლობ ყურადღებისთვის


მაპატიე მეგობარო ეხლა ვნახე newsmile05.gif

557 22 40 04 ჩემი ნომერია

პოსტის ავტორი: Tarantuli Mar 16 2014, 14:08

გაუმარჯოს ..იქნება დამეხმაროთ და მითხრათ იჟ-54 ზე ამ ნაწილს სადმე თუ შემიცვლიან.და თუ ცვლიან რა ჯდება.მადლობა წინასწარ.
http://postimg.cc/image/rjefopm2n/

პოსტის ავტორი: Bone Mar 16 2014, 14:31

ცალი 50 გელას გარშემო ტრიალებს.

"ბრანდტრუბკები " ასე ვიცნობ მე პირადად ამ დეტალს.

უმეტესობა ხელოსანი ცვლის უპრობლემოდ. ლევანი ბლექს არ მგონია ეცალოს, თუმცა დაწერს რო შემოვა

პოსტის ავტორი: ზახარა Mar 16 2014, 15:20

Tarantuli
ლევანის დაურეკე თუ ეცლება... უპრობლემოდ გაკეთდება ქარხნულივით newsmile045.gif

599561488

პოსტის ავტორი: Tarantuli Mar 16 2014, 15:54

დიდი მადლობა გაიხარეთ...

პოსტის ავტორი: Ika Exs Sep 17 2015, 09:38

გამარჯობათ,

იჟ54-ის ყიდვა მინდა და ვნახე ერთი ნორმალური თოფი, ცოტასაც დააკლებს.

თქვენი რჩევა მჭირდება რას ფიქრობთ ღირს ამის ყიდვა თუ სხვა იჟ54-ებს დაველოდო როდის გაყიდიან? (ნახევრად ავტომატური მაქვს და ესეც მინდა)



http://postimg.cc/image/jkz1ore01/

http://postimg.cc/image/mgc4vmi01/

http://postimg.cc/image/c7jnpsty9/



http://www.mymarket.ge/product_info.php?type_id=1&set_ad_type=0&product_id=8209867&back_page_num=1

პოსტის ავტორი: achiko-l Sep 17 2015, 11:26

ლულები როგორ მდგომარეობაში აქვს?

პოსტის ავტორი: ბლექ-ხასან Sep 18 2015, 00:33

Ika Exs
ფასს გააჩნია. არ მიხსნის მარკეტის ლინკს და ვერ ვიგებ რა ფასი აქვს.

პოსტის ავტორი: Ika Exs Sep 18 2015, 21:49

BONE-სი ყოფილა და მგონი გაყიდა უკვე

პოსტის ავტორი: Gabi Jul 22 2016, 10:38

იჟ54 მაქვს და მართლა კარგი მუშა თოფია, წონაც რო ქონდეს უფრო მსუბუქი არ იქნებოდა ურიგო, მაგრამ რას ვიზამთ მთვარია თავის საქმეს მშვენივრად ასრულებს.
ასე რომ თუ ვინმე შეძენას აპირებთ არ ინანებთ newsmile027.gif

პოსტის ავტორი: zura 80 Aug 9 2016, 11:52

მოგესალმებით ყველას შეკითხვა მაქვს ასეთი იჟებთან დაკავშირებით რა სხვაობაა იჟ54 სა და იჟ58 შორის? კონსტრუქციულად რამე ძირეული განსხვავება არისა მათ შორის, ის ვიცი რომ 54 შემდეგ გამოვიდა 58 მგონი 1958 წელს? ერთი ვიცი რო 58 შედარებით მოკლე ლულები ჰქონდა

პოსტის ავტორი: baxi Nov 24 2017, 16:29

იყიდება ij-54.ფასი შეთანხმებით.დაინტერესების შემთხვევაში დაუკავშირდით.ასევე შესაძლებელია კონდახის გაფორმება შეკვეთით.

571118811 ნიკა.


https://postimg.cc/image/k58qs0h57/



https://postimg.cc/image/mmkhzbj23/

https://postimg.cc/image/6obs97rez/

https://postimg.cc/image/hb5lep4q3/

პოსტის ავტორი: tunterboy Sep 28 2020, 18:20

გამარჯობა მონადირეებო). მაქ ნორმალურ მდგომარეობაში იჯ54 და დაახლოებით რაფასში უნდა გავყიდო მითხარით თუშეგიძლიათ

პოსტის ავტორი: ოთო. Sep 29 2020, 11:37

სალამი,

დაახლოებით 1000 ლარის ფარგლებში ისიც მდგომარეობას გააჩნია.

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)