თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ გლუვლულიანი _ ТОЗ-54

პოსტის ავტორი: Bear Grylls Feb 8 2014, 11:03

მოგესალმებით მონადირენო

თუ არსებობს ამ იარაღზე თემა გთხოვთ მაპატიოთ, ვერ ვიპოვნე.

გადავწყვიტე ბოლო-ბოლო და თითქმის შევიძინე ТОЗ-54.

დიდი ხანია მინდა ჰორიზონტალი მაგრამ ან ფასი იყო არანორმალური ან მდგომარეობა ცუდი

მდგომარეობა შესანიშნავი. მექანიზმი გაუხსნელი, ლულები სუფთა.

მაინეტერესებს თქვენი, როგორც მფლობელების (არამარტო მფლობელების) შეფასებები და აზრი.

ბევრი ვეძებე, ვუყურე, ვიკითხე და კარგი შთაბეჭდილება დამრჩა, ხვალ საკონტროლოდ გავტესტავ აუცილებლად.

პოსტის ავტორი: PREDATOR Feb 8 2014, 12:14

კარგი თოფია. რადაგიჯდა-?

პოსტის ავტორი: Bear Grylls Feb 8 2014, 12:39

ციტატა(PREDATOR @ Feb 8 2014, 13:14) *
კარგი თოფია. რადაგიჯდა-?


კი, ვიზუალურად კაი თოფია, ხვალ გავტესტავ...

700 + გაფორმება

პოსტის ავტორი: PREDATOR Feb 8 2014, 13:24

ციტატა(Bear Grylls @ Feb 8 2014, 13:39) *
კი, ვიზუალურად კაი თოფია, ხვალ გავტესტავ...

700 + გაფორმება



ვიზუალურადაც კარგი თოფია და ყველანაირად მშვენიერია. კაი მდგომარეობაში თუა ფასიც კარგია. ტოზია ბოლოსდაბოლოს...........

პოსტის ავტორი: Bone Feb 8 2014, 13:44

ოდნავ ძვირია , მაგრამ ბევრჯერ გაისვრის newsmile045.gif

თოფზე ცუდს არ ვამბობს: უბრალოდ ტლანქი და და გარე დეტალების ოდნავ კუთხედა ფორმებით გამოირჩევა სხვა ჩახმახიანი ტულკებისგან

პოსტის ავტორი: Bear Grylls Feb 8 2014, 14:05

PREDATOR

კი, ვიზუალურად გადასარევია newsmile05.gif


Bone
იდენტურ მდგომარეობაში მყოფი იჟ-54; 26; 1300-1500 ლარს და იჟ-58 - 1100 ლარს ფეხს არ უცვლიან newsmile05.gif

ტლანქობას კი მც-ს ვხმარობდი და მაგაზე ტლანქი რაღა უნდა იყოს აღარ ვიცი...

კუთხეებიანი კი რაღაც უფრო განსხვავებულობასა და კლასიკურობას ჰმატებს newsmile05.gif მოკლედ ვიზუალურად გადასარევია ჩემთვის.

ახალი ჰორიზონტალი რომელსაც შევწვდებოდი STOEGER - UPLANDER SUPREME ეს იყო ქარავანში. მივედი, ვნახე და ვერა, ვერ გაქაჩა-არ მომეწონა newsmile05.gif

პ.ს. თუ სწორად მახსოვს, ამ ფორუმზე იყო თემა ბალანსირება როგორ გავუკეთოთ თოფს... ვერ ვნახე და იქნებ დამილინკოთ ან აქ დაწეროთ რა...

პ.პ.ს ყველას დიდი მადლობა გამოხმაურებისთვის

პოსტის ავტორი: rezident Feb 8 2014, 14:56

Bear Grylls
ლულებისკენ აქვს ალბათ დარღვეული ბალანსი ხო? თუ ასეა კონდახს მოხსენი ზატილნიკი და რაიმე სიმძიმე დაუმატე.

პოსტის ავტორი: Bear Grylls Feb 8 2014, 15:20

rezident

იდეაში ალბათ მექნება დასაბალანსებელი, ზუსტად ჩემი რომ იქნება მერე ვნახავ ... : )

სასხლეტიდან რა მანძილში უნდა გაიტესტოს? მე როგორც ვიცი ჰორინზოტალს სხვა სპეციფიკაცია აქვს და ვერტიკალურს სხვა...

ეს ვიდეო რამდენად სწორად ასახავს ?

http://youtu.be/daBgBVry0p4?t=43s

პოსტის ავტორი: rezident Feb 8 2014, 15:52

Bear Grylls
აა შენ მორგებას გულისხმობ ბალანსში? ბალანსი სხვა რამეა, მორგება სხვა : ))

პოსტის ავტორი: ლეონ-ბლექი Feb 8 2014, 16:13

Bear Grylls
სწორად ასახავს. ცენტრი იღება ცენტრალურ ბოლტზე. ანუ იმ ბოლტზე..ლულა რომ ეცმევა სანამ ჩაკეტავ. თუ ლულა გადაძლევს.. კონდახის ბოლოში დაადე პატარა ტყვიის ნაჭრები...სანამ არ გასწორდება და არცერთი მხარე არ გადაძლევს. მერე შეადნე სადმე ის ტყვიის ნაჭრები და უკანა მხრიდან ჩადე ხეში. თუ შენ ვერ მოახერხებ..ვინმეს ამოაჭრევინე ისე..რომ მჭიდროდ ჩაიჭედოს და არ იყანყალოს. ბოლოს მიუჭირე ზემოდან სამხრე პლასტმასი. სულ ეგ არის.

პოსტის ავტორი: Bone Feb 8 2014, 17:06

მთავარია პატრონს მოსწონდეს ნივთი........

newsmile05.gif

Bear Grylls
იჟ 54-ს და ტოზ 54 -ს ნუ შეადარებ ერთმანეთ თუნდაც შეფარდებით ფასებში

პოსტის ავტორი: Bear Grylls Feb 8 2014, 17:27

ლეონ-ბლექი

გმადლობთ



Bone

გეთანხმები newsmile05.gif

მაგრამ ერთი კითხვა მაქვს:

იჟ-54 ორმაგი ღირს ერთიდაიგივე მდგომარებაში?

ან თუ სჯობს მაგალითად იჟ-43 ამ ტოზ 54ს? (ერთიდაიგივე ფასები აქვთ)

შეიძლება ცუდი ფრომით ვკითხულობ, ზოგს რა ურჩევნია ზოგს რა... (ზოგს ჩახმახიანის ატანა არ აქვს)

მაგრამ კლასში ისეთი განსხვავებაა, რომ იჟ-54 ში 1300-1500 ლარი შესაბამისი ფასია და ტოზ-54 ისთვის 700 ძვირია?

პოსტის ავტორი: Bone Feb 8 2014, 17:58

ციტატა(niko @ 8th February 2014 - 14:44) *
ოდნავ ძვირია

ოდნავ, სულ ცოტათი, თითქმის არა მაგრამ მაინც ცოტათი ....

მთავარია შენ მოგწონდეს და მშვიდობაში მოიხმარო
წარმატებები

პოსტის ავტორი: Bear Grylls Feb 8 2014, 18:08

ციტატა(Bone @ Feb 8 2014, 18:58) *
ოდნავ, სულ ცოტათი, თითქმის არა მაგრამ მაინც ცოტათი ....

მთავარია შენ მოგწონდეს და მშვიდობაში მოიხმარო
წარმატებები


მადლობა







პოსტის ავტორი: ლეონ-ბლექი Feb 9 2014, 01:07

Bear Grylls
პრინციპში გეთანხმები. ზოგადად მართალი ნამსჯელია. ტოზ-54 შედარებით მაღალი დონი არის ვიდრე ტოზ ბ. და ა..შ.. თუ ჩახმახიან თოფზე არ გაქვს გართულება..მაშინ ნამდვილად ღირს მაგდენი. მუშა თოფია. სიმართლე რომ ვთქვა..მეც მომწონს გარეჩახმახიანი თოფები. უბრალოდ 1 მომენტიც არის.. ჩვენ რაც არ უნდა მოგვწონდეს.. გარეჩახმახიანი თოფი..მაინც ყველაზე იაფიან თოფებად ითვლება.(ისტორიულ და სამუზეომე თოფებს არ ვგულისხმობ რათქმაუნდა)

პოსტის ავტორი: Bone Feb 9 2014, 09:47

ლეონ-ბლექი
მისიე ბლეიქ. იმის მერე მოგწონს რასაც შენს ხელებში გამოუვლია ? მემგონი არ გახსოვს ტოზ 54
და ზუსტადაც რომ სხვა ტულკებში გეშლება, newsmile05.gif მემგონი
ჩემი შეხედვით და "შეფასებით" კლასიკურ გარაჩეხმახიან თოფთან ტოზ54-ს არაფერი აქვს საერთო

მეძებარიც თოფიც მანქანაც ის არის კარგი რომელიც პატრონს მოსწონს და მის მოთხოვნებს აკმაყოფილებს, თუ უღირს გადაიხდის თუ არ უღირს არ გადაიხდის და ასე....
მე პირადად ბაბუის ნაქონ ტოზ 63 -ში დაუფიქრებლად გადავიხდი სამ ნიშნა თანხასაც. დედაქალაქში თუ ჩამომიტანს ვინმე...

პოსტის ავტორი: Bone Feb 9 2014, 10:14

http://postimage.org/

http://postimage.org/

პოსტის ავტორი: Bone Feb 9 2014, 10:30

რავიცი აბა , არ მესმის ეს თოფები ალბათ. ჩემთვის ლამაზი არ არის. ვიღაცას ფერარი არ მოსწონს: ''წითელი რომ არ იყოს მაგარი იქნებოდა"
ვიღაცას რომელიღც ფეხსაცმელი არ მოსწონს: "შავი რომ იყოს კაი იქნეობდა"
მე ტოზ54-ი არ მომწონს; წახნაგოვანი დეტალები რომ არ ქონდეს კარგი იქნებოდა და ასე....
აბა ცუდიაო არ მითქვამს newsmile045.gif

პოსტის ავტორი: ams Feb 9 2014, 10:44

ციტატა
მე პირადად ბაბუის ნაქონ ტოზ 63 -ში დაუფიქრებლად გადავიხდი სამ ნიშნა თანხასაც.

Bone რა კალიბრის გინდა? ერთი მეგულება სუ ახლაი 10 პატრონის ცოდვაა არ ექნება სუ ბზინავს რა თოფი თU დაგაინტერესებს ვეტყვი, გაყიდვას აპირებდა

პოსტის ავტორი: assassin29 Feb 9 2014, 10:47

ams
რას აფასებს? D.gif

პოსტის ავტორი: Bear Grylls Feb 9 2014, 11:39

Bone

მოკლედ ყველაფერი გემოვნების ამბავია და ამაზე ლაპარაკი შორს წაგვიყვანს : )


ვნახე დღეს, ვისროლე და ახლა მოვედი...

ვიზუალურად უკვე ვთქვი რომ მომეწონა...

ასევე შევამოწმე ლატუნის გილზებზე, არ ვაპირებ გამოყენებას ხშირად მაგრამ მაინც...

35-40 მეტრზე მშვენიერი მოხვედრა ჰქონდა 3-4-7 ნომრების, მოკლედ კმაყოფილი დავრჩი...

თოფი კარგად არის შენახული რაც მთავარია, ცოტა გულზე კი მომხვდა გუშინ წინ ვიყავი სანადიროდ და არ გამიწმენდიაო, გავწმინდე და ისე ვნახე ლულები : )

მოკლედ ხვალ დიიდი ხნის ოცნებას ავიხდენ და ჰორიზონტალს შევიძენ : ) თან პერსონალურად ჩემი შეძენილი : )

პაპის დანატოვარი ჰორიზონტალი და მოსინიც დაღესტანში დარჩა : (

მერე ეს საშინელი მც 21 ვიყიდე...

შემდეგ კი (როცა უფრო მაღალი ხელფასი მექნება), ისეთ იარაღს (აუცილებლად ჰორიზონტალს) ვიყიდი, რომ ყველას მოეწონება მათ შორის თვენც ბატონო ბონე newsmile05.gif

დიდი მადლობა ამ საკითხის განხილვისთვის, წარმატებები ყველას... : )


თემას მე მგონი ვერ დავხურავ და ვისაც შაუძლია ჰქნას....

პოსტის ავტორი: jaba_gugesha Feb 9 2014, 11:53

ძალიან ძლიერი თოფია. ზუსტი და შორს მსროლელი. გვაქვს საძმაკაცოში და ვიცი მაგის შესაძლებობები. 7 ნომერი უკენტეინერო ტყვიიდან დაახლოებით 30-40 მეტრაში ნახევარი იხვი ჩამოვარდა. უფრო მსხვილი ნადირის თოფია. 800 ლარი გადაიხადა ჩემმა ძმაკაცმა 2 წლის წინ, ფაქტიურად არ ქონდა ნასროლი. დიზაინი კი გემოვნების საკითხია. თუ გევასება ჩახმახებით ნადირობა, დაგაბერებს.

პოსტის ავტორი: labo labo Feb 9 2014, 11:56

Gილოცავ დზმაო.ეგ ტოფი დზალიან გამდზლე ტოფია.ახლის ყიდვას ეგ ჯობია.

პოსტის ავტორი: მარდი Feb 9 2014, 13:21

Bone

ციტატა(rati laba @ 9th February 2014 - 12:56) *
Gილოცავ დზმაო.ეგ ტოფი დზალიან გამდზლე ტოფია.ახლის ყიდვას ეგ ჯობია.

ციტატა(jaba_gugesha @ 9th February 2014 - 12:53) *
ძალიან ძლიერი თოფია. ზუსტი და შორს მსროლელი. გვაქვს საძმაკაცოში და ვიცი მაგის შესაძლებობები. 7 ნომერი უკენტეინერო ტყვიიდან დაახლოებით 30-40 მეტრაში ნახევარი იხვი ჩამოვარდა. უფრო მსხვილი ნადირის თოფია. 800 ლარი გადაიხადა ჩემმა ძმაკაცმა 2 წლის წინ, ფაქტიურად არ ქონდა ნასროლი. დიზაინი კი გემოვნების საკითხია. თუ გევასება ჩახმახებით ნადირობა, დაგაბერებს.

ashh.gif newsmile090.gif

პოსტის ავტორი: assassin29 Feb 9 2014, 13:33

ფასი ცოტა მეც მებევრება :(

პოსტის ავტორი: ლეონ-ბლექი Feb 9 2014, 13:40

ციტატა(niko @ 9th February 2014 - 11:47) *
მემგონი არ გახსოვს ტოზ 54

newsmile035.gif newsmile035.gif არ მასხოვს კი არა ნასროლიც მაქვს ბარე ორჯერ. ან მაგისი დიზაინი ეგრე ადვილად დასავიწყებელია?..
ციტატა(niko @ 9th February 2014 - 12:30) *
რავიცი აბა , არ მესმის ეს თოფები ალბათ. ჩემთვის ლამაზი არ არის. ვიღაცას ფერარი არ მოსწონს:

მერე ვინმემ გკითხა შენ რა მოგწონს?.. კაცმა დაწერა მე მომწონს დიზაინიო(ესეიგი მაგ მხრივ არანაირი პრობლემა არ არის) დანარჩენი რა.. როგორს მუშა თოფი.. ნამდვილად არ დაიწუნება. მაგ მხრივ ნამდვილად არ ჩამორჩება იჟ-54-ს და მსგავს თოფებს. ეგეც კარგი ზარბაზანია.
პერდეს და ჰოლანდს კიდე არავინ ადარებს. დარწმუნებული ვარ პერდეს აირჩევდა კარგ მდგომარეობაში... 700 ლარად თუ მიცემს ვინმე. newsmile035.gif newsmile035.gif

პოსტის ავტორი: Bear Grylls Feb 9 2014, 14:03

ლეონ-ბლექი

ციტატა(levani @ 9th February 2014 - 14:40) *
პერდეს და ჰოლანდს კიდე არავინ ადარებს. დარწმუნებული ვარ პერდეს აირჩევდა კარგ მდგომარეობაში... 700 ლარად თუ მიცემს ვინმე.



კარგ მდგომარეობაში მომეწონა : D

რომელი იტყვის უარს? : D

ეეეჰ პერდე პერდე, ხელში მაინც დავიჭერ მთელი ჩემი სიცოცხლის განმავლობაში დედას ვუტირებ : )

გადავიხდი გასროლაში : )

პოსტის ავტორი: PREDATOR Feb 9 2014, 14:07

ციტატა(beqaguru @ 9th February 2014 - 12:39) *
მოკლედ ყველაფერი გემოვნების ამბავია და ამაზე ლაპარაკი შორს წაგვიყვანს : )

ციტატა(beqaguru @ 9th February 2014 - 12:39) *
35-40 მეტრზე მშვენიერი მოხვედრა ჰქონდა 3-4-7 ნომრების, მოკლედ კმაყოფილი დავრჩი...

ციტატა(beqaguru @ 9th February 2014 - 12:39) *
თოფი კარგად არის შენახული რაც


თოფი მშვენიერია. სიმართლე გითხრათ ეს ტოზ 54 მეც ყოველთვის მაინტერესებსდა ვფიქრობ რომ თუ მდგომარეობა კარგი აქვს ფას ხარისხის ძალიან კარგი თანაფარდობააა.


ციტატა(beqaguru @ 9th February 2014 - 12:39) *
თემას მე მგონი ვერ დავხურავ და ვისაც შაუძლია ჰქნას....


თემა რატომ უნდა დახუროთ? იქნებ კიდევ ვინმეს რამე ქონდეს სათქმელი....

პოსტის ავტორი: Bone Feb 9 2014, 17:19

ლეონ-ბლექი

ციტატა(levani @ 9th February 2014 - 14:40) *
მერე ვინმემ გკითხა შენ რა მოგწონს?..


ფორუმზე შენთან საუბარს არ მოაქვს პოზიტივი . newsmile05.gif
მაგრამ , ვინც ბლექის თავაზიან პოსტებს ჩემ მისამართით წაიკითხავსრამე არ გეგონოთ, რეალობაში მეგობრები ვართ, არც თუცოტა ხნის.
მარდი
და ჩემი სახელი 24-ე პოსტში რა შუაშია ვერ მივხდი

პოსტის ავტორი: Bone Feb 9 2014, 17:19

ლეონ-ბლექი

ციტატა(levani @ 9th February 2014 - 14:40) *
მერე ვინმემ გკითხა შენ რა მოგწონს?..


ფორუმზე შენთან საუბარს არ მოაქვს პოზიტივი ჩემთვის newsmile05.gif

მაგრამ , ვინც ბლექის თავაზიან პოსტებს ჩემ მისამართით წაიკითხავს რამე არ გეგონოთ, რეალობაში მეგობრები ვართ,თანაც არც თუ ცოტა ხნის.
მარდი
და ჩემი სახელი 24-ე პოსტში რა შუაშია ვერ მივხდი.

პოსტის ავტორი: ლეონ-ბლექი Feb 9 2014, 17:23

ციტატა(niko @ 9th February 2014 - 19:19) *
ფორუმზე შენთან საუბარს არ მოაქვს პოზიტივი .

იქნება ჯერ შენი პოსტებისთვის გადაგეხედა..ჩემდამი მომართულებისთვის. newsmile035.gif newsmile035.gif

პოსტის ავტორი: Bone Feb 9 2014, 18:38

არ მინდა იყოს newsmile035.gif newsmile035.gif

პოსტის ავტორი: assassin29 Feb 9 2014, 18:43

მაიმარკეტზე იყიდება ტოზ-54 800 ეროვნულად, მდგომარეობა კაი ჩანს სურთებიდან

პოსტის ავტორი: xishnika Feb 9 2014, 22:09

მამაჩემს ააქვს ტოზ 54 12კალ,მაგ თოფზე ვისწავლე სროლა და ნადირობის პირველი ნაბიჯებიც მაგასთაენ ერთად გადავდგი,ძალიან კარგი მიტანა და ჭრა აქვს,ერთადერთი რაც არ მომწონს ეგ არი დიზაინი,რაგაცნაირად მოუხერხებელია და ხელში რო დაიკევებ გეგონება ზარბაზანი გიკავია, ჩოკი ნახევარჩოკია და უნივერსალური მოსახმარია ყველანაირ ნადირობაში რაც ჩვენთვისაა ხელმისაწვდომი,ნადირობისას შედეგიც ძალიან კარგი მქონდა

პოსტის ავტორი: ლეონ-ბლექი Feb 9 2014, 23:07

ციტატა(mengreli @ 10th February 2014 - 00:09) *
ძალიან კარგი მიტანა და ჭრა აქვს,ერთადერთი რაც არ მომწონს ეგ არი დიზაინი,

კი..სპეციფიკური დიზაინი აქვს. ზოგს მოწონს ზოგს არა. გარეჩახმახიანიც რომ არის...ეგაც მოქმედებს ფასზე. მოკლედ..რაღაც ამბავში ცუდი თოფი ნამდვილად არ არის.. მაგრამ მე 800 ლარს მაგ თოფში არ გადავიხდიდი. მარტივი ლოგიკის მიხედვით. მირჩევნია ნახმარი..მაგრამ ასე თუ ისე კარგად შენახული მერსედესი ვიყიდო..ვიდრე სულ ახალი მოსკვიჩი. ეს ჩემი აზრია რათქმაუნდა და არ ვამტკიცებ..რომ ეგ არის ჭეშმარიტება. არჩევანი ყველას ინდივიდუალური გვაქვს.

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Feb 10 2014, 01:00

ციტატა(Bear Grylls @ Feb 8 2014, 13:39) *
700 + გაფორმება

ჩახმახიანი თოფისთვის საკმაოდ ძვირია. თუ ჩახმახიანის მუღამში არ ხარ მაინცდამაინც.

ციტატა(Bone @ Feb 9 2014, 10:47) *
ტოზ 63 -ში დაუფიქრებლად გადავიხდი სამ ნიშნა თანხასაც.


ოხ ბონე ბონე newsmile05.gif სამ ნიშნა თანხა 100 ლარიც არის newsmile05.gif

პოსტის ავტორი: Bone Feb 10 2014, 09:00

999 ლარი ვიგულისხმე

პოსტის ავტორი: Bear Grylls Feb 10 2014, 09:55

assassin29

ეგ თოფია, დააკლო მაგრამ გუშინ მაინც განაახლა, იქნებ 800 ად გავყიდოო...


ძალიან მაგრად მინდოდა ჰორიზონტალი, იჟ 54,26 1300-1500 ლარზე ნაკლები ვერ ვნახე კარგ მდგომარეობში : (

ვაააა, ჩემზე ძალიან არავის გინდოდათ იჟ 54 ან უკეთესი მეყიდა : )

მაგრამ დარჩენილი 800 ლარად აგერ კურსებს გავდივარ, დავამხეცებ ჩემს საქმეს, მომემატება ხელფასი და ვიყიდი კაარგ

თოფს : D

პოსტის ავტორი: PREDATOR Feb 10 2014, 10:23

http://forum.guns.ru/forummessage/60/431708.html

პოსტის ავტორი: PREDATOR Feb 10 2014, 10:29




პოსტის ავტორი: rezident Feb 10 2014, 10:32

ადრეც დავწერე სეზონზე ნუ ყიდულობთ გლუვლულიანებს, ძვირია ამ დროს. მარტიდან ინვისამდეა ყველაზე კარგი პერიოდი თოფის შესაძენად.

პოსტის ავტორი: PREDATOR Feb 10 2014, 10:34


პოსტის ავტორი: Bear Grylls Feb 10 2014, 11:27

გამოშვების წელი როგორ გავარკვიო, ვიცი დიდიხანი არ გამოდიოდა მაგრამ მაინც?


პოსტის ავტორი: Bear Grylls Feb 25 2014, 14:22

აი ასე გამოიყურება ჩემი ჩახმახიანი : )








პოსტის ავტორი: უიარაღო Feb 25 2014, 14:26

small3d018.gif . ახალივითაა. გილოცავ. ბევრი სიხარულის და ბედნიერების მომტანი იყოს.

პოსტის ავტორი: Bear Grylls Feb 25 2014, 14:31

მადლობა : )

მალე საქმეში ვნახავ რაცაა...

პოსტის ავტორი: samsoni777 Jun 4 2018, 14:37

შეიძლება ტოზ 54-ის ცევიო შოვნა სადმე? ან რამდენად კარგი თოფია? თუ შეიძლება ეს დაზიანებები გამოსწორდეს, თოფი დებისგან არის დაზიანებული.

https://postimg.cc/image/jqi08a54b/

https://postimg.cc/image/kss6quqij/

https://postimg.cc/image/mkl5lt7bf/

https://postimg.cc/image/tb1mvak7f/https://postimages.org/

100 ლარის გადახდა თუ ღირს?

პოსტის ავტორი: ოთო. Jun 4 2018, 16:22

თუ გაასუფთავებ და კედელზე დაკიდებ აჯობებს ძალიან დაზიანებულია.

პოსტის ავტორი: samsoni777 Jun 4 2018, 16:50

ციტატა(ოთო. @ Jun 4 2018, 17:22) *
თუ გაასუფთავებ და კედელზე დაკიდებ აჯობებს ძალიან დაზიანებულია.


პრინციპში მაგისთვისაც მინდა, აბა სანადიროთ სხვა თოფები მაქვს

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)