თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ გლუვლულიანი _ Webley & Scott

პოსტის ავტორი: gsx Oct 3 2011, 21:19

მოკლედ მაინტერესებს ვებლი სკოტ 900K-ზე რას მეტყვით როგორი თოფია რა აქვს კარგი რა ცუდი ჯობია თუ არა თურქულ თოფებს ჭრაში და ხარისხში და ასევე იტალიურ თოფებს თუ გაუტოლდება რამენაირად? ვინმეს გამოცდილება თუ ჰქონია ძალიან დამავალებს თუ გამიზიარებს

პოსტის ავტორი: camaro Oct 3 2011, 21:46

მე ისე ვიცი რომ 900K თურქეთში იწარმოება... newsmile045.gif

პოსტის ავტორი: ლევანი Oct 4 2011, 00:43

ციტატა(camaro @ 3rd October 2011 - 23:46) *
მე ისე ვიცი რომ 900K თურქეთში იწარმოება...

ნამდვილად. თუმცაღა ინგლისელების მეთაურობით ხდება ეგ ამბავი. ეს მოდელები..რაც ჩვენთან შემოდის(ახლები) მაინც იაფიანი ვარიანტებია...თორემ მაგათი ძვირიანი მოდელები..ძალიან ძვირი ღირს.(რამოდენიმე ათასი ფუნტი) ისე კი არ იტალიურები იწყობა ნაკლები თურქეთში.

პოსტის ავტორი: gsx Oct 4 2011, 16:54

ანუ ასე თუ ისე კარგი თოფია ხო? თავი მოიკლეს ქარავანში ინგლისში აწყობილიაო და რავიცი .... მეც თურქული მეგონა და გადავეკიდე თურქულიათქო და არაო იფიცა და იგინა... ის ძვირიანი მოდელები ალბათ ვიდად იქნება სხვა გრავიურების ამბავში ალბათ თორე მეტალი სხვა ხო არ ექნება?

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Oct 4 2011, 17:27

მე მადვე მითხრეს რომ თურქული ზბორკაა. კარგი ხარისხია, ინგლისელები თავს არ გაიბანძებენ.

მასე არცერთი ადიდასი და პუმა აღარ იკერება გერმანიაში.

მე სარემნემ და 75 იანმა ლულამ შემაჩერა თორემ ვყიდულობდი. 71 იანით თუ შემოვა აუცილებლად ვიყიდი

პოსტის ავტორი: gsx Oct 4 2011, 17:44

სარემნემ რატო რამე განსხვავებული აქვს? ისე ჩოკური შევიწროვება როგორ აქვს ხო არ იცით?

პოსტის ავტორი: Bonehill Oct 4 2011, 18:52

gsx
მეტალზე არაა საუბარი მანდ ცოტა სხვა რამეა... newsmile05.gif
ვებლეი და სკოტი ძველი ინგლისური ფირმაა, დიდი ისტორიით. დიდ ისტორიაში შედის კომპანიის შეერთება სხვა კომპანიებთან გაყიდვა ახალი მფლობელის მმართველობა და სხვა.
XX საუკუნის დასაწყისიდან აწარმოებდა იაფფასიან და საშუალო კლაისის სანადირო სტპორტულ თოფებს. მცირე რაოდენობით მაღალი კლასის თოფებს. მცირე პარტიებით პისტოლეტებს.
ომებთან დაკავშირებით კომპანია განიცდიდა ხოლმე ცვლილებებს და გადადიოდა ხოლმე საბრძოლო იარაღის წარმოებაზე, უფრო პისტოლეტებზე.
ასე გაგრძელდა 1979 წლამდე , როდესაც კომპანია გაკოტრდა თუ რა მოხდა აღარ მახსოვს, მოკლედ დაიხურა.

მთელი არსებობის განმავლობაში "ვებლეი სკოტმა" დაიმსახურა მუშა, უკაპრიზო, საიმედო იარაღის მწარმოებელი კომპანიის სახელი და პატივისცემა.

ახლო წარსულში კომპანიის მემკვიდრეებმა გამოაცხადეს ტენდერი აღორძინებასთან დაკავშირებით, ხოდა ამ ტენდერში გაიმარჯვეს თურქებმა (როგორც ყოველთვის ყველაფერში) აქედან გამომდინარე :
"ვებლეი და სკოტის" სანადირო თოფები 100 % -ით არის თურქული ნაწარმი, მაგრამ ინგლისური ხარისხი კონტროლით !!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!

ფოლადი როგორი აქვს ?

დაუძახებენ თურქებს ინგლისში, წარმოების დირექტორს და ორ კვალიფიცირებულ მუშას. აუხსნიან და ასწავლიან რა როგორ კეთდება და რომ "ეს 90ანი წლების თურქული ნაწარმი არ იქნება . წინააღმდეგ შემთხვევაში იოხტურ კონტრაქტ.


პოსტის ავტორი: gsx Oct 4 2011, 18:58

ჰუგლუს ატას და ასეთებს მგონი უნდა აჯობოს ხო? ისე იარაღის შემოტანა თUა ნებადართული უცხოეთიდან ხო არ იცით ვინმემ> ?

პოსტის ავტორი: Bonehill Oct 4 2011, 19:17

აჰა ახალთ ახალი ბოკფლინტი, ჯონ რობერთსონის ერთ სასხლეტიანი მექანიზმით და ჰოლანდ ჰოლადნის, საკეტის მარტივად მოსახსნელი ჭანჭიკით.
მწარმოებლის ფასი 6500 $

http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: cin300 Nov 2 2011, 16:22

მეც ვნახე ეგ k900 და რავიცი კარგი უნდა იყოს და მეც ვეტანხმები რომ ისეტი მეტვალყურეობის ქვეშ არის რომ არ უნდა იყოს ცუდი და ტანაც ფასი მაგარი აქვს 1000 ლარი

პოსტის ავტორი: gsx Nov 2 2011, 16:54

არა მე პოლუავტომატზე არ ვამბობ ის კ812ია თუ არ ვცდები. ეს ვერტიკალურია

პოსტის ავტორი: cin300 Nov 2 2011, 18:21

მართალი ხარ გუშინწინ ვნახე ეგ ახალი ვებლი წერეთელზე კალიბრში და მე ამერია ფასმა ისე მომხიბლა. ეგ ვერტიკალური 900კ 1900ლარი ღირს როგორც მახსოვს.

პოსტის ავტორი: ბესო Nov 3 2011, 21:16

ციტატა(niko @ 4th October 2011 - 19:52) *
ფოლადი როგორი აქვს ?

დაუძახებენ თურქებს ინგლისში, წარმოების დირექტორს და ორ კვალიფიცირებულ მუშას. აუხსნიან და ასწავლიან რა როგორ კეთდება და რომ "ეს 90ანი წლების თურქული ნაწარმი არ იქნება . წინააღმდეგ შემთხვევაში იოხტურ კონტრაქტ.

newsmile015.gif newsmile015.gif newsmile015.gif

მოკლედ სულ ფასზე ეტყობა რამდენი მილიონი დაუჯდა ინგლისელებს თურქი დირექტორის და 2 მუშის სწავლება და ტრენინგები
ციტატა
ფასი მაგარი აქვს 1000 ლარი

newsmile015.gif newsmile015.gif newsmile015.gif newsmile015.gif newsmile015.gif newsmile015.gif newsmile015.gif newsmile015.gif newsmile015.gif

პოსტის ავტორი: Bonehill Nov 3 2011, 21:30

ბესო
იცინე იცინე, შენი ბიჭი (რომ გეყოლება) რომ მოგთხოვს მამი მამი თურქული თოფი მიყიდეო მერე ნახავ ....D.gif

პოსტის ავტორი: ბესო Nov 3 2011, 22:33

ციტატა(niko @ 3rd November 2011 - 22:30) *
იცინე იცინე, შენი ბიჭი (რომ გეყოლება) რომ მოგთხოვს მამი მამი თურქული თოფი მიყიდეო მერე ნახავ ....


მაგას მომთხოვს და გვარს აღარ მივცემ D.gif D.gif D.gif

პოსტის ავტორი: ლევანი Nov 3 2011, 23:18

ციტატა(mgalobla @ 4th November 2011 - 00:33) *
მაგას მომთხოვს და გვარს აღარ მივცემ

ხოოოო..... გვარი კი გაქვს თავადიშვილური.. მაგრამ ვებლეი და სკოტზე....ციცნხალი ინფო მოვიპოვე ამასწინად. როგორც აღმოჩნდა... კაიხნის წინ.. საერთოდ შეუჩერებია წარმოება(გოუყიდია) და დაუტოვებია მხოლოდ პნევმატიკა. ამ ბოლო ხანებში... ისევ გამოუსყიდია და ჩაუტარებია ტენდერი წარმოებაზე. რაცარუნდა გასაკვირი იყოს..გაუმარჯვია თურქულ კომპანიას. ხოდა ეხლა..'' ვებლეი და სკოტი'' მხოლოდ თურქეთში იწარმოება და მეტი არსად.(იგულისხმება გლუვლულიანები) რაც შეეხება ფოლადს... თურქეთში საერთოდ არ დნება თურმე არანაირი ფოლადი. ყველა თურქული თოფი...აწყობილია საზღვრებს გარედან შემოტანილი მასალებით.(ძირითადად იტალიიდან) ვებლეი და სკოტი..ინგლისიდან მარაგდებაო.......

პოსტის ავტორი: ბესო Nov 3 2011, 23:28

შენ სანამ გაიგებდი ამ თემის მე-7 პოსტში ეწერა ეგ უკვე, მაგრამ ის არ ეწერა რომ ინგლისიდან შეაქვთ ლულაო. და არარეალურსაც გავს - ინგლისში ფუნტებით ჩამოსხმული და გაბურღული, მერე თურქრთში ტრანსპორტირებული ლულა რომელსაც ვებლეი სკოტის წარმოწბისთვის თუქული მოგება ადევს, მერე ბრენდის და თვითო ვებლეის მოგება ადევს + თურქულ მექანიზმებს და კაკალს ამატებენ და კიდევ თბილისამდე ჩამოაქვთ, + ლიცენზია ემატება + განბაჟება + დღგ + ქარავნის მოგება და 1000 გელა ღირს? და ინგლისური ლულაა? newsmile05.gif newsmile05.gif newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ლევანი Nov 3 2011, 23:44

ციტატა(mgalobla @ 4th November 2011 - 01:28) *
1000 გელა ღირს?

რა 1000 გელა ტო..6500 ღირდა მე რომ ვნახე. ეგ რაღაც ჩინური იქნება ალბათ ''დებლეი და სნოტი'' D.gif ან ყველაზე ფარჩაკი და იაფფასიანი სისტემა.(იაფიანსაც უშვებენ ალბათ) რაც ეეხება ინგლისურ ლულას. მაგათ იმხელა წარმოებები აქვთ მაგ განხრით..არ არის გამორიცხული მისაღებ ფასად ეშოვნათ მასალა. ბოლობოლო ტრუბაა რააა.. დაჭრას და ერთმანეთზე მიდუღებას კი მოახერხებენ როგორმე. თან თუ იმასაც გავითვალისწინებთ...რომ დღევანდელი თურქეთი..ის თურქეთი აღარ არის..ჩვენგან რომ გაქონდა ნიორი და კალოშები... არც დანარჩენია გასაკვირი. უმაგრესი დანადგარები შემოაქვთ იტალიიდან...აქცენტი აქვთ აღებული ხარისხის გაუმჯოვესებაზე და ფასის დაწევაზე.(რაოდენობის ხარჯზე) დღეს....თურქეთმა...მაგრად აიხია რუსული წარმოება. იტალიამდე და ზოგადად ევროპამდე კიდე აკლია...მაგრამ რუსეთს..მაგარი გადაუსწრო.

პოსტის ავტორი: ბესო Nov 3 2011, 23:49

ლევანი

ჩინური კი არა თურქულიაო ეგ 1000 ლარიანი "დებლეი და სკატი" არ კითხულობ წინა პოსტებს? D.gif D.gif

პოსტის ავტორი: ლევანი Nov 3 2011, 23:54

ციტატა(mgalobla @ 4th November 2011 - 01:49) *
არ კითხულობ წინა პოსტებს?

არ წამიკითხავს..გადავხედავ ერთი. რა 1000 ფულიან თოფზე საუბარი.

პოსტის ავტორი: ლევანი Nov 4 2011, 00:03

ხოო.. აი გადავხედე..ხოდა 1900 ფული ღირებულა და არა 1000. პრინციპში ჩვეულებრივი ენსონი და დილის სისტემა.. გრავირებების გარეშე და უბრალო კაკლის კონდახით.. კი ჩაჯდება მაგ ფასში.

პოსტის ავტორი: ბესო Nov 4 2011, 00:10

ლევანი

ციტატა(cin300 @ 2nd November 2011 - 17:22) *
მეც ვნახე ეგ k900 და რავიცი კარგი უნდა იყოს და მეც ვეტანხმები რომ ისეტი მეტვალყურეობის ქვეშ არის რომ არ უნდა იყოს ცუდი და ტანაც ფასი მაგარი აქვს 1000 ლარი


1900-იც რომ იყოს - ინგლისური ლულით?

პოსტის ავტორი: ლევანი Nov 4 2011, 02:03

ციტატა(mgalobla @ 4th November 2011 - 02:10) *
ინგლისური ლულით?

ინგლისურით აბა ტაჯიკურით??... D.gif კაცო... ინგლისში მარტო ვიტვორტის ფოლადი კი არ იწარმოებოდა... იმდენი მარკა აქვთ... მაგას რა დაიმახსოვრებს. მანდვე შეიქმნა პირველი მასიური წარმოება.. სიმენს მარტენი.(მარტენის ღუმელის შემქმნელი) დაჩქარდა წარმოება და გაიაფდა... მაგანვე დაძირა ბატონი ვიტვორტი. აგრეთვე შეფილდის ფოლადი და რავიცი.. მოკლედ..ბავრი აქვთ და ხარისხიანი..თან სწრაფად. ბოლობოლი 1 თოფის საყოფი სალულე მილი....100-150 ფუნტზე მეტი ხომ არ დაჯდება??... ისე მაგასაც არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. იტალიაში კიდე უფრო იაფია... კიდე უფრო მეტი ნაირსახეობა. თან ისეთ ხარისხს მიაღწიეს..ნამდვილად ვერ შეედრება ბევრი ცნობილი ფოლადი. მოკლედ.... ფოლადი..აღარაფერს წყვეტს.(ყველა მაგარია უკვე) ამიომ სულაც აღარ აქვს მნიშვნელობა სად ყიდულობენ სალულე მასალას. მთავარი თვითონ თოფის შესრულების ხარისხია.

პოსტის ავტორი: ბესო Nov 4 2011, 08:31

ციტატა(levani @ 4th November 2011 - 03:03) *
100-150 ფუნტზე


რა 100 ფუნტი? სიგარეტი ღირს მგონი უკვე 6 ფუნტი და 120 ფუნტი ნახევარ ბოთლ არაყში გადავიხადე შოტებით რომ დავლიეთ... ლიდსში თითო ზაკუსკა 1 ცხვარის ფასი გვიჯდებოდა... და მომინდომე ეხლა შენ 100 ფუნტად წყვილი ლულა D.gif D.gif D.gif

პოსტის ავტორი: cin300 Nov 4 2011, 09:56

ისე მაგარი მიკვირს ,საკმაოდ კარგი ბრენდები მაგალითად როგორიც ვებლია და ბევრი სხვა ყველამ ვიცით რომ დღეს თურქეთში იწარმოება.საქმე საქმესთან რომ მივა ძალიან ვაქებთ ამ თურქულ ვებლის და ვამბობთ რომ იგივეა თითქმის რასაც ინგლისელები აკეთებდენო, მაგარ თვალყურისქვეშააო,(რასაც ვეთანხმები,ინგლისელები ვებლის არ გააბანძებენ) და მაინცდამაინც ეს ერთი ვებლი 812 რახან 1000ლარი ღირს ის დარჩათ ინგლისელებს მეთვალყურეობის გარეშე?(თანაც მე ამერია თორემ თემა კ900 ზე გაიხსნა რომელიც 1900 ღირს)სხვათაშორის 1000 ლარი მართლა კატასტროფულად დაბალი,მაგრამ მაგარი ფასია იმიტომ რომ ვებლი მაქვს და ჩემი თურქული ვებლი ჰორიზონტალურიC1SS-ია და საკმაოდ ძვირი მივეცი და მართლა მშვენიერი რამეა და თავისუფლად შემიძლია ვთქვა რომ მართლა კონტროლის ქვეშ არის.ისე bonehilli მართალია მალე მართლა ძირითადად თურქული თოფებით ინადირებს ჩვენი შვილები,რადგან შედის და შედის სერიოზული ბრენდები თურქებთში.ძალიან ადვილი სანახავია და შესამოწმებელი ის 1000ლარიანი ვებლი,წერეთელზე საქართველოს ბანკის გვერდზე რომ ,,კალიბრია" იქ ვნახე და რავიცი კარგი მომეჩვენა,დიდი სიამოვნებით შევამატებდი ჩემს თოფებს.1000ლარის პირობაზე თუ კარგი თოფია და სტოგერს და ატას არ ჩამოუვარდება,მაგაშიც ხომ იხდის ხალხი მაგდენს,1000-1200? და ვიცი რომ კმაყოფილები არიან. თითქმის ყველა საშუალო ავტომატურს მაგნაირი ფასი აქვს და ბოლო ბოლო ვებლით მაინც ვინადირებთ.აი ამიტომ არის მაგარი ფასი თორემ ჩემს ვებლიში მე 3000ლ- ზე მეტი მაქვს მიცემული და ვიცი ვებლი ბევრად გაცილებით მეტი ფასიანებიც რომ არის

პოსტის ავტორი: romeo 1 Nov 4 2011, 15:01

გაქაჩეს თურქებმა მაგრად ხარისხი, ოღონდ ყველამ არა, ჯერ კიდევ არის ძველი ყაიდის ფირმები და ცუდი ხარისხის თოფებსაც უშვებენ. მცოდნე კაცი ერთ შეხედვით გაარჩევს ცუდს და კარგ თურქულ თოფს. საიარაღო გამოფენაზე რომ ვიყავი გერმანიაში თურქულ სტენდებთან იმდენი ხალხი იყო, სამი დღით ადრე უნდა ჩაწერილიყავი რომ რამეზე დაგელაპარაკნა მათთან, ცნობილ უცხოურ ბრენდების სტენდებთან კი რამოდენიმე კაცი თუ დაბოდიალობდა. რუსების სტენდებთან კი თვითონ იხვეწებოდნენ რომ ახლო მივსულიყავით. ისე ყველაზე მეტნი თურქულ სტენდებთან რუსი სავაჭრო ორგანიზაციების წარმომადგენლები აქტიურობდნენ newsmile01.gif

პოსტის ავტორი: cin300 Nov 7 2011, 17:12

და რუსები რა შუაშია?მე ვიკითხე სხვა რამე,რომ თუ ვებლი ინგლისელების თვალყურის ქვეშაა რატომ იქნება ის ვებლი რახან 1000ლარი ღირს ცუდი მაგიტომთქო?თან ავღნიშნე რომ ბოლო ბოლო ბრენდი მაინც გვეჭირება ხელში და არა რამე ექსპერიმენტი.ვებლი უბრალოდ ატას,ჰუგლუს და სტოგერს შევადარე ფასიდან გამომდინარე,(ამით იმას არ ვამბობ რომ მაგათ ჯობია)მაგრამ პასუხი სულ სხვა თემაზე მივიღე.ისე ამ შაბათს კიდევ შევედი კალიბრში და სრული იმფორმაცია კიდე ვერ მივიღე და კარგად რომ დავათვალიერე ნამდვილად არ მომეჩვენა ცუდი.ბალანსიც კარგი აქვს,წონაც,ვიდით ერთ ერთი ბრაუნინგის სრული ასლია და ხელში სათამაშოსავით არ არის.თან გაზა ატვოდია და მე მომწონს ეგ სისტემა,მე უბრალოდ მაინტერესებს ვინმემ რამე ხომ არ იცის ამ ტოფის შესახებ

პოსტის ავტორი: ლევანი Nov 7 2011, 23:37

ციტატა(cin300 @ 7th November 2011 - 19:12) *
თან გაზა ატვოდია

გაზატვოდიო???... ავტომატია???.... what.gif
ეტყობა დაიწყეს მაგათაც აი...
ინგლისური ავტომატი აქამდე არ არსებოიბდა... ეტყობა შეიმუშავეს რაღაც იაფიანი ვარიანტი(ფართო მოხმარების) და მაგიტომაც ეღირება 1000 ლარი. აბა დახურვამდე... მხოლოდ კლასიკურს ამზადებდა და შედარებით ძვირიანს. სკოტი ხომ საერთოდ(სანამ ვებლეისთან გაერთიანდებოდა)
ისე ცუდი არ იქნება რათქმაუნდა.

პოსტის ავტორი: cin300 Nov 8 2011, 09:19

მართალი ხარ ძმაო ავტომატურმა მეც გამაკვირვა და მაგიტომ გამიჩნდა ამდენი კითხვები.მეც მაგას ვფიქრობ რომ ცუდი არ უნდა იყოს რახან ვებლია.რა თქმაუნდა ვებლისთვის ძალიან დაბალი ფასია

პოსტის ავტორი: Bonehill Nov 8 2011, 10:42

ლევანი
ინგლისში როგორც ვიცი 5 წელზე მეტია ავტომატებს ამზადებენ newsmile045.gif

პოსტის ავტორი: romeo 1 Nov 8 2011, 19:36

cin300 რა მოდელ ავტომატზე საუბრობ?

პოსტის ავტორი: camaro Nov 8 2011, 20:33

რომელ მაღაზიაში აქვთ ვებლის ავტომატები?

ქარავანში მგონი მარტო K900 და c1ss აქვთ

პოსტის ავტორი: iosebovich Nov 8 2011, 21:01

აუ ვნახე ეგ ვებლი სკოტ 812კ. გადავირიე ისე მომეწონა რაა. უცხოურ საიტებზე ვნახე სურათები. თუ ნახევრადავტომატზე შეიძლება ითქვას რო ლამაზია, ეს თოფი ლამაზია და საუცხოოდ ნაკეთები. თუ ეგ თოფი აქვთ კალიბრში წერეთელზე ხვალვე ვიყიდიდი. საიტზე უწერიათ რო გვაქვს 1000 ლარადო, მაგრამ სურათი არაა. 4+1 ვაზნა უწერია და ჩოკი აწერია MC . მაგნუმის ტყვიებზე არაა. პატრონნიკი 70-ზე უწერია. ვიზუალურად ძალიან მომეწონა, მაგრამ მონაცემებით ვის როგორ. ზოგი იტყვის რო მაგნუმი რო არააო. მე პირადად 70-ზე მისაღებად მიმაჩნია რა. სავსებით საკმარისია. ვინმემ თუ მოიცალოთ ნახეთ რა მაღაზიაში. მე ისეთი სამსახური მაქ ვერ ვახერხებ სამუშაო საათებში გასვლას. მაგის ძმები ქარავანში ვერტიკალი 1900 ლარი და ჰორიზონტალი 3400 ლარები ღირს. ველი გამოხმაურებას. ხო, ლულა 71-ია.

პოსტის ავტორი: gsx Nov 8 2011, 21:09

არა მაგნუმის ტყვიებზეა მანდ არასწორად წერია მართლა კაი რამეა აუცილებლად ვიყიდი ამ დღეებში თუარა იქეთ თვეში მაინც მართლა კარგი რამეა. მოყვება ცილინდრი პოლუჩოკი და მთლიანი ჩოკი ანუ სამი სულ. დაახლოებით 3.2ია წონაში ბალანსიც კაი აქვს. მაგრამ პასუხს ვერ გცემენ როგორი თოფია. მაინც მგონია რო ცუდი არ იქნება გაზაატვოდია და ატას მაგითიც მირჩევნია(ნუ მიჩვევის ამბავში).

პოსტის ავტორი: iosebovich Nov 8 2011, 21:27

ვიზუალურად ძალიან ლამაზი თოფია. რუსები წერენ რო ლულა ჰუგლუსი აქვსო. ბევრი ინფორმაცია არც იმათ აქვთ. ერთ-ორ ფორუმზ ვნახე. შეიძლება სხვაგან მეტი ინფორმაციაა. ამ საიტზეა რამოდენიმე სურათი. http://www.gunmart.net/gun_review/webley_scott_812/

პოსტის ავტორი: hunter777 Nov 8 2011, 23:58

პირადად დავათვალიერე ვებლი სკოტის 812K მოდელი და მინდა გითხრათ სასიამოვნოდ გაკვირვებული დავრჩი, ფასიდან გამომდიბარე იდეალური ნახევარ ავტომატია გაზგადამტენ მექანიზმის პრინციპზე. ბევრად კომფორტული მურკა ზე და საკმაოდ იაფიც მართალია თურქეთში აწყობილია მაგრამ ინგლსური ხარისხი კარაგდ ემჩნევა!. ხოშიან ხვაფართქაან მოკლედ რა.

პოსტის ავტორი: ლევანი Nov 9 2011, 00:21

ციტატა(niko @ 8th November 2011 - 12:42) *
ინგლისში როგორც ვიცი 5 წელზე მეტია ავტომატებს ამზადებენ

ვინ??...
ისე კი 5 წელი... ბევრი არ არის. ეგ....ეხლახანს დაწყებული გამოდის. აბა რაც ნახევრად ავტომატი მოიგონეს...მას მერე უარს ამბობდნენ შეგნებულად. ინგლისში კლასიკა ევასებათ.

პოსტის ავტორი: ლევანი Nov 9 2011, 00:28

hunter777
ეგეთი იყო ზემით ლინკში რომ არის???... მართლა მაგარი რამე ჩანს. ზოგმა კი იცით ჩემი დამოკიდებულება ავტომატებთან... მაგრამ 1 ცალი ნახევრადავტომატი კი უნდა ქონდეს მონადირეს. ხოდა მგონი მაგას ვიყიდი ზუსტად. ან ფაბარმ ''ლეონ ბლექს'' D.gif

პოსტის ავტორი: cin300 Nov 9 2011, 09:21

ხოდა მაგაზე ვამბობ ძმებო ამდენი ხანი და მაგას ვამტკიცებ რომ ცუდი არ ჩანდა რომ ვნახეთქო და ფასმა გადამრიათქო,რაარის ვებლისთვის 1000ლარი,როდესაც საშინელება თიფებსაც ეგეთი ფასები აქვს.(romeo 1 ვებლი 812k ვამბობ,ავტომატურია ის ვებლი)ეჰ მემგონი დავრჩი მაგ თოფის გარეშე,ეს რა რეკლამა გავუკეთე რომ მემგონი გაიყიდება მალე იმდენი მსურველი გამოუჩნდა ashh.gif

პოსტის ავტორი: ბესო Nov 9 2011, 12:14

სურთებზე არა უშავს რა...

1000 ლარად ალბათ ნაღდად ღირს, მაგრამ კალაპოტს თუ რა ქვია მოკლედ ლითონის დამზადებას კი ეტყობა თურქული სიმახინჯე!!!!

პოსტის ავტორი: Davitus Nov 21 2011, 23:50

მოკლედ როგორც იქნა მოვიცალე და ვნახე, ეს სანაქებო ვებლი სკოტი

სიმართლე გითხრათ, არ მომეწონა!

სხვა თუქრული თოფების შესრულება უფრო მომეწონა ვიდრე ამ კონკრეტულის

ნახევრადავტმატის ბალანსზე შეიძლება ვინმე შემომედავოს, მაგრამ მეტ-ნაკლებად მაინც არ უვარგოდა, თან 76 იანი ლულით, მოკლედ ეგრევე ცივად გამოვბრუნდი

ვერც მოვირგე, სამიზნე პლანკაც რაღაც ვერ ლავეს..

მოკლედ გამოდის სახელიში უნდა გადაიხადო 1000 ლარი... ეგ თოფი მემგონი დიდხანს იდება თაროზე, იმედია 71 იანი ლულით უფრო გაეყიდებათ

პოსტის ავტორი: ლევანი Nov 21 2011, 23:57

ციტატა(Davitus @ 22nd November 2011 - 01:50) *
მოკლედ გამოდის სახელიში უნდა გადაიხადო 1000 ლარი..

ალბათ... აბა 1000 ლარი ძალიან იაფია მაგ ბრენდისთვის. ეტყობა იაფიანის გამოშვებაც დაგეგმეს და შედეგიც ეგ არის. ისე განსაკუთრებით ძვირიან მოფებზე არც მუშაობდა ვებლეი და სკოთი არასდროს. ძვირფას მოდელებს მარტო სკოტი ამზადებდა..სანამ ვებლეისთან გაერთიანდებოდა. სხვათაშორის სკოტთან..ლებოც მუშაობდა.

პოსტის ავტორი: Davitus Nov 22 2011, 00:01

ლევანი


ნუ ახლა, ხომ იცი ქართველი ხალხისთვის, რა თოფი გაქო რომ ეტყვიან

ვებლი სკოტი უფრო ჟღერს ვიდრე ”ატა ცუ” newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ლევანი Nov 22 2011, 00:06

ციტატა(Davitus @ 22nd November 2011 - 02:01) *
”ატა ცუ”

მაგ ბრენდზე ყოველთვის მაგრად ვკიაფობდი. "ცუ'' მაგრა გენიალურად ჟღერს. newsmile05.gif
კაცო სმაილებს აღარ მიგრებს და რა ჯანდა ვქნა??... ემოცია ვეღარ გადმომიცია ამის დედავატირე. :(

პოსტის ავტორი: camaro Nov 22 2011, 07:22

აღარ იტყვით რომელ მაღაზიაშია ეგ თოფი?

პოსტის ავტორი: cin300 Nov 22 2011, 15:47

მარტო სახელში რატომ უნდა გადაიხადო თუ კი ეგ თოფი ინგლისელების თვალყურისქვეშაა?(ამით ბევრი რამეზეა პასუხი მაშინ გაცემული)მაშინ არ უნდა იყოს იმ 1000ლარიან თოფებზე ნაკლები არაფრით.ლოგიკასაც ხომ უნდა შევხედოთ?და რათქმაუნდა ბრენდსაც.თურქეთში რომ BMW ააწყონ მაინც BMW იქნება და არა ზედგადაყოლილი თუქული მანქანა,რაც არ უნდა ყურადღება მიაქციონ მის ხარისხს

პოსტის ავტორი: Davitus Nov 22 2011, 19:09

cin300

ნუ რავიცი, მე ჩემი აზრი გამოვთქვი, მართლა არ მომეწონა...

რომ ვიტყვი ვებლი სკოტი მაქვს თქო, რაღაცას უნდა გავდეს თოფი... მე მაქვს ახლა თანხა და თუ მომეწონებოდა ნამდვილად გულით მინდოდა ყიდვა

მაგრამ ისევ მირჩევნია, უფრო იაფად ვიყიდო თურქული არმსანი მაგალითად

პოსტის ავტორი: cin300 Nov 22 2011, 20:47

არმსანსაც ძალიან აქებენ,მაგრამ რა ვქნა არ მჯერა მაგათი რესურსის.ისე კაცია და გუნება,შეიძლება ვცდები კიდეც,მაგრამ ვიღაც ჰასანას და იბრაგიმას მეთვალყურეობაში მყოფ თოფს მაინც ინგლისელების მეთვალყურეობაში მყოფი თოფი მირჩევნია სადაც არ უნდა კეთდებოდეს(არ ვკამათობ,ეს უბრალოდ ჩემი სუბიექტური აზრია)ეს თოფი იაფიანი თოფია ვებლისთვის, მაგრამ თავის ფასიან თოფებში ცუდი არ ჩანს.ისე მაგ ფასში რაიონებში შეიძლება კარგ რამეს წააწყდე,მე მქონია ეგეთი შემთხვევა.მაგარი ზაუერი დავირტყი მასე,მე უბრალოდ იხვისთვის ვეძებ ავტომატურს დაახლოებით მაგ ფასში და მაგიტომ ვორჭოფობ ამდენს.

პოსტის ავტორი: Junior Hunter Sep 21 2013, 04:03

გამარჯობათ.
რუსული "ბეკასი" რომ არის, რამით განსხვავდება "ვებლ ენდ სკოტისგან" გარდა იმისა რომ რუსულია და ბეკასი ჰქვია?

პოსტის ავტორი: artemi63 Sep 23 2013, 16:14

რუსული "ბეკასი" რომ არის, რამით განსხვავდება "ვებლ ენდ სკოტისგან" გარდა იმისა რომ რუსულია და ბეკასი ჰქვია?
განსხვავდება,წონით,უვარესი ბალანსიტ,სავაზნე 3+1(დამატების საშვალებაც არ აქვს სპეციფიკური გაზგადამტენი სისტემის გამო),ვიზუალურად...თუ კიდე რამე გამახსენდება შეგახსენებ.

პოსტის ავტორი: artemi63 Sep 23 2013, 16:25

რუსული "ბეკასი" რომ არის, რამით განსხვავდება "ვებლ ენდ სკოტისგან" გარდა იმისა რომ რუსულია და ბეკასი ჰქვია?
განსხვავდება,წონით,უვარესი ბალანსიტ,სავაზნე 3+1(დამატების საშვალებაც არ აქვს სპეციფიკური გაზგადამტენი სისტემის გამო),ვიზუალურად...თუ კიდე რამე გამახსენდება შეგახსენებ.
ისე თუ მაიდამაინც რუსული ავტომატები გიზიდავს გირჩევ მრ-153,ბეკას-ავტო მაინდამაინც არც ისეთი პოპულიარულია რუსეთში,იგივე მრ-153 კონკურენციას ვერ გაუწევს ბევრი ნიუანსების გამო.

პოსტის ავტორი: Junior Hunter Sep 26 2013, 00:33

ციტატა(artemi63 @ Sep 23 2013, 17:14) *
რუსული "ბეკასი" რომ არის, რამით განსხვავდება "ვებლ ენდ სკოტისგან" გარდა იმისა რომ რუსულია და ბეკასი ჰქვია?
განსხვავდება,წონით,უვარესი ბალანსიტ,სავაზნე 3+1(დამატების საშვალებაც არ აქვს სპეციფიკური გაზგადამტენი სისტემის გამო),ვიზუალურად...თუ კიდე რამე გამახსენდება შეგახსენებ.

ვებლისკოტიც არის 4 სავაზნიანი.

ციტატა(artemi63 @ Sep 23 2013, 17:25) *
რუსული "ბეკასი" რომ არის, რამით განსხვავდება "ვებლ ენდ სკოტისგან" გარდა იმისა რომ რუსულია და ბეკასი ჰქვია?
განსხვავდება,წონით,უვარესი ბალანსიტ,სავაზნე 3+1(დამატების საშვალებაც არ აქვს სპეციფიკური გაზგადამტენი სისტემის გამო),ვიზუალურად...თუ კიდე რამე გამახსენდება შეგახსენებ.
ისე თუ მაიდამაინც რუსული ავტომატები გიზიდავს გირჩევ მრ-153,ბეკას-ავტო მაინდამაინც არც ისეთი პოპულიარულია რუსეთში,იგივე მრ-153 კონკურენციას ვერ გაუწევს ბევრი ნიუანსების გამო.

არა ყიდვას კი არ ვაპირებ, უბრალოდ "ბეკასი" მაჩუქეს, ნაჩუქარ ცხენს კიდე კბილი არ გაესინჯებაო ნათქვამია D.gif

პოსტის ავტორი: artemi63 Sep 27 2013, 17:06

ვებლისკოტიც არის 4 სავაზნიანი.
ნახევრადავტომატები ვებლეი-სკოტტი იგივე ვერნეი-კარრონი ეგ თურქული არმსანია შეცვლილი სახელიტ.არმსანის სავაზნეში შედის 5+1 ლულაში.

პოსტის ავტორი: Junior Hunter Sep 28 2013, 13:09

ციტატა(artemi63 @ Sep 27 2013, 18:06) *
ვებლისკოტიც არის 4 სავაზნიანი.
ნახევრადავტომატები ვებლეი-სკოტტი იგივე ვერნეი-კარრონი ეგ თურქული არმსანია შეცვლილი სახელიტ.არმსანის სავაზნეში შედის 5+1 ლულაში.


ზუსტად "ბეკასის" ნაირი ვებლისკოტებიცაა, 4X

პოსტის ავტორი: mirian777 Nov 4 2013, 22:32

გამარჯობათ, ვაპირებ ვებლი სკოტის 2000 ის ყიდვას, თუ ვინმეს ქონია ამ თოფთან შეხება ან თუ გააქვთ,მირჩიეთ როგორი თოფია და თუ გირს ყიდვა?

პოსტის ავტორი: temo.p Jan 29 2014, 20:32

გაუმარჯოს ყველას! მაინტერესებს ამ იარღის ცევიო თუ შეიძლება ვიყიდო სადმე ან გავაკეთებინო. ყიდვას ვაპირებ ცევიოს გარეშე და იშოვება თუ არა სადმე და კიდევ ჩოკებიც არ აქვს.

პოსტის ავტორი: temo.p Jan 30 2014, 09:10

ვინმემ იცის რამე ამის შესახებ?

პოსტის ავტორი: Bone Jan 30 2014, 09:34

temo.p
დალინკე თუ შეიძლება.
რკინის დეტალებს ვერ იშოვი თუ არა აქვს

პოსტის ავტორი: artemi63 Feb 10 2014, 18:27

ციტატა(mirian777 @ Nov 4 2013, 23:32) *
გამარჯობათ, ვაპირებ ვებლი სკოტის 2000 ის ყიდვას, თუ ვინმეს ქონია ამ თოფთან შეხება ან თუ გააქვთ,მირჩიეთ როგორი თოფია და თუ გირს ყიდვა?

ჩემი აზრიტ კარგი იარაღია,გინდა ხარისხიტ იყოს გინდა შესახედავათ.მეორადი იტალიურები რომ ღირს 2000-ზე მეტი,მაგაში არც ღირს ამდენის გადახდა,რაც არ უნდა იყოს რესურსი ამ იარაღს ასე თუ ისე მინიმუმ 50% ამოწურული აქვს ვიდზეც ეტყობა.
გამომდინარე იქიდან რომ "აკუსი" იგივე "ვებლი-სკოტტი" თურქეთში მაღალი კლასსის იარარათ ითვლება,ღირს.

პოსტის ავტორი: PREDATOR Apr 19 2014, 07:06


პოსტის ავტორი: gel2001 Oct 27 2014, 22:01

Webley Scott - 2000 Premium - Sibergun ამ მოდელზე ხო არ იცით რამე ფასი 2300 აწერია,კარგია ცუდია,მაღაზიაში თავს იკლავს ინგლისში არის აწყობილიო.მე რაღაც არ მჯერა,იქნებ ვინმემ იცოდეთ რამე

პოსტის ავტორი: ახალციხელი Oct 28 2014, 09:07

gel2001

მე რამდენადაც ვიცი Sibergun თურქული ბრენდია და კომპანია Akdaş–ი აწარმოებს. ისე კი ადრე რომელიღაც რუსულ ფორუმზე წერდნენ თურქეთში ნაწარმოები ბრენდებიდან ერთ–ერთი საუკეთესოაო და რავი აბა. ადრე მეც ვნახე ქარავანში და ვიზუალურად კარგი შთაბეჭდილება დატოვა.

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Oct 28 2014, 10:54

gel2001
ვებლი სკოტი თურქეთმა იყიდა და შესაბამისად თურქეთში წყობა.

სქემა ინგლისურია, ხარისხი ევროპული. მე რაც არ მომეწონა არის რომ სარემნე არ მოყვება და უნდა იჩალიჩო რამე. დანარჩენი არაუშავს. ქარავანში 1600 ღირდა მე მგონი. ეხლა არ ვიცი ნამდვილად

2300 კი ნამდვილად ძვირია მაგ თოფისთვის

პოსტის ავტორი: gel2001 Oct 28 2014, 13:55

ისე იგივე მოდელი ინგლისურ საიტზე 2499$ ღირდა,აი მანდ დავეჭვდი,მადლობა გამოხმაურებისთვის

პოსტის ავტორი: PREDATOR Mar 8 2016, 23:49


უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)